ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში ვითარება უარესდება. “ამ წამს კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს. ერთი კვირის წინ – ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოში ვითარება უარესდება. ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ!” – წერს იუკნევიჩიენე. მელიას დაკავების შესახებ განცხადებას, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონიც ავრცელებს. “როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანია, მთლიანი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება – როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელარუსში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს. ქართული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი…
მეტი...დღე: მაისი 29, 2025
რატომ დააკავეს მელია ?!- შსს განცხადებას ავრცელებს
შსს-ში აცხადებენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული. „ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს”- აცხადებენ უწყებაში.
მეტი...“ოპოზიციის აკრძალვა მიმდინარეობს – სანქციები გამოსავალია!”- უილსონი მელიას დაკავებაზე
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს. “ანტი-ამერიკულმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა ამ წამს დააპატიმრა საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იგივე ყალბი ბრალდებებით, როგორც ოპოზიციაზე წინა თავდასხმის დროს. ნათელია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს ქვეყნის ჩინეთისთვის მისაყიდად. სანქციები გამოსავალია!” – წერს კონგრესმენი.
მეტი...რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. პროტესტის 183-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
მეტი...„სიტყვები მოსკოვთან არ მუშაობს”- ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულ მხარეს არ გადაუცია ე.წ. მემორანდუმი არც აშშ-ისთვის, არც უკრაინისთვის და არც თურქეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის დაპირება გასცეს. „სიტყვები მოსკოვთან არ მუშაობს. ე.წ. მემორანდუმიც კი, რომლის დაპირებაც გასცეს და, როგორც ჩანს, ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ, ჯერ კიდევ არავის უნახავს. უკრაინას არ გადასცეს. არც ჩვენს პარტნიორებს“ – აღნიშნავს ზელენსკი ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ახალი დღის წესრიგი თურქეთსაც კი არ გადასცა – ქვეყანას, რომელმაც პირისპირ შეხვედრას უმასპინძლა.
მეტი...ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს
ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თუმცა უცნიბია რა ბრალდებით დააკავეს ოპოზიცონერი ლიდერი. მელია ცოტა ხნის წინ ლისის ტბის ასახვევთან მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წაედგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. მელიას სასამართლო პროცესი 30 მაისს არის ჩანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლოდერი აცხადებდა, რომ პროცესზე არ გამოცხადდებოდა. ნიკა მელია დააკავეს
მეტი...ნიკა მელია დააკავეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მისი უფლებადამცველი, გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ მელიას, დაკავება ლისის ტბის ასახვევთან მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა. ადვოკატი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რას ედავებიან ნიკა მელიას. “ყოველგვარი ახსნა- განმარტების გარეშე, ძალისმიერი მეთოდებით მოხდა დაკავება. წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია რასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მას არცერთ საქმეში აღმკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს”- ამბობს კონდახაშვილი. გიორგი კონდახაშვილის ვარაუდობსმ რომ მელია შეიძლება მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, რომ ხვალ უზრუნველყონ მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე…
მეტი...“უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს”- იანოშ ბოკა
ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მისი თქმით, საქართველომ და უნგრეთმა იცის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. “უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, როდესაც თქვენი გარიცხვა ან გაჩუმება სურთ”- აცხადებს იანოშ ბოკა.
მეტი...ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში. ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. მომხადრს შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უტარებენ.
მეტი...“თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა”- ირაკლი კობახიძე
“სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა, თუ დაარღვევ კანონს სხვა კუთხით, მაგალითად, არ გამოცხადდები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აქაც მოგიწევს შესაბამისი პასუხის მიღება”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის სამართლებრივი საკითხი – ვინც არ სცემს პატივს კანონს, მიიღებს შესაბამის პასუხს. „ჩემთვის ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი – არ სცემენ პატივს კანონს, მიიღებენ შესაბამის პასუხს ამასთან დაკავშირებით. ამის იქით, რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესი არ გვაქვს. სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა, თუ დაარღვევ კანონს სხვა…
მეტი...“გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება”- სუს-ის უფროსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული ზღაპარს ჰყვება. მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი კრიმინალი და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია. „ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ, გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. მთავარია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სუს-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. გამოძიება გრძელდება და ვინმეს თუ ამ ვერსიის დაჯერება უნდა, ეს მათი ნებაა. მთავარი აქ, რაც არის, კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი, მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად…
მეტი...“საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა, მათი შეჩერების დროა”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მათი შეჩერების დროა. „ტერორი, საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა რამე სამართლებრივი პროცესის გარეშე. ბატონი ივანიშვილის მიერ დაკვეთილი ეს ოპერაცია განხორციელებულ იქნა “საქართველოს ავიახაზების” თვითმფრინავის გამოყენებით! მათი შეჩერების დროა!” – წერს ზურაბიშვილი. გარდა ამისა ზურაბიშვილი კიდევ ერთ განცახდებას აქვეყნებს, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს ეხება. “ტერორი საქართველოში. მმართველი პარტიის კიდევ ერთი “ბოლშევიკური” ნაბიჯი: ანტიკორუფციული ბიურო მოქალაქეებს მოუწოდებს, ინფორმაცია მიაწოდონ “ნორმების დარღვევაზე”… და იძიებს მხოლოდ ოპოზიციის წევრებს, მაგრამ არც ერთ საჯარო კორუფციულ…
მეტი...“გიორგი ბაჩიაშვილი არის დაკავებული სუს-ის რეკლამირებით”- კობახიძე
“გიორგი ბაჩიაშვილი არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მანამდე მას ჰქონდა ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა და შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. „თქვენ გახსოვთ, მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და თუ ეს არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სათანადო პირობებში. გარდა ამისა, რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ის არის აშკარად…
მეტი...“ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია”- პრემიერი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე
„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ელჩი დანიგანის შეხვედრასთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ წერილს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც. „ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა საკუთარი პოზიცია, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ბუნებრივია, პირადი შანტაჟის ფონზე, მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, მიზანშეწონილი ასეთი…
მეტი...„უფრო დიდი EU გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში – ვუპასუხოთ ამ მოწოდებას უკრაინის, მოლდოვის და იმედია, საქართველოსთვის“ – ლაიენი
„ევროპის იმ ქვეყნების მიღება, რომლებმაც გააკეთეს თავისუფალი არჩევანი, შეუერთდნენ ჩვენს კავშირს, არ არის მხოლოდ მორალური აუცილებლობა ევროპისთვის“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის შარლემანის საერთაშორისო ჯილდოს მიღების დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლაიენის თქმით, „ეს არის უფრო ძლიერი ევროპის წინაპირობა – სახლში და გეოპოლიტიკურად მსოფლიოში“. „უფრო დიდი, გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. ეს დაგვეხმარება დამოკიდებულების შემცირებაში. ეს უზრუნველყოფს, რომ მთელ ევროპაში გაძლიერდეს დემოკრატია, კეთილდღეობა და სტაბილურობა. რა თქმა უნდა, გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ახლა გვეძახის. როგორც ეს 1989 წელს მოხდა, როდესაც…
მეტი...ბათუმში 10 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
საზოგადოებრივ ტრანსპორტში 10 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს. შემთხვევა ბათუმში მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.
მეტი...პოლონეთის შემდეგ, საქართველოში მოგზაურობის მსურველებს საფრანგეთის საელჩოც აფრთხილებს
პოლონეთის შემდეგ, საქართველოში მოგზაურობის მსურველებს, საფრანგეთის საელჩოც აფრთხილებს და აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოგზაურებს მოუწოდებენ, რომ საქართველოში გამგზავრებამდე, შეისწავლონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს. საელჩო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საპროტესტო შეკრებებში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ. „28 ნოემბრიდან, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველდღიურად დემონსტრაციები იმართება, ზოგჯერ მასშტაბურიც. ეს დემონსტრაციები ხშირად იწვევს პოლიციის მხრიდან დაპატიმრებებსა და დაშლას, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ ღონისძიებებში მონაწილეობა შეიძლება, დაისაჯოს მაღალი ჯარიმებით (თითო ჯარიმაზე 5 000 ლარი ანუ 1 600 ევროზე მეტი,…
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც მედია „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე“ დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად, გამოავლინეს „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის არხი“, რის შედეგადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეების 2 ჯგუფი დააკვეს. „ერთ ჯგუფში თურქეთის ორი მოქალაქეა: 1997 წელს დაბადებული სელჩუკ გურენი, რომელიც ოპერატიული მონაცემების თანახმად, ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნის ქვეშაა თურქეთში წარსულში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის და 2001 წელს დაბადებული დოგან ბერსანი, რომელიც ასევე მკვლელობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იძებნება“, – აღნიშნულია განცხადებაში. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციითვე, 26 მაისს დააკავეს…
მეტი...„ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით შეუძლებელია“ – „ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით“. „ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს. გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის…
მეტი...„არც ხვალ მივალ“ – მელიას განცხადებით, მისი სასამართლო პროცესი 30 მაისს ჩატარდება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს 14:00 საათისთვის გადაიდო. ამის შესახებ მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მელია წერს, პროცესზე დასწრებას არ აპირებს. „მოსართლემ“ შემდეგი სხდომა ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა – არც ხვალ მივალ“, – წერს მელია „ფეისბუქის“ გვერდზე.
მეტი...„რუსები აგრძელებენ ტყუილს ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. მემორანდუმის შესახებ“ – ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, „ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. მემორანდუმის შესახებ რუსები ტყუილს აგრძელებენ“. როგორც ერმაკი X-ზე წერს, მოსკოვს სურს, ომი გაახაგრძლივოს. „რუსები აგრძელებენ ტყუილს ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. მემორანდუმის შესახებ. ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს, მხოლოდ აჩვენებს მის მიზანს, გაახანგრძლივოს ომი. უკრაინა, უკვე დიდი ხანია, მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენი პირობები კარგად არის ცნობილი“, – წერს ერმაკი.
მეტი...„არ გვინდა კონფლიქტი, გვსურს მშვიდობა“ – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტო კავკასიაში მშვიდობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მშვიდობიანი პოლიტიკა უნდა განავითარონ. „როდესაც მშვიდობაც და ნორმალიზებაც იქნება მიღწეული, დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყნები ამით სარგებელს მიიღებენ“ – აცხადებს ერდოღანი და აქცენტს სომხეთ-აზერბაიჯანზე აკეთებს. „ჩვენც შეგვაქვს საჭირო წვლილი მშვიდობაში. მიღწეული მშვიდობა ღირებული იქნება აზერბაიჯანისთვის, სომხეთისა და ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული, ჩვენი ქვეყნები ამით სარგებელს მიიღებენ. ზანგეზურის გზა აზერბაიჯანისთვის არა მხოლოდ ნახიჩევანთან სახმელეთო დამაკავშირებელი მარშრუტია, არამედ თურქეთის გავლით თურქულ სამყაროსთან გამავალი ახალი ინტეგრაციის ხაზია. ამ გზის მოკლე დროში გახსნა ასევე გააძლიერებს კავკასიაში სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“ – აცხადებს ერდოღანი.…
მეტი...პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილის ბრალდებების სუს-ის კვლევის საგანია
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულ ბაჩიაშვილის გატაცების საქმე, რაზეც მან სასამართლოზე ისაუბრა, პროკურატურას არ ეხება. პროკურორ მიხეილ სანდრაძის განმარტებით, აღნიშნული ბრალდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კვლევის საგანია. „ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი. ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ რაიმე დეტალი იქნება საჭირო, ბუნებრივია, ეს უწყება გააკეთებს. რაც შეეხება შინაარსს, ბრალდებულმა განაცხადა, როგორც საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით, ასე შემდეგ… მიმდინარეობს გამოძიება, ამ კითხვებზე პასუხი, ბუნებრივია, გამოძიებას ექნება“ – განაცხადა ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ. „24 მაისს, გამიტაცეს საზღვარგარეთიდან – საქართველოში მოტაცებული ჩამომიყვანეს“…
მეტი...„სულელი ვიყავი, რომ ფულს არ ვაკეთებდი? არ შეიძლება, საკუთარი, მით უმეტეს, ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრება“ – სააკაშვილი
„მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელსაც ესენი ცდილობენ, მომიწყონ, ჩვენ ყველანი ვიდგებით მაგრად, ჩვენ ყველანი ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე და აუცილებლად მოვიპოვებთ ჩვენს გამარჯვებას“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მის მიმართ უსამართლობა არის წინასწარ დაწერილი და გათვლილი სცენარი. „დაწერილია FSB-ის დერეფნებში და კაბინეტებში. მასამართლებენ რაღაც ფულის გაფლანგვაზე, ჩვეულებრივ საპრეზიდენტო ხარჯებზე, როცა ჩემს შვილ ალისას ენატრება ცალკე ოთახი იმ ბინაში, რომელშიც ცხოვრობს, სადაც მუდმივად ზედახორაა სტუმრების და ა.შ. და ამათ თავზე გადასდით, წარმოუდგენლად გაზულუქდნენ. მე რა, სულელი ვიყავი, რომ ფულს არ ვაკეთებდი საქართველოს ხელისუფლებაში? სულელი კი არ…
მეტი...„წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება – ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან“ – ბაჩიაშვილი
„ამ საქმეებზე, ადრე თუ გვიან, ყველას მოეთხოვება“, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა. როგორც ბაჩიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ის 24 მაისს გაიტაცეს საზღვარგარეთიდან და საქართველოში მოტაცებული ჩამოიყვანეს. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი გამოძიების დაწყებას მოითხოვს. „შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს. 2 დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში… მე თქვენ გთხოვთ, რომ ჩემი ეს განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. ზუსტად ყველა…
მეტი...„24 მაისს, გამიტაცეს საზღვარგარეთიდან – საქართველოში მოტაცებული ჩამომიყვანეს“ – ბაჩიაშვილი
„საქართველოში მოტაცებული ჩამომიყვანეს“, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბაჩიაშვილის თქმით, 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, რის შემდეგაც, ის საქართველოში თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. „უდანაშაულო ვარ, დამტკიცდა საქართველოში, რომ ივანიშვილის პირადი პატიმარი ვარ. მინდა, დღეს დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ შეგატყობინოთ. 24 მაისს, გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, 2 დღე მატარეს თვალებახვეული, შემდეგ ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და მოტაცებული ჩამომიყვანეს საქართველოში. ისტორიას ბევრი საქმე ახსოვს გართულებებით, მაგრამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, საკუთარ თავს ნამდვილად აჯობა. წარმოდგენა არ მაქვს, იმ სახელმწიფოს რა უთხრეს, მაგრამ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემმა ამბავმა…
მეტი...„უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ“ – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინას შესთავაზეს, რომ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპი 2 ივნისს, სტამბოლში გაიმართოს. პესკოვის თქმით, მოსკოვს ოფიციალური კიევისგან ჯერ პასუხი არ მიუღია. „ჩვენ მეორე ეტაპის გამართვა ორშაბათს, 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, – აცხადებს პესკოვი.
მეტი...„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიური ხდება“ – კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები „გააქტიურების ტენდენციებით“ ხასიათდება. როგორც კარასინმა TASS-სთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა „შესამჩნევად გაიზარდა“. „მოხარული ვიქნებოდით, დიპლომატიური ურთიერთობა რომ აღგვედგინა. ჯერჯერობით, ისტორიული მიზეზების გამო, თბილისში მოქმედებს შვეიცარიის საელჩოს განყოფილება, რომელიც შედგება ჩვენი დიპლომატებისგან. სწორედ ასე ჰქვია, ისე, როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს განყოფილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. იქ მუშაობენ ქართველი დიპლომატები – მთლიანობაში ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია გააჩნია. მივიჩნევთ, რომ ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად გაიზარდა. საქართველო გამოირჩევა პასუხისმგებლობიანი მიდგომებით. მას სხვისი ინტერესებისთვის ბრძოლა აღარ სურს. ეს აღიქმება დადებითად…
მეტი...სამხრეთ კორეაში საზღვაო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა
სამხრეთ კორეაში, ქალაქ პოჰანგში, სამხედრო ბაზის მახლობლად საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საზღვაო ძალების ცნობით, თვითმფრინავში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 13:43 საათზე მოხდა. საზღვაო ძალები ავიაკატასტროფის მიზეზისა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენას ცდილობენ.
მეტი...„იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს“ – კობახიძე
„წლებია, საქართველო ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, „მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი – ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული“. „როდესაც საქართველომ გაატარა ინიციატივა, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარითა და სანქციებით შეხვდნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ…
მეტი...„ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას“ – კობახიძე
„ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელი მოვლენები ხდება“. „დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას ვხედავთ: ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ! აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას განსაზღვროს საკუთარი განვითარება; ტოლერანტობას…
მეტი...„ყველა უნდა ადიდებდეს ორბანს მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის“ – კობახიძე
„საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ქართველებს ეამაყებათ ქრისტიანობა და ყველაფერი კეთდება მის დასაცავად, რადგან „როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს“. „დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში – ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა.…
მეტი...„კობახიძე საქართველოს გმირია, რომელმაც ყველა დაამარცხა“ – ორბანი
„ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოიტანა ქვეყანაში“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე განაცხადა. როგორც ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კობახიძე „გმირია“. „საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. მისი ქვეყნის 20% არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში“, – აღნიშნა ორბანმა.
მეტი...პოლონეთის საელჩო საქართველოში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს
პოლონეთის საელჩო მოქალაქეებისთვის მიმართვას ავრცელებს და საქართველოში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს მიმართვაშია ნათქვამი, მოქალაქეებმა საქართველოში გამგზავრებამდე რამდენიმე რისკ-ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. „საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება, მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე,…
მეტი...„უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია“ – მერცი
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია. როგორც მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინელ ჯარისკაცებს Taurus-ებზე რამდენიმეთვიანი წვრთნა დასჭირდებათ. „რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს Taurus-ებზე რამდენიმეთვიანი წვრთნა დასჭირდებათ“, – განაცხადა მერცმა.
მეტი...სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე, უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსეთის საჰაერო ოპერაციების ხელმძღვანელი ზაურ გურციევი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ სტავროპოლის მხარის გუბერნატორზე, ვლადიმერ ვლადიმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ჩეხოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა – ადგილზე გურციევის გარდა, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. „ძვირფასო თანამემამულენო! მწუხარებით გაცნობებთ, რომ სტავროპოლში, ჩეხოვის ქუჩაზე ღამით, ინციდენტის შედეგად, ჩვენი გმირი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი, ზაურ გურციევი დაიღუპა. ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის უკრაინელი ნაცისტების მონაწილეობით ტერორისტული აქტის ორგანიზება“, – დაწერა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა Telegram-ზე. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური სამსახურები მუშაობენ.…
მეტი...