29-30 მაისს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია. მანამდე, სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ჰაკან ფიდანი კიევში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდებოდა. ჰაკან ფიდანი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
მეტი...დღე: მაისი 28, 2025
ტრამპმა ნეთანიაჰუს მოუწოდა არ ჩაშალოს ირანის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ არ ჩაშალოს აშშ-ის ხელმძღვანელობით ირანის ბირთვულ საკითხზე მჭიდრო მოლაპარაკებები. „მინდა, ვიყო გულწრფელი. დიახ, ასეთი რამ ვუთხარი. ეს არ არის გაფრთხილება. მე ვთქვი, რომ ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა მიზანშეწონილი. მე ვთქვი, ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა მიზანშეწონილი ახლა, რადგან ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტასთან“, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ირანთან ძალიან კარგ მოლაპარაკებებს აწარმოებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანთან ნებისმიერი შეთანხმება იქნება ძალიან ძლიერი.
მეტი...“გერმანიის პირდაპირი ჩართულობა ამ ომში უკვე აშკარაა”- ლავროვი
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი გადაამოწმებს ინფორმაციას გერმანიის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე მოქმედი შეზღუდვის მოხსნის შესახებ. „თუ სწორად გავიგე ის, რაც წავიკითხე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თავიდანვე იგულისხმებოდა სწორედ უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოების დაფინანსება. გერმანული რაკეტების მიწოდების შესახებ საუბარი არ არის. ამის გადამოწმება საჭიროა. გერმანიის პირდაპირი ჩართულობა ამ ომში უკვე აშკარაა. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები საბოლოოდ გამოიტანენ სწორ დასკვნას და შეწყვეტენ ამ სიგიჟეს“,- აღნიშნა ლავროვმა. ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის…
მეტი...რუსეთში დაბადების დღის წვეულებაზე 17 წლის მოზარდმა, ოთხი თანატოლი დანით მოკლა
რუსეთში, ირკუცკის ოლქის ქალაქ ბაიკალსკში, დაბადების დღის წვეულებაზე 17 წლის მოზარდმა, ოთხი თანატოლი დანით მოკლა. სახლს ცეცხლი წაუკიდა და თავადაც დაიწვა. დაღუპულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის იყო. დაჭრილია კიდევ 4 მოზარდი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაწრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, არასრულწლოვანთა ჯგუფი კერძო სახლში წვეულების გასამართად შეიკრიბა.
მეტი...აშშ ახალ სავიზო შეზღუდვებს აწესებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, სავიზო შეზღუდვებს აწესებს უცხოელებისთვის, რომლებიც ამერიკელების ცენზურაში მონაწილეობენ. ინფორმაციას FOX NEWS-ი ავრცელებს. „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უცხოური ხელისუფლება ამერიკელებს აჯარიმებდა, ავიწროებდა და ბრალდებებსაც კი უყენებდა სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო. ვაცხადებ ახალ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც გავრცელდება უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამერიკელების დაცენზურების თანამონაწილეები არიან… სიტყვის თავისუფლება აუცილებელია ამერიკული ცხოვრების წესისთვის – ეს არის თანდაყოლილი უფლება, რომელზეც უფლებამოსილება უცხოურ მთავრობებს არ აქვთ. უცხოელები, რომლებიც ამერიკელთა უფლებების შელახვაზე მუშაობენ, ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის პრივილეგიით არ უნდა სარგებლობდნენ. ლათინურ ამერიკაში, ევროპაში თუ სხვაგან, დასრულდა…
მეტი...“თუ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული, სხვაგვარი პასუხი გვექნება”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ორი კვირაში გაირკვევა ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა. მისივე განმარტებით, თუ პუტინი ყალბადაა დაინტერესებული, სხვაგვარი პასუხი ექნებათ. ტრამპმა უარი თქვა იმ ქმედებების გამხელაზე, რომლებიც მან შეიძლება განიხილოს რუსეთის დასასჯელად და განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ მისი ახალი „მკაცრი ენა“ თავის თავზე საუბრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებმა შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებას. „სიტყვები საკმაოდ ხმამაღალია. ბედნიერები არ ვართ ამ ვითარებით. გავარკვევთ, ყალბად დაინტერესებულია თუ არა და თუ ყალბად დაინტერესებულია, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება“…
მეტი...ილონ მასკი ტრამპის მხარდაჭერილი პროექტით იმედგაცრუებულია
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ხარჯების შესახებ კანონპროექტით, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერს მხარს. კანონპროექტი მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს და გარკვეულ სფეროებში ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტი, რომელსაც დონალდ ტრამპი „დიდ, მშვენიერ კანონპროექტს“ უწოდებს, ჯერ კიდევ სენატმა უნდა დაამტკიცოს. ილონ მასკის შეფასებით, ეს კანონპროექტი ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას, რომელსაც მასკი ხელმძღვანელობს. „მე იმედგაცრუებული ვიყავი მასშტაბური ხარჯების კანონპროექტით, რომელიც შემცირების ნაცვლად, ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს და ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანებოს დეპარტამენტის გუნდის მუშაობას“ – თქვა ილონ მასკმა ინტერვიუში.
მეტი...პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელა
პარლამენტმა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას“ უფლებამოსილების ვადა ერთი თვით, მიმდინარე წლის 5 ივლისამდე გაუგრძელა. საკითხს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი, რასაც 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომისიის დღევანდელი თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეისთვის საგამოძიებო კომისიამ 30-ზე მეტი საჯარო სხდომა გამართა და 100-ზე მეტი პირი გამოკითხა. მისივე თქმით, კომისიაში შესული 600-მდე განცხადებიდან 500-ზე მეტი დამუშავებულია და მათი ნახევარზე მეტი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ან და ამ გზით ჩამორთმეულ საკუთრებასა და…
მეტი...რუსული სარაკეტო სისტემა ბელარუსში წლის ბოლომდე განთავსდება
“ორეშნიკის“ რუსული სარაკეტო სისტემა ბელარუსში წლის ბოლომდე განთავსდება, მისი განლაგების ადგილები უკვე განსაზღვრულია. ინფორმაცია ბელარუსის უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ალექსანდრე ვოლფოვიჩმა გაავრცელა. როგორც ვოლფოვიჩმა აღნიშნა, საზღვარგარეთ შეუძლიათ იფიქრონ, რომ ეს არ მოხდება, თუმცა ბელარუსში იციან, სარაკეტო სისტემა აქვთ. „დაე, იფიქრონ საზღვარგარეთ, რომ ეს ბელარუსში არ იქნება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ის გვაქვს, სად არის და როგორ მუშაობს. ამიტომ, მთავარია, ჩვენ დარწმუნებულები და მშვიდად ვიყოთ ჩვენი ხალხების, რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოებაში“ – აღნიშნა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა.
მეტი...„უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმს 2 ივნისს წარვუდგენთ“- ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს. „რუსულმა მხარემ, როგორც შეთანხმებული იყო, ოპერატიულად შეიმუშავა შესაბამისი მემორანდუმი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციას კრიზისის საწყისი მიზეზების საიმედო დაძლევის ყველა ასპექტთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაცია, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით, მზადაა, წარუდგინოს ეს მემორანდუმი უკრაინის დელეგაციას და მიაწოდოს საჭირო განმარტებები უახლოეს ორშაბათს, 2 ივნისს სტამბოლში განახლებული პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს“ – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
მეტი...გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, გერმანია უკრაინაში შორის მანძილის შეიარაღების წარმოებას დააფინანსებს. აღნიშნული სქემით დაფინანსებული სისტემები კიევს უკვე მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადაეცეს. მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უკვე იმყოფება უკრაინის შეიარაღებაში, ამიტომ შესაძლებელია ექსპლუატაციაში მათი დაუყოვნებლივ შეყვანა, პერსონალის დამატებითი მომზადების გარეშე. გერმანიის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ 2025 წელს შეიარაღების სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოებაა შესაძლებელი, თუმცა დეტალები არ მჟღავნდება. ასევე, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, სახმელეთო შეიარაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდებას.
მეტი...ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა
ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა 2025 წლის 20 მაისს გაკეთებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმალიზება მოახდინა, რათა სირიელს ხალხს დაეხმაროს ხელახლა გაერთიანებაში და ახალი, ინკლუზიური, პლურალისტური და მშვიდობიანი სირიის აღმშენებლობაში. გადაწყვეტილების ფარგლებში ევროკავშირმა სასანქციო სიებიდან ამოშალა 24 სირიული კომპანია და ორგანიზაცია, მათ შორის სირიის ცენტრალური ბანკი, სხვა ბანკები და კომპანიები, რომლებიც ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში მუშაობენ: ნავთობის მოპოვება, ნავთობის გადამუშავება, ბამბის წარმოება და ტელეკომუნიკაციები. ზოგიერთი გაუქმებული სანქცია მედია ორგანიზაციებსა და ტელეარხებს ეხებოდა.
მეტი...“ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას”- კობახიძე ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის მეთაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს. “ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას” – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
მეტი...გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოზე კაცი დაჭრეს
თბილისში, საბურთალოზე, შუახნის კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს. როგორც მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს სხეულზე დაზიანებები დანით მიაყენეს, რის შემდეგაც დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მეტი...ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს. როგორც ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სინვართან ერთად, მოკლულია „ჰამასის“ მაღალი რანგის რამდენიმე წევრიც. მუჰამედ სინვარი „ჰამასის“ ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა მისი უფროსი ძმა იაჰია სინვარი მოკლა.
მეტი...გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ბერლინში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე, გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოების შესახებ გამოაცხადა. როგორც მერცმა ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გერმანია შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინაში წარმოებას დააფინანსებს. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან ახლა და მომავალში. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს დავაფინანსებთ“, – განაცხადა მერცმა.
მეტი...„თუ უკრაინას არ მიიწვევენ ნატოს სამიტზე, ეს პუტინის გამარჯვება იქნება არა უკრაინაზე, არამედ ნატოზე“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჰააგაში ნატოს სამიტს აუცილებლად უნდა დაესწროს. როგორც ზელენსკიმ ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ უკრაინას სამიტზე არ მიიწვევენ, „ეს პუტინის გაამრჯვება იქნება“. „ჩემი აზრით, თუ უკრაინას არ მიიწვევენ ნატოს სამიტზე, ეს იქნება პუტინის გამარჯვება, მაგრამ არა უკრაინაზე, არამედ ნატოზე. ამიტომ, გადაწყვეტილება პარტნიორებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...„პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია“ – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და კიევს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია. პესკოვის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პოზიცია არ შეცვლილა“. „მსგავსი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეცვლილა. მსგავსი შეხვედრა დელეგაციებს შორის სხვადასხვა სფეროში კონკრეტული შეთანხმებების მიღწევის შედეგი უნდა იყოს. ამ მხრივ ცვლილებები არ არის“, – აცხადებს პესკოვი.
მეტი...ფლორიდაში ნავი აფეთქდა – დაშავებულია 11 ადამიანი
აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ნავი აფეთქდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქება საკურორტო ქალაქ ფორტ-ლოდერდეილში მოხდა. ნავზე 13 ადამიანი და ძაღლიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე გადაარჩინეს.
მეტი...„რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე სილის გაწვნაა მათთვის, ვინც ცეცხლის შეწყვეტისთვის იბრძვის“ – მერცი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება. როგორც მერცმა გერმანიაში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მოსკოვის თავდასხმები კიევზე „სილის გაწვნაა“ მათთვის, ვინც ცეცხლის შეწყვეტისთვის მუშაობს. „ეს არის სახეში სილის გაწვნა მათთვის, ვინც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის იბრძვის. ამიტომ, ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა შევასუსტოთ მოსკოვის სამხედრო მანქანა და გზა გავუხსნათ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მერცმა.
მეტი...„ის რეალურად შიშველი რჩება და ანაბარა კობახიძის“ – ზურაბიშვილი ივანიშვილზე
„დღეს, ჩამოშლისა და რყევების პროცესს ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო ნათლად“, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას. როგორც ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ“. „პრაქტიკულად დღე არ გადის ისე, [რომ არ დავინახოთ] ახალი ნიშანი იმის, რომ ის პირველი წრე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ – მას ამაგრებდა აქამდე – იშლება. ეს არის ნიშანი იმის, რომ ერთი მხრივ, სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე…
მეტი...„იმდენად ვარ დაინტერესებული გადატვირთვით, მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა აშშ-ის მიერ ნაკარნახევი დანიშნულებით დამეხარჯა“ – ივანიშვილი
„ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ – 2022 წელს, როდესაც სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე“, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომლითაც მან განმარტა, რატომ არ შეხვდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რობინ დანიგანს. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, დაინტერესებულია ქართული-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით და ამისთვის ხელისუფლებაც მზად არის. „როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის…
მეტი...„აშშ-ის ელჩს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ – ელჩმა უარი განაცხადა“ – ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პასუხად აცხადებს, რომ ელჩ რობინ დანიგანს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. როგორც ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, თავად მან კი, დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ „პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრას და სახელმწიფო საქმეებზე საუბარს არასწორად“ მიიჩნევს. „პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა,…
მეტი...„პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია“ – ივანიშვილი დანიგანზე
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, „პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრას და სახელმწიფო საქმეებზე საუბარს არასწორად“ მიიჩნევს. „დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც „ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა…
მეტი...„აშშ უნდა იყოს მეგობარი და არა მბრძანებელი“ – კალაძე
„ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია – აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საელჩოს განცხადებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, ივანიშვილი თავად უპასუხებს. „მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე გეტყვით ჩემს პირად დამოკიდებულებას: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და…
მეტი...„ღირსეული მინისტრი იყო – გადაწყვეტილება თავად მიიღო“ – კალაძე გომელაურზე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის ღირსეული მინისტრი იყო. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გომელაურის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობის არიდება მოხერხდა. „ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც უშუალო ჩართულობითა და მისი ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე სცენარი თავიდან აარიდა ქვეყანას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული შრომისთვის და წარმატება ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში. ის, მართლაც, ღირსეული ადამიანია, ღირსეული მინისტრი იყო, ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთანავე,…
მეტი...ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საელჩოებში სტუდენტური ვიზისთვის გასაუბრების დანიშვნა შეაჩერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ის საელჩოებმა სტუდენტური ვიზის მისაღებად გასაუბრების დანიშვნა დროებით უნდა შეწყვიტონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია წერს, ადმინისტრაცია აღნიშნულის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ხელისუფლება სტუდენტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სოციალური მედიის გამკაცრებული შემოწმების ამოქმედებისთვის ემზადება. მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტემი ბრიუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები „ქვეყანაში შემოსული პირების შემოწმების პროცესს ძალიან სერიოზულად ეკიდება და ასევე გაგრძელდება“.
მეტი...„უკრაინასთან მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპის შესახებ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ“ – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი ეტაპის შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება. როგორც ლავროვი აღნიშნავს, მოსკოვი დიდი ხანია, მზად იყო კიევთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უკრაინა უარს ამბობდა, რადგან „პროცესში მონაწილეობის მიღებას ევროპის ხელმძღვანელობა უშლიდა“. „16 მაისს, სტამბოლში მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით ყველა დისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და ასე გავაგრძელებთ ამას პირდაპირი მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპზე, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.
მეტი...„კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსულ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტი დაგმო“ – გავრილოვი
„მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ სცენაზე დროშასთან დაკავშირებით ჩადენილი კადნიერი საქციელი გამბედაობის აქტი კი არა, ბანალური თავხედობაა“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა. გავრილოვის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „სწორად მოიქცა, როცა ეს ინციდენტი დაგმო“. „ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ, ეს საქციელი ბანალური უხეშობაა“, – განაცხადა გავრილოვმა, რომლის კომენტარსაც TASS-ი ავრცელებს.
მეტი...ტრამპის განცხადებით, კანადა 51-ე შტატად გახდომის სანაცვლოდ, „ოქროს გუმბათის“ უფასოდ შეთავაზებას განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადას „ოქროს გუმბათს“ შესთავაზებენ უსასყიდლოდ, თუ ის შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდება. როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, კანადა აღნიშნულ შეთავაზებას განიხილავს. „მე ვუთხარი კანადას, რომელსაც ძალიან სურს ჩვენი ზღაპრული „ოქროს გუმბათის“ სისტემის ნაწილი იყოს, რომ ეს 61 მილიარდი დოლარი დაუჯდება, თუ ისინი ცალკე, მაგრამ არათანასწორ ერად დარჩებიან, მაგრამ ნული დოლარი დაუჯდებათ, თუ ჩვენი საყვარელი 51-ე შტატი გახდებიან. ისინი ამ შეთავაზებას განიხილავენ“, – წერს ტრამპი.
მეტი...„დანიგანმა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა – ივანიშვილმა უარი თქვა“ – აშშ-ის საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, 22 მაისს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა. როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილმა დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. „ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად…
მეტი...„არსებობს იმედი, რომ ომი 2026 წელს დასრულდება“ – ზელენსკი
„არსებობს იმედი, რომ რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის საჭიროა რუსეთის ფედერაციაზე ძლიერი ზეწოლისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ასევე, არსებობს იმედი, რომ 2026 წელს, ომი დასრულდება. „არა მგონია, ყველა დეტალი ვიცოდეთ, მაგრამ ეს მოხდება. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მზარდი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია. ვხედავთ, მომავალ წელს ზრდას ვერ შეძლებს, შემცირდება. და ის მუდმივად შემცირდება, ანუ ეკონომიკა მთლიანად შეიცვლება, ყველაფერს ომზე დახარჯავენ. ასევე, დიდი პრობლემაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებით, კომპონენტებით, რომლებიც ჩინეთიდან, ტაივანიდან, აშშ-დან და რამდენიმე ევროპული კომპანიისგან შედის… არსებობს იმედი, რომ 2026…
მეტი...„განსაკუთრებული კაცია – მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებაზე“ – კობახიძე გომელაურზე
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი მინისტრი წარადგინა. პრემიერის თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. „დღეს ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისი თხოვნით მან მოგვმართა რამდენიმე დღის წინ. ჩვენთვის ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა, ყველა, მათ შორის მეც, გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი. ის ათ…
მეტი...თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყება
წელს, თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი, 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. მერიის სოციალური პროექტის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. „წელს პროექტის მასშტაბები იზრდება და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ივლისში, დედაქალაქში 50-ის ნაცვლად, 55 საბავშვო ბაგა-ბაღი იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს,…
მეტი...შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტან გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. კობახიძემ გელაძეს წარმატებები უსურვა. „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ბატონი გელა არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი, მას აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში, ის მუშაობდა პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ბატონი გელა იკავებდა ჯერ განათლების, მეცნიერებისა და…
მეტი...რუსეთმა ხარკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა – არიან დაშავებულები
რუსებმა ხარკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი დაშავდა. მისივე თქმით, დაშავებულთა შორის 80 წლის მამაკაცი და 71 წლის ქალიც არიან.
მეტი...