“მე მგონია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ელჩს უნდა, რომ სრულფასოვნად შეასრულოს საკუთარი დიპლომატიური ფუნქციები შესაბამის ქვეყანაში და ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება, ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტია. „მე მგონია, რომ მას ძალიან ენდომებოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. რა შეიძლება იყოს ელჩისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე, თუმცა ხედავთ, რომ რაღაც გამოგონილი…
მეტი...დღე: მაისი 27, 2025
“თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს”- პრემიერი
“ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, თუ ამ ტემპით გაგრძელდება ეკონომიკის ზრდა, უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შესაძლოა მიუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით. „რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ზრდის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, კეთილდღეობის დონით, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის…
მეტი...“აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც გამოხატულია ღიაობა თანამშრომლობის მიმართ“ – კობახიძე
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურული, ისე – ღია წერილით. „საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი, ერთი გამოიგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი დიფ სთეითის მიერ და მეორე წერილი შედგენილი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა და ეს უკვე აჩვენებს იმ…
მეტი...ღაზაში ომის დაწყების შემდეგ შტატებიდან ისრაელში 90 000 ტონაზე მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებული შტატებიდან 800-მა სატრანსპორტო თვითმფრინავმა და 140-მა გემმა ისრაელში 90 000 ტონაზე მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ჩაიტანა. ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მე-800 თვითმფრინავი ისრაელში დღეს დილით ჩაფრინდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მიწოდება მნიშვნელოვანი კომპონენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეძლონ ოპერაციების გაგრძელება როგორც ომის მიზნების მისაღწევად, ასევე მზადყოფნისა და მარაგების გასაუმჯობესებლად.
მეტი...ფედერალურ სააგენტოებს ჰარვარდის უნივერსიტეტთან ყველა კონტრაქტის გაუქმება დაევალათ
თეთრი სახლი ფედერალურ სააგენტოებს ავალებს გააუქმონ ჰარვარდის უნივერსიტეტთან დარჩენილი ყველა კონტრაქტი. საუბარია დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტებზე. წერილში ჰარვარდის წინააღმდეგ წამოყენებული საჩივრების მთელი რიგია მოყვანილი, მათ შორის მტკიცება, რომ უნივერსიტეტი „აგრძელებს რასობრივი დისკრიმინაციის განხორციელებას“ მიღების პროცესში და აჩვენებს ებრაელი სტუდენტების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისადმი შემაშფოთებელ უყურადღებობას. აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა აშშ-ის კოლეჯები და უნივერსიტეტები გააფრთხილა შესაძლო შედეგების შესახებ, თუ ისინი არ მიიღებენ ადეკვატურ ზომებს ებრაელი სტუდენტების დასაცავად. ქვეყნის უძველესმა და უმდიდრესმა უნივერსიტეტმა გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციას 2.2 მილიარდი დოლარის ფედერალური გრანტებისა და კონტრაქტების გაყინვის გამო უჩივლა. ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ კვირას ჰარვარდის…
მეტი...რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. უწყვეტი პროტესტის 181-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. მანამდე საპროტესტო აქცია იყო “ქართული ოცნების” ოფისთან.
მეტი...დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმზე მანქანით შევარდა
ლივერპულში, ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანის შევარდნის დროს დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს. 53 წლის მამაკაცი მკვლელობის მცდელობის, მანქანის სახიფათოდ მართვის და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის განცხადებით, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მათგან 11 ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. ცნობისთვის, ფეხბურთის გულშემატკივრები საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ პრემიერლიგაში გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც მამაკაცი ხალხში მანქანით შევარდა.
მეტი...“საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ომობს”- ლავროვი
საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ომობს, რადგან მის რაკეტებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად იყენებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, საფრანგეთის შორი მოქმედების რაკეტებს კიევის ნაცისტური რეჟიმი იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ძირითადად სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის. „დევიზი – „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ მოიცავს ადამიანის უფლებებს, რომლებზეც საფრანგეთი ყველა კუთხე-კუნჭულში საუბრობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ ნებისმიერ სიტუაციაში, უკრაინის კონფლიქტის გარდა. საფრანგეთი არ საუბრობს იმაზე, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, არსებობს ადამიანის უფლებებიც და უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული ენა კანონით აკრძალულია მისი გამოყენების ყველა სფეროში. მსგავსი რამ…
მეტი...“პუტინმა ცინიკურად აირჩია პრეზიდენტ ტრამპის პირადი რეპუტაციის შელახვა”- პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ცინიკურად აირჩია პრეზიდენტ ტრამპის პირადი რეპუტაციის შელახვა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი განაგრძობს ტრამპის მშვიდობისკენ მოწოდებების უგულებელყოფას. „აშკარაა, რომ პუტინმა ცინიკურად აირჩია პრეზიდენტ ტრამპის პირადი რეპუტაციის შელახვა, მისი „რუსეთთან დიალოგის“ სურვილის გათვალისწინებით. ბოლო დღეებში უკრაინაზე სასტიკი თავდასხმები აშკარად დემონსტრაციულია – „ნახეთ, რა შემიძლია გავაკეთო“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებები, რომელშიც ის საუბრობს, რომ მოსკოვს არ სურს უკრაინის სუვერენიტეტის აღიარება, ომის მოგვარების ჭრილში ამერიკულ ინიციატივას ძირს უთხრის.
მეტი...“ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა”- მედია
გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ინფორმაციას გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრებსა და ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბაჩიაშვილის მეგობრების ცნობით, ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად. “ეს დაკავება სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი ჰყავდა, და მათთან ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს” – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და…
მეტი...“პუტინი ცეცხლს ეთამაშება”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლს ეთამაშება. “ვლადიმირ პუტინი ვერ იაზრებს, რომ მე თუ არა, ნამდვილად ბევრი ცუდი რამ უკვე დაემართებოდა რუსეთს, და ნამდვილად ცუდ რაღაცებს ვგულისხმობ. ის ცეცხლს ეთამაშება!” – წერს ტრამპი.
მეტი...“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციაა
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პატიმრების მხარდამჭერი პლაკატები. დემონსტრანტების განცხადებით, პერიოდულად აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავენ, რადგან მათი მიზანია, “ქართული ოცნებისთვის” მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა. ადგილზე აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.
მეტი...“ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები”- ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილს პრეზიდენტისვ პრესსამსახური ავრცელებს. “ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს”, – ნათქვამია მისალოც წერილში.
მეტი...ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 6 დაკარგულად მიიჩნევა
აღმოსავლეთში ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის 6 მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა. მათივე ინფორმაციით, მსუბუქად დაშავებულია 19 ადამიანი. შეგახსენებთ, აღმოსავლეთ ჩინეთში, შანტონგის პროვინციის ქალაქ კაომიში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება დღეს, 27 მაისს მოხდა. ადგილობრივმა სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა ადგილზე 55 მანქანა და 232 თანამშრომელი, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი და სამაშველო ძალები გაგზავნეს.
მეტი...რუსეთმა ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო
რუსეთმა ბალტიის ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, დაახლოებით, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ქვეყნის საზღვაო ძალების ბალტიის ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, წვრთნები ჩრდილოეთ ფლოტის, საჰაერო კოსმოსური ძალების, მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების სამხედრო ნაწილების მონაწილეობით ტარდება. უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო ღონისძიება.
მეტი...პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ‘’ვ’’ პუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის…
მეტი...ქობულეთში 55 წლის კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა
ქობულეთში, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის კაცი მწყობრიდან გამოსული მძიმე ტექნიკის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც ტექნიკა დაგორდა და მამაკაცი მოიყოლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...(VIDEO) ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა
აღმოსავლეთ ჩინეთში, შანტონგის პროვინციის ქალაქ კაომიში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიის ცნობით, ადგილობრივმა სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა ადგილზე 55 მანქანა და 232 თანამშრომელი, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი და სამაშველო ძალები გაგზავნეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. აფეთქების მიზეზი უცნობია.
მეტი...„ბათუმში 2 ადამიანს დანით დაზიანებები მიაყენა – ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა“ – პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს, ქალაქ ბათუმში, ბრალდებულმა ორ პირს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „ერთ-ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მეორე დაზარალებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ბრალდებული სამართალდამცველებმა 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…
მეტი...„ხურვალეთთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია“ – სუსი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუსის ცნობით, ბოლოთაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „გიორგი ბოლოთაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუსის ინფორმაციაში.
მეტი...„ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის“ – გახარია
„ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აუხსნის, რა არის სამართლიანი წესრიგი, რას ნიშნავს პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, როდესაც მეგობრების რაოდენობას ზრდი და არ ამცირებ“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პარტია ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის ემზადება. „რას ნიშნავს იყო იმდენად ძლიერი და სამართლიანი, რომ ქვეყნის მტერთანაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გამართული საუბარი შეგეძლოს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის; ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ…
მეტი...„ყველაფერი კეთდება და გაკეთდა, რომ დიასპორასთან კავშირი იყოს შორეული და გაწყვეტილი“ – ზურაბიშვილი
„ტყუილად სიტყვები, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირი დიასპორასთან, არ არის საჭირო“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „ყველაფერი კეთდება და გაკეთდა იმისთვის, რომ დიასპორასთან კავშირი იყოს რაც შეიძლება შორეული და პრაქტიკულად გაწყვეტილი“. „დღეს 27 მაისია – დიასპორის დღე და მინდა, პირველ რიგში, დიასპორას – ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ – ყველას მივულოცო 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი დღე, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა მიზეზის…
მეტი...რჩევები ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით
საკუთარი ბიზნესის წამოწყება სულ უფრო მიმზიდველი ხდება — სტარტაპ ეკოსისტემა ვითარდება, ფინანსური ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია, ხოლო ციფრული ტექნოლოგიები ამარტივებს ოპერაციულ პროცესებს. თუმცა, წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად უამრავი ბარიერის გადალახვაა საჭირო. პროცესი სტრატეგიულ დაგეგმვას, ბაზრის სიღრმისეულ ანალიზსა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. დღევანდელ ბლოგში მოგცემთ რჩევებს, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით. 1. იდეის შერჩევა და ბაზრის კვლევა ბიზნესის წარმატება იწყება იდეით, რომელიც რეალურ მოთხოვნას პასუხობს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი იდეა უნიკალური ან არსებულზე უკეთესი იყოს. ბაზრის კვლევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ სამიზნე სეგმენტს, მომხმარებელთა ქცევას, კონკურენტებსა და ინდუსტრიის ტენდენციებს. მიზნობრივი ბაზრის კვლევა დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად სიცოცხლისუნარიანია თქვენი…
მეტი...როგორ გავაფორმოთ ინტერიერი დეკორატიული სავარძლის დახმარებით
ინტერიერის დიზაინში თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სივრცის გარდაქმნისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება დეკორატიული სავარძელია. სწორად შერჩეული სავარძელი ოთახის ცენტრალურ ნაწილად შეიძლება იქცეს და სახლს უნიკალური, გამორჩეული ხასიათი მიანიჭოს. დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, როგორ აირჩიოთ და განათავსოთ დეკორატიული სავარძელი ისე, რომ თქვენი ინტერიერი შეავსოს და გაამდიდროს. როგორ ავირჩიოთ დეკორატიული სავარძელი დეკორატიულ სავარძელი ოთახს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს. ეს ავეჯი საშუალებას მოგცემთ სივრცეში ახალი ტექსტურა, პატერნი, ფერი და ფორმა შეიტანოთ და შესაბამისად, ოთახი გაალამაზოთ და გაახალისოთ. სავარძლის არჩევისას, პირველ რიგში, ოთახის ზომა უნდა გაითვალისწინოთ. პატარა სივრცეებისთვის კომპაქტური, მარტივი დიზაინის სავარძელი იდეალურია,…
მეტი...„ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით დაინტერესებულია“ – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით დაინტერესებულია. როგორც ლავროვმა მოსკოვში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მოლაპარაკებები ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „ერთობლივი ინიციატივაა“. „პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისი ომი არ არის. ის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული. ეს, ზოგადად, მისი და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი ინიციატივა იყო“, – აღნიშნა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მეტი...ღაზაში ისრაელის იერიშების შედეგად, ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 81 ადამიანი დაიღუპა
ბოლო ერთ დღეში, ღაზის სექტორში ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 81 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. მედიის ცნობით, 53 ადამიანი მხოლოდ ქალაქ ღაზაში დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, ისრაელის მიერ ღაზაზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 54 000-ს გადააჭარბა.
მეტი...იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. როგორც მედია იტყობინება, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორივე რაკეტის განეიტრალება შეძლო. მათივე ცნობით, რაკეტების მიახლოების გამო, განგაშის სიგნალები იორდანიის ველსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ რაიონებში იყო ჩართული. ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეტი...„საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ“ – პატრიარქმა დიასპორას მიმართა
„დიდია თქვენი პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს მიმართავს. როგორც პატრიარქის წერილში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, დიასპორის წარმომადგენლები უცხოეთში საქართველოს ელჩები არიან. „ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, ჩემო სულიერო შვილებო, ღვთის წყალობით, კვლავ დადგა დღე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრისა. მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას. იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი…
მეტი...„ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა“ – აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სადაზვერვო სააგენტო (DIA) გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასებას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. 11 მაისით დათარიღებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ „საქართველოში რუსეთი თითქმის დანამდვილებით ცდილობს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნებას“. „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
მეტი...„რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჰყავთ შესახლებული“ – ადვოკატი ბაჩიაშვილზე
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ბაჩიაშვილის უფლებადამცველის თქმით, თავადაც მიდის რუსთავში, რომ შეხვდეს თავის დაცვის ქვეშ მყოფს და დაელაპარაკოს. „ამ წუთას გაირკვა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჰყავთ შესახლებული. მიზეზს რაც შეეხება, ცხადია, უცნობია. ზოგადად, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე თავად წყვეტს რომელ დაწესებულებაში შეასახლონ ესა თუ ის პირი. შესაბამისად, მივდივარ რუსთავში, რომ შევხვდე და დაველაპარაკო. ამ წუთისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, – აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, დღეს, 27 მაისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. სუსის ცნობით,…
მეტი...ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ბათუმისა და ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ტრენინგები ჩატარდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ექსპერტებმა მოსწავლეებს გააცნეს სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის საკითხები. „პროექტის – „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის…
მეტი...„ვიტოვებ იმედს, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია“ – კობახიძე
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება „დიფ სთეითის“ გავლენის გამო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ დაამარცხებს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა ადრესატის გარეშე გავრცელდა. ასევე, ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. ჯერ თქვეს უშუალო კორესპონდენციით, რომ ის არ იყო თბილისში, შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოშიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი მიდგომა. ვხედავთ, რომ აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და…
მეტი...„არჩევნები იქნება კიდევ უფრო სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას“ – კობახიძე
„მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიცია სრულად მოშლილია“. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება „კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას“. „ეს არის დღევანდელი რეალობა ოპოზიციაში. ამიტომ, როდესაც მათ საუბარი აქვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ, რომ იციან, არიან აბსოლუტურად დაღუპული. უკვე საჯაროდ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. არც კი აწყობთ. რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ…
მეტი...„რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, წინააღმდეგობაშია გუშინდელ განცხადებასთან – დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს“ – კობახიძე
„ჯერ მარტო ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების – ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას. მისი თქმით, სამი ქვეყნის მიერ 26 მაისს გავრცელებული განცხადებით პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“. „ჯერ მარტო ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო, 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება. პროტოკოლსა და ეტიკეტსაც კი არ იცავენ, აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების…
მეტი...„მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა“ – კობახიძე ბაჩიაშვილის დაკავებაზე
„გიორგი ბაჩიაშვილის საკითხზე დეტალებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა. კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის“ მადლობა გადაუხადა. „გიორგი ბაჩიაშვილის საკითხზე დეტალებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას. ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმისთვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით, სათანადოდ ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის და კანონის აღსრულება. სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებლები. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჭიროების…
მეტი...ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მიმდინარე წლის 22-26 მაისს, ესტონეთში, ქალაქ პიარნუში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ( IFA) ეგიდით, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს დელეგაცია 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, მათ შორის გახლდათ ომის ვეტერანი, ასევე, ვეტერანი სპორტსმენი, ოთხგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი, ზვიად ხაჩიძე, რომელმაც ამჯერად, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 4 ვერცხლის მედლით ბრუნდება სამშობლოში. „აღსანიშნავია,რომ ზვიად ხაჩიძე, პიარნუში, ორ სხვადასხვა კატეგორიაში ასპარეზობდა – ვეტერან და შშმ სპორტსმენებს შორის და ფინალში, შვედ მეტოქესთან, მეორე ადგილს დასჯერდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა…
მეტი...