ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას სურს, ევროკომისიამ მკაცრი ზომები მიიღოს უნგრეთის მიმართ, რომელმაც ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდი აკრძალა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. „ჩვენ ღრმად შეწუხებული ვართ ამ მოვლენებით“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია და შვედეთი. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის რიგი კანონები, რომლებიც ბავშვთა დაცვის საბაბით ემუქრება ჯარიმებით ლგბტქ+ ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც დამკვიდრებულია ევროკავშირში მე-2 მუხლით.
მეტი...დღე: მაისი 26, 2025
“რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია”- რასა იუკნევიჩიენე
ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე მოქალქეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ქართველები გმირები არიან და მათი ბრძოლა ევროპისთვის ბრძოლაა. „ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინაშე დიდი პატივისცემით ვდგავარ და მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ განსაკუთრებულ დღესთან თქვენთან ერთად ვარ. თქვენ შესანიშნავები ხართ. ჩემი გმირები ხართ. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანის გმირები ხართ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროპარლამენტიდან ჩემი ბევრი კოლეგის მილოცვას გადმოგცემთ. თქვენ ბევრი ლიეტუველის გულსა და გონებაში ხართ. ქართველებს, როგორც ლიეტუველებს, ესმით თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს. თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა. ბრძოლა ევროპისთვის. ბრძოლა კოლონიური რუსული იმპრესიის წინააღმდეგ.…
მეტი...“კოლექტიური დგებუაძეები”- ზურაბიშვილმა ქართულ ჯარსა და პოლიციას 26 მაისი მიულოცა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულ პოლიციას და ჯარს მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ისურვებდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ქართული პოლიცია თავის მოვალეობას შეასრულებს მოქალაქეების დასაცავად. „არ შეიძლება არ მივმართო და არ მივულოცო დღევანდელი დღე ქართულ ჯარს. მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელ დღეს მას სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სტკივა სახელმწიფოებრიობის გაქრობა. ყველაფერი ის, რისთვისაც არის მომზადებული, რისთვისაც იბრძოდა და ხვალაც იბრძოლებს, დღეს არის ჩაშლილი და დაშლილი. ამიტომ სტკივა ჩვენს ქართულ ჯარს და მინდა მათ მივულოცო დღევანდელი დღე და ვუთხრა, რომ ისინი ჩვენთან ერთად არიან დღეს, ჩვენს გულში არიან, ჩვენს სულში არიან…
მეტი...“არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ შემოაგდო ადგილობრივი არჩევნების თემა, როგორც ადრე -პარლამენტში „შევლენო“, არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ, ალბათ ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო ბოლო, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი, ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია…
მეტი...“ეს იყო კრიმინალური მანიპულაცია და საჭიროა ახალი არჩევნები”- იუკნევიჩიენე
ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია კრიზისიდან გამოსავალი. ევროპარლამნტარი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციასაც შეუერთდა და მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართა. „ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია კრიზისიდან გამოსავალი. ამას ხალხი ამბობს და არა ევროკავშირი, ან რომელიმე ქვეყანა. ამას ხალხი ითხოვს. არჩევნები გაყალბდა, მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების შემდეგ გააუქმებდა, ან გადაავადებდა ევროინტეგრაციის პროცესს. ეს იყო კრიმინალური მანიპულაცია და საჭიროა ახალი არჩევნები. პარტნიორები აკრიტიკებენ “ქართულ ოცნებას”, რადგან რეალობა ასეთია – მოქალაქეები 100 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავენ და ნებისმიერი დემოკრატი პოლიტიკოსი ამას შესაბამისად შეაფასებს, გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამის…
მეტი...“გამარჯვებულია ერთი ქალი, მას ჰქვია მზია”- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას “ნეტგაზეთის” რედაქტორის მზია ამაღლობლის შესახებაც ისაუბრა. “გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ არცერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები”- აღნიშნა ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის ამ განცხადებას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. “მადლობა”- სკანდირებდნენ შეკრებილები. “მადლობა პროტესტს!” – თქვა საუბრის სალომე ზურაბიშვილმა.
მეტი...“რატომ ვართ გამარჯვებულები?!” – სალომე ზურაბიშვილი
რუსთაველის გამზირზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. „გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს“- ამ სიტყვებით დაიწყო მან თავისი მიმართვა საზოგადოებისადმი. “დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, როცა დღითი დღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი. რატომ ვზეიმობთ, ეს კითხვა ყველას გვაქვს ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყველაფერს გაუძლო…
მეტი...ევროპარლამენტარი რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია. ის რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდა. ევროპარლამენტარი დღეს ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავს. რასა იუკნევიჩიენე უკვე ესაუბრა აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების მშობლებს. რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს. აქ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც ელოდებიან. ზურაბიშვილი საზოგადოებას 21:00 საათზე სიტყვით მიმართავს.
მეტი...„პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინი ატყუებდა”- მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინმა მოატყუა. „ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ პრეზიდენტი პუტინი ატყუებდა, როდესაც ის ესაუბრებოდა მშვიდობისთვის მზაობაზე“, – განაცხადა მაკრონმა. მაკრონის თქმით, მიუღებელია ის, რაც უკრაინაში ხდება. „არ შეიძლება მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოცხადება და ამავდროულად დაბომბვა. ასეთი ორმაგი რიტორიკა აჩვენებს, რომ დიალოგის შესახებ ნებისმიერი განცხადება გულწრფელი არ არის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მეტი...რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან, მათ სიტყვით მიმართავს ზურაბიშვილი
26 მაისთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით, დასკვნითი ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ რუსთაველის გამზირზე 21:00 საათზე დაიწყება. საღამოს შეკრებილ მოქალაქეებს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს, ასევე შეკრებილებს შეუერთდებიან ევროპარლამენტარები, რომლებიც სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეები მანამდე სხვადასხვა ლოკაციებზე მსვლელობას მართავდნენ.
მეტი...“უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან”- ზელენკსი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ზელენსკი აცხადებს, უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან. „ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან. ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება უკრაინას!“, – წერს ზელენ
მეტი...„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს – EU მტკიცედ დგას თქვენს გვერდით“ – მარტა კოსი
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც კოსი X-ზე წერს, ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას. „ვულოცავ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ევროკავშირი კვლავ მტკიცედ დგას თქვენს გვერდით, რათა ავაშენოთ დემოკრატიული, ევროპული მომავალი თქვენი ქვეყნისთვის“, – წერს მარტა კოსი.
მეტი...„მოვუწოდებ სენატს, მამაცი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, „MEGOBARI აქტის“ მისაღებად სწრაფად იმოქმედოს“ – უილსონი
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უილსონი მოუწოდებს სენატს, „MEGOBARI აქტის“ მისაღებად სწრაფად იმოქმედოს. „მადლიერი ვარ, რომ შემიძლია თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო. მოვუწოდებ სენატს, მამაცი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც 180 დღეზე მეტია საკუთარი ქვეყნისა და ოჯახებისთვის მარშს აწყობენ, „MEGOBARI აქტის“ მისაღებად სწრაფად იმოქმედოს“, – წერს ჯო უილსონი X-ზე.
მეტი...კობა კობალაძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა. 700-მდე წვევამდელმა დღეს სამხედრო ფიცი დადო. თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა, ქვეყნის მასშტაბით, ფიცი დადეს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე – ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის ტაძართან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე. ამასთან, ღონისძიების მსვლელობისას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,…
მეტი...„ვდგავარ იმ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ – პროევროპულ მომავალს“ – იუკნევიჩიენე
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ევროპარლამენტარი X-ზე წერს, დგას მამაცი ქართველების გვერდით. „ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს! დღეს თქვენ აგრძელებთ იმავე ბრძოლას, რომელიც საუკუნეზე მეტია გრძელდება. მე ვდგავარ იმ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ – თავისუფლებას, დემოკრატიას და თავიანთი ქვეყნის პროევროპულ მომავალს“, – წერს იუკნევიჩიენე.
მეტი...„სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე“ – პაპუაშვილი მაკრონის, მერცისა და ტუსკის განცხადებაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების, ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს „ სამარცხვინო თავდასხმაა“. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, – წერს პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. შეგახსენებთ, დღეს, 26 მაისს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა – ემანუელ მაკრონმა, ფრიდრიხ მერცმა და დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. „ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვება“ – მერცი, ტუსკი, მაკრონი
მეტი...„ქართველი ხალხი დამოუკიდებლობას დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს“ – ზურაბიშვილი
„ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი. მაინტერესებს ქართველი ხალხი“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა აერთიანებს. „მაინტერესებს დღეს ჩვენი, ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა აერთიანებს ქართველ ხალხს და დამოუკიდებლობას დაიცავს ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 26 მაისს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს. მიმართვა 21:00 საათზეა დაგეგმილი.
მეტი...ინდოეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა – გამოცხადებულია განგაში და მიმდინარეობს ევაკუაცია
არაბეთის ზღვაში, ინდოეთის სანაპიროსთან, ნავთობისა და სახიფათო ტვირთის გადამზიდავი გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC იტყობინება, შემთხვევის შემდეგ ინდოეთის სამხრეთ კერალას შტატის ხელისუფლებამ განგაში გამოაცხადა. მედიის ცნობით, გემი, რომელიც ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, ქალაქ კოჩის მახლობლად გადატრიალდა და საშიში ნივთიერებები წყალში მოხვდა. გემზე მყოფი ეკიპაჟის 24-ვე წევრი გადაარჩინეს, მაგრამ გემის 640 კონტეინერიდან ზოგიერთი დინებას ნაპირისკენ მიაქვს, რის გამოც, რეგიონის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მეტი...„ვულოცავ მამაც ხალხს დამოუკიდებლობის დღეს – საქართველოს გაუმარჯოს!“ – სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც სანდუ X-ზე წერს, მოლდოვა მხარს უჭერს ყველას, ვისაც სჯერა თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული მომავლის. „ვულოცავ მამაც ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოლდოვა მხარს უჭერს ყველას, ვისაც სჯერა თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული მომავლის. ჩვენი მოგზაურობები შეიძლება, ყოველთვის არ იყოს მარტივი, მაგრამ ღირს ერთად გამგზავრება. საქართველოს გაუმარჯოს!“ – წერს სანდუ.
მეტი...„პირველი რესპუბლიკის აღლუმი“ – თბილისში სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ მარში გააცოცხლეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ მარში გააცოცხლეს, რომელიც თბილისში, 1919 წლის 26 მაისს მოეწყო. მსვლელობაში, სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის აღლუმი“, მონაწილეობენ ქალები 1918 წელს შექმნილი საზოგადოება – „შევარდენის“ ქალი გიმნაზისტების ფორმებით. მარში თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან დასრულდება.
მეტი...ინდონეზიის კუნძულ სუმატრასთან 2 ტონა მეტამფეტამინი აღმოაჩინეს
ინდონეზიის კუნძულ სუმატრასთან, გემის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ 2 ტონა მეტამფეტამინი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ინდონეზიის 4 და ტაილანდის 2 მოქალაქე. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, ნარკოტიკის აღმოჩენა მოხდა გემზე, სახელწოდებით Sea Dragon Tarawa, რომელზეც სამართლამდაცავი ორგანოები დაზვერვას 5 თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.
მეტი...„ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვება“ – მერცი, ტუსკი, მაკრონი
„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტუსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში, რომელიც საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „გმობენ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვება“. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გვსურს, რომ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გადავცეთ ქართველ ხალხს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა ხელახლა გამოვხატოთ. მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს ირეკლავს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა…
მეტი...ეს დღე ჩვენია – კადრები 26 მაისის ღონისძიებიდან (ვიდეო)
„ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“ – სომხეთის საგარეო უწყება
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ქვეყნის საგარეო უწყება X-ზე წერს, სომხეთი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფასებს. „გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია საგარეო უწყების მისალოც ტექსტში.
მეტი...„დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება“ – ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პატრიარქის მისალოც წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს, ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია და მას დაცვა სჭირდება. „სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა. ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე, 21:00 საათზე მიმართავს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 21:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა თავდაპირველად 19:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა დრო 21:00 საათისთვის გადაიწია. აღსანიშნავია, რომ თბილისში, 26 მაისთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიება და მარშია დაგეგმილი.
მეტი...„ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“ – დანიის ელჩი
საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ელჩი X-ზე წერს, დანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას აგრძელებს. „ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. თავისუფლება არ შეიძლება, ჩაითვალოს გარანტირებულად. გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!“ – წერს დანიის ელჩი.
მეტი...„თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით – გაუმარჯოს საქართველოს“ – ნიდერლანდების ელჩი
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ელჩი აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულ ენაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ნიდერლანდები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რჩება. „ნიდერლანდების სამეფოს სახელით მსურს, ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნიდერლანდები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენს გვერდით…
მეტი...„დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო!“ – ლიეტუვის საგარეო უწყება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უწყება მისალოც ტექსტს X-ზე ავრცელებს. „ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს! 180 დღის განმავლობაში თქვენ მტკიცედ დგახართ ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის. თქვენი ხმა ისმის და ის შთააგონებს ყველას, ვისაც სწამს თავისუფლებისა და ერთიანობის ძალის. დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო!“ – აღნიშნულია მილოცვაში.
მეტი...„გისურვებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას – გილოცავთ, საქართველო“ – უკრაინის საელჩო
საქართველოში უკრაინის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საელჩო მისალოც ტექსტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აქვეყნებს. „უკრაინის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ მშვიდობასა და აყვავებას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! გილოცავთ, საქართველო!“ – აღნიშნულია უკრაინის საელჩოს მისალოც ტექსტში.
მეტი...ავჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც, მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“.
მეტი...„სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს“ – ლატვიის პრეზიდენტი
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორ რინკევიჩი X-ზე წერს, თავისუფლება, დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. „ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება, დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამ მნიშვნელოვან დღეს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს“, – წერს რინკევიჩი.
მეტი...„საქართველოს დამოუკიდებლობა არასდროს დაითმობა“ – კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, 26 მაისი იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – გამარჯვების, თავისუფლების, ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყეობის სიმბოლოდ ქცეულ 26 მაისს. ეს დღე იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ასევე, ყველა იმ პატრიოტი ადამიანის, ვინც სამშობლოს ემსახურა თავდაუზოგავი შრომით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით. სწორედ ასეთ პატრიოტებზე დგას დღესაც ჩვენი ქვეყანა, რაც გვაძლევს საფუძველს ყველას გასაგონად…
მეტი...„ჩვენი ამოცანაა, არ დასჭირდეს ქართველ კაცს სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის დაცვა“ – ყაველაშვილი
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, რომელიც მძიმე იარად აქვს დამჩნეული ქართველ ხალხს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ყაველაშვილის თქმით, ბრძოლა საქართველოს ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახის იყო. „იყო დრო ხმალ-იარაღით ბრძოლის, ისევე, როგორც მოთმინების, ატანისა და გამძლეობის. იყო დრო როდესაც, კალამს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალ-იარაღს. ისევე, როგორც დღეს, თანამედროვე სამყაროში, ჩვენს სიტყვებსა და შორსმჭვრეტელობას აქვს განუზომელი ძალა, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ჩვენი სიტყვა, გონიერება და საკუთარი თავის რწმენაა დღეს ჩვენი მთავარი იარაღი. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი,…
მეტი...„უცხო ღირებულებების მოტრფიალე ადამიანი ვერასდროს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად“ – პაპუაშვილი
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი შესრულდა. თავისუფლების თითოეული წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყოველი წელი ჩვენს სახელმწიფოს სულ უფრო ავითარებს, აძლიერებს და განამტკიცებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება“. „დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში?…
მეტი...„თუ სიძულვილს დავამარცხებთ, ქართულ გენს და ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება“ – კობახიძე
„დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღინიშნა, „დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის“. „დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ, მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. თუ…
მეტი...