აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასირებულ იერიშს გამოეხმაურა და ფაქტს სამარცხვინო უწოდა. „ეს არის კიევი. ღამით, ქალებისა და ბავშვების განურჩეველი მკვლელობა მათივე სახლებში აშკარა დარღვევაა ჟენევის 1977 წლის პროტოკოლების, რომლებიც უდანაშაულო ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ეს თავდასხმები სამარცხვინოა. შეწყვიტეთ მკვლელობები. ცეცხლის შეწყვეტა – ახლავე“– წერს კელოგი.
მეტი...დღე: მაისი 25, 2025
გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერზე გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაკავებული. გრიგოლ გეგელიას თავს 24 მაისს დაესხნენ.
მეტი...“საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება”- რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დემოკრატი სენატორების კრიტიკას უპასუხა, რომელიც USAID-ის დაფინანსების შემცირებას ეხებოდა. როგორც რუბიომ აღნიშნა, უნდა დარწმუნდნენ, რომ თითოეული დახარჯული დოლარი და ყოველი გადადგმული ნაბიჯი, ზომად სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს. “საგარეო დახმარება ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს მიმართული. უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას მიაღწევს. დიახ, ჩვენ გავაუქმეთ კონტრაქტები USAID-ში. ზოგი სულელური და აღმაშფოთებელი, ზოგი კი არ ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს. ზოგი კონტრაქტი კი შევინარჩუნეთ და მათ სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში ვაქცევთ. იმიტომ რომ გვსურს, რომ ისინი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ხელსაწყოთა ბერკეტების ნაწილად ვაქციოთ. საგარეო…
მეტი...შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტთან ახლოს ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს
შვეიცარიაში, ცერმატის სათხილამურო კურორტთან ახლოს ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კანტონ ვალეს პროკურატურა ავრცელებს. მაშველებმა ცხედრები ადლერგლეჩერის მყინვართან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიაში, იტალიის საზღვართან მდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ადგილობრივი ავიაკომპანია Air Zermatt-ის ცნობით, სამი მათგანი თხილამურების შემჩნევის ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში, ხოლო ორი, 4 199 მეტრის სიმაღლის მთაზე, დანარჩენებისგან უფრო მაღლა იპოვეს. პროკურორების განცხადებით უცნობია მოთხილამურეების ვინაობა. მომხდარზე გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაიწყო.
მეტი...საქართველოს ნაკრები ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონია
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ვეტერან ძიუდოსტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯამში მოპოვებული 13 ოქროს, 14 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილი დაიკავა.
მეტი...“ვაზს, ნაყოფი არ შეარჩინა”- ძლიერი სეტყვა კახეთში
ძლიერი სეტყვა და ქარი იყო კახეთში. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობის შედეგად, საკარმიდამო ნაკვეთებში სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაზიანდა. შესაბამის ფოტოებს მოქალქეები ავრცელებენ. “ვაზს, ნაყოფი არ შეარჩინა” – წერს მაცაცო მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეტი...ისტორიაში პირველად საქართველომ პარაკანოეში ოქროს მედალი მოიპოვა
პოლონეთის ქალაქ პოზნანში, მსოფლიო თასის გათამაშებაში, პარაკანოეში 200-მეტრიან დისტანციაზე სერჰიი ემილიანოვმა პირველი ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 40.7 წამში დაფარა. ეს ისტორიული შედეგია ქართველი პარაკანოისტებისთვის.
მეტი...“ირგვლივაც ვხედავთ ბევრ მწუხარებას და ტანჯვას – ერთადერთი იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეშია”- მეუფე შიო
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგების დროს აღნიშნა, რომ ტანჯვაც და მწუხარებაც ცოდვის შედეგია. როგორც მეუფე ამბობს, ერთადერთი ნუგეში და იმედი იესო ქრისტეშია. “ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში….ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას… ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ… მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და…
მეტი...„სამართალდამცავები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული დროშის შეურაცხყოფას“- ზახაროვა
მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ სიტუაციას. „დილიდან არაერთი ზარი ისმის, კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ” – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე ქართველმა მუსიკოსმა რუსეთის დროშა შეურაცხყო.
მეტი...„გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ მათ, ვინც მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული“- პაპი
რომის პაპმა, ლეო მეთოთხმეტემ ვატიკანში, პაპის რეზიდენციის ფანჯრიდან თავისი პირველი მიმართვის დროს განაცხადა, რომ ,მათი ლოცვა ომისგან დაზარალებული ყველა ხალხისადმია მიმართული. რომის პაპმა ქრისტიანებს თანაგრძნობის გამოხატვისკენ მოუწოდა. „ჩვენი ლოცვა ომისგან დაზარალებული ყველა ხალხისადმია მიმართული. ჩვენ გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ მათ, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული. მოდით, გადავწყვიტოთ, ყველგან მივიტანოთ ღმერთის სიყვარული და არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი თითოეული და და ძმა ღვთის სამყოფელია და რომ მისი ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება პატარებში, ღარიბებსა და ტანჯულებში, რომლებიც გვთხოვენ, ვიყოთ გულისხმიერი და თანამგრძნობი ქრისტიანები“ – განაცხადა რომის პაპმა.
მეტი...“შენი სვლა თოვლში არასოდეს წაიშლება“- ტრაგიკულად დაღუპულ მთამსვლელს ემშვიდობებიან
უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელს, ნიკოლოზ ფალიანს ემშვიდობებიან. მთამსვლელის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები წერენ. გამოსამშვიდობებელ სიტყვას აქვეყნებს თამარა ჩადუნელი. „ნიკო ფალიანი – ეს სახელი აღარასდროს დარჩება მხოლოდ ადამიანის სახელი. ის გახდა სიმბოლო თავისუფლების, სიმამაცის, თოვლიანი და მიუდგომელი მთის სიყვარულის, გაბედულებისა და დაუდგრომლობის. ნიკო იყო მთის შვილი – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მესტიაში დაიბადა, არამედ იმიტომ, რომ მთამ მასში ამოიცნო თავისი ღირსეული ძე. ის იყო ადამიანი, ვინც თოვლიან მთის კალთებზე კი არ დადიოდა – მას ეცეკვებოდა. უშბის მწვერვალზე ასვლა, იქიდან დაშვება – ეს მისთვის არ იყო მხოლოდ სპორტი,…
მეტი...ნუცუბიძის პლატოზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამენიმე წუთის წინ მოხდა. მომხადარის გამო არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობენ.
მეტი...დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თავისუფლების მოედანზე დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. “თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ. 26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში,…
მეტი...“ნუ გვეგონება, რომ ვინც ოკუპაცია გაგვიკეთა მხოლოდ ის არის ოკუპანტი”- მეფე იაკობი
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოკუპანტია ყველა ვისაც საქართველოს ძლიერება არ უნდა. ამის შესახებ, მეუფემ დღეს, სოფელ ანაგაში, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარის კურთხევის შემდეგ იქადაგა. „ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ნუ გვეგონება, რომ ვინც ოკუპაცია გაგვიკეთა მხოლოდ ის არის ოკუპანტი. ოკუპანტია ყველა ვისც საქართველოს ძლიერება არ უნდა. ნუ დავდგებით მათ მხარე“- აღნიშნა მეუფემ.
მეტი...ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს პატიმრობა შეუფარდეს – ის ბრალს არ აღიარებს
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღეს. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ წივწივაძეზე იყო წარსულში გაფორმებული ის იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს. შემდეგ კი ეს იარაღი მან მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა დაკავებულმაც. ის ამბობს, რომ დაკითხულია ყველა იმ საქმეზე, რომელშიც მის სახელზე გაფორმებული იარაღები ფიგურირებდა: “არ ვაღიარებ ბრალს, რაც ჩემს მიმართ არის წარდგენილი. 1 დღეც და 1 წამიც, მე აქ არ უნდა ვიმყოფებოდე. როდესაც საგამოძიებო სამსახურმა მე დამიძახა, მითხრა რომ მივსულიყავი საგამოძიებო სამსახურში, არც ერთხელ თავი არ ამირიდებია, მე…
მეტი...“ფრედი მერკურის ქალიშვილი ჰყავს” – Daily Mail
Queen-ის ლეგენდარულ ვოკალისტს ფრედი მერკურის ქალიშვილის ჰყავს. ინფორმაციას Daily Mail – ი მომღერლის შესახებ ახალ წიგნზე დაყრდობით ავრცელებს. წიგნი სახელწოდებით, „სიყვარულით, ფრედი“ ბიოგრაფმა ლესლი-ენ ჯონსმა მოამზადა. მისი მონაცემებით, 1970-იანი წლების ბოლოს მერკურის მეგობრის ცოლთან ჰქონდა რომანი, რის შედეგადაც მას ქალიშვილი გაუჩნდა. წიგნში აღნიშნულია, რომ ეს ისტორია მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, მათ შორის მერი ოსტინმა – მუსიკოსის საცოლემ. მერკურის სავარაუდო ქალიშვილი 48 წლისაა, ევროპაში ცხოვრობს, სამედიცინო სფეროში მუშაობს, მას ჰყავს შვილი. ბიოგრაფიაში მისი წერილიც არის მოყვანილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერკური „გიჟდებოდა“ შვილზე და ზრუნავდა მასზე. წიგნი გაყიდვაში 2025 წელს გამოვა. ფრედი…
მეტი...„რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სხვაგან გადაწყდება“- მეუფე იაკობი
ბოდბელი მიტრიპოლიტი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას კონფლიქტში მონაწილე ქვეყნები არ წყვეტენ. მისი თქმით, ომში სხვა აქტორები არიან ჩარეული და მისი დასრულება სხვაგან გადაწყდება. „მსოფლიო გადარეულია. ომებია. ვამბობთ, რომ ქრისტიანები ვართ და შუაგულ ევროპაში რამდენი ომია. თქვენ გგონიათ რუსეთი ან უკრაინა გადაწყვეტს როდის დამთავრდება ომი? არა არავითარ შემთხვევაში. სხვა აქტორები არიან ჩარეული და აბსოლუტურად სხვაგან გადაწყდება“- ამბობს მეუფე.
მეტი...აჭარაში ახალგაზრდა მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობებს: 1997 წელს დაბადებულ გ.ლ. – ს და 1998 წელს დაბადებულ ლ.ქ.- ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი – გ.ლ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ ჯ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- ნათქვამია შსს განცხადებაში.
მეტი...„რუსეთი მიდრეკილია უკრაინისთვის მეტი ტანჯვის მიყენებისა და განადგურებისკენ“- კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, გამანადგურებელია უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვების ხილვა, რომლებიც დაშავდნენ და დაიღუპნენ. „წუხანდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მიდრეკილია უკრაინისთვის მეტი ტანჯვის მიყენებისა და განადგურებისკენ. ჩემი ფიქრები მათ ოჯახებთანაა. ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება“ – წერს კალასი.
მეტი...უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდაც – მათ შორის არიან ბავშვები
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის თავდასხმამ 13 რეგიონი დააზარალა: ქალაქი კიევი, კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმისა და პოლტავას ოლქები. თავდასხმის შედებად დაზიანდა 80-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, დაფიქსირდა ხანძრის 27 კერა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი კი – დაშავდა. დაღუპულებს შორისაა სამი ბავშვი ჟიტომირის ოლქში მცხოვრები ერთი ოჯახიდან. მათი მშობლები საავადმყოფოში გადაიყვანეს, დედა მძიმე მდგომარეობაშია.
მეტი...ტყვეობიდან კიდევ 303 უკრაინელი დაბრუნდა სამშობლოში
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების 1000 1000-ზე გაცვლის ფორმატის მესამე ეტაპი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ტყვეობიდან კიდევ 303 უკრაინელი დაბრუნდა. „უკრაინასა და რუსეთს შორის 1000 1000-ზე ფორმატით ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპი გაიმართა, რაზეც მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ეს უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში ტყვეების გაცვლის საბოლოო ეტაპი იყო და შედეგად, სახლში 1 000 უკრაინელი დაბრუნდა.
მეტი...„რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორისტული თავდასხმა ახალი სანქციების საფუძველია“- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიოს მხრიდან რეაქციის არარსებობა რუს დიქტატორს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებისკენ უბიძგებს. „რუსებმა გუშინ ღამით 300-მდე დრონი გაუშვეს, რომელთა უმეტესობა „შაჰედები“ იყო. კიდევ 70-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური. სამიზნეები იყო ქალაქი კიევი და კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერნიგოვის, სუმის, ოდესას, პოლტავას, დნეპროვსკის, ნიკოლაევის, ხარკოვისა და ჩერკასის ოლქები“ – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორისტული თავდასხმა საკმარისი საფუძველია ახალი სანქციების დაწესებისთვის.
მეტი...„ამერიკელი სამხედროების შექმნილი ჰიპერბგერითი რაკეტის სქემები რუსებმა მოიპარეს“- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰიპერბგერითი რაკეტა შექმნეს, რომლის სქემებიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს რუსებმა მოიპარეს. დონალდ ტრამპმა “ვესთ ფოინთის” სამხედრო აკადემიაში თავისი გამოსვლის ნაწილი ჰიპერბგერით იარაღს მიუძღვნა, რომელიც მან აკადემიის რვა კურსანტის მიერ განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით ახსენა. „დღეს აქ მყოფმა რვა კადეტმა საკუთარი ჰიპერბგერითი რაკეტის დიზაინის შექმნის ამოცანა იკისრა. იცით, ჩვენი რაკეტის სქემები მოიპარეს. ჩვენ შევქმენით ისინი. ისინი ობამას ადმინისტრაციის დროს მოიპარეს. იცით, ვინ მოიპარა? რუსებმა მოიპარეს. რაღაც ცუდი მოხდა“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მეტი...ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთ ადამიანს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ ბიზნესმენ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა ადამიანებზე. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს…
მეტი...ავტომობილის ქურდობის ბრალდებით შიდა ქართლში ერთი ადამიანი დააკავეს
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2001 წელს დაბადებული გ.ჯ. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შსს ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომობილს, რომელიც მეპატრონემ შესაკეთებლად ავტოსახელოსნოში დატოვა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გ.ჯ-ს თან აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „BMW X6″-ის მარკის ავტომობილის გასაღები, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად მან თბილისში არსებულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიუთითა, სადაც…
მეტი...„ვაშენებთ “ოქროს გუმბათის” რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარს“- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების ამოცანა არ არის დრაგშოუების მასპინძლობა ან უცხო კულტურების ტრანსფორმაცია და არც დემოკრატიის გავრცელება მთელ მსოფლიოში იარაღის მუქარით”. ტრამპი ამბობს, რომ სამხედროების ამოცანაა ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე დომინირება და ამერიკისთვის ნებისმიერი საფრთხის განადგურება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ეს განცხადება შტატების 47-ე პრეზიდენტმა “ვესტ ფოინტის” სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. “თუ შეერთებულ შტატებს ან მის მოკავშირეებს ოდესმე საფრთხე ან თავდასხმა დაემუქრებათ, არმია ჩვენს მოწინააღმდეგეებს გამანადგურებელი ძალით უპასუხებს. სწორედ ამიტომ დაიწყო ჩემმა ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების კოლოსალური გაძლიერება. ჩვენ ვაშენებთ “ოქროს გუმბათის” რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარს, რათა დავიცვათ…
მეტი...“10 სანტიმეტრზე დევს ყინული”- სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა
საქართველოს გარკვეულ რაიონებში გუშინ ძლიერი სეტყვა იყო. სეტყვამ ხეხილის ბაღები დააზიანა. შესაბამის ფოტო-ვიდეოს მოქალქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „როცა სეტყვა მოდის წვიმა აღარაა. 10 სანტიმეტრზე დევს ყინული. ყველაფერი გაფუჭდა“- წერს მოქალქე სოციალურ ქსელში და თავის ბაღში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
მეტი...ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობი – 1977 წელს დაბადებული გ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.დ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”- აცხადებენ უწყებაში.
მეტი...ნიუ იორკში, მდინარე ჰადსონზე ხომალდზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ნიუ იორკში მდინარე ჰადსონზე სატვირთო ხომალდზე აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი მუშა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საკანალიზაციო წყლების გადამზიდ ხომალდზე მოხდა. ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
მეტი...საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ნიგერიის, ბანგლადეშის, ირანის, თურქეთის და რუსეთის – ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. „დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში…
მეტი...ნარკოდანაშაული – პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დამზადების, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტ.შ., 1998 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“, „მდმა“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები. გამოძიება საქართველოს სისხლის…
მეტი...თავდასხმა ჩაქუჩითა და ცულით – სოფელ ერედაში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელებს ფიზიკურად გაუსწორდა
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ერედაში 29 წლის კაცი თანასოფლელებს სასტიკად გაუსწორდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მათ დაზიანებები ჩაქუჩითა და ცულით მიაყენა. არსებული ცნობით, თანასოფლელები ერთ-ერთი მეზობლის ბინაში იყვნენ შეკრებილები, სადაც მათ 29 წლის კაცი მიუვარდათ და ორ მამაკაცს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. როგორც მასპინძელი ყვება, თავდაპირველად თავდამსხმელი ფიზიკურად მას გაუსწორდა, გათიშა და შემდეგ უკვე კობა ჭეიშვილს და კობა ტეზელაშვილს ცულის და ჩაქუჩის გამოყენებით გაუსწორდა. კობა ჭეიშვილის და კობა ტეზელაშვილის ამ დრომდე კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალში” იმყოფებიან. “ჩემი მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია. წევს მცხეთის საავადმყოფოში. სახლის ძვლები აქვს სულ ჩამსხვრეული, არცერთი ძვალი არ არის მთელი. გუშინ გაუკეთდა ოპერაცია. მიმდინარეობდა…
მეტი...რუსულმა ძალებმა უკრაინაზე წუხელ კომბინირებული თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს
რუსულმა ძალებმა უკრაინაზე წუხელ კომბინირებული თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს, მათგან 310-ზე მეტი განადგურდა ან დაიკარგა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა სტრატეგიული ავიაციის Ту-95 და Ту-160 ტიპის თვითმფრინავებიდან „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და “X-101“ და „კალიბრის“ ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, Ту-22M3 თვითმფრინავიდან კი “X-22“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა. ამასთან რუსებმა უკრაინას „X-59/69“ ტიპის 4 მართვადი საჰაერო რაკეტითა და 298 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა “X-101“ და „კალიბრის“ ტიპის 45 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, „X-59/69“ ტიპის 2 რაკეტა კი ლოკაციურად დაიკარგა. გარდა ამისა, უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთ,…
მეტი...პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. ინფორმაციას პაკისტანის რეგიონის კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. ქვიშის ქარიშხალსა და შემდგომ ძლიერ წვიმას წინ უძღოდა რეგიონში ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც პაკისტანის ზოგიერთ ნაწილში მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იყო. სტიქიის შედეგად დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე სახლი. პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ლაჰორში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა მზის ენერგიის პანელები.
მეტი...საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
საბერძნეთში 57 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო თვეები საავადმყოფოში იმყოფებოდა. გარდაცვლილ ქალს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. “ბოლომდე არ მჯეროდა რომ ასე წახვიდოდი. ისე მენანები, ისე მტკივა გული… მენანები, ძალიან მენანები… ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს ჩემო ძვირფასო, სადაც მართალნი განისვენებენ“, – წერენ ახლობლები. გარდაცვლილი აფხაეთიდან დევნილი იყო.
მეტი...მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა ისრაელში
თელ ავივში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციია მონაწილეები ღაზაში ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს მძევლების ოჯახების წევრებმა, ასევე გათავისუფლებულმა მძევალმა, ილანა გრიცევსკიმ. დემონსტრანტების ნაწილი ისრაელის ხელისუფლებას მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვს. მარტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა.
მეტი...