“სასაცილოდაც არ მყოფნის “ქართული ოცნება” და მისი გონება არეული მომხრეები” – გეგელია თავდასხმის შემდეგ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ პარტიის საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმას ეხმაურება. ისინი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელის დასჯას ითხოვენ. მედიასთან კომენტარი გააკეთა გრიგოლ გეგელიამაც. მისი თქმით, „ეს არის ენით აღუწერელი ბოროტება, რაც საქართველოში ხდება. ამ ლაჩარ, მხდალ კაცს არაფერი გამოუვიდა. პოლიციას გადავეცი მანქანის ნომერი და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. ის უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც გააკეთა. ეს თავდასხმა არაფერი არ არის. თავის არეში რამდენჯერმე დამარტყა, მაგრამ არაფერი არ არის, არაფერი გამოუვიდა და არაფერი არ გამოუვა. ჩვენ არ ვართ კობახიძეები, ჩამალულები 25-კაციან დაცვაში, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ. ვერანაირი მუშტი ვერ შეგვაშინებს. სასაცილოდაც…

მეტი...

კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰენრი მ. ჯექსონის ფონდის წარმომადგენელს, როჯერ იანგს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჰენრი მ. ჯექსონის ფონდის წარმომადგენელთან, როჯერ იანგთან. შეხვედრის ძირითადი თემა შეეხებოდა, საქართველოში სამხედრო მედიცინისა და შეიარაღებული ძალების ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასევე, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. როჯერ იანგმა დეტალურად ისაუბრა ფონდის საქმიანობაზე, რომელიც ორიენტირებულია სამხედრო მედიცინის კვლევასა და განვითარებაზე — მათ შორის ისეთ კრიტიკულ მიმართულებებზე, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, ბრძოლის ველზე მიღებული ტრამვების მართვა და სისხლდენის კონტროლი. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან, უნივერსიტეტებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან მთელ მსოფლიოში. თავის მხრივ, კობა კობალაძემ როჯერ იანგს…

მეტი...

11 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა – დაკავებულია 28 წლის მამაკაცი

პედოფილიის ბრალდებით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 28 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად ედება 11 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროვება. დაკავებულს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაშა შეუფარდა. სკოლის მოსწავლის ნაამბობიდან დგინდება, რომ დანაშაულში მხილებული კაცი, მოზარდს სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკის” მეშვეობით ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეოების გაგზავნას 2 თვის განმავლობაში აიძულებდა. ასევე, უგზავნიდა მის შიშველ ფოტოებს და ვიდეოებსაც. დანაშაულის შესახებ შემთხვევით შეიტყო დაზარალებული გოგონას დედამ. არასრულწლოვნის ინტერესებს  ორგანიზაცია “საფარი” იცავს.

მეტი...

“ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- დაკავებულია ერთი ადამიანი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას,  ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ. -ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ. -ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“- აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

„307 უკრაინელი დამცველი სახლშია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ტყვეების გაცვლის მორიგ ეტაპს ეხმაურება. მისი განცხადებით, „307 უკრაინელი დამცველი სახლშია”. „დღეს თურქეთში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ათასი-ათასზე“ გაცვლის მეორე დღეა. სულ, ამ ორი დღის განმავლობაში სახლში 697 ადამიანი დაბრუნდა. ველით, რომ ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები არიან.

მეტი...

გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

“ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, გეგელიას სასწრაფო დახმარების გაწევა დასჭირდა. შემთხვევა გეგელიას მშობლების საცხოვრებელ სახლთან მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა.  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა უკრაინას 307 ტყვე გადასცა. „რუსეთ-უკრაინას შორის 16 მაისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ 307 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა“- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი გაგრძელდება.

მეტი...

უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტა და 128 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 117 დრონი ლოკაციურად დაიკარგა. რუსების თავდასხმის შედეგად კიევის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მთავარი სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი კიევი იყო.

მეტი...

„ღრმად შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო“- ლიეტუვის საგარეო სამინისტრო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. „ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართული ოპოზიციური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაკავებები, არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“ – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, მტკვარში დაკარგული მესამე ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელსაც მტკვარში 4 მაისიდან ეძებენ, იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. “გიგუუ გიპოვეს, ჩემი ჟირაფი. ბავშვების ძმაკაცები ერთდა წახვედით”- წერს მტკვარში უბედური შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ცოლი. უბედური შემთხვევა თბილისში 4 მაისს მოხდა. გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 ახალგაზრდა მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს. მოგვიანებით ნაპოვნი იქნა ორი ახალგაზრდის ცხედარი, მესამის სამძებრო ღონისძიებები კი დღემდე გრძელდებოდა. პოლიციამ 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.  

მეტი...

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი გრძელვადიან სამშვიდობო პროექტზე მუშაობს

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე შეთანხმების მეორე ნაწილზე, რომელიც გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად პროექტის მომზადებას გულისხმობს, აქტიურად მუშაობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პატიმრების გაცვლა როგორც კი დასრულდება, რუსეთი მზად იქნება, უკრაინას გადასცეს დოკუმენტის პროექტი. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შეთანხმებების მეორე ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული მხარის მიერ დოკუმენტის პროექტის მომზადებას, რომელშიც აღწერილი იქნება პირობები დარეგულირების შესახებ მდგრადი, გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. როგორც კი სამხედრო ტყვეების გაცვლა დასრულდება, ჩვენ მზად ვიქნებით, უკრაინულ მხარეს გადავცეთ ასეთი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც რუსული მხარე ამჟამად ამზადებს“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთმა და უკრაინამ 23 მაისს…

მეტი...

„ტრამპმა და რუბიომ სამიზნეში ამოიღეს „დიფ სთეითი“- „აქსიოს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამიზნეში ამოიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „დიფ სთეითი“. ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის ბიუროკრატიული უწყება, სადაც მრავალი წელია დასაქმებულები არიან ისეთი მაღალჩნოსნები, რომლებიც პრეზიდენტის ხედვას არ იზიარებენ. თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა, რომელიც ჩართული იყო რეორგანიზაციის დაგეგმვაში, მედიასაშუალებასთან საუბარში რეორგანიზაცია დაახასიათა, როგორც დონალდ ტრამპისა და მარკო რუბიოს უახლესი ნაბიჯი იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი ვაშინგტონის „დიპ სთეითად“ მიიჩნევენ. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის „დიპ სთეითის“ უკიდურესი გამოვლინება. ეს არის მარკო რუბიო „დიპ სთეითის“ წინააღმდეგ.…

მეტი...

“ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს ეხმაურება. მისი განცხადებით, ასეთი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვია. „უკრაინამ არაერთხელ გააკეთა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება, როგორც სრული, ისე მხოლოდ ჰაერში. ამ ყველაფრის იგნორირება მოხდა. ნათელია, რომ შედეგების მისაღწევად და რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით დიდი ზეწოლაა საჭირო. ჩვენ სანქციებთან დაკავშირებულ ნაბიჯებს აშშ-ის, ევროპისა და ჩვენი ყველა პარტნიორისგან ველით. მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიმართ დაწესებული დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტას“ – წერს ზელენსკი. მისი თქმით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შემდეგ კიევში…

მეტი...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება. დამოიკიდებლობის დღეს აღნიშნავენ რეგიონებში. გარდა ამისა, ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ქალაქ სევილიის უძველეს ნაწილში  კი არსებული ალკასარის ისტორიული ციხე-სიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.  

მეტი...

ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს

ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას, ნავთობის ფასებზე ლიმიტის შემცირებასა და „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აკრძალვების დაწესების საკითხს განიხილავს. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოება სურს. გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ევროკომისია აღნიშნულ გეგმებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მეტი...

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში რვა ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული ღამეს რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც ცენტრალურ ღაზაში „რამდენიმე შეიარაღებული პალესტინელი“ იყო. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზაში კონფლიქტი ყველაზე სასტიკ ფაზაში შევიდა, რადგან პალესტინელები შიმშილობენ, ხოლო ისრაელი მხოლოდ მცირე დახმარებას უშვებს მოშიმშილე ანკლავში.

მეტი...

„სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად რუსეთი დრონებსა და რაკეტებს გზავნის”- სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს ეხმაურება. მისი თქმით, „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად რუსეთი დრონებსა და რაკეტებს გზავნის. „კიდევ ერთი ხმაურიანი ღამე კიევსა და სხვა ოლქებში. საჰაერო თავდაცვა რუსული საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად განუწყვეტლივ მუშაობს. სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუგზავნია თავისი „სამშვიდობო მემორანდუმი“. ნაცვლად ამისა, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო დრონებსა და რაკეტებს გზავნის. ეს არის რუსეთის პასუხი საერთაშორისო სამშვიდობო მცდელობებზე და ნათელი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლა უნდა გაიზარდოს“ – წერს ანდრეი სიბიგა. უკრაინის…

მეტი...

ოდესის ნავსადგური დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის ნავსადგური დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა „ისკანდერ ემის“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ოთხი დაშავებული ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საავტომობილო განყოფილება, ასევე განადგურდა მანქანები და ტექნიკა. პარალელურად, რუსეთში აცხადებენ, რომ 20 მაისიდან 23 მაისამდე უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ 800-მდე უპილოტო აპარატი გაუშვა, რომელთა უმრავლესობა განეიტრალდა. მოსკოვი კიევს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით ემუქრება.    

მეტი...

“კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს”- ჯინ შაჰინი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შემაძრწუნებელი და უსამართლოა. „მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“ – წერს ჯინ შაჰინი. მისი თქმით, დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს დაუჭერს. „დემოკრატიისთვის ბრძოლაში ყოველთვის მამაცი ქართველი ხალხის გვერდით დავდგები და ვამაყობ, რომ კონგრესში ორპარტიულ ძალისხმევას ვუძღვები, “MEGOBARI აქტს”, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“ – წერს ჯინ შაჰინი.  

მეტი...

თბილისის ნარკორეალიზატორი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. “დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული…

მეტი...

აშშ-მა სირიისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა დაიწყო

აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც სირიის დროებით მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართვის უფლებამოსილებას ანიჭებს. დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას გეგმავდა. „სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისდა მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან – ნამდვილად მნიშვნელოვან – ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

ბრიტანეთის და კანადის ლიდერებს „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებს „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს. როგორც ნეთანიაჰუ ამბობს, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და მარკ კარნი ისტორიის მცდარ მხარეს დგანან. „მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ბავშვების მკვლელები და გამტაცებლები მადლობას როდესაც გიხდიან, თქვენ მართლმსაჯულების არასწორ მხარეს ხართ, კაცობრიობის არასწორ მხარეს და ისტორიის არასწორ მხარეს ხართ. ახლა ამ ლიდერებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მშვიდობას, მაგრამ არ უწყობენ. ისინი ამხნევებენ „ჰამასს“, რათა გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ და მათ იმედს აძლევენ, რომ დააარსონ მეორე პალესტინის სახელმწიფო, საიდანაც „ჰამასი“ კვლავ შეეცდება ებრაული სახელმწიფოს განადგურებას – და გაითვალისწინეთ, რომ ეს…

მეტი...

ჰამბურგში დანით შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დანით თავდახმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ჰამბურგის პოლიციის ცნობით, თავდასხმა პარასკევს საღამოს ქალაქის რკინიგზის სადგურზე მოხდა, ხოლო თავდამსხმელი დაკავებულია. გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო ექვსი მათგანი მძიმედ არის დაჭრილი. თავმდამსხმელი 39 წლის ქალია. „ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ქალი პოლიტიკური მოტივით მოქმედებდა“ – განაცხადა ჰამბურგის პოლიციის პრესსპიკერმა, ფლორიან აბენსეტმა.

მეტი...

შეტევა კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით – არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, არიან დაშავებულები. „მტრის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ“ – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. კლიჩკომ აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად, კიევში საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა. „ნამსხვრევები დაეცა ობოლონის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრსა და საცხოვრებელ შენობას“ – აღნიშნა კიევის მერმა.

მეტი...

ჰარვარდმა ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლა და გადაწყვეტილება შეჩერდა 

ჰარვარდის უნივერსიტეტმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში ოპერატიულად უჩივლა. აშშ-ის სასამართლომ კი სარჩელი განიხილა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ  ჰარვარდის უნივერსიტეტს აეკრძალა საერთაშორისო სტუდენტების მიღება, შეჩერებულია. შტატების ფედერალურმა მოსამართლემ  ელისონ ბაროუზმა  დროებითი შემზღუდველი ორდერი გამოსცა. ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ მიმართა სასამართლოს. ჰარვარდმა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება 24 საათზე ნაკლებ დროში მოითხოვა და სარჩელი დაკმაყოფილდა. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ჰარვარდის უნივერსიტეტმა, რომელიც ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია, საერთაშორისო სტუდენტები არ უნდა მიიღოს. ხოლო, ის სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ უნივერსიტეტში, სხვა…

მეტი...