საქართველოს მოქალაქე, რომელიც მასობრივ მკვლელობებს გეგმავდა, მოლდოვიდან აშშ-შია ექსტრადირებული

საქართველოს მოქალაქეს, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებაში ედება ბრალი. ის 23 მაისს ბრუკლინში მდებარე ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება. მისი ერთ-ერთი გეგმა ახალი წლის ღამეს მოწამლული ტკბილეულის დარიგებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ინფორმაცია, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. ჩხიკვიშვილი მოლდოვის დედაქალაქში დააკავეს 2024 წლის ივლისში. 22 მაისს ექსტრადირებული იყო მოლდოვიდან აშშ-ში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჩხიკვიშვილი, „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრე იყო და აღმოსავლეთ ევროპაში „მანიაკალური მკვლელობის კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამ დაჯგუფებას ასევე უწოდებენ “მანიაკებს”, MKY-ს, MMC-სა და MKU-ს. ნიუ იორკის…

მეტი...

ჰამბურგში დანით შეიარაღებული ქალი მოქალაქეებს თავს დაესხა – დაჭრილია12 ადამიანი

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დანით შეიარაღებული ქალი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა. გერმანული მედიის თანახმად, ინციდენტი ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე მოხდა. პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით ქალი დააკავა. სადგურში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეწყდა. მედიის ცნობით, სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, კიდევ სამი ადამიანი სერიოზულად არის დაშავებული, ექვსი ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

მეტი...

“ტყვეების გაცვლის შემდეგ, რუსეთი მზად იქნება დარეგულირების შესახებ პროექტი წარადგინოს”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, როგორც კი მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა დასრულდება, მოსკოვი კიევს მემორანდუმის პროექტს წარუდგენს. ინფორმაციას მედია ავრცელებს. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი ხსენებულ დოკუმენტზე აქტიურად მუშაობს. “ტყვეების გაცვლის შემდეგ, რუსეთი მზად იქნება დარეგულირების შესახებ პროექტი წარადგინოს” – თქვა მან.

მეტი...

კანოე-კაიაკის საერთაშორისო შეჯიბრზე ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში კანოე-კაიაკში პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება მიმდინარეობს. კანოეში 23-წლამდელებს შორის ალექსანდრე წივწივაძემ 1000 მეტრი 04:36,640 წამში დაფარა და ჩემპიონობა იზეიმა. 18-წლამდელებს შორის ვიცე-ჩემპიონი მანანა პეტრიაშვილი გახდა, მან 1000-მეტრიანი დისტანცია 05:19,740 წამში დაფარა.

მეტი...

ჟურნალისტი, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან, 5000 ლარით დააჯარიმეს

„პუბლიკის” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია 5000 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს 3 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებოდა. როგორც ქავშბაია ამბობს,  ამ დროს (მანამდეც და მომდევნო პერიოდშიც) პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მუშაობდა, და რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ აქციას აშუქებდა.

მეტი...

“საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას”- ნორვეგიის ელჩი

“საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას”- ამის შესახებ ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი აცხადებს. მისივრ ინფორმაციით, ნორვეგია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციაზე საქართველოს „ხელისუფლების ზეწოლის“ გამო. ელჩი  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ  „დემოკრატიაზე თავდასხმა“ მიუღებელია. “ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების ზეწოლით, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებებით, პოლიტიკური პარტიების ამკრძალავი რეპრესიული კანონებით. დემოკრატიაზე ეს თავდასხმა მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას” – საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი წერს.

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტთან საპროტესტო აქციაა. მოქალაქეებს, რომლებმაც საავტომობილო გზა დაიკავეს, ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.    

მეტი...

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დასრულდა

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დასრულდა. „გარკვეული, მაგრამ არა საბოლოო პროგრესი“ – განაცხადა ომანელმა მედიატორმა რომში გამართული შეხვედრის შეფასებისას. როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი უკვე ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე დგას, მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის მაინც გაგრძელდება. მედიის ცნობით, სირთულეებში იგულისხმება, ამერიკის მხარის მოთხოვნა ირანისადმი, შეწყვიტოს ურანით გამდიდრება.

მეტი...

“ქართული ოცნება” რუსეთსა და ბელარუსში ახდენს ინტეგრაციას”- ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ნაცვლად “ქართული ოცნება” რუსეთსა და ბელარუსში ახდენს ინტეგრაციას. “დამოუკიდებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე “ქართული ოცნება” რუსეთისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს. ქვეყნის შიგნით რუსული ოკუპაციის გავრცელების სულ უფრო და უფრო მეტი ნიშანია. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ნაცვლად “ქართული ოცნება” რუსეთსა და ბელარუსში ახდენს ინტეგრაციას”, – წერს პავილიონისი.

მეტი...

სასამართლომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა

აშშ-ის სასამართლომ ამერიკის პრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა. დროებითი შემზღუდველი ორდერი მოსამართლემ, ელისონ ბაროუზმა გამოსცა. ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად მიიჩნევს.      

მეტი...

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით”- ჩეხეთის საგარეო სამინისტრო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება. უწყება “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცენ და როგორც დემოკრატიული ღირებულებები, ასევე კანონის უზენაესობა დაიცვან. “ჩვენ შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებითა და მისი სასამართლო პროცესის დახურული ხასიათით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და პატივი სცენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს” – წერია განცხადებაში. ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ დააკავეს.  

მეტი...

13 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს

გორში, 13 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს. “ბრალი წარედგინა 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბე ქვე პუნქტით, რაც გულისხმობს 14 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას. აღნიშნული მუხლი მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობას. ბრალდების მხარე შუამდგომლობდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რაც სრულად იქნა გათვალისწინებული მოსამართლის მიერ” – აცხადებს პროკურორი ია მეფარიშვილი. ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა.  

მეტი...

ტრამპი ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების წინადადებით გამოდის. როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირთან მოლაპარაკება „არანაირი მიმართულებით არ მიდის“. „ევროკავშირთან გამკლავება, რომელიც ძირითადად აშშ-ზე სავაჭრო საკითხებში უპირატესობის მოპოვების მიზნით შეიქმნა, ძალიან რთული აღმოჩნდა. მათმა ძლიერმა სავაჭრო ბარიერებმა, დღგ-ის გადასახადებმა, სასაცილო კორპორატიულმა ჯარიმებმა, არაფულადმა სავაჭრო ბარიერებმა, ფულადმა მანიპულაციებმა, ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ უსამართლო და გაუმართლებელმა სარჩელებმა და სხვა ფაქტორებმა აშშ-სთან წელიწადში 250 000 000 დოლარზე მეტი სავაჭრო დეფიციტი გამოიწვია, რაც სრულიად მიუღებელია. ჩვენს შორის მოლაპარაკებები არანაირი მიმართულებით არ მიდის. ამიტომ, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ევროკავშირის მიმართ პირდაპირ 50%-იანი…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთისგან 390 ტყვე დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1 000/1 000 სამხედრო ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმება ამოქმედდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინამ რუსეთისგან პირველ ეტაპზე 390 ტყვე დაიბრუნა. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში ტყვეთა გაცვლა გაგრძელდება.

მეტი...

ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა – დაზიანებულია 100-ზე მეტი სახლი

ინდონეზიაში, სუმატრის სანაპიროსთან, 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრამ 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის ნგრევა გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 02:52 საათზე დაფიქსირდა, ეპიცენტრი კი, ბენგკულუს პროვინციასთან იყო. ინდონეზიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მიწისძვრის შემდეგ აღნიშნა, რომ ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

მეტი...

„მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას“ – ბრიტანეთის საელჩო ჯაფარიძის დაკავებაზე

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის დაკავებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას“. „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე…

მეტი...

ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

ჰარვარდის უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. უნივერსიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადმინისტრაციამ ჰარვარდს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება გაუუქმა. ჰარვარდმა საჩივარი ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა, საჩივარში კი მიუთითა, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების „აშკარა დარღვევაა“. ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა

მეტი...

„რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვა არაელეგანტური იქნება“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთ-უკრაინის მორიგი მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის შესაძლებლობას ეხმაურება. როგორც ლავროვი აცხადებს, „ეს ცოტა არაელეგანტური იქნებოდა“. „მართლმადიდებელი ქვეყნები, რომლებიც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის საკითხებს კათოლიკურ მიწაზე განიხილავენ – ეს ცოტა არაელეგანტური იქნებოდა“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.

მეტი...

ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა. „მედიაცენტრ მთავარისთვის“ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მგალობლიშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2024 წლის 18 სექტემბრიდან იკავებდა.

მეტი...

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზება ედება ბრალად

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სამსახური იტყობინება, საქართველოს მოქალაქე სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა იმ დროს გააჩერეს, როდესაც ის სლუპცას რაიონში, მაგისტრალზე Ford-ის მარკის ავტომანქანით მოძრაობდა. მათივე ცნობით, აღმოჩნდა, რომ შემოწმების მიზნით გაჩერებულ მანქანაში საქართველოს მოქალაქის გარდა, პოლონეთში ყოფნის უფლების არმქონე ავღანეთის მოქალაქეც იმყოფებოდა. საქართველოს მოქალაქე დააკავეს და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. მას 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება ავღანეთის მოქალაქეს, რომელიც გერმანიაში გადასვლას ცდილობდა, მას დეპორტაცია ემუქრება.

მეტი...

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი 24 მაისს, მოხალისეებისათვის ღია კარის დღეს გამართავს

გაატარეთ ერთი სამუშაო დღე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში და მიიღეთ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი 24 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, მოხალისეებისათვის ღია კარის დღეს გამართავს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ მოქალაქეებს საშუალება გექნებათ: ეწვიოთ თავშესაფარს, დააკვირდეთ პროცესებს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე; სურვილის შემთხვევაში, როგორც მოხალისეები, ჩაერთოთ თავშესაფრის ყოველდღიურ საქმიანობაში; გაიცნოთ და გაასეირნოთ თავშესაფრის ბინადარი ცხოველები; აიყვანოთ ოთხფეხა მეგობარი თავშესაფრიდან, სადაც, სამწუხაროდ, არაერთი მიტოვებული ცხოველი ახალი პატრონის გამოჩენას ელოდება. ადამიანებთნ ურთიერთობა თავშესაფარში მყოფი ცხოველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! მობრძანდით, გაატარეთ ერთი დღე თავშესაფარში და ჩაერთეთ მოხალისეობრივად თავშესაფრის ყოველდღიურ საქმიანობაში. მიუსაფარი ცხოველების…

მეტი...

„26 მაისის ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა შეფერხებულია“ – მერია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაადგილების შეზღუდვა ეხება, როგორც პირად ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტს. „ფერხდება გადაადგილება გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის შესახვევში, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებზე. ასევე, დატვირთულია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები. მოსახლეობას მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და კერძო ავტომობილებით გადაადგილებისას ისარგებლონ ალტერნატიული გზებით. აქვე შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, 20:00 საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, გია ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო…

მეტი...

„ის ყველა რესურსს შეიწოვს ისე, როგორც ღრუბელი იწოვს წყალს“ – ორბანი უკრაინაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. როგორც ორბანი აღნიშნავს, უკრაინა მილიონიანი ჯარის შენახვას აპირებს, რომლის უზრუნველყოფასაც ევროპა საკუთარ თავზე აიღებს, ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალები გააძლიეროს. „უნგრეთს სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის მიღმა დარჩეს, რადგან თუ მას მივიღებთ, ის ყველა რესურსს შეიწოვს ისე, როგორც ღრუბელი იწოვს წყალს“, – აცხადებს ორბანი.

მეტი...

„რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა ახლახან დასრულდა“ – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი დასრულდა. ტრამპმა ამის შესახებ მცირე განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ნაბიჯი უფრო დიდ შედეგს გამოიწვევს. „რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა ახლახან დასრულდა. ის მალე ამოქმედდება. ვულოცავ ორივე მხარეს ამ შეთანხმებას. ამან შეიძლება, რაღაც დიდამდე მიგვიყვანოს?“ – წერს ტრამპი.

მეტი...

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. კენჭისყრა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გაიმართა. აბაშიძეს მხარი საკრებულოს 26-მა წევრმა დაუჭირა. შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

მეტი...

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა – საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა“ – EU-ის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს, EU-ის დელეგაციის წევრ საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ მოიბოდიშა. „ევროკავშირის დელეგაციის აკრედიტებული წევრისთვის შემოსვლაზე უარი ეწინააღმდეგება ვენის კონვენციით განსაზღვრულ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა პატივისცემა საქართველოს ვალდებულებით აქვს აღებული. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა ამ დამამცირებელ ინციდენტზე და დაადასტურა, რომ მიესალმებიან დელეგაციის წევრის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას“, – აცხადებენ EU-ის წარმომადგენლობაში.

მეტი...

Tbilisi Open Air-ის გამო, ლისის ტბის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

Tbilisi Open Air 2025-ის ფარგლებში, 24-25 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი დადგენილი სქემის მიხედვით იმოძრავებს. „კერძო ავტომობილებისთვის მოძრაობა შეიზღუდება ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით, თავად კვაჭაძის ქუჩაზე კი მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ლისის ე.წ. წრიული გზიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით. იოსებ კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გამოყენებით,…

მეტი...

უკრაინამ რუსეთში ქარხანაზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, ლიპეცკის ოლქში მდებარე ქარხანაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, თავდასხმა დრონებით განხორციელდა. რუსული მხარის ინფორმაციით, ქარხანაში გაჩნდა ხანძარი და საჭირო გახდა პერსონალის ევაკუაცია. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მეტი...

ავარია თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე – დაშავებულია 2 ადამიანი

თბილისში, მერაბ კოსტავას 22 ნომერთან, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც „რადიო თავისუფლება“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ქვეითი არასწორ ადგილას კვეთდა გზას, ხოლო მძღოლმა შეჯახების პრევენციის მიზნით, ტროტუარის მხარეს გადაუხვია, თუმცა მიკროავტობუსი გვერდითა ნაწილით მაინც დაეჯახა ფეხით მოსიარულეს. გამოცემის ცნობით, მეორე დაშავებულიც ფეხით მოსიარულე ქალია, რომელიც ავარიის დროს ტროტუარზე გადაადგილდებოდა.

მეტი...

„საგანგაშოა, რომ EU-ის და შვედეთის საელჩოები ექსტრემიზმის წახალისებაზე არ რეაგირებენ“ – პაპუაშვილი

„ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისა და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს და ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები „მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე არ რეაგირებენ“. „დემოკრატიის არაღიარების მიზანი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა. ესტონეთში რეგისტრირებულ „ენჯეოს“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს. საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების…

მეტი...

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი არასაკმარისია“ – ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე „ზემოქმედების ყველა ბერკეტი არ არის ამოწურული“. ნაუსედას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი არასაკმარისია. „ერთი-ორი სახელმწიფოს გარდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი. ამიტომ, ჩვენ ვუჭერთ მხარს სანქციების მე-18 პაკეტის რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცებას. ვთვლი, რომ ის უფრო ძლიერი უნდა იყოს“, – აცხადებს ნაუსედა.

მეტი...

სან-დიეგოში ავიაკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-დიეგოში, მცირე ზომის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, ავიაკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-დიეგოში, მცირე ზომის თვითმფრინავი გუშინ, 22 მაისს ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლებს დაეცა. დაიწვა 15-მდე სახლი, რამდენიმე კვარტლიდან კი, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მეტი...

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, 27 მაისამდე, საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. „თბილისში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,…

მეტი...

„ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი 992 აბი“ – დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „მდმა”-ს შემცველი 992 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

„სასამართლოსთან დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შესახებ განაცხადეს“ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ დაკავებულმა 2-მა ადამიანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე. „სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 22 მაისს, თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირი მოინახულეს. დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე. სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში კატეგორიულად ეწინააღმდეგება

რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვატიკანის მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი 3 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, რუსი ოფიციალური პირები არ გეგმავენ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ვატიკანში ან სხვაგან მოლაპარაკებებისთვის. წყაროების ცნობით, გარდა ამისა, ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპრაკებებში რუსული ეკლესიაც ეწინააღმდეგება. წყაროების თანახმად, იტალია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა ბრძანება პუტინის დაკავების შესახებ და იგი ვალდებულია, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის რომში ჩავა.

მეტი...