ვარკეთილში მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

თბილისში, ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ, 21 მაისს მოხდა. უცნობმა ადამიანებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს, გზად კი, ავტოსადგომზე მდგარ ავტომობილებს შეეჯახნენ და 5 მანქანა დააზიანეს.

მეტი...

„მზად ვარ, დავასრულო ომი მკაფიო პირობებით“ – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ომი „მკაფიო პირობებით“ დასრულდება. ნეთანიაჰუს თქმით, აღნიშნულმა პირობებმა ისრაელის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. „მზად ვარ, დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას: ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში, „ჰამასი“ დაყრის იარაღს, გადადგება ხელისუფლებიდან, მისი ხელმძღვანელობა გაძევებული იქნება სექტორიდან, ანუ ვინც კი დარჩა მათგან. ღაზა სრულად განიარაღდება და ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას, გეგმას, რომელიც სწორია და რევოლუციური“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი და სამარცხვინო რეპორტიორი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტ პიტერ ალექსანდერსს საშინელი რეპორტიორი უწოდა. ტრამპის გაღიზიანება კატარის მიერ ნაჩუქარ ძვირადღირებულ ბოინგზე ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია. პიტერ ალექსანდერსმა აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტს კითხვა მაშინ დაუსვა, როდესაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს თეთრკანიანი ფერმერების გენოციდის შესახებ ვიდეოს აჩვენებდა. „ეს შესანიშნავი რამაა. ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ სხვა რამეზეც. ეს არის NBC, რომელიც ცდილობს იმ თემიდან გადახვევას, რაც თქვენ ახლახან ნახეთ. იცით, თქვენ საშინელი რეპორტიორი ხართ. პირველ რიგში, თქვენ არ გაქვთ ის, რაც საჭიროა რეპორტიორობისთვის. თქვენ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი. თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სტუდიაში, NBC-ში, რადგან ბრაიან რობერტსი და ის ხალხი,…

მეტი...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყო და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge მიმდინარეობს. „ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით…

მეტი...

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ბიძგები თურქეთის პროვინციებშიც იგრძნობოდა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს. როგორც მედია თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით იტყობინება, მიწისქვეშა ბიძგები ეგეოსის ზღვაში, 06:19 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიღრმე 17.7 კილომეტრზე იყო. CNN Turk-ის ცნობით, მიწისძვრა მუღლას პროვინციის დატჯას რაიონიდან 166 კილომეტრში დაფიქსირდა და თურქეთში – იზმირსა და მიმდებარე პროვინციებშიც იგრძნობოდა.

მეტი...

უნგრეთში, უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს

უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს. ქვეყნის სასამართლოს განცხადებით, იშტვან გოლომ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დავალებით, უნგრეთში ისეთი საქმიანობა განახორციელა, რომელიც ჯაშუშობის დანაშაულს წარმოადგენს. სასამართლომ მამაკაცი პატიმრობაში 21 ივნისამდე დატოვა.

მეტი...

ამერიკაში ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს

ვაშინგტონში საშინელი ფაქტი მოხდა, მოკლულია ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი. მკვლელობა ახალგაზრდა დიპლომატების ყოველწლიური მიღების დროს, ებრაული მუზეუმის მახლობლად განხორციელდა. ისრაელში გაეროს ელჩ, დანი დანონი, მომხდარ ფაქტს “ანტისემიტური ტერორიზმს“ უწოდებს.  

მეტი...