“რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა საკვანძო პოლიტიკური ფიგურა, ზურაბ ჯაფარიძე”- კონგრესმენი

კონგრესმენი, ჯო უილსონი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. როგორც კონგრესმენი წერს, “რეჟიმმა” უსამართლოდ დააკავა საკვანძო პოლიტიკური ფიგურა. “ანტიამერიკულმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა საკვანძო პოლიტიკური ფიგურა, ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს. მასიური ესკალაცია შემდგომი ნაბიჯია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემისთვის,” – წერს უილსონი.

მეტი...

ლიეტუვაში გერმანელი სამხედროების განთავსება დაიწყო

ლიეტუვაში დაიწყო გერმანიის 45-ე ჯავშნოსანი ბრიგადის განთავსება. როგორც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვილნიუსში გამართულ ცერემონიალზე განაცხადა, ლიეტუელებს შეუძლიათ გერმანიას ენდონ. „ძვირფასო ლიეტუველებო, შეგიძლიათ გვენდოთ, შეგიძლიათ ენდოთ გერმანიას“. ეს არის გერმანელი სამხედროების პირველი მუდმივი განთავსება ლიეტუვაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”- აღნიშნა მან. მერცის განცხადებით, „რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმი არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ რევიზიონიზმი ემუქრება ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ევროპასა და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში. ამიტომაც, გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გააძლიერონ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგი. შესაბამისად, ჩვენ ლიეტუვაში განვათავსებთ მთელ ბრიგადას“.

მეტი...

„ჯაფარიძემ უარი თქვა ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და დააკავეს“- აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. როგორც ის ამბობს, ჯაფარიძის დაკავება „საქართველოში პოლიტიკური დევნის სამარცხვინო მაგალითია“. „საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და ის დააკავეს, წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს“  – წერს აუსტრევიჩუსი.

მეტი...

“რუსეთია დამნაშავე, რომ ომი დღემდე გრძელდება და ეს მსოფლიოსთვის აშკარაა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა სწრაფი ნაბიჯების გადადგმისთვის, რათა ფრონტზე ცეცხლი შეწყდეს. ზელენსკის თქმით, რუსეთია დამნაშავე, რომ ომი დღემდე გრძელდება და ეს მსოფლიოსთვის აშკარაა. „ჩვენი, უკრაინის ინტერესია, არ გავაჭიანუროთ ომი, მაგრამ ვიყოთ მზად სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის. მსოფლიოსთვის აშკარაა, რომ სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ ომი დღემდე გრძელდება. უკრაინა მზადაა მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის. საჭიროა რუსეთის სარკისებური მზაობა. ახლა ეს არ არსებობს და მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის გარეშე ეს ვერ შეიცვლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნგრეთის გვერდის ავლით დაიწყოს

ბრიუსელი მუშაობს გეგმაზე, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნგრეთის წინააღმდეგობის გვერდის ავლით დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ალტერნატიული სცენარის განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. როგორც მედიას მოლდოვის მთავრობის წარმომადგენელმა აცნობა, მოლდოვამ და უკრაინამ გასულ კვირას ევროკავშირს გადასცა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო დოკუმენტები და ეს უნგრეთის თანხმობის გარეშე მოხდა. საქმე ეხება ე.წ. საგზაო რუკებს, რომლებიც განსაზღვრული იქნება, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო კრიტერიუმები. სტატიის მიხედვით, ასევე არსებობს იდეა, რომ კონფერენციების ნაწილი უკრაინისა და მოლდოვისთვის ერთობლივად ჩატარდეს. „ევროპაისკაია პრავდას“ ცნობით, მოლდოვის შემთხვევაში, ეს…

მეტი...

დონალდ ტრამპი კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივნისში კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს. ლევიტმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტრამპი გეგმავს 15-17 ივნისს დაგეგმილ სამიტში მონაწილეობის მიღებას. შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად მიიჩნევს აშშ-ის დასწრებას სამიტზე. გარდა ამისა,  აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის „დიდი შვიდეულიდან“ გაძევება „ძალიან სულელური გადაწყვეტილება იყო“, თუმცა მიიჩნევს, რომ „ახლა კარგი დრო არ არის“ მის დასაბრუნებლად.

მეტი...

იტალიაში 26 წლის საქართველოს მოქალაქე  გარდაცვლილი იპოვეს

იტალიაში 26 წლის საქართველოს მოქალაქე  გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ავტომობილში აღმოაჩინეს. “არავინ არაფერი არ იცის. დიდი ხანია საზღვარგარეთ იყო,ბოლოს კი იტალიაში.უკარგესი ბიჭი იყო” – ამბობს ოჯახის ახლობელი. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

მერია კიდევ ერთხელ ავრცელებს იმ ქუჩების ჩამონათვალს, რომლებიც ოთხი თვით გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ვერცელებს. “სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე. რაც შეეხება საგზაო მოძრაობის შეზღუდვას, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალა ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ მონაკვეთზე. შეზღუდვის პერიოდში გიორგი წერეთლის ქუჩა გახდა ცალმხრივი. თამარაშვილის გამზირიდან მოძრაობა დაშვებულია ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმართულებით, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით.…

მეტი...

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შეიქმნება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შეიქმნება. პუტინის ამ განცხადებას რუსული, სახელმწიფო მედია  ავრცელებს. “უკვე ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული საზღვრის სიგრძეზე აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნაზე. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას, აქტიურად ახშობენ მოწინააღმდეგის ცეცხლს, სამუშაო მიმდინარეობს” – განაცხადა პუტინმა. გადაწყვეტილების სხვა დეტალები მას არ გაუჟღერებია.  

მეტი...

“დღევანდელი მეტისმეტია, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი და მისი მეგობრები ახლავე”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე ესკალაციას აგრძელებს”. “ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე ესკალაციას აგრძელებს. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ იქნა გადაკვეთილი, მაგრამ დღევანდელი მეტისმეტია. ზურაბ ჯაფარიძე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დააპატიმრეს. ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობრები ახლავე” – წერს იუკნევიჩიენე.  

მეტი...

“საგამოძიებო კომისია შექმნილია იმისთვის რომ, დაეჭირათ პოლიტიკური ლიდერები“- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური ლიდერების დასაკავებლად შეიქმნა. “ერთი მხრივ გვაქვს, რომ საზოგადოებრივი აქტივისტები არიან ციხეში, ახლა შემდეგი ეტაპია, რომ ეს ყველაფერი შეეხოს პოლიტიკურ ლიდერებს. ეს საგამოძიებო კომისია ამისთვის იყო შექმნილი, რომ საშუალება გამხდარიყო, რომ დაეჭირათ ის პოლიტიკური ლდიერები, რომლებიც ციხეშ უნდოდათ რომ ეხილათ. ეს არის სამარცხვინო. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, აღარ იციან, რეპრესიები საითკენ და სადამდე წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დრეში არის და ამ რეპრესიებს მიმართავს, არის თვითონ განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გამძლეობა გვჭირდება ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ…

მეტი...

“ჯაფარიძის დაკავება სუფთა პოლიტიკური საქეა”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ეს არის კიდევ ერთი „სამარცხვონო“ დღეს „ქართული ოცნებისთვის“ “დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე “ქართული ოცნებისთვის”, ის რაც მოაწყვეს, ეს პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, პრაქტიკულად არავის შეშვება, გადატანა პატარა დარბაზში, რომ ეს დამთავრებულიყო იმით, რაც ყველამ იცოდა წინასწარ, რომ ზურა ჯაფარიძე გადაეცეთ წინასწარ პატიმრობაში, ეს არის სამარცხვინო, იმიტომ, რომ არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, რომელიც იმის ნიშანი არის, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე”- აცხადებს ზურაბიშვილი. ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა…

მეტი...

აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ამ დრომდე რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა სამართალდამცავებმა აღმაშენებელზე ხეივანზე გასასვლელი გზა ჩაკეტეს. საპოლიციო ძალამ გადაადგილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. სავარაუდოდ, შსს-ს თანამშრომლები პრევენციის მიზნით გადაადგილდებიან. სასამართლოსთან ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეებიც.  როგორც მოქალქეები აცახდებენ, ისინი არსად წასვლას არ აპირებენ. სამართალდამცველები, როგორც საქალაქო სასამართლოს ეზოში, ისე მთელს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს. ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდეს

მეტი...

ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდეს

კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მას ბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს. ბრალდება ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, სადაც ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს არგადახდის შემდეგ კი ის დააპატიმრეს.

მეტი...

„ვერ ვხედავ სომხეთის უკრაინიზაციის საჭიროებას“ – ლავროვი

„სომხეთი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარი“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, მოექცევა თუ არა რუსეთი სომხეთს ისე, როგორც უკრაინას მოექცა, ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ასე უპასუხა: „ვერ ვხედავ სომხეთის უკრაინიზაციის საჭიროებას. სომხეთი არ კრძალავს რუსულ ენას და რუსულ კულტურას, არ უზღუდავენ საშუალებას რუსებსა და მათ, ვისაც რუსულად საუბარი სურთ“.

მეტი...

„მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის მნიშვნელოვანია, 26 მაისს ვიყოთ ბევრი“ – სააკაშვილი

„26-ში საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ – საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველანი უნდა დავდგეთ მის სადარაჯოზე!“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, „სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, რომ 26 მაისს, ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვიდეს. „აპელაციაში ჩემი საქმის საჯარო განხილვაზე უარის თქმა ყველანაირი სამართლებრივი ნორმის დარღვევით, ემსახურება ჩემს შემდგომ იზოლაციას. კლეპტოკრატიულ დიქტატურას ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის. ადრე ხმას ახშობდნენ და გამოსახულებას ამახინჯებდნენ, ჩართვას ბევრჯერ წყვეტდნენ. ამ ბოლო ხანებში საერთოდ ბოლომდე საინფორმაციო სივრცის გარეშე დამტოვეს. რამდენიმე დღის წინ „სასამართლომ“ უარი თქვა ჩემს ჩართვაზე და ახლა სააპელაციო…

მეტი...

აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დამწვარია 15 სახლი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-დიეგოში, ბიზნეს-თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. CNN-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად 15 სახლი დაიწვა, რამდენიმე კვარტლიდან კი, პოლიციამ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 03:45 საათზე, მონტგომერის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ამ დროისთვის, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც მედია წერს, ამ ტიპის კერძო თვითმფრინავი საქმიანი მოგზაურობისთვის გამოიყენება და მას 6-დან 8-მდე ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

მეტი...

„არ მაქვს განზრახვა, ხელახლა დავიკავო პრეზიდენტის პოსტი“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, თურქეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება. „არ მაქვს განზრახვა, ხელახლა დავიკავო პრეზიდენტის პოსტი, ან კენჭი ვიყარო კანდიდატურაზე. ჩვენი ერთადერთი მიზანი ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესებაა. თურქეთი იცვლება. მსოფლიო იცვლება. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ ეპოქაში. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია რამე მნიშვნელოვანს მივაღწიოთ ასეთ სწრაფად ცვალებად სამყაროში იმ კონსტიტუციით, რომელიც შეიქმნა გადატრიალების დროს ძველ თურქეთში და დღემდე ინარჩუნებს „პუტჩისტურ“ მენტალიტეტს? ჩვენ გვჭირდება კონსტიტუცია, რომელსაც წარადგენენ მოქალაქეები და არა გადატრიალების დამგეგმავები“, – აცხადებს ერდოღანი.

მეტი...

„შეთანხმება, 1 000 ადამიანის გათავისუფლებაზე, თურქეთში გამართული შეხვედრების ერთადერთი რეალური შედეგია“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლის მოსამზადებლად, შეხვედრა გამართა. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ოფიციალური კიევი შეისწავლის ადამიანთა სიას, რომელიც რუსული მხარისგან მიიღეს. „ჩავატარე შეხვედრა ტყვეების გაცვლის მოსამზადებლად. შეთანხმება, რუსული ტყვეობიდან ჩვენი 1 000 ადამიანის გათავისუფლებაზე, თურქეთში გამართული შეხვედრების, ფაქტობრივად, ერთადერთი რეალური შედეგია. ვმუშაობთ ამ შედეგის მისაღწევად. ვაზუსტებთ დეტალებს ყოველ ადამიანზე, რომელიც სიაში რუსეთის მხარის მიერაა წარმოდგენილი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

„უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა“ – საგანგებო დაღუპულ მთამსვლელზე 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უშბაზე მთამსვლელისა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, მათგან ერთი კი, სიმაღლიდან გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 3 600 მეტრის სიმაღლეზე მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან. უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან…

მეტი...

უშბაზე ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

უშბაზე ექსპედიციის დროს, ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქ-გვერდი“ Adrenaline ავრცელებს. გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს. ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისთვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას. ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მან პირველი შეხვედრა გამართა აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ხათუნა კვესილავასთან და საქართველოს სამხედრო ატაშესთან, იროდი ქადაგიშვილთან. „შეხვედრაზე განიხილეს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია გამართავს. კობა კობალაძის განცხადებით, ვიზიტის მიზანია საქართველოში ვეტერანებისთვის სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას, რაც გააუმჯობესებს…

მეტი...

„საკმაოდ შრომატევადი საკითხია – მუშაობა მიმდინარეობს“ – პესკოვი ტყვეთა გაცვლაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსული და უკრაინული მხარეები დაინტერესებული არიან, ტყვეთა გაცვლა სწრაფად განხორციელდეს. პესკოვის თქმით, „პროცესი რთულია, რადგან საჭიროა კონკრეტული ადამიანების სახელებზე შეთანხმება“. „ეს საკმაოდ შრომატევადი საკითხია. ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტული სახელების გაცვლაზე, რადგან საუბარია ათასი ტყვის ათასზე გაცვლაზე, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ეს მუშაობა გრძელდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ ოპერატიულად“, – აცხადებს პესკოვი.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჩრდილოეთ კორეის ახალმა 5 000-ტონიანმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, შემთხვევას, რომელიც ჩონჯინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნავსადგურში მოხდა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. როგორც მედია წერს, ხომალდს სპეციალური ცერემონიის ფარგლებში უნდა გაეცურა. ინციდენტი კი, გემის გაშვების დროს წონასწორობის დაკარგვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სამხედრო ხომალდის ძირის ნაწილები დაიმსხვრა. კიმ ჩენ ინმა მომხდარს „დანაშაულებრივი ქმედება“ უწოდა და განაცხადა, რომ პასუხისმგებელი ადამიანები დაისჯებიან.

მეტი...

რუსეთმა უკრაინაზე იერიში ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით მიიტანა

22 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, დაბომბვის შედეგად 4 რეგიონი დაზიანდა. მათივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილებში 74 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

მეტი...

„დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა“ – ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს, ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს – 1970 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია…

მეტი...

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მეტი...

23 მაისიდან, თბილისში პატრონიანი ცხოველების შემოწმება იწყება – რა შემთხვევაში დაჯარიმდება მეპატრონე?

23 მაისიდან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, პროგრამას, სახელწოდებით „კარდაკარ“ იწყებს. როგორც სააგენტოს დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა, პროგრამა პატრონიანი ცხოველების – ძაღლებისა და კატების მონიტორინგის ფარგლებში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაცია-კასტრაციისა და ვაქცინაციის საკითხებს გადაამოწმებს. კობიაშვილის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და მეპატრონეებს ადგილზე ჩიპირებასა და რეგისტრაციასაც შესთავაზებენ. „თბილისის მასშტაბით, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, დაარეგისტრიროს თავისი ცხოველი, გაუკეთოს სტერილიზაცია-კასტრაცია, თუ ცხოველს არ აქვს ჯიშის დამადასტურებელი მოწმობა და მეპატრონე ვალდებულია, ცხოველს შეუქმნას მინიმალური პირობები არსებობისთვის. ჩვენ ამ ყველაფრის გადამოწმებას მოვახდენთ მისამართზე. ასევე, ჩვენ, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შევთავაზებთ მისამართზე…

მეტი...

რუსებმა ხერსონზე იერიში განახორციელეს – დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსეთმა ხერსონზე საარტილერიო იერიში მიიტანა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკუდინის თქმით, დაღუპულია 85 წლის ქალი. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სამხედრო დანაშაულის ჩადენის მუხლით საქმე აღძრეს.

მეტი...

ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა

ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Delfi ავრცელებს. Delfi-ის ცნობით, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება გუშინ, 21 მაისს მიიღო. ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მიღებული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება ეხებათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული და იაფი პროცედურით გრძელვადიანი ვიზების მისაღებად.

მეტი...

„სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედებაა“ – ჰერცოგი ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობაზე

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის ცენტრში, ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომლის მკვლელობას ეხმაურება. ჰერცოგის შეფასებით, „ეს ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედებაა“. „ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება. ჩვენი გულები დაღუპულთა ახლობლებთან არის. აშშ და ისრაელი გაერთიანებული იდგებიან ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. ტერორი და სიძულვილი ვერ გაგვტეხს“, – აცხადებს ისააკ ჰერცოგი. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი.

მეტი...

უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა – თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და რუსეთის – ჯამში 15 მოქალაქე. „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა…

მეტი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლატვიის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლატვიის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებულ ნ.კ. და 1978 წელს დაბადებულ გ.გ. „დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: ნახევარ კილომდე „კოკაინი” და კილოგრამამდე „კეტამინის”, „მდმას“ და „მეფედრონის” შემცველი…

მეტი...

„სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის აშშ-ში“ – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას გამოეხმაურა. ტრამპმა მომხდარს „საზარელი მკვლელობა“ უწოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა. „საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, ახლავე უნდა დასრულდეს. სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის აშშ-ში. სამწუხაროა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს.

მეტი...

50 000 მოქალაქე სახიფათო ზონაში იმყოფება – ავსტრალიაში წყალდიდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის სახიფათო ზონაში 50 000 ადამიანი იმყოფება. წყალდიდობის გამო, დახურულია სკოლები, ათასობით ადგილობრივს კი, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მეტი...