“გთხოვთ, ცოტა მოითმინოთ”- მიიწვევენ თუ არა ზელენსკის ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე

ნატო-ს გენერალური მდივანმა, მარკ რუტემ კითხვაზე, იქნება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი მიწვეული ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე ჟურნალისტებს არ უპასუხა და მოთმინებისკენ მოუწოდა. „როგორც კი მოვამზადებთ პროგრამას, გამოვაქვეყნებთ მას. ამიტომ, გთხოვთ, ცოტა მოითმინოთ, მალე გამოვაცხადებთ სამიტის ზუსტ პროგრამას“– ასე უპასუხა კითხვას მარკ რუტემ. ხოლო ნიდერლანდების პრემიერმა, დიკ სხოოფმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს ზელენსკის ნატო-ს სამიტზე მიწვევა.

მეტი...

“ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება”- ნეთანიაჰუ

პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის დასრულებისას, ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის კონტროლის ქვეშ იქნება. მისი თქმით, ღაზას სექტორში ისრაელი გაფართოებული სამხედრო ოპერაცია განკუთვნილია “ომის, სამუშაოს დასრულებისთვის” ღაზაში. “ჩვენი ძალები სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ, რათა ის ტერორისტებისგან და “ჰამასის” ტერორისტული ინფრასტრუქტურისგან გაასუფთაონ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი დაპირებით, ოპერაციის დასრულებისას, “ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება და “ჰამასი” სრულიად იქნება დამარცხებული”.

მეტი...

ესპანეთში ქურდობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ერთს ამ დრომდე ეძებენ

ესპანეთში, საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს მეორე ეჭვმიტანილს. მაშინ როცა ბრალდებულები საცხოვრებელ სახლს ტოვებდნენ, ისინი მეზობელმა დაინახა და ვიდეო გადაუღო. სწორედ აღნიშნული ვიდეოს მეშვეობით პოლიციამ ერთ-ერთი კაცი ადგილიდან მიმალვის შემდეგ, მეორე დღეს დააკავა, თუმცა კიდევ ერთს ჯერ ეძებენ.

მეტი...

“გთხოვ მალე გამოჩნდი!”- მტკვარში გიორგი შამუგიას კვირაზე მეტია ეძებენ

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მტკვარში გადავარდნილ ავტომობილში მყოფ ერთ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას გამოჩენას ოჯახის წევრები და მეგობრები კვირაზე მეტია ელოდებიან. „დღეს რვა დღე გავიდა… შენი მონატრებით, შენზე ფიქრით, შენი ტკივილით სავსე რვა დღე. იცი? ვერ ვიჯერებ რომ აღარ ხარ, ვიგრძენი რა არის გულის ტკივილი, ტკივილი რომელსაც ვერაფერი აყუჩებს, სული გეხუთება, სუნთქვა გიძნელდება და უფალს ევედრები რომ ეს სიმართლე არ იყოს. ფიქრობ და ვეღარ ხვდები რა უნდა გააკეთო, ჭკუიდან გშლის შენი უძლურობა რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. გახსენდება ყველაფერი რაც ამ დღემდე იყო და თანდათან ხვდები რომ უკვე დამთავრდა……

მეტი...

“მოგიწოდებთ, დაამარცხოთ პუტინი ბრძოლის ველზე”- კონგრესმენი რუბიოს

ამერიკელმა კონგრესმენმა, ტედ ლიუმ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე მოუწოდა, რომ დაამარცხონ ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე. კონგრესმენის თქმით, იმ დროს, როდესაც აშშ ცდილობს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან საუბრის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე, ბზობის კვირაში მასირებული თავდასხმა განახორციელა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე. „თავისი უპატივცემულო დამოკიდებულება გამოავლინა და შუა თითი უჩვენა სახელმწიფო მდივანსა და დონალდ ტრამპს. მოგიწოდებთ, დაამარცხოთ პუტინი ბრძოლის ველზე“- აღნიშნა მან.      

მეტი...

გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიანი გირაოს გადაიხდის

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდეს. სასამართლომ მას გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

მეტი...

ფრიდრიხ მერცი  რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცი  რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ამ მომენტისთვის არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს ომი სწრაფად დასრულდება” – განაცხადა მერცმა. ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ შეიძლება, მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ სულ მცირე, მოხერხდება კონფლიქტის მხარეების შეკრება კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის ვატიკანში.

მეტი...

“საქართველო მუდამ ჩემთან იქნება. მან ყველაფერი მომცა”- კვარაცხელია

პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსები ისაუბრა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ასეთი შესაძლებლობა მომეცა, ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს. ჩემი გზა ძალიან გრძელი იყო და სირთულეებით სავსე, თუმცა ყველაფერი გადავლახე. საქართველო მუდამ ჩემთან იქნება. მან ყველაფერი მომცა და ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ. მინდა, სამშობლოსთვის რაღაც გავაკეთო, რადგან ჩვენთვის ასეთ დონეზე ასვლა რთულია”- განაცხადა კვარაცხელიამ.  

მეტი...

“დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში”- მარკო რუბიო

“დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში” – ასე უპასუხა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სენატორ კიტინგის მიერ დასმულ კითხვას: „არის თუ არა რუსეთი აგრესორი უკრაინის ომში?“ „დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში“, – განაცხადა მარკო რუბიომ. „ანუ ისინი არიან აგრესორები ამ ომში, სწორია?“ – დააზუსტა კითხვა სენატორმა კიტინგმა. „ისინი შეიჭრნენ იქ, დიახ“, – უპასუხა რუბიომ. სენატორს ასევე სურდა დაზუსტება, მიაჩნია თუ არა მარკო რუბიოს ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ და აწარმოებს თუ არა აშშ მოლაპარაკებას სამხედრო დამნაშავესთან, თუმცა რუბიომ კითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ახლა მათი მთავარი ამოცანა…

მეტი...

ერევანი – ბათუმი – ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება

ერევანი – ბათუმი – ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება. მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1 ოქტომბრამდე შესრულდება. მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“.

მეტი...

“გერმანიის ელჩის და მისი მეუღლის შეურაცხყოფა უფრო ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  გერმანიის ელჩს შეხვდა და ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირადად მისი და ,,წინააღმდეგობის პლატფორმის” სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აფასებს გერმანიის მხარდაჭერას. მისივე თქმით, გერმანიის გარეშე არ არსებობს ევროინტეგრაციის პროცესი. ზურაბიშვილი ამბობს, მომხდარი საქართველოს შეურაცხყოფაა. „მინდა გამოვეხმაურო ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ეხებოდა გერმანიის ელჩს და მის მეუღლეს. ორივეს მიაყენეს შეურაცხყოფა. მიმაჩნია, რომ ეს უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა. ქვეყანა, რომელმაც მიიღო გერმანიისგან უდიდესი დახმარება ამ 30 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მმართველობაში „ქართული ოცნებიდან“,…

მეტი...

“დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ” – რუბიო “ქართული ოცნების” შესახებ კითხვაზე

“დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ” –  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვას  უპასუხა. კონკრეტულა რუბიოს უილსონმა ჰკითხა: „თქვენი ხელმძღვანელობით სახელმწიფო დეპარტამენტში რა გაკეთდება ისეთი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს, ქართველი ხალხის სახელით, ანტიამერიკული “ქართული ოცნებისთვის” რეალური ფასის დაწესებაში დაეხმარება”. რუბიოს თქმით, დღეს არ აქვს განცხადება იმის თაობაზე, კონკრეტულად რის გაკეთებას გეგმავს აშშ, მაგრამ დასძინა, რომ საკითხი განიხილება, “ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ”. “ჩემს შესავალ სიტყვაში რაც ვთქვი, იმას რომ დავუბრუნდეთ, შეერთებული შტატების მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესებია. ასე რომ, ამას შევხედავთ და საკუთარ თავს ვკითხავთ:…

მეტი...

26 მაისის ღონისძიებების გამო, თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მათივე ინფორმაცით, 21 მაისს,  20:00 საათიდან 00:00 საათამდე და 23 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეიზღუდება თავისუფლების მოედანი, გ. ლეონიძის შესახვევი, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩები (გრიგოლ აბაშიძის შესახვევიდან). „24 მაისს 20:00 საათიდან შეიზღუდება რუსთაველის გამზირი გ. ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნ. ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და გ. ჭანტურიას ქუჩამდე.…

მეტი...

შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი ქარელში შეიძინა. „20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინება შემოვიდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა  მოკვლევა დაიწყეს. არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ქარელში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში „ახალი ხორცი“, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა. ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ „ბესიკ ნაყიშაშვილი”) კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები ვაზისუბანში, გლდანსა და ზღვის უბანში განათავსა 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი ხის სახლები ვაზისუბანში, გლდანსა და ზღვის უბანში, სხვადასხვა მისამართზე განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სახლის დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. „დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისთვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

„პუტინი დროის მოგებას ცდილობს – მას არ აინტერესებს მშვიდობა“ – პისტორიუსი

„ჩვენ ვიხილეთ მასობრივი იერიშები ბოლო დღეებში… ეს უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე ცარიელი სიტყვები, რასაც აქამდე ვისმენთ“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა. პისტორიუსის თქმით, საჭიროა, ევროპის მხრიდან, დამატებით სანქციების მეშვეობით რუსეთზე წნეხი გაიზარდოს. „პუტინი აშკარად დროის მოგებას ცდილობს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

მეტი...

„ხანძრით დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერათ“ – შემოსავლების სამსახური

სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უკვე ჩამოეწერათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, დაზარალებული მეწარმეების  მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. მათივე ცნობით, განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.

მეტი...

პაკისტანში სასკოლო ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში, სასკოლო ავტობუსი აფეთქდა, რასაც სულ მცირე, 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC იტყობინება, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი. სასკოლო ავტობუსი, რომელსაც 40-მდე ბავშვი გადაყავდა, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე, ქალაქ ხუზდართან ახლოს აფეთქდა. Reuters-ის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, თუმცა ამ დრომდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მეტი...

„გულმხურვალედ მოვუწოდებ, დაშვებული იყოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში“ – რომის პაპი

რომის პაპი ლეო XIV ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებისკენ მოუწოდებს. პაპი საომარი მოქმედებების დასრულებისკენაც აკეთებს მოწოდებას. „კვლავ გულმხურვალედ მოვუწოდებ, რათა დაშვებული იყოს ჰუმანიტარული დახმარება და დასრულდეს საომარი მოქმედებები, რომლის გამანადგურებელ ფასს იხდიან ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები“, – აცხადებს რომის პაპი.

მეტი...

ავსტრალიაში წყალდიდობაა – გამოცხადებულია სასწრაფო ევაკუაცია

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც, რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს ამ დროისთვის მთლიანად მოწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გამოცხადებულია სასწრაფო ევაკუაცია – მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე სახლების სახურავებზე იმყოფება. ზოგიერთ რაიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 თვის ნალექი მოვიდა. ყველაზე მეტად ახალი სამხრეთ უელსის შტატის, ჰანტერისა და მიდ-ნორთ-ქოსტის რეგიონების დასახლებები დაზარალდა.

მეტი...

„ამიერკავკასიაში წარმოშობილი საკითხები აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან“ – ლავროვი

„რუსეთი არ არის წინააღმდეგი ამიერკავკასიაში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონში დაძაბულობის შექმნას არ ისახავს მიზნად“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს. ლავროვის თქმით, აღნიშნული რეგიონის საკითხები „აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან“. „დარწმუნებულები ვართ, რომ აქ წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ არარეგიონულმა ქვეყნებმა, როგორც ამას ამჟამინდელი მსოფლიო პრაქტიკა ითვალისწინებს, განავითარონ ურთიერთობები აქ მდებარე ქვეყნებთან“, – აცხადებს ლავროვი.

მეტი...

ერთად ვიზრუნოთ შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე – პროგრამა „კარდაკარ“ იწყება!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესებისა და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, იწყებს პროგრამას ,,კარდაკარ“, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს კარდაკარ განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და შეამოწმებენ შემდეგ საკითხებს: ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია (შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში), ვაქცინაცია, საცხოვრებელი პირობები და კანონმდებლობით განსაზღვრული მოვლა-პატრონობის სხვა წესების დაცვა. „სააგენტო შემოწმებული მეპატრონეების მონაცემთა ბაზას შეადგენს, სადაც თითოეული მეპატრონე აღირიცხება და დამრღვევ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში, ის განმეორებით გადამოწმდება. სააგენტოს თანამშრომლები პატრონებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავიანთი ცხოველების ჩიპირებისა და რეგისტრაციის…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდში ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე ანდრეი პორტნოვი მოკლეს

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე, პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მკვლელობა მადრიდის მდიდრულ რაიონში – პოსუელოში, ამერიკული სკოლის ჭიშკართან, დილის საათებში მოხდა. მათივე ინფორმაციით, პორტნოვს იმ დროს ესროლეს, როდესაც შვილები სკოლაში მიჰყავდა.

მეტი...

თბილისის ვიცე-მერის პოსტს გიორგი ტყემალაძე დაიკავებს

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და გიორგი ტყემალაძეს წარმატება უსურვა. „მინდა, ვიცე-მერის პოსტზე წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია – წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ…

მეტი...

„ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა“ – ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა – მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა. „ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო,…

მეტი...

ვარკეთილში უცნობმა ადამიანმა მიკროავტობუსი გაიტაცა და ავტოსადგომზე 5 ავტომობილი დაამტვრია

თბილისში, ვარკეთილში, უცნობმა ადამიანმა მიკროავტობუსი გაიტაცა, გზად კი, ავტოსადგომზე მდგარი 5 ავტომობილი დაამტვრია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge განხორციელდება. „ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 22-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 24 მაისამდე, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი, სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 22-23 მაისს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს…

მეტი...

ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის მცდელობის ფაქტები – პროკურატურამ 2 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს „კოკაინს“, „მეფედრონს“, „მდმ-ას“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინს“. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა სცადა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ რეალიზაცია. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, აგრეთვე ელექტრო…

მეტი...

„ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს“ – კალაძე

„არავის საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა არჩეული, რა კანონებს მიიღებს – არც ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის და არც თანამდებობის პირების“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში. „ყველაფერი გასაგებია, თუ როგორ მოქმედებს ბოროტი ძალა – ზოგიერთი ე.წ. ბიუროკრატი, რა არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ვერ დაიმონეს, ვერ გამოიყენეს მათი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებაში მოხდა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ „უკრაინიზაცია“…

მეტი...

„ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“ – კობახიძე „რიყის დოქებზე“

„რიყის დოქების“ ადგილზე რა აშენდება, მოლაპარაკებების პროცესში დაზუსტდება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მახინჯი დოქები არ ეკადრება ლამაზ დედაქალაქს“. „მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც…

მეტი...

„მარცხისთვის არიან განწირულები, არანაირი შანსი არ აქვთ“ – კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა. კალაძის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ოპოზიცია არჩევნებში მარცხისთვისაა განწირული. „არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რას უბრძანებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, ისინი მარცხისთვის არიან განწირულები, არანაირი შანსი არ აქვთ. როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყანის ინტერესებს ემსახურება არჩევნებში გამარჯვების რამე შანსი ჰქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, მმართველ გუნდს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. „მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა როგორც დედაქალაქში,…

მეტი...

„ზარქუაზე თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს“ – კობახიძე

„რაც შეეხება ზარქუასთან მისულ ადამიანებს, ამ თავდასხმას, ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ფაქტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის შეფასებით, ევროპელი ბიუროკრატების „ქმედებებით არის წახალისებული ის ძალადობა, რაც კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ ხდება“. „რაც შეეხება ზარქუასთან მისულ ადამიანებს, ამ თავდასხმას, ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ფაქტი – ერთი, რომ სახე დააკარგვინეს კონკრეტულ ადამიანებს, არც ქალის, არც ადამიანის, არც კაცის სახე არ აქვთ იმ ლიბერალებს, რომლებიც ჰყავთ ჩართული პირდაპირ ძალადობრივ პროპაგანდაში, ძალადობრივ აქტებში. რა თქმა უნდა, ამ თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით…

მეტი...

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „დიფ სთეითის“ ქვედანაყოფია“ – კობახიძე

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას სუვერენიტეტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, „ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის“. „იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის“,…

მეტი...

„საერთო აღქმა გვაქვს იმაზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები საქართველოში“ – კობახიძე მაკრონზე

„ემანუელ მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური“,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაკრონთან საუბრის დროს შეჯერება მოხდა აღქმებთან დაკავშირებით. „საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება პროცესები საქართველოში – ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ირანის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანისა და ინდოეთის – ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. „ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება…

მეტი...