აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლა შეაწყვეტინეს. ის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრობდა, როდესაც ორმა აქტივისტმა ამერიკის პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოსვლა შეაწყვეტინა. ისინი ღაზაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის მიმართ მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. ორივე მათგანი დარბაზიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა. „შეწყვიტეთ გენოციდი“, „დაუწესეთ სანქციები ისრაელს“ და „დაიწყეთ ბავშვების კვება“ – სკანდირებდნენ აქტივისტები, როდესაც რუბიო სხდომაზე შედიოდა.
მეტი...დღე: მაისი 20, 2025
კალასი ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვას ითხოვს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვა მოითხოვა. „ისრაელმა უნდა მოხსნას ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადა. სიცოცხლის გადარჩენა უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა კაია კალასი საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოჰყვა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 11-დღიან ბლოკადას.
მეტი...ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ცაზე ამ წუთებში სტამბულის მიმართულებიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი მანევრებს. შესაძლოა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენისას გარკვეული სირთულეების მიზეზი ქარი იყოს. დამატებითი დეტალები უცნობია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მეტი...“შერიგება”- ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის
ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის. ინფორმაციას ევროკავშირის მაღალჩინოსნები ავრცელებენ. „დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მოვხსნათ სირიის წინააღმდეგ ჩვენი ეკონომიკური სანქციები. გვსურს სირიელ ხალხს დავეხმაროთ ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აღდგენაში. ბოლო 14 წლის განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის გვერდში ედგა სირიელებს – და ამის კეთებას გავაგრძელებთ“ – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე. გადაწყვეტილებას ასევე ეხმაურებიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა. „მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნას. აღდგენისკენ გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ევროპა მზად არის სირიასთან ერთად იმუშაოს. გვსურს პარტნიორები ვიყოთ სირიის ზრდაში, რეგიონში…
მეტი...„რუსეთს სურს ის, რაზეც უფლება არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც არ შეუძლია“- რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. „ფუნდამენტური გამოწვევა ჩვენს წინაშე უკრაინასთან დაკავშირებით ასეთია: რუსეთს სურს ის, რაც მას ახლა არ აქვს და რაზეც უფლება არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც მას სამხედრო გზით არ შეუძლია. ეს არის გამოწვევის არსი“ – განაცხადა რუბიომ. მარკო რუბიოს თქმით, სწორედ ამიტომ კონფლიქტს „სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით“.
მეტი...არასრულწლოვანი ძმების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, გორში მომხდარი არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გორში, წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი არასრულწლოვანის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა. მან სხვა არასრულწლოვანებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. “სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანი 19 მაისს დააკავეს. მას, ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა), ხოლო ერთ არასრულწლოვანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ და…
მეტი...მამარდაშვილს საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა. გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსჯერ გახლდათ დასახელებული.
მეტი...ფინეთის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, სამი მოსწავლე დაშავდა
ფინეთის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, სამი მოსწავლე დაშავდა. დაკავებულია ამავე სკოლის 16 წლის მოსწავლე, რომელიც ეჭვმიტანილია თავდასხმის განხორციელებაში. პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა გამოიყენა ბასრი იარაღი. ინციდენტი ქალაქ პირკალაში, ჰელსინკიდან დაახლოებით 180 კილომეტრში მოხდა.
მეტი...“უკრაინისთვის Patriot სისტემები აშშ-ს არ აქვს”- რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცახდა, რომ უკრაინისთვის Patriot სისტემები აშშ-ს არ აქვს. თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან მათ მიწოდებაზე თანამშრომლობენ. სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ერთკვირიანი პაუზის გარდა აშშ-ს უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული სამხედრო დახმარების მიწოდებები არ შეუწყვეტია. მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტები სხვა საკითხია, რომელიც მისი გადასაწყვეტი არ არის. „თეთრმა სახლმა უნდა გადაწყვიტოს კონგრესისთვის მიმართვა ახალ დახმარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებულია – მიეწოდებათ“- განაცხადა რუბიომ. საჰაერო თავდაცვის Patriot სისტემებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: „ისინი, სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს, მაგრამ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან“.
მეტი...რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი გაათავისუფლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სანსახური ავრცელებს. „ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“…
მეტი...„რუსეთი ცდილობს დროის გაჭიანურებას ომის გასაგრძელებლად“- ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებით ცდილობს დროის გაჭიანურებას ომის გასაგრძელებლად. „მთავარია, რომ დიპლომატიური ძალისხმევა მშვიდობის მისაღწევად კოორდინირებული და მიმართული იყოს რეალურ შედეგებზე. ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს დრო გაწელოს, რათა განაგრძოს ომი და ოკუპაცია“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკრაინა ახლა პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ ზეწოლით აიძულონ რუსეთს, შეცვალოს ქცევა. „სანქციებს მნიშვნელობა აქვს და მადლიერი ვარ თითოეულის, ვინც მათ უფრო ხელშესახებს ხდის ომის დამნაშავეებისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი.
მეტი...“რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე”- მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე იურიდიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. „ამის შესახებ რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და იმ წინადადებების გათვალისწინებით, რომლებიც ფორმულირებული იყო. ასეთ მოლაპარაკებებს შეუძლიათ მშვიდობის მოპოვება“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მეტი...კახეთში შვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, მამა დააკავეს
კახეთში შუახნის კაცი მოზარდი შვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. არსებული ცნობით, მამაკაცი 14 წლის შვილზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეტი...„რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს“ – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების აღსადგენად იბრძოლებს. მისი თქმით, მოსკოვი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს „განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს“. „მსურს, ყველა დამსწრე ვანუგეშო, რომ რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს და მიაღწევს იმას, რომ მათი სამართლებრივი უფლებები დაცული იყოს, ხოლო კანონიკურმა მართლმადიდებლობამ უკრაინულ მიწაზე ერის სულიერ ცხოვრებაში თავისი ცენტრალური ადგილი დაიბრუნოს“, – აცხადებს ლავროვი.
მეტი...თურქეთის საზღვარზე მუხურის გამგებელი დააკავეს
თურქეთის საზღვარზე მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი დააკავეს. „მედიაცენტრ მთავარს“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ დაკავებულია სოფელ მუხურის გამგებელი. გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელი საქართველო-თურქეთის საზღვარზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, როგორც წყარო გვიყვება, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბაკურ ქომეთიანის დაკავება დასტურდება, თუმცა, ნარკოტიკები მას არ ეკუთვნის. „ქომეთიანი მოდიოდა უცხოეთიდან, მოჰყავდა მანქანა. ავტომანქანა ბორანით გამოგზავნა საქართველოში, თავად კი ნავსადგურიდან დაემგზავრა ზუგდიდელ მძღოლს, რომელიც საქართველოში მოდიოდა. საქართველო-თურქეთის საზღვართან შემოწმებისას, აღნიშნულ მანქანაში ნარკოტიკები აღმოაჩინეს. დაკავებულია ორივე ადამიანი“, – გვიყვება წყარო.
მეტი...პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 6 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება. ასევე ელექტროსასწორები, შესაფუთი მასალა, ფულადი თანხა და კრიპტოვალუტა, რომელსაც ანგარიშსწორებისას იყენებდნენ. დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-2603 მუხლის მე-3 ნაწილის…
მეტი...გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ისტორიული შენობის ჭერი ჩამოინგრა და ფრაგმენტები გამვლელს დაეცა
ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე, მე-9 სკოლის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ჭერი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სამშენებლო მასალის ფრაგმენტები „გლოვოს“ კურიერს დაეცა. კურიერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მეტი...„რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს“ – ზახაროვა სანქციებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ ახალ სანქციებს ეხმაურება. ზახაროვას განცხადებით, „მშვიდობის მიღწევა დასავლეთევროპელ ულტრალიბერალებს არ აინტერესებთ“. „მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად გამოთქვა ანტირუსული სანქციების გაძლიერების მოწოდება: კვლავ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, რომ რუსეთს თითქოსდა არ უნდა ენდო და დასაჯო ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ულტიმატუმის დაუმორჩილებლობისთვის, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ევროსპონსორები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ როგორც გარკვეული ნაბიჯი მოგვარებისკენ. უბრალოდ, საჭიროა ერთხელ დაიმახსოვროთ: რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს“, – აცხადებს ზახაროვა.
მეტი...გერმანიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოქალაქეებს თავს დაესხა – არიან დაშავებულები
გერმანიაში, ქალაქ ბილეფილდში, დანით შეიარაღებული მამაკაცი ბარში მყოფ მოქალაქეებს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს. Bild-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 5 ადამიანი, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მეტი...„ვფიქრობთ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება“ – ხამენეი
ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის არ სჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ხამენეიმ ირანის ყოფილი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „აღმაშფოთებელი“ უწოდა აშშ-ს მიერ ოფიციალური თეირანის მიმართ მოწოდებებს, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა სრულად შეაჩეროს. „არაპირდაპირი მოლაპარაკებები მის [პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის] დროსაც იყო, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ახლაც შედეგი არ იქნება. არავინ ელოდება ამა თუ იმ მხარის ნებართვას. ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი პოლიტიკა და მიდგომა აქვს და საკუთარ გზას მიუყვება“, – აცხადებს ხამენეი.
მეტი...დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაციას ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სანქციების სამიზნეს რუსეთის სამხედრო, ენერგეტიკული, ფინანსური სექტორები და ის პირები წარმოადგენენ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ. ამავე განცხადების თანახმად, დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად ასევე მუშაობს „ნავთობის ფასების ლიმიტის გამკაცრებაზე, რაც პუტინის ომის მანქანისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს კიდევ უფრო შეზღუდავს“.
მეტი...„სანქციები უნდა გამკაცრდეს – რუსეთმა უნდა დაკარგოს აგრესიის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური საშუალებები“ – ცაჰკნა
„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის მიღება მალე იქნება შესაძლებელი“, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. მისი თქმით, სანქციები უნდა გამკაცრდეს. „სანამ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს გააგრძელებს და არ დაამტკიცებს, რომ მზადაა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის, სანქციები უნდა გამკაცრდეს. რუსეთმა უნდა დაკარგოს აგრესიის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური საშუალებები და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის მიღება მალე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ცაჰკნამ.
მეტი...უნგრეთის პარლამენტმა ICC-დან გასვლის კანონპროექტი მიიღო
უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) ქვეყნის გამოყვანის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ICC-დან გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 134-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 37 იყო. პროცესს, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.
მეტი...ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო. როგორც კალასი X-ზე წერს, სანქციების სამიზნე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტია. „ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული ჩრდილოვანი ფლოტის, დაახლოებით, 200 ხომალდი. ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს. რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი“, – წერს კალასი.
მეტი...სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მელიორაციის მომსახურებების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ ყველა სახის განაცხადით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში ადგილზე გაეცნენ მელიორაციის სერვისების გაცემის პროცესს. იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ: დარეგისტრირდნენ აბონენტად; გამოითხოვონ პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; გადაამოწმონ დარიცხვა; მოითხოვონ დავალიანების გადანაწილება; მოითხოვონ მომარაგების ტექნიკური ხარისხისა და აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება; მიაწოდონ „საქართველოს მელიორაციას“…
მეტი...მარნეულში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
ცოტა ხნის წინ, მარნეულში სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტი...„დედა და 2 მცირეწლოვანი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს“ – გორში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა დედა და 2 მცირეწლოვანი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.
მეტი...ვანგ ი მედიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის კონვენციის ხელმოწერას დაესწრება
30 მისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი მედიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის კონვენციის ხელმოწერის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჰონგ კონგში გაიმართება. მედიაცია საერთაშორისო ორგანიზაცია გაერო-ს წესდებაში გათვალისწინებული საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელოვანი საშუალებაა დავების გადაწყვეტით დიალოგისა და კონსულტაციების გზით ორმხრივი სარგებლით. ის აღიარებს შუამავლობის ღირებულებას მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობაში და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მოწოდებას შექმნას სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიეძღვნება შუამავლობით საერთაშორისო დავების გადაწყვეტას. 2023 და 2024 წლებში მოსამზადებელი ოფისის მიერ ჩატარდა კონვენციის მოლაპარაკების ხუთი სესია. 2024 წლის დასაწყისში ჩატარებული მოლაპარაკების დროს მხარეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ IOMed-ის შექმნის შემდეგ, ჩინეთის სახალხო…
მეტი...„ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს“ – ზელენსკი
„რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით, დროის მოგებას ცდილობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის განცხადებით, ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. „მაგიდაზე მკაფიო და რეალისტური წინადადებები უნდა იყოს. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და თუ რუსეთი არარეალური პირობების წამოყენებასა და პროგრესისთვის ხელისშეშლას გააგრძელებს, მაშინ ამას მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
მეტი...პუტინს მოსწონს მელანია და ეს ტრამპს პირდაპირ უთხრა (ვიდეო)
,,პუტინმა მითხრა, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს ჩემს ცოლს. მე ვუთხარი – ჩემზე რას იტყვი? მას მელანია უფრო მოსწონს“ – განაცხადა ტრამპა საჯაროდ ტრიბუნიდან და დასძინა, რომ მას პრობლემა არ აქვს ამასთან დაკავშირებთ.
მეტი...იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ქალაქ ბოლცანოში, ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც 43 წლისაა, მაღაზიიდან ქურდობისა და გაქცევის მცდელობისას, თანამშრომლების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ დააკავეს. დაკავებულ ქართველს თან ცივი იარაღიც აღმოაჩნდა.
მეტი...პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში, ქალაქ ოპოლეში, მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაკავებულებმა მაღაზიიდან 6 800 ზლოტის (1 600 ევრო) ღირებულების ტექნიკა, სამკაულები და საკვები მოიპარეს. მათივე ინფორმაციით, ორივე დაკავებულს 10 წლის ვადით შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალა.
მეტი...ვაკეში, ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, შეზღუდვა კი 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს. „სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. გზის აღნიშნულ მონაკვეთში დროებით მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც. წერეთლის ქუჩაზე…
მეტი...„ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“ – „საქართველოს რკინიგზა“
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ლანჩხუთის სადგურში ცეცხლი არ გასჩენია. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მატარებელი სადგურში ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერდა. „20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...ლანჩხუთში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ლანჩხუთის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა – ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას guria.tv ავრცელებს. მედიის ცნობით, ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტი...„ნარკოტიკი რუსთავის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა“ – პროკურატურამ ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს, რომლის ნაწილიც გასაღების მიზნით რუსთავის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-2603-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე,…
მეტი...