“ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს”- ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს. „ევროპა და ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულები არიან: ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის გზაზე უკრაინას მხარს მტკიცედ დავუჭერთ. ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით“, – წერს ფრიდრიხ მერცი. შეგახსენებთ, დღეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მეტი...

“უკრაინასთან დაკავშირებით აშშ ჩართულობას ინარჩუნებს”- ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამარტულ სატელეფონო საუბარს ეხმიანება. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს, ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. „მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მისი დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს. უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ…

მეტი...

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა შევიდა

ორთვიანი ბლოკადის შემდეგ, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა შევიდა. ხუთი სატვირთო მანქანები, რომელშიც ბავშვთა საკვები იყო, დღეს ღაზის სექტორში ქერემ-შალომის გამშვები პუნქტის გავლით შევიდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მცხოვრები 2.1 მილიონი პალესტინელისთვის „მინიმალური რაოდენობის“ საკვების შეშვების გადაწყვეტილება აშშ-ის სენატში მოკავშირეების ზეწოლის შედეგად მიიღო. „ჩვენ არ უნდა დავუშვათ შიმშილობის სიტუაციის შექმნა, როგორც პრაქტიკული, ისე დიპლომატიური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

“მოლაპარაკებებიის დაუყოვნებლივ დაიწყება”- ტრამპი პუტინთან საუბრის დეტალებზე

დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ. „ახლახან დავასრულე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი საუბარი. მჯერა, რომ საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ომის დასრულების შესახებ. ამის პირობებზე მოლაპარაკება ორ მხარეს შორის უნდა წარიმართოს, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკების ისეთი დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია“– აღნიშნავს დონალდ ტრამპი. მისივე თქმით, პუტინთან საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. „ასე რომ არ ყოფილიყო, ახლავე ვიტყოდი ამას და…

მეტი...

ბექა ონიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიების ინფორმაციით, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლებენ და მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მეტი...

“საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა”- ტრამპ-პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულა

აშშ-ის რეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. საუბრის დასრულების შემდეგ  პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი იყო გულწრფელი და შინაარსიანი. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა საუბრისას გამოთქვა თავისი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში. ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე. პუტინის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მეტი...

პუტინი ტრამპს სოჭში მდებარე მუსიკალური სკოლიდან ესაუბრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსის“ ტერიტორიაზე არსებული მუსიკალური სკოლის შენობიდან ესაუბრება. ინფორმაციას კრემლი ადასტურებს. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სოჭში იმყოფება. სწორედ სოჭში მდებარეობს აღნიშნული მუსიკალური სკოლა. ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უკვე ერთ საათზე მეტია, მიმდინარეობს.

მეტი...

მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპ ლეო XIV-ს  შეხვდა.  როგორც ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომის პაპმა საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა. გარდა ამისა, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია. „მის უწმინდესობას კიდევ ერთხელ მივულოცე კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები – ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. რომის პაპს ასევე მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა. შეხვედრის დასასრულს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოვიწვიე“ – წერს…

მეტი...

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს, დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, 25 წლის საქართველოს მოქალაქეს, ამბაკო სოზიაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული მებრძოლის სტატუსით რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გამო“ მიუსაჯეს. ე.წ. პროკურატურის ცნობით, ქართველი მებრძოლი 2022 წლის მარტიდან 2025 წლის თებერვლის პერიოდში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა.

მეტი...

ევროკავშირის 15 წევრი სახელმწიფო რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით გამოდის

ევროკავშირის 15 წევრი სახელმწიფო რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით კაია კალასს ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროპულმა ქვეყნებმა საერთო წერილი გაუგზავნეს. „ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დროა, განვაახლოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ჩართულობა გლობალურ პარტნიორებთან, რათა ამ ინიციატივის მიმართ მათი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“ – ნათქვამია წერილში, რომლის ინიციატორიც ავსტრიაა. ავსტრიასთან ერთად წერილს ხელს აწერს – ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი. „მოსკოვთან მჭიდრო კავშირებს ბევრი ქვეყანა ინარჩუნებს, რაც რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად შეიძლება და უნდა იქნას გამოყენებული. ეს ძალისხმევა ორივე მიმართულებით უნდა განხორციელდეს…

მეტი...

ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საუბარი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპი ტელეფონით საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც გეგმავს. უკრაინული ტელემარათონის – Єдині новини-ის წყაროს თანახმად, ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ პუტინისა და ტრამპის საუბრის შემდეგ ტელეფონით კვლავ ილაპარაკებენ.

მეტი...

„ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით – მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა უხდის. როგორც ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს, კიბო ყველა ადამიანს ეხება. „კიბო თითოეულ ჩვენგანს ეხება. როგორც ბევრმა თქვენგანმა, მე და ჯილმაც გავიგეთ, რომ ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით. მადლობა თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს ბაიდენი X-ზე.

მეტი...

„სტამბოლში რუსეთის დელეგაციამ უკრაინას რამდენიმე არარეალური მოთხოვნა წაუყენა“ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაციამ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინას რამდენიმე არარეალური მოთხოვნა წაუყენა. პოდოლიაკის თქმით, არარეალურ მოთხოვნებს შორის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის დემონტაჟი იყო. „სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ უკრაინას რამდენიმე არარეალური მოთხოვნა წაუყენა, ერთ-ერთი მათგანი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის დემონტაჟი იყო. ისინი ერთ რამეს აცხადებენ და შემდეგ სრულიად განსხვავებულს გვთავაზობენ. ისინი ცდილობენ, საპირისპირო მხარეს მდგომი თანამოსაუბრეები შეურაცხყონ და ისე იქცევიან, თითქოს ომი გუშინ დაიწყო. ეს რუსული დიპლომატიის კლასიკური მაგალითია“, – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

მეტი...

დონალდ ტრამპმა რომის პაპი თეთრ სახლში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მიწვევის წერილი რომის პაპს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გადასცა. „ვიცე-პრეზიდენტმა პაპს გადასცა წერილი პრეზიდენტისა და პირველი ლედისგან, რომელშიც ისინი თბილ სურვილებს უგზავნიან და პაპს თეთრ სახლში იწვევენ, როგორც კი შესაძლებელი იქნება მისი ჩამოსვლა“, – აცხადებს ლივიტი.

მეტი...

დაზვერვის სამსახური პრემიერის დაქვემდებარებიდან სუსის მმართველობის სფეროში გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილება 26 კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.

მეტი...

„ჰამასის“ დამარცხების გეგმის ფარგლებში, ისრაელი მთელ ღაზას გააკონტროლებს“ – ნეთანიაჰუ

„უზარმაზარი ბრძოლები მიმდინარეობს“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან დაკავშირებით განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მთელ ღაზას გააკონტროლებს. „ჰამასის“ დამარცხების გეგმის ფარგლებში, ისრაელი მთელ ღაზას გააკონტროლებს. ეს არის ომისა და გამარჯვების გეგმა. უზარმაზარი ბრძოლები მიმდინარეობს, ინტენსიური და მასშტაბური და ჩვენ ვუახლოვდებით. ჩვენ ვაპირებთ (ღაზის სექტორის) ყველა ნაწილის კონტროლს, სწორედ ამას ვაპირებთ“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტები საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განხორციელებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, სემეკის წევრები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრა გახსნა სემეკის წევრმა და პროექტების ხელმძღვანელმა, გიორგი ფანგანმა. „სემეკში განხორციელებულ პროექტებს დადებითი შეფასება მიეცა ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან. აღსანიშნავია, როგორც ქსელური ტარიფების დადგენის  მეთოდოლოგიების შემუშავება, განახლებადი ენერგიის რეგულირების სტრატეგიის განვითარება, ასევე საქართველოს ენერგეტიკული ბაზარის დიგიტალიზაცია. ტვინინგ ლაითის პროექტის ფარგლებში შემუშავდა სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა სემეკის საქმიანობის გაუმჯობესება,  ენერგეტიკული ბაზრის უფრო ეფექტიანი რეგულირების…

მეტი...

აწყურის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა

ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტობუსები: N296, N312, N318, N322, N330, N341, N356, N361, N376 და N396, რომლებიც მეტროსადგურ „ისანთან“ წრიულად მოძრაობდნენ – ვაჟა ჩაჩავას, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ამჯერად, მოტრიალდებიან ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ წინ და გაჩერდებიან მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს. „აღნიშნული სქემით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორი თვის განმავლობაში იმოძრავებს, ხოლო შემდეგ ჩვეულ მარშრუტს დაუბრუნდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

მეტი...

სამგორში ქარმა ხე მოგლიჯა

თბილისში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარედ ქარმა ხე მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ამ დროისთვის გზა გადაკეტილია.

მეტი...

პროკურატურამ ნარკოტიკის უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. „გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“, აგრეთვე ელექტროსასწორი, მასზე არსებული ნარკოტიკული საშუალებების დანაშრევებით. დაკავებულთაგან 2 პირს ბრალდება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, 1 პირს 260-ე მუხლის მეორე…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ლილოს დასახლების ტერიტორიაზე – დაშავებულია 4 ადამიანი

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

თბილისში ავტოავარია მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში „ფეისბუქ-გვერდმა“ – „ჩემი ქალაქი მკლავს“ გაავრცელა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ვაშინგტონმა ავსტრალიას ჩამოწერილი Abrams-ების უკრაინაში გაგზავნის ნებართვა მისცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიას მისცა ნებართვა, ჩამოწერილი Abrams-ის ტანკები უკრაინაში გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, უკრაინაში პირველი ტანკები საზღვაო გზით გაიგზავნება. მედია წერს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ამერიკული წარმოების Abrams-ის ტანკების უკრაინაში გაგზავნას დათანხმდა იმის მიუხედავად, რომ პირად საუბრებში ამერიკელი მაღალჩინოსნები ასეთი დახმარების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილების შემდეგ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზს მადლობა გადაუხადა.  

მეტი...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენპროკურატურას შეუერთდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება. „გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

მეტი...

ფინეთი უკრაინას მიაწვდის საბრძოლო მასალას, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაფინანსდება

ფინეთი უკრაინას მძიმე საბრძოლო მასალას მიაწვდის, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი ევროკავშირის უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც მიზნად რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად გამოყენებას ისახავს. სამინისტროს ცნობით, ფინეთმა ევროკომისიასთან ამ ღონისძიების ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) მეშვეობით განხორციელების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ფინეთი 90 მილიონი ევროს (დაახლოებით, 100 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების მძიმე საბრძოლო მასალას უზრუნველყოფს, რომელსაც ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეიძენენ. ვადებსა და საბრძოლო მასალის ტიპთან დაკავშირებით ფინეთის თავდაცვის უწყებას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მეტი...

რუსეთმა ხერსონზე იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

18 მაისს, რუსებმა ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 3 ადამიანი. „75 წლის ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მის სახლზე მტრის ჭურვის მოხვედრის შედეგად“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეტი...

დანია უკრაინას, დაახლოებით, $628 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების 26-ე პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 628.4 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, პაკეტის ფარგლებში დაფინანსება გამოეყოფა ჩეხეთის ინიციატივას და უკრაინას დამატებით საარტილერიო ჭურვები და სისტემები გადაეცემა. გარდა ამისა, დანია უკრაინას სამხედრო თვითმფრინავების აღჭურვილობასაც გადასცემს.

მეტი...

ჩოხატაურში მამუკა კალანდაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩოხატაურში ჩატარდა მინი ფეხბურთის ტურნირი, რომელიც აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, მამუკა კალანდაძის ხსოვნას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. გამარჯვება მოიპოვეს და პირველი, მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს შემდეგმა გუნდებმა: I ადგილი – ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა, II ადგილი – გიმნაზია „სამრევლო“, III ადგილი – ბუკნარის საჯარო სკოლა. „საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები მამუკა კალანდაძის ძმამ თამაზ კალანდაძემ…

მეტი...

რომის პაპი ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა

რომის პაპი ლეო XIV ვატიკანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. ვატიკანის ცნობით, პაპთან აუდიენციის შემდეგ, ჯეი დი ვენსი ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაგერსაც შეხვდა. „მხარეებმა დაადასტურეს, რომ ვატიკანსა და აშშ-ს შორის კარგი ურთიერთობები არსებობს. მათ განიხილეს ეკლესიასა და აშშ-ის მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხი, ასევე მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები“, – აღნიშნულია ვატიკანის ინფორმაციაში.

მეტი...

შავ ზღვაში განადგურებულია რადიოსადგური და რამდენიმე საწყობი – უკრაინის იერიში რუსულ ობიექტებზე

უკრაინამ შავ ზღვაში, დრონებით იერიშის შედეგად, რუსული რადიოლოკაციური სადგური და ნავთობის შემნახველი რამდენიმე საწყობი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე (SBU) დაყრდნობით ავრცელებს. SBU-ს ცნობით, თავდაპირველად უკრაინელებმა რადიოსადგურზე საჰაერო დრონით მიიტანეს იერიში, შემდეგ ანძაზე თავდასხმა საზღვაო დრონების მეშვეობით გაგრძელდა. „სამხედრო კონტრდაზვერვის მე-13 დეპარტამენტის თანამშრომლებმა საჰაერო და საზღვაო დრონების გამოყენებით კომბინირებული სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის მიზანი შავ ზღვაში მდებარე გაზის მომპოვებელ სადგურებზე არსებული რადიოლოკაციური სადგური გახდა“, – აღნიშნულია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლში მოზარდს კრიმინალური სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ

შიდა ქართლში მოზარდს კრიმინალური სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, „ერთ-ერთი სკოლის მშობლების ჯგუფში აქტიურად განიხილავენ ფაქტს, რომელიც მოზარდის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას უკავშირდება“. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა „ქართლის ამბებს” განუცხადა, რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა არასრულწლოვანი „ტიკ-ტოკზე“ კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის მიზეზით. „ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი, ალბათ, დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით“, – აცხადებს…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრამდე, სტარმერმა ლიდერებთან უკრაინში ცეცხლის უპირობო შეწყვეტის საკითხი განიხილა. განხილვის საგანი სანქციებიც იყო. ცნობისთვის, დღეს, 19 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი იგეგმება. ტრამპი პუტინის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც დაელაპარაკება.

მეტი...

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურია საჭირო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს გაიმართება. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, არჩევნებში ვარშავის მერი რაფალ ტშას-კოვსკი თითქმის 31%-ით ლიდერობს, მას, დაახლოებით, 15%-ით ჩამორჩება ეროვნულ-კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი კაროლ ნავროცკი. მესამე ადგილს მემარჯვენე ლიდერი სლავომირ მენცენი იკავებს. მეორე ტურში გამარჯვებული მოქმედ პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეცვლის. მას ვადა აგვისტოში ეწურება.

მეტი...

აეროპორტში ტურისტი სარეკლამო ბანერის დაცემის შედეგად დაიღუპა, არიან დაშავებულებიც – შემთხვევა შარმ-ელ-შეიხში

ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხის აეროპორტში, სარეკლამო ბანერის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულია ტურისტი ქალი – ყაზახეთის მოქალაქე, რომელიც ქალაქ ასტანაში გაფრენას გეგმავდა. ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს განცხადებით, ქალი ინტენსიური სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიღებული ტრავმების შედეგად აეროპორტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ დაბომბილ გვირაბში „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ სინვარის ცხედარი იპოვეს

ისრაელის საჰაერო დარტყმების სერიამ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ სინვარი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times 0f Israel-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, სინვარის ცხედარი ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში იპოვეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „ოფიციალური დადასტურება არ არსებობს, მაგრამ ყველა მინიშნებით“ ის [მოჰამედ სინვარი] ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, ასევე გავრცელდა ცნობები, რომელთა მიხედვითაც,  17 მაისს, საჰაერო იერიშის შედეგად მოჰამედის ძმა ზაქარია სინვარიც დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ მოჰამედ სინვარი „ჰამასის“ ყოფილი ლიდერის, იაჰია სინვარის უმცროსი ძმა იყო. იაჰია სინვარი ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ღაზაში, გასული წლის ოქტომბერში მოკლეს.

მეტი...