“2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, 32 მამაცი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამ მისიებში და ამის დაფასებაც არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. “უნდა გავიხსენოთ საერთაშორისო მისიებში ჩვენი ქვეყნის წვლილი, რაც მათემატიკურადაც დათვლადია. კერძოდ, ჩემს წერილში საუბარი იყო იმაზე, რომ 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში. მაშინ, როდესაც ამერიკული რეალური დახმარება, რაც გაუწიეს ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუჯეტიდან, არის ბევრად ნაკლები ამ 2.5 მლრდ დოლარზე. კიდევ ერთხელ…
მეტი...დღე: მაისი 18, 2025
რომის პაპის ინაუგურაციას დაახლოებით 250 000 მომლოცველი დაესწრო
დღეს რომის პაპის ინაუგურაცია გაიმართა. ლეონ XIV-ე წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო წირვას ჩაატარა, რომელსაც . ცერემონიის დაწყებამდე ახალმა პონტიფექსმა მოედანზე შეკრებილებს პაპამობილიდან მიესალმა. ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ – მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები. კარდინალების კონკლავმა 8 მაისს ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩია, რომელსაც სახელად ლეო XIV ეწოდა. რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი...“ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი ომის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება”- უიტკოფი
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ომის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება. უიტკოფის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის საუბარი პუტინთან „გადაჭრის გარკვეულ გაუგებრობებს და მიგვიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეთ“. „და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული საუბარი. ისინი იცნობენ ერთმანეთს. პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი ამ საკითხში რაიმეს მიღწევისთვის და თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ ვერავინ შეძლებს“ – განაცხადა უიტკოფმა. მისივე თქმით, აშშ-ის მიზანია, შეამციროს „უფსკრული მხარეებს შორის“. „გარკვეულწილად თითოეული მხარე იცავს თავის პოზიციას. და ვფიქრობ, რომ ორშაბათი იქნება მნიშვნელოვანი დღე…
მეტი...ზელენსკი, რომში ჯეი დი ვენსს და მარკო რუბიოს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. „კარგი შეხვედრა ჰქონდა“- წერს ზელენსკი. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში. „მოლაპარაკებების დროს განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა გაგზავნა გადაწყვეტილების მიმღები პირების დაბალი დონის დელეგაცია. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე. ასევე, შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის თანამშრომლობას, საბრძოლო ველზე არსებულ ვითარებას და მომავალი ტყვეების გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია მანამ, სანამ ისინი…
მეტი...პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამოდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო. სამართალდამცავებმა ბრალდებული 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში…
მეტი...ერთობის მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ
ჩვენ გხედავთ” – ამ სახელწოდებით დღეს, თბილისში ერთობის მარში გაიმართა. მოქალაქეები მეტრო “სამედიცინოსთან” შეიკრიბნენ, საიდანაც ჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს. ერთობის მარშს პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. ისინი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
მეტი...გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა
გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...ავსტრალიაში წყალმცენარეების მიერ გამოყოფილი დიდი რაოდენობით ტოქსინების გამო, 200-ზე მეტი თევზის სახეობა მოკვდა
სამხრეთ ავსტრალიის სანაპიროზე, წყალმცენარეების მიერ გამოყოფილი დიდი რაოდენობით ტოქსინების გამო, 200-ზე მეტი თევზის სახეობა მოკვდა. წყალმცენარეების აყვავება – ეს არის წყალმცენარეების პოპულაციის სწრაფი ზრდა წყლის სისტემებში, რომელიც მარტიდან იწყებს ყვავილობას და ამჟამად დაახლოებით 4500 კვადრატულ მეტრს აღწევს. ველური ბუნების მეცნიერის, ვანესა პიროტას თქმით, “ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან აყვავება აგრძელებს ზრდას”. სხვა მეცნიერები ამბობენ, რომ წყალმცენარეები გამოყოფენ შხამს, რომლებიც “მოქმედებენ როგორც ტოქსიკური საბანი”, რომელიც ახრჩობს ოკეანის მაცხოვრებლების ფართო სპექტრს, მათ შორის თევზებს, სკატებსა და ზვიგენებს.
მეტი...უკრაინის პრეზიდენტი პაპ ლეო XIV-ს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ოლენა ზელენსკასთან ერთად რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობას უხდის პაპს. „მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პონტიფიკოსი მშვიდობის იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და მკაფიო ხმას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასაცავად“ – წერს ზელენსკი. +
მეტი...რუსეთის პრეზიდენტამდე ტრამპთან საუბარს ევროპის ლიდერები გეგმავენ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად გეგმავს დონალდ ტრამპთან საუბარს იქამდე, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარს გამართავს. მერცმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე იმსჯელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ვატიკანში, რომის პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ. „მე ვესაუბრე მარკო რუბიოს, მათ შორის, ხვალინდელ ზართან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ოთხი სახელმწიფოს ლიდერებთან და აშშ-ის პრეზიდენტთან ამ საუბრის მოსამზადებლად“ – განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს. გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 19 მაისს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას.
მეტი...“ტრამპის მოთმინება იწურება”- ფინეთის პრეზიდენტი
ფინეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ალექსანდერ სტუბამ განაცხადა, ტრამპის მოთმინება იწურება. „ზელენსკი მომთმენია, მაგრამ ტრამპის მოთმინება იწურება, თუმცა სწორი მიმართულებით, ანუ პუტინის მიმართულებით“ – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. სტუბმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეები მუდმივად ცდილობენ, ტრამპს დაანახონ, რომ უკრაინას შეუძლია თავდაცვითი ომის წარმოება, ხოლო რუსეთში სიტუაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
მეტი...“ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონი საუბარი მზადდება”- პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცახდებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, შედგება. „პრეზიდენტი აქტიურად ურთიერთობს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვადასხვა დონეზე, ველოდებით, შესაძლო, სატელეფონო საუბარს აშშ-ის პრეზიდენტთან, რადგან ყველა მზადაა აქტიური დიპლომატიური პერიოდისთვის, როდესაც აუცილებელია ომისა და მშვიდობის განხილვა სწორედ დიპლომატიის ინსტრუმენტებით, სადაც აშშ არის გლობალური შუამავალი“ – აღნიშნა პოდოლიაკმა. მისი თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრები ევროპაში ეძღვნება კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან რაიმეზე შეთანხმება.
მეტი...კვარაცხელია ისტორიაში მე-14 ფეხბურთელია, რომელმაც იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა „ოსერი“ 3:1 დაამარცხა. სამიდან ორი გოლი ქართველმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოცემა „სოფასკორმა“ კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 10. „ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვცდილობ, ადაპტაციის პროცესი საუკეთესოდ წარიმართოს. ყველა ძალიან მეხმარება, ესაა პასუხი თქვენს კითხვაზე. ველოდებით „ინტერთან“ მატჩს სრული კონცენტრაციით. ორი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით, ისინიც მოვიგოთ“- აღნიშნა მან. კვარაცხელია ისტორიაში მე-14 ფეხბურთელია, რომელმაც იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო.
მეტი...სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი სკანდირებენ: “აჯანყდი!”, გაათავისუფლეთ ტყვეები!”. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსია ბანერი, რომლითაც აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მანამდე მათ თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართეს. აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტთან“ შეიკრიბნენ და გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მიერ გზის სავალი ნაწილის ცალმხრივად გადაკეტვას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ხმაური მოჰყვა.
მეტი...100 დაღუპული ბოლო 24 საათის განმავლობაში და მოლაპარაკებების ახალი რაუნდი
ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია 100 ადამიანი. ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების სერიამ ღაზაში ჰამასის ფაქტობრივი მეთაური, მუჰამედ სინვარი იმსხვერპლა. ამჟამად დოჰაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს.
მეტი...თეთრ სახლში კამათის შემდეგ ზელენსკი და ჯეი დი ვენსი ერთმანეთს ვატიკანში შეხვდნენ
უკრაინის პრეზიდენტი დღეს ვატიკანში, პაპ ლეონ XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონიაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს შეხვდა. ფოტოჩანს, როგორ ართმევენ ერთმანეთს ხელს ზელენსკი და ვენსი. ეს მათი პირველი კონტაქტია, 28 თებერვალს, თეთრ სახლში მომხდარი კამათის შემდეგ. დღეს ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაცია შედგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებიც.
მეტი...ბელგია უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს
ბელგია უკრაინას ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. დახმარება სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღს მოიცავს. მთლიანი თანხის ნახევარზე მეტი – 650 მილიონი ევრო – ბელგიური კომპანიების მიერ არის დაფინანსებული. დახმარების პაკეტი მოიცავს: დაახლოებით ას ჯავშანტექნიკურ მანქანასა და Unimog-ის ტიპის მანქანა. ხუთ უპილოტო საზღვაო ხომალდს. დრონებს, ჩაფხუტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, პორტატული დრონების აღმოჩენის სისტემებს, ღამის ხედვის სათვალეებსა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დამცავ სამოსს. 16 000-ზე მეტი იარაღსა და პისტოლეტს. ოც მოდერნიზებულ Cerberus-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას. ლეოპარდის საბრძოლო ტანკებს. ბელგია ასევე მოამზადებს უკრაინელ პილოტებს F-16-ებისათვის და ჩაატარებს ასაფეთქებელი…
მეტი...“ღარიბი მოსახლეობის მარგინალიზება“- რა პრობლემებზე ისაუბრა პაპმა მიმართვაში
რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიაზე შეკრებილ მომლოცველებს მიმართა. მან გააკრიტიკა მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, რომელიც მისი თქმით, ექსპლუატაციას უწევს პლანეტის რესურსებს, ხოლო ღარიბი მოსახლეობის მარგინალიზაციას ეწევა. „ყოველგვარი დამსახურების გარეშე ამირჩიეს და ახლა შიშითა და ძრწოლვით მოვედი თქვენთან, როგორც ძმა, რომელსაც სურს, გემსახუროთ თქვენ რწმენასა და სიხარულში. რომის ეკლესია ხელმძღვანელობს გულმოწყალებით და მისი ჭეშმარიტი ავტორიტეტი ქრისტეს გულმოწყალებაა. ის არასდროს ცდილობს სხვების ძალისმიერი გზით გადაბირებას, რელიგიური პროპაგანდით ან სხვა ძალისმიერი საშუალებებით. ეს მხოლოდ სიყვარულის საკითხია, როგორც ამას იესო აკეთებდა. თუკი კლდე ქრისტეა, პეტრემ უნდა მწყემსოს სამწყსო, ისე რომ არასდროს დაემორჩილოს ავტოკრატობისა…
მეტი...რომის პაპი ლეო XIV ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
დღეს რომის პაპი ლეო XIV ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. ვატიკანის ცნობით, საინაუგურაციო მესის შემდეგ, რომის პაპი ლეო XIV დღეს, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. კერძოდ, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, ინაუგურაციას ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ინაუგურაციას ესწრებიან, არიან ისრაელის, პერუსა და ნიგერიის პრეზიდენტები; იტალიის, კანადისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრები; გერმანიის კანცლერი და ევროკომისიის პრეზიდენტი.
მეტი...ქობულეთში, მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა
ქობულეთში, მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა. არსებული ცნობით, დაშავდა ობიექტის თანამშრომელი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის შედეგად მაღაზიის ვიტრინა ჩაიმსხვრა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მეტი...“როგორ დაასრულე სიცოცხლე 15 წლის ასაკში”- ზუგდიდში მოზარდი თხილნარში იპოვეს გარდაცვლილი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის პედაგოგები 15 წლის მათე გაბედავას შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც ცნობილია მეცხრე კლასის მოსწავლე სახლის უკან თხილნარში გარდაცვლილი იპოვეს. „მათე,აქ სიტყვების თავმოყრა ძალიან ძნელია, მაგრამ ტკივილს და სევდას ვერ იტევს გული. შენ,მრავალშვილიანი ოჯახის მესამე, პირველი ბიჭი იყავი, პატიოსანი, მშრომელი ოჯახის შვილი. ჩვენთან კი ბაღში ხუთი წელი გაატარე. იყავი თავმდაბალი, უწყინარი, ბუნჩულა ბავშვი. ძნელია მათე შენზე წარსულზე საუბარი. როგორ დაასრულე სიცოცხლე 15 წლის ასაკში. შენ ხომ მთელი ცხოვრება წინ გქონდა. ნუთუ არ შეგეცოდა შენი და-ძმა ,მშობლები. ახლობლები. სოფელს მეხის გავარდნასავით ჩაესმა ეს ამაზრზენი ხმა. ცრემლი…
მეტი...ლეონ XIV-მ ოფიციალურად დაიკავა პაპის თანამდებობა
ლეონ XIV-მ ოფიციალურად დაიკავა პაპის თანამდებობა და პირველი ქადაგებაც წაიკითხა. მან „სიყვარულისა და ერთიანობისკენ“ მოუწოდა მსოფლიოს. ლეონ XIV კათოლიკური ეკლესიის რიგით 267-ე პაპია. ინაუგურაციის წირვას 4 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. პაპის ინტრონიზაციის წირვა ესპანურ და ინგლისურ ენებზე აღინიშნა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენების. სახარების ქადაგების შემდეგ (ლათინურ და ბერძნულ ენებზე), სპეციალური რიტუალები შედგა – ოქროს „მეთევზის ბეჭედისა” და ცხვრის მატყლის მანტიის გადაცემა. ინაუგურაციის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებიც ესწრებოდნენ, მათ შორის საქარტველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი.
მეტი...“საქართველოში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული მოქალაქე”- იმუნოლოგიის ცენტრი
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.18 მაისს მსოფლიო 42-ჯერ, ხოლო საქართველო 29-ჯერ აღნიშნავს ამ დღეს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, შიდსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოში 40 მლნ-ს გადააჭარბა. რაც შეეხება აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაციას საქართველოში: დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით. 2025 წლის 18 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 409 – მამაკაცი და 2 809 – ქალი; 2 402 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ…
მეტი...„ჰამასი“ ცხრა მძევლის გათავისუფლებს, სანაცვლოდ კი 60-დღიან ზავს ითხოვს
ცეცხლის შეწყვეტის მიზნით დოჰაში განახლებულ მოლაპარაკებებზე „ჰამასი“ ცხრა მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა, სანაცვლოდ კი ისრაელისგან 60-დღიან ზავს ითხოვს. გარადა ამისა, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ღაზის სექტორში დღეში 400-მდე ჰუმანიტარული სატვირთოს შესვლაზე ნებართვას. ისრაელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მოლაპარაკებების დაწყებამდე ისრაელის მხარე აცხადებდა, რომ განხილვის საგანი არ იქნებოდა ღაზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა. ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია 33 ადამიანი. ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა მცირეწლოვნები არიან.
მეტი...კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ინფორმაციას კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კალაშნიკი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს. დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები და კერძო სახლები. ერთ-ერთ რაიონში მდებარე ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, ამჟამად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე 273 უპილოტო საფრენი აპარატით მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა.
მეტი...პუტინი უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანზე საუბრობს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იმ ადამიანების ინტერესების უზრუნველყოფაა, რომლებიც რუსეთს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ. მისი თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს „კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა“. „ჩვენი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც მუდმივად ვსაუბრობთ – სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსულს მშობლიურ ენად და რუსეთს სამშობლოდ მიიჩნევენ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“- აღნიშნა პუტინმა.
მეტი...“შევთხოვ უფალს, წარმატებულ – ჰყოს თქვენი მოღვაწეობა”- პატრიარქი ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის. როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების, – პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენს შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს. მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები. შევთხოვ უფალს, წარმატებულ – ჰყოს…
მეტი...რუსებმა უკრაინას 273 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს
რუსებმა უკრაინას 273 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. აქედან 88 ჩამოაგდეს, 128 კი – ლოკალურად დაიკარგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობაა.
მეტი...“ჯანგველაძის მკვლელი სავარაუდოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას და გადააგდეს” – ტარიელ კაკაბაძე
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძე მკვლელი, სავარაუდოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას და “გადააგდეს”. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კაკაბაძე ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, გიორგი უძილაური ქარელში ჩავიდა. ადვოკატისთვის, აღნიშნული ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ ბრალდებულს ქვეყნის დატოვება სურდა, რაშიც მას არ დაეხმარნენ. „მკვლელობის მერე მიდის კეკელიძის ქუჩისკენ, ტაქსის აჩერებს და მიდის ვაზისუბანში. ვაზისუბნიდან ტაქსით ქარელში მიდის, სავარაუდოდ თან მიაქვს იარაღი და მობილურიც, რომელიც იქნებოდა მნიშვნელოვანი სამხილი. ტოვებს თბილისს ყველანაირი პრობლემის გარეშე. ქარელში როდესაც შევლენ, ამ დროს აჩერებს ტაქსის. გელა უძილაური ქარელიც კონკრეტულ პირს, ან კონკრეტულ…
მეტი...“ბიზნესმენი ვაკეში 14 გასროლით, შეკვეთით მოკლეს” – ტარიელ კაკაბაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე
“ბიზნესმენი ვაკეში 14 გასროლით, შეკვეთით მოკლეს” – ტარიელ კაკაბაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე თბილისში, ქალაქის ცენტრში ორი თვის წინ მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კითხვების აქვს. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ უფლებადამცველმა ტარიელ კაკაბაძემ განცხადება გააკეთა. როგორც კაკაბაძე ამბობს, ოჯახს აინტერესებს თუ ვინ შეუკვეთა ჯანგველაძის მკვლელობა და ვინ ეხმარებოდა მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი უძილაურს. „მოგეხსენებათ, რომ პირი რომელმაც 14 ჯერ ესროლა ლევან ჯანგველაძეს არის დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით არ გვაქვს. 100% დგინდება დანაშაულის ჩამდენის ვინაობა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ვინ შეუკვეთა მკვლელობა და არის თუ არა შეკვეთილი? ასევე ვინ არიან ის პირები ვინც…
მეტი...“ეს არის შეკვეთილი მკვლელობა, 14 გასროლით მოკლეს” – ლევან ჯანგველაძის მკვლელობა (video)
დღეს რომის პაპის ინაუგურაცია გაიმართება
რომის ახალი პაპი ლეო XIV-ე წმინდა პეტრეს მოედანზე დღეს საინაუგურაციო წირვას ჩაატარებს. მოსალოდნელია, რომ წირვას დაახლოებით 250 000 მომლოცველი და მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრების დიდი რაოდენობა დაესწრება, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე. წირვა, რომელიც კვირას, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხს მიესალმება. კარდინალების მსვლელობასთან ერთად, პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შევა, სადაც ორ სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს. პირველი…
მეტი...ტერორისტული თავდასხმა კალიფორნიაში – არის მსხვერპლი
ტერორისტული თავდასხმა მოხდა კალიფორნიაში. პალმ-სპრინგსში, ერთ-ერთ შენობასთან ახლოს, ავტომობილი აფეთქდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. აფეთქების ტალღამ რამდენიმე შენობა დააზიანა. ძლიერმა აფეთქებამ ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა გაანადგურა. მომხდარს FBI-მ უკვე უწოდა ტერორისტული აქტი.
მეტი...პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 ადამიანი
ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებული წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული თ.ლ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მეტი...ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივი მედიიის ინფორმაციით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა წუხელ, ჭალის უბანში, სტადიონზე მოხდა. “გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა” – ამბობენ ადგილობრივები. მომხადართან დაკავშირებით, შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა, გამოძიება სსკ-ს 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მეტი...“გადაერჩინა სულის მღაფავი, მოყვირალი…“ – გიორგი თოლორაიას ოჯახი ეძებს, ქალს, რომელმაც 112 დარეკა
თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი გიორგი თოლორაიას ოჯახი მიმართვას ავრცელებს. როგორც გიორგი და, ნინო თოლორაია სოციალურ ქსელში წერს, ეძებენ იმ ადამიანს, რომელმაც მტკვარში მოტივტივე გიორგი თოლორაია აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. “შენი ანგელოზები, ხომ მარად ფხიზლობენ. იმ ტრაგიკულ ღამესაც გაუგზავნე ჩემს ძამიკოს მთავარი გმირი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი ჩირაღდანი, რომელმაც დროულად დაინახა და იმოქმედა, რომ გადაერჩინა, ის 1 მოტივტივე სიცოცხლე, სულის მღაფავი, მოყვირალი. მტკვარი ცდილობდა დაუნდობლად მის დადუმებას, თუმცა, მან რა იცოდა რა ვაჟკაცს ებრძოდა! დიახ!!! თქვენ და გიომ გაიმარჯვეთ, სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა ადამიანური თანადგომა! მოგმართავთ, ჩემი ძამიკოს ანგელოზო, ადამიანო.…
მეტი...