“რუსეთი ცდილობს მოიგოს დრო, რათა განაგრძოს ომი“- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის მოგებას ცდილობს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს, უპასუხოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც ამერიკელებმა წამოაყენეს და უკრაინელებმა და ევროპელებმა მხარი დაუჭირეს. „ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასთან დიალოგის უარყოფით, რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს, მოიგოს დრო, რათა განაგრძოს ომი“, – განაცხადა მაკრონმა. ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

მეტი...

“რუსეთზე ზეწოლა მეტი უნდა იყოს, თუკი ის არ დათანხმდება ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. „ზეწოლა მეტი უნდა იყოს, თუკი ის არ დათანხმდება ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას. ამიტომ, მადლიერი ვარ სანქციების მე-17 პაკეტის მომზადებისთვის. ველოდებით, რომ ის შეეხება ყველაფერს, რასაც რუსეთის სამხედრო მანქანა აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიასა და ჩრდილოვან ფლოტს“, – წერს ზელენსკი ტელეგრამში. სანქციების მე-17 პაკეტის ფინალური ვარიანტი ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე კვირაში, სტამბოლში მოლაპარაკებების გამართვამდე შეათანხმეს.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

მეტი...

„პუტინმა გიგანტი გააღვიძა”- სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გიგანტი გააღვიძა. „პუტინმა გიგანტი გააღვიძა. მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს. ევროკავშირის ეკონომიკა 19 ტრილიონ დოლარს შეადგენს. დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დასაწყისიდან, ევროპელმა მოკავშირეებმა, კანადასთან ერთად, თავდაცვაზე ხარჯები გააორმაგეს. ახლა კვლავ გავაკეთებთ ამას და უკეთ დავხარჯავთ, ვიდრე წარსულში. რუსეთის ეკონომიკა 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. როგორც ევროპა, სამშვიდობო მიზნებზე 2.5-ჯერ მეტს გამოვყოფთ, ვიდრე რუსეთი გამოყოფს საომარ ძალისხმევებზე. საკმარისია, რომ უბრალოდ უფრო ჭკვიანურად დავხარჯოთ ფული“, – წერს სიკორსკი.    

მეტი...

“შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება”- უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ  რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა. „ჩვენი გუნდები იმუშავებენ დეტალების გაცვლაზე“ – განაცხადა რუსტემ უმეროვმა. უმეროვი მიიჩნევს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება. „ჩვენი პრეზიდენტი აქ მაღალი დონის განხილვებს ელოდებოდა. ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ უკრაინას სურს მშვიდობა, უკრაინა ფოკუსირებულია ხალხზე. ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს უნარი, განვაგრძოთ ბრძოლა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩვენ გვჭირდება ამ ომის დასრულება“ – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა მანამდე განაცხადა, რომ…

მეტი...

“მსოფლიომ ნათლად დაინახა, ვინ იჯდა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვინ – არა“- ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ასევე უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის. მისი თქმით, აუცილებელია უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და ამის მოთხოვნა დაჟინებით უნდა გაგრძელდეს. „ჩვენ არ უნდა დავნებდეთ. ჩვენ თავგამოდებით უნდა ვცდილობდეთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევას, ომი უნდა დასრულდეს. მსოფლიომ ნათლად დაინახა, ვინ იჯდა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვინ – არა“-  განაცხადა მელონიმ. სტამბოლში გაიმართა პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის. მოლაპარაკებების შედეგების შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მათი მსვლელობისას განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული საკითხები, ასევე უკრაინისა…

მეტი...

პაპი უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვას სთავაზობს

პაპი ლეო XIV უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვას სთავაზობს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ვატიკანმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგს „ტრაგიკული“ უწოდა. „ეს ყველაფერი ტრაგიკულია, რადგან ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს იქნებოდა შესაძლოა ნელი პროცესი, მაგრამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტით. ამის ნაცვლად ჩვენ უკან, საწყის წერტილში დავბრუნდით. ახლა ჩვენ ვნახავთ, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ სიტუაცია რთულია“ – განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ. მისივე თქმით, პაპი გეგმავს, ვატიკანი ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის.

მეტი...

ლეგენდების მატჩი 1:3 დასრულდა

თბილისში, „დინამო არენაზე“  საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ლევან კობიაშვილი ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ.  

მეტი...

„პატარა, მაგრამ პოზიტიური სიგნალი“- მერცი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგს „პირველი ძალიან პატარა, მაგრამ პოზიტიურ სიგნალი“ უწოდა. „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დიპლომატიური ძალისხმევის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ასევე უკიდურესად მტკიცენი უნდა ვიყოთ უკარაინის სამხედრო მხარდაჭერაში. ყველა ვთანხმდებით, რომ რუსულ მხარეს ამ კვირაში ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, გაემართა პირველი მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე ცეცხლის შეწყვეტის წინმსწრები პირობით. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს არ მოხდა“– აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მეტი...

ოჯახის სიწმინდის დღის ღონისძიებების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა 17 მაისის 01:00-დან 22:00 საათამდე ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ეტაპობრივად იმოქმედებს. „მსვლელობა დაიწყება ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რა დროსაც, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ავლაბრის მოედნამდე. რუსთაველის გამზირიდან, მთაწმინდის რაიონის ზედა ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ი.თარხნიშვილის, თ. ჭოველიძის, მ.ზანდუკელის…

მეტი...

„იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას“- კობახიძე

“იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. „ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ ოპტიმისტური განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში, მგონია, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

კობახიძემ საქართველოში გერმანიის ელჩი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა

“დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა გერმანიის ელჩის  აქტივისტებთან კომუნიკაციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ  ეს ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა. „დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, მით უმეტეს ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არ ვცდები, ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში. ესეც არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ჩვენ გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით.…

მეტი...

“ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან”- პრემიერი

“ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს. პრემიერის განმარტებით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და კონკრეტულად ევროკავშირისთვის. „იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი…

მეტი...

“გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით”- რაზე ესაუბრა პრემიერი მაკრონსა და რობერტა მეცოლას

“როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუცა ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან“- განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

„ვესაუბრე ტრამპს –  თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, სანქციები უნდა დაწესდეს“ –  ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა. ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. „განვიხილეთ სტამბოლის შეხვედრა. უკრაინა მზად არის, გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მყარი პოზიცია დაიჭიროს. ჩვენი პოზიციაა, თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და მკვლელობების დასრულებაზე, ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს. რუსეთზე წნეხის შენარჩუნება საჭიროა მანამ, სანამ რუსეთი ომის დამთავრებისთვის არ იქნება მზად.…

მეტი...

„უკრაინამ მოითხოვა პირდაპირი მოლაპარაკებები ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის – მხედველობაში მივიღეთ“ – მედინსკი

„მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ, კონტაქტების გასაგრძელებლად“, – ამის შესახებ სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებისას, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მოითხოვა. „რაზე შევთანხმდით: პირველი – უახლოეს დღეებში გაიმართება ტყვეების გაცვლა „1000/1000-ზე ფორმულით“; მეორე – უკრაინულმა მხარემ მოითხოვა პირდაპირი მოლაპარაკებები ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ეს მოთხოვნა; მესამე – ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული ქვეყანა წარმოადგენს თავის ხედვას სამომავლოდ ცეცხლის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასეთი ხედვის წარდგენის შემდეგ, მიგვაჩნია, მიზანშეწონილი იქნება და ამაზე შეთანხმებული ვართ – გავაგრძელოთ მოლაპარაკებები“, – აცხადებს მედინსკი.

მეტი...

უკრაინა და რუსეთი 1 000-1 000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და რუსეთი, სტამბოლში დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე, 1 000-1 000 ომის პატიმრის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და სტამბოლში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. უმეროვმა უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას ტყვეთა გაცვლის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა. „თარიღი ვიცით, თუმცა ჯერჯერობით არ დავასახელებთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მეტი...

„არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე“ – ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. „მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით, საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა“, – ნათქვამია…

მეტი...

ყაზბეგის საბაჟოზე, სატვირთოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი 56 კუ და 13 თუთიყუში აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელსა და სალონში მოწყობილ სათავსოებში, მალულად განთავსებული, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი 56 ცალი ცოცხალი კუ და 13 ცალი თუთიყუში აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11 000 ლარი შეადგინა. „საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 % ოდენობით – 11…

მეტი...

ლეო XIV უკრაინასა და რუსეთს ვატიკანში, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლობას სთავაზობს

რომის პაპმა, ლეო XIV-მ უკრაინასა და რუსეთს ვატიკანში, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლობა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახლადარჩეულ პაპს სურს, წმიდა საყდარმა, ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მასპინძლის როლი შეასრულოს. „პაპი გეგმავს, რომ ვატიკანი, წმიდა საყდარი, ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის“, – განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა.

მეტი...

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

სტამბოლში უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, მოლაპარაკებები თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთ-უკრაინის პირველი შეხვედრაა ბოლო სამ წელიწადში.

მეტი...

ირაკლი კობახიძე, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის მონაწილე ლიდერებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მასპინძლობს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრებს მთავარ გზავნილებზე, რაც ქვეყნის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება. „სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. მექნება საშუალება, სიტყვით გამოვიდე მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“,…

მეტი...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი იმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით სამედიცინო ექსპერტის, გივი ჩხარტიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტის მხარდამჭერები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ.

მეტი...

„ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი“ – მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ

საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 18-19 მაისს, საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

პარიზში კრიპტოვალუტის კომპანიის უფროსის ქალიშვილის გატაცება სცადეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში კრიპტოვალუტის კომპანიის უფროსის ქალიშვილისა და მისი ახალგაზრდა შვილიშვილის გატაცება სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, გამვლელების ჩარევის შედეგად, ნიღბიანი დაჯგუფების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც 3 პირი ადგილიდან ფურგონის მეშვეობით მიიმალა. ფრანგული მედიის ცნობით, გატაცების მცდელობა 13 მაისს, ადგილობრივი დროით 08:20 საათზე მოხდა. სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.

მეტი...

დავით ნარმანიამ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ენერგეტიკისა და ეკონომიკის საფუძვლები გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია ქ. თბილისის N98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას, სემეკის თავმჯდომარემ მოსწავლეებს ეკონომიკისა და  ენერგეტიკის საფუძვლები გააცნო, ამასთანავე, განუმარტა ქვეყნის ეკონომიკისთვის ენერგეტიკის სექტორის  მუდმივი განვითარების მნიშვნელობა, მიაწოდა ინფორმაცია განახლებადი ენერგიების წყაროების, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებებისა და  ენერგეტიკული ბიზნესის მართვის შესახებ. დავით  ნარმანიას თქმით, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც სემეკისთვის, ასევე ენერგეტიკის სასწავლო…

მეტი...

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს

თურქეთში, სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც CNN იტყობინება, უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსულ მხარეს – კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვება. სტამბოლში პრეზიდენტები – ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი არ იმყოფებიან.

მეტი...

„ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს“ – პროკურატურამ 11 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით, მოდავე მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს და „კანონიერ ქურდს“ მიმართეს, რომლებმაც არაერთი „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა „კანონიერმა ქურდმა“ მის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს“ წევრსა და მხარდამჭერებს დაავალა მოდავე მხარეებთან მოეწყოთ „ქურდული გარჩევები“. „ქურდული სამყაროს“ წევრები მათი მხარდამჭერების…

მეტი...

დაშავებულები და ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანი –  რუსეთში, სანთლების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა 

რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ სალავათში, სანთლების ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი და შენობის ნაწილობრივი ნგრევა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, ერთი კი, სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ აფეთქების ტალღამ მეზობელ შენობებში ფანჯრები ჩაამსხვრია. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

მეტი...

ევერესტზე 2 მთამსვლელი დაიღუპა

მწვერვალ ევერესტზე ინდოელი და ფილიპინელი მთამსვლელები დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, 45 წლის ინდოელი სუბრატა გოში მწვერვალის ე.წ. ჰილარის მონაკვეთზე დაიღუპა, რომელიც ზღვის დონიდან 8 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და სადაც სიცოცხლისთვის ჟანგბადის არასაკმარისი დონეა. მეორე მთასვლელი, 45 წლის ფილიპინელი ფილიპ სანტიაგო 14 მაისს, მწვერვალზე მდებარე მეოთხე ბანაკამდე ძალიან დაღლილი მივიდა და დასვენების დროს საკუთარ კარავში დაიღუპა.

მეტი...

„თუ გსურთ, შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა EU, არ არის კარგი იდეა, მასზე ცუდად ილაპარაკოთ“ – ფიშერი

„საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად, მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. ფიშერის თქმით, საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირს, „არ არის კარგი იდეა, ცუდად ილაპარაკოს მასზე“. „მე გერმანიას წარმოვადგენ. საქართველოს ხანგრძლივი მეგობარი და პარტნიორი ვართ, ასევე ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვფიქრობ, თუ გსურთ, შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა, ასე ცუდად ილაპარაკოთ მასზე. მაქვს შეკითხვა ტელეკომპანია „იმედთან“. რატომ თქვა ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ, რომ მე ვაძლევ ინსტრუქციებს რადიკალურ ოპოზიციას? მაქვს შეკითხვა თქვენთვის. რა საფუძველზე გაავრცელეთ ეს ინფორმაცია? რადგან…

მეტი...

ტრამპი პუტინთან შეხვედრის შესაძლო დროს ასახელებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება „როგორც კი შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი იქნება“. ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს: „ვნახოთ, რა მოხდება რუსეთსა და უკრაინასთან“. „ვფიქრობ, დროა, უბრალოდ გავაკეთოთ ეს. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდიოდა და ზელენსკი მიდიოდა. მე ვთქვი, თუ მე არ წავალ, გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინიც არ წავა და ის არ წავიდა. მესმის ეს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. საშუალოდ, ყოველ კვირას 5 000 ახალგაზრდა იღუპება“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მეტი...

„ქეშალოში, შურისძიების მოტივით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა“ – ერთ ადამიანს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში  მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად  ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა,…

მეტი...

ამერიკელ მომღერალ კრის ბრაუნს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალი წაუყენეს

ამერიკელ მომღერალ კრის ბრაუნს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ბრალდება ეხება სავარაუდო თავდასხმას, რომელიც 2023 წლის 19 თებერვალს, ლონდონის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. 36 წლის მომღერალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მანჩესტერში, სასტუმროში დააკავეს. კრის ბრაუნი მანჩესტერის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

მეტი...

სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო

თურქეთში, სტამბოლში, ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, სამმხრივი შეხვედრა დოლმა ბაჰჩეს სასახლეში იმართება. მედიის ცნობით, შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, გენერალი კიტ კელოგი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ესწრებიან.

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკუშა კაცია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. დღევანდელი სხდომა ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გადაისინჯვას ეხებოდა. სახელმწიფო ბრალდება კვლავ საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, მის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა.

მეტი...