მექსიკაში 23 წლის ბლოგერი ვალერია მარკესი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ბლოგერი გვადალახარაში მდებარე საკუთარ სილამაზის სალონში იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობმა კაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
მეტი...დღე: მაისი 15, 2025
ცნობილია სტამბოლში, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის წევრების ვინაობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 16 მაისს, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა. დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს. რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი; რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი; თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი. შეგახსენებთ, 11 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ითხოვდა. აღნიშნული ინიციატივის პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში, შეხვედრაზე პუტინს ელოდება.
მეტი...მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ყაველაშვილი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება. ინაუგურაცია 18 მაისს გაიმართება.
მეტი...სამეგრელოს პოლიციამ 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მეტი...ე.წ. ქოლცენტრი დუშეთში და დაკავებული ჩინეთის 14 მოქალაქე – შსს ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი. „პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც, სავარაუდოდ, უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო. სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გამოვლენილ იქნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის…
მეტი...„თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია ხელისუფლებისთვის“ – კობახიძე
„ჯერ ერთი, თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის. ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ როცა ვზრუნავთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საკუთარი ეროვნული იდენტობის და რელიგიური იდენტობის დაცვაზე, მოდის აგრესია და თავდასხმა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. მისი შეფასებით, „სამწუხარო და ტრაგიკული მდგომარეობაა“. „თვითონ ევროპის მდგომარეობა არის ტრაგიკული. ვერ იცავს საკუთარ თავს. ხელისუფლებებს არავითარი უნარი არ აქვთ, დაიცვან საკუთარი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები. იცით რა მასშტაბის პრობლემებია დღეს ევროპულ სახელმწიფოებში, თითქმის ყველა სახელმწიფოში. ჯერ მიგრაციის კუთხით, საერთოდ ვერ იცავენ საკუთარ თავს. რომ ნახოთ ევროპის…
მეტი...ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მეტი...„ჰეროინს“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა“ – უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის ნაწილიც გასაღების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. „გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-2603-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის…
მეტი...მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს – შემთხვევა 14 მაისს მომხდარ ავტოავარიას არ უკავშირდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა მდინარე მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება. სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ასევე აღმოაჩინეს ქალის ცხედარიც, რომელიც ამ დროისთვის არსებული ცნობებით, 1-ელ აპრილს, მშვიდობის ხიდის ტერიტორიიდან გაუჩინარებულ აითაჯ მამედოვას ეკუთვნის. რაც შეეხება გუშინდელი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს, ის 2 ცხედართან ერთად აღმოაჩინეს. „მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის 2 მგზავრის ცხედარი იპოვეს. ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც. ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია…
მეტი...„მყარად დადასტურდა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებული იყო“ – კობახიძე პოლოლიკაშვილზე
„გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ითვლება, რომ არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული, როდესაც ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი შეფასებით, „დასანანი იყო“ ამ თემაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მხრიდან გავრცელებული „მესიჯი“. „ჩემთვის დასანანი იყო, რა „მესიჯიც“ გავრცელდა ზურაბ პოლოლიკაშვილის მხრიდან, იქ „დიფ სთეითზე“ იყო საუბარი და ამ თემასთან საერთოდ…
მეტი...„რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ამერიკიდან და ევროპიდან“ – კობახიძე
„რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. მისი თქმით, „დიფ სთეითს“ ჰყავს აგენტურა, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანი ჯო უილსონია. „დიფ სთეითი“ მოქმედებს. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მხოლოდ ფული არის ჩართული საქმეში. „დიფ სთეითს“ ჰყავს პატარა აგენტები და ამუშავებენ ამ აგენტურას. აშშ-ში ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იგივეს აკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არის ჩვეულებრივი აგენტურა. საკმაოდ მრავლად ჰყავთ აგენტები. ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ…
მეტი...კანადაში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა – ევაკუირებულია 1 000-ზე მეტი მოქალაქე
კანადის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. The Guardian-ის ცნობით, ხანძარს მანიტობას პროვინციაში მდებარე ლაკ-დიუ-ბონეს თემში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამავე თქმიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის ხელისუფლება იტყობინება, რომ კანადაში ხანძრის 92 აქტიური კერაა.
მეტი...მაშველებმა მტკვარში, ავტომობილთან ერთად, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვარში გადავარდნილ მანქანასთან ერთად, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის საპოვნელად სამაშველო ოპერაცია გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მაშველებმა ქალის ცხედარიც იპოვეს. გავრცელებული ინფორმაცით, ცხედარი 1-ელ აპრილს, მშვიდობის ხიდის ტერიტორიიდან გაუჩინარებულ აითაჯ მამედოვას ეკუთვნის. შეგახსენებთ, 14 მაისს, გვიან ღამით, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, მდინარე მტკვარში გადავარდა. მაშველებმა შემთხვევიდან მალევე, ერთი ადამიანი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. პოლიციამ კი, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა.
მეტი...მტკვარში ავტომანქანა იპოვეს – ამ წუთებში მაშველებს ის წყლიდან ამოაქვთ
თბილისში, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა იპოვეს. მანქანა მაშველებს ამ წუთებში წყლიდან ამოაქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სწორედ ის ავტომანქანაა, რომელიც მტკვარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადავარდა. ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია იმ მგზავრებთან დაკავშირებით, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, 14 მაისს, გვიან ღამით, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, მდინარე მტკვარში გადავარდა. მაშველებმა შემთხვევიდან მალევე, ერთი ადამიანი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. პოლიციამ კი, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა. მდინარეში სამძებრო-სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება. ღონისძიებაში მყვინთავები არიან ჩართული. მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ბუნებრივ ნიშნულამდე შემცირებაც მოხდა.
მეტი...მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს – გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აპრილში გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა
თბილისში, მდინარე მტკვარში, მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაცით, ცხედარი 1-ელ აპრილს, მშვიდობის ხიდის ტერიტორიიდან გაუჩინარებულ აითაჯ მამედოვას ეკუთვნის. მდინარე მტკვარში ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები 14 მაისს მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მის რამდენიმე მგზავრს ეძებენ. ერთი ადამიანი წყლიდან შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.
მეტი...