ზუგდიდში ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში,  თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდები სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. მათი ცნობით, რუსული “სუ-25” ფინეთის ყურეში იუმინდას ნახევარკუნძულთან შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, სადაც ერთ წუთზე ნაკლები გაატარა. ინციდენტის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და დიპლომატიური ნოტა გადასცა. “ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო ინციდენტია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია,” – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

მეტი...

„საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წელს და პატივი უნდა სცენ მათ“- მალტის საგარეო მინისტრი

მალტის საგარეო საქმეთა, იან ბორგმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში. მისივე თქმით, საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და ახლა პატივი უნდა სცეს ამ ვალდებულებებს. “ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ველოდებით, რომ გვექნება კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ მხარს დავუჭერთ გენერალურ მდივანს და მის ძალისხმევას. საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და აშკარაა, რომ ახლა მათ პატივი უნდა სცენ ამ ვალდებულებებს. ჩემმა კოლეგამ ლუქსემბურგიდან ძალიან მკაფიოდ გააჟღერა საკუთარი პოზიცია. საქართველოს და მის ხალხს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურთ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ…

მეტი...

„ველოდები, ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისგან ელოდება ინფორმაციას, ვინ იქნება თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მათი წარმომადგენელი. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პარალელურად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას. „ველოდები, ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. მათგან მედიაში გაკეთებული სიგნალები ჯერჯერობით არადამაჯერებელია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას. ეს, შეიძლება, გახდეს ყველაზე ძლიერი არგუმენტი. ამ კვირამ მართლაც ბევრი რამ, შეიძლება, შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ შეიძლება. ყველაფერი ახლა წყდება“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

წინააღმდეგობის მიუხედავად მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ ტერიტორია დატოვა. აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. მანამდე, პარლამენტის მიმდებარედ, საავტომობილო გზის ორივე მხარეს სამართალდამცავები იდგნენ.  

მეტი...

სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ სტამბოლში მარკო რუბიოსთან ერთად გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს,  რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის 16 მაისს სტამბოლში სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთად გაემგზავრება. უიტკოფისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას დაგეგმილ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს ანკარაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაოფ ერდოღანთან, თუმცა ვლადიმერ პუტინი თუ დათანხმდება სტამბოლში ჩასვლას, ის და ერდოღანიც ჩავლენ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება. კრემლში ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა.

მეტი...

მტკვარში ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

18 საათზე მეტია, მტკვარში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. არსებული ინფორმაციით, . მამაშველები 2 ადამიანს ეძებენ. მანქანა მტკვარში გუშინ გვიან ღამით გადავარდა, ერთი ადამიანი უვნებლად წუხელვე გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია მძღოლი, რომელმაც ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა  

მეტი...

“აშშ ეწინააღმდეგება ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ნატო-ს სამიტზე”- მედია

აშშ ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ნატო-ს სამიტზე, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას ნიდერლანდების მედია ნატო-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნატო-ში წყაროები იუწყებიან, რომ აშშ ეწინააღმდეგება ზელენსკის ჩასვლას მომავალ თვეს დაგეგმილ სამიტზე. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს ეს იდეა, ნაწილობრივ ორ ლიდერს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო“, – წერს ნორვეგიული მედია. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკის ნატო-ს სამიტზე მიწვევაზე უარი იქნებოდა „დიპლომატიური კატასტროფა ნიდერლანდებისთვის, რომელსაც ვერავინ გაამართლებდა“.

მეტი...

პოლიცია მომიტინგეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლებას არ აძლევს

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე არიან აქციის მონაწილეებიც. მათი ინფორმაციით, პოლიცია მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე 168 დღეა იკრიბებიან. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.  

მეტი...

“ევროინტეგრაციას საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებენ”- ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ცდილობენ  ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად“- აღნიშნა მინისტრმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში რამდენიმე საათით ადრე, 14 მაისს განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელში „კვლავაც ყველაფერი დევს მაგიდაზე“, მათ შორის – უვიზო მიმოსვლის საკითხიც.

მეტი...

მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა. გოგოჭური ერთადერთი ქართველი პარასპორტსმენია, ვისაც პარალიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული. მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დღეს ზურაბ ზურაბიანი (J2 კატეგორია, -64 კგ) და ლაშა ყიზილაშვილი (J2 კატეგორია, -95 კგ) დაეუფლნენ. გუშინ მსოფლიოს ჩემპიონები საქართველოს ნაკრების წევრები – გიორგი ქალდანი (J2 კატეგორია, -70 კგ) და საბა ბაღდავაძე (J1 კატეგორია, -81 კგ) გახდნენ. პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 15 მაისს დასრულდება.

მეტი...

“საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა”- ალენ ბერსე საქართველოს შესახებ

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ  განაცხადა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დაინახონ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა. მან ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე და საქართველოსთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. როგორც ბერსემ აღნიშნა, ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ, იყო ცუდი. “დეკემბერში ვცადე კონკრეტულად საქართველოსთან ერთად მუშაობა ღირებულებებისთვის, საჭირო რეფორმებისთვის, ვინაიდან, გვყავს თბილისში მომუშავე გუნდი, გვაქვს სამოქმედო გეგმა საქართველოსთან, რომლებიც სწორედ ამისთვის მუშაობენ – რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ. მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა…

მეტი...

„ჩვენ მოგვწონს ერთმანეთი“- კატარი ამერიკული კომპანიისგან 160 თვითმფრინავს შეიძენს

კატარი ამერიკული კომპანია „ბოინგისგან“ 160 თვითმფრინავს შეიძენს, რომლის ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იქნება. “ბიბისის” ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კატარში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს მოეწერა. აშშ-მა და კატარმა კიდევ რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მათ შორის MQ-9B-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების შეთავაზებისა და მიღების წერილს. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, კატარის ემირს, შეიხ ტამინ ბინ ჰამად ალ-თანის გამორჩეულ ადამიანად მიიჩნევს და მეგობრობისთვის მადლობას უხდის. „ჩვენ მოგვწონს ერთმანეთი“, – განაცხადა ტრამპმა.    

მეტი...

“საქართველოს ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს”- ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან გულწრფელები უნდა იყვნენ და უთხრან, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ – ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან. “ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს. და ეს რთულია, ვინაიდან საქმე ეხება ჟურნალისტებს, ხალხს, უმცირესობებს – იმ ყველაფერს, რასაც თვეები და წლებია ამბობდნენ, რომ ევროპასთან დაახლოება სურთ.. და იმ დღეს, როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს.…

მეტი...

ლავროვი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში არ მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, რომლებიც დაგეგმილია 15 მაისს სტამბოლში. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით უცნობი რჩება. 14 მაისის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ არ არის მზად, დაასახელოს რუსული დელეგაციის შემადგენლობა, რადგან ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუცია შესაბამისი მითითებები.

მეტი...

“პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა და უხამსობაა” – უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის წერილს ეხმაურება. მან პრემიერის მიმართვას აშშ-ის პრეზიდენტისადმი “უხამსობა” უწოდა. “ოქტომბერში თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ: ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა; პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა; ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო; ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა; ოპოზიცია აკრძალა; უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა. პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა” – წერს უილსონი.

მეტი...

„უკრაინაში სასწორზე სხვა არაფერია, თუ არა მთელი ჩვენი კონტინენტის მშვიდობიანი წესრიგი“ – მერცი

„ეს საშინელი ომი და მისი შედეგი არა მხოლოდ უკრაინის ბედს განსაზღვრავს“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მერცის თქმით, უკრაინაში სასწორზე სხვა არაფერია, თუ არა ევროპის კონტინენტის მშვიდობიანი წესრიგი. „მისი [ომის] შედეგი განსაზღვრავს, გააგრძელებს თუ არა კანონი და სამართლიანობა მოქმედებას ევროპასა და მსოფლიოში, ან გაიმარჯვებს თუ არა ტირანია, სამხედრო ძალადობა და უძლიერესის შიშველი კანონი. უკრაინაში სასწორზე სხვა არაფერია, თუ არა მთელი ჩვენი კონტინენტის მშვიდობიანი წესრიგი“, – აცხადებს მერცი.

მეტი...

იუსტიციის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მაისურაძე, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. „ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილედ კი, ლაშა მაღრაძე დაინიშნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე მიიღეს. ტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა ალენ ბერსეს დაევალა. ტრიბუნალის შექმნისთვის საჭირო ფორმალური პროცედურები, შესაძლოა, 2025 წლის ბოლოს, ან 2026 წლის დასაწყისში დასრულდეს.

მეტი...

წყალდიდობა აშშ-ში – მაშველებმა დატბორილი სკოლის შენობიდან 200 ადამიანი გამოიყვანეს

აშშ-ში, მერილენდის შტატში წყალდიდობაა. მაშველებმა, ნავების დახმარებით, დატბორილი სკოლის შენობიდან 200 ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც CNN წერს, ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც წყალმა სკოლის შენობის მეორე სართულამდე მიაღწია. ევაკუირებულებს შორის 150 ბავშვი და 50 ზრდასრულია.

მეტი...

„დარტყმის შედეგად დავარდა და ბორდიურს დაარტყა თავი“ – პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაზარალებული დავარდა და ბორდიურს დაარტყა თავი – დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად, 10 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა…

მეტი...

„ავარიული ვითარება შეუქმნა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა“ – დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. – მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. მეხანძრე-მაშველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ…

მეტი...

თვითმფრინავში ქცევის წესების დარღვევისას, დაგაჯარიმებენ და შავ სიაში მოხვდებით

თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Turkish airlines-ი თვითმფრინავის სალონში ქცევის წესებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მგზავრებს არა მხოლოდ გააფრთხილებენ, დააჯარიმებენ კიდეც. მათივე ინფორმაციით, ახალი რეგულაციები თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების მიერ 2 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება და ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდა. განახლებული პოლიტიკის მიხედვით, მგზავრები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ქამრის სიგნალის გამართვამდე და თვითმფრინავის სრულად გაჩერებამდე ფეხზე ადგებიან; უსაფრთხოების ღვედის ნიშნის გამორთვამდე ფეხზე წამოდგომის გარდა, ზედა საბარგულის გახსნისთვისაც შეიძლება, დაჯარიმდეს მგზავრი; ახალი წესების დამოუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, მგზავრები ავიაკომპანიის შავ სიაშიც მოხვდნენ, ან უკიდურეს…

მეტი...

„აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება“ – პარლამენტმა „MEGOBARI აქტის“ შესახებ განცხადება მოამზადა

საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მოამზადა. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგინა. „მედიაცენტრი მთავარი“ „MEGOBARI აქტის“ შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მომზადებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ: „2025 წლის 5 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ე.წ. მეგობარი აქტი (MEGOBARI Act), რომელიც თავისი არსით, საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტია. ე.წ. მეგობარი აქტი ეფუძნება სამ ძირითად ცრუ ბრალდებას: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური…

მეტი...

დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ტრამპის თვითმფრინავი კატარის დედაქალაქ დოჰაში ცოტა ხნის წინ დაეშვა. კატარში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთში იმყოფებოდა.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მუგლას სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. მათივე ცნობით, ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

პროკურატურამ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 5 პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის განზრახ მკვლელობის და ნარკოტიკული დანაშაულებისთვის ძებნილებმა,  თურქეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო…

მეტი...

„ხალხს მშვიდობა სურს – ლიდერებს მოვუწოდებ: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“ – რომის პაპი

„წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ, ერთმანეთთან სასაუბროდ მიყვანას“, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა. პაპის თქმით, მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს გააკეთებს. „წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგრაიმდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ. მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობა დამყარდეს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ, ერთმანეთთან სასაუბროდ მიყვანას, რათა ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ის ღირსება, რასაც იმსახურებენ – მშვიდობის ღირსება. ჩვენი მსოფლიოს ხალხებს მშვიდობა სურთ და მათ ლიდერებს მთელი გულით მოვუწოდებ: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“, – აცხადებს ლეო XIV.

მეტი...

„მივიღეთ პარადოქსი – დღეს, ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის“ – პაპუაშვილი

„დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე, ერთადერთ გზად დარჩა ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია. 2023 წლის გაზაფხულიდან პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო პროცესი, რომლის მიზანიც ქართული პოლიტიკის ჩრდილოვანი დაფინანსების გასაჯაროებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ კანონმა“ და მისმა შემდგომმა მოვლენებმა „ლაკმუსის ქაღალდის“ როლი შეასრულა. „არ შეიძლება, რომელიმე სახელმწიფო მილიონობით დოლარის ხარჯვით გავლენას ახდენდეს უცხო საზოგადოების ცხოვრებაზე და უმალავდეს ამ საზოგადოებას, თუ რას და რისთვის ხარჯავს. სხვა სახელმწიფოს მიმართ ამგვარი მეურვეობითი დამოკიდებულება, „მესამე სამყაროს“…

მეტი...

გირაო პატიმრობით შეეცვალა – ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე, ცოტა ხნის წინ მიიღო. გადაწყვეტილების შესაბამისად, ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გირაოს პატიმრობით შეცვლას პროკურატურა ითხოვდა. შეგახსენებთ, ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეუფარდა.

მეტი...

პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის ნაწილიც რეალიზაციის მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათავსა. „სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკებისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი “ ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“…

მეტი...

პროკურატურამ, ახმეტის მუნიციპალიტეტში გაზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს ჭრილობა მიაყენა – მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „ბრალდებულს ბრალდება საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

„სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასწორ ადგილას, არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული“ – სარჯველაძე თირქიაზე

„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია. კერძო სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, არასწორ ადგილას, არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული“, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აქციაზე დაშავებული ალექსი თირქიას დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხს. მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კონკრეტული კლინიკა სწორ დოკუმენტაციას ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ თირქია დაფინანსებას მიიღებს. „ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომელიც რეალობასთან და სიმართლესთან შესაბამისი არაა. რეალობა ასეთია: ერთ-ერთი კერძო კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის…

მეტი...

„რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო – ხომ მოხდებოდა აქ კურსკი?“ – პაპუაშვილი

„მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში, სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. მისი თქმით, „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არ გამოუვიდათ“. „აბა, გავიხსენოთ კურსკის ოპერაცია, როდესაც უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა ზუსტად იმ მიზნით, რომ რუსული ძალების გადასროლა მომხდარიყო ძირითადი ფრონტიდან მოშორებით და ამით შემსუბუქებულიყო სამხედრო ზეწოლა… ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. გულწრფელი მოქალაქეები დახვედროდნენ, ვინც…

მეტი...

ქობულეთის მერი თანამდებობას ტოვებს

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის გადადგომის შემდეგ, თანამდებობას ქობულეთის მერი ლევან ზოიძეც ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ზოიძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრად რჩება. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა. მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს ზოიძე „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, ბათუმის მერმა, არჩილ…

მეტი...

„მეათე მოწვევის პარლამენტი უახლეს ქართულ ისტორიაში შემობრუნების წერტილად იქცა“ – პაპუაშვილი

„მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მე-10 მოწვევის პარლამენტს „ბევრის გადატანა მოუხდა“. „მეათე მოწვევის პარლამენტი მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად უახლეს ქართულ ისტორიაში, რადგანაც ის, სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის მტკიცე და გაბედულ კრებულს წარმოადგენდა. ამ კრებულის თითოეული, ყოფილი თუ მოქმედი წევრი უნდა ამაყობდეს საქართველოს დაცვასა და წინსვლაში შეტანილი წვლილით. მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე…

მეტი...