ხარკოვის ოლქში რუსულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, კუპიანსკის ოლქის სოფელ ნეჩვოლოდოვკაში, რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად 80 წლის კაცი და 70 წლის ქალი დაიღუპნენ. დაშავდა კიდევ ოთხი 60 წელს გადაცილებული ადგილობრივი. მომხდარ თავდასხმას საღამოს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. “რუსული დრონის თავდასხმის შემდეგ ხარკოვში საგანგებო რეაგირების ოპერაციები მიმდინარეობს. კიდევ ერთი დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე, წმინდა სამოქალაქო. როდესაც ყველა ელოდება რუსეთის რეაქციას ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ისინი პასუხობენ ახალი დარტყმებითა და თავდასხმებით” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მეტი...დღე: მაისი 13, 2025
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი თბილისში გაიმართება
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა. საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული. „მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, საქართველო სიხარულით მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს“, – განაცხადა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დირექტორმა, მარტინ გრინმა. მეოთხე გამარჯვება საქართველომ 2024 წელს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ კონკურსზე მოიპოვა, როცა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ კონკურსის ისტორიაში ყველაზე მაღალი, რეკორდული 239 ქულა დაიმსახურა.
მეტი...“მისი ნაკბენი ანაფილაქსიურ შოკს იწვევს” – აშშ-ში საშიში მწერი დააფიქსირეს
აშშ-ში ნემსიანი ჭიანჭველები დააფიქსირეს, რომლის ნაკბენი ადამიანში მწვავე ალერგიულ რეაქციას იწვევს. ენტომოლოგებმა რამდენიმე სამხრეთ-აღმოსავლური შტატიდან ახალი ინგლისისა და შუა დასავლეთის მიმართულებით ჭიანჭველების გავრცელება ახლახან დააფიქსირეს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) თანახმად, რადგან გაზაფხულის სეზონური გამრავლების პერიოდი ახლოვდება, საფრთხე არსებობს, რომ ჭიანჭველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო საგანგებო სიტუაციები გამოიწვიონ. “კონკრეტული სახეობის ჭიანჭველებს მავნებლად უკვე სამედიცინო დონეზე მივიჩნევთ”, — განაცხადა დენ სუიტერმა, ენტომოლოგიის პროფესორმა ჯორჯიის უნივერსიტეტიდან. სუიტერის თქმით, მან აზიური ნემსიანი ჭიანჭველას ნაკბენების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა ბოლო დროს შენიშნა. 2024 წელს პროფესორს სამი ისეთი ადამიანი დაუკავშირდა, რომლებშიც ამ მწერის ნაკბენმა ანაფილაქსიური შოკი…
მეტი...“როცა საქმე საქმეზე მიდგება, რუსები იმალებიან”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან. “რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი იმალებიან. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდგომ. ამჟამად ჩვენი გუნდი აქტიურად ამზადებს თურქეთში ვიზიტს“- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. „ამჟამად ხარკოვში გრძელდება სამუშაოები რუსული დრონის დარტყმის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ეს იყო მორიგი რუსული დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე – სამოქალაქო ობიექტზე. რუსეთი ჩვეულებისამებრ იქცევა.…
მეტი...“ჩვენი დელეგაცია იქნება იქ და უკრაინულ მხარეს დაელოდება”- პესკოვი
ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ დელეგაციას დაელოდება. “ჩვენი დელეგაცია იქნება იქ და უკრაინულ მხარეს დაელოდება” – განაცხადა პესკოვმა. მან უარი თქვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის გამხელაზე, და ასევე არ დააკონკრეტა შესაძლო შეხვედრის დაწყების დროს. “არ შემიძლია, როდესაც პრეზიდენტის მითითება იქნება, მაშინ გავაკეთებთ ამას” – განაცხადა პესკოვმა.
მეტი...სტამბოლში ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას მარკო რუბიო დაესწრება
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის. „დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლისღვრის დასასრულებლად. რაც მნიშვნელოვანია, ამ კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებსაც შეუძლია, საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება“ – აღნიშნა ტრამპმა. მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის…
მეტი...რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
მეტი...უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლა სავალდებულო გახდა
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა. კანონში ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა. ქართული ენის სავალდებულო სწავლება მომავალი აკადემიური სასწავლო წლიდან, 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
მეტი...ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. ამის შესახებ მან საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა. „მე გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის განკარგულებას, რათა მივცე მათ დიდების შანსი“- განაცხადა ტრამპმა. ტრამპის თქმით, აშშ-ის სირიაში სტაბილურობისა და მშვიდობის ხილვა სურს.
მეტი...“ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის ეგრევე ყველაფერს წააგებს”- პუტინი
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში სანქციების არ უნდა ეშინოდეთ, თუმცა საჭიროა ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. „არ უნდა გვეშინოდეს. ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის ეგრევე ყველაფერს წააგებს. თუმცა აუცილებლად საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება და საჭიროა, იყო მზად ჩვენი შესაძლო მომავალი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებებისთვის. ისინი საკუთარი თავის საზიანოდვე ბევრ რამეს აკეთებენ. გგონია, რომ ამას და ამას ნამდვილად არ გააკეთებენ, რადგან ეს მათ აზიანებთ. თუმცა მაინც აკეთებენ, იდიოტები… ამიტომ, რა თქმა უნდა, სულ მცირე მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენთვის ნეგატიური შედეგები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას.
მეტი...ცხინვალის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი პაციენტი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს მამაკაცი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა. როგორც გამოცემა “საპა” იტყობინება, 40 წლის მამაკაცი ცხინვალში, “რესპუბლიკური” სამედიცინო ცენტრის მეოთხე სართულიდან 6 მაისს გადმოვარდა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ტვინში მრავლობითი სისხლჩაქცევა, მენჯის, ბარძაყის, წვივისა და ქუსლის მოტეხილობები აღენიშნებოდა. “ფილტვისა და თირკმელების შოკი. ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვლადიკავკაზელ ექიმებამდე ვერ მიაღწევდა. მას პოლიტრავმული განყოფილება ესაჭიროებოდა“ – თქვა ცხინვალის მთავარმა რეანიმატოლოგმა, ალექსანდრ პლიევმა. პაციენტის ნათესავების მოთხოვნით, კაცი გადმოვარდნის მეორე დღეს თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.
მეტი...ერაყში მამაკაცი მოშინაურებულმა ლომმა მოკლა
ერაყში, ქალაქ კუფაში, მამაკაცი მოშინაურებულმა ლომმა მოკლა. მედიის ცნობით, ლომი მამაკაცს საკუთარი სახლის ბაღში დაესხა თავს და მისი სხეულის დიდი ნაწილი შეჭამა. პოლიცია იძულებული გახდა, ცხოველი მოეკლა, რადგან ის ძალიან აგრესიული იყო. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცია, რომელსაც სხვადასხვა ჯიშის ეგზოტიკური ცხოველები დიდი ხანია სახლში ჰყავდა და მათ წვრთნიდა.
მეტი...“დუმილი, რომელიც აშშ-ის მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა“- მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ის დუმილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. მან “მეგობარი აქტის” შესახებაც ისაუბრა და მას მტრული უწოდა. “მეორე მხარე, რომ რაღაც აქტებს იღებენ შეიძლება სისულელეა გასაგებია, შეიძლება დღის სინათლე არ ეღირსება ან არ ვთქვათ ის 100%-იანი არავინ არაფერი იცის, მაგრამ თუ იქნება მოქმედებაში მოყვანილი როდისმე, მაშინ რა „დიფ სთეითის“ დამარცხებაზეა საუბარი, პირიქით ხდება ხომ აქედან გამომდინარე ეს არ არის ფაქტორი დღეს მაგრამ დანარჩენი შეგვიძლია დუმილი დავარქვათ, თუ ამას დუმილს არ არქმევთ და კრიტიკას არქმევთ, მითუმეტეს,…
მეტი...არგენტინაში მიწისძვრა მოხდა
არგენტინაში, სანტა-კრუზის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ რიო-ტურბიოდან 28 კილომეტრში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეტი...„18 წლის ბიჭმა მხარი გაარტყა, ბრალდებულმა მას „რატის ბარში“ დანით დაზიანებები მიაყენა და დაჭრილი მიატოვა“ – პროკურორი
თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებულმა 18 წლის ბიჭს სხეულზე მძიმე დაზიანებები მას შემდეგ მიაყენა, რაც დაზარალებულმა მას „მხარი გაარტყა“. პროკურორის თქმით, შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა დაჭრილი მიატოვა და მეორე ბრალდებულთან ერთად ტერიტორია დატოვა. „ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, უმოტივოდ „რატის ბარში“ ყოფნისას, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთახში და ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების მიყენების შემდეგ, დაჭრილი მიატოვა იქვე, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან, მეორე…
მეტი...უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება
პარლამენტმა დაამტკიცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილებების თანახმად, პასუხისმგებლობა გამკაცრდა სამასალე მერქნის უკანანო დამზადებაზე; რაც შეხება საშეშე მასალის მოპოვებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქამდე არსებული რეგულაციის პირობებით/შესაბამისად შეძლებს. სამინისტროს ინფორმაციითვე, კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. „სანქციები მკაცრდება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი…
მეტი...„მხოლოდ პუტინთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს როგორც ანკარაში, ისე სტამბოლში შეხვდეს. როგორც ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოლაპარაკებებში ჩართვის წინადადებით მიმართა. „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ პუტინი ნამდვილად მზად იქნება შეხვედრისთვის არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ რეალურ ცხოვრებაში. შემდეგ კი ლიდერების დონეზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე. რადგან სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე. რადგან მხოლოდ მან გადაწყვიტა ეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...ბომბის საფრთხე და შეჩერებული ფრენები – რა ხდება ბელგიის სიდიდით მეორე აეროპორტში
ბელგიის სიდიდით მეორე აეროპორტში ფრენები შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას DailyMail-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფრენების შეჩერების მიზეზი Ryanair-ის ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხე გახდა. Ryanair-ის სპიკერი აცხადებს, რომ ბომბის საფრთხის შესახებ აცნობეს FR6313 რეისზე, რომელიც ფარუდან ბრიუსელში, შარლერუის აეროპორტში დაეშვა. აღნიშნულის შემდეგ, თვითმფრინავის ირგვლივ უსაფრთხოების პერიმეტრი შეიქმნა, რის გამოც, ასაფრენი ბილიკი დაიხურა და ფრენები შეჩერდა.
მეტი...„სანქციების არ უნდა გვეშინოდეს“ – პუტინი
„შიში არ შეიძლება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს. პუტინის თქმით, „ვისაც შიშის გრძნობა გაუჩნდება, მაშინვე ყველაფერს დაკარგავს“. „სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
მეტი...„რუსეთი ცდილობს, დრო იყიდოს“ – კალასი
„არ ვფიქრობ, რომ რუსები დაინტერესებული არიან მშვიდობით“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. როგორც კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტის დროს, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთი თამაშობს და დროის მოგებას ცდილობს. „არ ვფიქრობ, რომ ისინი დაინტერესებული არიან მშვიდობით. ისინი კვლავ ბომბავენ უკრაინას. ისინი მშვიდობით დაინტერესებულები რომ იყვნენ, ამის შეჩერებას ახლავე შეძლებდნენ. რუსეთი აშკარად თამაშს თამაშობს და ცდილობს, დრო იყიდოს“, – აღნიშნავს კალასი.
მეტი...PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
“PSP ფარმას“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ და კომპანია “ბიგჰორნ ვებ სოლუშენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კალებ ბრედლიმ “მაჯენტოს” ელექტრონული კომერციის განახლების კონტრაქტს ხელი მოაწერეს. კომპანია „ბიგჰორნ ვებ სოლუშენს“ უზრუნველყოფს „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას. თანამშრომლობა „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის (PSP.GE და PSP App) გაძლიერებისა და სრულყოფის შესაძლებლობას იძლევა. შედეგად გაიზრდება პლატფორმის მოხმარების სიჩქარე, მომხმარებლისთვის სარგებლობის პროცესი კი უფრო მოსახერხებელი და გაუმჯობესებული გახდება. “PSP ფარმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით განვითარებას; კერძოდ სიჯანსაღისა და თავის მოვლის კატეგორიის პროდუქტების ელექტრონული კომერციით ხელმისაწვდომობის გაზრდას კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში.…
მეტი...„რატის ბარში“ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 2 ადამიანს პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 2 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ სწორედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) აქვს წარდგენილი, მეორეს კი – სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა). შეგახსენებთ, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“ მკვლელობა 11 მაისს მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. 12 მაისს, მათ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
მეტი...საკადრო ცვლილებები – თბილისს ახალი პროკურორი, გენპროკურორს კი, ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე, ხოლო თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. „გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა, რომელსაც პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ცხრა წლიანი გამოცდილება აქვს, მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში. ასევე, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. გიორგი გვარაკიძე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. რაც შეეხება თბილისის პროკურორს ლევან გეგეჭკორს, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა…
მეტი...„რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება“ – პესკოვი
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება. პესკოვმა 15 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის შემადგენლობის დასახელებაზე უარი განაცხადა. „რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს“, – განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.
მეტი...„პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს თუ იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ მოსკოვს ომის დასრულება არ სურს“ – ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება რუსეთის მიერ ომის დასრულების სურვილის არქონის საბოლოო სიგნალი. როგორც ერმაკი აღნიშნავს, რუსეთს, პუტინის თურქეთში მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, ამ დრომდე „არანაირი პასუხი არ გაუცია“. „მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი თუ უარს იტყვის თურქეთში ჩასვლაზე, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება, რომ რუსეთს არ სურს, არ არის მზად რამე მოლაპარაკებებისთვის“, – აცხადებს ერმაკი.
მეტი...„ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია გადავიდა“ – ზურაბიშვილი
„გამაოგნებელია მსუბუქი რეაქციები, რაც მოჰყვა იმას, რომ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი დგას წითელ მოედანზე“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ მასთან ერთად, მოსკოვში საქართველოს შესახებ „ძალიან დიდი ინფორმაცია გადავიდა“. „თურმე, შეიცვალა გვარი და დღეს რომანოვია და გუშინ იყო ფარცხალაძე. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ დასანქცირებაზე ვერაფერს ვერ იტყოდნენ და პირიქით, უნდა დაეცვათ ფარცხალაძე სანქციებისგან, რადგან მტკიცებულებები არ არსებობდა. დღეს, როცა არის მტკიცებულებები მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ, ერიდებიან პასუხისმგებლობას… გენპროკურორი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია სრული ინფორმაცია ქვეყნის შესახებ. ფარცხალაძის…
მეტი...„ივანიშვილმა ვერაფერი დაალაგა – დიდი ნერვიულობაა „ოცნების“ წრეში“ – ზურაბიშვილი ღია წერილზე
„არ ვიცი, ვინ დაუწერა, რა განწყობით დაიწერა, მაგრამ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების“, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს. ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნულ წერილს „სამარცხვინო“ უწოდა. „მოვუწოდებ საზოგადოებას, წაიკითხოს ვითომც პრემიერ-მინისტრის წერილი აშშ-ის პრეზიდენტთან გაგზავნილი. ეს არის სამარცხვინო იმიტომ, რომ აქ დაცული არ არის არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობები – არანაირი ნიშანი არ გააჩნია ამ წერილს… ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების – პირველი შედეგი არის იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც „MEGOBARI აქტის“ შედეგებს ვერ დაალაგებს…
მეტი...„ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი“ – ზურაბიშვილი კობახიძის ღია წერილზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება. წერილზე, რომლითაც კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართა, მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის გამაოგნებელი იქნება. „ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი და ალბათ, დღეს ამისთვის არ სცალია და ნაკლებად სცალია. მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ეს იქნება მათთვის იმ ქვეყნიდან, რომელსაც აშშ 30 წელზე მეტია, ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ღია წერილით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და…
მეტი...„დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს, ქალების წინააღმდეგ მიდის ბარბაროსობა“ – ზურაბიშვილი
„როცა უმართავი ხდება ქვეყანა, მერე მისი დალაგება ბევრად რთულია“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში ქალ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს სასტიკი ფორმებით ებრძვიან. „ქალი ჟურნალისტების თუ ქალი აქტივისტების წინააღმდეგ ყველაზე სასტიკი ფორმებია, რაც არის გამოხატულება იმისა, თუ რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა ეს რეჟიმი. ეს არის მართლა ნიშანი, რომ ცივილიზებული ფორმები დაკარგული აქვთ. ეს არის მიუღებელი და მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ტრადიციებისთვის. ეს ხდება იმ დროს, როცა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეა. დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს, სრულიად უდანაშაულო…
მეტი...„ხელები შორს გრენლანდიიდან“ – ანდერს ფოგ რასმუსენი
დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, გრენლანდიასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს ეხმაურება. რასმუსების თქმით, ტრამპის მიერ „მოკავშირის დაშინება წარმოუდგენელია“. „ხელები შორს გრენლანდიიდან. ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოკავშირის დაშინება წარმოუდგენელია. დანია შეერთებული შტატების ერთ-ერთი უახლოესი და ყველაზე საიმედო მოკავშირეა. ფაქტია, რომ გრენლანდია ნატოს ნაწილია. შეერთებული შტატები გრენლანდიაში თავდაცვითი სისტემით თუ კმაყოფილი არ არის, ჩვენ მადლიერი ვიქნებით აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“, – აცხადებს რასმუსენი.
მეტი...ლეო XIV უკრაინაში ვიზიტს გეგმავს
იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, რომის პაპი ლეო XIV უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. გამოცემის ცნობით, პაპი, პირველი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, უკრაინის გარდა, პერუს, პორტუგალიასა და თურქეთსაც ეწვევა. ვიზიტების ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...გურჯაანის მუნიციპალიტეტში პოლიციელი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი დაჭრეს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციის თანამშრომელია. მიმდინარეობს გამოძიება.
მეტი...ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
პარიზის სასამართლომ ფრანგი კინოვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. საქმე 2021 წელს, გადასაღებ მოედანზე 2 სხვადასხვა ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება. როგორც ცნობილია, მსახიობი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მეტი...ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, რჩება „ქართული ოცნების“ „ერთგულ წევრად“. „მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს ჩიქოვანი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მეტი...„ზელენსკი სტამბოლში პუტინის გარდა არავის შეხვდება“ – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრას ეხმაურება. როგორც პოდოლიაკი აცხადებს, ზელენსკი სტამბოლში პუტინის გარდა „არავის შეხვდება“. მისივე თქმით, ორმხრივი შეხვედრა უფრო დაბალ დონეზე აზრსმოკლებულია.
მეტი...საქართველოს პარლამენტი „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. როგორც პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, განცხადებაში აქტის შეფასებები და მასთან დააკვშირებული პასუხები იქნება მოცემული. „დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც მათ შორის ეხება „MEGOBARI აქტის“ საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში ჩვენ ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ე.წ. „MEGOBARI აქტს“ და მოცემულია ჩვენი შეფასებები, პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით. ინიციატორები გახლავთ, ერთი მხრივ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე ყველა ფრაქცია პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. ამიტომ, სრულიად პარლამენტის სახელით არის ინიცირებული. გადაეცემა საგარეო…
მეტი...