თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.  შესაბამის განცხადებას ნიდერლანდების მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) დაადგინა, რომ 2014 წლის ივლისში „მალაიზიის ავიახაზების” რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და ამით რუსეთმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია დაარღვია. „ეს გადაწყვეტილება სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ სახელმწიფოები საერთაშორისო სამართალს დაუსჯელად ვერ დაარღვევენ“ – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა. ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ 2022 წელს დაადგინა, რომ დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდება…

მეტი...

ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ტრამპი სამდღიანი ვიზიტის  ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ტრამპი ვიზიტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში დაიწყებს, შემდეგ 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს. ვიზიტის მთავარი მიზნებია ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება.

მეტი...

“პოზიცია არის დუმილი” – რას ამბობს 19 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

პროკურატურამ თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალი წარუდგინა. ივანე გიგლემიანს გამოძიება განზრახ მკვლელობას, რაჯი პაკელიანს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. 36 და 45 წლის მამაკაცები სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ადვოკატს, მისი თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. „ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ეს არის უდიდესი ტრაგედია. რაც შეეხება ბრალის წაყენებას, წაყენებულია ბრალი 109-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, პოზიცია ამ ეტაპისთვის არის დუმილის უფლება, მეტს ვერაფერს გეტყვით. როდესაც გავეცნობი საქმის მასალებს, ამის შემდეგ შემეძლება უკვე პასუხის გაცემა“, – ამბობს ადვოკატი გიორგი ბარდაველი გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 19 წლის ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები…

მეტი...

“მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღით”- ვაიმარი პლუსი”

ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ, „ვაიმარი პლუსის“ ჯგუფის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, უერთდებიან უკრაინას და მოითხოვენ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღით. „მივესალმებით აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევას და ამ კვირაში შემდგომი მოლაპარაკებების პერსპექტივას. რუსეთმა ამ დრომდე არ გამოავლინა სერიოზული განზრახვა პროგრესის მისაღწევად. ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვუერთდებით უკრაინას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღით, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის“– ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში. დიპლომატები ასევე შეთანხმდნენ, განაგრძონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა,

მეტი...

კირ სტარმერის სახლში „საეჭვო“ ხანძარი გაჩნდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლონდონის სახლში „საეჭვო“ ხანძარი გაჩნდა.  ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ყუმბარის მსგავსი, ხმამაღალი აფეთქების ხმა და სავარაუდოდ შუშის მსხვრევის ხმა გაიგეს. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა შესასვლელი კარი. მომხდარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს, რადგან ხანძრის გაჩენის მიზეზს „საეჭვოდ“ მიიჩნევენ.

მეტი...

სეტყვამ ახმეტის სოფელი მატანი დააზარალა

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი დააზარალა. უამინდობა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.  დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები. უხვი ნალექის შედეგად კი სანიაღვრე არხებმა, წყლის ნაკადი ვერ გაატარა და რამდენიმე სახლი დატბორა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა განაცხადა,  ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.

მეტი...

ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ კორესპონდენტს, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელევიზიაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტს ტვინის შერყევა აქვს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს ქვემო ქართლში მოხდა.  

მეტი...

“ევროკავშირი ჩინეთზე უფრო საძაგელია”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბევრი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო “საძაგელია”. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აშშ-ში 13 მილიონ ავტომობილს ყიდის, მაშინ როდესაც აშშ არ ყიდის ავტომობილებს ევროპაში. “ევროკავშირი ბევრი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საძაგელია, ჩვენ ახლახან დავიწყეთ მათთან, ისინი ბევრს ჩამოვლენ, ყველა კარტი ჩვენ გვაქვს, ძალიან უსამართლოდ გვექცეოდნენ. ევროკავშირი სასტიკი იყო, სასტიკი. ფარმაცევტული კომპანიები ისტორიებს მიყვებოდნენ. უბრალოდ სასტიკი იყო, თუ როგორ აიძულეს ისინი. ევროკავშირი უჩივის ჩვენს ყველა კომპანიას. Apple-ს, Google-ს, Meta-ს. ისინი უჩივიან ჩვენს ყველა კომპანიას. მათ ჰყავთ ევროკავშირზე ორიენტირებული მოსამართლეები და ისინი ჯილდოდ იღებენ 15 მილიარდს, 17 მილიარდს, 20 მილიარდს…

მეტი...

“მე თურქეთში ვიქნები, იმედი მაქვს რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისურვებდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს. მისი თქმით, ის თურქეთში იქნება და იმედოვნებს, რომ რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ. „პრეზიდენტი ტრამპის განცხადება ახლახან მოვისმინე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. შეხვედრისთვის მზადყოფნა ღიად გამოვხატე. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ. ჩვენ უკრაინაში ყველანი ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს. ეს იდეა მართებულია. ბევრი რამის შევლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, რომ მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლოს. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას…

მეტი...

რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები მივიდნენ

რუსთავის ციხესთან “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები მივიდნენ. „გილოცავთ, გილოცავთ!“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ – სკანდირებენ შეკრებილები. მზია ამაღლობელს დღეს დაბადების დღე აქვს.  

მეტი...

ზელენსკიმ ხელი მოაწერა აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას. ინფორმაცია უმაღლესი რადას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული ნაბიჯი ნიშნავს, შეთანხმების რატიფიცირების ფორმალური პროცედურის დასრულებას. უმაღლესმა რადამ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს მოახდინა. აშშ-მა და უკრაინამ სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვებისა და უკრაინის აღსადგენად საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად შეთანხმებას 30 აპრილს მოაწერეს ხელი. ფონდის საშუალებით მოხდება თანხების მობილიზება ათვისებული ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და უკრაინის სხვა აქტივების გამოყენებით მიღებული შემოსავლიდან.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შს მინისტრს პენსიონერი თავს დაესხა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს, ალან გუჩმაზოვს პენსიონერი თავს დაესხა. ე,წ მინისტრს, 68 წლის პენსიონერი ჯოხით თავს მაშინ დაესხა, როდესაც გუჩმაზოვი ჯავის რაიონის სოფელ ხვწეში ადგილობრივებს ხვდებოდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ „ტელეგრამ“ არხზე „საპა ცხინვალზე“ დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ალან გუჩმაზოვმა ადგილობრივს შენიშვნა მისცა, რომ სხვები არ შეეწუხებინა, პასუხად კი პენსიონერმა ხელში ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა. შემთხვევის შემდეგ პენსიონერი დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებით, პენსიონერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა გამოცემას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი მუხლით წაუყენეს ბრალი 68 წლის პენსიონერს.

მეტი...

შესაძლოა ტრამპი რუსეთ-უკრაინის შეხვედრისთვის სტამბოლში ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა ხუთშაბათს რუსეთ-უკრაინის შეხვედრისთვის სტამბოლში ჩავიდეს. „იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.    

მეტი...

„ჰამასმა“ აშშ-ისრაელის მოქალაქე გაათავისუფლა

„ჰამასმა“ აშშ-ისრაელის მოქალაქე გაათავისუფლა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. 21 წლის ედან ალექსანდერის გათავისუფლება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით კეთილი ნების გამოხატულებას წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ედანის გათავისუფლება „შესანიშნავი ამბავია და ის მალე მშობლებთან დაბრუნდება“. ედან ალექსანდერი ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც ამერიკის მოქალაქეობას ფლობს და ღაზაში ცოცხლად დარჩენილი უკანასკნელი ამერიკელი მძევალი იყო.

მეტი...

„შეწყვიტეთ სისხლისღვრა“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხუთშაბათს, 15 მაისს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა „ძალიან მნიშვნელოვანია“. როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრამ, შესაძლოა, „ბევრი კარგი შედეგი მოიტანოს“. „შეწყვიტეთ სისხლისღვრა“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

„რუსეთს ან მშვიდობა სურს, ან დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ“ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. როგორც მაკრონი აღნიშნავს, „რუსეთს ან მშვიდობა სურს, ან დამატებითი სანქციები დაუწესდება“. „ჩვენ ჩარჩოები განვსაზღვრეთ და ყველაფერი ნათელია. გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან არ არის სერიოზულად განწყობილი და ჩვენ დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მეტი...

„ჩვენ თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ“ – პაპუაშვილი

„უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები წარმოაჩენს, რომ კულტურული იდენტობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული კავშირის მომავლის განსაზღვრის პროცესში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, როდესაც მსოფლიოს სხვა რეგიონები ევროპას ეკონომიკურად უსწრებენ, ზრდიან თავიანთ მოსახლეობასა და სამხედრო შესაძლებლობებს, ევროპის პასუხი საერთო მემკვიდრეობიდან, ღირებულებებისა და მომავლის დამაჯერებელი ხედვიდან უნდა მომდინარეობდეს. „ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო. ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე…

მეტი...

საფრანგეთი მოუწოდებს პუტინს, ზელენსკის სტამბოლში პირადად შეხვდეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, 15 მაისს, სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად შეხვდეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე მოლაპარაკებები არ გაიმართება. „უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოიყენა შესაძლებლობა და გამოთქვა სტამბოლში პირადად ჩასვლის ინიციატივა. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ვლადიმერ პუტინს, ასევე დათანხმდეს ამას. ნათელია, რომ ცეცხლის შეწყვეტის გარეშე არ იქნება არანაირი მოლაპარაკებები სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის შესახებ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მშვიდობიანი მოლაპარაკებები უპილოტო საფრენი აპარატებისა და დაბომბვის ქვეშ“, – აცხადებს ჟან-ნოელ ბარო.

მეტი...

„რუსეთთან ულტიმატუმების ენით საუბარი არ შეიძლება“ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რუსეთისთვის მიუღებელია ულტიმატუმების ენით საუბარი“. პესკოვის თქმით, რუსეთის მიმართ გაფრთხილება აქამდეც ყოფილა, თუმცა „ეს ულტიმატუმი იყო“. „გაფრთხილებები აქამდეც მოგვისმენია. ისინი ულტიმატუმის ფორმით გაჟღერდა. ულტიმატუმების მსგავსი ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთთან მსგავსი ენით საუბარი არ შეიძლება“, – აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ თუ რუსეთი 12 მაისის დღის ბოლომდე არ დაიწყებს უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოსამზადებელ პროცესს დაიწყებენ.

მეტი...

EU უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის, ჩარლზ ფრისის განცხადებით, EU უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს. როგორც ფრისმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან დაიფარება. მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის მხარდასაჭერად განსაზღვრული თანხის ოდენობა 3.3 მილიარდ ევროს მიაღწევს.

მეტი...

„თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს“ – ფიდანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ ოფიციალური ანკარა მზად არის, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს. ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ მხარეები უახლოეს მომავალში მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბებიან. „ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები კომპრომისზე წავლენ და შეთანხმებას მიაღწევენ. ახლა არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, კერძოდ, როგორც იცით, უკრაინელები ჯერ ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ. რუსებს ჯერ მოლაპარაკებები სურთ, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა. ამჟამად სიტუაცია ჩიხშია შესული“, – განაცხადა ფიდანმა.

მეტი...

ინდონეზიაში აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, დასავლეთ იავის პროვინციაში, ვადაგასული სამხედრო აღჭურვილობის დამუშავების დროს აფეთქება მოხდა, რასაც 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო არმიის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს, აფეთქების შედეგად 9 დაღუპული სამოქალაქო პირია, 4 – სამხედრო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის“ – რომის პაპი

„დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“, – ამის შესახებ ახალმა რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა. მისი თქმით, „დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის“. „ამ დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“, – განაცხადა რომის პაპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მეტი...

„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ 2 ადამიანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში  “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს  ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს – დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, ქ. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა  დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა – დაზარალებული  მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. „მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და  იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა – აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ…

მეტი...

ბოლო ერთ დღეში, ღაზის სექტორში, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა 

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში დაშავებულთა რაოდენობა 94-ია. საერთო ჯამში, 2023 წელს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ღაზის სექტორში 52 862-ს მიაღწია, დაშავდა 119 647 ადამიანი.

მეტი...

„თუ დღის ბოლომდე ცეცხლი არ შეწყდება, სანქციების მომზადებას დავიწყებთ“ – გერმანიის მთავრობა

გერმანიის მთავრობის განცხადებით, თუ რუსეთი 12 მაისის დღის ბოლომდე არ დაიწყებს უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოსამზადებელ პროცესს დაიწყებენ. როგორც გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლამდე 12 საათია დარჩენილი. „დრო გადის. დღის ბოლომდე კიდევ 12 საათია დარჩენილი და თუ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, ევროპული მხარე სანქციების მომზადებას დაიწყებს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

მეტი...

„ადამიანები ფანჯრებიდან ხტებოდნენ“ – ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც CNN წერს, ხანძრის გამო, ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მედიის ცნობით, ხანძრისგან თავის დასაღწევად მცხოვრებლები ფანჯრებიდან ხტებოდნენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

„უკრაინაში მოვიწვიე“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რომის ახალ პაპ ლეონ XIV-სთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკის თქმით, პაპთან „ძალიან თბილი“ საუბარი შედგა. „მადლობა გადავუხადე უკრაინის და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ მისი უწმინდესობის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ. მისი უწმინდესობა უკრაინაში სამოციქულო ვიზიტით მოვიწვიე. ასეთი ვიზიტი ყველა მორწმუნეს, ჩვენს ხალხს რეალურ იმედს მოუტანს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ კონტაქტს და უახლოეს მომავალში დავგეგმავთ პირად შეხვედრას”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

„წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები“ – მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ

საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

„ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა“ – ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა რ.ლ., რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს. ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ…

მეტი...

„ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა“ – ახმეტაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კახეთის რეგიონში, ახმეტაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულიც და სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქისტაურის მკვიდრნი არიან. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. შეგახსენებთ, ახმეტაში თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოიძიება.

მეტი...

ახმეტაში თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი მოკლა – დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავეც

ახმეტაში თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევა ახმეტაში, ე.წ. წყაროების ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოიძიება.

მეტი...

გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობას ტოვებს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ შინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც შინჯიკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, თანამდებობას საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს. „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4 -წლიანი მუშაობის შემდეგ, ვტოვებ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით. მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის. მადლობა თანამებრძოლებს გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის. როგორც ყოველთვის, ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში”, – წერს შინჯიკაშვილი.

მეტი...

ქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა

ქუთაისში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა 2 დღის წინ, შერვაშიძის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

სიკორსკი კრაკოვში რუსეთის საკონსულოს მუშაობის ნებართვას აუქმებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ კრაკოვში რუსეთის საკონსულოს ფუნქციონირების ნებართვის გაუქმებას აპირებს. როგორც სიკორსკი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულის მიზეზი ქვეყნის დედაქალაქ ვარშავაში სავაჭრო ცენტრის დაწვაში რუსეთის დაზვერვის სამსახურების მონაწილეობის მტკიცებულებების არსებობაა. „იმის გამო, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს სამარცხვინო დივერსიული აქტი მარივილსკას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის წინააღმდეგ, გადავწყვიტე, გავაუქმო კრაკოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ფუნქციონირებაზე გაცემული თანხმობა“, – წერს სიკორსკი.

მეტი...

„დეზინფორმაცია უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს“ – ელისეის სასახლე

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კიევისკენ მიმავალ მატარებელში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გამოყენებული ხელსახოცის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს“. „ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ფხიზლად იყავით მანიპულაციებთან“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

მეტი...