კობა კობალაძემ მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისა 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მიმდინარე წლის 11 მაისს, მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის მიწვევით, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მონაწილეებმა, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ალექსანდრე მაისურაძე, კონსული თამთა კინწურაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელი, კარლო ხმელიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.…

მეტი...

“ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ”- აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს შვეიცარიელ მასპინძლებს, შვეიცარიის მთავრობას, რომლებიც ძალიან კეთილგანწყობილი იყვნენ. ვფიქრობ, რომ ამან დიდწილად განაპირობა ის პროდუქტიულობა, რომელიც ვნახეთ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო“, – აღნიშნა სკოტ ბესენტმა.

მეტი...

„მსოფლიო ელოდება დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას“-ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რუსეთისგან ყველა ელოდება თანხმობას საბრძოლო მოქმედებების 30-დღიან შეწყვეტაზე. ამ განცხადებით, ტუსკი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ. „ჩვენი მოწოდების პასუხად რუსებმა შემოგვთავაზეს 15 მაისიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. თუმცა, მსოფლიო ელოდება ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინა ამისთვის მზადაა. მსხვერპლი აღარ უნდა იყოს“- წერს ის.    

მეტი...

“პირადად დაველოდები პუტინს თურქეთში”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირადად დაელოდება კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს. თუმცა მანამდე, რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ელის. „ჩვენ ველოდებით ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას – სრულს და ხანგრძლივს, რათა დიპლომატიას საჭირო საფუძველი მივცეთ. არ აქვს აზრი მკვლელობების გაგრძელებას. და დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში. პირადად. იმედი მაქვს, რომ რუსები ამჯერად არ დაიწყებენ მიზეზების ძებნას, თუ რატომ არ შეუძლიათ“ – აღნიშნა ზელენსკიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმებოდა.

მეტი...

პარლამენტთან აქციაა

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.  რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები უკვე 165-ე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.    

მეტი...

“გამართეთ შეხვედრა, ახლავე!!!”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, 15 მაისს თურქეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდეს. „რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ სურს, შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა განიხილოს სისხლისღვრის შესაძლო დასრულება. უკრაინა უნდა დაეთანხმოს ამას, დაუყოვნებლივ. მინიმუმ, ისინი შეძლებენ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, და თუ არა, ევროპის ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ! მე ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა დადებს გარიგებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელიც ვერ იქნებოდა მოპოვებული ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. გამართეთ შეხვედრა, ახლავე!!!” –…

მეტი...

ირანმა და აშშ-მა ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლეს

ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლები ომანში კონსულტაციების მეოთხე რაუნდს ატარებენ, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. 8 მაისს ამერიკულ მედიასთან საუბარში ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ აშშ მოითხოვს, ირანმა ურანის გამდიდრებაზე უარი თქვას და ბირთვული ობიექტების სრული დემონტაჟი მოახდინოს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ომანის დედაქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებებს მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის.

მეტი...

პოლიციამ ერთი ადამიანი მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მეორე დანაშაულის შეუტყობინებლობითვის დააკავა

პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულია, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან…

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში გაემგაზავრარუბიო ანტალიაში 14-16 მაისს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება, რათა განიხილოს ალიანსის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის მოკავშირეთა თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მანამდე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 11-14 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარში ჩავა.  

მეტი...

მოქალაქეები აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ

მოქალაქეებმა, რომლებიც ახმეტელის მეტროსადგურთან იყვნენ შეკრებილები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი ამერიკის საელჩოს საქართველოში, წარმომადგენელთა პალატაში – „მეგობარი აქტის” მხარდაჭერითვის მადლობას უხდიან. მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ს დროშები. ასევე, მანიფესტანტებმა ადგილზე ფერადი კვამლი გაუშვეს. თავდაპირველად, მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათზე სადგურის მოედნის, ავლაბრის და „დელისის“ მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს. შემდეგ კი ახმეტელის მეტროსადგურიდან საქართველოში ამერიკის საელჩოს შენობამდე მარში გამართეს.

მეტი...

“მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს”- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება ყოველგვარი პირობის წაყენების გარეშე აიღო. „კიევში და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩვენ მკაფიო წინადადება წამოვაყენეთ: უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვალდებულება ყოველგვარი პირობის წაყენების გარეშე აიღო. ახლა ჩვენ რუსეთისგანაც ველით ასევე მკაფიო პასუხს. მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს. დიალოგი შეუძლებელია, თუ იმავდროულად მშვიდობიანი მოსახლეობას ბომბავენ. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ახლავე, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს. მშვიდობისთვის“ – წერს მაკრონი.

მეტი...

“ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი”- ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, მოლაპარაკებების შესახებ, ვლადიმერ პუტინის წინადადებას ეხმაურება. “ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. რუსეთმა არ უნდა შენიღბოს ომის გაგრძელების სურვილი ვერბალური კონსტრუქციებით. ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და დაადასტურებს რუსეთის მზადყოფნას, შეწყვიტოს მკვლელობები”- წერს ერმაკი.

მეტი...

“ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება“- მერცი

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ  რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა უძღოდეს წინ. „ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ეს სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობას გააჩენს. ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.  

მეტი...

„პირველ რიგში, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და მის განმავლობაში, მოლაპარაკებებზე გადასვლა“- კიტ კელოგი

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, უნდა შედგეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. კელოგმა კომენტარი გააკეთა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრისტოფერ ლაკსონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ “პოსტზე”, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს. „ამას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრიც კი ხვდება. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, შეწყვიტეთ მკვლელობები! პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის განმავლობაში, ყოვლისმომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა. არა პირიქით“ – დაწერა კელოგმა სოციალურ ქსელში.

მეტი...

„აღარანაირი ომები“- პაპის მიმართვა მსოფლიოს

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა. პაპი უკრაინაში ნამდვილი და მდგრადი მშვიდობის დამყარების, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. ის ასევე მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ღმერთს ევედრება მსოფლიოს „მშვიდობის სასწაული“ აჩუქოს. მისი თქმით, გულში ატარებს „უკრაინის საყვარელი ხალხის ტანჯვას“. „აღარანაირი ომები“, – აღნიშნა პაპმა.

მეტი...

ძლიერი ქარი და სეტყვა ყვარელში

საქართველოში უამინდობა 14 მაისამდე შენარჩუნდება. დღეს ძლიერი ქარი და სეტყვა იყო ყვარელში. ვიდეო სოცილაურ ქსელში გავრცელდა. წუხელ ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, ხეები და ავტომანქანები. დაშავებულია ორი ადამიანი.

მეტი...

“მადლობა მეგობარს”- აქცია თბილისში

თბილისში, მეტროს სადგურ ახმეტელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოგვიანებით დემონსტრანტები აშშ-ის საელჩომდე ერთობის მარშს მოაწყობენ, რომლის სლოგანია “მადლობა მეგობარს”. აქციის მონაწილეებს თან აქვთ, საქართველოს, ევროკავშირის და ამერიკის დროშები.

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ერდოღანის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მიმდინარე საერთაშორისო საკითხები. საუბრისას ერდოღანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, რომლებიც მუდმივ გადაწყვეტამდე მიიყვანს მხარეებს. „გაიხსნა შესაძლებლობათა ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად, და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის აუცილებელ გარემოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“ – განაცხადა ერდოღანმა პუტინთან საუბრისას.

მეტი...

“რატის ბარი” , სადაც მკვლელობა მოხდა, დალუქეს

თბილისში, “რატის ბარი,” სადაც  ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაილუქა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე 8 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც ირკვევა, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ერთი დღით მახათას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაბრძანდება

2025 წლის 12 მაისს, 10:00 საათზე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღევლინება საზეიმო წირვა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. “გასულ წელს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ქართველი ემიგრანტების სანუგეშებლად და მოსალოცად გაიგზავნა რომში, ფლორენციასა და ბარიში. 12 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ერთი დღით მახათას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაბრძანდება. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი არის მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილი, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002…

მეტი...

“თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს”- ერდოღანი

პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მზადაა, უმასპინძლოს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს. „პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების გზაზე დადგა ისტორიულად გარდამტეხი მომენტი, რომ აუცილებელია ამ შესაძლებლობის გამოყენება და რომ თურქეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს ნებისმიერი ფორმით, მათ შორის მოლაპარაკებების ორგანიზებით, ცეცხლის შეწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

„აშშ რუსეთს ქმედებებით შევაფასებთ და არა სიტყვებით”- ტემი ბრიუსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი აცახდებს, რომ შტატები რუსეთს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით შეაფასებს. „რუსეთს ქმედებებით შევაფასებთ და არა სიტყვებით. ჩვენ უკრაინასთან მივაღწიეთ შეთანხმებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და ენერგიის შესახებ, რათა მათი აღდგენა დაფინანსდეს. ახლა კონფლიქტის დასასრულებლად ორივე მხარისგან კონკრეტული წინადადებები გვჭირდება“ – აღნიშნა ბრიუსმა. მისი თქმით, როგორც ცნობილია, აშშ-ს უკრაინასთან გაფორმებულ აქვს შეთანხმება რეინვესტირების ფონდის შესახებ.

მეტი...

“ვერ იქნება დიალოგი, თუ პარალელურად მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან”- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა რუსეთს, „ისეთივე მკაფიო პასუხი“ გასცეს ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა. „კიევში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ჩვენ წარვადგინეთ მკაფიო წინადადება: უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა 12 მაისიდან. პრეზიდენტი ზელენსკი ამას დათანხმდა ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე. ახლა ველოდებით ასევე მკაფიო პასუხს რუსეთისგან. ვერ იქნება მოლაპარაკებები, როდესაც იარაღი საუბრობს. ვერ იქნება დიალოგი, თუ პარალელურად მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ახლავე, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს“- განაცხადა მაკრონმა. 10 მაისს ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე უკრაინის დედაქალაქში, სადაც ევროპელმა ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, მოსკოვისგან 12 მაისიდან 30 დღით ცეცხლის…

მეტი...

ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 მოქალაქე. საერთო ჯამში, ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.

მეტი...

სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმში, სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები. პიაცას მოედანთან სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროისთვის დენი სრულად ყველა აბონენტს მიეწოდება. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მეტი...

„უკრაინის ხელისუფლებაში კარგად არ წაიკითხეს ვლადიმერ პუტინის წინადადება“- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაში სწორად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. ზახაროვას განმარტებით, პუტინის შეთავაზება ითვალისწინებს პირველ რიგში მოლაპარაკებებს კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარს. „ბანკოვას [ქუჩა კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი მდებარეობს] რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ კარგად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ჩანაწერი. პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში, საუბარი ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი შესაძლებელია საუბარი ზავზეც“ – აღნიშნა ზახაროვამ.

მეტი...

ავტობუსი კლდიდან გადავარდა – დაღუპულია 21 ადამიანი

შრი-ლანკაში ავტობუსი კლდიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  21 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულია 14 ადამიანი. უბედური შემთხვევა მთის ქალაქ კოტმალესთან ახლოს მოხდა. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში “რატის ბარში” 30 წლამდე ახალგაზრდა მოკლეს. დანაშაული გამთენიისას მოხდა. შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ახალგაზრდას ჭრილობები დანით მიაყენეს.

მეტი...

“რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფა”- პესკოვი უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზნებზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზნები კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფაა. „მოლაპარაკებების მიზნები ნათელია – კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა. ასევე რუსეთის ფედერაციის ინტერესების უზრუნველყოფა“ – განაცხადა პესკოვმა. ვლადიმერ პუტინმა წუხელ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.  

მეტი...

15 წლის გოგონათან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. შემთხვევა ხაშურში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მოსწავლეებს მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა.  დაზარალებული 15 წლის გოგონა მას გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

ლეო XIV-მ პაპ ფრანცისკეს საფლავი მოინახულა

ახალმა პაპმა ლეო XIV-მ თავისი წინამორბედის საფლავი მოინახულა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში მივიდა და პაპ ფრანცისკეს საფლავთან ილოცა. პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. 8 მაისს კი კონკლავმა 267-ე პაპად 69 წლის რობერტ ფრანცის პრევო აირჩია, რომელმაც ლეო XIV-ის სახელი აიღო.  

მეტი...

“ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. „კარგი ნიშანია, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდა. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა“ – აცხადებს ზელენსკი. ზელენსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ცეცხლის 12 მაისიდან შეწყვეტა. „მკვლელობების ერთი დღით გაგრძელებასაც კი აზრი არ აქვს. ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“ – აცხადებს ზელენსკი.  

მეტი...

ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიკრამ მისრიმ განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება არაერთხელ დაირღვა. ცოტა ხნის შემდეგ, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ კვლავ ერთგულები რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთმა ზოგიერთ რაიონში შეთანხმება დაარღვია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.  

მეტი...

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. შემთხვევა წუხელ მოხდა. დაშავებულები ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

“ადამიანივით ვგლოვობთ”- სენაკში 840 წლის ჭადრის ისტორია დასრულდა (video)

ძლიერმა ქარმა სენაკში მრავალწლოვანი ჭადარი წააქცია. შესაბამის ფოტო-ვიდეოს ადგილობრივები ავრცელებენ. ეს ის ჭადარია, რომელიც ძველ სენაკს უკვე 840 წელია ამშვენებს. ის ჯერ კიდევ შარშანდელი სტიქიის დროს დაზიანდა. “ადამიანივით ვგლოვობთ. 840 წლის ჭადრის ისტორია დასრულდა”- წერენ სენეკელები. მრავალწლოვან ჭადართან ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენაა დაკავშირებული. ხე-მცენარე ამ ადგილას პირველად 1567 წელს აღმოცენდა. ჭადარი სიმაღლეში აღწევს 30 მეტრს და აქვს ფუღურო, სადაც ეტევა რამოდენიმე ადამიანი. ის მიჩნეულია მცენარეული სამყაროს იშვიათ ეგზეპლარად.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი სექტემბერში ჩინეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩინეთს ეწვევა. ამის შესახებ პუტინმა კრემლში ბრიფინგზე განაცხადა. „შეთანხმებულია, რომ სექტემბერში შედგება ჩემი საპასუხო ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში, მილიტარისტული იაპონიის დამარცხების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე“ – განაცხადა პუტინმა. პუტინმა ისაუბრა რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზეც. „ხელი მოეწერა რიგ მთავრობათაშორის და უწყებათაშორის შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ვაჭრობა, ფინანსები, მეცნიერება, კულტურა და ბევრი სხვა“ – განაცხადა პუტინმა.

მეტი...