ბათუმში ცოლ-ქმარს ხარაჩო დაეცა

ბათუმში ძლიერი ქარის გამო ხარაჩო ჩამოიშალა და ცოლ-ქმარს დაეცა. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს კი მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. სასწრაფო სამედიციონო დახმარების სამსახურმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა. ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ბათუმში ძლიერი ქარია

მეტი...

ბათუმში ძლიერი ქარია

ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. დაზიანდა ხეები, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგია შეუწყდა. ასევე, უამინდობის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საერთაშორისო რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა.  

მეტი...

ძლიერი ქარის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა

ძლიერი ქარის გამო სტამბოლი–ბათუმის ავიარეისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომა არ შეუძლია. თვითმფრინავი ამ დროისთვის ბათუმის თავზე მანევრირებს და ეძებს უსაფრთხო დაჯდომის შესაძლებლობას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბათუმში ამ დროისთვის ძლიერი ქარია, რაც თვითმფრინავის დაშვებას ხელს უშლის.  

მეტი...

კათოლიკური სამყარო ლეო XIV-ის პირველ ქადაგებას ელოდება

ხვალ, კათოლიკური სამყარო წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეიკრიბება და ახალი პონტიფიკოსის საზეიმო წირვას დაესწრება. ათიათასობით მორწმუნე ახლა ლეო XIV-ის პირველ ქადაგებას ელოდება. “მშვიდობა იყოს თქვენთან”- მას შემდეგ, რაც სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს დაბადების ქვეშ, რომის ახალი პაპის ისტორიაც დაიბადა, ლეო მეთოთხმეტემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს სწორედ ამ სიტყვებით მიმართა. პირველი მისი გამოსვლა მშვიდობაზე აქცენტით დაიწყო, თუმცა წინ არის პირველი დიდი მესაც.

მეტი...

53 წლის წინ გაშვებული საბჭოთა კოსმოსური აპარატი დედამიწაზე ჩამოვარდა

დედამიწაზე, ინდოეთის ოკეანეში თითქმის ნახევარი ტონა წონის საბჭოთა პლანეტათაშორისი კოსმოსური აპარატი ჩამოვარდა. ეს არის Cosmos-482 სადგურის სადესანტო მოდული, რომელიც 1972 წელს ვენერაზე გაუშვეს, მაგრამ დედამიწის ორბიტაზე დარჩა. როსკოსმოსის ინფორმაციით, კოსმოსურმა აპარატმა კოსმოს-482  არსებობა შეწყვიტა და ორბიტა დატოვა . 6:24 საათზე (GMT) ის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შუა ანდამანის კუნძულიდან დასავლეთით 560 კმ-ში შევიდა და ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას დასავლეთით ოკეანეში ჩავარდა.

მეტი...

სტარმერი და მაკრონი პუტინის მოთხოვნას უარყოფენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე უარყვეს პუტინის მოთხოვნა, რაც 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას გულისხმობს. „ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოწია. ხოლო ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ. უარვყოფთ დამატებით პირობებზე ნებისმიერ წინადადებებს. საუბარია მიწაზე, ზღვაში, ცაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს გაგრძელების შესაძლებლობით, მონიტორინგის შესაძლებლობით, კონტროლის ხაზის გარშემო ძალების დაშორების შესაძლებლობით. იმათი დახმარებით, ვისაც კოალიციასთან შეერთება სურს, ეს გაკეთდება“ – განაცხადა სტარმერმა. პუტინის პირობები ასევე უარყო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.

მეტი...

“გახარია – საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებს

პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წარმომადგენელი ვიკა ფილფანი აცახდებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებენ. მისი თქმით, ბოიკოტის გამოცხადება დამარცხების აღიარებას ნიშნავს. „პირველი ამოცანა, ჩვენ რისთვისაც ვიბრძვით, ეს ორი მიზანი არის, ეს ორი მიზანი დგას. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე, თუმცა დღეს რომ ჩვენ გამოვუცხადოთ ბოიკოტი რაღაცას, რომელიც არის ოქტომბერში, ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ორ მიზანზე უარი ვთქვით… ეს ჩვენთვის შესავალშივე ნიშნავს დამარცხების აღიარებას… იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიბრძვით ხელახალი არჩევნებისთვის და ვიბრძვით პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვებისთვის… აქამდე ხომ დიდი დროა, ჩვენ ბოიკოტს არ ვუცხადებთ, ჩვენ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვნახოთ, რა პოლიტიკური…

მეტი...

გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

„რამზეს იახტების“ დამფუძნებელმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაძიემ სრული შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია, დაკავებულის დედამ გაავრცელა. „პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ“- აცხადებს ეკა წერეთელი. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი – 8 წლით.

მეტი...

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა. კაცი, რომელსაც მეზობლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

გერმანიის კანცლერი მზადაა პუტინს შეხვდეს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუ ეს შეხვედრა ომის დასრულებას შეუწყობს ხელს. „საჭიროება თუ გაჩნდება და ეს დაეხმარება ომის დასრულებას, მე ბევრი რამისთვის ვარ მზად“ – განაცხადა მერცმა. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან  

მეტი...

“შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა12 მაისიდან ამოქმედდეს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოითხოვენ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. „შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან ამოქმედდეს, სულ მცირე, 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად მოვითხოვთ და ვიცით, რომ აშშ მხარს გვიჭერს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ევროპა და აშშ კოორდინირებულად მასშტაბურ სანქციებს დააწესებენ. „30-ზე მეტი ქვეყანა მოითხოვს, რომ 12-დან დაიწყოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, ყოველგვარი პირობების გარეშე. მონიტორინგს ძირითადად…

მეტი...

დავით სონღულაშვილი ყვარელში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილთან და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ყვარელში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. კახეთის სატყეო სამსახურში 15 მეტყევე და 57 ტყის მცველია დასაქმებული. შენობა აღჭურვილია მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. ადგილობრივი მოსახლეობა განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით სარგებლობს. სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და სოციალურ გარანტიებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და შესაბამისმა აღსრულებამ…

მეტი...

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

მეტი...

“თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ”- კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კიევში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ სანქციებს გააძლიერებენ. „დღეს ჩვენ ყველანი აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პუტინს მივმართავთ. თუ ის სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, მას აქვს შანსი, რომ ეს ახლავე დაამტკიცოს. ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ და თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. პრეზიდენტ ტრამპთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობის შედეგად სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ვაიძულოთ“ – განაცხადა კირ სტარმერმა. მისი თქმით,…

მეტი...

„ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების განხორციელებას“- დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთის მხარეში იმყოფებოდა. „დღეს თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გავხსენით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. პროფესიონალიზმთან ერთად, სათანადო სამუშაო პირობები, ასევე სოციალური გარანტიები და დაცულობის ხარისხი არის ის, რაც ჩვენი თანამშრომლების საქმიანობას ხდის გაცილებით ეფექტიანს. შესაბამისად ვიღებთ შედეგსაც. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შევხვდე თანამშრომლებს. ადგილზე მოვისმინო საჭიროებების შესახებ – რა გამოწვევები აქვთ, სად ესაჭიროებათ გაძლიერება და მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, დღეს კახეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, დაცული ტერიტორიების რეინჯერებთან და ტყის მცველებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა“, –…

მეტი...

“პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ”- ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. „აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

“კიევში მშვიდობის საკითხის განხილვის ნაცვლად რუსეთს ემუქრებიან”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები მშვიდობის საკითხის განხილვის ნაცვლად,რუსეთს ემუქრებიან. „მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ. ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან, ან ზავი, რათა ბანდერას ურდოებს შესვენება მიეცეთ, ან ახალი სანქციებიო. თქვენი აზრით, ეს გონივრულია, არა? ეს სამშვიდობო გეგმები პანგენდერულ უკანალში გაიკეთეთ“- წერს მედვედევი.

მეტი...

ხაშურში 3 კაცი დაჭრეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯვარეში 3 კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა. ისინი მეზობელი სოფლებიდან არიან. დაჭრილებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება დაწყებულია.

მეტი...

თბილისში მშენებარე სპორტული კომპლექსის შენობა ჩამოინგრა

თბილისის ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სპორტული კომპლექსის შენობა ჩამოინგრა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია სოციალური ქსელში გავრცელდა.

მეტი...

“საელჩომ ისე ჩაატარა ღონისძიება, რომ ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღე არ მიულოცა”- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. მისი თქმით, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს და ომის ვეტერანებს 9 მაისი. „სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა. ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. ეს ბრძოლა რომ არა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი,…

მეტი...

კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს

კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმები განიხილეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ე.წ. მსურველთა კოალიციის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დონადლ ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია აშშ-ის წინადადებისადმი მათი მხარდაჭერის შესახებ.

მეტი...

გლ­დან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა

გლ­დან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტომობილს არასრულწლოვანი მართავდა.

მეტი...

“ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა მოხდეს. „დღეს „მსურველთა კოალიცია“ შეიკრიბა. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ჩვენი მიზანი ნათელია: სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რასაც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“ – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და სანქციების გამკაცრებისთვის მზად არის.

მეტი...

კიმ ჩენ ინი აცხადებს,  რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო

კიმ ჩენ ინი აცხადებს,  რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო. “ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ის შეესაბამება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს. ყველა მამაც ჯარისკაცს, რომელმაც კურსკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ” – თქვა კიმ ჩენ ინმა. კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ ფხენიანი არ მოერიდება სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს “სამხედრო პროვოკაციებს” რუსეთის მიმართ.

მეტი...

“მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას”- მერცი

კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია გააძლიერებს რუსეთის “ომის მანქანაზე” ზეწოლას, თუ კრემლი მდგრად ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. მერცის თქმით, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი კიევში ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად. „ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. რუსეთს მოვუწოდებთ, არ შეუშალოს ხელი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენთვის ნათელია, სისხლისღვრა უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო თავდასხმითი ომი და უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, განვითარდეს, როგორც სუვერენული…

მეტი...

ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს

უკრაინის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.  

მეტი...

“ინდოეთს სათანადო პასუხი გავეცით”- პაკისტანის პრემიერი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ინდოეთს სათანადო პასუხი გასცეს. „დღეს ჩვენ ინდოეთს სათანადო პასუხი გავეცით და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო შური ვიძიეთ“ – განაცხადა შეჰბაზ შარიფმა. მისი თქმით, პაკისტანმა საპასუხო მოქმედებებისას „უაღრესად დიდი თავშეკავება“ გამოიჩინა. შეგახსენებთ, დღეს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და ინდოეთში სამხედრო ბაზებს დაარტყა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია რამდენიმე საათით ადრე ინდოეთის მიერ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე პასუხს წარმოადგენდა.  

მეტი...

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – ამინდი იცვლება

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მეტი...

ინდოეთის დარტყმების შედეგად პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ინდოეთის დარტყმების შედეგად, ბოლო 12 საათში, სადავო ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი” ავრცელებს. 10 მაისს ღამით ინდოეთმა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიიტანა პაკისტანის ავიაბაზებზე. პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა თავდასხმა სახიფათო მოვლენად დაახასიათა, რომელიც რეგიონს დესტაბილიზაციას უქმნის. მეზობელი სახელმწიფოს აგრესიაზე საპასუხოდ, პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.  

მეტი...

რუბიო პაკისტანსა და ინდოეთს კონფლიქტის გადასაჭრელად აშშ-ის შუამავლობას სთავაზობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტის გადასაჭრელად შეერთებული შტატების შუამავლობის ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის ავრცელებს. მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და პაკისტანის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ისჰაკ დართან. რუბიომ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა მოძებნოს დაძაბულობის შემცირებისა და პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენის გზები, რათა თავიდან აიცილონ შეცდომები. მანამდე ის ესაუბრა პაკისტანის არმიის მეთაურსაც, სადაც კვლავ მოუწოდა ორივე მხარეს, მოძებნონ გზები სიტუაციის განსამუხტად. პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებას…

მეტი...

თიხის სახლები ჩინეთში

თულუ – თიხის სახლები, ეს უძველესი, განსხვავებული და უნიკალური სოფლის ნაგებობებია.  ამჯერად გაგაცნობთ ნანძინგს, სამხრეთ აღმოსავლეთ ჩინეთის,  ფუძიანის პროვინციაში. ნანძინგის თულუ ჩინური საცხოვრებლის არქიტექტურის ნათელი და განსხვავებული შედევრია. თულუს უძველესი ნაგებობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ის წარმოაჩენს  ჩინეთის მდიდარ კულტურას და ისტორიას. საინტერესოა თულუს სტრუქტურაც. როგორც ადგილობრივები გვიხსნიან, მის ასაგებად ძირითადად გამოიყენებოდა შემდეგი მასალა: მიწა, ხე, ქვა და ბამბუკი. შენობები ან მართკუთხა ფორმისაა ან კიდევ მრგვალი, წრიული. ყველაზე მაღალი თულუ კი 5 სართულს მოიცავს. გარე კედლები დატკეპნილი მიწის, შერეული ქვებისა და ბამბუკის ნაზავია. კედელში ჩატანებული ბამბუკი კი მის სიმყარისთვის…

მეტი...

დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე – ვითარება ინდოეთსა და პაკისტანს შორის

ინდოეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ პაკისტანმა სარაკეტო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა. ქვეყნის საავიაციო ფრთის მეთაურმა, ვიომიკა სინგმა განაცხადა, რომ პაკისტანის სარაკეტო იერიშების სამიზნე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მდებარე სამედიცინო და საგანმანათლებლო ობიექტები იყო. „პაკისტანელი ჯარისკაცები საზღვრის გასწვრივ გადაადგილდებიან, რაც შემდგომი ესკალაციის მიზნით თავდასხმითი მოქმედებების განზრახვაზე მიუთითებს“ – აღნიშნა მან.

მეტი...

მაკრონმა კიევში ვიზიტის სამი მთავარი მიზანი დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს,ზეწოლას გააგრძელებენ. „კიევში დავბრუნდი. ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი პასუხი კოლექტიური უნდა იყოს“ – წერს ემანუელ მაკრონი. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიევში გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად ვიზიტის სამი მთავარი მიზანი დაასახელა. „პირველი, მშვიდობა, რომელიც სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით იწყება. ეს არის წინადადება, რომელსაც ჩვენ აშშ-თან ერთად ვამუშავებთ. უკრაინამ ის 11 მარტს მიიღო. თუმცა, რუსეთი დროს აჭიანურებს და წინაპირობებს აყენებს. თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას, ჩვენ გავაძლიერებთ…

მეტი...

ისტორიაში პირველად, საქართველო ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

საერთაშორისო საციგურაო კავშირის გადაწყვეტილებით (ISU), საქართველოში ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის“ საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით „თრიალეთის თასი 2025″ პირველად გაიმართება. ტურნირს მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს ახლად აშენებული თბილისის ყინულის არენა უმასპინძლებს. ტურნირი მამაკაცების, ქალების, სპორტული წყვილებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში მოეწყობა. წელს ოთხივე სახეობაში „ჩელენჯერის“ ტურნირები მხოლოდ საქართველოში, იაპონიაში, გერმანიასა და ხორვატიაში გაიმართება. თბილისში გასამართ ტურნირზე მსოფლიოს არაერთი მაღალი რეიტინგის მქონე ფიგურული მოციგურავე იასპარეზებს. ISU-მ საქართველოს მსგავსი მასშტაბის ტურნირის ჩატარების უფლება პირველივე განაცხადის გაკეთებისთანავე მისცა.

მეტი...

ბრიტანეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” 100 ტანკერს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” 100 ტანკერს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები  ეხება იმ ტანკერებს, რომლებმაც 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთი გადაიტანეს. სიაში ასევე შევიდა რუსეთთან დაკავშირებული ცხრა იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის სადაზღვევო კომპანია “სოგლასიე“.’ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა “ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ძალაშია, რათა ხელი შეუშალოს ვლადიმერ პუტინის ჩრდილოვან ფლოტს და მის სამხედრო მანქანას წაართვას ნავთობისგან მიღებული შემოსავლები”.

მეტი...

ევროპელი ლიდერები უკრაინაში (video)

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში ჩავიდნენ. ეს მერცის პირველი ვიზიტია უკრაინაში, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა გერმანიის კანცლერი. უკრაინის დედაქალაქში მერცს, მაკრონს და სტარმერს შეუერთდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. მათ უკვე შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკი. ერთობლივი ფოტო მედიაში გავრცელდა. „ჩვენ კიევში ვიდგებით უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად „რუსეთის მიმდინარე შემოჭრის ფონზე“ – დაწერა მერცმა სოციალურ ქსელში. მან ასევე დაადასტურა, რომ ოთხივე ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას ომში 30-დღიანი ზავის შესახებ.

მეტი...