სალომე ზურაბიშვილი „ექსპო ჯორჯიაში“, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება (VIDEO)

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფება. ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით იმართება. „ექსპო ჯორჯიაში“ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, დღეს, 9 მაისს საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება.

მეტი...

„სიმართლე ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი

„მთელი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. წითელ მოედანზე, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს, პუტინმა აღნიშნა, რომ სიმართლე და სამართლიანობა რუსეთის მხარესაა. „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა. ჩვენ ვამაყობთ მათი გამბედაობითა და მონდომებით“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

„ევროპელ ჩინოვნიკებს „დიფ სთეითისგან“ აქვთ დავალება, რომ დაუპირისპირდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“ – კობახიძე

„2022 წელს, ქართველ ხალხს სრულიად უსამართლოდ, დაუსაბუთებლად უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე და უსამართლობა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით ახორციელებს, დღესაც გრძელდება, რაც სამწუხაროა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უთხრეს ქართველ ხალხს უარი 2022 წელს სტატუსის მინიჭებაზე. „თქვენ იცით, რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე – ჯერ სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის…

მეტი...

„ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ, ელისაშვილისგან – ფეხი არ დაუცდეთ, ეს გაფრთხილებაა“ – კობახიძე

„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. „სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ, ალეკო ელისაშვილისგან. ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს. 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო…

მეტი...

„უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია“ – კობახიძე ესტონეთის სანქციებზე

„ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო რჩება ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. „ესტონეთს აქვს სანქციები მანამდეც დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

„ორმაგი სტანდარტია ყველგან“ – ბოჭორიშვილი ვარშავაში საგარეო მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე

„საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევას შეეხებოდა, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ „ორმაგი სტანდარტია ყველგან“. „ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს. ის არის ორმაგი სტანდარტი, რომ რაც არის დასაშვები საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოში რომ აღშფოთდებიან. საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ეს ხელისუფლება და ეცით პატივი!“ – აცხადებს ბოჭორიშვილი.

მეტი...

„30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს ვუჭერ“ – ლაიენი

„ევროპა უკრაინის გვერდით იქნება“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. ლაიენის განცხადებით, ევროპა სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას ხელს შეუწყობს. „მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, რათა გააძლიეროს მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი შეუწყოს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მეტი...

„პუტინს სიტყვა მივეცი, რომ დღეს მოსკოვში ვიქნებოდი და შევასრულე“ – ვუჩიჩი

„ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანა, შევინარჩუნოთ ხსოვნა დიდ სამამულო ომზე, გამარჯვებაზე“, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. ვუჩიჩის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა. „იცით, მე პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და მე შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის… მე ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. მადლობა თქვენ თბილი მიღებისთვის, თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის“, – აცხადებს ვუჩიჩი.

მეტი...

„გაერთიანებული სამეფო რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს“ – მთავრობა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს დაუწესებს. როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას გააძლიერებს. „მთავრობა დღეს სანქციებს დაუწესებს 100-მდე ნავთობტანკერს, რომლებიც პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ და 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გადაზიდვაზე არიან პასუხისმგებლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„რუსეთს არ შეუძლია, ჰქონდეს იმედი, რომ გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც ჯერ არც დაუპყრია“ – ჯეი დი ვენსი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთს არ შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც ჯერ არც დაუპყრია. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დროს „ზედმეტად დიდი“ მოთხოვნები წამოაყენა. „ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი მოითხოვდა ზედმეტად ბევრს, იმიტომ, რომ რუსული აღქმა ომის მიმდინარეობაზე არის ის, რომ ისინი იმარჯვებენ. და, რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ ზავის მიღწევა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვე მათთვის არ იყო მარტივი. ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ჩვენ არ გვსურს უკრაინის მარცხი. ჩვენ, ცხადია, გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, მაგრამ რუსეთს არ…

მეტი...

საქართველოში ევროპის დღეს აღნიშნავენ – დედაქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება

დღეს, 9 მაისს საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავს. ევროპის დღე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 75 წლის წინ წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ევროკავშირი დღეს 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. თბილისში, ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით, ღონისძიება, სლოგანით „#ertad აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს!“ გაიმართება. დედაქალაქში ასევე დაგეგმილია აქცია, ლოზუნგით „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“, რომელიც ევროპის მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის…

მეტი...

„თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება დაცული, აშშ და პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ“ – ტრამპი

„მე ერთგული ვარ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის, ევროპელებთან ერთად“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპის თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. „აშშ მოუწოდებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ. იმედია, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების სიწმინდის პატივისცემაზე. თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. ყოველ კვირა ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება და ყველას უნდა სურდეს, რომ ეს შეჩერდეს. მე…

მეტი...

„ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს“ – ზელენსკი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულება სურს. „განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ, კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის…

მეტი...

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ

დღეს საქართველოში დიდი ზეიმია. 9 მაისი უქმეა და ამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვებას 80-წლისთავს აღნიშნავენ. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოდან  300 000-მდე ჯარისკაცი იმსხვერპლა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. მეორე მსოფლიო ომი აზიაში დაიწყო იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. ომი ვროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით,  აზიაში კი  – 1945 წლის 2…

მეტი...