ნატო-ს გენერალურმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ გრძელვადიანი პერსპექტივაში მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის პერსპექტივას, თუმცა არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. „მთელი ნატო ეთანხმება შეუქცევად გზას უკრაინის გავლით ნატო-ში, მაგრამ ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის გარანტირებული იქნებოდა ნატო-ს წევრობა. ეს არასდროს შეთანხმებულა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ნატო-ს მოკავშირეებმა თქვეს დიახ, იარსებებს ნატო-ს წევრობის პერსპექტივა. ეს უფრო შორეული პერსპექტივისთვისაა, არა ამჟამად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. როგორც მანამდეც ვთქვი, მე მიხარია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჩიხი გაარღვია, რომ პროგრესი მიიღწევა” – განაცხადა მარკ რუტემ.
მეტი...დღე: მაისი 9, 2025
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. „ევროპის მოედანზე“ შეკრებილების ნაწილმა რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გადაინაცვლა. მოქალაქეების უცვლელი მოთხოვნებია: აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
მეტი...ინდოეთის კონტროლირებად ნაწილში, აეროპორტთან ათი აფეთქების ხმა გაისმა
ქაშმირში, ინდოეთის კონტროლირებად ნაწილში მდებარე აეროპორტის მახლობლად ათი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქებებს წინ უძღოდა ელექტროენერგიის გათიშვა, რაც გამოწვეული იყო მრავალი ჭურვით, რომლებიც გასულ ღამეს ქალაქ ჯამუს ცაში შენიშნეს. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის რეგიონის გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარება დაძაბული რჩება. 7 მაისს ინდოეთმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა პაკისტანში და სადავო ქაშმირის რეგიონის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდე გამწვავდა, რაც 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებას ნაწილში 26 ადამიანი, ძირითადად ინდოელი ტურისტები, მოკლეს.
მეტი...“მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს”- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. როგორც მან განაცხადა, გამარჯვება და ევროპის გზაზე დაბრუნება არის გარდაუვალი. „ყველა კარგად გრძნობს, რომ ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან. არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს. ჩვენი გზა არის იმდენად ნათელი, რომ ხალხი მოდის ისე, რომ არავინ არ მოუწოდებს. ეს ხალხი მოდის, აქ იდგება და გამარჯვება და დაბრუნება ევროპის გზაზე არის აბსოლუტურად გარდაუვალი. ამას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეტი...კულინარიის შედევრი – ფერადი ყველი სხვადასხვა არომატით
ქალბატონი ვენერა ოქროსხელება ადამიანი, რძის პროდუქტების მწარმოებელი, რომელიც რძისგან საოცრებებს ქმნის. ათამდე სული საქონელი ჰყავს, რომელსაც უვლის, პატრონობს და მწვანე, წითელ, ოქროსფერ, ყავის არომატის თუ ბოსტნეულის შიგთავსის ყველს აწარმოებს. მისი პროდუქცია იმდენად ლამაზია, დასაჭრელად დაგენანება. რაც შეეხება გემოს, ამას გასინჯვის გარდა, არაფერი შველის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნატურალურია. მოკლედ გეტყვით, რომ მწვანე ყველი – მოცვითა და ტარხუნითაა; წითელი ყველი – საფერავით; ყავისფერი ყველი – ყავით, ფერადი ყველი – ბოსტნეულით. ფოტორეპორტაჟი – ვენერას კულინარიული შედევრი.
მეტი...“ჩემი ფეხი არის მყარი”- ზურაბიშვილი კობახიძეს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 26 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. ზურაბიშვილი პრემიერს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. „ჩემი ფეხი არის მყარი. მინდა რომ დაწყნარდეს. ჩვენი ფეხი მყარია ვიცით საითკენ მივდივართ. ვიქნებით ძალიან ბევრი 26 მაისს. მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველა გამოვიდეთ. დამოუკიდებლობის დღე არის ის დღე, როცა უნდა გადავარჩინოთ დამოუკიდებლობა“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. „ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ, ელისაშვილისგან – ფეხი არ დაუცდეთ, ეს გაფრთხილებაა“ – კობახიძე
მეტი...აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ
აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ. ინფორმაციას Reuters ფრანგულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ცალმხრივად გამოცხადდეს თუ არა ცეცხლის შეწყვეტა თუ რუსეთს პასუხის გასაცემად მოკლე ვადა მიეცეს. თუმცა, უარის შემთხვევაში, ამერიკელებისა და ევროპელების მიერ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები იქნება შემოღებული. ის ასევე აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სასანქციო პაკეტებზე კოორდინაცია მიმდინარეობს. „ბოლომდე დასრულებული პროექტი არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაახლოების მომენტში ვართ. ეს შესაძლოა, მომდევნო საათებსა და დღეებში მოხდეს, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდეს ან 30 დღით, რაც ჯერ კიდევ განიხილება“ – განაცხადა წყარომ.
მეტი...„გამორიცხული არ არის რევოლუცია მიიღოთ“- ზურაბ ცეცხლაძე ხელისუფლებას მიმართავს
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა მიმართეს. საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და პატიმრობაში მყოფ ოჯახის წევრებს მხნეობა უსურვეს. როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ აღნიშნა, თუ ხელისუფლება “უგუნური გადაწყვეტილებების მიღებას არ შეწყვეტს რევოლუციას მიიღებს”. „იმიტომ გამოვდივარ, რომ ჩემი გზავნილი გავუგზავნო ამ არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნებით მოსულ, საძულველ, ხელისუფლებას. უნდა შევახსენო, რომ ევროპა არის უსაფრთხოება, ევროპა არის სინათლე, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება. აქედან გამომდინარე ქართველ ხალს უკვე აქვს გაკეთებული არჩევანი. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთთან მიიყვანოს. მოეშვან არაადეკვატური, სულელური გადაწყვეტილებების მიღებას, თორემ გამორიცხული არ…
მეტი...„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას”- დანიის პრემიერი პუტინს
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს უკრაინაში ომი შეწყვიტოს. „შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“ – განაცხადა ფედერიქსენმა.
მეტი...რას არ გაიგებთ და რას არ ნახავთ – აქ ყველაფერი ნატურალური და ქართულია (ვიდეო)
მწვანე ყველი – მოცვითა და ტარხუნით; წითელი ყველი – საფერავით; ყავისფერი ყველი – ყავით, ფერადი ყველი – ბოსტნეულით…. რას არ გაიგებთ და რას არ ნახავთ. ყველაფერი ქართული ერთ სივრცეში – საქართველოში დიდი ზეიმია. ევროპის დღეზე საქართველოს კუთხეებმა ერთად მოიყარა თავი. საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, კულინარიული თუ მუსიკალური განწყობა როგორც ადგილობრივებმა, ისე უცხოელმა სტუმრებმა ერთად იზეიმეს. განსაკუთრებით საინტერესო კი ქართული გემოსა და ტრადიციული ნუგბარის დაგემოვნება აღმოჩნდა.
მეტი...„ევროპის მოედანზე“ აქცია მიმდინარეობს
„ევროპის მოედანზე“ აქცია – „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს. ამ წუთებში საქართველოს ჰიმნი სრულდება, გაჟღერდება ასევე ევროკავშირის ჰიმნიც. „ევროპის მოედანზე“ დამონტაჟებულია სცენა და შესაბამისი ტექნიკური ინვენტარი. ორგანიზატორების თქმით, ცოტა ხანში პატიმრების ოჯახის წევრები, ექიმები, აქტივისტები, მსახიობები გამოვლენ და სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს. „ევროპის მოედნამდე“ მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო “ავლაბრიდან”, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიმართა. მეტეხის ხიდიდან გადმოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს ასევე მშვიდობის ხიდიდან.
მეტი...უკრაინა ხვალ ე.წ. მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს
უკრაინა ხვალ ე.წ. მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ გვჭირდება ეს კოალიცია და ის საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რათა ჩვენი საერთო ხედვის შესაბამისად უზრუნველყოს უსაფრთხოება“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინა მოკავშირეებისგან უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს ითხოვს, რათა დაიცვას ქვეყანა რუსეთის ნებისმიერი სამომავლო სამხედრო აგრესიისგან.
მეტი...“ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს”- პატრიარქი
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს გაერთიანების საიუბილეო თარიღს ულოცავს. ამის შესახებ მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, 80 წლის წინ გაღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისთვის ზრუნვის აუცილებლობა. „ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს. ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის. თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის…
მეტი...„ევროპის მოედნის“ მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს
„ევროპის მოედნის“ მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. ევროპის დღესთან დაკავშირებულ მარშს, რომელიც რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნისკენ მიემართება, სტუდენტებიც უერთდებიან. მსვლელობის სათავეში ახალგაზრდებს აქციების პერიოდში დაკავებული მოქალქეების ფოტოები უკავიათ, უკან კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მიჰყვებიან აქციის სხვა მონაწილეები. ევროპის მოედნამდე მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო “ავლაბრიდან”, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობს.
მეტი...კობა კობალაძემ და შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს
ფაშიზმზე გამარჯვების 80-წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს -100 წლის ვახტანგ ადამაშვილს, 97 წლის ეთერ ბრაჭულსა და 101 წლის არსენა აბხაზიშვილს გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს, ფაშიზმის დამარცხებაში გაწეული ღვაწლისთვის მათ მიმართ მადლიერება და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატეს და საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ვეტერანებს გადაეცათ როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სიმბოლური საჩუქრები, ასევე, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ მიერ სპეციალურად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის მომზადებული სასაჩუქრე კალათები. „აღსანიშნავია, რომ შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ თბილისში მცხოვრები მეორე…
მეტი...თბილისში ევროპის დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე მარში მიმდინარეობს
თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე მსვლელობა იმართება. მოქალაქეები სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიებიდან მსვლელობით ევროპის მოედნამდე მივლენ. ევროპის მოედანზე დაგეგმილია აქცია, ლოზუნგით „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება. აქციას სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები უერთდებიან.
მეტი...„წარმოუდგენელია, მსოფლიოს ამ ნაწილიდან იყო და მოსკოვში 9 მაისს აღნიშნავდე“ – ტუსკი ფიცოზე
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 9 მაისს, მოსკოვში სამხედრო აღლუმზე დასწრების გამო აკრიტიკებს. ტუსკის განცხადებით, „წარმოუდგენელია, მსოფლიოს ამ ნაწილიდან იყო და მოსკოვში 9 მაისს აღნიშნავდე“. „ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი შეიძლება მსოფლიოს ამ ნაწილიდან იყოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს იყოს წითელ მოედანზე და აღნიშნოს გამარჯვების დღე მათთან ერთად, ვინც ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და სხვა ქვეყნებს ესხმის თავს“, – აცხადებს ტუსკი.
მეტი...„უნგრეთმა 2 უკრაინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა“ – სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთმა 2 უკრაინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. სიიარტოს თქმით, დიპლომატების გაძევის მიზეზი ჯაშუშობის ბრალდება გახდა. მანამდე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელის გამოვლენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მეტი...„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება“ – ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება. როგორც ფაშინიანმა 9 მაისთან დაკავშირებულ მიმართვაში აღნიშნა, სომხეთი თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის გზაზეა. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება და ჩვენ ამ გზას გავყვებით. ჩვენმა რეგიონმა დაიმსახურა უფლება, იცხოვროს მშვიდობიანად და აყვავებულად და ასეც უნდა იყოს. ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება… ეს სულაც არ არის მარტივი გზა, მაგრამ ღირს მისი გავლა და მის დასასრულებლად და შეუქცევად ნავსაყუდლამდე მისასვლელად…
მეტი...გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში, ორმოში 2 ადამიანი ჩავარდა – ერთი დაიღუპა
მარნეულში, 2 ადამიანი საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual.ge ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი, სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...„მზად ვართ, რუსეთზე ზეწოლა განვახორციელოთ“ – მერცი
„ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო სოლიდარობით, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა. მერცის თქმით, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მზად არიან, რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გააგრძელონ. „მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, განვახორციელოთ შემდგომი ზეწოლა რუსეთზე. მოვუწოდებთ რუსეთს, დაადგეს ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების გზას. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ არ დავაყოვნებთ, ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად, კიდევ უფრო გავზარდოთ ზეწოლა სანქციებით“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.
მეტი...„არის გეგმა, რა უნდა გაკეთდეს, თუ უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტო დაძლეული არ იქნება“ – კალასი
„უკრაინას თავისი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი და ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს. როგორც კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ევროკავშირს აქვს სათადარიგო გეგმა, რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტო დაძლეული არ იქნება“. „ჩვენ გეგმა B და გეგმა C გვაქვს. თუმცა, ჩვენი ყურადღება A გეგმაზეა გამახვილებული, რაც ყველას მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს“, – აცხადებს კალასი.
მეტი...საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში საზეიმო მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობამდე ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება. „როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. ტაძრების წინამძღვრებს…
მეტი...EU უკრაინას 1.9 მილიარდ ევროს გამოუყოფს
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის 1.9 მილიარდ ევროს გამოუყოფს. შმიგალი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და Telegram-ზე წერს, რომ უკრაინისთვის იარაღის შეძენა, „ევროპის მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით, რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება. „ამ თანხიდან ერთი მილიარდი ევრო მიმართული იქნება იარაღის შეძენაზე ე.წ. დანიური მოდელის მიხედვით – პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან; კიდევ 600 მილიონი ევრო გამოიყოფა არტილერიისა და საბრძოლო მასალისთვის; 200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად“, – წერს შმიგალი და პარტნიორებს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. შეგახსენებთ, დღეს, 9 მაისს უკრაინის ქალაქ ლვოვში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
მეტი...„ქედმაღლურად, ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან“ – პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირთან დაკავშირებით, საქართველოში ლიეტუვის ელჩის განცხადებას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად, რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად არ უნდა საუბრობდნენ“. „ძალიან გთხოვთ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, თან ისე, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს და რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყანაში რადიკალების აქციებში მონაწილეობენ, ქედმაღლურად, ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან“, – წერს პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. ცნობისთვის, საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა განაცხადა, რომ „ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი…
მეტი...„მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის“ – ლეო XIV
რომის ახლადარჩეულმა პაპმა, ლეო XIV-მ პონტიფიკოსის რანგში პირველი მესა ჩაატარა. სიქსტეს კაპელაში ჩატარებულ მესას კარდინალები ესწრებოდნენ. „მინდა, გავიმეორო სიტყვები ფსალმუნიდან: „ახალ სიმღერას ვუმღერებ უფალს, რადგან მან, რადგან მან სასწაულები მოახდინა“. და მართლაც, არა მხოლოდ ჩემთან, არამედ ყველა ჩვენგანთან, ჩემო ძმებო კარდინალებო. მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის მიერ მოხდენილი სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის. პეტრეს მსახურების მეშვეობით, თქვენ მომიწოდეთ, რომ ეს ჯვარი მეტარებინა და ამ მისიით მეკურთხებინა და ვიცი, შემიძლია, თითოეულ თქვენგანს დავეყრდნო, ჩემთან ერთად იაროთ, რადგან ჩვენ, როგორც ეკლესია, გავაგრძელებთ არსებობას, როგორც იესოს მეგობრების საზოგადოება, როგორც მორწმუნეები, სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად,…
მეტი...მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ, 8 მაისს გვიან ღამით დაიწყო. სამძებრო ღონისძიებაში, რომელიც ბალახვანის ხიდის მიმდებარედ მიმდინარეობდა, მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.
მეტი...„ყველა რუსული აღლუმი ნანახი მაქვს – ეს იყო ყველაზე ძლიერი“ – ლუკაშენკო
„ყველაზე კარგი აღლუმი იყო, რაც რუსეთის ფედერაციას ჩაუტარებია“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმზე განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, „ეს ყველაზე ძლიერი აღლუმი იყო“. „საბჭოთა აღლუმებში მონაწილეობა არ მიმიღია, ახალგაზრდა ვიყავი. ყველა რუსული აღლუმი ნანახი მაქვს და შემიძლია ვთქვა, ეს იყო ყველაზე ძლიერი აღლუმი. ვიღაცებმა იწუწუნეს, ტექნიკა არ იყო საკმარისიო, განსაკუთრებით საჰაერო ეშელონი. ხომ ხვდებით, საომარი დროა. არ არის იმის დრო, რომ ფრონტიდან ტექნიკა აიღო და აქ საჩვენებლად ჩამოიტანო“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მეტი...„ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს EU-ში გასაწევრიანებლად – იმედი მაქვს, მომავალში ერთად ვიქნებით“ – ფიშერი
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. როგორც ფიშერმა აღნიშნა, ყველამ იცის, ევროკავშირში გასაწევრიანებლად რა უნდა გაკეთდეს. „დღეს ევროპის დღეა. მინდა, მივულოცო ეს დღე ყველა ქართველ მეგობარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. ევროპა მეგობრობა და სოლიდარობაა, დღეს ამის აღნიშვნას ვგეგმავთ. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იმედი მაქვს, ეს გაკეთდება და მომავალში ერთად ვიქნებით ერთ კავშირში“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
მეტი...სამ ენაზე შესრულებული ჰიმნი – ევროპის დღე საქართველოში (ვიდეო)
საქართველოში დღეს არაერთი ღონისძიება იმართება, რომელიც ევროკავშირის დღეს ეძღვნება. მათ შორის, ერთ-ერთია საგამოფენო სივრცე, სადაც ჰიმნი სამ ენაზე შესრულდა. ქართულად – საქართველოს ჰიმნი და გერმანულად და უკრაინულად ევროკავშირის ჰიმნი უკრაინელი დედების შესრულებით.
მეტი...საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დაბა ჩხოროწყუს ჩრდილო-აღმოსავლეთით 14 კმ-ში, სოფელ თაიასთან იყო. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:53 საათზე დაფიქსირდა.
მეტი...„ცალკე ვინ აღნიშნავს? – სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით“ – ზურაბიშვილი 26 მაისზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 მაისს – ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საზოგადოება ერთად იზეიმებს. მედიის წარმომადგენლებმა ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს 30 აპრილს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს“. მეხუთე პრეზიდენტის თქმით, 26 მაისი ხალხის ზეიმია. „ცალკე ვინ აღნიშნავს? რეებს ლაპარაკობთ. ეს არის ხალხის ზეიმი და ჩვენც სწორედ სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით. დამოუკიდებლობა არის ჩვენი ერთობლივი და ჩვენი ერთობის მიღწევა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მეტი...„პირადი მოწვევა არ გაგვიგზავნია არც ახლანდელი და არც ყოფილი მთავრობისთვის“ – ჰერჩინსკი ევროპის დღის ღონისძიებაზე
„საქართველო არ ესწრება უფრო და უფრო მეტ ღონისძიებას, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც EU-ის საელჩოს ინიციატივით, ევროპის დღე აღინიშნება. კითხვას, მიიწვიეს თუ არა ევროპის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვა პოლიტიკოსები, ელჩმა უპასუხა, რომ ეს „ღია ღონისძიებაა“. „ეს არის ღია ღონისძიება. ჩვენ მოვიწიეთ ყველა. შესაძლოა, ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ ქსელში ჩვენი პოსტერები. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი მოვა, რათა აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. მართალი ხართ, პირადი…
მეტი...„საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია“ – პაველ ჰერჩინსკი
„თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, „ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია“. „2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული კარი გაუღო და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია… ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს…
მეტი...„9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა – ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია“ – კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა. დედაქალაქის მერმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. „ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია, სიძულვილი, ზიზღი. 9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა. 80 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან, რაშიც დიდია საქართველოს წვლილი. ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, საქართველოს მთავრობის,…
მეტი...ევროპის დღე „ექსპო ჯორჯიაში“ – „მედიაცენტრ მთავარის“ ფოტორეპორტაჟი
დღეს, 9 მაისს საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავს. ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით, ღონისძიება, სლოგანით „#ertad აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს!“ მიმდინარეობს. რა ხდება ამ წუთებში „ექსპო ჯორჯიაში“, „მედიაცენტრი მთავარი“ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.
მეტი...