მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მეტი...

„ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება“- საპატრიარქო ერთ-ერთ სპექტაკლზე

საქართველოს საპატრიარქო ერთ-ერთი თეატრში გამართულ წარმოდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, წარმოდგენა “ღვთისმგმობელი” იყო. საპატრიარქო მოუწოდებს ღონისძიების ორგანიზატორებს, სინანულისაკენ და შეახსენებს, რომ “ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, საეკლესიო სასჯელის სახით, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება”. “ჭეშმარიტი ხელოვნება სიკეთის მსახურება და ამ სიკეთის ხალხისთვის გაზიარებაა. სწორედ ეს არის მისი არსი და დანიშნულება, მაგრამ, როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილს და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან. როგორც წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, თავისუფლება არ ნიშნავს იმის კეთებას,…

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს 10 მაისს ოდესაში დაკრძალავენ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თარბეი (თაბო) არქანია დაიღუპა. მას 10 მაისს ქალაქ ოდესაში დაკრძალავენ. ახლობლის ინფორმაციით, 34 წლის თაბო არქანია 5 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან დაიღუპა. თაბო არქანია უკრაინაში ცხოვრობდა, ის აფხაზეთიდან იყო დევნილი.  

მეტი...

“უნგრეთი არ ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას”- მედია

უნგრეთი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტის მიღებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. „6 მაისს, კორეპერის ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის შეხვედრაზე ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის პროექტი წარადგინა. განხილვა საკმაოდ დადებითი იყო. როგორც ჩანს, უნგრეთი ამ პაკეტის მიღებას არ ეწინააღმდეგება“ – განუცხადა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატმა უკრაინულ გამოცემას. დიპლომატის განმარტებით, უნგრეთი სანქციების ახალ პაკეტს არ ეწინააღმდეგება, რადგან ის ძირითადად შეზღუდვებს ეხება იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ბუდაპეშტისთვის პრობლემური არ არის და პაკეტი არ შეიცავს რამე სადავო…

მეტი...

“დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი პაპის ვინაობის გამოცხადებას ეხმაურება. როგორც ტრამპი წერს, დიდი პატივია, რომ ლეო XIV პირველი ამერიკელი პაპია. „ვულოცავთ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს, რომელიც ახლახან დასახელდა რომის პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა ამაღელვებელი და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი!“ – წერს ტრამპი.   “უფალს ვუყვარვართ უპირობოდ” – პაპი რობერტ პრევოსტი (video)  

მეტი...

“უფალს ვუყვარვართ უპირობოდ” – პაპი რობერტ პრევოსტი (video)

რომის ახალი პაპი, ამერიკელი  რობერტ პრევოსტი (ლეო XIV) ვატიკანში შეკრებილი მოაქლეების წინაშე წარსდგა. პაპმა მათ ამ სიტყვებით მიმართა “ღმერთს უყვარხართ ყველა თქვენგანი და ბოროტება ვერ გაიმარჯვებს”.   მან განსვენებულ პაპ ფრანცისკეს საჯაროდ გადაუხადა მადლობა გაწეული შრომისათვის. “მე მინდა, რომ როგორც ქრისტემ მიმართა, მეც მოგმართოთ თქვენ ამ სახელით – მშვიდობა თქვენდა. მინდა, რომ მშვიდობამ მოაღწიოს თქვენს ოჯახებამდე, თითოეულ პიროვნებამდე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ყველა ერს, მთლიანად დედამიწას. იყოს მშვიდობა თქვენს შორის.  ეს არის აღმდგარი ქრისტეს მშვიდობა, რომელიც არის განუიარაღებელი. უფალს, ჩვენ ვუყვარვართ უპირობოდ და ჩვენ ვინახავთ ჩვენს მახსოვრობაში პაპის ხმას, რომელიც…

მეტი...

კონფლიქტი მწვავდება – პაკისტანი ინდოეთის ქალაქს უპილოტო აპარატებით ესხმის თავს

ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მწვავდება. პაკისტანი ქალაქ ჯამუს ბომბავს. მედიის ინფორმაციით, პაკისტანი ინდოეთის კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქს უპილოტო აპარატებით ესხმის თავს. თავდასხმის გამო, ქალაქში ელექტროენერგია გამორთეს. საომარი მოქმედებების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შაჰბაზ შარიფს. რუბიომ პაკისტანს და ინდოეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, შარიფმა აღნიშნა, რომ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ნებისმიერ ფასად დაიცავს.  

მეტი...

ახალი პაპი რობერტ პრევოსტი გახდა

ვატიკანის ახალი პაპის ვინაობა  საზოგადოებას ერთ-ერთმა კარდინალმა გააცნო. როგორც მან განაცხადა, ახალი პაპი რობერტ პრევოსტი გახდა. როგორც ცნობილია, ის ამერიკელია და 69 წლის გახლავთ. მისი სახელი, როგორც პაპის იქნება ლეო XIV. კარდინალის გამოსვლას მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ. მათ წინაშე ახალი პაპი მალე წარსდგება.

მეტი...

წმ.პეტრეს მოედანზე ათასობით მოქალაქე ახალი  პაპის გამოჩენას ელოდება

ვატიკანში, წმ.პეტრეს მოედანზე ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. ისინი ახალი  პაპის გამოჩენას ელოდებიან. 133 კარდინალის მიერ პაპის არჩევის შემდეგ, მისი ვინაობა საზოგადოებას ერთ-ერთმა კარდინალმა პროტოდიაკონმა უნდა გააცნოს. ამის შემდეგ კი რომის ახლადარჩეული პაპი საზოგადოების წინაშე წმ.პეტრეს ბაზილიკის აივნიდან წარსდგება.   ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს

მეტი...

აშშ-მა და ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “უბრალოდ მინდა დავიწყო იმით, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა, რადგან ეს გამარჯვების დღეა, მეორე მსოფლიო ომი, 8 მაისი და [დიდი ბრიტანეთის] პრემიერმინისტრი ტელეფონით გვიკავშირდება, ჩვენ შესანიშნავი მოკავშირეები ვიყავით და სავაჭრო შეთანხმებასაც იმავე დღეს მოვაწერეთ ხელი, როდესაც დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, ყველაზე დიდი გამარჯვება”- აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...

შვედეთი „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად ორ მილიონ დოლარს გამოყოფს

შვედეთი „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად ორ მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადება შვედეთის მთავრობაში გაკეთდა. „შვედეთის მხარდაჭერა რადიო „თავისუფალი ევროპისთვის“ ეხმარება ჟურნალისტებს, გააგრძელონ დამოუკიდებელი და სწორ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება იმ ადგილებში, სადაც მედიის თავისუფლება შეზღუდულია“– ნათქვამია განცხადებაში. რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებდა შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორის იყო “რადიო თავისუფლება”.

მეტი...

ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს

სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი ბოლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი რომის პაპი აირჩიეს.ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი მისი ვინაობა მალე იქნება ცნობილი. ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო. ახალი პაპი მესამე კენჭისყრაზე აირჩიეს. რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.  

მეტი...

რობერტ ფიცო მოსკოვში გაემგზავრა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში გაემგზავრა. მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა მოსკოვში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სერბეთისა და სლოვაკეთის ლიდერებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე დახურეს, მოსალოდნელია, რომ ფიცო, ვუჩიჩის მსგავსად, უცნაური ტრაექტორიით წავა მოსკოვისკენ. მოსალოდნელია, რომ ფიცოს თვითმფრინავი გადაიფრენს უნგრეთს, რუმინეთს, შავ ზღვას (თურქეთისა და საქართველოს სანაპიროს მახლობლად), სანამ რუსეთის საჰაერო სივრცეში შევა.

მეტი...

“ხვალ უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ გადავცეთ ერთი მილიარდი ევრო”- კაია კალასი

ევროკავშირი უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიას ერთ მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. როგორც კალსმა თქვა, გადაწყვეტილება ოფიციალურად ხვალ, 9 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კიევში ვიზიტის დროს გამოცხადდება. “უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რათა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. რას ვაკეთებთ ამისთვის? ვმუშაობთ სანქციების მე-17 პაკეტზე, რომელსაც, იმედი გვაქვს, საგარეო საქმეთა შემდეგ საბჭოზე მიღებას შევძლებთ. ასევე, ცოტა ხნის წინ, საგზაო რუკა გამოვაქვეყნეთ, რათა მოვიშოროთ რუსეთის ენერგორესურსები და ასევე მისი ნაწილია – როგორ ვუმკლავდებით [რუსეთის] “ჩრდილოვან ფლოტს”, რომელიც ომის დაფინანსების ნაწილია. ხვალ უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ ხელმისაწვდომი გავხადოთ ერთი მილიარდი ევრო უკრაინის…

მეტი...

“გავუმკლავდეთ ნებისმიერ რისკს და გამოწვევას” – სი ძინპინი პუტინს  

”მნიშვნელოვანია თანამშრომლობის კურსს მივყვეთ, ერთობლივად გადავლახოთ გარე დაბრკოლებები, გავაძლიეროთ თანამშრომლობის საფუძველი და მივცეთ მას უფრო ძლიერი იმპულსი“ – ეს იმ გზავნილების მცირე ნაწილია, რაზეც კრემლში სი ძინპინი და პუტინი შეთანხმდნენ. პრეზიდენტებმა თანამშრომლობის გაფართოებაზეც ისაუბრეს. „აუცილებელია ორი ქვეყნის დამატებითი უპირატესობების სრული გამოყენება, მათ შორის რესურსების ბაზა და წარმოების სისტემა, და გაფართოვდეს მაღალი ხარისხის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საავიაციო და კოსმოსური და ხელოვნური ინტელექტის სექტორებში. მნიშვნელოვანია „კულტურის წლების“ პოტენციალის სრულად რეალიზება და თანამშრომლობის გაძლიერება განათლების, კინემატოგრაფიის, ტურიზმის, სპორტისა და რეგიონების სფეროებში, რათა ხელი შეუწყოს ხალხთა დაახლოებას“ –  აღნიშნა სი…

მეტი...

“მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების და განვითარებადი ქვეყნის ინტერესები” – შეხვედრა კრემლში

„მაისის დღეები მოსკოვში მოწმენდილ ცათა მსუბუქი ღრუბლებით. როდესაც ავტოკოლონა დიდი კრემლის სასახლის შესასვლელთან მივიდა, ჩინეთის ლიდერს მოსკოვის კრემლის კომენდანტი დახვდა. პუტინმა სი ძინპინს, “გიორგიევსკის დარბაზში” საზეიმოდ უმასპინძლა“ –  ასე ხატოვნად იწყება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრზიდენტის მიღება. კრემლში პუტინმა და სი ძინპინმა მოლაპარაკებები გამართეს. როგორც ოფიციალური ჩინეთი აცხადებს, ორი ქვეყნის მეთაურმა ორმხრივი დღის წესრიგისა და აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული საკითხების შესახებ აზრთა სიღრმისეული გაცვლა გამართეს. „ლიდერები შეთანხმდნენ სტაბილურად გააღრმავონ სტრატეგიული თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების მდგრადი, ჯანსაღი და აღმავალი განვითარებისთვის, ერთობლივად შეინარჩუნონ ისტორიული მეხსიერება და სიმართლე მეორე მსოფლიო ომის შესახებ, დაიცვან გაეროს ავტორიტეტი და სტატუსი…

მეტი...

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო – მილიონი ლარი გადაეცემა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის, ფულადი ჯილდო – მილიონი ლარი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა. „საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ გამართულ გადამწყვეტ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მატჩს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მეტი...

„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მკაცრად ვიცავთ“ – რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მკაცრად იცავენ. როგორც თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის არმიის ყველა ქვედანაყოფმა 8 მაისის ღამეს, საბრძოლო მოქმედებები სრულად შეწყვიტა. „რუსეთის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მათ შორის არ ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს. რუსული არმიის ყველა ქვედანაყოფმა 8 მაისის ღამეს, სრულად შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და დარჩა ადრე დაკავებულ პოზიციებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 28 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც 8 მაისს, 00:00 საათზე დაიწყო და 11 მაისს დასრულდება.

მეტი...

BfV-მ AfD-ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად კლასიფიკაციის პროცესი შეაჩერა

გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტო (BfV), ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად კლასიფიკაციის გადაწყვეტილებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კიოლნის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში სასამართლო განხილვის დასრულებამდე იქნება. „BfV თავს შეიკავებს AfD-ის დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ მოძრაობად საჯაროდ მოხსენიებისგან, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის საჩივართან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

სი ძინპინი  პუტინთან მოლაპარაკებებს მართავს

რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს მართავს. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა პუტინის მოწვევით რუსეთში ხელახლა ვიზიტი და საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღესასწაულებზე დასწრება. პრეზიდენტმა სიმ აღნიშნა, რომ ისტორიამ და რეალობამ სრულად აჩვენა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების მდგრადი განვითარება და გაღრმავება არის ლოგიკური ძალისხმევა ორ ხალხს შორის ხანგრძლივი მეგობრობის შესანარჩუნებლად, ბუნებრივი არჩევანი, რათა „დავეხმაროთ ერთმანეთს წარმატების მიღწევაში, განვითარებასა და აღორძინებაში“. „წელს აღინიშნება ჩინეთის სახალხო წინააღმდეგობის ომის გამარჯვების 80 წლისთავი იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომისა…

მეტი...

მომხმარებლებს 200 000-მდე გადასახადი ჩამოეწერათ

„გვქონდა შემთხვევები, როდესაც 1 000 – 1 500 ლარი მხოლოდ იმიტომ დაერიცხა მომხმარებელს, რომ დაზიანებული ქსელიდან წყლის დაღვრა ხდებოდა“, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მომხმარებლებისთვის ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებზე საუბრისას. როგორც ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, წყალმომარაგების სექტორში, განცხადებების ძირითადი ნაწილი სასმელი წყლის ქსელის დაზიანებას, არა დროულ რეაგირებასა და აღრიცხვიანებას ეხებოდა. „600-ზე მეტი რეკომენდაცია გავეცით. 200 000 ლარამდე არასწორად დარიცხული გადასახადი ჩამოვწერეთ. საერთო ჯამში, ლიდერი მაინც ენერგეტიკის სექტორი რჩება მიმართვიანობის მხრივ, შემდეგ წყალმომარაგება და ბოლოს არის ბუნებრივი აირის სექტორი. ზოგადად, სხვადასხვა ტიპის პრობლემები…

მეტი...

პუტინი საქართველოს მოსახლეობასა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერებს გამარჯვების დღეს ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 80-წლისთავს საქართველოს და მოლდოვის მოსახლეობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. TASS-ის ცნობით, პუტინმა გამარჯვების დღე დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერებსაც მიულოცა. „ქართველი და მოლდოველი ხალხისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ხალხებს შორის შუღლის დათესვა”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა მისალოცი წერილები დსთ-ს ქვეყნების ლიდერებსაც გაუგზავნა.

მეტი...

„უკრაინაზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს“ – პესკოვი

„გვსურს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს, რათა კონფლიქტის ძირითადი მიზეზები აღმოიფხვრას“, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას. როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსეთის ინტერესების გათვალისწინება პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოების გარანტიებთან. „უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს. გვსურს, ჩვენი ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს, რათა კონფლიქტის ძირითადი მიზეზები აღმოიფხვრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებთან“, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების დროს „ზედმეტს…

მეტი...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ესტონეთი საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ დღეს, 8 მაისს მიიღო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, „ეს ნაბიჯი წარმოადგენს პასუხს სამოქალაქო საზოგადოების, პროევროპული აქციების მონაწილეებისა და მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე“. აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა უკვე დააწესა პერსონალური სანქციები საქართველოს 83 მოქალაქის წინააღმდეგ, მათ შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც არიან.

მეტი...

„რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა 734-ჯერ დაარღვია“ – სიბიგა

„პუტინის სააღლუმე ცეცხლის შეწყვეტა ფარსი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. სიბიგას განცხადებით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა 734-ჯერ დაარღვია. „ჩვენი სამხედრო მონაცემების მიხედვით, პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას ფრონტის მთელ ხაზზე. შუა ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა 734-ჯერ დაარღვია და 63 თავდასხმა განახორციელა, რომელთაგან 23 ამ წუთებშიც გრძელდება. 586 იერიში მიიტანეს ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე, აქედან 464 მძიმე შეიარაღებით, 176 იერიში დრონებით და 10 საჰაერო იერიში 16 მართვადი საავიაციო რაკეტით“, – დაწერა სიბიგამ X-ზე. შეგახსენებთ, 28 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა…

მეტი...

უკრაინის რადამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

დღეს, 8 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც მედია იტყობინება, შეთანხმებას, სახელწოდებით „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“, მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა. აშშ-მა და უკრაინამ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 30 აპრილს მოაწერეს.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, თარბეი (თაბო) არქანიას სიცოცხლე ემსხვერპლა. არქანია დონეცკის ოლქში, ქალაქ პოკროვსკისთან დაიღუპა. მას მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. თარბეი არქანიას ოდესაში, 10 მაისს დაკრძალავენ.

მეტი...

„გაშლილი ხელი დამარტყა – მე განვიცადე ტკივილი“ – ირაკლი დგებუაძე

„გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში – საკმაოდ ძლიერი იყო“, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც დგებუაძემ აღნიშნა, დარტყმის შედეგად ტკივილი განიცადა. „[მზია ამაღლობელმა] პოლიციელის ქურთუკით მომქაჩა – გამიკვირდა, ეს შეურაცხყოფა არ დამიმსახურებია. გაოცებულმა შევხედე. შენიშვნის მიცემას ვაპირებდი – ასე ნუ მოიქცევით – მაგრამ შენიშვნის მიცემა არ დამცალდა – გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. ერთგან დამარტყა მარჯვენა სახის არეში… საკმაოდ ძლიერი იყო. ჩვენებაში დაფიქსირებული ჩემ მიერ განცდილი ტკივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. სახეში როცა გირტყამენ, თავს გესხმიან, თუ ვინმე…

მეტი...

ვარშავის უნივერსიტეტში ქალი ნაჯახით მოკლეს – პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის უნივერსიტეტში ქალი ნაჯახის გამოყენებით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, მოკლული ქალი მათი თანამშრომელი იყო და თავდასხმა მთავარი კამპუსის შენობაში მოხდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია უნივერსიტეტის დაცვის წევრიც, რომელმაც ქალის დახმარება სცადა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 22 წლის პოლონელი მამაკაცი დააკავა. პროკურორის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. უნივერსიტეტმა თავდასხმას „უზარმაზარი ტრაგედია“ უწოდა და ხუთშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

მეტი...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება. პროცესს თავად მზია ამაღლობელიც ესწრება.

მეტი...

„ჭიპლარი ჯერ კიდევ მიმაგრებული ჰქონდა“ – კალიფორნიაში, ნაგავსაყრელზე ჩვილი იპოვეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, პოლიციამ ნაგავსაყრელზე ჩვილი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სამართალდამცველებს რივესაიდის მცხოვრებლებმა შეატყობინეს, რომ საცხოვრებელ კომპლექსთან არსებული ნაგავსაყრელიდან ბავშვის ტირილის ხმა ესმოდათ. „როდესაც ოფიცრები მივიდნენ, მათ იპოვეს ახალშობილი ბიჭი, რომელიც იწვა ნაგავსაყრელის გვერდით, სუნთქავდა, ტიროდა და ჭიპლარი ჯერ კიდევ მიმაგრებული ჰქონდა“, – წერს მედია. ახალშობილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. „ფსიქოლოგიური ძალადობით, შანტაჟით და მუქარით აიძულებდა დაზარალებულს სექსუალური მომსახურება გაეწია მამაკაცებითვის, გამომუშავებული თანხა კი მისთვის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული დაზარალებულს აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, აშანტაჟებდა და სხვადასხვა კრიმინალური წარსულის მქონე პირებით ემუქრებოდა. იგი მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულს და დადგენილი ოდენობით თანხის ჩარიცხვას  სთხოვდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

სიქსტეს კაპელის საკვამურიდან კვლავ შავი კვამლი ამოვიდა – რომის პაპი ისევ ვერ აირჩიეს

დღეს, 8 მაისს ვატიკანში კონკლავის მეორე დღეა. სიქსტეს კაპელის საკვამურიდან კვლავ შავი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა დღის პირველ ნახევარში გამართული ხმის მიცემის ორი რაუნდის შედეგად, რომის პაპი ისევ ვერ აირჩიეს. უშედეგო კენჭისყრის შემდეგ, კარდინალები სანტა მარტას რეზიდენციაში გადაინაცვლებენ. შესვენების შემდეგ კი, კვლავ სიქსტეს კაპელაში დაბრუნდებიან, სადაც დღეს ხმის მიცემის კიდევ 2 რაუნდი გაიმართება. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს. პაპის ასარჩევად კარდინალების ხმების 2/3-ია საჭირო. კონკლავის პირველი დღე 7 მაისი იყო. აღსანიშნავია, რომ ბენედიქტე XVI  და პაპი ფრანცისკე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც დღის წესრიგში ახალი პაპის არჩევა დადგა, ორი დღის…

მეტი...

„არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა – უსაფრთხოების ოფისმა რეკომენდაცია გააუქმა“ – საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ უქმდება რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებს თბილისში მდებარე 3 სავაჭრო ცენტრში ყოფნისგან თავი უნდა შეეკავებინათ. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები 3 სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. „7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ 3 სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს…

მეტი...

საქალაქო სასამართლოში ჭიჭინაძის, ცხადაძისა და კიდევ 9 ადამიანის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ 10 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე პოლიციელებს დაკითხავენ. სხდომა ერთი საათის დაგვიანებით, ცოტა ხნის წინ დაიწყო. შეგახსენებთ, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

უკრაინამ ხარკოვის ოლქის სოფელ ლიპცისთან პოზიციები აღადგინა და 200 ჰა ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ლიპცის მახლობლად პოზიციები აღადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ანალიტიკურ პროექტ DeepState-სა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ბრიგადა „ქარტიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინამ აღნიშნული მიმართულებით ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა და კონტროლი 200 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორიაზე დაიბრუნა. „უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-13 ბრიგადამ „ქარტიამ“, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით, დაასრულა ფართომასშტაბიანი ოპერაცია ხარკოვის ოლქის ლიპცის ჩრდილოეთით ტყის მასივის გასათავისუფლებლად. დეოკუპირებული ტერიტორიის საერთო ფართობი 200 ჰექტარზე მეტია“, – აცხადებენ „ქარტიაში“.  

მეტი...