სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი ბოლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკლავის პირველ დღეს კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს. ისინი ახლა სანტა მარტას რეზიდენციაში დაბრუნდებიან, სადაც იზოლაციაში იქნებიან კონკლავის (კენჭისყრის) მეორე დღემდე, რომელიც ხვალ იქნება.
მეტი...დღე: მაისი 7, 2025
რუსი დეპუტატები „არატრადიციული“ სათამაშოების წინააღმდეგ
რუსი დეპუტატები „არატრადიციული“ სათამაშოების წინააღმდეგ გამოდიან. ისინი მიიჩნევენ, რომ საბავშვო ბაღებში მხოლოდ „სწორი სათამაშოები“ უნდა მოხვდეს. რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრის, სერგეი კრავცოვის თქმით, სკოლამდელი ასაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ყველა ძირითადი ფსიქოლოგიური ფუნქციის ჩამოყალიბებაში. “ჩვენ გვჭირდება იმ სათამაშოების ჩამონათვალი, რომლებსაც საბავშვო ბაღებს ვაწვდით: ყოველი კონკრეტული ასაკისთვის – კონკრეტული ჩამონათვალი. სამწუხაროდ, მაღაზიების თაროებზე კვლავ ვხედავთ სათამაშოებს, რომლებიც ბავშვებში რუსეთისთვის უცხო ღირებულებებს ავითარებენ“- ამბობს ის. 10 აპრილს სახელმწიფო დუმის ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტატიანა ბუცკაიამ თქვა, რომ საყოველთაო დაუდევრობის გამო, ამჟამად რუსეთის სამომხმარებლო ბაზარი სავსეა ბავშვების ფსიქიკისთვის საშიში სათამაშოებით. მისი…
მეტი...მზია ამაღლობელის საქმეზე, 8 მაისს სასამართლო პროცესი გაიმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის საქმეზე, 8 მაისს 13:00 საათზე, სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. შესაძლოა, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა. გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე…
მეტი...ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს: “ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სიცოცხლე 250 000-ზე მეტმა ამერიკელმა შესწირა. დღეს და ყოველდღე, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო თავისი ერისთვის, თავისუფლებისთვის და დასავლური ცივილიზაციის გადარჩენისთვის. ჩვენი ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლის გარეშე, ამ ომის მოგება ვერ მოხდებოდა და ჩვენი დღევანდელი სამყარო რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. 1945 წლის 8 მაისი აღნიშნავს მოკავშირეების მიერ გერმანიის უპირობო კაპიტულაციის მიღებას – წლების განმავლობაში ხანგრძლივი, საშინელი და სასტიკი ომის დასასრულის დასაწყისს. მილიონობით უაზროდ დაკარგული სული გვახსენებს, თუ რატომ…
მეტი...ვრცელდება სასულიერო პირთა სია, რომელთაგანც ერთ-ერთი პაპი გახდება
ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მიმდინარეობს. ახალ პონტიფიკოსს 133 კარდინალი აირჩევს. ვრცელდება იმ სასულიერო პირების ჩამონათვალს, რომელთაგანაც ერთ-ერთი რომის პაპი გახდება. პიეტრო პაროლინი, 70 წლის, იტალია; ლუის ანტონიო ტაგლე, 67 წლის, ფილიპინები; პიტერ თურქსონი, 76 წლის, განა; რობერტ ფრენსის პრევოსტი, 69 წლის, აშშ; პეტერ ერდო, 72 წლის, უნგრეთი; მატეო ზუპი, 69 წლის, იტალია; ხოსე ტოლენტინო კალაჩა დე მენდონსა, 59 წლის, პორტუგალია; მარიო გრეჩი, 68 წლის, მალტა; პიერბატისტა პიცაბალა, 60 წლის, იტალია; რობერტ სარა, 79 წლის, გვინეა.
მეტი...ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს შეხვდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. შეხვედრა ელისეის სასახლეში გაიმართა. ფრანგული მედიის ცნობით, აჰმედ ალ-შარაას გარდა, დელეგაციის წევრები არიან სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შაიბანი და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრი რაედ ალ-სალეჰი. აჰმედ ალ-შარაამ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიწვევა თებერვალში მიიღო. მაკრონი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც სირიის ახალ პრეზიდენტს ესაუბრა.
მეტი...“ინდოეთს საფასურის გადახდა მოუწევს”- პაკისტანის პრემიერი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი აცხადებს, რომ გასულ ღამეს ქაშმირზე განხორციელებული იერიშის გამო ინდოეთს საფასურის გადახდა მოუწევს. „იმ აშკარა შეცდომისთვის, რაც ინდოეთმა გუშინ ღამით დაუშვა, მოუწევს საფასურის გადახდა. შესაძლოა, მათ ეგონათ, უკან დავიხევდით, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ეს არის ერი, რომელმაც იცის, როგორ იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის“ – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. გასულ ღამეს ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 31 და დაშავდა 57 ადამიანი.
მეტი...რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალზქეები. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. მოგვიანებით, აქციას მსვლელობით შეუერთდებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.
მეტი...მოქალქეები ახალი პაპის მოლოდინში
ვატიკანში მოქალაქეები და კონკლავის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე არიან შეკრებილები. 133 კარდინალი “სიქსტეს კაპელას” ტერიტორიაზე ახალი პაპის არჩევაზე ამ წუთებში მსჯელობს. კარდინალთა კონკლავი დაიწყო
მეტი...დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში ცვლილებები შევიდა
დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას მერია ავრცელებს. „ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, რის გამოც, გადაუდებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. საპრევენციო ღონისძიებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ, 12-მეტრიანი ავტობუსები N323, N317, N370 და N395 მოძრაობენ დავით გურამიშვილის გამზირიდან…
მეტი...ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში ვიზიტი გააუქმა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი ავრცელებს. “ისეთი ცნობა მოვიდა, რომ ალიევი არ ჩამოვა, სამწუხაროდ. იმით ახსნეს, რომ შიდა ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომლებიც ჰეიდარ ალიევს ეძღვნება” – განაცხადა უშაკოვმა. მოსკოვში ვიზიტი ასევე გააუქმა ლაოსის პრეზიდენტმა, თონგლუნ სისულითმა, რომელიც კორონავირუსით დაავადდა.
მეტი...კარდინალთა კონკლავი დაიწყო
რომის პაპის ასარჩევად სიქსტის კაპელაში კარდინალთა კონკლავი დაიწყო. კარდინალთა პროცესია პავლეს კაპელიდან დაიწყო და სიქსტის კაპელასთან დასრულდა. კარდინალები დღეს საღამოს გამართავენ პირველ საიდუმლო კენჭისყრას. კარდინალებმა სიქსტის კაპელაში შესვლის შემდეგ საკურთხეველს პატივი სცეს და საკუთარი ადგილი დაიკავეს. ამის შემდეგ, კარი ჩაიკეტა და წარმოთქვეს სიტყვები: “extra omnes” – რაც ნიშნავს, რომ სხდომაზე ყველა არაწევრი პიროვნება უნდა გავიდეს. ამ მომენტიდან კონკლავი ოფიციალურად დაწყებულად ითვლება. გადაწყვეტილება 115 კარდინალმა უნდა მიიღოს, რაც კარდინალთა კონკლავის შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. ჯერჯერობით, კარდინალებს გამოკვეთილი ფავოროტი არ ყავთ. პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში…
მეტი...“შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე”- სუს-ის განცხადება აფეთქების საფრთხეზე
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის თაობაზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, “შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე”. „მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან” – ნათქვამია განცხადებაში. რას ამბობენ „გალერია თბილისში” აფეთქების საფრთხესთან დაკავშირებით
მეტი...რას ამბობენ „გალერია თბილისში” აფეთქების საფრთხესთან დაკავშირებით
აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხზე აფრთხილებს. ჩამონათვალში, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისიც“ არის. როგორც სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, ბომბის საფრთხეზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები უკვე ჩააყენეს საქმის კურსში. „ჩვენთან არანაირი ტიპის ზარი და მეილი არ განხორციელებულა. ჩვენც ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდიდან გავიგეთ და შესაბამისი უწყებები ჩავაყენეთ საქმის კურსში”- ამბობენ „გალერია თბილისში“. „თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ“- საელჩო
მეტი...„თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ“- საელჩო
აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. შესაბამის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. “გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო: “ისთ ფოინთ” სავაჭრო ცენტრში – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2; “გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში – შოთა რუსთაველის გამზირი 2/4; თბილისის სავაჭრო სივრცე [“თბილისი მოლი”] – დავით აღმაშენებლის გამზირი 16. თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონულმა ოფისმა ურჩია საელჩოს ყველა თანამშრომელს, მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ამბებს განახლებისთვის. დამატებით ინფორმაციას, როცა გვექნება, შეგატყობინებთ”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელსაც ვებგვერდზე ავრცელებს.
მეტი...„რუსები ზედმეტს ითხოვენ“ – ჯეი დი ვენსი
„რუსებს გარკვეული მოთხოვნები აქვთ, გარკვეულ დათმობებს ითხოვენ, რათა კონფლიქტი დამთავრდეს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს. როგორც ჯეი დი ვენსმა მიუნხენის ლიდერთა შეხვედრაზე აღნიშნა, აშშ-ს მიაჩნია, რომ მოსკოვი ბევრს ითხოვს. „არ ვიტყოდი, რომ რუსებს არ აინტერესებთ ამის დამთავრება. რასაც ვიტყოდი არის ის, რომ ამჟამად რუსებს გარკვეული მოთხოვნები აქვთ, გარკვეულ დათმობებს ითხოვენ, რათა კონფლიქტი დამთავრდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი ზედმეტს ითხოვენ. რა თქმა უნდა, უკრაინული მხარეც ძალზედ მნიშვნელოვანია. ისინი მეორე მხარე არიან, ყოველ შემთხვევაში, უშუალოდ კონფლიქტში და უნდა ვიკითხოთ, „რა სჭირდებათ უკრაინელებს, რათა ამ კონფლიქტის დასრულება წარმატებული…
მეტი...„აშშ-ის ჩართულობის გარეშე, უკრაინაში ომს ვერ დავასრულებთ“ – მერცი
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის გარეშე, რუსეთ-უკრაინის ომს ვერ დაასრულებს. როგორც კანცლერმა საფრანგეთში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროპული ქვეყნები აშშ-ის ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ. „ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს უკრაინაში, აშშ-ის ჩართულობის გარეშე. ეს არ არის ის, რისი ჩანაცვლებაც ევროპელებს შეუძლიათ“, – აცხადებს მერცი.
მეტი...მოსკოვისკენ მიმავალი ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავი ბაქოში იძულებით დაჯდა
მოსკოვისკენ მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბაქოს აეროპორტში იძულებითი დაშვების მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გახდა. მოგვიანებით, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, ვუჩიჩის თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით გაფრინდა. ცნობისთვის, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.
მეტი...აშშ-ის სენატმა „MEGOBARI აქტი“ განსახილველად მიიღო
ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა „MEGOBARI აქტი“ განსახილველად მიიღო. როგორც რაუფოღლუ X-ზე წერს, დოკუმენტი სენატის საკანონმდებლო კალენდარში 70-ე საკითხად დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ „MEGOBARI აქტი“ მანამდე კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. კანონპროექტის მომხრე 349 კონგრესმენი იყო, მათგან 168 „რესპუბლიკელი“, ხოლო 181 – „დემოკრატი“. წინააღმდეგ 42 კონგრესმენი წავიდა, 42-ს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მეტი...საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის…
მეტი...სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა
ვლადიმერ პუტინის მიწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა. როგორც ჩინური მხარე ავრცელებს ინფორმაციას, ის რუსეთში „სახელმწიფო ვიზიტით, საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად“ გაემგზავრა. ჩასვლამდე პრეზიდენტმა სიმ რუსულ პრესაში სტატიაც გამოაქვეყნა, სადაც რუსეთ-ჩინეთის მეგობრობაზე საუბობს და სისხლით გაჟღენთილ მსოფლიო ანტიფაშისტურ ომსა და ჩინეთ-რუსეთის მარადიულ, ამოუწურავ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ 9 მაისს მოსკოვი მასშტაბური “პარადისთბის” ემზადება.
მეტი...„დაფუძნებულია სიცრუეზე – ვერ იქნება მეგობრული“ – კალაძე „MEGOBARI აქტზე“
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი, რომელიც შინაარსობრივად სიცრუეს ეფუძნება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ აქტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, რომელსაც აქვს საკმაოდ ღრმა ფესვები, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ბრძოლა გრძელდება. კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მას მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მტრული აქტი, რომელიც მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ და ძირითადად, შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ ფაქტებზე. შესაბამისად, ის ვერ იქნება მეგობრული“, –…
მეტი...ჩიკვაიძესა და პაპიაშვილს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ – პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულები – გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება პაპიაშვილს, მას 8-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა და ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მეტი...„უნდათ, რომ 26 მაისი იყოს ორად გაყოფილი – ამის საშუალებას „დიფ სთეითს“ არ მივცემთ“ – კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება არის, რომ „არაფერი არ უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას, მათ შორის დღესასწაულებიც კი“. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „უნდათ, რომ 26 მაისი იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად გაიხლიჩოს“. „დიფ სთეითის“ დაკვეთაა, რომ უნდა გახლიჩონ საზოგადოება. თქვენ გახსოვთ, თარიღებთან დაკავშირებით როგორი დისკუსია გამართეს. თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღს და შემდეგ უცებ გადაერთნენ 7 აგვისტოზე. შობა უნდა აღინიშნოს არა 7 იანვარს, არამედ, 25 დეკემბერს და ა.შ. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება. არაფერი არ უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას – თარიღებიც კი,…
მეტი...ჩინეთი აშშ-სთან და ევროპასთან მოლაპარაკებებს მართავს
ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის ვიცე-პრემიერი ხე ლიფენგი ოფიციალურ ტურნეს იწყებს. 9–12 მაისს ის შვეიცარიას ესტუმრება. ვიზიტი შვეიცარიული მთავრობის მოწვევით ხორციელდება. ვიცე-პრემიერი შეხვედრას გამართავს შვეიცარიის მთავრობის ლიდერებთან. როგორც ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის წარმომადგენელი აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ საკითხებში, ლიფენგი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან. 12–16 მაისს, ხე ლიფენგი ევროპისკენ აირებს გეხს. კერძოდ, ის გაემგზავრება საფრანგეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს ჩინეთ-საფრანგეთის მეათე, მაღალი დონის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში.
მეტი...„მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ“ – კალაძე
„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და ეს ყველაფერი იმართება გარედან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძის თქმით, „მიუხედავად ქვეყნის გარედან წამოსული მუქარებისა, მოქმედი ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დაიცავს“. „ჩვენ ვნახეთ, რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა რამდენიმე წლისა და თვეების წინ. ვნახეთ კონკრეტული სცენარები – ჯერ ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, მერე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემდეგ პოლიტიკური პარტიები, მერე საზოგადოების წევრები და ა.შ. ბევრი სცენარი ვნახეთ, მაგრამ არ იფიქროთ ეს საქართველოში დაგეგმილი იყო. ყველაფერი იმართება გარედან. მათ ჰყავთ თავისი პატრონები – კონკრეტული ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც გეგმავენ ამ…
მეტი...„ჯო უილსონი თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითია“ – ირაკლი კობახიძე
„გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, „დიფ სთეითის“ დამარცხების შემთხვევაში, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა დალაგდება. „გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში, დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტი ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ. მაგალითად, ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითი“. ის არ არის ტრამპის გავლენის ქვეშ“, – აღნიშნა კობახიძემ.
მეტი...„მტრული აქტია“ – კობახიძე „MEGOBARI აქტზე“
„როგორ შეიძლება, „MEGOBARI აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, „MEGOBARI აქტი“ მტრული აქტია. „მოკლედ გიპასუხებთ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში არის მტრული აქტი და აქ ვლინდება კიდევ ერთხელ ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. როგორ შეიძლება, „MEGOBARI აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის. ეს არის, რა თქმა უნდა, მტრული აქტი“, –…
მეტი...სემეკისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ენერგეტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართა ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები და ძირითადი ასპექტები“. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქუთათელაძემ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები, ადგილზე გაეცნენ პრაქტიკული სწავლების პროცესს. დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას…
მეტი...„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წევრებმა დღეს გამართულ რიგით მე-9 ყრილობაზე მიიღეს. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი. დღესვე ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
მეტი...„MEGOBARI აქტი“ და სია ნიშნავს, რომ იზოლაციაში შევდივართ“ – ზურაბიშვილი
„ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველო იზოლაციაში ექცევა მთავარ პარტნიორებთან, რასაც მისივე თქმით, „MEGOBARI აქტი“ და გამოქვეყნებული სია მოწმობს. „ეს მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისი ექვსი თვეა გრძელდება და ქვეყანა პარალიზებულია, მაგრამ „MEGOBARI აქტი“და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც პრაქტიკულად, „ქართული ოცნების” ყველა მაღალჩინოსანს ეხება და ალბათ, ამით არ მთავრდება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში შევდივართ. ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების”…
მეტი...„პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, სიძულვილს დავამარცხებთ“ – კობახიძე
„ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის მე-9 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ სიძულვილი დამარცხდება“. მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს 2 ეროვნული მიზანი, მათ შორის ერთი ქვეყნის საზოგადოებისა და საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებაა. „ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის: დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი –…
მეტი...„პარტია მობილიზებული იქნება მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის – არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“ – კობახიძე
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამზადისი დაწყებული გვაქვს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის მე-9 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ…
მეტი...„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება
პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობაზე აირჩიეს. მან სიტყვით გამოსვლისას თანაგუნდელებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ბუნებრივია, არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ“,- აღნიშნა კობახიძემ, რომელიც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას 2021-2024 წლებშიც იკავებდა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
მეტი...„უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის“ – კელოგი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის. კელოგის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ექნება. „მზად არიან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დემილიტარიზებული ზონა შექმნან. მათ თქვეს: „ჩვენ 15 კმ-ით უკან დავიხევთ და თქვენ, რუსებიც, ასევე 15 კმ-ით უკან დაიხევთ“. ასე რომ, შეიქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება“, – აცხადებს კელოგი.
მეტი...„უკრაინის EU-ში გაწევრიანება, შესაძლოა, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს“ – ლაიენი
„უკრაინაში ომი დასრულდება და ის, თუ როგორ დასრულდება ომი, ევროპის კონტინენტის მომავალს განსაზღვრავს“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. როგორც ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს. „ჩვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა დავაჩქაროთ. ეს მხოლოდ უკრაინის მისწრაფებას არ წარმოადგენს და შეიძლება, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს. ეს საკითხი რომში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრის მთავარი თემა იყო. უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2025 წელს გავხსნათ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მეტი...