კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დაინიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დანიშნა. ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილი გახდა, „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) წარმომადგენელი იოჰან ვადეპული, რომელიც ანალენა ბერბოკს შეცვლის. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ვადეპული მხარს უჭერდა უკრაინის მიერ გერმანული შეიარაღების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. ამას გარდა, ის რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის გადახედვის მომხრეა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბორის პისტორიუსი დარჩება. პისტორიუსი არის ყოფილი კანცლერის, ოლაფ შოლცის კაბინეტის ერთადერთი წევრი, რომელიც ახალ მთავრობაში გადადის, როგორც გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი. ნენსი ფეზერს…

მეტი...

„ვიმედოვნებ, კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება“- კობახიძე

“გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში” – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნება. “გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ” – აღნიშნავს პრემიერი.  

მეტი...

„ტანგოს ორი სჭირდება“- ტრამპი კანადის მიერთებასთან დაკავშირებით

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი ადგილი არასდროს იყიდება, რასთან დაკავშირებითაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა: „არასდროს თქვა – არასდროს“. ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს თავის წინა განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც მან კანადა აშშ-ის 51-ე შტატად მოიხსენია. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს კანადელებს და თქვა, რომ დედამისის ოჯახის წევრები კანადაში ცხოვრობდნენ. „კანადა ძალიან განსაკუთრებული ადგილია“ – განაცხადა ტრამპმა. კანადის მიერთებასთან დაკავშირებით რეპორტიორის კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვლავ თავის აზრზე რჩება, თუმცა „ტანგოს ორი სჭირდება“.

მეტი...

“ისინი დანებდნენ”- ტრამპი აცხადებს, რომ შეწყვეტს „ჰუსიტების“ დაბომბვას

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ შეწყვეტს „ჰუსიტების“ დაბომბვას.  აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი განცხადებით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ს შეატყობინეს, რომ წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ თავდასხმებს შეწყვეტენ. „ჩვენ შევწყვეტთ დაბომბვებს. ისინი დანებდნენ. ჩვენ დავუჯერებთ მათ სიტყვას, რომ აღარ ააფეთქებენ გემებს და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი“ – აღნიშნა ტრამპმა. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ისინი თუ შეჩერდებიან, აშშ-ც შეჩერდება“.

მეტი...

“მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას“- ზურაბიშვილი გერმანიის ახალ კანცლერს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს და ამბობს, რომ მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას. “მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა აღვადგინოთ ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირის უფრო ფართო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაში. თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ქართველი ხალხის ბრძოლაში გერმანიის მიმდინარე მხარდაჭერა ღრმად დაფასებულია” – წერს ზურაბიშვილი.  

მეტი...

ჯო უილსონი დასასანქცირებელ ქართველ მაღალჩინოსანთა სიას აქვეყნებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “მეგობარი აქტის” ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე დასასანქცირებელთა სიას აქვეყნებს. “MEGOBARI აქტი მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით” – წერს უილსონი. “აღმასრულებელი და სამართალდამცავი ორგანოები: ირაკლი კობახიძე  (პრემიერ-მინისტრი), კახა კალაძე (თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი), ირაკლი ღარიბაშვილი  (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე), ვახტანგ გომელაური  (შინაგან საქმეთა მინისტრი), ანრი ოხანაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი), პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი), მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი), სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის…

მეტი...

ძლიერი სეტყვა წყალტუბოში (video)

ძლიერი სეტყვა იყო წყალტუბოში. შესაბამი კადრებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.  

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები 160-ე დღეა, რაც საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. აქციაა ბათუმშიც.

მეტი...

მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა

მოსკოვში სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს (როსავიაცია) პრესმდივანი ავრცელებს. მისი თქმით, ფრენების მიღება და გაშვება დროებით შეჩერებულია მოსკოვის სამ აეროპორტში: ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვკის. მოსკოვის მიღმა, მუშაობის შეჩერება შეეხო ნიჟნი ნოვოგოროდის, კალუგის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებს. ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომა და მოსკოვის მერმა განცხადებები გაავრცელეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმას ახორციელებდნენ.  

მეტი...

სუმში რუსების სარაკეტო დარტყმას ბავშვი ემსხვერპლა

სუმის გარეუბანში რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად ბავშვი დაიღუპა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სულ 6 ადამიანია დაშავებული. ერთი მათგანის მდგომარეობა, უკიდურესად მძიმეა.  

მეტი...

ტრამპი აცხადებს, რომ კანადისგან არაფერი სჭირდება მეგობრობის გარდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადისგან არაფერი სჭირდება მეგობრობის გარდა, კანადას კი აშშ-სგან ყველაფერი. ამის შესახებ  ტრამპმა თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა. „მოუთმენლად ველოდები კანადის ახალ პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრას. მე ძალიან მინდა მასთან მუშაობა, თუმცა ვერ ვიგებ ერთ მარტივ სიმართლეს, რატომ ასუბსიდირებს ამერიკა კანადას 200 მილიარდი დოლარით ყოველწლიურად უფასო სამხედრო დაცვის უზრუნველყოფასთან და სხვა მრავალთან ერთად? ჩვენ არ გვჭირდება მათი მანქანები, მათი ენერგია, მათი ხის მასალა, ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც მათ აქვთ, გარდა მათი მეგობრობისა, რომელსაც, იმედია, ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ. მათ კი ჩვენგან…

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსია შეიმუშავა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსია შეიმუშავა. ამ პაკეტში გათვალისწინებულია ორმაგი დანიშნულების მქონე და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრება. ინფორმაციას, “როიტერი” ავრცელებს. ევროკომისია ასევე გეგმავს, სანქციები დაუწესოს 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ხუთი ჩინეთიდანაა. ასევე, 31 კომპანიას, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ან წვლილი მიუძღვით სანქციებისთვის თავის არიდებაში. რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის ფარგლებში წარმოდგენილია წინადადებები, ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ 100-ზე მეტ ხომალდი.  

მეტი...

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს მიიღებენ

ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას თბილისის მერია უზრუნველყოფს. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა”, – აღინიშნება ინფორმაციაში.

მეტი...

„მიირთვა საკვები, ითამაშა – რომ დააძინეს, მერე არ იციან, რა მოხდა“ – ახალციხეში გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახის ახლობელი

„ბავშვი ჯანმრთელი იყო, არაფერი აწუხებდა“, – ამის შესახებ ახალციხეში  გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახის ახლობელი აცხადებს. მისი თქმით, ბავშვი დილით დედამ ბაღში დატოვა, რამდენიმე საათში კი, დაურეკეს და უთხრეს, რომ ის გარდაცვლილი იყო. „ბავშვი იყო ჯანმრთელი, არაფერი აწუხებდა. არანაირი ტემპერატურა, არც ხველა, ენერგიით სავსე. 2 წლის ბავშვი ლამის 5 წლისას ჰგავდა… წავიდა აბსოლუტურად ხალისით, ღიმილით. პედაგოგიც ამას ამბობს, მიირთვა საკვები, ითამაშა, რომ დააძინეს, მერე არ იციან, რა მოხდა. ბავშვის დედამ გაიგო 16:30 საათზე, როცა ბაღიდან დარეკეს. აღმზრდელებიც შოკირებულები არიან“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი „TV პირველთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, 2 წლის ბავშვი ახალციხეში მდებარე…

მეტი...

10 მაისიდან 10 ივნისამდე, ბაღდათი-საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვა ყოველდღიურად, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე იმოქმედებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

გერმანიის ბუნდესტაგმა ქვეყნის კანცლერად „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მერცის კანცლერად არჩევა ხმის მიცემის მეორე ტურის შედეგად მოხდა. მის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 289 დეპუტატი წავიდა.

მეტი...

ისრაელმა იემენში, სანაას აეროპორტზე იერიში მიიტანა

ისრაელმა იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ სანაას საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანა და ის „სრულად გათიშა“. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ავრცელებს. IDF-ის ცნობით, აეროპორტი „იარაღის გადასატანად გამოიყენებოდა და მას ასევე რეგულარულად იყენებს „ჰუსიტების“ რეჟიმი ტერორისტული მიზნებისთვის“. აეროპორტის გარდა, თავდასხმა ცემენტის ქარხანასა და რამდენიმე ელექტროსადგურზეც განახორციელდა.

მეტი...

„ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ თანამდებობიდან“ – კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. კადიროვმა საინფორმაციო სააგენტო Chechnya Today-სთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მის თხოვნას მხარს დაუჭერენ. „მე თვითონ ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ თანამდებობიდან. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ“, – აცხადებს კადიროვი.

მეტი...

„უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 205 ჯარისკაცი დაიბრუნა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 205 ჯარისკაცი დაიბრუნა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა. ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც ტყვეების გაცვლის პროცესში იყო ჩართული. „ახალგაზრდა ბიჭები და ზრდასრული მამაკაცები თითქმის ყველა ტიპის სამხედრო დანაყოფიდან. მარიუპოლის დამცველები და მთელი ფრონტის ხაზის დამცველები. ისინი მიმოფანტული იყვნენ რუსეთის მრავალ რეგიონში, გამოკეტილები ციხეში მხოლოდ ერთი ამოცანით: ადამიანობის დაცინვა და განადგურება“, – წერს ზელენსკი „ფეისბუქის“ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა 205/205 თანაფარდობით მოხდა.

მეტი...

„თუ 8-10 მაისს უკრაინა თავდასხმას შეეცდება, შესაბამის პასუხს გავცემთ“ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, 8-10 მაისს დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, რუსეთი პასუხს გასცემს, თუ უკრაინული ძალები რუსულ პოზიციებზე დარტყმებს მიიტანენ. პესკოვის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინიციატივა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაშია. „რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინის ინიციატივა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაშია და უმაღლესი სარდლის მხრიდან შესაბამისი მითითებები უკვე გაცემულია. დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კიევის რეჟიმის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ იქნება და ჩვენი პოზიციებისა ან ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმის მცდელობები გაგრძელდება, მყისიერი და შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული“, – აცხადებს პესკოვი.

მეტი...

„EU-ში უკრაინის გაწევრიანება არ არის კარგი გარიგება – უკრაინა ტვირთია“ – ორბანი

„უნგრეთი მიიღეს ევროკავშირში, რადგან ეს სარგებლისმომტანი იყო წევრი ქვეყნებისთვის“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება კი, ტვირთია. „დღევანდელ პრესკონფერენციაზე მანფრედ ვებერმა უნგრელ ხალხს გზავნილით მიმართა. პასუხად, ნუ გავჩუმდებით! უნგრეთი მიიღეს ევროკავშირში, რადგან ეს სარგებლისმომტანი იყო წევრი ქვეყნებისთვის. ეს კარგი გარიგება იყო. გერმანიისთვისაც, ბატონო ვებერ. უკრაინის გაწევრიანება არ არის კარგი გარიგება. უკრაინა არ არის დამატებითი ღირებულება, არამედ ტვირთია. დიდი შეცდომაა უკრაინაში ევროპული დაფინანსების გაგზავნა, მისი გასაჭირში მყოფი ევროპული ეკონომიკის გასაძლიერებლად გამოყენების ნაცვლად. დროა, ევროპელი ლიდერები გახდნენ ევროპელი ხალხის წარმომადგენლები, ბატონო ვებერ!“ – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

მეტი...

„პოკროვსკის მიმართულება ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია“ – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრ სირსკის განცხადებით, პოკროვსკის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომში ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია. როგორც სირსკი სოციალურ ქსელში წერს, თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებით ვითარების სტაბილიზაცია შეძლეს. „პოკროვსკის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომში ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია, თუმცა თავდაცვის ძალების ჯარისკაცების გამბედაობისა და ოსტატური მოქმედებების წყალობით მოვახერხეთ დონეცკის რეგიონის ამ ოპერატიულ ზონაში სიტუაციის სტაბილიზაცია და ზოგან ტაქტიკური ინიციატივის ხელში ჩაგდება“, – წერს სირსკი.

მეტი...

ამერიკელი მთამსვლელი მაკალუს მთაზე ასვლის დროს დაიღუპა

ამერიკელი მთამსვლელი ნეპალში, მაკალუს მთაზე ასვლის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს. როგორც მედია ნეპალის მთამსვლელობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, ჩიკაგოელ მთამსვლელს, 39 წლის ალექსანდრე პანკოს გული გაუჩერდა. ამ ეტაპზე ცხედრის ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუში გადასვენების სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

„ძიძამ ნახა საწოლზე მწოლიარე ბავშვი აგონიაში“ – ექსპერტი ახალციხეში გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე

სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, 2 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ დაიდება. მერაბიშვილის თქმით, მცირეწლოვანს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. „ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, აღებული იქნა ყველა ქიმიური კვლევისთვის ორგანოები, სისხლი ქიმიური გამოკვლევისთვის. ვიზუალური დათვალიერებით რამე ტრავმული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნა დაიდება ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ. როგორც ცნობილია საქმის გარემოებაში, ძიძამ ნახა საწოლზე მწოლიარე ბავშვი აგონიაში. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც გაუწიეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ გულის გაჩერება ვერ აღდგა“, – აცხადებს ექსპერტი. შეგახსენებთ, 2 წლის ბავშვი ახალციხეში მდებარე…

მეტი...

ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად დაინიშნა

სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყების დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ზარდიაშვილი დირექტორად 16 აპრილს დაინიშნა, მანამდე ის ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოში იყო. ვანო ზარდიაშვილი 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ზარდიაშვილი ასევე იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“.

მეტი...

„ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ძალიან ბევრს ანალიზის უნარი არ აქვს – რასაც ჩასძახებენ უცხოელები, იმას იჯერებენ“ – მეუფე იაკობი

„ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ცუდი ის არის, ძალიან ბევრს ანალიზის უნარი არ აქვს – რასაც ჩასძახებენ უცხოელები, იმას იჯერებენ. ეგ კი არა, ჩვენ რომ ჩავძახოთ, ისიც არ უნდა დაიჯერონ. კრიტიკული აზროვნება უნდა ჰქონდეს კაცს“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სიღნაღის წმინდა გიორგის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, ქართველი ხალხი უნდა გამოფხიზლდეს. „მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ვიღაცები, დღეს რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ისინიც ჩვენი წინააღმდეგები იყვნენ. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ცუდი ის არის, ძალიან ბევრს ანალიზის უნარი არ აქვს – რასაც ჩასძახებენ…

მეტი...

სემეკში საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, სემეკში სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, ლექციას ესწრებოდნენ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ქ. თბილისის 166-ე და 54-ე  საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები. სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ  სკოლის მოსწავლეებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებაში. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პროფესიონალ კადრებზე: „სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, დავაინტერესოთ სკოლის მოსწავლეები ენერგეტიკის სექტორით, მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია, რათა შეძლონ სწორი…

მეტი...

მიუსაფარი კატების სტერილიზაცია „ვეტ ჰაუსთან“ ერთად გრძელდება

ვეტერინარული კლინიკა „ვეტ ჰაუსი“, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი კატების სტერილიზაციის პროექტს განაგრძობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში, კლინიკა, სააგენტოს მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, მიუსაფარი კატების სტერილიზაცია-კასტრაციას უსასყიდლოდ ატარებს. „ოპერაციის შემდეგ, ფისოებს ანტირაბიული ვაქცინაცია უტარდებათ და მათზე მზრუნველ ადამიანებს უბრუნდებიან. სააგენტო მადლობას უხდის ვეტერინარულ კლინიკა ,,ვეტ ჰაუსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კერძო სექტორთან მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის მართვაში კერძო სექტორის მოხალისეობრივი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დედაქალაქში ჰუმანური გზით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაზე“, – აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

„ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, რომელსაც მწვალებლობაში მონაწილეობა არ მიგვიღია“ – მეუფე იაკობი

„ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, რომელსაც მწვალებლობაში მონაწილეობა არ მიგვიღია, თუმცა ჩვენთან არიან ისეთი სასულიერო პირები და ისტორიკოსები, თითქოს ჩვენთან მწვალებლობა ყოფილა. ვიღაც შეიძლება იყოს მწვალებელი, მაგრამ ეკლესია ჩვენთან მწვალებელი არასდროს ყოფილა”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სიღნაღის წმინდა გიორგის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, ქართველი ხალხი თავისუფალია – „უბატონო იმიტომ ვიყავით, რომ ღმერთი იყო მუდამ ჩვენი ბატონი“. „ჩვენ წმინდა გიორგის თანამებრძოლები ვართ, ქრისტეს ერი ვართ, დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან ვართ – უფალმა განსაკუთრებით შეიყვარა საქართველო. უფალს ყველა უყვარს, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით შეიყვარა, ისე, როგორც იოანე…

მეტი...

„ჩვენ უნდა ჩავიბაროთ 26 მაისი“ – სალომე ზურაბიშვილი

„26 მაისი ჩვენია – დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს საზოგადოება ერთად ჩაიბარებს. „გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა – ყველა ერთად, ყველა საქართველოს მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს. 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, ქვეყანას. ამისთვის, ყველა ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ სრულიად საქართველო – 26 მაისს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მეტი...

„სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად რუსები ცხოვრობენ კომფორტულად ამ ქვეყანაში“ – ზურაბიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც  არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, 9 მაისს, ქართველმა ხალხმა რუსეთს ევროპა უნდა დაუპირისპიროს. „ჩვენს ქუჩებში, მაღაზიებში, რესტორნებში – სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც კომფორტულად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და რუსები სამაგიეროდ ხეირობენ. ჩვენ, 9 მაისს, უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, დავიბრუნებთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

„ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი რეჟიმი შეიცვლება“ – ზურაბიშვილი შტატებზე

„ეს რეჟიმი დასასანქცირებელია და სხვა გამოსავალი არ არის“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღებას. როგორც ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო „მეგობარს დაიბრუნებს, როგორც კი რეჟიმი შეიცვლება“. „ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან, რომ არ შეიძლება, ეს დაუშვან. ეს იყო დღეს მათ მიერ გამოცხადებული, რომ არ შეიძლება, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოდან იმას ღებულობდეს, რომ ოფიციალური პირები აშშ-ს აბრალდებდნენ ხან ომის პარტიობას, ხან „დიფ სთეითობას“, ხან – რას და ხან – რას. ეს არის მიუღებელი და ეს არის…

მეტი...

რუსეთმა კრამატორსკი დაბომბა – დაღუპულია ერთი ადამიანი

6 მაისის დილას, რუსეთმა კრამატორსკზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსებმა ქალაქზე, სულ მცირე, 7 დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, ყველა დარტყმა ქალაქის სამეწარმეო ზონისკენ იყო მიმართული.

მეტი...

„ვიღაცამ შექმნა ჩემი სურათი პაპის სამოსში – ეს მე არ გამიკეთებია“ – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებულ ფოტოსთან საერთო არაფერი აქვს. ტრამპის თქმით, ფოტო, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტით შეიქმნა. „მე არაფერი მქონდა ამასთან საერთო. ვიღაცამ შექმნა ჩემი სურათი პაპის სამოსში და ეს ინტერნეტში გაავრცელა. ეს მე არ გამიკეთებია. არ ვიცი, საიდან წამოვიდა. შესაძლოა, ეს იყო ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. უბრალოდ, გუშინ საღამოს ვნახე. სინამდვილეში, ჩემს მეუღლეს ეს სასაცილოდ მოეჩვენა. მან თქვა, რა ლამაზია, არა?“ – აცხადებს ტრამპი.

მეტი...

„ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ – იუსტიციის სამინისტრო იოსებ გორგაძეზე ვიდეომასალებს ასაჯაროებს (ვიდეო)

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ასაჯაროებს ვიდეომასალათა ციკლს, რომლის მიხედვითაც, უწყების განცხადებით, ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სამინისტრო განცხადებასაც ავრცელებს და უთითებს, რომ საქმეზე გამოძიებას გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს. „არსებული ვიდეომასალა საკმაოდ მოცულობითია და ვასაჯაროებთ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს. ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით, 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების…

მეტი...