აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრმა იცის თუ ვინ ააფეთქა „ჩრდილოეთის ნაკადი“. „თუ დაიჯერებთ, თქვეს, რომ რუსეთმა ააფეთქა. თუ გარკვეულ ადამიანებს ვკითხავ, შევძლებ გითხრათ ვინ ააფეთქა, გამოძიებაზე დიდი თანხების დახარჯვის გარეშე. ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა იცის ვინ ააფეთქა. მაგრამ, მე ვიყავი ის, ვინც თავდაპირველად „ააფეთქა“, რადგან მე მისი აშენება არ დავუშვი და შემდეგ ბაიდენი მოვიდა და აშენების უფლება მისცა“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურთ. „რუსეთთან, ნავთობის ფასის ვარდნის გათვალისწინებით, ვფიქრობ კარგ პოზიციაში ვართ ამის მოგვარებისთვის. მათ მოგვარება სურთ. უკრაინასაც მოგვარება…
მეტი...დღე: მაისი 5, 2025
6 მაისს გერმანიის პარლამენტი ახალ კანცლერს უყრის კენჭს
გერმანიის ახალი მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად 6 მაისს გაფორმდება, როცა გერმანიის ახალ კანცლერს კენჭს უყრიან ბუნდესტაგში. ქვეყნის ახალი კანცლერი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი იქნება. მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს ბორის პისტორიუსი. ახალი მთავრობა აპირებს უზრუნველყოს გერმანიის ეკონომიკის ზრდა და ამასთან ერთად – ქვეყნის თავდაცვის ხარჯების ზრდა: „ხვალიდანვე იხილავთ მთავრობას, რომელიც მოწადინებულია წინ წაწიოს გერმანია რეფორმებითა და ინვესტიციებით“ – განაცხადა მერცმა, რომლის სიტყვებით, მისი მთავრობის ხმას „გაიგონებენ ევროპასა და მსოფლიოში“.
მეტი...“მინერალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება უახლოეს დროში მოხდება”- არახამია
უკრაინის მმართველი პარტიის, ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, მინერალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება უახლოეს დროში მოხდება. “უახლოეს დღეებში ფრაქციაში ყველა დეტალს განვიხილავთ, ამისთვის მოვიწვევთ მოლაპარაკებებში ჩართულ ჩვენს წარმომადგენლებს. ჩემი წინასწარი პროგნოზით, ყველაფერი კარგად იქნება. და უახლოეს დროში მოხდება რატიფიცირება, იმისთვის რომ ამერიკასთან ჩვენი ეფექტური თანამშრომლობა გაგრძელდეს” – თქვა დავით არახამიამ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი 30 აპრილს მოაწერეს.
მეტი...ისრაელმა იემენის სანავსადგურო ქალაქი დაბომბა
ისრაელმა იემენის სანავსადგურო ქალაქი ჰოდეიდა დაბომბა. ინფორმაციას, The Times of Israel-ი ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა Axios წერს, რომ ისრაელმა იემენზე სარაკეტო იერიშები ვაშინგტონთან კოორდინაციით განახორციელა. შეგახსენებთ, გუშინ „ჰუსიტებმა“ იემენიდან ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის გამოც აეროპორტი ერთი საათით დაიხურა. „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მეტი...„ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად“- ტრამპი
„მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის აბსურდული, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად“- აღნისნულთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტთან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა. “ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. [ვისაუბრეთ] მრავალ თემაზე, მათ შორის რუსეთ/უკრაინის ომზე, სირიასთან, ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა. პრეზიდენტმა თურქეთში მიმიწვია, ასევე ის ჩამოვა ვაშინგტონში. პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მრავალ საკითხზე, მათ შორის იმ ფაქტზე, რომ მან ხელი შეუწყო პასტორ ენდრიუ ბრანსონის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას –…
მეტი...ნიკოპოლზე თავდასხმის დროს 3 ადამიანი დაშავდა
რუსეთის სამხედრო ძალები მთელი დღის განმავლობაში ნიკოპოლს უტევდნენ. ერთ-ერთი თავდასხმის დროს დაშავდა 3 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და მრეწველობის ადმინისტრაციის შენობა, ასევე დაზიანდა 13 საცხოვრებელი სახლი, ხოლო ერთ-ერთი ხანძარიც გაჩნდა. დაიწვა რამდენიმე ავტომობილი.
მეტი...“ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს”- ორბანი
“ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის მოსვლა სურს” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინი არ გამართლდება. „ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“ – განაცხადა ორბანმა.
მეტი...რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მედიის ინფორმაციით, მარჩელ ჩოლაკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მმართველი კოალიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა. „ეს კოალიცია ლეგიტიმური არ არის, რადგან მისი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა“, – განაცხადა მარჩელ ჩოლაკუმ. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ნაციონალისტმა კანდიდატმა, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა დაახლოებით 41%-ით მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა, ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ მესამე ადგილი დაიკავა.
მეტი...აშშ მიგრანტებს შტატების დატოვებისთვის 1 000 დოლარს გადაუხდის
აშშ მიგრანტებს თვითდეპორტაციის წასახალისებლად 1 000 დოლარის ოდენობის დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს. „დახმარება და შესაძლო ავიაბილეთის ხარჯები მიგრანტებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებენ ქვეყანას, უფრო ნაკლები დაჯდება, ვიდრე რეალური დეპორტაცია“ – აღნიშნულია აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში. არალეგალური სტატუსის მქონე პირის დაკავებისა და დეპორტაციის საშუალო ხარჯი ამჟამად დაახლოებით 17 000 დოლარს შეადგენს.
მეტი...„მივიღეთ გადაწყვეტილება „ჰამასის“ გასანადგურებლად“ – ნეთანიაჰუ
“მივიღეთ გადაწყვეტილება „ჰამასის“ გასანადგურებლად ღაზაში მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესახებ“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ – მინისტრმა განაცხადა ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ახალი შეტევა ღაზაში იქნება ინტენსიური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანია „ჰამასის“ დამარცხება. როგორც ის აღნიშნავს, ისრაელის თავდაცვის ძალები არ განახორციელებენ რეიდებს და შემდეგ არ დატოვებენ ტერიტორიას, „არამედ პირიქით“.
მეტი...“26 მაისთან დაკავშირებით „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ უცხოელი მეგობრები მოიწვია”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისთან დაკავშირებით „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ უცხოელი მეგობრები მოიწვია.ზურაბიშვილის თქმით, დისტანციურ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპარლამენტარები, ევროპის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. “დღეს გვქონდა საშუალება, რომ პროტესტის ორგანიზაციებთან, არასამთავრობოებთან, კულტურის ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ 26 მაისს და ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები ამ დღეს, რომ ქართველ ხალსთან ერთად ამით გამოხატონ თავისი სოლიდარობა. ჩვენ ასევე აღვწერეთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა. განვიხილეთ ბოლო გადაწყვეტილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასაღებს ბრიტანულად. ეს ყველაფერი არის ფორმა, რომლითაც ასაღებენ რუსულ კანონებს. ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას სჭირდება მეტი რეაგირება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან.…
მეტი...“საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრებს ვხსნით”- ზელენსკი
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის დახმარების ცენტრებს ხსნის. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვხსნით ცენტრებს გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ჩეხეთში. ასევე განვიხილავთ გაერთიანებულ სამეფოში გახსნის საკითხს და სხვა ქვეყნებშიც. ეს მუდმივი სამუშაო პროცესია. მე მხოლოდ ის ვიცი, როდის დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ არ ვიცი, როდის დასრულდება და რამდენი ასეთი ცენტრი დაგვჭირდება იმისათვის, რომ არ დავკარგოთ კავშირი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...ლისისკენ მიმავალ გზაზე ფერდი ჩამოიშალა (video)
ვაშლიჯვარში, ლისისკენ მიმავალ გზაზე, წვიმის შედეგად ფერდი ჩამოიშალა. ეს ის ადგილია, სადაც ფერდი ადრეც ჩამოიშალა და შემდეგ გაამაგრეს. აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური მშენებლობები მიდინარეობს.
მეტი...ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მეტი...კომპანია ყველა ბინაში ბუნებრივი აირის ქსელის შემოწმებას იწყებს
ენერგოომბუდსმენი ნინო გულეიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ბუნებრივი აირის ქსელის შემოწმებასთან დაკავშირებული შეტყობინებები უყურადღებოდ არ დატოვონ. როგორც გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ძალიან ბევრი მომხმარებელი ფლობს ისეთ საშიშ დანადგარს, გამათბობელს, რომლის გამოყენებაც კონკრეტულ სივრცეში არ შეიძლება. „წელს, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევა, სადაც იყო გარდაცვალების ფაქტი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები შემცირებულია და ეს გარკვეულწილად არის იმის დამსახურებაც, რომ კომპანიებმა დაიწყეს მომხმარებლების ინფორმირება, შემოწმებების ჩატარება. ჩვენ ვნახეთ კომპანიების მიერ მოწოდებული სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მომხმარებელი ფლობს ისეთ დანადგარს, რომლის ფლობაც, გამოყენებაც იმ სივრცეში არ შეიძლება“, – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავართან“.…
მეტი...„ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია. ზელენსკიმ პრაღაში ვიზიტის დროს მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, რუსეთზე წნეხი გააძლიერონ. „გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, დღეიდანაც კი და სულ მცირე, 30 დღე უნდა გაგრძელდეს, რათა დიპლომატიისთვის რეალური შანსები გაჩნდეს“, – აცხადებს ზელენსკი.
მეტი...მექსიკაში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მექსიკაში მიწისძვრა მოხდა. როგორც ქვეყნის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურის (SSN) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. SSN-ის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 02:28 საათზე მოხდა, ეპიცენტრი კი, ჩიაპასის შტატში, აკალას ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 28 კილომეტრში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეტი...დონალდ ტუსკს ნიდერლანდებში კვამლის ყუმბარა ესროლეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ნიდერლანდებში კვამლის ყუმბარა ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ ვაგენინგენში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა – შეკრებილი ხალხისგან ნასროლი კვამლის ყუმბარა ტუსკის ფეხებთან დაეცა. როგორც მედია წერს, უსაფრთხოების სამსახურმა კვამლის ყუმბარა გაიტანა და ღონისძიება გაგრძელდა.
მეტი...საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, კომიტეტში მონაწილეობას „საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები და პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები მიიღებენ“. ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციით, საზოგადოებრივ კომიტეტში ასევე კულტურის სფეროს, ბიზნესსექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი.
მეტი...„საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში“ – ზელენსკი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით საჭიროა, პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ევროპაში მიიღონ. როგორც ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კიევი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. „ჩვენ მზად ვართ, უახლოეს მომავალში გავხსნათ პირველი „კლასტერები“ მოლაპარაკებებში. საჭიროა, პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ევროპაში. გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს სწორედ ევროპამ და არა ვიღაც ერთმა, ვინც ცდილობს, მანიპულირება მოახდინოს მთელ ევროპაზე“, – აცხადებს ზელენსკი.
მეტი...მაჰაჩყალაში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს – არის მსხვერპლი
რუსეთის ფედერაციაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკაში, მაჰაჩყალაში უცნობი ადამიანები პოლიციელებს დაესხნენ თავს, რასაც 3 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უცნობებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდანაც საპასუხო ცეცხლი მოყვა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეები ადგილიდან პოლიციის სამსახურებრივი მანქანით გაიქცნენ.
მეტი...სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაფართოების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ. ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით“, – ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მეტი...„პუტინისა და ტრამპის შეხვედრა აუცილებელია“ – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აუცილებელია. როგორც პესკოვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული. „ასეთი შეხვედრა აშკარად განხილვის საგანია. ბევრი მიზეზის გამო, ჩვენ მივიჩნევთ, რომ შეხვედრა, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ის სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული და ეს მოითხოვს ძალისხმევას სხვადასხვა დონეზე. ეს მოითხოვს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის იმ კონტაქტების გაგრძელებას, რომლებიც დაიწყო და ახლაც გრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მეტი...„სადგურის მოედანზე“ ახალგაზრდა კაცი მოკლეს
თბილისში, „სადგურის მოედანზე“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა კაცი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება სახის არეში აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მეტი...„კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია“ – სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ კურსკის ოპერაციამ, რომელიც 9 თვეა გრძელდება, მიზნების უმეტესობას მიაღწია. როგორც სირსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ სასაზღვრო რაიონებში შექმნილი ბუფერული ზონა დღესაც აქტუალურია. „კურსკის ოპერაციამ, რომელიც უკვე 9 თვეა გრძელდება, თავისი მიზნების უმეტესობას მიაღწია. კურსკის ოლქში ჩვენი აქტიური მოქმედებების წყალობით, ჩვენ შევძელით მტრის შეტევითი კამპანიის თავიდან აცილება სუმისა და ხარკოვის ოლქებში“, – წერს სირსკი.
მეტი...„რიყის დოქები“ გაიყიდა
ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელია შპს „რიყე დომ“. ცნობისთვის, „რიყის დოქები“ 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. 2022 წლის დეკემბერში, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო.
მეტი...„დოიაშვილის შემთხვევაზე აქცენტს არ ვაკეთებ – ორმაგი სტანდარტია, როცა იმას აკეთებენ, რაც აწყობთ“ – კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ყოფილი ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის მიერ შანხაის თეატრთან კონტრაქტის გაფორმების საკითხზე აქცენტის გაკეთება არ სურს. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, არსებობს ორმაგი სტანდარტი – „რაც აწყობთ, იმას აკეთებენ, თუმცა, საზოგადოება რეალობას კარგად ხედავს“. „ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვაკეთებ აქცენტს. მაგალითისთვის, ავიღოთ თუნდაც რუსეთი და რუსული ესტრადა. ჩვენ გვახსოვს საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერლები, რომლებმაც კარიერა რუსეთში აიწყვეს, უამრავ კონცერტს მართავდნენ, საქართველოში ცხოვრობდნენ და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ კონცერტების გასამართად. შემდეგ აქციებზე გამოდიოდნენ პოლიტიკური შეძახილებით და გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთი…
მეტი...„მედიასაშუალებები თავად ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას“ – კალაძე
„ევროპელი ბიუროკრატების სურვილი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არა პატრიოტი ადამიანები, არამედ – მათი აგენტურა, რომლებიც ნებისმიერ დროს ქვეყანას ქარ-ცეცხლში შეაგდებდნენ“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის მიმართვას, რომელიც მან საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხის შესახებ გაავრცელა. კალაძის თქმით, ოპოზიციური მედიასაშუალებები საკუთარი თავის დისკრედიტაციას თავად ახდენენ. „რაში სჭირდება მედიას დისკრედიტაცია? შეხედეთ და დააკვირდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს, მათ სატელევიზიო პროგრამებს, საინფორმაციო გამოშვებებს. ისინი თავადვე ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას. მათი საქმიანობა დაფუძნებულია სიცრუეზე. ეს ტელევიზიები აღვივებენ შუღლს ქვეყანაში, ხელს უწყობენ პოლარიზაციას. რაც შეეხება იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების…
მეტი...გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. დაჭრილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში შეიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა“ – კალაძე „MEGOBARI აქტზე“
„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული არა მხოლოდ საქართველოში“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის კონგრესში „მეგობარი აქტის“ განხილვას. მისი თქმით, აგენტურულმა ქსელმა არაერთხელ სცადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. „წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, შეექმნათ აგენტურული ქსელი, რომ როცა დასჭირდებათ, მოაწყონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებები, რისი მცდელობაც საქართველოში ბევრჯერ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა „ნეფით“, USAID-ით და სხვადასხვა ფონდით. „დიფ სთეითი“ არ არის დამარცხებული. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. თუ ტრამპი მოახერხებს მის დამარცხებას, ამას მხოლოდ მივესალმებით და ეს ჩვენზეც აისახება. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაც არ…
მეტი...მწვანილი, ბოსტნეული, მარწყვი და სხვა – როგორ დავიცვათ თავი ქიმიურად დაბინძურებული პროდუქციისგან (ვიდეო)
ღია ბაზრების უკონტროლობის გამო, ხშირია ქიმიურად და მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული პროდუქციის მოხმარება. ამ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტმა, ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაზარში ნაყიდი პროდუქტი მიკრობიულოგიურად დაბინძურებულია. „აგრალურ ბაზრებზე 2 მიმართულების პრობლემა არსებობს. ერთია პრუდუქტის ქიმიური დაბინძურება, რომელიც პესტიციდს ეხება და მეორე მიკრობიოლოგიური დაბინძურება, რომელიც უშუალოდ ბაზარში, დახლებზე ხდება, დაბინძურებული დახლები, ტილოები, იწმინდება დახლი თუ უშუალოდ ხილი და ბოსტნეული, ასევე წყალი რითაც ნამავენ ბოსტნეულს. მაგალითად, მწვანილი, რომელსაც თითქმის ყველაფერში იყენებთ, პესტიციდების კუთხით საკმაოდ საფრთხის შემცველია, ქიმიური დაბინძურების კუთხით. თითქმის ყველა პროდუქტზე შეიძლება მიიტანოთ ეჭვი. ასევე,…
მეტი...„მას თავის და სახის მიდამოებში 30-ზე მეტი დაზიანება აქვს“ – გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი
კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ იოსებ გორგაძეს თავის და სახის მიდამოებში 30-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. ღურწკაიას თქმით, წარმოუდგენელია, რომ პატიმარს „ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო“. „გამოძიება მიმდინარეობს, დაახლოებით, 4 თვეა, მაგრამ არანაირი შედეგი – არავისთვის არც ბრალი წაუყენებიათ, არც დაუკავებიათ და დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. პირიქით, გამოძიებას აქვს ის ვერსია, რომ სავარაუდოდ, იოსებ გორგაძე წაიქცა და მიიღო დაზიანებები. მას აქვს თავის და სახის მიდამოებში, დაახლოებით, 30-ზე მეტი დაზიანება და წარმოუდგენელია, რომ ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო. წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გაეკეთებინათ ეს. ამაში, სავარაუდოდ, არის გარეული დაწესებულების თანამშრომლების…
მეტი...„წვიმა, ელჭექი, სეტყვა“ – მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ
საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „5 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
მეტი...ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის დაიწყო პროექტი – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. სემეკის ცნობით, პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება. „ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ქ. თელავის 10 საჯარო სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლეს გააცნეს პროექტის მიზნობრიობა და მონაწილეობის პირობები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.…
მეტი...პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. „გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „ჰეროინი“ და „მარიხუანა“. 3 ადამიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 ადამიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და…
მეტი...ისრაელში ათიათასობით რეზერვისტის გამოძახება დაიწყეს
ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაძლიერებისა და გაფართოების მიზნით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ათიათასობით რეზერვისტის გამოძახება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, ისინი, ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებისა და „ჰამასის“ დამარცხების მიზნით, ზეწოლის გაზრდას აპირებენ. მათივე განმარტებით, იმოქმედებენ ახალ ტერიტორიებზე და გაანადგურებენ ყველა ინფრასტრუქტურას როგორც „მიწის ზევით, ასევე მიწისქვეშა სივრცეში“.
მეტი...