რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მანამდე კი აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისა და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომის მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა. „ერთობის მარშის” მონაწილეებმა ისნის მეტროსადგურიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს. მოქალაქეებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილი, უცვლელი მოთხოვნები აქვთ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებულები.
მეტი...დღე: მაისი 4, 2025
საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა
ბაქოში საერთაშორისო შეჯიბრება „პრეზიდენტის თასი 2025“ გაიმართა, რომელშიც კანოეს, კაიაკისა და აკადემიური ნიჩბოსნობის მიმართულებებით 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა – 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ასევე აკადემიური ნიჩბოსნობის თასიც.
მეტი...“მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით”- დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თეთრ სახლს დატოვებს. ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა რესპუბლიკური პარტიიდან რამდენიმე კანდიდატს, რომლებიც, მისი თქმით, შეძლებენ კენჭისყრას, მას შემდეგ, რაც ის რესპუბლიკური პარტიის არჩეული ლიდერის თანამდებობას დაასრულებს. „მე რვა წლით პრეზიდენტი ვიქნები, მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...ქვის ცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ქვის ცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მეტი...“უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეიძლება, შეუძლებელი აღმოჩნდეს”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეიძლება, შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამის მიზეზად ტრამპმა მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილი დაასახელა. ჟურნალისტმა ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომსა და ამ ომის დასასრულებლად მისი ადმინისტრაციის ძალისხმევის შესახებ ჰკითხა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იყო მომენტები, როდესაც ის ახლოს იყო შუამავლის როლზე უარის თქმასთან. „ზოგჯერ მე მივდივარ ამასთან ახლოს, მაგრამ დადებითი მოვლენები ხდება“ – თქვა ტრამპმა. ამავე დროს, მან დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ამის გაკეთება. „დადგება დრო, როდესაც ვიტყვი: კარგი, გააგრძელეთ. გააგრძელეთ სისულელე და გააგრძელეთ ომი“, – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...დადიანის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა, 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა
ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებების გამო, ტერიტორიაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა გართულდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას მერია ავრცელებს. “ამჟამად, 12-მეტრიანი ავტობუსები დროებით გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ: ავტობუსი N323, N317 და N370 იმოძრავებენ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი წერეთლის გამზირის გავლით, დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. ავტობუსი N323 სადგურის მოედნიდან გააგრძელებს გადაადგილებას გიორგი ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით, მათ…
მეტი...კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მოადგილედ გრიგოლ ბესელია დაინიშნა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დაინიშნა. მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის უფროსის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა.
მეტი...გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა
გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“ კონკურენტი „ჟილინა“ უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი. ვლადიმერ ვაისის გუნდი 1:3-ს აგებდა, მაგრამ დავით შტრელეცის ჰეთთრიკით მეტოქის წინააღმდეგობა დაძლია და საბოლოოდ, მორიგი ტიტული მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ მატჩში გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა, ხოლო სტუმართა რიგებში ალექსანდრე ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
მეტი...„ერთობის მარშის“ მონაწილეებმა შსს-სთან გადაინაცვლეს
მოქალაქეებმა, რომლებიც ისნის მეტროსადგურთან იყვნენ შეკრებილები, „ერთობის მარშით” შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს. შეკრებილები აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომას ითხოვენ. გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებდნენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.
მეტი...“არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ”- გამგებელი დადიანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ დადიანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან ყველა ოჯახი სასტუმროში გაჰყავთ. მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი რომ ავარიული იყო, ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ისინი არ იყვნენ თანახმა, რომ სახლები დაეტოვებინათ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო. “ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ. ავარიულობის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ყოველთვის გვქონდა. არაერთხელ გვქონდა შეხვედრა. საუბარი იყო ინვესტორებთან, გამაგრებასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც მოსახლეობასთან ვერ შედგა შეთანხმება. აქედან გამომდინარე, კატასტროფული მდგომარეობა არ იყო… შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან თვითონ მცხოვრებლები არ იყვნენ თანახმა, რომ…
მეტი...“მე ჩავალ გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსკოვში”- ფიცო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცახდებს, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩავა. მან ასევე გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი იმ განცხადების გამო, სადაც ზელენსკიმ თქვა, რომ ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული ლიდერების უსაფრთხოებას. “მე ჩავალ გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსკოვში. ზელენსკი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უცხოური დელეგაციები არ ჩავლენ მოსკოვში”- ამბობს ის. სამედიცინო დაწესებულება დატოვა სერბეთის პრეზიდენტმა, თუმცა უცნობია ჩავა თუ არა ის მოსკოვში.
მეტი...“უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია”- ორბანი
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ უნგრელ ხალხს მიმართა. ბატონო პრეზიდენტო! იმას, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი არ წყვეტს კიევში პრეზიდენტი ან ბრიუსელში ბიუროკრატები. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ყველა უნგრელი იტყვის თავის სათქმელს ამ საკითხზე. მოგწონთ ეს თუ არა, ასე ვმოქმედებთ აქ“ – წერს ორბანი. შეგახსენებთ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მიუხედავად, რომელმაც შესაბამისი ღია გამოკითხვა დააინიცირა.
მეტი...უბედური შემთხვევა მანილას აეროპორტში – დაღუპულებს შორის 4 წლის ბავშვია
ფილიპინების დედაქალაქში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა 4 წლის ბავშვი. არინ დაშავებულებიც. მანილას საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელს, დილის საათებში, მანქანა შეეჯახა. ადგილზე ტელეფონით გადაღებულ ვიდეოს “წითელი ჯვარი” ავრცელებს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.
მეტი...შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ „ერთობის მარში” მიმდინარეობს
თბილისში, მოქალაქეები ისნის მეტროსადგურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ „ერთობის მარშს” მართავენ. მარშში აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებიც იღებენ მონაწილეობას. საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მათი ძირითადი მოთხოვნაა – აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გადადგომა. „ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს შვილებს დანაშაული არ მიუძღვით და ეს საქმეები ჯიბის პოლიციამ, პროკურატურამ შეკერა და ახალგაზრდა, წარმატებულ ქართველებს ხანგრძლივი ციხისათვის იმეტებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია” – განაცხადა მან.
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში ჩავიდა. ინფორმაციას ზელენსკი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცლებს. “რაც მთავარია, ჩვენ მადლობას ვუხდით ჩეხეთს პრინციპული მხარდაჭერისა და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ჩეხეთის საარტილერიო ინიციატივა ეფექტური აღმოჩნდა და ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ. თანამშრომლობის კიდევ ერთი სფეროა ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარება, პილოტების მომზადების პროგრამების გაფართოება და ჩვენი F-16 ფლოტის მხარდაჭერა. ჩეხეთის რესპუბლიკასთან და საავიაციო კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ უკრაინისთვის კარგ ამბებს ვამზადებთ” – წერს ზელენსკი. მისი თქმით, ჩეხეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ერთობლივი ზეწოლის განხორციელებას.
მეტი...“უკრაინელებმა რუსების ორი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს”- კირილ ბუდანოვი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ დაზვერვამ ერთ დღეში მოწინააღმდეგის ორი მრავალფუნქციური „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურა. მისი თქმით, თვითმფრინავები ჩამოაგდეს ინფრაწითელი სამიზნით აღჭურვილი AIM-9 Sidewinder რაკეტებით, რომლებიც Magura-7 ტიპის უეკიპაჟო კატერებიდან გაუშვეს. მისი ინფორმაციით, პირველი „სუ-30“-ის ეკიპაჟი გადარჩა და ისინი შავ ზღვაში სამოქალაქო გემმა ამოიყვანა. წინასწარი მონაცემებით, მეორე თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა. „უკრაინის დაზვერვამ ერთ დღეში მოწინააღმდეგის ორი მრავალფუნქციური „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურა და ეს ისტორიული მომენტი იყო. Magura-7-ზე [რაკეტების] რამდენიმე მოდელს ვიყენებთ, მაგრამ AIM-9 საუკეთესო შედეგებს იძლევა“ – აღნიშნა ბუდანოვმა.
მეტი...თბილისში საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა
თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან, ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
მეტი...სვეტიცხოველში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ
სვეტიცხოველში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის შემდეგ მსვლელობით სამ ნაკურთხ ჯვარს სამ ეპარქიაში წააბრძანებენ. „ლიტურგიის შემდეგ სამ ახალ ჯვარს ნავებით, გადააბრძანებენ გეთსამანიის ბაღში აღმართულ „ქართლის მოქცევის“ სვეტთან. აქედან გზები სამად გაიყოფა. ჯვრებს მიაბრძანებენ მცხეთის ჯვრის, თხოთის მთისა და უჯარმის ტაძრებში. ამ ტაძრებში წინა წელს აღმართულ ჯვრებს კი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, სამ ეპარქიაში წააბრძანებენ, მცველად და მფარველად ქართველი ერისა. კერძოდ: მცხეთის ჯვრიდან – შიო მღვიმის მონასტერში; თხოთის მთიდან – თრუსოს მთავარანგელოსთა ტაძარში; უჯარმიდან – ალავერდის მონასტერში. მიიღეთ მონაწილეობა ჯვართამაღლების დღესასწაულში“ – აცხადებენ საპატრიარქოში.…
მეტი...სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სეულში მიმდინარე გრანპრიზე ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ტურნირზე სამი მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში ოლიმპიური ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკ ოჰი 15:11 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უნგრელ კრისტიან რაბთან 10:15 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.
მეტი...გასულ წელს თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს – კვლევა
2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს. კვლევის მიხედვით, გაყიდვების 50% დედაქალაქზე – თბილისზე, ხოლო 50% რეგიონებზე მოდიოდა. რაც შეეხება გაყიდულ პროდუქციას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, სექტორის შემოსავლების ძირითადი წილი 67% საკვებზე მოდიოდა; 14% – სასმელზე; მარკეტების შემოსავლების 7% მიღებულია თამბაქოს გაყიდვებით, რაც 1.589 მლრდ ლარი გამოდის; 6% – 6% კი თანაბრად საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებზე ნაწილდებოდა.
მეტი...“სეტყვა ნიგვზის სიდიდის იყო” – თურქეთში ძლიერი სეტყვა იყო
თურქეთის ქალაქ დირბიქში ძლიერიო სეტყვა იყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სეტყვა ნიგვზის სიდიდის იყო და ფოტოკადრებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ავტომობილები დააზიანა. მედიის ინფორმაციით, რეგიონში უამინდობა და ძლიერი წვიმა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ძლიერი სეტყვის ამსახველი ვიდეოკადრებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მეტი...„თბილისი ცენტრალი“ აცხადებს, რომ „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტს მოამზადებს
ს.ს „თბილისი ცენტრალი“ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სს „თბილისი ცენტრალი“ აცხადებს მზაობას უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან. “მიუხედავად მიღებული მნიშვნელოვანი ზარალისა, სს თბილისი ცენტრალი აცხადებს სრულ მზაობას უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან. სს თბილისი ცენტრალს გააჩნია ყველანაირი საჭირო რესურსი რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული თანხმობის მიღებისთანავე, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია სავაჭრო სივრცის მაქსიმალურად…
მეტი...ორბანი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას მხარდაჭერას ღიად უცხადებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას ღიად უცხადებს. „რა ჯანდაბა ხდება გერმანიაში? შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში. ორბანმა მხარდაჭერა გამოუცხადა პარტიის ლიდერს, ალისა ვაიდენს. გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.
მეტი...„რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას”- ზელენსკი
“რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა. მისი თქმით, ღამით რუსები თავს დაესხნენ კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, მიკოლაივისა და კიევის ოლქებს. „რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია. საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ სულ მცირე ერთი თვით, რათა ომი დასრულდეს. თუ სიჩუმეა, მაშინ ყოველდღიურად უნდა იყოს, თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს“ – აღნიშნა…
მეტი...იაპონია დონალდ ტრამპის დამატებითი სატრანსპორტო ტარიფებით იმედგაცრუებულია
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამატებითი სატრანსპორტო ტარიფებით, რომლებიც ძალაში შევიდა, უკიდურესად იმედგაცრუებულია. იშიბამ აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ შეძლო კონსტრუქციული განხილვების გამართვა ტარიფებზე, მათ შორის ავტომობილების, ფოლადისა და ალუმინის ტარიფებზე, მაგრამ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა. „ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ძალაში შევიდა დამატებითი ტარიფები ავტომობილების ნაწილებზე. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. გავაგრძელებთ აშშ-ის მიერ მიღებული სატარიფო ზომების სერიის გადახედვის მოთხოვნას. როგორც უკვე ვთქვი, კვლავ არსებობს პოზიციების სხვაობა აშშ-სა და იაპონიას შორის და ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ შეთანხმების წერტილი ვიპოვოთ“, – აღნიშნა იშიბამ. ტრამპის მიერ დაწესებული…
მეტი...„ჰუსიტებმა“ ისრაელის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს
„ჰუსიტებმა“ იემენიდან ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. მომხდარის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. თავდასხმას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი გამოეხმაურა. „ვინც არ უნდა დაგვაზიანოს, შვიდმაგად დავარტყამთ” – განაცხადა კაცმა.
მეტი...საცხოვრებელ უბანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიის ერთ-ერთ ქალაქში 3 მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა და, შემთხვევის შედეგად, ორი შენობა დაზიანდა. მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.
მეტი...“რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია”- პუტინი
“რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია – ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი მტკიცებით, მოსკოვს საკმარისი ძალები და რესურსები აქვს იმისთვის, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. „მეჩვენება, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“ – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია. „თქვენს მიერ ახლახან ნახსენები იარაღის (ბირთვული იარაღის) გამოყენების საჭიროება არ იყო და იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არც იქნება“, – აღნიშნა პუტინმა.
მეტი...სერბეთის პრეზიდენტი ჯანმრთელობის გამო მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს ვერ დაესწრება
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ჯანმრთელობოს მდგომარეობის გაუარესების გამო 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს ვერ დაესწრება. როგორც პრეზიდენტის კარდიოლოგი, დრაგან დინჩიჩი ამბობს, რომ ვუჩიჩს ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთი პრობლემა რამდენჯერმე ჰქონდა, რაც დაკავშირებულია მაღალ არტერიულ წნევასთან. „დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ამერიკაში ყოფნისას პრეზიდენტმა ვუჩიჩმა გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომელიც ცოტა ხანს გაგრძელდა – მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე წამი, რაც არ შეესაბამება ოთახში მყოფი სხვა ადამიანების ნათქვამს, რომლებიც ამბობენ, რომ ტკივილი უფრო დიდ ხანს გაგრძელდა“ – თქვა დინჩიჩმა.
მეტი...9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სი ძინპინი მოსკოვში ჩადის
პუტინის მიწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ჩადის. მისი სახელმწიფო ვიზიტი 7-სან 10 მისამდე გაგრძელდება. პრეზიდენტი მოსკოვში, „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით დაესწრება.
მეტი...ტრამპს რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ. ტრამპის ამ სურათს ნიუ იორკის კათოლიკური კონფერენცია გამოეხმაურა, რომელშიც ამ შტატის ეპისკოპოსები შედიან. „ამ ფოტოში სასაცილო არაფერია, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ახლახან დავკრძალეთ ჩვენი საყვარელი პაპი ფრანცისკე და კარდინალები მალე დაიწყებენ საზეიმო კონკლავს წმინდა პეტრეს ახალი მემკვიდრის ასარჩევად. ჩვენი დაცინვა საჭირო არ არის“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ტრამპის პოსტი იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მატეო რენციმაც გააკრიტიკა. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. სურათზე გამოსახულია ტრამპი, რომელიც რომის პაპის…
მეტი...სამხრეთ სუდანში საავადმყოფო დაბომბეს – არის მსხვერპლი
სამხრეთ სუდანში დაიბომბა ქალაქ ფანგაკის საავადმყოფო. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 7 და დაშავდა 20-მდე ადამიანი. “მკაცრად ვგმობთ ძველ ფანგაკში მდებარე საავადმყოფოს მიზანმიმართულ დაბომბვას. შეაჩერე დაბომბვა. დაიცავი მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიცავი ჯანდაცვა” – აღნიშნულია სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, ეს იყო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედი ბოლო სამედიცინო დაწესებულება.
მეტი...პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 ადამიანი
საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინფორმაციას შს სამინიატრო ავრცელებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. „2005 წელს დაბადებულ ს.ტ.-ს და 2005 წელს დაბადებულ ო.კ.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, გასაღების მომზადებასა და გასაღების მცდელობაში. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 103 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი…
მეტი...“პოლიციამ ჟურნალისტები დასაჯა”- Amnesty International-ის კვლევა
ორგანიზაცია Amnesty International ქართულ მედიასთან დაკავშრებით ანგარიშ აქვეყნებს. ანგარიშში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობლის შესახებაცაა საუბარი. “ქართული მედია მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა, პოლიციამ კონკრეტულად ჟურნალისტები დასაჯა, მათ შორის უკანონო ძალის გამოყენებით, რათა ხელი შეეშალა მათთვის საპროტესტო აქციების გაშუქებაში. ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მომიტინგეებს შეუერთდა, ამჟამად სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა შორისაა. მთელ რეგიონში სანდო ინფორმაციაზე წვდომა მცირდება, ხოლო დეზინფორმაცია სულ უფრო მეტად დომინირებს საზოგადოებრივ სივრცეში“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
მეტი...უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტში რუსეთის ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. „დადასტურებულია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტს ბახმუტის რაიონში, რომელიც დროებით ოკუპირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში, რომელსაც მედია აქვეყნებს. გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება.
მეტი...„ტრამპმა მაიკ უოლცის გათავისუფლება მისი მოქმედებების მიმართ უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა“- „ვაშინგტონ პოსტი“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან მაიკ უოლცის გათავისუფლება მისი მოქმედებების მიმართ უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ ანონიმურმა წყაროზე დაყრდნობით წერს. ამავე ცნობით, ტრამპი უკმაყოფილი იყო უოლცის მიერ ირანზე თავდასხმის მხარდაჭერითაც. როგორც გამოცემა წერს, უოლცის გათავისუფლება ტრამპმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მარტში The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჯგუფურ ჩატში დაამატა, სადაც იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმას განიხილავდნენ. ამასთან, ანონიმური წყაროების თქმით, მხოლოდ ეს არ იყო უოლცის გათავისუფლების მიზეზი. ცნობილია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს კონფლიქტი ჰქონდა გუნდის სხვა წევრებთანაც. გარდა ამისა, წყაროების თქმით, უოლცმა…
მეტი...