სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სერბეთში დაბრუნდა, სადაც ბელგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მოათავსეს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს. ექიმების თქმით, ვუჩიჩის მდგომარეობა „სტაბილურია და დამაკმაყოფილებელი“, თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ის ვერ შეძლებს ჩვეულებრივ საქმიანობას დაუბრუნდეს. სერბეთის მედიის ცნობით, ვუჩიჩმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უეცრად თავი შეუძლოდ იგრძნო, ექიმებს მიმართა და გამოკვლევის შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა არ შედგა.
მეტი...დღე: მაისი 3, 2025
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა წარწერით ბანერი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. პარალელურად, სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებენ. მოქალაქეებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილი, უცვლელი მოთხოვნები აქვთ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებულები. საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
მეტი...ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა
მიწვევის მიუხედავად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა. ოფიციალურ მიზეზად პაკისტანთან მიმდინარე დაძაბულობა სახელდება. მედიის ინფორმაციით, ინდოეთს ამ დღეს სავარაუდოდ, თავდაცვის სახელმწიფო მინისტრი სანჯაი სეთი წარმოადგენს. აღლუმს არ დაესწრება არც ინდოეთის თავდაცვის მინისტრი რაჯნატ სინგჰი, რომელიც მოსკოვში პრემიერის ნაცვლად უნდა ჩასულიყო.
მეტი...სოფი ლორენის შვილი სამთავროში
ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – ოსკარის მფლობელის, იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შვილი, მცხეთაში მოინათლა. კარლო პონტი სამთავროს მონასტერში გაქრისტიანდა. მას სახელი გაბრიელი, წმინდა მამა გაბრიელის საპატივცემულოდ დაერქვა. ფოტოზე, რომელიც ნათლობის დღესაა გადაღებული, სოფი ლორენის შვილი, კარლო პონტი, მისი ქართველი მეუღლე მარიამ შარმანაშვილი და დედაოები არიან.
მეტი...ალიგატორებით სავსე ჭაობში ხუთმა ადამიანმა 36 საათი გაატარა
ალიგატორებით სავსე ჭაობში ჩავარდნილი თვითმფრინავის ზედაპირზე ხუთმა ადამიანმა 36 საათი გაატარა. როგორც გადარჩენილები ამბობენ, ალიგატორები მათგან სამი მეტრის რადიუსში, თვითმფრინავის გარშემო განლაგდნენ. მგზავრებს შორის იყვნენ: სამი ქალი, ბავშვი და 29 წლის მფრინავი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითმფრინავი ცენტრალურ ბოლივიაში რადარებიდან გაუჩინარდა. როგორც პილოტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, ავარიულად დაშვება ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.
მეტი...ცნობილი ქართველი ფეხბურთელი 70 წლის გახდა
80-იანი წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნის, საკავშირო მასშტაბით ყველა გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტულის მფლობელი და 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის ერთ-ერთი შემომქმედი ალექსანდრე ჩივაძე 70 წლის გახდა „დღევანდელ დღეს, 70 წლის გავხდი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბევრ სიხარულს მოგვიტანს. ძალიან ნიჭიერი თაობა მოვიდა და ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას“ – აღნიშნა ალექსანდრე ჩივაძემ.
მეტი...ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა
ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზმა განაცხადა, ავსტრალიელმა ხალხმა ხმა ავსტრალიურ ღირებულებებს მისცა. „ჩვენი მთავრობა ავსტრალიურ გზას აირჩევს, რადგან ჩვენ ვამაყობთ იმით, ვინც ვართ და ყველაფრით, რაც ერთად ავაშენეთ ამ ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება სხვებისგან თხოვნა, სესხება ან კოპირება. ჩვენ არ ვეძებთ შთაგონებას საზღვარგარეთიდან. ჩვენ მას აქ, ჩვენს ღირებულებებსა და ჩვენს ხალხში ვპოულობთ“ – განაცხადა მოქმედმა ალბანეზმა. ავსტრალიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის „ლეიბორისტულ პარტიას“ 150 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში 82 მანდატი აქვს მოპოვებული.
მეტი...ქართველმა ემიგრანტენმა ლონდონში აქცია გამართეს
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლონდონში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. ისინი BBC-ის შენობასთან შეიკრიბნენ. ქართველმა ემიგრანტებმა მზია ამაღლობელს და აქციების დროს დაკავებულებს მხარდამჭერა გამოუცხადეს.
მეტი...“დასანანია, რომ თქვენ გვერდით არ ვარ”- მზია ამაღლობლი კოლეგებს მიმართავს
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საპატიმროდან კოლეგებს მიმართავს. ამაღლობელი მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ულოცავს. “გილოცავთ კოლეგებს, კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, რომ თქვენ გვერდით არ ვარ ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა, ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი. აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჩვენი პროფესია, ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება. ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში…
მეტი...ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყებას გმობს
ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყებას გმობს. ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს. „ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის საჭირო საერთაშორისო საავიაციო კოდის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთიდან ოკუპირებული…
მეტი...ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა – ვინ არის ხობში დაღუპული 22 წლის ბიჭი
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 10 წლის ბიჭი დაშავდა. ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ჟორჟოლიანია. ის ქუთაისიდან იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მეტი...“სამდღიანი ზავის მიზანი კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმება იყო”- პესკოვი
“რუსეთის მიერ შეთავაზებული სამდღიანი ზავის მიზანი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმება იყო”- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, „კიევის რეჟიმის იდელოგიურ საფუძვლეს ნეონაციზმი წარმოადგენს“. „რუსეთის მიერ შეთავაზებული სააღდგომო ზავის, ასევე, 8, 9 და 10 მაისის სადღესასწაულო დღეებისთვის ზავის გამოცხადების ინიციატივის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმებაა. ჩვენ კიევის მხრიდან დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს და რაც მთავარია, ქმედებებს, რომლებიც მიზნად კონფლიქტის დეესკალაციას ისახავს“ – განაცხადა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში…
მეტი...დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყეს
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყეს. სამუშაოებს მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორი კომპანია, შესაბამისი ნორმების დაცვით, განახორციელებს. ინფორმაციას მერია ავრცელებს. ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები. თბილისის ვიცე-მერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსაც შეხვდა. როგორც აღინიშნა,ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, რათა დადგინდეს ზარალის მასშტაბი და თბილისის მერიამ რიგი დახმარების გაწევა შეძლოს დაზარალებულებისთვის.
მეტი...ნუცუბიძეზე ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა
თბილისში, ნუცუბიძის IV მკ/რნ-ში ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა. ამის შეახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
მეტი...“ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ, მაგრამ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება”- ზელენსკი
პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლაზე ისაუბრა. ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყეტაზე შეთანხმების სირთულეზე მიუთითა. „წარმოიდგინეთ, ყველას ესმის ტერიტორიების, სანქციების საკითხები – ეს რამდენად რთული იქნება. ამიტომ, არსებობს ისეთი სიგნალები, რომ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ“ – დასძინა მან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, „რადგან ბევრი საკითხია, რაც მათთან კავშირშია“.
მეტი...ინდოეთმა პაკისტანიდან იმპორტი აკრძალა
ინდოეთმა პაკისტანიდან იმპორტი აკრძალა. ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური დირექტორატის განცხადებით, აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება. „ეს შეზღუდვა მიღებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე“ – ნათქვამია განცხადებაში. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთმა მომხდარში პაკისტანი დაადანაშაულა, რასაც ისლამაბადი უარყოფს, აცხადებს, რომ ინდოეთი სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს.
მეტი...გუდიაშვილის ბაღთან ორი ადამიანი დაჭრეს – შსს მომხდარს იძიებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე გუდიაშვილის ბაღის მიმდებარედ მომხდართან ინციდენტს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. უწყების ცნობთ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“…
მეტი...“სანქციები უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება”- გვრიტიშვილი
მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ სანქციები უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურია. „სანქციები უსაფუძვლოა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება განპირობებული გარკვეული დღის წესრიგიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, ეს იქნება ბრიუსელში, ევროკავშირში თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, არსებობენ გარკვეული ძალები, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი შეიძლება მიუღებელი იყოს. ამის გამო მოსამართლეებისა და მით უმეტეს მათი ოჯახების მიმართ სანქციების დაწესება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ისინი უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. მტკიცებულებების…
მეტი...“ზელენსკის უნდა ესმოდეს, რომ 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგეს”- მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებას ეხმაურება, იმასთან დაკავშირებით, რომ „უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“. მედვედევი ამბობს, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება. „მწვანე გაუპარსავმა არამზადამ თქვა, რომ სამდღიანი ზავის შესახებ პუტინის წინადადებას უარყოფს და მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. ვინ ეძებს მის გარანტიებს? ეს ვერბალური პროვოკაციაა და სხვა არაფერი. უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება“- წერს…
მეტი...ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
კანადაში მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასზე მოცურავემ, მარია ალავიძემ თავისუფალი სოლო პროგრამა შეასრულა, 200,7612 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ალავიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება შეძლო. სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
მეტი...“უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს”- ზელენსკი
უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 9 მაისს მიდის ან წასვლას აპირებს: არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ და ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან არ ვიცით, რას გააკეთებს რუსეთი ამ დღეებში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთმა შეიძლება რაღაც მოიმოქმედოს და შემდეგ ბრალი უკრაინას დასდოს. „მე, როგორც პრეზიდენტს მჯერა და ეს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვუთხარი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან,…
მეტი...დონალდ ტრამპის დაბადების დღეს სამხედრო აღლუმი ჩატარდება
აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს, სამხედრო აღლუმი ჩატარდება. ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. „აშშ-ის არმიის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, პრეზიდენტი ტრამპი 14 ივნისს სამხედრო აღლუმით პატივს მიაგებს ამერიკელ ვეტერანებს, აქტიურ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამხედრო ისტორიას!“- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ. გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობას 6600-ზე მეტი ჯარისკაცი, 150 სატრანსპორტო საშუალება, 50 ვერტმფრენი, შვიდი ორკესტრი და რამდენიმე ათასი სამოქალაქო პირი მიიღებს.
მეტი...“დემოკრატია წაროუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე”- გერმანიის საელჩო საქართველოში
“პრესის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და ყველა დემოკრატიის ქვაკუთხედს”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქრთველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა. “დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე. მედია აწვდის საზოგადოებას ახალ ამბებს, ყურადღებას ამახვილებს პრობლემებზე და ხელს უწყობს აზრის ჩამოყალიბებას. ამის გაკეთება მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედია-გარემო არის თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი. ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა. პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს მათი საქმიანობისთვის”- ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...“ვატიკანში ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვატიკანში დონალდ ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო. „შესაძლოა, ეს ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე შინაარსიანი შეხვედრა იყო. ჩვენი გუნდების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, პირისპირ შეხვედრის ფორმატმა გაამართლა. თავად საუბრისთვის შესაფერისი ატმოსფერო გვქონდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზეც ისაუბრა და შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი „ბევრ რამეს ცოტა სხვაგვარად უყურებს“. „დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის, რაც მან მითხრა, ძალიან ძლიერად ჟღერს“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მეტი...ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლამდე კაცი დაიღუპა, მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა კი დაშავდა. მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მეტი...“სხვანაირად დამაფიქრებელია ჩემი ფანჯრების წინ აურზაური და იარაღის გამოყენება”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სახლის წინ გვიან ღამით სროლა იყო. სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც მისივე თქმით, „შემოხაზულია ნასროლი ტყვიების ადგილი“. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხმაურისა და სროლის დროს ადგილზე პოლიცია არ მისულა. „სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია … ამ ღამეს მომხდარი ამბები, უშუალოდ ჩემი ფანჯრების წინ, სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4:20 საათზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემი სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში…
მეტი...“ბიუროკრატები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას ცდილობენ”- ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს მიერ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმაურება. როგორც ჯეი დი ვენსი აცხადებს, ბიუროკრატები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას ცდილობენ. „პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა და ყველაზე მეტად აღმოსავლეთ გერმანიას წარმოადგენს. ახლა ბიუროკრატები მის განადგურებას ცდილობენ. დასავლეთმა ბერლინის კედელი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დაანგრია. ახლა ის აღადგინა, არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანულმა ისტებლიშმენტმა“ – დაწერა ვენსმა X-ზე. გუშინ გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
მეტი...სერბეთის პრეზიდენტმა აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმა
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმა. მედიის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტი აშშ-ში 30 აპრილს ჩავიდა და ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავდა, ასევე შეხვედრები უნდა გამართულიყო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან. ვუჩიჩი შეუძლოდ 2 მაისს გახდა, ის სამედიცინო კვლევების შემდეგ სერბეთში გაემგზავრა.
მეტი...ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია
ლეგენდარული მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 84 წლის გახდა. ის პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.
მეტი...ისტორიაში პირველად, საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
ისტორიაში პირველად, საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ჩატარდება. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი თბილისში გაიმართება.
მეტი...სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ორი ადამიანი
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ო.კ. და 1993 წელს დაბადებული მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე მ.პ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფოემაციით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ”, „კლეფედრონი“ და „მეთადონი“. პოლიციამ,ასევე, ამოიღო ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მეტი...ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 12 ადამიანი დააკავეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 12 ადამიანი. “ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ვ.პ., 1974 წელს დაბადებული გ.კ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ს.ვ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1998 წელს დაბადებული ჯ.თ., 1997 წელს დაბადებული თ.წ., 1977 წელს დაბადებული ვ.ბ., 1989 წელს დაბადებული ს.ჯ., 1973 წელს დაბადებული, ჯ.წ., 1985 წელს დაბადებული ნ.ბ., 1976 წელს დაბადებული მ.ც., 1983…
მეტი...“ეს დემოკრატია არ არის – ეს შენიღბული ტირანიაა”- რუბიო გერმანიას აკრიტიკებს
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გამო გერმანია გააკრიტიკა. „გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს დემოკრატია არ არის – ეს შენიღბული ტირანიაა. სინამდვილეში, ექსტრემისტული პოპულარული AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) კი არაა, რომელმაც ბოლო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც AfD ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს“ – განაცხადა მარკო რუბიომ. გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.
მეტი...ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია – ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში: სევასტოპოლში, ფეოდოსიასა და ქერჩში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდო. მოგვიანებით, აფეთქებები მოხდა ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარეში. აფეთქებები იყო ანაპასა და ვიტიაზევოშიც. ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა როსტოვის ოლქშიც. ნოვოროსიისკის მერის ანდრეი კრავჩენკოს განცხადებით, .უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამავე ცნობით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
მეტი...აშშ-მა უკრაინისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა. მხარდაჭერის პაკეტი F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მოდიფიკაციასა და განახლებას, პერსონალის მომზადებას, გამანადგურებლების მოვლა-პატრონობას, სათადარიგო ნაწილებს, აღჭურვილობას, გასაიდუმლოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კვლევებს მოიცავს. „შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით. ასევე, გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, ეფექტური პილოტების მომზადების უზრუნველყოფითა და ამერიკის…
მეტი...აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეიმუშავეს
ამერიკის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეროვნული უშიშროების საბჭო ცდილობს კოორდინაცია გაუწიოს რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ქმედებას. ამას ხელი ტრამპმა უნდა მოაწეროს. ეს სრულიად მისი გადასაწყვეტია“ – განუცხადა გამოცემას წყარომ. ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა სანქციების აღნიშნულ პაკეტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
მეტი...