ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – მომდევნო დღეების ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნალექიანი ამინდი 5 მაისამდე შენარჩუნდება. „2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სურამში, 15 წლის ბიჭს ეძებენ

სურამში, 15 წლის ბიჭს ეძებენ. ოჯახის წევრის ინფორმაციით, მოზარდი სკოლიდან გავიდა და მას უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობენ. “ჩემი ძმისშვილი სურამის მეორე სკოლიდან დაიკარგა. არის 15 წლის. სკოლაში მივიდა ,დატოვა ჩანთა და გავიდა. შუადღის 2 საათის შემდეგ ვეძებთ. გთხოვთ გადააზიარეთ – იქნებ ვინმემ დაინახა. აცვია შავი ჯინსის შარვალი, შავი ზედა თეთრი ზოლით. ახურავს ნაცრისფერი კეპი. დაგვირეკეთ თუ რამეს შეიტყობთ. 599106802 ნინო. 599802711 გადამიზიარეთ ყველგან გთხოვთ” –  წერს ბიჭის მამიდა.  

მეტი...

კუნძულ ბალიზე ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. პრობლემები შეექმნა კუნძულის აეროპორტსაც, თუმცა შემავალი და გამავალი რეისები გრძელდება. ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მიზეზად წყალქვეშა კაბელის დაზიანება სახელდება – დაწყებულია მოკვლევა. ელექტროენერგიის პრობლემა რამდენიმე დღის წინ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაწილშიც შეიქმნა.

მეტი...

“უკრაინა საკუთარი ბალისტიკის შექნას დააჩქარებს”- ზელენსკი

პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა  ბალისტიკის შექმნას დააჩქარებს. მაის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. “მქონდა შეხვედრა. ძალიან დეტალურად განვიხილეთ უკრაინის სარაკეტო პროგრამა, ჩვენი რაკეტების შემუშავება და წარმოება. ამოცანაა უკრაინული ბალისტიკის შექმნის მაქსიმალურად დაჩქარება. ჩვენი მოქმედების არეალი უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტური გარანტიაა… რუსეთი კვლავ უარს ამბობს სრულ, გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტაზე – ყველა პარტნიორი უკვე დაიღალა რუსული მანიპულაციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს, შესაბამისად ვიმოქმედებთ როგორც ფრონტზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზეც. ომი იქ უნდა იგრძნობოდეს, საიდანაც დაიწყო”- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა – გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. უწყვეტი პროტესტის 156-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებულები. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.  

მეტი...

“ომის დასრულება შორეულ პერსპექტივად რჩება”- ჯეი დი ვენსი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის ომზე საუბრობს. ჯეი დი ვენსის აზრით, ომის დასრულება შორეულ პერსპექტივად რჩება, ვიდრე კიევი და მოსკოვი რეალურ პირობებზე დაფუძნებულ კონკრეტულ შეთანხმებას არ მიაღწევენ. მხარეებს შორის მოლაპარაკება რომ უმოკლეს ვადებში უნდა შედგეს, ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც. მარკო რუბიო ხაზგასმით საუბრობს შეთანხმების აუცილებლობაზე. დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ბრიფინგზე გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ შეითავსებს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლს.

მეტი...

“მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა”- კვლევა

საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი და ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს. “მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…) აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი; 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის…

მეტი...

ილია თოფურია მორიგ ბრძოლას 28 ივნისს ჩაატარებს

ილია თოფურია მორიგ ბრძოლას 28 ივნისს ჩაატარებს. UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ილია თოფურიას თქმით, იმედოვნებს, რომ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაახარებს. თუ ვინ იქნება თოფურიას მეტოქე, ისლამ მახაჩევი თუ ჩარლზ ოლივეირა, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ქართველმა UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ქამარი საკუთარი სურვილით დათმო და მსუბუქ წონაში (70კგ) გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ ბრძოლას მხოლოდ ტიტულისთვის ჩაატარებს.

მეტი...

“რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს ნატო-თვის”- რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი

რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს ნატო-თვის. ის მიიჩნევს, რომ ერთადერთი საფრთხე ნატოს დაშლაა. „რუსეთს არ აქვს პოტენციალი, წარმოადგენდეს მნიშვნელოვან საფრთხეს მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ალიანსისთვის, ამიტომაც ერთადერთი საფრთხე ნატო-ს პოტენციური დაშლაა. რუმინეთისთვის, პოლონეთისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის ეს წარმოადგენს მთავარ საფრთხეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნატო-ს ერთიანობაზე და უნდა შევინარჩუნოთ იგი, როგორც თავდაცვითი ალიანსი. არიან ისინი, ვისაც სურთ ორი გეოპოლიტიკური ბლოკის, დაპირისპირებული ბლოკების შექმნაც კი – ევროკავშირისა და აშშ-ის“ – განაცხადა სიმიონმა.

მეტი...

ტრამპი კონგრესიდან იმ დემოკრატების გარიცხვას ითხოვს, რომლებმაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წინადადებები წარადგინეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელებმა უნდა იფიქრონ კონგრესიდან იმ დემოკრატების გარიცხვაზე, რომლებმაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წინადადებები წარადგინეს. როგორც ტრამპი ამბობს, დემოკრატები კონტროლს აღარ ექვემდებარებიან. „მათ ყველაფერი დაკარგეს, განსაკუთრებით გონება. ეს რადიკალურად მემარცხენე გიჟები კვლავ იმპიჩმენტით არიან დაკავებულნი. მათ უკვე ჰყავთ ორი „უსახელო“ ნაკლებად პატივცემული კონგრესმენი, ორივე სრული ფსიქოპატი, რომლებმაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ „იმპიჩმენტის“ წინადადება უკვე დაახლოებით მეოცედ წარადგინეს, თუმცა მათ წარმოდგენა არ აქვთ, რის გამო შეიძლება ჩემი იმპიჩმენტი. იქნებ იმ არეულობის გამო, რაც დემოკრატებმა დაგვიტოვეს საზღვარზე, ან აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი ინფლაციის, ან „ჰამასის“ თავდასხმის ისრაელზე, რომელიც მხოლოდ…

მეტი...

“ტრამპმა შესაძლოა, ნატო-ს სამიტი გამოტოვოს, თუ წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯები არ გაიზრდება“- „შპიგელი“

დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ნატო-ს სამიტი გამოტოვოს, თუ წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯები არ გაიზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. „თავიდან გერმანელებს სჯეროდათ, რომ ამერიკელები ამ ხუთ პროცენტზე სერიოზულად არ საუბრობდნენ, რომ ეს მხოლოდ მოლაპარაკებების ტაქტიკა იყო. ახლა მათ ვიტაკერის სიტყვის სჯერათ, მაშინაც კი, როდესაც ის ამბობს, რომ ტრამპი არ ჩამოვა ივნისის სამიტზე, თუ ამ დრომდე ნატო-ს სხვა ქვეყნები არ შეცვლიან თავიანთ პოზიციას“ – წერს გამოცემა. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნატო-ს მოკავშირეებისგან ითხოვს, თავდაცვის ხარჯები, სულ მცირე, მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ. ამასთან, აპრილის დასაწყისში პოლონეთმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისგან…

მეტი...

„პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს“ – შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს. შოლცი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური დებატებია საჭირო. „რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ხელახლა უნდა შევაფასოთ საკითხი, რა შეიძლება, იყოს შემდეგი ნაბიჯები. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო აკრძალვის შესახებ ბოლოდროინდელი ყველა განაცხადი“ – აღნიშნა ოლაფ შოლცმა. გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.

მეტი...

გორში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

გორში ერთ-ერთ რესტორანში სპეცოპერაცია ჩატარდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი ადამიანი დააკავეს. გავრცელებული იინფორმაციით მათ ყალბი ფულის გასაღებას ედავებიან. რა რაოდენობის თანხხაა ამოღებული და როგორ გავიდა საგამოძიებო სამსახური დაკავებულების კვალზე, ამ დროისთვის უცნობია. უცნობია ისიც, ჰყავდათ თუ არა ბრალდებულებს თანამზრახველები.  ისინი რესტორანაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ჩხრეკა, სავარაუდოდ, დაკავებულების სახლებში გაგრძელდება, ამის შემდეგ კი ხელბორკილდადებულ მოქალაქეებს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

მეტი...

“უკრაინა გააკეთებს შეუძლებელს უნგრეთის ვეტოს მოსახსნელად”- ოლგა სტეფანიშინა

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ 12 მაისისთვის უნგრეთთან დაგეგმილი  მოლაპარაკებების აჩვენებს, შესაძლებელია თუ არა კომპრომისი უნგრეთის მხრიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. სტეფანიშინას თქმით, კიევმა გადასცა თავისი წინადადებები უმცირესობათა უფლებების სფეროში მომუშავე ადამიანებს უნგრეთის მოთხოვნების შესასრულებლად. „შემიძლია დავადასტურო, რომ 12 მაისს, უჟგოროდში გაიმართება უკრაინული და უნგრული დელეგაციების მოლაპარაკებები 11 პუნქტის საფუძველზე. ამ მოლაპარაკებების შედეგად ნამდვილად შემეძლება ვთქვა, შესაძლებელია თუ არა შემდგომი დიალოგი უნგრეთთან, თუ ეს იმიტაციაა“-  აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა „გააკეთებს ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელს“ უნგრეთის ვეტოს მოსახსნელად.

მეტი...

„ირანი ტერორისტების დახმარებას უნდა შეეშვას“ – რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანი ურანის გამდიდრებას „უნდა შეეშვას“. როგორც რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, ოფიციალურმა თეირანმა უარი ტერორისტების მხარდაჭერაზეც უნდა თქვას. „ტერორისტების მხარდაჭერას უნდა შეეშვან; ისინი „ჰუსიტების“ დახმარებას უნდა შეეშვან; ისინი შორი რადიუსის რაკეტების წარმოებას უნდა შეეშვან, რომელთა არსებობას აზრი არ აქვს, თუ ბირთვული იარაღისთვის არ ამზადებენ და ისინი ურანის გამდიდრებას უნდა შეეშვან“, – განაცხადა რუბიომ.

მეტი...

7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, ჩილემ შესაძლო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა

არგენტინისა და ჩილეს სამხრეთ სანაპიროსთან მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, ჩილემ შესაძლო ცუნამის თაობაზე გაფრთხილება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, გაფრთხილების თანახმად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მაგალიანესის რეგიონში მდებარე ქალაქების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. „მოვუწოდებთ სანაპირო ზოლს ევაკუაციისკენ, მთელ მაგალიანესის რეგიონში“, – დაწერა ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიკმა სოციალურ ქსელში. ჩილეს კატასტროფების სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, „იმოქმედონ მშვიდად და დაიცვან ხელისუფლებისა და რეაგირების ჯგუფების ინსტრუქციები“.

მეტი...

არგენტინისა და ჩილეს სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

არგენტინისა და ჩილეს სამხრეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები არგენტინის ქალაქ უშუაიადან 218 კილომეტრის დაშორებით, დრეიკის სრუტესთან დაფიქსირდა, რომელიც სამხრეთ ამერიკისა და ანტარქტიდის კონტინენტებს შორის მდებარეობს. არსებობს ცუნამის საფრთხე, რის გამოც, ჩილეს მთავრობამ სამხრეთით მდებარე სანაპირო ქალაქების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

მეტი...

დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საგადასახადო შეღავათების მოხსნას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საგადასახადო შეღავათების მოხსნას აპირებს. როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, უნივერსიტეტი „ამას იმსახურებს“. „ეს არის ის, რასაც ისინი იმსახურებენ“, – წერს ტრამპი. თავის მხრივ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნივერსიტეტისთვის გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსის გაუქმება საგანმანათლებლო მისიის განხორციელების შესაძლებლობას საფრთხეს შეუქმნის.

მეტი...

თურქეთში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს. როგორც მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 15:51 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების ეპიცენტრი 12.55 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.  

მეტი...

TikTok-ი 530 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

ევროკავშირის მარეგულირებელმა, მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის, TikTok-ი 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში აცხადებენ, რომ ჩინური კომპანია ByteDance-ის საკუთრებში არსებულმა TikTok-მა ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობდა. კომისიის ცნობით, გასულ თვეში კომპანიამ გაამხილა, რომ თებერვალში აღმოაჩინა ჩინეთში შენახული მონაცემთა შეზღუდული რაოდენობა, რაც წაიშალა. TikTok-ი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. პლატფორმა აღნიშნავს, რომ მას არასდროს მიუღია ჩინეთის ხელისუფლებისგან ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მოთხოვნა და ისინი მისთვის არასდროს გადაუცია.

მეტი...

გერმანიამ AfD ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა (BfV) ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ცნობით, BfV-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 1 100-ზე მეტ გვერდს მოიცავს და აღწერილია მტკიცებულებები, რომლებიც მათი განცხადებით, პარტიის საქმიანობის ანტიკონსტიტუციურ ხასიათს ადასტურებს. „ეთნიკურობასა და წარმომავლობაზე დაფუძნებული ხალხის აღქმა, რომელიც პარტიაშია დომინანტური, თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგთან შეუთავსებელია“, – ნათქვამია BfV-ს ანგარიშში.

მეტი...

„ტერორისტულ ორგანიზაციაში აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი“ – რუსთავში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. „კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული…

მეტი...

ინდოეთში წვიმასა და ქარიშხალს, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უამინდობის გამო, დედაქალაქში შეჩერებულია ფრენები, შეფერხებულია მეტროსა და მატარებლების მიმოსვლაც. ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმა ნიუ-დელიში გუშინ დაიწყო.

მეტი...

„კონსტრუქციების დემონტაჟს და ტერიტორიის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს“ – ხმალაძე მოვაჭრეებს შეხვდა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილზე შეკრებილ მოვაჭრეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. როგორც მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს. „დღესვე დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე. ორი დღის წინ სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ირაკლი ხმალაძე გუშინაც შეხვდა. შეხვედრაზე ვიცე- მერმა გამოთქვა მზადყოფნა, მერიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაზარალებულებს გარკვეული ფორმით…

მეტი...

„რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩვენს არჩევანზე“ – სიბიგა

„დიახ, შესაძლოა, ამჟამად არ გვქონდეს კონსენსუსი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხზე, მაგრამ მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ მის მისაღწევად“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სიბიგამ აღნიშნა, უკრაინა შიდა და საგარეო პოლიტიკაში რამე შეზღუდვას არ მიიღებს, „განსაკუთრებით იმ კავშირებისა და ალიანსების არჩევანის კუთხით, რომელთანაც უკრაინას შეერთება სურს“. „რუსეთს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, არ აქვს და არც ექნება ვეტოს უფლება ჩვენს არჩევანზე“, – აღნიშნა სიბიგამ.

მეტი...

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს“ – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს. მისი თქმით, ქვეყანას არ ექნებოდა ეკონომიკური პრობლემები, თუ უკრაინისთვის გაგზავნილი თანხები ევროპის ეკონომიკაში დარჩებოდა. „თუმცა, ევროპელი ლიდერები განაგრძობენ ომისკენ სწრაფვას და უკრაინის მხარდაჭერას ამერიკული ხელმძღვანელობის ნების წინააღმდეგაც კი. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისა და უკრაინის არმიის დაფინანსება და მხარდაჭერა შეერთებული შტატების გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნეს – მას 14 წლით პატიმრობა მიესაჯა 

ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა  სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებ დაზარალებულს 2024 წლის 20 აგვისტოს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. „ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად  გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მეტი...

„წვიმა, ელჭექი, სეტყვა“ – მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ

საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება „2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 ადამიანი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 ადამიანი – ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი და თორნიკე გოშაძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ისევ არსებობდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდების პოზიციას არ დაეთანხმნენ. ბრალდებულების უფლებამდაცველები შუამდგომლობდნენ დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და 8-ვე ბრალდებული პატიმრობაში…

მეტი...

4 არასრულწლოვანის მიმართ პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა Facebook და Instagram ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც, სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა. „გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, Facebook Messenger-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას…

მეტი...

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ

29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრნენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. „Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე. EBA ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და პროაქტიულად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას. ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში…

მეტი...

„უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი აშშ-ში დარეგისტრირდება, მისი ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება“ – შმიგალი

უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი, რომლის შექმნასაც ამერიკის შეერთებული შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმებული ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, აშშ-ში დარეგისტრირდება. როგორც შმიგალმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფონდის ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება. „წინასწარი შეთანხმებით, ფონდი დარეგისტრირდება აშშ-ში, მაგრამ ანგარიში იქნება უკრაინაში და შევსება მოხდება გრივნაში“, – აცხადებს შმიგალი.

მეტი...

პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ერთ ადამიანს  ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა. „დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მეტი...

RSF-ის მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2025 წლის მედიის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით გაუარესებულია. RSF-ის მონაცემებით, 180 ქვეყნიდან საქართველო 2024 წელს 103-ე ადგილზე იყო, წელს კი 114 ადგილს იკავებს. „ოფიციალური პირების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ არახელსაყრელი რჩება, ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით. „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს და ცენზურის ქვეშ აყენებს მათ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მეტი...

„მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს, მაგრამ მსოფლიოსთვის მაინც საქართველოს წარმატების სიმბოლოდ ვრჩები“ – სააკაშვილი

„ხედავთ, ხალხო, როგორ დაგცინიან, მაინც არაფერი გამოუვათ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს წარმატების სიმბოლოდ რჩება. „გასაგებია, მე რასაც მიკეთებენ. მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს კიდეც, ათასგვარ აბსურდულ ბრალდებას მიყენებთ, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის მე მაინც ვრჩები საქართველოს წარმატების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, ღაზისკენ მოძრავ გემზე თავდასხმა მოხდა – მასში 30 აქტივისტი იმყოფება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლოტილიის თავისუფლების კოალიაციის“ ცნობით, მალტის სანაპიროსთან, ღაზის სექტორის მიმართულებით მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა. როგორც ორგანიზაცია იტყობინება, გემი, შესაძლოა, ჩაიძიროს. „დრონით თავდასხმა, როგორც ჩანს, კონკრეტულად გემის გენერატორისკენ იყო მიმართული და ახლა გემი, შესაძლოა, ჩაიძიროს. გემზე 30 საერთაშორისო უფლებადამცველი აქტივისტი იმყოფება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მეტი...