უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობა ცნობილია. ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გუნდის ძირითად თერთმეტეულშია. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის ფინალური მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
მეტი...თვე: მაისი 2025
ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ტრამპს შეხვდება
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს 5 ივნისს შეხვდება, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ. შეხვედრაზე ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო საკითხებს განიხილავენ. ეს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მერცის პირველი ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მეტი...რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტები სკანდირებენ: “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” და ა.შ.აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ადგილზე ასევე იმყოფებიან აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად აპირებენ ღამის გათენებას. ასევე, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს მოგვიანებით, კვლავ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილ შენობასთან, შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდებიან.
მეტი...250 მილიონი ფუტკარი გაიქცა – ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს
აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, გადაბრუნებული სატვირთოდან, დაახლოებით 250 მილიონი ფუტკარი გაიქცა. მომხდართან დაკავშირებით, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სატვირთო ავტომობილი, კანადის საზღვართან ახლოს, გზაზე გადაბრუნდა, მას 31 750 კგ თაფლი გადაჰქონდა. “ჩვენი მთავარი მიზანია, ფუტკრებს საშუალება მივცეთ, სკებში ხელახლა დაბრუნდნენ და თავიანთი დედა ფუტკარი იპოვონ“ – აცხადებენ სამართალდამცავები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავარიის ადგილი ოპერაციის დასრულებამდე დახურული იქნება.
მეტი...„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის წარმომადგენლის წინადადებას დათანხმდა
პალესტინური ექსტრემისტული მოძრაობა „ჰამასი“ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა. ინფორმაციას „ჰამასი“ ავრცელებს. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეთავაზებული წინადადება ითვალისწინებს, ისრაელისთვის 10 ცოცხალი მძევლის და 18 გარდაცვლილი მძევლის ცხედრის გადაცემას. ისრაელმა კი სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრები უნდა გაათავისუფლოს.
მეტი...“რუსეთი დათმობებზე წასვლას არ აპირებს”- მხარეები მორიგი შეხვედრისთვის ემზადებიან
“რუსეთის ოფიციალური პირები 2 ივნისს სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ისევ აგრძელებენ კრემლის შეურიგებელი პოზიციის დემონსტრირებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდასაჭერად რაიმე მნიშვნელოვან შედეგს არ გამოიღებს”- ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ბოლო ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ, 30 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან საბრძოლველად იმდენ ხანს, „რამდენ ხანსაც დასჭირდება“ და რომ უკრაინას შეუძლია ან დათანხმდეს მშვიდობას რუსეთის პირობებით, ან ბრძოლის ველზე გარდაუვალი დამარცხების წინაშე აღმოჩნდეს. ნებენზიამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-მ, სავარაუდოდ, „თვალი გაახილა“…
მეტი...1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
ხვალ, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სივრცითი აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საბავშვო კონცერტი. აღნიშნულ ლოკაციაზე 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება – ღია ბიბლიოთეკა; კინო კუთხე – ჟოზეს ანიმაციური ფილმების ჩვენება; სპორტული აქტივობები; ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე; ჭადრაკის კუთხე; ამერიკული კუთხე; ხელოვნების სახლების საგამოფენო კუთხე; სახეზე მოხატვა; თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები; ფოტო ბასი; მეწარმეთა გამოფენა…
მეტი...თვითმფრინავი სახლს დაეცა – დაღუპულია 2 ადამიანი
გერმანიაში, დიუსელდორფის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის პილოტი. შემთხვევის შედეგად შენობას ცეცხლი გაუჩნდა წინასწარი ინფორმაციით, პილოტმა ქალმა ძრავის გაუმართაობის შესახებ დისპეტჩერებს ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე შეატყობინა და უახლოეს აეროდრომზე საგანგებო დაშვება მოითხოვა. მედია წერს, რომ პოლიცია და სამაშველო სამსახურები ადგილზე სწრაფად მივიდნენ. ავარიის ზუსტი მიზეზების გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
მეტი...NATO აღმოსავლეთით გაფართოებაზე რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს
NATO აღმოსავლეთით გაფართოებაზე რუსეთთან აქტიურ მოლაპარაკებებს არ მართავს. ინფორმაციას Radio Free Europe ავრცელებს. მედიასთან საუბარში NATO-ს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ალიანსის პოტენციურად არგაფართოებაზე საუბარი არ ყოფილა არც ერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე. ანონიმური წყაროების ამ ინფორმაციას წინ უსწრებდა 28 მაისს Reuters-ის მიერ მომზადებული მასალა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებში შედიოდა წერილობითი პირობა დასავლელი ლიდერებისგან, რომ NATO გაფართოებას შეწყვეტს.
მეტი...“რამდენჯერ იყვირე, რომ ახლა ასე ჩუმად ხარ?”- ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა
ბათუმში დაკარგულ, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ის 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. ბავშვის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს: „რამდენჯერ მოკვდი, რომ ახლა ასეთი ძლიერი ხარ? რამდენჯერ იყვირე, რომ ახლა ასე ჩუმად ხარ? ამ კითხვებზე პასუხი, მხოლოდ ჩემშია…“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
მეტი...შვედეთი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს
შემოწმებას დაექვემდებარება არა მხოლოდ შვედეთის პორტებში შემავალი გემები, არამედ ის გემებიც, რომლებიც შვედეთის ტერიტორიულ წყლებში ან მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში გადიან, რომელიც სანაპიროდან 200 საზღვაო მილის მანძილზეა გადაჭიმული. „ბალტიის ზღვაში სულ უფრო და უფრო მეტ შემაშფოთებელ ინციდენტს ვხედავთ. ეს მოითხოვს, რომ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც მზად ვიყოთ“, – ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა. მან დასძინა, რომ შემოწმების დროს მიღებული ინფორმაცია გაზიარდება მოკავშირეებთან და გამოყენებული იქნება სანქციების კონტროლის გასაძლიერებლად, მათ შორის მონაცემების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში შეყვანის გზით. შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც ახლახან გახდნენ ნატოს წევრები, ბალტიის რეგიონში უსაფრთხოებაზე ზრუნვა გააძლიერეს 2024 წლის…
მეტი...აშშ-დან საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის დეპორტაცია განხორციელდა
აშშ-დან საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის დეპორტაცია განხორციელდა. მათ აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს. გიორგი ცაგარეიშვილმა დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, რათა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება სამშობლოში.
მეტი...“58 წლის კაცს, რომელსაც სხვადასხვა ქალისგან 31 შვილი ჰყავს, „გმირი მამის“ წოდება მიენიჭა
ლენინგრადის ოლქში, 58 წლის ედუარდ ჩირკოს, რომელსაც სხვადასხვა ქალისგან 31 შვილი ჰყავს, „გმირი მამის“ წოდება მიენიჭა. “ეს იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაკავდნენ საქმით და გააჩინონ შვილები. ჩვენი ქვეყანა ამჟამად მოსახლეობის შემცირებას განიცდის და ჩვენ როგორმე უნდა მოვახდინოთ ამაზე გავლენა” – თქვა ჩირკომ.
მეტი...„ევროპული კურსის შეჩერებაზე „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა“- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშილის თქმით, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია. „ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა. მაგრამ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია!“, – წერს ზურაბიშვილი. დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში…
მეტი...„საქართველოს მთავრობამ ხალხის იმედების ჩასახშობად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა“- ბაიბა ბრაჟე
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს. „საქართველოს მთავრობამ ევროპული მომავლის მიმართ თავისი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების ჩასახშობად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს“, – წერს ბაიბა ბრაჟე.
მეტი...“გიო ეს რაქენი ბიჭო”- ცნობილია ახლგაზრდის ვინაობა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
გამთენიისას, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა. ,,ვერ ვიჯერებ გიუნა ვერ ვიჯერებ ბიჭო როგორ წახვედი და დაგვტოვე გიო ეს რაქენი ბიჭო როგორ დაგვწყვიტე გული ძმაო როგორ ბიჭო როგორ დაგვტოვე გიო”- წერს გარდაცვლილის ახლობელი. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული დახვდათ, ხოლო ორი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...“ნიკა მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა”- მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ “მდაბიო პიარკამპანია” აწარმოა და პოლიციას თავი დააჭერინა. „გირაოს ვინც არ იხდის, მას ეფარდება პატიმრობა, მარტივი ამბავია და ამით რაღაცის შექმნა ზღაპრის სფეროდან არის, წარმოუდგენელია. რომელი ბრალდებულიც გირაოს არ იხდის, მას პატიმრობა რომ ეფარდება, მე მგონი, ამისგან სკანდალის გამოყვანა ცოტა გაგიჭირდებათ. ეს ერთი; მეორე, წინა დღეზე რომ ლაპარაკობენ, ე.ი. კაცი იმუქრებოდა, რომ გამაგრდებოდა, ვერ დაიჭერდნენ, სხვადასხვა ვერსიას აყალიბებდა, რომ როგორ გამაგრებულიყო და აქ ახლომახლო რომ არის ე.წ. ალამუთის ციხე, როგორც შეარქვეს თავად „ნაცების“ უკვე ყოფილ ოფისს, მაშინდელი…
მეტი...ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში გაიმართება
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი მიუნხენში, 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუნხენში მდებარე სტადიონი „ალიანს არენა“ უმასპინძლებს. მიუნხენში იმყოფება ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე. ნიცა მეუღლის და პატარა დამიანესთან ერთად მიუნხენში გადაღებულ კადრებს გამომწერებს უზიარებს.
მეტი...რუსეთი სამშვიდობო მემორანდუმს საზოგადოებისთვის არ გაასაჯაროებს
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, რუსეთის დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრება და ორშაბათს, დილით უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად მზად იქნება. პესკოვის თქმით, რუსეთი სამშვიდობო მემორანდუმს საზოგადოებისთვის არ გაასაჯაროებს. მან აღნიშნა, რომ ორივე მხარე განიხილავს პოტენციური დროებითი ზავის პირობებს, ხოლო შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაცია, სავარაუდოდ, ნებისმიერი მომავალი შეთანხმების მთავარი კომპონენტი იქნება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს და ორშაბათის შეხვედრამდე რუსეთისგან სამშვიდობო მემორანდუმის პროექტის მიღებას ელოდება.
მეტი...“საქართველოში ამოქმედებული კანონი დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს”- ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც დღეს ამოქმედდა, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ “სასტიკ ნაბიჯს” წარმოადგენს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც დღეს ამოქმედდა, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონი არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, კრიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას აჩუმებს და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაჰყავს“ – წერს მარგუს ცაჰკნა.
მეტი...„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საქართველოს დემოკრატიას აფერხებს”- მარტა კოსი და კაია კალასი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსი საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებს უნდა მოუსმინოს. „საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის…
მეტი...“ყველას ვუსურვებ ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც პოლიცია მოქალაქეს დაიცავს”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიციას დღევანდელ დღეს ულოცავს. “ქართულ პოლიციას ვულოცავ დღევანდელ დღეს, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები. მათ რიგებში არიან ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ ამ ქვეყნისათვის. მინდა ყველას ვუსურვო ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ქართული პოლიცია ადამიანების და მოქალაქეების დასაცავად თავის მოვალეობას ასრულებს, იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ეს დღე მოვა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
მეტი...“ღირსების მედალიც ეკუთვნით ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციის ავტორებს” – ირაკლი კობახიძე
“რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები ბაჩიაშვილის ინფორმაციით, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში ისე ჩამოიყვანეს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპერაცია თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში განხორციელდა. „ესეც რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში, არამარტო კომპლიმენტები, არამედ ღირსების მედალიც, შესაბამისი…
მეტი...“ზელენსკი და პუტინი ჯიუტები არიან”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ჯიუტები არიან. ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს და მის გუნდს ძალიან ჯიუტ პუტინთან უწევს გამკლავება. საპასუხოდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიც ჯიუტია.
მეტი...“თუ ვინმეს უნდა, საქართველოში აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ გამჭვირვალედ”- კობახიძე
„ფარას“ კანონი ამოქმედდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმეს უნდა საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, ეს ყველაფერი გააკეთონ გამჭვირვალედ და სწორედ ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში – „გამჭვირვალობის შესახებ“. „ჩვენ ვნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში, გარე დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, რაც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო სუვერენიტეტს. ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ სრული დატვირთვით ამოქმედების თაობაზე, რასაც…
მეტი...“არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იყო მარიამ ლაშხი, როდესაც მას მიუვარდნენ”- პრემიერი
„დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატ მარიამ ლაშხზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის არა მარტო ორგანიზებული, არამედ პირდაპირ გარედან დაფინანსებული კამპანია და ამ კამპანიას აწარმოებენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარედან იღებენ დაფინანსებას. „ძირითადად ეს არის ევროპული ბიუროკრატიისგან გაცემული ფინანსები. ეს შემაშფოთებელია, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები. არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იყო მარიამ ლაშხი, როდესაც მას მიუვარდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა…
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე – დაღუპილია 25 წლის ახალგაზრდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე. გავრცელებული ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახენ. შემთხვვეის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 25 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...გომელაური ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა
პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მას ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაადასცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მეტი...“ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები”- კობახიძე
“ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად. არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები – კანონს ვინც დაარღვევს ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონის უპატივცემულობა, შესაბამისი წესით დაისჯება. „ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად. არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს. ის ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული, არავის ეს არაფერში არ აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მას მოგვიანებით მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდება. კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი…
მეტი...“პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას ნიშნავს”- კალაძე
თბილისის მერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა. კახა კალაძის თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. „დიდი პატივია, პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო! თქვენ ხართ ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვაა. ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულებაა. პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები, ყველა, ვინც 24 საათის განმავლობაში სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს. პოლიციელზე ხელის…
მეტი...“გასული 4 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა”- კობახიძე
“გასული 4 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა – ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული პოლიცია ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, „რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა“. „პოლიციის ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად იქცა. მან პოლიციელს საზოგადოებრივი აღიარება, ნდობა და პატივისცემა მოუტანა. პროფესიონალიზმი, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის დაცვა და მოქალაქეებისადმი პატივისცემა თქვენი წარმატების…
მეტი...ბაიდენი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ სიმსივნის დამარცხებას შეძლებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და მისი პროგნოზიც კარგია. ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ოპტიმისტურად არის განწყობილი და მოლოდინია, რომ სიმსივნეს დაამარცხებს. გასულ კვირას ბაიდენის ოფისმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს პროსტატის სიმსივნის „აგრესიული ფორმის“ დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ძვლებზეც გავრცელდა.
მეტი...შსს პოლიციის დღეს აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავებს შინაგან საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა გელა გელაძემ მიმართა. სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. ღონისძიებას ესწრება ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც საზეიმო ღონისძიება ტარდება, უწყების სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებიან, ასევე განლაგებულია სპეცტექნიკა. პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
მეტი...რა საკითხებზე ისაუბრეს უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა?!
ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. „პირადად მას, ისევე როგორც მთელ თურქეთს, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ არსებული პრინციპული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენ ვისაუბრეთ სტამბოლში გამართული პირველი შეხვედრის შესახებ. სამხედრო ტყვეების გაცვლა ამ შეხვედრის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ერთადერთი. მშვიდობის მიღწევისთვის ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. მკვლელობები უნდა შეწყდეს“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში მომდევნო შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილა.
მეტი...მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ტრამპის მისალოცი წერილი აშშ-ის საელჩოს გავლით მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავლით მიიღო. კითხვაზე, “რა არხებით მიიღეთ ტრამპის წერილი, ეს იყო აშშ-ის საელჩოს გავლით თუ ავლით”? ყაველაშვილმა უპასუხა, „საელჩოს გავლით, მათგან გამოგზავნილი იყო ეს ჩვენს ადმინისტრაციაში”. “ეს ღირებულებითი თანხვედრა, რომელზეც ხაზს ვუსვამდით, გამოჩნდა წერილშიც, რომ ის ხაზს უსვამს ამ დამოკიდებულებას. ამ წერილში ჩანს, რომ ურთიერთობებისთვის ის მზად არის და მგონი, ეს პროცესი, ჩემი აზრით, ამ გადმოსახედიდან უკვე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა“- განაცხადა ყაველაშვილმა.
მეტი...ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PSP პატარებს და მათ მშობლებს განსაკუთრებული აქტივობებით და შეთავაზებებით მასპინძლობს. სხვადასხვა გმირების და საჩუქრების გარდა, საბავშვო პროდუქციაზე განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. 31 მაისსა და 1 ივნისს ყოველ დახარჯულ 100 ლარზე მომხმარებელი 15 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლის განაღდებას PSP აფთაქში 2-6 ივნისს შეძლებს. 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ ფრანგული პრემიუმ ბრენდების: Bioderma, Caudalie, Isis pharma, Lab.SVR, Topicrem, URIAGE, გერმანული Sebamed; მესამედ ფასად LA ROCHE POSAY საბავშვო პროდუქტებს. NUK-ის შერჩეულ ასორტიმენეტზე (მატყუარები სრულად, სასწავლო ბოთლები და ჭიქები სრულად); „პლასმონის“ პასტა; საბავშვო პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე: Curasept, Biorepair, Silver care, Piave.…
მეტი...