ფილიპინებში, 29 წლის ტურისტს 5 მეტრიანი ნიანგი თავს დაესხა. ახალგაზრდა მამაკაცი ვოლიერში შევიდა და სელფის გადაღება სცადა. თავდასხმის ფაქტის ვიდეო კადრები მედიაში ვრცელდება. კადრები თვითმხილველებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს. მედიის ცნობით, მამაკაცი ნიანგის ვოლიერში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ის ნიანგის მომვლელმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა. მამაკაცს ხელის და ფეხის არეში ჰქონდა ნაკბენები, მას საავადმყოფოში 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს ნიანგი პლასტმასის ფიგურა ეგონა და ფოტოს გადაღება ამიტომ სცადა.
მეტი...დღე: აპრილი 29, 2025
შვედეთში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
შვედეთის ქალაქ უფსალაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. დანაშაულის მოტივი და სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით უცნობია. როგორც შვედური მედია იუწყება, რომ თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან ელექტრო სკუტერით გაიქცა.
მეტი...„ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ შედეგად მთელი მსოფლიო დაზარალდება. „მილიონობით მოქალაქეს მოუწევს, გაუმკლავდეს უფრო მაღალ ფასებს პროდუქტებზე, გაძვირდება მედიკამენტები, ტრანსპორტი უფრო მეტი ეღირება, ინფლაცია გაიზრდება“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.
მეტი...კანადის პრემიერი აცხადებს, რომ ტრამპთან სამომავლო მოლაპარაკებების დროს მკაცრ მიდგომას გამოიყენებს
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამომავლო მოლაპარაკებების დროს მკაცრ მიდგომას გამოიყენებს. მარკ კარნიმ არ გამორიცხა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ ეს თავიანთი პირობებით წარიმართება. „ჩვენ უნდა დავამყაროთ პარტნიორობა, ეკონომიკური და უსაფრთხოების პარტნიორობა. ის ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც წარსულში გვქონდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ვაწვდით აშშ-ს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას, ვაწვდით მათ ფერმერებს პრაქტიკულად ყველა სასუქს. ჩვენ ვიმსახურებთ და ველოდებით პატივისცემას. დარწმუნებული ვართ, რომ დროთა განმავლობაში კვლავ მივიღებთ პატივიცემას და მაშინ შევძლებთ ამ მოლაპარაკებების წარმართვას“ – განაცხადა მარკ კარნიმ.
მეტი...“უკრაინას გადარჩენაში ვეხმარები”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინას დიდ სამსახურს უწევს. „მე ვფიქრობ, რომ ამ ერს გადარჩენაში ვეხმარები. ვფიქრობ, ეს ქვეყანა მალე განადგურდება. რუსეთი დიდი სამხედრო მანქანაა. მოდით, ვაღიაროთ ეს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი არასდროს დასრულდებოდა. ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდ სამსახურს ვუწევ. მე ამის მჯერა“ – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, „იყო თუ არა რაიმე, რასაც პუტინი გააკეთებდა და რაც გამოიწვევდა იმას, რომ განაცხადებდა – „ზელენსკის მხარეს“ იყო“, ტრამპმა უპასუხა: „არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს, მაგრამ უკრაინის მხარეს, დიახ. არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს.…
მეტი...იტალიაში ქართველებს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა
იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ, მეორე შემთხვევით დაჭრა. შემთხვევა ქალაქ ბოლცანოში მოხდა. ხმაურისა და სროლის შემდეგ ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ჩხუბის მონაწილეები არ დახვდა, თუმცა ინციდენტის ადგილთან ახლოს, ავტომობილის ქვეშ რევოლვერი იპოვეს. მალევე, ქალაქის საავადმყოფოში საქართველოს ორი მოქალაქე გამოცხადდა. ერთ-ერთ მათგანს ხელისა და ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.
მეტი...საფრანგეთი რუსეთს კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ბოლო წლებში ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე, მათ შორის 2017 წელს ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანიაზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2021 წლიდან რუსმა ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს დაახლოებით ათ დაწესებულებაზე – სახელმწიფო სამსახურებზე, კერძო საწარმოებზე, ასევე სპორტულ ორგანიზაციაზე, რომელიც დაკავშირებული იყო 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ორგანიზებასთან.
მეტი...დონალდ ტრამპი ავტომობილებზე დაწესებულ ტარიფებს შეამსუბუქებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას ავტომობილებზე დაწესებული ტარიფების შესამსუბუქებლად. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. „პრეზიდენტი დღეს, მოგვიანებით გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას საავტომობილო ტარიფებზე და ჩვენ გამოვაქვეყნებთ მას, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ“- განაცხადა ლევიტმა. ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს ზომები შეამსუბუქებს ზოგიერთ საიმპორტო გადასახადს უცხოურ ნაწილებზე აშშ-ში წარმოებული მანქანებისთვის.
მეტი...„სამდღიანი ზავი აბსურდია“ – ტრამპის წარმომადგენელი
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებული „სამდღიანი ზავი“ აბსურდია და დონალდ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი, ყოვლისმომცველი შეწყვეტა. როგორც მან აღნიშნა, ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში უკრაინასთან დაკავშირებით იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე წინა ადმინისტრაციამ 1 200 დღის განმავლობაში. კიტ კელოგმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში, ლონდონში უკრაინელებთან ძალიან გულწრფელი და ღია საუბარი შედგა, რა დროსაც ამერიკულმა მხარემ 22 პუნქტისგან შემდგარი კონკრეტული ნაბიჯების წინადადება წარადგინა. „სამდღიანი ზავი აბსურდია. ის, რაც პრეზიდენტს სურს, არის ცეცხლის მუდმივი, ყოვლისმომცველი შეწყვეტა – ზღვაზე, ხმელეთზე, ცაში და ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღით…
მეტი...ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვა – უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ
უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უნგრეთთან კონსულტაციებზე შეთანხმდნენ. განსახილველი საკითხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვა იქნება. მისი თქმით, 12 მაისიდან “რეგულარულად იმუშავებენ გუნდები, რომლებიც დღეს ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ, უკრაინული და უნგრული მხრიდან”. “ველით, რომ ამ კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ უნგრული მხარის საპასუხო წინადადებებზე და გათვლა გვაქვს, რომ 12 მაისიდან უკვე გვექნება შუალედური შედეგები” – განაცხადა სტეფანიშინამ. მან ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს, 29 აპრილს, უნგრეთში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინულ დელეგაციას ბუდაპეშტისგან არანაირი რადიკალური ან ნეგატიური განცხადებები არ მოუსმენია.
მეტი...პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა
პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა. შესაბამისი დადგენილების მიღებამდე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში პლენარულ სხდომაზე წარადგინა. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მთავარი მიზეზი გახდა 2025 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი, რომელიც 2012-2024 წლების პერიოდსაც მოიცავს. წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის (სხდომაზე გამოცხადება) არაერთი ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საგამოძიებო კომისიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა შემდეგ პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ…
მეტი...ევროკომისია ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის დასადგენად გამოძიებას იწყებს
ევროკომისია ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის დასადგენად საფუძვლიან გამოძიებას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკომისარმა დენ იორგენსენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „მზად ვართ, ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ ესპანეთსა და პორტუგალია“ – წერს იორგენსენი. შეგახსენებთ, გუშინ ესპანეთსა და პორტუგალიაში მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ესპანეთსა და პორტუგალიაში შეჩერდა მატარებლების მოძრაობა, როგორც ადგილობრივი, ასევე საქალაქთაშორისო რეისები. შეჩერებული იყო საჰაერო მიმოსვლაც. ამჟამად ორივე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგა, თუმცა ტრანსპორტი კვლავ შეფერხებით მუშაობს.
მეტი...გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2025 წლის სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონია გაიმართა
მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2025 წლის სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონია გაიმართა. მიმდინარე წლის 29 აპრილს, მოხალისეთა ორგანიზაციის – ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2025 წლის სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე, სიმბოლურად, ვეტერანმა და მოხალისემ ორგანიზაციის დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს, „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, “საქართველოს გენერალთა კლუბის” დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ. ჩვენი…
მეტი...ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. მას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. მელიამ აღნიშნული თანხა 30 დღეში უნდა გადაიხადოს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. სასამართლო სხდომაზე ისაუბრა ნიკა მელიამაც. როგორც მელიამ განაცხადა, ბრალდების მხარე, არც სიმართლეს არც მართლმსაჯულებას არ ემსახურება.
მეტი...პაპმა თუთიით გაწყობილი უბრალო კუბო აირჩია
26 აპრილს, კათოლიკურმა ეკლესიამ და სრულიად ქრისტიანულმა სამყარომ რომის 266-ე პაპი ფრანცისკე უკანასკნელ გზაზე გააცილა. პაპი ფრანცისკე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ნაცვლად, მისი ანდერძის მიხედვით, რომში მდებარე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ცერემონიას, დაახლოებით, 250 000 ადამიანი და 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია ესწრებოდა. პაპმა თავისი დაკრძალვის ცერემონიის ნაკლებად პომპეზურად ჩატარება დაიბარა, რათა პროცესი ჩვეულებრივი ქრისტიანის დაკრძალვას დამსგავსებოდა. ანდერძის მიხედვით, მან თუთიით გაწყობილი უბრალო ხის კუბო აირჩია, საფლავზე კი, ერთადერთი წარწერის – „ფრანცისკე“ – გაკეთება ისურვა.
მეტი...„ბედნიერი წავიდა, რადგან მისი ერთადერთი შვილის სიკვდილი ვერ გაიგო“ – გორში, მოკლულ მამა-შვილს გლოვობენ
გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია მამა-შვილი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. „ბედნიერი წავიდა რომ მისი ერთადერთი შვილის სიკვდილი ვერ გაიგო”; ,,ეს რა დილა გათენდა, ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი უკარგესი ადამიანები აღარ გვყავს“, – წერენ ახლობლები. ცნობისთვის, შემთხვევა 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. შსს-მ გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობილი ხდება გორში მამა-შვილის მკვლელობის მოტივი
მეტი...,,ქვეყანასა და მსოფლიოს ვმართავ” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდებოდა მისი ორი საპრეზიდენტო ვადა. „პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ორი რამ მქონდა გასაკეთებელი, ქვეყნის მართვა და გადარჩენა. ირგვლივ ყველა ეს თაღლითი მყავდა. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კი ქვეყანასაც ვმართავ და მსოფლიოსაც“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან კომენტარი გააკეთა მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზეც და აღნიშნა: „ეს არ არის ის, რისკენაც მივისწრაფვი. ვფიქრობ, ეს ძალიან რთული საქმე იქნება“.
მეტი...გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
გორში მომხდარი მამა-შვილის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო…
მეტი...,,რეჟიმმა შეიძლება შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას” – სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი, დღეს დილიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას, სოციალურ ქსელში, ეხმიანება. ,,სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებზე დღეს დილით განხორციელებული რეიდი ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა განსხვავებული აზრის ჩახშობისა და დემოკრატიული ხმების გაჩუმების. რეჟიმმა შეიძლება შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას. ხალხი არ გაჩუმდება!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ გეგუჩაძის, მარიამ ბაჯელიძის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლში შევიდნენ. ჩხრეკა ჩატარდა მარიამ ბაჯელიძის სამსახურშიც.
მეტი...პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ერთი თვით გაუგრძელდა
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ერთი თვით გაუგრძელდა. საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს სამი თვის ვადით შეიქმნა, რომელიც 5 მაისისთვის იწურება. კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. წულუკიანმა პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე შუალედური ანგარიში წარუდგინა.
მეტი...,,უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას” – სუს-ი
,,მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები. სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტებისას, ასევე, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად გარკვეულ ტექნიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ,,დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დაფინანსებას და მითითებებს, ასევე აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე. საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოში ვიზიტად მყოფი პირების გამოყენების მცდელობები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობის განხორციელების ფაქტები, რაც გამოიხატა GPS კოორდინატების დადგენაში, დრონებით…
მეტი...თურქეთში ტურისტული ავტობუსი ამოტრიალდა
თურქეთში, ანტალიაში ავტობუსი გადატრიალდა, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავდა. თურქული მედიის ცნობით, დაშავებულია 18 რუსი ტურისტი და ავტობუსის მძღოლი. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კონტროლი დაკარგა და ავტობუსი ამობრუნდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
მეტი...საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად ვახუშტი ბაგრატიონი და გიორგი კობერიძე დაინიშნენ
ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის წარდგინებით, მინისტრის პირველ მოადგილედ ვახუშტი ბაგრატიონი, ხოლო მინისტრის მოადგილედ გიორგი კობერიძე დაინიშნა. ისინი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. ვახუშტი ბაგრატიონი პროფესიით გეოლოგია, მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების მართვის, კომერციული ოპერაციების და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სფეროებში. 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა ღვინის წარმოების ბიზნესს, ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდა ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების პროექტის მენეჯერად, წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიაში. გიორგი კობერიძე პროფესიით იურისტია. 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ასევე იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით…
მეტი...,,ასეთი შეთანხმება ზელენსკის პრეზიდენტობის დასასრულსა და ქვეყნის პოლიტიკურ ქაოსში მოქცევას ნიშნავს” – Politico
,,უკრაინას მისთვის წამგებიან სამშვიდობო გეგმაზე დათანხმება მოუწევს”, – სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს. ,,ვაშინგტონის მიერ კიევისთვის შეთავაზებული გეგმა უკრაინას დაანაწევრებს, ქვეყანა ვერ მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს და რუსეთს ხელახალი თავდასხმის შესაძლებლობას მისცემს”, – წერს გამოცემა. Politico ამერიკის სამშვიდობო ინიციატივებს უკრაინისთვის საშინელი შედეგების მომტანს უწოდებს. მედიის ცნობით, ასეთი შეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დასასრულსა და ქვეყნის პოლიტიკურ ქაოსში მოქცევას ნიშნავს.
მეტი...ცნობილი ხდება გორში მამა-შვილის მკვლელობის მოტივი
თამარ გოგალაძე ერთ-ერთია, ვინც გორში, მამა-შვილის მკვლელობას შეესწრო და 112-ში დარეკა. პოლიციას და სასწრაფოს 32 წლის გიორგი ცაციაშვილი გარდაცვლილი, დავით ცაციაშვილი კი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. პოლიცაიმ დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინა და 55 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. ის სერგო ახალკაცია, რომელიც მამა-შვილ ცაციაშვილებთან ერთად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბიზნესი გახდა ნაცნობებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ირკვევა, რომ მამა-შვილ ცაციაშვილებს და სერგო ახალკაცს გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ ტანსაცმლის მაღაზიები ჰქონდათ. მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთმანეთს გასაყიდი ნივთის გამო დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი სავაჭრო ცენტრთან გარეთ…
მეტი...ბრაზილიაში „ბრიქსის“ ქვეყნების გაფართოებული სამიტი უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოწოდებით გაიხსნა
ბრაზილიაში „ბრიქსის“ ქვეყნების გაფართოებული სამიტი უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოწოდებით გაიხსნა. მინისტრები რიოში შეიკრიბნენ. მათ შორისაა რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი. სამიტში მონაწილეობენ ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის, ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრები. უკრაინაში ომით გამოწვეული კრიზისის გარდა, მსჯელობის მთავარი საკითხია შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკა. მათ შორის, ჩინეთისთვის დაკისრებული 145 %-იანი ტარიფები. ,,ბრიქსი” (BRICS) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც 2006 წელს, პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა.
მეტი...6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება
6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვს კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ბავშვი დღენაკლული დაიბადა, მას დაბადებიდან მხედველობის პრობლემები აქვს, უჭირს მარჯვენა თვალში ხედვა. თვეში ერთხელ უწევს გამოკვლევებზე სიარული. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ: თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108 ლიბერთი: #GE11LB0711192526466000 საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635 დანიშნულება: #ნინი საკონტაქტო ნომერი: 500880528 საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ ფეიფალით: https://www.paypal.me/emzarbaramidze1968 საკონტაქტო ნომერი: 500880528
მეტი...,,უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას” – სიიარტო
უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გასვლას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან. „უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ პოლიტიზებული ინსტიტუტის ნაწილი, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და სანდოობა“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო X-ზე. ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში უნგრეთში ისრაელის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებს, რადგანაც ჰააგის სასამართლო აღარ არის მიუკერძოებელი და ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა.
მეტი...,,ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ან გაფუჭებას” – ფაშინიანი
,,ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ან გაფუჭებას”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზადაა თუ არა ერევანი რუსეთის გავლენის სფეროდან სრულად გასასვლელად, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ერევანს სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ასევე სურს, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირება. ჟურნალისტის შენიშვნის პასუხად, რომ სომხეთის მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს, მაგრამ ამავდროულად მოსკოვში გამართულ აღლუმებში მონაწილეობს, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ ისახავს მიზნად ურთიერთობების გაუარესებას რაიმე მიმართულებით.
მეტი...გრენლანდიაში სატელიტურ სერვისებზე წვდომა შეწყდა
გრენლანდიაში სატელიტურ სერვისებზე წვდომა შეწყდა, მათ შორის ინტერნეტსა და სატელეფონო კავშირზე. გრენლანდიის სატელეკომუნიკაციო კომპანია „თუსასის“ განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, უკავშირდება თუ არა ეს ესპანეთში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას. კომპანიის ცნობით, კავშირი დაიკარგა ესპანეთში განთავსებულ სატელიტურ აღჭურვილობასთან, რომელიც უზრუნველყოფს სატელეფონო, ინტერნეტ, სატელევიზიო და რადიო სერვისებს. ამ დროისთვის, უცნობია, რამდენ ადამიანზე იქონია გავლენა ამ შეფერხებამ.
მეტი...,,უკრაინა იყო და არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში” – უოლცი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის, მაიკ უოლცის განცხადებით, უკრაინა იყო და არის მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. „უკრაინა იყო და არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იხარჯება ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული. ამ ქვეყანაში უკვე გაიგზავნა მილიარდები. როცა წინა ადმინისტრაციის დროს კონგრესში ვიყავი, მახსოვს, რომ კონტროლის ყველა საჭირო მექანიზმი არსებობდა. ახლაც ამას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ“, – თქვა უოლცმა.
მეტი...,,არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომლის უსაფრთხოებაც გაძლიერდება ნატო-ში გაწევრიანების შედეგად” – მედვედევი
,,არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომლის უსაფრთხოებაც გაძლიერდება ნატო-ში გაწევრიანების შედეგად, ამის მაგალითია პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ფინეთი და შვედეთი”, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა ეს ქვეყნები იმყოფებიან ჰიპოთეზური საპასუხო დარტყმის საფრთხის ქვეშ, მათ შორის ბირთვული იარაღის დარტყმის. როგორც მან აღნიშნა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგი ყველა ქვეყნისთვის სასარგებლოდ მიმდინარეობს.
მეტი...იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.
მეტი...სახალხო დამცველი მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. ფონდების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო, ხოლო წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა. სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ…
მეტი...ვარშავაში ორი ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები
ვარშავაში ორი ტრამვაის შეჯახების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა შარლ დე გოლის წრიულ გზაჯვარედინთან მოხდა. მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, საგზაო შემთხვევის მიზეზი ერთ-ერთი ტრამვაის გაუმართაობა გახდა. მომხდარის გამო, პოლონეთის დედაქალაქში, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.
მეტი...,,პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი
,,პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა. „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ვადეპულმა უკრაინას შემდგომი მხარდაჭერა დაუდასტურა და დაჰპირდა, რომ ბერლინი შეეცდება, ეს პოზიცია მიაწოდოს როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. მისი თქმით, თანამდებობის დაკავების შემდეგ, გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია უკრაინის მხარდაჭერაზე და მსოფლიოში გერმანიის პოზიციების გაძლიერებაზე. როგორც მან აღნიშნა, გერმანიის მთავრობა აპირებს დიალოგის დამყარებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რათა მიაწოდოს თავისი პოზიცია კიევის მხარდაჭერის შესახებ.
მეტი...