ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის იმ რეგიონებში ამოქმედდება, რომლებიც ამას მოითხოვენ. დღეს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს. ესპანეთის ელექტროქსელის ოპერატორის, Red Electricas-ს ინფორმაციით, იბერიის ნახევარკუნძულის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

მეტი...

“ომის ახლავე დასრულება” – რუბიოსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი 27 აპრილს შედგა, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შემდგომ ნაბიჯებს ეხებოდა. რუბიომ ხაზი გაუსვა ომის ახლავე დასრულების საჭიროებას.    

მეტი...

“მხარს ვუჭერთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიმამაცეს”- იტალიელი დეპუტატი

იტალიის პარლამენტის წევრი, ლია კუარტაპელე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ის პლატფორმა X-ზე წერს იტალია  ზურაბიშვილისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სიმამაცეს მხარს უჭერს. “დღეს, ყველა პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შევხვდით საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ლიდერობასა და სიმამაცეს, ასევე მომიტინგეების სიმამაცეს, რომლებიც უკვე 150 დღეა მშვიდობიანად აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია” – წერს ლია კუარტაპელე.  

მეტი...

“გვსურს პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობის დაუყოვნებლივი შემცირება”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობის შემცირება სურს. მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვითარებას აკვირდება. „ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ არ გვსურს რამე კონფლიქტი ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. გვსურს პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობის დაუყოვნებლივი შემცირება, ვიდრე ის უფრო გაუარესდება. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები აკვირდებიან სიტუაციას“ – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან შეხვედრის დროს მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და თავდაცვის მრეწველობის სფეორებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. ერდოღანის თქმით, მან…

მეტი...

“კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს”- ანტონიო კოშტა ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევით იყო გამოწვეული. კოშტას თქმით, ის უკვე დაუკავშირდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს და ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მუშაობენ მომხდარის მიზეზის დადგენასა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ასევე ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. ესპანეთში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაიწყო  

მეტი...

“მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ“- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ქვეყანას და მსოფლიოს მართავს. კითხვაზე, განსხვავდება თუ არა მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა პირველისგან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა. „პირველად ორი რამის გაკეთება მიწევდა – ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ბევრი თაღლითი მყავდა. მეორე ჯერზე მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და პრეზიდენტობის თანამდებობაზე მესამედ კენჭისყრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „ეს არ არის ის რისი გაკეთებაც მსურს. ვფიქრობ, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება“- აღნიშნა მან.  

მეტი...

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან აქცია განახლდა. მოქალაქეებმა  რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებულები.  

მეტი...

ირანის ნავსადგურში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

ირანის ნავსადგურში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. „ამ საშინელი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა“, – განუცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ჰორმოზგანის პროვინციის გუბერნატორმა, მოჰამად აშურიმ. მოჰამედ აშურის ცნობით, ბანდარ აბასში ხანძარი ჯერჯერობით სრულად ლიკვიდირებული არ არის. შეგახსენებთ, ირანის უდიდეს ნავსადგურ, ბანდარ აბასში აფეთქება შაბათს, 26 აპრილს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ესპანეთში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაიწყო

ესპანეთში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაწყებულია. მოქალაქეები იუწყებიან, რომ დენის მიწოდება უკვე აღდგა მალაგაში. როგორც ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, ოსკარ პუენტემ განაცხადა,  დღეს ქვეყნის მასშტაბით მატარებლების მოძრაობა არ აღდგება. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ როგორც კი დენის მიწოდება აღდგება, ჩვენმა სერვისებმა მუშაობა განაახლონ, რაც დღეს შესაძლებელი არ იქნება“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ესპანეთის აეროპორტები  ნორმალურად მუშობენ, რადგანაც მათ დენი გენერატორების საშუალებით მიეწოდებათ. ესპანეთსა და პორტუგალიაში დღეს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა.  

მეტი...

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, ცვლილებები იქნება პოლიტსაბჭოშიც

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის  განცხადებით, ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, რის შემდეგაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მისივე ინფორმაციით, მოხდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის განახლებაც. „თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ხდება ხოლმე და შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე. ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. დეტალები, როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი“ – განაცხადა მდინარაძემ.  

მეტი...

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებებმა 18 მედალი მოიპოვეს

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სამბოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ჭაბუკთა და კადეტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს. აქედან სამი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ათი ბრინჯაოსი. ჩემპიონობა კადეტებს შორის ოთარ ქოთოლაშვილმა (-49 კგ), ჭაბუკებს შორის ვიტო ჯაჯანიძემ (-64 კგ) და ნოდო სვანიძემ (+98 კგ) იზეიმეს; ვიცე-ჩემპიონები კადეტებს შორის გიორგი როსტომაშვილი (-53 კგ), გიორგი ჟღერია (-64 კგ) და ნიკოლოზ დგებუაძე (-88 კგ), ახალგაზრდებს შორის კი მიხეილ გაფრინდაშვილი (-71 კგ) და ეკა ზამთარაშვილი (-81 კგ) გახდნენ; ბრინჯაოს მედალს კი კადეტებს შორის მათე ხურციძე (+88 კგ), ჭაბუკებს შორის დავით ვაშაყმაძე (-53…

მეტი...

ახალი პაპის ასარჩევად, კონკლავი 7 მაისს შეიკრიბება

ახალი პაპის ასარჩევად, კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგიის შეხვედრა, 7 მაისს შედგება. ინფორმაცია ვატიკანმა უკვე დაადასტურა. კარდინალთა კოლეგიის შეხვედრა სიქსტის კაპელაში გაიმართება. დღეს ის ტურისტებისთვის დაიხურა, რადგან მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის შაბათს დაკრძალეს  

მეტი...

6 ადამიანი დანით დაჭრა – დაკავებულია 18 წლის მოსწავლე

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონჯუში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.  18 წლის მოსწავლემ, სახის, მუცლისა და სხეულის სხვადასხვა არეში 6 ადამიანი დაჭრა, მათ შორის – მასწავლებელი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არცერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად არ ფასდება, თუმცა რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმაში ბრალდებულმა გაქცევა სცადა, თუმცა მალევე დააკავეს.  

მეტი...

“ინდოეთის სამხედრო შემოჭრა გარდაუვალია”- პაკისტანის თავდაცვის მინისტრი

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ ინდოეთის სამხედრო შემოჭრა გარდაუვალია. ამის შესახებ მან, „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინდოეთის რიტორიკა მწვავდება და პაკისტანის სამხედროებმა მთავრობას აცნობეს შესაძლო თავდასხმის შესახებ. „ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ძალები, რადგან ეს ამჟამად გარდაუვალია. ასეთ სიტუაციაში საჭიროა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და ისინი მიღებულია“- აღნიშნა მან. 22 აპრილს შეიარაღებულებმა  ტერაქტი მოაწყვეს ქალაქ პაჰალგამში, ქაშმირის სადავო შტატში. დაიღუპა ინდოეთის 25 მოქალაქე და ერთი  ნეპალელი. თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს. ინდოეთის დაზვერვა ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან პაკისტანია დაკავშირებული, რასაც ისლამაბადში უარყოფენ და მომხდარის მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ.  

მეტი...

პოლიციამ ლოს-ანჯელესში ქართველი კაცის მკვლელობისთვის 3 ქართველი დააკავა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ვუდლენდ ჰილსში მოკლული 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მათ 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი დააკვეს. გამოძიების ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილები მოდებაძის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეიჭრნენ, რის შემდეგაც 47 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ალექსანდრე მოდებაძე მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

მეტი...

სააპელაციომ გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში დატოვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გამოძიების ინფორმაციით, 2024 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი…

მეტი...

მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობით ახსნა. „სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომეტებულია ახალი დანაშაულის საფრთხე, შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს“, – განაცხადა ნინო სახელაშვილმა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელია დაიკითხა. ამავე სხდომაზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეც უნდა გამოეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ გამოკითხვაზე უარი თქვა. მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

მეტი...

საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმის ბრალდებით 25 პირი დააკავეს

საფრანგეთის ციხეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ბრალდებით, 28 აპრილს, სულ მცირე, 25 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ პროკურატურაზე (PNAT) დაყრდნობით ავრცელებს. PNAT-ის ცნობით, თავდაპირველად 22 პირის დაკავება მოხდა, 3 ადამიანი კი, მოგვიანებით აიყვანეს. მათივე ინფორაციით, 5 ღამის განმავლობაში, საფრანგეთის, სულ მცირე, 10 ციხეზე თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ჟერალ დარმანენი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო რეტაიო აცხადებენ, რომ თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, დგანან ნარკომოვაჭრეები, რომლებიც მთავრობის მხრიდან კრიმინალური დაჯგუფებებთან ბრძოლას ეწინააღმდგებიან. გამოძიებაში პარიზის პროკურატურის ორგანიზებული დანაშაულის განყოფილება JUNALCO-ც არის ჩართული.

მეტი...

„თუ რუსეთს მართლა სურს მშვიდობა, რატომ უნდა ველოდოთ 8 მაისამდე“ – სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივად გამოცხადებასთან დაკავშირებით კრემლის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „თუ რუსეთს მართლა სურს მშვიდობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და ეს სიმბოლურ თარიღებს არ უნდა დაუკავშიროს“. როგორც სიბიგამ X-ზე დაწერა, უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს ხანგრძლივ, მდგრად და სრულ ცეცხლის შეწყვეტას. „თუ რუსეთს მართლა სურს მშვიდობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი. რატომ უნდა ველოდოთ 8 მაისამდე? თუ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია უკვე ახლა და სიჩუმის შენარჩუნება ნებისმიერი 30 დღის განმავლობაში – ეს იქნება რეალური ნაბიჯი და არა უბრალოდ ჟესტი აღლუმისთვის. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ ამას – მინიმუმ 30 დღის განმავლობაში“,- წერს…

მეტი...

კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრაში 16 პარტია მონაწილეობს, თუმცა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მხოლოდ ხუთ პარტიას აქვს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო რეიტინგი. არჩევნებში გამარჯვების მთავარ კანდიდატებად „ლიბერალური“ და „კონსერვატიული“ პარტიები სახელდებიან. „კონსერვატორების“ გამარჯვების შემთხვევაში, კანადაში ათწლიანი ლიბერალური მმართველობა შეიცვლება. ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორის პროვინციის ზოგიერთ ნაწილში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და კანადის ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემა ოფიციალურად დაიწყო. ასევე, ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურით რეკორდული რაოდენობის, 7.3 მილიონმა კანადელმა უკვე ისარგებლა.  

მეტი...

თურქეთში მეწყერს 35 წლის მამაკაცი და მისი 2 შვილი ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ სამსუნში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევას 35 წლის მამაკაცი და მისი 5 და 7 წლის ქალიშვილები ემსხვერპლნენ. რაც შეეხება დაშავებულს, ის დაღუპულების ოჯახის წევრი ქალია, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:20 საათზე, სამსუნ-ორდუს გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. მეწყერის ჩამოწოლისას ტერიტორიაზე მანქანა იდგა, რომელშიც ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, ხოლო კიდევ ერთი პირის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

მეტი...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია გამოიკითხა. სამართალდამცველმა ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ღამეს, აქციის მონაწილეები „არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ“.

მეტი...

,,ტრამპს სურს მუდმივი და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა” – თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ცეცხლი 8 მაისიდან 11 მაისამდე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად შეწყდება. ,,ტრამპს სურს მუდმივი და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა”, – ამბობს ლევიტი. მისი თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა როგორც პუტინით, ისე ზელენსკით და მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსხდნენ.

მეტი...

რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით მართვადი ავიაბომბები გაუშვეს – დანგრეულია სასწავლო დაწესებულება

რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით მართვადი ავიაბომბები გაუშვეს. დანგრეულია ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება. მაშველებმა ნანგრევებში ერთი მოქალაქის ცხედარს მიაგნეს. დაშავებულია ორი მოქალაქე. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია 7 საცხოვრებელი სახლი. შეტევა იყო დონეცკის ოლქზეც. კონსტანტინოვკაზე იერიში რუსეთის ძალებმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს. დაიღუპა სამი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა. დაზიანდა 21 საცხოვრებელი სახლი და კერძო მეურნეობა.

მეტი...

რა დაწერა პაპმა გარდაცვალებამდე საავადმყოფოში

„პატივი ეცით საკუთარ თავსა და სხვას. თქვენი გზით იარეთ და არა სხვების მიერ არჩეულით… სხვა დანარჩენი შემოქმედს ანდეთ“, – ამის შესახებ ნათქვამია გზავნილში, რომელიც რომის პაპმა ფრანცისკემ, გარდაცვალებამდე, რომის საავადმყოფოში დაწერა. ფრანცისკემ გზავნილში სიცოცხლის წარმავალობას გაუსვა ხაზი და ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდა. „საავადმყოფოს კედლებს იმაზე მეტი გულწრფელი ლოცვა მოუსმენიათ, ვიდრე რომელიმე ეკლესიისას… იმაზე მეტი გულწრფელი კოცნის მოწმენი გამხდარან, ვიდრე აეროპორტების დარბაზები… – აქ გეი ექიმი ჰომოფობს სიცოცხლეს ჩუქნის; აქ უქონელისა და უპოვარის სიცოცხლის ხსნისთვის პრივილეგირებული ექიმი იბრძვის; – აქ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ებრაელი რასისტს უვლის; – აქ ერთ პალატაში მყოფ პოლიციელსა…

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს,რომ ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის შესაძლო განახლების მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დისკუსიები და კონსულტაციები ექსპერტებთან უკვე დაიწყეს. „ჩვენ სააგენტოებს ვიბარებთ, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რა ვითარებაა ახლა ჩრდილოეთ კორეაში. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ ვაფასებთ და თანამშრომლობის შესაძლო ვარიანტებს განვიხილავთ“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს. მედიის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ეროვნული უშიშროების საბჭოდან ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებთან და სპეციალისტებთან მრავალი კონსულტაცია გამართეს. ისინი განიხილავდნენ აგრეთვე იმას, თუ ვინ შეიძლება…

მეტი...

,,დროებითი საგამოძიებო კომისია ბიუროს მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს” – თეა წულუკიანი

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ბიუროს მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით, 5 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს. „უკვე დადგა დრო, 10 აპრილის სხდომის შესაბამისად, მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს თხოვნით, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად განიხილოს საკითხი, ჩვენი კომისიის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. ამისათვის, რეგლამენტის 66-ე მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ პარლამენტს, კოლეგებს პლენარული სხდომის ფარგლებში უნდა ვუთხრათ სტატისტიკურად, რამდენი სხდომა ჩავატარეთ. გარკვეული ანგარიში უნდა წარვადგინოთ, რას ვსაქმიანობდით. ეს ანგარიში თავისი ციფრებით შედგა. ჩვენ ანგარიშში ვამბობთ იმას, თუ როდის შევიკრიბეთ პირველად, როგორი იყო თავდაპირველი შემადგენლობა, შემდეგ შემოგვემატა ირაკლი…

მეტი...

ესპანეთისა და პორტუგალიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ესპანეთისა და პორტუგალიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. BBC-ის ცნობით, მადრიდის ქუჩებში გათიშულია შუქნიშნები, რამაც სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ამასთან, მეტროპოლიტენიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, შეფერხებაა სარკინიგზო მიმოსვლაშიც. რამ გამოიწვია ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

„გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იმის მიუხედავად, თუ რას იზამს აშშ“ – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანია ახალი მთავრობის პირობებშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც, თუ ამერიკის შეერთებული შტატები კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეაჩერებს. ამის შესახებ პისტორიუსმა ARD-ის გადაცემა Tagesschau-ში ისაუბრა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვის გამარჯვება საფრთხეს ნატოს ტერიტორიას შეუქმნის. „თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს თუნდაც მხოლოდ უკრაინის დიდი ნაწილების ოკუპაციის გზით, მაშინ ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატოს ტერიტორიას და ამავდროულად, მეზობელ ქვეყნებს, როგორებიც არიან მოლდოვა და საქართველო. მხოლოდ უკრაინისადმი სოლიდარობაზე საუბარი აღარ არის, ეს ეხება ჩვენს უსაფრთხოებასა და მშვიდობას ევროპაში”, – განაცხადა პისტორიუსმა.

მეტი...

კანადაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. დაკავებულია 30 წლის მამაკაცი, რომელიც ქუჩის ფესტივალის მსვლელობისას ავტომობილით ხალხის მასაში შეიჭრა. პოლიციის ცნობით, მომხდარი შემთხვევა ტერორისტული აქტი არ ყოფილა.

მეტი...

ინდოეთი საფრანგეთისგან ავიაგამანდგურებლებს შეისყიდის

ინდოეთი საფრანგეთისგან 26 ერთეულ „რაფალის“ ტიპის ავიაგამანდგურებელს შეისყიდის. ინფორმაციას ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინდოეთს მის არსენალში უკვე აქვს 36 ერთეული ფრანგული ავიაგამანადგურებელი, რომელიც შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ფარგლებში შეისყიდა. ფრანგული „რაფალებით“ ინდოეთს „მიგ-29“-ების ჩანაცვლება სურს.

მეტი...

ბრიტანელი პარაოლიმპიელი ლას-ვეგასში უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ბრიტანელი პარაოლიმპიელი სემ რუდოკი ლას-ვეგასში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია იტყობინება, რუდოკი ამერიკის შეერთებულ შტატებში WrestleMania-ის ღონისძიების საყურებლად გაემგზავრა და ის ბოლოს 16 აპრილს ნახეს. სპორტსმენის ახლო მეგობარი ლუსი ჰეტონი ამბობს, რომ პარაოლიმპიელი ბოლო დროს „სრულ ჭკუაზე არ იყო“. სპორტსმენის მეგობრები და ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოებში დახმარებას ითხოვენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

ცნობილია, მამა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა

სამართალდამცველებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული სერგო ახალკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გიორგი ცაციაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დავით ცაციაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ვერც მისი გადარჩენაც მოხერხდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„ცოლ-შვილი დარჩა” – გორში, მოკლულ ბიჭს გლოვობენ

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი ცაციაშვილი, ადგილზე დაიღუპა. მოკლულის მამა, რომელიც დაჭრილი იყო სავადმყოფოში გარდაიცვალა. „გიორგის ცოლ-შვილი დარჩა, ყველა შოკში ვართ. უკარგესი ადამიანი იყო, ძალიან ხუმარა. არავისთან არასდროს ჰქონია კონფლიქტი“, – ამბობს მეგობარი. ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. შსს-მ გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

9 მაისის აღსანიშნავად, პუტინმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

9 მაისის აღსანიშნავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. „ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის დღეებში, 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე, რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

მეტი...

რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს შეიკრიბება

რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როოგრც Reuters-ი წერს, თარიღი გადაწყდა ვატიკანში, კარდინალების დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, რომელიც რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ გაიმართა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება. შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს, სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს. პონტიფიკოსთან გამოსამშვიდობებლად, დაახლოებით, 250 ათასი ადამიანი მივიდა. პაპის დაკრძალვაზე სულ იტალიაში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია ჩავიდა.

მეტი...