ქობულეთი-ბათუმის შემოვლით საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია ორი ადამიანი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში შეყვანისას. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მეტი...დღე: აპრილი 27, 2025
ვანკუვერში ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კანადის ქალაქ ვანკუვერში ქუჩის ფესტივალზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შეგახსენებთ, კანადის ქალაქ ვანკუვერში ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა. ცნობილია, რომ ავტომობილის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი, დაკავებულია.
მეტი...“რუსეთი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა”- ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით, კრემლი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა. “უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი ჩვენს მზადყოფნას, ვეძიოთ ინტერესთა ბალანსი. აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, და მე სწორადაც მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. პრეზიდენტის განცხადებაში შეთანხმებაზეა საუბარი და ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს კონკრეტული პუნქტები, ამ შეთანხმების ელემენტები, რომლებსაც დახვეწა სჭირდება და ჩვენ ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებულები“- აღნიშნა მან.
მეტი...7 შვილის დედა და პირველი ქალი პრეზიდენტი – ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ყველა იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორია მისი ცხოვრება პოლიტიკის მიღმა და რა გზა გაიარა ევროსტრუქტურის უმაღლესი თანამდებობის დაკავებამდე. ურსულა ფონ დერ ლაიენი 1958 წელს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, გერმანელი მშობლების ოჯახში დაიბადა. ის ბელგიიდან გერმანიაში საცხოვრებლად 1971 წელს, მას შემდეგ გადავიდა, რაც მამამისი გერმანიის პოლიტიკაში ჩაერთო. ლაიენი, პოლიტიკაში წასვლამდე, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჯერ ეკონომიკას, შემდეგ კი, ჰანოვერში მედიცინას სწავლობდა. მოგვიანებით, მან გერმანიის სამედიცინო სკოლაში ჰაიკო ფონ დერ ლაიენი გაიცნო და მასზე 1986 წელს იქორწინა, რის შემდეგაც, 1990-იან წლებში, ოთხი წლის განმავლობაში, ოჯახთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ლაიენი, რომელიც…
მეტი...„ევროინტეგრაცია რჩება პრიორიტეტად – 2030 წლისთვის მზად ვიქნებით“- კობახიძე
“მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის განმარტებით, ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საკმაოდ რეალური იქნება ამაზე ფიქრი, კერძოდ, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება, როგორც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, ასევე – ეკონომიკას და ზოგად მზაობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს ყველა კუთხით“, – აღნიშნა ირაკლი…
მეტი...“2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი”- პრემიერი
„დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. „ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა, დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. ამას ბუნებრივია, დრო დასჭირდა. დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე დავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. წლიდან წლამე მივდიოდით ჩვენ აქამდე. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი…
მეტი...საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა. ფინალამდე საქართველოს შერეულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს (4:0), ავსტრიასა (4:1) და გერმანიას (4:0) მოუგო. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა.
მეტი...ტელეფონში ბავშვების პორნოგრაფიული მასალები უპოვეს – გერმანიაში ქართველი დააკავეს
გერმანიაში, ნეურიედში პოლიციამ 53 წლის ქართველი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს. როგორც Bild-ი წერს, მამაკაცი სამართალდამცველებმა მანქანით მგზავრობისას გააჩერეს, მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი, ყალბად მიიჩნიეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის იმიგრაციის კანონის დარღვევისთვის იძებნებოდა. გამოცემის ცნობით, დაკავებულის ტელეფონის გაჩხრეკისას ბავშვების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეოებიც აღმოაჩინეს. მამაკაცს, ოფენბურგის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მეტი...“ჩვენს პოზიციებზე რუსული ჯარების თითქმის 70 შეტევა განხორციელდა”- უკრაინის პრეზიდენტი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს განაგრძობენ. „მრავალ მიმართულებაზე სიტუაცია კვლავ რთული რჩება. მხოლოდ ამ დღის ნახევარში ჩვენს პოზიციებზე რუსული ჯარების თითქმის 70 შეტევა განხორციელდა. ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტი აგრძელებს შეტევის მცდელობას”- აღნიშნავს ზელენსკი. ზელენსკის განცხადებით, შეტაკებების უმეტესობა პოკროვსკის, კრამატორსკის, ლიმანსკის და კურსკის მიმართულებით მიმდინარეობდა.
მეტი...დიდ ბრიტანეთში მამაკაცი გამვლელებს თავს არბალეტით დაესხა – არიან დაშავებულები
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლიდსში, მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი ქალია. როგორც BBC წერს, თვითდაზიანება მიიყენა 38 წლის თავდამსხმელმა მამაკაცმაც, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. სამართალდამცველებმა თავდასხმის ადგილზე არბალეტი და ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. საქმეს ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტი იძიებს.
მეტი...“მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის შესაჩერებლად”- რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში. “ვფიქრობ, ეს ძალიან კრიტიკული კვირა იქნება. ეს კვირა მართლაც მნიშვნელოვანი კვირა იქნება და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ ომში მონაწილეობას, თუ დროა ყურადღება გავამახვილოთ სხვა საკითხებზე… მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ასევე არსებობს რეალისტობის საფუძველი. ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ საკმარისად ახლოს არ ვართ”- აღნიშნა რუბიომ.
მეტი...“რუსეთზე უფრო ხელშესახები ზეწოლაა საჭირო”- ზელენსკი
პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აგრძელებს თავისი დამოუკიდებლობისა და მიწის ბრძოლით დაცვას. მისივე თქმით, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება ადასტურებს, რომ რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის „რეალური დიპლომატიისთვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად რუსეთზე უფრო ხელშესახები ზეწოლაა საჭირო. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“ – წერს ზელენსკი.
მეტი...პაპმა უარი თქვა კუბოს დალუქვასა და მის დროს მოჭრილი მონეტების ჩატანებაზე
ვინ იყო პაპი ფრანცისკე რომის პაპი ფრანცისკე, პაპობამდე ხორხე მარიო ბერგოლიო, 1936 წელს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, იტალიელი ემიგრანტების ხუთშვილიან ოჯახში დაიბადა. 1958 წლის 11 მარტს, ის „იესოს საზოგადოებაში“ შევიდა. 1969 წლის 13 დეკემბერს, არქიეპისკოპოსმა, რამონ ხოსე კასტელიანომ ბერ-მონაზვნად აღკვეცა. პარალელურად კი, ბერგოლიო სან-მიგელის სემინარიაში, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტებზე სწავლობდა. აქვე მან თეოლოგიის პროფესორის ხარისხი მიიღო, ხოლო 1980 წელს ამ სემინარიის რექტორი გახდა. პოსტზე 1986 წლამდე მუშაობდა. სადოქტორო დისერტაცია გერმანიაში დაიცვა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახური კორდობაში მოძღვრად დაიწყო. პაპად არჩევამდე კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი იყო; 1998 წლიდან ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან…
მეტი...ირანის ნავსადგურში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
ირანის უდიდეს ნავსადგურში, ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. ირანულ მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი. აფეთქების სავარაუდო მიზეზი ქიმიკატები იყო, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. ირანის უდიდეს ნავსადგურში, ბანდარ აბასში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა. მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება 50 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა.
მეტი...რუსებმა კონსტანტინოვკას მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს – არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკას მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოყარეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ინფორმაციაას ადგილობრივი მედია დონეცკის ოლქის პროკურატურასა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაზიანდა 21 სახლი და ავტომობილი.
მეტი...საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალშია. ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გამარჯვებები მოიპოვეს: ეთერ ლიპარტელიანმა მიხეილ ბახბახაშვილმა მარიამ ჭანტურიამ ლუკა მაისურაძემ. ფინალში ჩვენი გუნდი იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
მეტი...ჯორდან ბარდელა მზადაა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენი ჩაანაცვლოს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ (RN) ლიდერის, ჯორდან ბარდელას თქმით, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, თუ მარინ ლე პენს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ. France 24-ის ინფორმაციით, 29 წლის ბარდელამ Le Parisien-თან ინტერვიუში მკაფიოდ მიანიშნა, რომ თუ მარინ ლე პენი კენჭისყრას ვერ შეძლებს, „ეროვნული გაერთიანების“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ის იქნება. „არ არსებობს ბუნდოვანება იმაში, რომ მარინ ლე პენი ჩემი კანდიდატია, მაგრამ თუ მას ხვალ კენჭისყრაში ხელს შეუშლიან, ვფიქრობ, შემიძლია გითხრათ, რომ მე მისი კანდიდატი ვიქნები. ამაზე უფრო ნათლად ვერ ვიტყვი“, – განუცხადა გამოცემას ჯორდან ბარდელამ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში პარიზის სასამართლომ…
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულის გზაზე – დაშავებულია 6 ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ქვეითებს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის, მანქანების მძღოლებიც. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
მეტი...თბილისში კაცი დაჭრეს
თბილისში, მუხიანის დასახლებაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა, დაშავებულს კი ჭრილობები თავის არეში აღენიშნება. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მეტი...მიქაუტაძემ ტოპ ლიგაში კვარაცხელიას შედეგი გაიმეორა
საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ „რენს“ გაუტანა და მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპ 5 ლიგის ზედიზედ მეორე სეზონში მოახერხა 10 გოლის გატანა. 2025 წელს მიქაუტაძემ კლუბსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა, სადაც შესანიშნავი შედეგიანობა აჩვენა – 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა (საშუალოდ ერთი საგოლე მოქმედება შეხვედრაში). ლიგა 1-ის ინგლისურენოვანი ვებგვერდის ინფორმაციით, მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელი რაიან ჩერკი, თებერვლიდან მოყოლებული, გოლი+პასი სისტემით შედგენილ რეიტინგში ევროპის საუკეთესო ათეულში არიან.
მეტი...ირანის პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანს ეწვევა
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ხვალ, 28 აპრილს აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაციას, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ირანის პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში შევა 120 ადამიანი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები, ირანისა და აზერბაიჯანის მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრები, ასევე ირანის ჩრდილო-დასავლეთის ოთხი პროვინციის გუბერნატორები. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და კერძო სექტორის წარმომადგენელთა შემდგომი ვიზიტების დაგეგმვა.
მეტი...“რუსეთი შიშობს, რომ ნატო უკრაინას მისი მომავალი აგრესიისგან დაიცავს”- კუბილიუსი
ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ნატო უკრაინისთვის რუსეთს მომავალი აგრესიის დაგეგმვას უადვილებს. „რუსეთი ითხოვს: არავითარი ნატო უკრაინისთვის. არა იმიტომ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს შეტევის შიში აქვთ, არამედ იმიტომ, რომ შიშობენ, რომ ნატო უკრაინას რუსეთის მომავალი აგრესიისგან დაიცავს. არავითარი ნატო უკრაინისთვის რუსეთს მომავალი აგრესიის დაგეგმვას უადვილებს“ – აცხადებს კუბილიუსი.
მეტი...ვანკუვერში მომხდარ ინციდენტს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
პოლიციის ინფორმაციით, კანადის ქალაქ ვანკუვერის ქუჩის ფესტივალზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. „ამ დროისთვის, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „ლაპუ ლაპუს“ ფესტივალზე მამაკაცის მიერ ავტომობილით ხალხში შეჭრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნულია განცხადებაში. ვანკუვერში ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა. ცნობილია, რომ ავტომობილის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი, დაკავებულია. პოლიციის განცხადებით, ინციდენტი ტერორისტული აქტი არ იყო.
მეტი...“მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ, ჩავერეოდი”- მეუფე იაკობი აქციის დროს დაშავებულებზე
„მშვიდობიანი აქცია, რომ ყოფილიყო და ეცემათ მშვიდობიანი აქციის დროს, ჩავერეოდი, დავიცავდი. მაგრამ მე ვერ ვნახე იქ…“- ამის შესახებ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს. როგორც მეუფემ საკვირაო ქადაგების შემდეგ აღნიშნა, მოქალაქეები მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ ჩაერეოდა და დაიცავდა მათ. „მშვიდობიანი აქცია რომ ყოფილიყო და ეცემათ მშვიდობიანი აქციის დროს, ჩავერეოდი, დავიცავდი. მაგრამ მე ვერ ვნახე იქ… პირდაპირ გეტყვით, მე არ მაინტერესებს რას ამბობენ კონგრესში ან ევროპარლამენტში, ან რუსთის დუმაში. რა ამბობენ აქ ოპოზიციაში, თუნდაც პოზიციაში. მე მაინტერესებს ღმერთი როგორ გვიყურებს, ჩვენ ღმერთთან არ უნდა შევცდეთ. მე არ მინდა ჩვენი ახალგაზრდობა დუჟმორეული…
მეტი...“იქნებოდა პატიმრები უაზრო ბრძოლა, რომ არ დაგეწყო?“- მეუფე აქციის მონაწილეებს
ბოდბის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგების დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. მან მიმდინარე აქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეებისგან საღი აზრი ვერ მოისმინა. „მინდა მოვისმინო საღი აზრი, არავითარი საღი აზრი ჩემთვის – პირდაპირ გეტყვით, მე არ მეშინია. ვუყურებ და გული იმაზე მტკივა, რომ ვნება აქვთ ბოლომდე გაიტანონ თავიანთი. ორი რამის გარდა არაფერს არ იძახიან, ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. შე დალოცვილო პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები უაზრო ბრძოლა რომ არ დაეწყო?“- ამბობს მეუფე.
მეტი...“ინციდენტი ტერორისტული აქტი არ იყო“- ვანკუვერის პოლიცია
ვანკუვერის პოლიცია დარწმუნებულია, რომ დღეს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ქუჩის ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, ტერორისტული აქტი არ იყო. „ამ დროისთვის, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინციდენტი ტერორისტული აქტი არ იყო“ – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. კანადის ქალაქ ვანკუვერში ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
მეტი...ირანის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
განახლებული მონაცემებით, ირანის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერების აფეთქება ქვეყნის სამხრეთით მდებარე შაჰიდ რაჯაეს პორტში მოხდა. აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა და დაზიანდა სახურავები, განადგურებულია ავტომობილები. რეგიონში დაიხურა სასწავლო დაწესებულებები და ოფისები. ირანული მედიის ცნობით, აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ტვირთები და ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება. საბაჟოს წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქება, სავარაუდოდ, საშიში და ქიმიური მასალების საწყობში ხანძრის შედეგი იყო.
მეტი...პაპ ფრანცისკეს საფლავის ფოტოები გავრცელდა
რომში მდებარე სანტა მარია მაჯორეს ეკლესიიდან, პაპ ფრანცისკეს საფლავის ფოტოები გავრცელდა. ქვის საფლავზე გამოსახულია ერთი თეთრი ვარდი. საფლავის ზემოთ კი განათებული ჯვარცმის ჯვარია. რომის პაპი 88 წლის ასაკში ორშაბათს გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გუშინ დაკრძალეს.
მეტი...ტიტანიკის მგზავრის “წინასწარმეტყველური“ წერილი აუქციონზე 400 000 დოლარად გაიყიდა
ტიტანიკის მგზავრის, პოლკოვნიკ არჩიბალდ გრეისის მიერ 1912 წელს, გემზე ასვლის დღეს დაწერილი წერილი, აუქციონზე 400 000 დოლარად გაიყიდა. წერილი “წინასწარმეტყველურად” არის შეფასებული. გრეისი აღნიშნავს, რომ დაელოდება მოგზაურობის დასრულებას და შემდეგ შეაფასებს გემს. პოლკოვნიკი კატასტროფას გადაურჩა და მოგვიანებით, ამის შესახებ წიგნიც დაწერა, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო, მალევე გარდაიცვალა.
მეტი...რუსეთში აცხადებენ, რომ გენერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკრაინული სპეცსამსახურების აგენტი დააკავეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ გენერალ-ლეიტენანტ იაროსლავ მოსკალისიკის მკვლელობისთვის დააკავეს მანქანის დანაღმვაში ეჭვმიტანილი. მათი ინფორმაციით, ის უკრაინული სპეცსამსახურების აგენტი იგნატ კუზინია. უწყების მტკიცებით, 1983 წელს დაბადებულმა კუზინმა შეიძინა მანქანა და დაამონტაჟა მასში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს უკრაინის ტერიტორიიდან, როდესაც რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი სადარბაზოდან გამოდიოდა. ავტომობილი მოსკოვში პარასკევს, დილით აფეთქდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.
მეტი...“სენატი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად”- სენატორი
ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ სენატი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად. სენატორი პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რუსეთის წინააღმდეგ საბანკო ან მეორადი სანქციების შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით. „ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის გულმოდგინე მუშაობას უკრაინაში პუტინის ბარბაროსული ინტერვენციის დაწყებული ომის დასასრულებლად პატიოსანი და სამართლიანი გზით. პუტინის რუსეთის დამატებითი სანქციების დასაწესებლად მაქვს ორპარტიული კანონმდებლობა 60-მდე თანასპონსორით, რომელიც დააწესებს მეორად ტარიფებს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტს ყიდულობს. სენატი მზად არის, ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯი და ამას აბსოლუტური უმრავლესობით გააკეთებს, თუ რუსეთი არ მიიღებს…
მეტი...დღეს კვირაცხოვლობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება
მეტი...“ჩვენ ვიცით, ვინ არიან კრიმინალები და ისინი აშშ-დან სწრაფად უნდა გავაძევოთ”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ქვეყანას „გაბედული მართლმსაჯულება“ სჭირდება ქვეყნიდან კრიმინალების გასაძევებლად. ტრამპის განცხადებით, შეუძლებელია სასამართლოში მილიონობით მიგრანტის საქმის განხილვა. „ჩვენ გვჭირდება გაბედული მართლმსაჯულება ქვეყანაში. თუ სასამართლოები არ დაგვრთავენ იმის ნებას, რისი გაკეთების უფლებაც 250 წლის განმავლობაში გვქონდა, ამერიკა აღარ იქნება იგივე. თაღლითი ჯო ბაიდენი გაანადგურებს ჩვენს ქვეყანას თავისი ღია საზღვრების სიგიჟით და ყველა სახის კრიმინალისთვის სასჯელის გარეშე შემოსვლის უფლების მიცემით. მკვლელები, ნარკომოვაჭრეები, კრიმინალური დაჯგუფების წევრები და ფსიქიკურად შეშლილები დასახლდებიან ჩვენს ქვეყანაში და დათესენ აქამდე არნახულ ქაოსს. შეუძლებელია სასამართლო პროცესების გამართვა მილიონობით ადამიანისთვის. ჩვენ ვიცით, ვინ არიან კრიმინალები და…
მეტი...ირანში, პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
სამხრეთ ირანში, შაჰიდ-რაჯაის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაშავებულია 700 ადამიანზე მეტი. ვრცელდება ინფორმაცია აფეთქების სავარაუდო მიზეზის შესახებ – მედია, ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, სარაკეტო საწვავში გამოყენებული ნივთიერების შესახებ წერს, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მეტი...დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღება – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. “1985 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და ფული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და…
მეტი...პაკისტანში აცხადებენ, რომ ტურისტებზე თავდასხმის გამოსაძიებლად ნეიტრალურ გამომძიებლებთან ითანამშრომლებენ
პაკისტანი ქაშმირის სადავო შტატში ტურისტებზე თავდასხმის ნეიტრალური გამოძიებას ინიციატივით გამოვიდა. ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის, თუმცა სუვერენიტეტს არ დათმობენ. „პაკისტანი სრულად მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ ნეიტრალურ გამომძიებლებთან, რათა უზრუნველყოს, რომ სიმართლე გამოაშკარავდეს და სამართლიანობა აღსრულდეს. პაკისტანი კვლავ ერთგულია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთაშორისო ნორმების დაცვისა, მაგრამ არ დათმობს თავის სუვერენიტეტს“– განაცხადა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსინ ნაქვიმ. ცნობისთვის, ქაშმირის შტატის იმ ნაწილში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს, თავდასხმა 22 აპრილს მოხდა. შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელებიდან ორი პაკისტანის მოქალაქე იყო, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა.
მეტი...