პარლამენტთან აქცია განახლდა

პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. მანამდე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა თბილისის პროკურატურასთან, სადაც პროტესტის მონაწილეები მარშით მივიდნენ. პროტესტის მონაწილეების უცვლელ მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

მეტი...

ვატიკანში ცხრადღიანი გლოვის პერიოდი დაიწყო

რომის პაპის ცხედარი  სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ვატიკანის განცხადებით, ხალხს კვირა დილიდან შეეძლება ფრანცისკეს საფლავის მონახულება. ბოლო 100 წლის განმავლობაში ფრანცისკე პირველი პაპია, რომელიც ვატიკანის გარეთ დაკრძალეს. დღეს იწყება ცხრადღიანი გლოვის პერიოდი, რომელსაც Novemdiales ეწოდება, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ფრანცისკეს ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვა. გლოვასთან ერთად, კათოლიკური სამყაროს ყურადღება მალე კონკლავზე გადაინაცვლებს – ფრანცისკეს მემკვიდრის რიტუალურ შერჩევაზე, სადაც ვატიკანში უფლებამოსილი კარდინალები იკრიბებიან ფარულად ხმის მისაცემად. კარდინალებს ჯერ არ დაუდასტურებიათ თარიღი, თუმცა ის  სავარაუდოდ 6 მაისის შემდეგ იქნება.  

მეტი...

“ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა”- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რომში უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა. “ძალიან პოზიტიური საუბარი მქონდა დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში. უკრაინაში ომის დასრულება. ეს არის მიზანი, რომელიც საერთო გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან. უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ეს გამიმეორა დღეს. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად მუშაობა მისი იმპლემენტაციისთვის. ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა. გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევებს გასულ მარტს პარიზში მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ამ ცეცხლის შეწყვეტასაც და სრულ და მყარ მშვიდობას…

მეტი...

საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია თვით­მარ­ქვია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, ვინ­მე გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ხან „ნეკ­რე­სის არ­ქი­მან­დრიტს“, ხა­ნაც „მიტ­რო­პო­ლიტს“ უწო­დებს. “ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია თვით­მარ­ქვია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, ვინ­მე გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ხან „ნეკ­რე­სის არ­ქი­მან­დრიტს“, ხა­ნაც „მიტ­რო­პო­ლიტს“ უწო­დებს, აგ­რეთ­ვე იგი სის­ტე­მა­ტუ­რად აღას­რუ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა არც ხელ­დას­ხმუ­ლი და არც აღ­კვე­ცი­ლი, არ წარ­მო­ად­გენს არ­ცერ­თი მო­ნას­ტრის საძ­მოს წევ­რს და, შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია.მისი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა არის თვით­ნე­ბუ­რი. ამ­გვა­რად, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი “მსა­ხუ­რე­ბა”, სა­ეკ­ლე­სიო თვალ­საზ­რი­სით, კა­ნო­ნი­კუ­რი არ არის და ის ხე­ლახ­ლა…

მეტი...

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში აზერბაიჯანელი კოცოიევი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში ოთხი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალს გიორგი სარდალაშვილი დაეუფლა, ვერცხლის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მიიღო ტატო გრიგალაშვილმა.  

მეტი...

“სეტყვა და ქარის გაძლიერება”- მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახელობას აფრთხილებენ

26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

“შესაძლოა პუტინს არ სურს ომის შეჩერება და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით?”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი New York Times-ს აკრიტიკებს სტატიის გამო, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმი. “რატომ არ ამბობს ეს არასერიოზული რეპორტიორი, რომ სწორედ ობამამ გახადა შესაძლებელი რუსეთისთვის ყირიმის უკრაინისგან მოპარვა ერთი გასროლის გარეშეც კი? გაუკრიტიკებია ოდესმე ბეიკერს ობამას მიერ ყირიმის გაცემა? არა, ერთხელაც არა, მხოლოდ ტრამპი, მე ამ სულელურ ომთან არაფერი მქონია საერთო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკრაინას ჯაველინები გადავეცი, ობამამ კი – თეთრეული”- წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ცდილობს ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოასწოროს. „უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა…

მეტი...

ირანის მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, შაჰიდ რაჯაის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა. ირანის კრიზისების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელის, ჰოსეინ ზაფარის თქმით, აფეთქება, როგორც ჩანს, შაჰიდ რაჯაის კონტეინერებში ქიმიკატების არასწორმა შენახვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. ირანული მედიის ცნობით, აფეთქების ხმამ რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ფანჯრების მსხვრევა გამოიწვია და კუნძულ კეშმზეც გაისმა.  

მეტი...

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს. კაჭარავას ხმის უფლების მქონე 58 დელეგატიდან 57-მა დაუჭირა მხარი. დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში 122 მატჩი ჩაატარა, რაც საქართველოს ნაკრების რეკორდია. მას 25 ლელო აქვს დადებული და ამ მაჩვენებლით გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს. კაჭარავა ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015 და 2019) ასპარეზობდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი 11-ჯერ მოიგო.

მეტი...

ზელენსკი ვატიკანში ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერს და დონალდ ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს. „ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი პირისპირ საუბრობენ სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ“ – წერს სიბიგა. ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც შეხვდა. „პრეზიდენტი ზელენსკი აგრძელებს აქტიურ მუშაობას მოკავშირეებთან და ვატიკანში პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს“, – წერს სიბიგა.

მეტი...

“თავდაცვითი ოპერაცია კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში გრძელდება, ვითარება რთულია”- უკრაინული მხარე

უკრაინის გენშტაბი უარყოფს, რუსეთის ხელისუფლების განცხადებას კურსკის ოლქზე კონტროლის სრულად აღდგენის შესახებ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში უკრაინის თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება. „უკრაინის თავდაცვის ძალების თავდაცვითი ოპერაცია კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში გრძელდება. ოპერატიული ვითარება რთულია, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები გარკვეულ პოზიციები ინარჩუნებენ და დაკისრებულ ამოცანებს ასრულებენ. ამასთან ერთად, მოწინააღმდეგეზე ეფექტიან დარტყმებს ახორციელებენ ყველა სახის იარაღიდან, მათ შორის იყენებენ აქტიური თავდაცვის ტაქტიკას“ – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. „კურსკის ოლქი სრულად განთავისუფლებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან“- პუტინი

მეტი...

„კურსკის ოლქი სრულად განთავისუფლებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან“- პუტინი

პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის არმიამ „მტერი სრულად გაანადგურა კურსკის სასაზღვრო რეგიონში“.  პუტინის თქმით, უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში „უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს“. გერასიმოვის ინფორმაციით, კურსკის ოლქის გათავისუფლებისას „მაღალი პროფესიონალიზმი“ გამოავლინეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა 12 მარტს განაცხადა, რომ კურსკის ოლქი სრულად უნდა გათავისუფლდეს. უკრაინულმა მხარემ ჯერჯერობით არ დაადასტურა რუსეთში გაკეთებული განცხადებები.

მეტი...

ირანის უდიდეს კომერციულ პორტში აფეთქება მოხდა – დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი

ირანის უდიდეს კომერციულ პორტში აფეთქება მოხდა. მომხადრის შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მძლავრი აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. პორტს, სადაც უამრავი კონტეინერია განთავსებული, შავი კვამლი ფარავს, რასაც ირანული ტელევიზიით ნაჩვენები კადრები ადასტურებს. აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ტვირთები და ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება. შაჰიდ-რაჯაის პორტი, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანს 1000-ზე მეტი კილომეტრით არის დაშორებული, ირანის ყველაზე თანამედროვე საკონტეინერო პორტია.

მეტი...

რომის პაპს მსოფლიო დაემშვიდობა

რომის პაპი ფრანცისკე დაკრძალეს. მსოფლიო რომის 266-ე პაპს დაემშვიდობა. დაკრძალვის ცერემონიალს  250 000 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მსოფლიო ლიდერები. პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენეს და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს, შემდეგ კი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

მეტი...

“სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან კარგი შეხვედრა ჰქონდა. „ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას. ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ. გმადლობთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ“ – წერს ზელენსკი. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს ვატიკანში გაიმართა, სადაც ისინი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

მეტი...

რომის პაპის დაკრძალვას 250 000 ადამიანი ესწრებოდა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა დასრულდა, მის ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში მიასვენებენ, სადაც დაკრძალავენ. წმინდა პეტრეს მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პაპის დაკრძალვას 250 000 ადამიანი ესწრებოდა. ცერემონიის დროს იტალიელმა კარდინალმა, ჯოვანი ბატისტა რემ ქადაგება წაიკითხა, რომლის დროსაც მან პაპი ფრანცისკეს ცხოვრება და ღვაწლი გაიხსენა. „ის პირდაპირ კონტაქტს ამყარებდა ინდივიდებთან და ხალხთან, სურდა ყველასთან ახლოს ყოფილიყო, განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა გაჭირვებულებს, უსაზღვროდ სწირავდა თავს. ის იყო პაპი ხალხს შორის, ყველას მიმართ ღია გულით“ – აღნიშნა კარდინალმა.    

მეტი...

ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

მოქანდაკე, მხატვარ-მონუმენტალისტი, რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი დღეს, 26 აპრილს თბილისში, დიდუბის პანთეონში, პირველი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. წერეთელს, რომელიც 22 აპრილს მოსკოვში, საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა, 23 აპრილს მოსკოვში გამოემშვიდობნენ, შემდეგ კი თბილისში გადმოასვენეს. ცერემონიალი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაიმართა.

მეტი...

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით საქართველოს პროკურატურის მიმართულებით მიემართებიან. აქციის მონაწილეებს შორის, ასევე არიან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები. აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერებიც იღებენ, ასევე ადგილზე იმყოფებიან მსახიობებიც. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ – “ბოლომდე”, “საქართველოს გაუმარჯოს”. ასევე, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაც.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში სპეცოპერაციის შედეგად 11 ადამიანი დააკავეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, „დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობის“, ბრალდებით  11 ადამიანი დააკავეს. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამი მათგანი დააკავეს ავტომობილში, რომლიდანაც „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს. გარდა ამისა, დაკავებულთა სახლებიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა, 16 სატელეფონო „სიმ“ (SIM) ბარათი, ოთხი ყალბი სარეგისტრაციო ნომერი და ორი ავიაბილეთი მოსკოვისკენ – „კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო წევრების სახელზე“.

მეტი...

“მიშველე ბებიაო”- ახალი დეტალები ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე

ძალადობის მსხვერპლმა ბავშვმა დახმარება ბებიას (მამის დედა) სთხოვა.  ქალი ამბობს, რომ 7 წლის შვილიშვილი მასთან სისხლიანი და ტანზე დაზიანებებით მივიდა და ბებიას თავად უთხრა, რომ დედამ და ბებიამ (დედის დედამ) სცემეს. “ბავშვი შემოვიდა სამი დაწყებული იყო, შემოაღო კარი და მიშველე ბებიაო. საშინელ დღეში იყო ბავშვი ტალახიანი, სისხლიანი სახე არ უჩანდა, ძალიან ცუდად იყო ბავშვი. ყველაფერი გავხადე და რომ დავინახე ტანზე ჰქონდა ჭრილობები, კინაღამ შევიშალე. სასწრაფოს გამოვუძახე. თვითონ თქვა ბებიამ და დედამ მცემაო. მამწყვდევენ შიგნით და არმიშვებენ გარეთო. მე მითხრა სიმინდი, რომ აქვთ იმ ოთახში მამწყვდევენო. შეიძლება, საღორეშიც ჰყავდათ დამწყვდეული, რა…

მეტი...

“ძალიან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდათ”- თეთრი სახლი ტრამპ-ზელენსკის შეხვედრაზე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა. ინფორმაციას თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი სტივენ ჩუნგი ავრცელებს. „პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“- აღნიშნა სტივენ ჩუნგმა. ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა.

მეტი...

პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენეს – ცერემონიას საქართველოს დელეგეციაც ესწრება

პაპ ფრანცისკეს ცხედარს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ, შემდეგ კი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასული ათასობით ადამიანი ესწრება მონარქები, პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, ვატიკანშია 170 ქვეყნის სხვადასხვა დელეგაცია. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი.

მეტი...

ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროები მეორე დღეა, ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან

ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროები მეორე დღეა, ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან.  სროლის ხმა სადავო ჯამუ-კაშმირის სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს ისმის. ინდოეთის არმიაში განაცხადეს, რომ მათ ცეცხლით უპასუხეს პაკისტანის საგუშაგოებიდან ღამით გახსნილ ცეცხლს. პაკისტანში ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთოებები უკიდურესად დაიძაბა კაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მომხდარი თავდასხმის გამო. ინდოეთმა ტურისტებზე თავდასხმას, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტერაქტი უწოდა.

მეტი...

“ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს შეთანხმებას”- კალასი

ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს შეთანხმებას, განაახლონ მოლაპარაკებები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმების საკითხზე.  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა ბაქოში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს პარტნიორობა უნდა დაეფუძნოს ურთიერთპატივისცემას, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პატივისცემას, ასევე ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კალასმა. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ ხანგრძლივი პარტნიორობა. კერძოდ, ევროკავშირი აზერბაიჯანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ასევე მისი უმსხვილესი ინვესტორი.

მეტი...

ტრამპს და ზელენსკის რომში ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდათ

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს. ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა. ახლა ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადაც პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

მეტი...

წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა მიმდინარეობს

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა დაიწყო. ცოტა ხნის წინ პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან წმინდა პეტრეს მოედანზე გამოასვენეს. მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი იმყოფებოდნენ. პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის გამოჩენასაც წმინდა პეტრეს მოედანზე აპლოდისმენტები მოჰყვა.

მეტი...

ხელოვნური კუნძულები – დასავლეთის ტბა, ჩინეთი

ოთხი გზა –  სამი ხელოვნური კუნძული და  ერთადერთი ბუნებრივი კუნძული გუშანი – ეს დასსვლეთის ტბაა. როგორც ამბობენ, დასავლეთის ტბის სილამაზე მის დეტალებშია. დასავლეთს ტბა არის მტკნარი წყლის ტბა ჩინეთში, ხანგჭოუში. ტრადიციულ სტილში მოჩუქურთმებული კოტეჯები, მცენარეები, აყვავებული ხეები, ტალღები, აბიბინებული ბალახიც კი, თითქოს ყველაფერი ბუნების მრავალფეროვნებაზე საუბრობს. ტბას ოთხი მიმართულება აქვს. სამი მოიცავს ხელოვნურ კუნძულს და მეოთხე კი  ერთადერთი ბუნებრივი კუნძულს – გუშანს. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, დასავლეთის ტბამ გავლენა მოახდინა ბაღის დიზაინზე დანარჩენ ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში და ადასტურებს ლანდშაფტების გაუმჯობესების კულტურულ ტრადიციასა და ადამიანებსა და ბუნებას შორის იდეალიზებულ შერწყმას. ტერიტორია მოიცავს ტაძრებს, პაგოდას, პავილიონებს, ბაღებს, ორნამენტულ ხეებს,  ბილიკებსა და ხელოვნურ კუნძულებს. ხანგჭოუს დასავლეთის ტბის გარშემო სეირნობას დაახლოებით 3 საათი სჭირდება, თუმცა, აქ იმდენად საინტერესო და მიმზიდველი გარემოა, დღეს ისე გადის, ვერც აცნობიერებ, რომ დაბნელდა. რაც შეეხება თავად ხანგჭოუს, “აბრეშუმის სახლის” სახელით ცნობილი ქალაქი იყო ჩინეთის შვიდი უძველესი დედაქალაქიდან ერთ-ერთი, რეგიონში აღმოჩენილი აბრეშუმის ქსოვილებით. ასევე, ხანგჭოუს ჩაის, ფაიფურისა და სხვა საქონლით საგარეო ვაჭრობის ისტორია ათასობით წლით თარიღდება.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რომში ჩავიდა. ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. ფოტოზე, რომელიც ვრცელდება მეხუთე პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან ერთად იმყოფება.  

მეტი...

რუსეთის იერიშს დნეპროპეტროვსკის ოლქზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ლისაკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 3 საცხოვრებელი კორპუსი და 6 მანქანა დაზიანდა, ასევე ცხრასართულიანი სახლის 2 ბინაში ხანძარი გაჩნდა. „სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა – 11 წლის გოგონა და 3 ქალი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა ლისაკმა. მისივე თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

რუსეთის ოთხ ოლქში 45 უკრაინული დრონი ჩამოგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ოთხ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 დრონი გაანადგურეს.  ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 27 დრონი – კურსკის ოლქში ჩამოაგდეს, 16 – ბელგოროდის ოლქში, თითო-თითო კი – ლიპეცკისა და როსტოვის ოლქებში.  

მეტი...

ზემო ფონიჭალაში გზის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს…

მეტი...

ირანი და აშშ ახალი ბირთვული შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ

ირანისა და აშშ-ის მომლაპარაკებლები თეირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდავი ახალი შეთანხმების შესამუშავებლად დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. Reuters-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიდან ერთი კვირის შემდეგ, რომელიც ორივე მხარემ კონსტრუქციულად შეაფასა, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან მასკატში ომანელი შუამავლების მეშვეობით ირიბ მოლაპარაკებას გამართავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მოხდება ახალი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ირანის ბირთვული ბომბის შექმნის გზას დაბლოკავს. „ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

სეტყვამ გორის სოფლები დააზარალა

გადაუღებელმა წვიმამ და სეტყვამ, გორის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დააზარალა. უხვი ნალექის გამო, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები, დაისეტყვა ნათესები და ხეხილის ბაღები. შესაბამის კადრებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მეტი...

ისრაელის ბლოკადის გამო ღაზაში სურსათის მარაგი ამოიწურა

მსოფლიო სასურსათო პროგრამა აცხადებს, რომ ისრაელის მიერ თითქმის 8-კვირიანი ბლოკადის გამო ღაზის სექტორში ორგანიზაციას საკვების მარაგი ამოეწურა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან თავისი მარაგების ბოლო ნაწილი ღაზის სექტორში მოქმედ ჰუმანიტარულ სასადილოებს გადასცა და რომ ამ სასადილოებს საკვები უახლოეს დღეებში დაუმთავრდებათ. ღაზას სექტორის მცხოვრები 2 მილიონზე მეტი ადამიანის დაახლოებით 80% საკვებს ძირითადად ჰუმანიტარული სასადილოებისგან იღებს, რადგან ისრაელის ბლოკადის გამო სხვა წყაროები გადაიკეტა.

მეტი...

მოსკოვი დეტალებს არ ამჟღავნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში არსებული ვითარების მოგვარების თაობაზე „სერიოზულ წინადადებებს“ განიხილავს. ამის შესახებ ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებს მოლაპარაკებების დასრულებამდე „არ ამჟღავნებს“. „ჩვენ სერიოზული ადამიანები ვართ და განვიხილავთ სერიოზულ წინადადებებს. ჩვენ ვაყენებთ სერიოზულ წინადადებებს. ეს არის პროცესი, რომლის შესახებაც არ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, ვიდრე იგი არ დასრულდება“,- განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ „მოლაპარაკებები გრძელდება და ვიდრე ეს არ დასრულდება, ჩვენ არ გავამჟღავნებთ მათ შინაარსს“.

მეტი...

ზელენსკი, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად რომში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად რომში ჩავიდა. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ის ცერემონიას მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან და უკრაინულ დელეგაციასთან ერთად დაესწრება. ცნობისთვის, პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ. დაკრძალვის წირვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) ღია ცის ქვეშ დაიწყება და, სავარაუდოდ, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.  

მეტი...