სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 ადამიანი – 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს”-…
მეტი...დღე: აპრილი 25, 2025
ლილოს ბაზრობასთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
თბილისში, ლილოს ბაზრობასთან ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფი. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მეტი...ორბანი აცხადებს, რომ ტრამპი ხშირად ურეკავს და ეკითხება, თუ როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტელეფონით ხშირად ურეკავს და ეკითხება, თუ როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს. ორბანის თქმით, მან ტრამპს გაუზიარა ინფორმაცია, რომ უნგრეთი საკუთარი პროდუქციის 85%-ს ევროკავშირის ბაზარზე ჰყიდის. ამის შესახებ მან, უნგრეთში გამართულ ფორუმზე განაცხადა. დარბაზიდან დასმული კითხვის საპასუხოდ, ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ხანგრძლივი და დეტალური განხილვის შემდეგ შეიძლება იყოს მიღებული.
მეტი...„ვეთანხმები ტრამპს, რომ უკრაინაში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმზე კონტროლის დასაბრუნებლად”- ზელენსკი
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს, ეთანხმება, რომ უკრაინას საკმარისი იარაღი არ აქვს ყირიმის დასაბრუნებლად. “მართალია ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ვეთანხმები, რომ დღეისთვის საკმარისი იარაღი არ არის. სწორედ იარაღი, არა ადამიანები. ვინაიდან, ჩვენი ხალხი – ეს მთავარია, უმთავრესია. მაგრამ იმის თქმა, რომ ჯარი არ გვყავს – ეს სიმართლე არაა… ასე რომ, ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინაში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის იარაღით დასაბრუნებლად” – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებობს სასანქციო, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის შესაძლებლობები, “რათა ვილაპარაკოთ ამაზე, განვიხილოთ ტერიტორიული საკითხები, მაგრამ მხოლოდ სრული უპირობო…
მეტი...“უცემიათ, დაუკბენიათ და საღორეში დაუმწყვდევიათ”- 7 წლის ბავშვზე ძალადობაში დედას ადანაშაულებენ
წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში დედას და ბებიას 7 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ამბობს, ბავშვს სხეულის არეში სხვადასხვა დაზიანებები, მათ შორის ნაკბენები აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში ჰყავდათ დამწყვდეული, საიდანაც გაქცევა მოახერხა და შველა ნათესავებს სთხოვა. „უცემიათ ბებიას და დედას, დაუკბენიათ. დაუმწყვდევიათ საღორეში, ბავშვის ნათქვამით აძლევდნენ მხოლოდ წყალს და პურს“- ამბობს ის. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის მამა ემიგრაციაში იმყოფება და ბავშვი დედასთან იზრდებოდა. ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. წალენჯიხაში ბავშვზე ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მეტი...ტრამპი ზელენსკისთან რომში შეხვედრას არ გამორიცხავს
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში შეხვედრას არ გამორიცხავს. მედიის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.ორი ქვეყნის ლიდერი, ხვალ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. მას სხვა მსოფლიო ლიდერებთან აქვს დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრები. ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო შეხვედრა თეთრ სახლში, თებერვლის მიწურულს გაიმართა.
მეტი...წალენჯიხაში ბავშვზე ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი წლის ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
მეტი...რუსი გენერალი ააფეთქეს
მოსკოვთან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იაროსლავ მოსკალიკი ააფეთქეს. ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სახლთან გაჩერებულ ავტომობილში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მკვლელობის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით.
მეტი...ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთ ადამიანიკი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთ ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მეტი...პრეზიდენტი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის თვითმფრინავი “ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
მეტი...კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-სთან “პოზიციები დააახლოვეს”
კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-სთან “პოზიციები დააახლოვეს”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. “რაც შეეხება უშუალოდ უკრაინულ კრიზისს, საუბარი მიდიოდა, კერძოდ, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობაზე”, – განაცხადა უშაკოვმა. ცნობისთვის, ეს უიტკოფის უკვე მეოთხე ვიზიტია მოსკოვში.
მეტი...“ქართული ოცნება” ქვეყანას იზოლაციაში აქცევს”- კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფი
კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ქართველი ხალხის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს. განცხადებაში, რომელიც ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია რომ “ქართული ოცნება” ქვეყანას იზოლაციაში აქცევს და საქართველოს რეპრესიის მომავლისთვის წირავს. ისინი მოუწოდებენ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შეუერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნას. “ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ზედიზედ 150-ე დღეა, მათი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ქართველი ხალხის მყარი ერთგულების არაჩვეულებრივი გამოხატულება. ამაყი ვართ გვერდში ვედგეთ ქართველ ხალხს, როდესაც ისინი უარს ამბობენ დაუთმონ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებები არალეგიტიმურ რეჟიმს…. “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ებღაუჭება ქართველებისთვის უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევით, რომლებიც ძვირფასია დემოკრატიული…
მეტი...„უკრაინა იღებს უსაფრთხოების გარანტიას“ – რა წერია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო წინადადებაში?!
სააგენტო Reuters-ი ასაჯაროებს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესისთვის აუცილებელი წინადადებების სრულ ჩამონათვალს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ევროპელ ოფიციალურ პირებს 17 აპრილს, პარიზში გამართულ მოლაპარაკებებზე წარუდგინა. სააგენტოს ცნობით, სამშვიდობო გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს: „რუსეთ-უკრაინის შეთანხმების ჩარჩო ზეპირად გადასაცემი მიმოხილვა: ეს პირობები ორივე მხარის მიმართ აშშ-ის საბოლოო შეთავაზებას წარმოადგენს. ცეცხლის შეწყვეტა – ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა, შეთანხმების ტექნიკურ განხორციელებაზე მოლაპარაკებებს ორივე მხარე დაუყოვნებლივ დაიწყებს. უკრაინის უსაფრთხოების გარანტია – უკრაინა იღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს. გარანტორი სახელმწიფოები შექმნიან სპეციალურ ჯგუფს ევროპული და არაევროპული სახელმწიფოების მონაწილეობით; უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას არ შეეცდება. უკრაინას შეეძლება ევროკავშირისკენ…
მეტი...ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
„ფრანს-პრესის“ ცნობით, დღეს ღამით ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში, ორი ქვეყნის გამყოფ კონტროლის ხაზზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შესახებ ინფორმაცია ინდოეთის არმიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ცეცხლი პაკისტანმა გახსნა. შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მათგან ორი პაკისტანის მოქალაქეა. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა,…
მეტი...ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან შეთანხმებას მიაღწევს
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან შეთანხმებას მიაღწევს. კითხვაზე, შეაჩერა თუ არა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა და ფიქრობს თუ არა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ომში ჩაითრევს, დონალდ ტრამპმა უარყოფითი პასუხი გასცა. „მე ისინი არ შემიჩერებია. ვფიქრობ, ირანთან შეთანხმების მიღწევა თავდასხმის გარეშეც შეგვიძლია. შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომში ჩაერთოს, მაგრამ მე საკუთარი სურვილის გარეშე ვერ ჩამითრევს. შეიძლება საკუთარი ნებით ჩავერთო. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ამის სათავეში მე ვიქნები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მეტი...სახდეპი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ახალი რეგულაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭონ. სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალში შესაძლოა, მათ ვიზა გაუუქმდეთ ან აშშ-ში მოგზაურობა ვეღარ შეძლონ. ამ ფორმით, უწყებას სურს, დაიცვას ამერიკელი გადასახადების გადამხდელები.
მეტი...,,იმედია, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ზაფხულამდე გამოცხადდება” – სტარმერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მიმდინარე წლის ზაფხულამდე გამოცხადდება. The Telegraph-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მხარეები ახლა „მოლაპარაკებების ინტენსიურ სტადიაში“ იმყოფებიან. სტარმერი მოუწოდებს რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს და ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ მსჯელობა დაიწყოს. სტარმერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების პირობები.
მეტი...მარკ რუტე EU-სა და კანადას ალიანსის თავდაცვით ხარჯების გაზრდისა და „კვანტური ნახტომის“ განხორციელებისკენ მოუწოდებს
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ევროკავშირსა და კანადას ალიანსის თავდაცვით ხარჯების გაზრდისა და „კვანტური ნახტომის“ განხორციელებისკენ მოუწოდებს. როგორც რუტემ ყოველწლიური ანგარიში წარდგენისას აღნიშნა, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ 2024 წელს ნატო-ს ბიუჯეტში, 19.4%-ით მეტი ინვესტიცია განახორციელეს, ვიდრე წინა წელს, თუმცა, მისი თქმით, საჭიროა ამ ძალისხმევის კიდევ უფრო გაძლიერება. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს აშშ-ს შენატანმა ნატო-ს თავდაცვით ხარჯებში 64% შეადგინა, ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის შენატანი კი 36% იყო. რაც შეეხება 2%-იან მაჩვენებელს, ალიანსის წევრი 32 ქვეყნიდან, 22-მა შეიტანა ნატო-ს ბიუჯეტში მშპ-ს 2%-ის ოდენობის თანხა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ი ნატო-ს ბიუჯეტში 2%-იანი შენატანის, 5%-მდე…
მეტი...საუკუნოვანი თიხის სახლები – მოგზაურობა “ანტიკვარიატში”
ათასწლოვანი ბანიანი ხეები, მრავალსაუკუნოვანი ბანიანი სახლები, თულუს (თიხისგან ნაგები) შენობები, მთიდან მოჩუხჩუხე წმინდა წყლები, მცენარეები, რომლებიც საუკუნეს ითვლის და ქუდად ახურავს დასახლებას – ეს უძველესი ქალაქია, სახელად იუნშუიიაო, რომელიც ფუძიანის პროვინციის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ყველაზე დიდი ზომის ხის გვირგვინი დაახლოებით 1933 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და ტოტები 30 მეტრზე მეტი სიგრძისაა. შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს “ანტიკვარიატში “მოგზაურობ, ყველაფერი უნიკალურია და ხელის შეხება არ შეიძლება. სიტყვასიტყვით, იუნშუიიაო “ღრუბლებისა და წყლების სიმღერას” ნიშნავს და ეს აღწერა მართლაც რომ ამართლებს რეალობას. ამ სასწაულის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია, ფოტოები კი მეტნაკლებად ასახავს ამ საოცარ ნაზავს. ფუძიანის პროვინციაში…
მეტი...,,ყირიმი რუსეთს დარჩება” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში დარჩება. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარება შესთავაზა, რაზეც უკრაინულმა მხარემ კატეგორიული უარი განაცხადა.
მეტი...უკრაინამ აშშ-ს საკუთარი ხუთპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გადასცა
უკრაინამ ლონდონში 23 აპრილს გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ს საკუთარი ხუთპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გადასცა. The Telegraph-ის ცნობით, გეგმის საკვანძო საკითხს ყირიმის ნახევარკუნძული წარმოადგენს. უკრაინის მოთხოვნების პირველ და მეორე პუნქტებში აქცენტი იმაზე კეთდება, რომ სამშვიდობო შეთანხმება საერთაშორისო სამართალს და არა კაპიტულაციას უნდა ეყრდნობოდეს. დოკუმენტში ცალკე საუბარი ეთმობა ჩინეთის შესაძლო შეჭრა ტაივანში. უკრაინა აგრეთვე ითხოვს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს. დოკუმენტის მესამე პუნქტში საუბარია იმაზე, რომ უკრაინა სამშვიდობო პროცესის ცენტრში უნდა დაბრუნდეს. მეოთხე პუნქტი აშშ-ს და ნატოს აფრთხილებს, რომ ყირიმზე რუსეთის მიერ კონტროლის შენარჩუნება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის სხვა ქვეყნებს –…
მეტი...ეროვნულმა ბანკმა მარტში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 101.7 მილიონი აშშ დოლარით შეივსო
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 101.7 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.31 მლრდ. დოლარს შეადგენს. ,,საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა: მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის. ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა; მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $101.7 მილიონი”,…
მეტი...პუტინი კრემლში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ხვდება
ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებს მართავს. ეს პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის მეორე შეხვედრაა ბოლო ორ კვირაში. „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელს სტივ უიტკოფს იღებს“, – ამბობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. ასევე, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
მეტი...,,ერთ-ერთ ვაგონში მოხდა დაკვამლიანება” – ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანებაა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ,,გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში. ხაშურთან მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
მეტი...ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების საქმეებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების საქმეებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს”, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...ხაშურთან მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ხაშურთან მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. ,,ერთ-ერთ ვაგონში მოხდა დაკვამლიანება” – ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
მეტი...,,დღეს, რადგან იმდენი ფული აღარ აქვთ, პროტესტის ხარისხიც ისეთია რამდენი ფულიც აქვთ” – მამუკა მდინარაძე
„ოპოზიცია სრულ აგონიაშია ერთი მთავარი მიზეზის გამო. ეს კი არ იყო გულწრფელი პროტესტი, ვიღაც შეიძლება აღმოჩნდა იქ, ვინც მოტყუვდა, გულწრფელად გააპროტესტა და დაიჯერა, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძა, მაგრამ რეალურად პირდაპირპროპორციული გახდა პროტესტის ხარისხი და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან. ანუ, შემოვიდა ნაკლები ფული, პროტესტი მინელდა, იყო მეტი ფული, პროტესტი უფრო ძლიერი იყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ რადიკალების პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს და ანგარიშს ითხოვენ ვიღაც-ვიღაცებისგან, ეჭვი აქვთ რომ ეს თანხები გაიფლანგა, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ამ ფულით შეიძლება…
მეტი...თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი სილივრის სანაპიროსთან 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა. შეგახსენებთ, ორი დღის წინ, სტამბოლში მომხდარმა 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია. მოქალაქეების ნაწილმა, ღამე ქუჩაში და სკვერებში გაშლილ კარვებში გაატარა. ქვეყანაში სულ 184 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან შვიდი 4 ან მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მომხდარ მიწისძვრას სტამბოლში ნგრევა მოჰყვა. დაშავდა 151 ადამიანი.
მეტი...,,ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება” – ტრამპი
,,ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ, ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე „ჯერ კიდევ თვლით, რომ უკრაინამ რაღაც ტერიტორიაზე უნდა თქვას უარი, რომ მშვიდობა მიიღოს“. „დიახ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმს, ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ. ეს იყო 11 წლის წინ, ამას ჩემთან კავშირი არ აქვს, მათ…
მეტი...,,ზოგიერთის ქცევას რომ ვუყურებ, მგონი, თავი კინოში ჰგონიათ” – შალვა პაპუაშვილი
,,ხედავთ, როგორი ზუსტი ტერმინი გამოიყენეთ, მესამე სეზონია, რაც აქციის მონაწილეები გამოდიანო – დიახ, ეს სპექტაკლი, რომელიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით, წაქეზებით და ხელმძღვანელობით, ყალბი საფუძვლებით ხორციელდება, სეზონებად აქვთ ქცეული და ზოგიერთის ქცევას რომ ვუყურებ, მგონი, თავი კინოში ჰგონიათ”, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას. პაპუაშვილის თქმით, 2022 წლის თებერვალშიც, პარლამენტის წინ მდგომ ახალგაზრდა თუ ასაკოვან ადამიანებს თავი კინოში ეგონათ. „მათი მხრიდან შეძახილები რაც იყო, ჩემი კაბინეტიდან ისმოდა – უკრაინაში მეომრები გაგვეგზავნა და რუსეთთან ესკალაციაში შევსულიყავით. მართლა ის ბომბების წვიმა რომ წამოვიდოდა, ქალბატონ ლომჯარიას საქართველოზე რომ უნდოდა, მერე…
მეტი...ნატოს გენერალური მდივანი აშშ-ს სთხოვს, უკრაინა არ აიძულოს, რომ მიიღოს არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმება
ნატოს გენერალური მდივანი შეერთებულ შტატებს სთხოვს, უკრაინა არ აიძულოს, მიიღოს არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმება. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს და წერს, რომ მარკ რუტე, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს, მაიკლ უოლცს შეხვდება. გამოცემის ცნობით, უკრაინას თუ თავს მოახვევენ „სამშვიდობო რეგულირებას“, რომელიც, უპირველეს ყოვლისა მოსკოვს აწყობს, მაშინ მთელი ევროპის უსაფრთხოება აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ტრამპის წინადადება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას ეხება, შესაძლოა, ვაშინგტონსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს. The Financial Times-ის ინფორმაციით,…
მეტი...შალვა პაპუაშვილმა ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა, სადაც მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. ჩვენ ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის. პაპის გამორჩეულმა პიროვნებამ უმაღლესი მორალური პრინციპების მაგალითი მისცა არა მხოლოდ კათოლიკე მორწმუნეებს, არამედ ყველა ქრისტიანს. შეუძლებელია შეფასდეს მისი ღვაწლი, რომელიც ჩვენი სამყაროს უკეთესად გადაქცევას ისახავდა მიზნად. პაპა ფრანცისკეს სახელს და ხსოვნას მომავალი თაობები ყოველთვის სიყვარულით მოიგონებენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სამძიმრის წიგნში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, წმინდა…
მეტი...,,ყველამ მადლობა უნდა გადაუხადოს ტრამპს, რომ ცდილობს სიცოცხლის გადარჩენას” – რუბიო
„პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზეთ ვარიანტები იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ომის დასასრულებლად იქნება საჭირო. ამ ომის დასრულება შესაძლებელია. ამაზე ორივე მხარე უნდა დათანხმდეს. ჩვენ უკრაინასა და რუსეთს ვაჩვენეთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. „შაბათ-კვირას კარგი შეხვედრები გაიმართება. ჩვენ ვუჩვენეთ მათ მშვიდობისკენ მიმავალი გზა. ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინამ და რუსეთმა, ორივემ თქვას „დიახ“. ყველამ მადლობა უნდა გადაუხადოს პრეზიდენტ ტრამპს, რომ ის მშვიდობისმყოფელია და ცდილობს სიცოცხლის გადარჩენას. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ აქ გავაკეთოთ. ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენ არ დაგვიწყია ის, როგორც…
მეტი...რუსეთში რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი ააფეთქეს
რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, რუსი გენერალი ააფეთქეს. რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას ნაპოვნია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილები. 59 წლის იაროსლავ მოსკალიკი რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2021 წელს პუტინმა მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.
მეტი...,,უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აქამდე მიღწეულ ჩვენს ყველა შედეგს საფრთხის ქვეშ აყენებს” – ორბანი
,,უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აქამდე მიღწეულ ჩვენს ყველა შედეგს საფრთხის ქვეშ აყენებს” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. „ნუ დავუშვებთ, რომ უნგრელებს გადაუარონ“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
მეტი...,,საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 კაცი შეადგინა” – საქსტატი
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386). ,,2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.2…
მეტი...