ისრაელის დარტყმას ღაზაში 44 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის დარტყმას ღაზაში 44 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიაში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაზე მიიტანა იერიში, რა დროსაც, ათი ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. მათივე ცნობით, ანკლავის სხვადასხვა ნაწილში ისრაელის დარტყმებმა კიდევ 34 ადამიანი იმსხვერპლა. როგორც „როიტერი“ წერს, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ჯამში 51 300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

მეტი...

ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას გეგმავს

ევროკავშირი მაისში რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის გეგმას წარადგენს. ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ფონ დერ ლაიენის განმარტებით, 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ 2027 წლისთვის უარს იტყვის რუსულ ენერგორესურსებზე. „რუსული გაზის იმპორტი 45%-დან 18%-მდე შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, ყველა რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად ნულამდე დაყვანის გეგმა ორ კვირაში ენერგეტიკის ევროკომისრის, დენ იორგენსენის მიერ იქნება წარდგენილი.

მეტი...

შს მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ – ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა. ინფორამციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. „როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი გააჩნია” – აღინიშნება ინფორმაციაში.

მეტი...

“რუსეთს მშვიდობა არ სურს”- კაია კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა. „ცხადია, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა, მოლდოველებს სურთ მშვიდობა, უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ევროპელებს სურთ მშვიდობა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პუტინი თავდასხმებს აძლიერებს და ნათელს ხდის, რომ მას არ სურს მშვიდობა. მშვიდობისთვის ორი მხარეა საჭირო, ომისთვის კი მხოლოდ ერთი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა” – განაცხადა მან.  

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქციაა

უწყვეტი პროტესტის 148-ე დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათი მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. საპროტესტო აქციაა ბათუმშიც.

მეტი...

„მე მაქვს ჩემი საკუთარი საბოლოო ვადა”- ტრამპი რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ  მას რუსეთ-უკრაინის შეთანხმებასთან დაკავშირებით „თავისი საბოლოო ვადა“ აქვს. „მე მაქვს ჩემი საკუთარი საბოლოო ვადა. ორივე მხარეს უნდა მშვიდობა, მაგრამ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოვიდნენ. ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. მინდა, გადავარჩინო 5 000 ახალგაზრდა ადამიანი. დაახლოებით 5 000 ახალგაზრდა ადამიანი იღუპება კვირაში ამ საშინელ ომში. იცით, თავიდან ეს დავიწყე იმიტომ, რომ არ მომწონდა ის თანხები, რასაც ვიხდიდით, შემდეგ გავაცნობიერე, რამდენი ადამიანი იღუპება. და ეს არის ამჟამად გაცილებით მნიშვნელოვანი ელემენტი“– აღნიშნა დონალდ ტრამპმა.    

მეტი...

„უკრაინა მზადაა რუს სამხედრო დამნაშავეებთან მოლაპარაკებისთვის – ეს დიდი კომპრომისია ჩვენი მხრიდან“ – ზელენსკი

„უკრაინა მზად არის დიდი კომპრომისისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ კირილ რამაფოსასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა უნდა იყოს, რასაც „რუსეთი არ ეთანხმება“. „უკრაინა მზადაა, რუს სამხედრო დამნაშავეებთან მოლაპარაკებისთვის. და ეს უკვე დიდი კომპრომისია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა, როგორც არავინ მსოფლიოში, დაინტერესებულია ომის დასრულებით. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „შეძლებს რუსეთზე მეტი ზეწოლის მოხდენას, რათა საბოლოოდ ცეცხლის სრულ შეწყვეტას მიაღწიოს“. „ტრამპმა და შეერთებულმა…

მეტი...

„სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტი ტრამპის მაგიდაზეა“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, „სამშვიდობო შეთანხმების“ ახალი ვარიანტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა. „აშშ-ის წინადადების შემდეგ გამოჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი უკვე არის პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე“– განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

„სამშვიდობო შეთანხმების მიღება დაუშვებელია უკრაინის ინტერესების გათვალისწინების გარეშე“- რუტე

ნატო-ს გენერალური მდივანი აშშ-ს სთხოვს, არ აიძულონ უკრაინას არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების მიღება.  ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მარკ რუტე, აპირებს დაარწმუნოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღება დაუშვებელია უკრაინის ინტერესების გათვალისწინების გარეშე და ასეთ შემთხვევაში, ეს მხოლოდ გააძლიერებს რუსეთს. გამოცემა წერს, რომ ტრამპის წინადადება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას ეხება, შესაძლოა, ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, არაა გამორიცხული, ამის გამო ჩაიშალოს ნატო-ს სამიტი, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს არის დაგეგმილი.

მეტი...

„უკრაინას მოუწევს დათმობა”- პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ყველა მხარეს მოუწევს გარკვეულ დათმობაზე წასვლა, მათ შორის უკრაინასც. „უკრაინას ასევე მოუწევს გარკვეული თვალსაზრისით დათმობა. ეს უნდა იყოს კომპრომისი. მხედველობაში მაქვს, რომ დე ფაქტო ეს მშვიდობა, ჩემი პირადი შეხედულებით, უნდა დავიდეს იმ ეტაპამდე, როდესაც ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს თქმას, რომ ეს ომი მოიგო. ამიტომაც ყველა მხარეს მოუწევს რაღაც თვალსაზრისით დათმობაზე წავსლა“ – განაცხადა ანჯეი დუდამ. დუდამ ასევე განაცხადა, რომ ომი ზიანს აყენებს ორივე ქვეყანას. მისივე განმარტებით, მხოლოდ ამერიკელების ზეწოლას შეუძლია ომის დასრულება და ისეთი მშვიდობის დამყარება, რომელიც არცერთი მხარისთვის არ იქნება…

მეტი...

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მომხდარის გამო 90 მოქალაქე დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დარტყმა განხორციელდა „საავიაციო, სარაკეტო-კოსმოსური, მანქანათმშენებელ და სატანკო მრეწველობის ობიექტებზე“.

მეტი...

“ელჭექი, ნისლი, სეტყვა”- როგორი ამინდი იქნება საქართველოში 25 აპრილს

25 აპრილს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს. “25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

„ამერიკული რისხვა უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ – პუტინისკენ“ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი აგრესორი რუსეთია. როგორც მაკრონი ამბობს, სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების „რისხვა“ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული. „ამერიკული რისხვა უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ – პრეზიდენტ პუტინისკენ“, – აღნიშნა მადაგასკარზე მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონი უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მიერ მიტანილ მასშტაბურ იერიშსაც გამოეხმაურა და პუტინს მოუწოდა, რომ „შეწყვიტოს ტყუილი“. „ის ამბობს „მშვიდობა მინდა“ და აგრძელებს დაბომბვებსა და უკრაინაში ხალხის მკვლელობას. თუ ის ხვალ იტყვის „კი“, გვექნება ცეცხლის შეწყვეტა“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მეტი...

“საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მკაცრდება”- შსს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ვიზების ან ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, ინფორმაციას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ „არასწორი ინტერპრეტაციით და მიზანმიმართულად“ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ცვლილება საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ამარტივებს. კერძოდ, უწყების განმარტებით, ავღანეთის, ბანგლადეშის, განის, ეთიოპიის, ერიტრეას, იემენის, კამერუნის, კოტ-დ’ივუარის, კონგოს, მაროკოს სამეფოს, ნიგერიის, პაკისტანის, სომალის, სირიის, სუდანის, ტანზანიის, უგანდის მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები, შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით, მოთხოვნები…

მეტი...

„მთავარია, ვისაც EU-ში შესვლა 2030 ან კიდევ რომელიმე წლისთვის სურს, საერთოდ შესასვლელი ადგილი დარჩეთ” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა 2030 წლისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ეხმიანება და ირონიულად ამბობს, რომ მთავარია, ამ დროისთვის, „იქ“ შესასვლელი ადგილი დარჩეს. როგორც რუსული სამთავრობო მედია TASS-ი წერს, ზახაროვა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას იხსენებს და აცხადებს, რომ [ევროკავშირი] „კარგი რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი არ გამოვიდოდა“. „სადაც არის რამე სარგებელი, სადაც არის რეალური პოტენციალი, ბრიტანელები იქნებიან პირველები. მათ პირველმა დატოვეს ევროკავშირი“, – ამბობს ზახაროვა. მისივე თქმით: „ევროკავშირში კრიზისული მოვლენები იმდენად აშკარაა და პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია, რომ ვისაც საკუთარი ეროვნული ეკონომიკა ადარდებს, იქ არაფერი ესაქმება“. ზახაროვას აზრით, ვისაც…

მეტი...

საფრანგეთში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა, 3 კი დაშავდა

დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ნანტში მდებარე ნოტრ-დამ-დე-ტუტ-აიდის სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად, ერთი მოსწავლე დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა. როგორც Reuters-ი პოლიციის სპიკერზე დაყრდნობით წერს, კერძო სკოლაში, 15 წლის თავდამსხმელი პოლიციის მოსვლამდე მასწავლებლებმა განაიარაღეს. სპიკერი ასევე აცხადებს, რომ შემთხვევა ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის. ადგილობრივი გაზეთის – Ouest France-ის ცნობით, თავდამსხმელის ნივთებში 2 დანა იპოვეს. Franceinfo-ის ინფორმაციით კი, ცივი იარაღით თავდასხმა მოსწავლეებს შორის კონფლიქტს მოჰყვა.

მეტი...

„მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ნისლი, სეტყვა“ – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 25 აპრილს ქვეყნის მასშტაბით დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერებაა მოსალოდნელი. “25 აპრილს,საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

,,უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. ზელენსკიმ გაიხსენა უკრაინის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც ლონდონში გაიმართა. „ჩვენ მადლიერები ვართ პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, კონკრეტულად კი აშშ, იმოქმედებს საკუთარი ძლიერი გადაწყვეტილების შესაბამისად“, – წერს ზელენსკი X-ზე. სოციალურ ქსელში თავის პოსტს ზელენსკიმ დაურთო ყირიმის დეკლარაციის ამონარიდი, ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 2018 წლის განცხადება, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარება.

მეტი...

,,ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება” – ტრამპი

,,ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. ,,კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმებით უკმაყოფილო ვარ. არასაჭიროა და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდით, სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ!”, – წერს ტრამპი.

მეტი...

,,ილონ მასკი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ის ძალიან დამეხმარა” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკის თეთრ სახლში ყოფნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნებაა. „მასკი არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ის ძალიან დამეხმარა როგორც საარჩევნო კამპანიაში, ასევე იმით, რაც მან გააკეთა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტთან დაკავშირებით, და თქვენ იცით, რაზეც ვსაუბრობთ, თითქმის 200 მილიარდ დოლარზე, რომელიც სწრაფად იზრდება, რადგან ბევრი რამ, რასაც ჩვენ განვიხილავდით, ახლა ფაქტად იქცა. ეს საშინელებაა. მე ვგულისხმობ თაღლითობას, ფულის ფლანგვას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ყველაფერს, რაც მოხდა, უბრალოდ საშინელებაა“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

,,საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს რეფორმა სჭირდება” – ბესენტი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს რეფორმა სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, ეს ინსტიტუტები კრიტიკულ როლს ასრულებენ საერთაშორისო სისტემაში და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებულია მათთან სამუშაოდ, ვიდრე ამ ინსტიტუტებს შეუძლიათ, დარჩნენ საკუთარი მისიის ერთგულები. სკოტ ბესენტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან დიდ დროსა და რესურსს უთმობს კლიმატის ცვლილებებზე, გენდერულ და სოციალურ საკითხებზე მუშაობას. მისივე განცხადებით, ანალოგიური პრობლემები არსებობს მსოფლიო ბანკშიც. ასევე, პრობლემად რჩება, რომ ეს ინსტიტუტები ჩინეთს კვლავ განვითარებადი ქვეყნის მსგავსად ეპყრობიან, რის გამოც პეკინი უსამართლოდ იღებს ხელსაყრელ პირობებს მსოფლიო ინსტიტუტებისგან.

მეტი...

,,მინდა ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის” – პრემიერი

,,ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა საზოგადოებას გავუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების,…

მეტი...

საკადრო ცვლილება მთავრობაში – რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა

საკადრო ცვლილებებია მთავრობაში. როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების სამინისტრო ირაკლი ქარსელაძე დატოვა. ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მის ნაცვლად რევაზ სოხაძე დაინიშნა. სოხაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატია.

მეტი...

,,უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს აშშ-თან მინერალების შეთანხმებაზე” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამხრეთ აფრიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს აშშ-თან მინერალების შეთანხმებაზე. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რასაც პარტნიორები სთავაზობენ. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთს სააღდგომო პერიოდში ცეცხლი არ შეუწყვიტავს, მაშინ როდესაც უკრაინამ 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული პირობა შეასრულა. როგორც მან განმარტა, რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო ცეცხლის შეწყვეტის გზაზე წინსვლისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ფაქტი, რომ ყველაფრის შემდეგ უკრაინა კვლავ არის მზად, მოსკოვთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეს, კომპრომისია.

მეტი...

ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული რ.ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ,,სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი “სარფის” ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერება “პრეგაბალინის” შემცველი 1581 კაფსულა აღმოაჩინეს. პოლიციამ რ.ო. ბრალდებულის სახით დააკავა”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს

რამდენიმე ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ამერიკულ ტელეარხს ერთ-ერთმა ევროპელმა განუცხადა, აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივაში კონკრეტული ჯერ არაფერია დაფიქსირებული, თუმცა ამერიკელების სულისკვეთება მიუთითებს იმაზე, რომ მათ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღისთვის ცეცხლის შეწყვეტა სურთ. ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეს 1 მაისს სრულდება.

მეტი...

,,უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დროს დათმობებზე წასვლა მოუწევს” – ანდჟეი დუდა

,,უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს”, – ამის შესახებ პოლონეთს პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა. „დღეს ჩემი შეფასება აბსოლუტურად ნათელია: არ არსებობს არავინ აშშ-ის ფარგლებს გარეთ, ვისაც ვლადიმერ პუტინის შეჩერება შეუძლია. ამიტომაც მჯერა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი გამბედაობით ამ ომის დასრულება შეუძლია. მხოლოდ ამ ამერიკულ წნეხს შეუძლია ამ ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება, რომელიც არცერთი მხარისთვის არ იქნება კომფორტული. მაგრამ, შესაძლოა, ამან აქციოს ის გრძელვადიანად“, – თქვა დუდამ. მისი თქმით, გრძელვადიანი მშვიდობა ურთიერთდათმობებზე უნდა აშენდეს. როგორც დუდამ აღნიშნა, ომი აზიანებს ორივე ქვეყანას, ამიტომაც, მათ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ.

მეტი...

ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ჰ.; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ო.ა.; 2000 წელს დაბადებული ა.ს.; 1954 წელს დაბადებული ზ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1976 წელს დაბადებული…

მეტი...

შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ კორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დააკორექტირა. დაკორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე – 2.412 თეთრი/კვტსთ-ით. შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა…

მეტი...

,,ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე” – სალომე ზურაბიშვილი

,,ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე”, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ,,საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რომ ჩვენ დავგეგმოთ მთლიანად საზოგადოების 26 მაისი, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე და ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების წარმომადგენლები, ამ საზოგადოების…

მეტი...

თვითმფრინავის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მცირე ზომის თვითმფრინავი მდინარე ნებრასკაში ჩავარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. nbcnews-ის ცნობით, ავიაკატასტროფა გასულ პარასკევს, ღამით მოხდა. თვითმფრინავი ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:15 საათზე ჩამოვარდა. პოლიციის ინფორმაციით, ჩამოვარდნის დროს თვითმფრინავი მდინარის გასწვრივ მიფრინავდა. შერიფის ოფისის განმარტებით, დაღუპულთა ცხედრები უკვე იპოვეს და მათი ვინაობა იდენტიფიცირებულია. საქმეს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.

მეტი...

ადამიანი, რომელიც ყვარელში ღობესთან მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა, დააკავეს

ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 ადამიანს ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, ადამიანი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. ის საკუთარ ღბესთან მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს”, – წერია ინფორმაციაში. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც…

მეტი...

თურქეთში, ერთ დღეში, 184 მიწისძვრა მოხდა – მოსახლეობის ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა

გუშინ, სტამბოლში მომხდარმა 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ თურქეთში დიდი პანიკა გამოიწვია. მოქალაქეების ნაწილმა, ღამე ქუჩაში და სკვერებში გაშლილ კარვებში გაატარა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სულ 184 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან შვიდი 4 ან მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ცნობისთვის, გუშინ მომხდარ მიწისძვრას სტამბოლში ნგრევა მოჰყვა. დაშავდა 151 ადამიანი.

მეტი...

ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო პუნქტი დახურა და დიპლომატიური ურთიერთობები შეამცირა

ქაშმირში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა და დიპლომატიური ურთიერთობები შეამცირა. ოფიციალური დელის განცხადებით, ქვეყანა ,,ინდის წყლის შეთანხმებაში” მონაწილეობას აჩერებს. 1960 წლის შეთანხმება პაკისტანს რამდენიმე მდინარის გამოყენების უფლებას აძლევს. ინდოეთმა პაკისტანს მოსთხოვა შეწყვიტოს სასაზღვრო ზონაში ტერორიზმის მხარდაჭერა, ამას კატეგორიულად უარყოფს ისლამაბადი.

მეტი...

,,ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო” – კახა კალაძე

,,ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო გადახედვა შანტაჟის მორიგი მცდელობაა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინ გადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით. „თუ ვინმეს მართლაც ობიექტურად აქვს სურვილი, ნახოს, რა გააკეთა საქართველომ ამ მიმართულებით ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით. ყველა მიმართულებით გაცილებით წინ ვართ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც, მაგალითისთვის, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი, გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ არის სხვა მოცემულობა, საქართველოსთან მიმართებით აქვთ სხვა დამოკიდებულება…

მეტი...