ნიუ ჯერსიში მასშტაბურ ტყის ხანძარია. ტყის ხანძარი 24 საათზე ნაკლებ დროში 5,000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. ამ დროისთვის, ხანძრის 30% ლოკალიზებულია. მედიის ცნობით, დასახლებულ პუნქტებს სტიქია აღარ ემუქრება. „ამ დროისთვის, მსხვერპლი არ გვყავს და არცერთი სახლი არ დაზიანებულა“ – განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა.
მეტი...დღე: აპრილი 23, 2025
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი 25 აპრილს პუტინს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 25 აპრილს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უიტკოფი უკვე გაემგზავრა რუსეთში. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ის სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს ტრამპის სამშვიდობო გეგმის დეტალებს გააცნობს. მანამდე „დეილი ტელეგრაფმა“ გამოაქვეყან ტრამპის სამშვიდობო გეგმა, რომელიც შვიდი პუნქტისგან შედგება და მოიცავს სანქციების მოხსნას და ყირიმის ანექსიის აღიარებას.
მეტი...მომდევნო სამი დღის განმავლობაში, მორწმუნეები პაპ ფრანცისკესთან დამშვიდობებას შეძლებენ
პაპ პრანცისკეს უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მორწმუნეები რომში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან. ვატიკანის ქუჩებში პოლიციამ უსაფრთხოების განსაკუთრებული პროტოკოლი აამოქმედა. წმინდა საყდრის გავრცელებული ცნობით წმინდა პეტრეს ბაზილიკის კარი ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე ღია იქნება. რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ილია მეორე პაპ ფრანცისკეს მიმართ ღრმა პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს. ინფორმაციისთვის, სამძიმრის წიგნი საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანომ დღეს გახსნა. პაპის სულის მოსახსენიებელი ლიტურგია პარასკევს 25 აპრილს, 18:00-ზე, კათოლიკურ საკათედრო ტაძარში აღევლინება.
მეტი...„მე ასეთი რამ არ მინახავს, გული გამისკდა”- ქართველი ემიგრანტები თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე
თურქეთში მომხდარ მიწისძვრას მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა. მიწისძვრის შემდეგ მოქალაქეებმა შენობები დატოვეს და ქუჩებში გავიდნენ. შემთხვევას ქართველი ემიგრანტებიც ეხმაურებიან: „ძაღლების ყეფამ გამაღვიძა… შემდეგ ორჯერ მოხდა, საათს რომ დავხედე, 5 საათსა და 5 წუთზე იყო“; „უფალო, დაგვიფარე. ძალიან შევშინდით. სტამბოლში არ ვართ, მარგრამ ჩვენთანაც კარგად იგრძნობოდა“; „მე ასეთი რამ არ მინახავს, გული გამისკდა…“ – წერენ ემიგრანტები სოციალურ ქსელში. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი ბიძგების სიმძლავრემ 3,9 შეადგინა, განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე კი 6,2 და 4,4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მეტი...ევროკავშირმა ციფრული წესების დარღვევისთვის Apple და Meta დააჯარიმა
ევროკავშირმა ციფრული წესების დარღვევისთვის Apple 500 მილიონი ევროთი, ხოლო Meta 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას BBC-ი ევროკომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკომისიის განცხადებით, Apple-მა App Store-ის რეგულაციები დაარღვია, ხოლო Meta-ს ჯარიმა მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დაეკისრა. “ჩვენი მოვალეობაა ევროპაში ჩვენი მოქალაქეები და ინოვაციური ბიზნესები დავიცვათ“ – განაცხადა ევროკომისარმა ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჰენა ვირკუნენმა. Apple-მა განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ხოლო Meta-მ აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ცდილობს წარმატებულ ამერიკულ ბიზნეს კომპანიებს ხელი შეუშალოს“.
მეტი...გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გიორგი ვაშაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. გიორგი ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანაგუნდელებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვეტს, გადაიხდის თუ არა დაკისრებულ გირაოს.
მეტი...რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. უწყვეტი პროტესტის 147-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალქეები. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. პარალელურად აქცია მიმდინარეობს „საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც“, საიდანაც მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.
მეტი...„თუ უკრაინაში ომის დასრულების წინსვლა არ იქნება, შესაძლოა სხვა პრიორიტეტებით დავკავდეთ“- რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შტატებს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების პროცესში წინსვლის მიღწევა შესაძლებელი იქნება. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ „ამ ომს სამხედრო დასასრული არ აქვს“. “რაღაც მომენტში თუ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე საკმარისი წინსვლა არ იქნება, შესაძლოა, მოგვიწიოს, სხვა პრიორიტეტებით დავკავდეთ, რადგან მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება. ამ ომს არ აქვს სამხედრო დასასრული. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. რუსეთი უბრალოდ ვერ გადაუვლის უკრაინას და მთელ ქვეყანას ვერ დაიკავებს, უკრაინა კი ვერ უკუაგდებს მათ 2014 წლამდე არსებულ პოზიციებამდე. რაშიც ჩვენ ვართ ჩართულები, არის რუსეთის პოზიციის გაგება”-ამბობს რუბიო.
მეტი...გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია
ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა კონტინენტის საუკეთესოს წოდება რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის სასტარტო დღე, საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად დაიწყო. დღეს, ტატამზე გამომსვლელი 4 ქართველი ძიუდოისტისგან ასპარეზობას ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე და ჯულიეტა როდონაია გამოეთიშნენ. ფინალის საგზური გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ყველა ბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს აიუბ ბლიევს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
მეტი...“ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! ვითარება საზარელია”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ვითარება საზარელია და ვოლოდიმირ ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს, “უკრაინისთვის ვითარება საზარელია – მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს. რუსეთთან საქმე არ მაქვს, მაგრამ საქმე მაქვს იმასთან, რომ მსურს გადავარჩინო, საშუალოდ, კვირაში ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი სამხედრო, რომლებიც საერთოდ უმიზეზოდ იღუპებიან. ზელენსკის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება “სასაკლაოს” გაგრძელების გარდა არაფერს არ გააკეთებს, და არავის არ უნდა ეს! ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც “სათამაშოდ კარტები არ აქვს” ახლა, საბოლოოდ, უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას…
მეტი...ხანძარი ისრაელში – მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია
ისრაელში, იერუსალიმის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, რვა თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენია ჩართული. გარდა ამისა, სამაშველო სამსახურთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია ისრაელის თავდაცვის ძალები და ისრაელის პოლიცია. ასევე, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს ტერიტორიებიდან, სადაც საფრთხე არსებობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების კოორდინაციის მიზნით შექმნილ სამეთაურო ცენტრში იმყოფება.
მეტი...“გიორგი ბაჩიაშვილს მოკვლით ემუქრებიან”- ადვოკატი
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს მოკვლით ემუქრებიან. რიჩარდ ამსტერდამის ინფორმაციით, ორი უცხოური სადაზვერვო სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მის კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს, მოკვლით ემუქრებოდნენ. “ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად ძალადობის ნებისმიერ დონეზე წავა, რომელიც საჭირო იქნება რეჟიმის ყველა რეალური პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის მოსასპობად” -განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
მეტი...“საქართველო ევროპულ გზას შორდება”- პოლონეთის საგარეო მინისტრმა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება. “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი მომავალი წლებისთვის განსაზღვრავს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას. ის განსაზღვრავს, მაგალითად, საბოლოოდ ჩაეფლობა თუ არა ბელარუსი “რუსკი მირში”, თუ მოახერხებს თავისი ავტონომიის ბოლო ნაკუწების შენარჩუნებას. ის ასევე ამოსავალი წერტილი იქნება მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის ევროპული მისწრაფებებისთვის… ვწუხვართ, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება. ქართველ ხალხს მათი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ვადანაშაულებთ. რეპრესიებისთვის პასუხისმგებელ პირებს სანქციები დავუწესეთ. თუმცა, [ევროპული] საზოგადოების წევრობა პრივილეგიაა, არა ვალდებულება. ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ქვეყანა და მისი თავისუფალი მოქალაქეები იღებენ” – განაცხადა სიკორსკიმ.
მეტი...„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით თანამშრომლობის პროცესების პოლიტიზირებას“ – სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, ევროკავშირი ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის წინ წაწევას, რომელიც ღიად ანტირუსულ ხასიათს ატარებს. ცენტრალური აზია-რუსეთის და ცენტრალური აზია- ევროკავშირის ფორმატების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატები მხოლოდ ურთიერთსასარგებლო შეიძლება იყოს და ეფუძნებოდეს შეთანხმებას, რომელიც პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ხელს აძლევს. „ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით თანამშრომლობის პროცესების პოლიტიზებას, ამაში იდეოლოგიური ელემენტების შემოტანას, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოთა ამა თუ იმ ჯგუფის მცდელობასთან დაამყაროს დომინირება ამ და სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეებში“, – განაცხადა ლავროვმა.
მეტი...„ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის მზად ვართ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი
„მკვლელობის დასრულება ნომერ პირველი პრიორიტეტია“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჩვენ უკრაინაში, დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ. ეს ზუსტად ის წინადადებაა, რომელიც მიმდინარე წლის 11 მარტს აშშ-მა წამოაყენა. ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამას დათანხმდება და მკვლელობებს შეწყვეტს. ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის მზად ვართ და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება ყველა პარტნიორისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობაზეა თანახმა, რომელიც „ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური მშვიდობის მიღწევას“ გამოიწვევს. „ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრა პარიზში უკვე…
მეტი...იერიში სკოლაზე, რომელიც თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა
ისრაელის ძალებმა ღაზაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე იერიში მიიტანეს. სასწავლო დაწესებულება თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. აფეთქებას ათი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ღაზის მთელ ტერიტორიაზე ,,ცაჰალი” სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს, რასაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიდევ 32 ადამიანი ემსხვერპლა.
მეტი...ხაშურში, რაგბის სტადიონზე ორი მანქანა შევარდა
ხაშურში, რაგბის სტადიონზე ორი მანქანა შევარდა. ინფორმაციას „ხაშური ჩემი ქალაქია“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილები.
მეტი...,,უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა დანებებისთვის” – უკრაინის ეკონომიკის მინისტრი
„დღეს, როდესაც უკრაინის დელეგაცია პარტნიორებს ხვდება ლონდონში, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას: უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა დანებებისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში წერს. როგორც სვირიდენკომ აღნიშნა, უკრაინა არ დაეთანხმება შეთანხმებას, რომელიც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას მეტი ძალადობით დაბრუნდეს. მისი თქმით, სრული ცეცხლის შეწყვეტა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე არის აუცილებელი პირველი ნაბიჯი და თუ რუსეთი შეზღუდულ პაუზას აირჩევს, უკრაინა იგივეთი უპასუხებს. „ჩვენი ხალხი არ მიიღებს გაყინულ კონფლიქტს, რომელიც შენიღბულია მშვიდობად. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ყირიმის ოკუპაციას. და თუ ნატო-ში გაწევრიანება არ იქნება უზრუნველყოფილი, უკრაინა მოითხოვს უსაფრთხოების სავალდებულო…
მეტი...გიორგი ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა, პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაიხდის თუ არა გირაოს ვაშაძე, ჯერჯერობით, უცნობია. მისი თქმით, გადაწყვეტილებას თანაგუნდელებთან მსჯელობის შემდეგ მიიღებს. ცნობისთვის, კომისიაზე არგამოცხადების გამო აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეფარდებული აქვს ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
მეტი...ტერაქტი ინდოეთში – ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს
ქაშმირის პროვინციში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში შეიარაღებული პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა 26 ადამიანი, 17 კი დაიჭრა. BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კიდევ ორი ადგილობრივი მცხოვრები, დანარჩენები კი ინდოეთის სხვადასხვა რეგიონიდან არიან. ქალაქი პაჰალგამი, სადაც თავდასხმა მოხდა პოპულარული ტურისტული ადგილია. ის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელზეც პრეტენზიასაც ინდოეთი და პაკისტანი აცხადებენ. ტერიტორია ამჟამად ინდოეთის კონტროლქვეშაა, მოსახლეობის დიდი ნაწილს კი მუსლიმები წარმოადგენენ. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ქალაქის სიახლოვეს მდებარე ველზე მოხდა, სადაც ბოლივუდის ბევრი ფილია გადაღებული. ამ ადგილზე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენითაა შესაძლებელი. ინდური მედიის ცნობით, თავდამსხმაში…
მეტი...ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა
საერთაშორისო ბირჟაზე, უნცია მეტალის ღირებულებამ 3,500 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ერთწლიან პერიოდში 50%-იან ზრდას წარმოადგენს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. ექსპერტების თქმით, მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და „სავაჭრო ომის“ გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას იწვევს. ამასთან, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებს და განცხადებებს ინვესტორები ნეგატიურად იღებენ, რაც ოქროს ღირებულებას დამატებით ზრდის. ზემოხსენებული ფაქტორების გარდა, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. ასევე,…
მეტი...,,აშშ მოლაპარაკებებს დატოვებს, თუ უკრაინისა და რუსეთისგან დადებით პასუხს არ მიიღებს” – ჯეი დი ვენსი
,,აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატს დატოვებს, თუ მის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებზე უკრაინისა და რუსეთისგან დადებით პასუხებს არ მიიღებს”, – განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა. „ჩვენ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობაზე უარს ვიტყვით, თუ დადებით პასუხებს არ მივიღებთ. ჩვენ რუსებს და უკრაინელებს მკაფიო და სამართლიანი წინადადებები შევთავაზეთ“, – აღნიშნა ვენსმა.
მეტი...„3 წლის იყო, როცა ავარიაში მოყვა, მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა” -11 წლის არჩილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
„არჩილი 3 წლის იყო, როდესაც ავარიაში მოყვა და მარცხენა ფეხის ამპუტირება დასჭირდა. გარკვეულო დროის განმავლობაში, არჩილი გადაადგილდებოდა დამხმარე ჯოხებით, რის გამოც, 11 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე დისპლაზია დაემართა. დროდადრო, აქვს ჩივილები მარჯვენა ბარძაყის სახსრის მიდამოებში ძლიერი ტკივილის სახით, რის გამოც, ის ვერ გადაადგილდება. სჭირდება ოპერაცია 12 წლამდე, რადგან შემდეგ ამ ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია“, – შოთო სიხარულიძე 11 წლის არჩილ ჯამბერიძის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. მოზარდის დედის თქმით, 3 სექტემბერს არჩილი წაიყვანეს ავსტრიაში, ლინცში, სადაც შემოწმების შემდეგ 2025 წლის 17 ივლისს დაჯავშნეს ოპერაცია. გავრცელებული ინფორმაციით, არჩილი 9 წლის იყო, როდესაც…
მეტი...21 აპრილს დაკავებულ დავით გუნაშვილს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ჯგუფ ,,ფარის” წევრს, დავით გუნაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 21 აპრილს დააკავეს. ამავე დღეს დააკავეს ლევან ზაზაძეც, რომელსაც მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ისინი აღდგომის საღამოს დაკავებული გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მეტი...საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
26 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
მეტი...,,გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია” – პრემიერი
,,ჩემთვის პატივი იყო გაეროში მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა და თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მათთან ნაყოფიერი საუბარი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “X”-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია. „ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას და მადლიერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველით მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...ყაზბეგში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მომხდარი მკვლელობისა და შეუტყობინებლობის საქმეზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეორე ბრალდებულმა იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა”, – წერია პროკურატურის ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე…
მეტი...თბილისში, აეროპორტის გზაზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აეროპორტის გზაზე ქვეითს მოტოციკლი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას მისი ახლობლებისა და მეგობრების უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ცნობისთვის, ლევან ზაზაზე ერთ-ერთია, ვინც 21 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ზაზაძე აღდგომის საღამოს დაკავებული გიორგი ორთოიძეს და მიხეილ სამხარაძის მხარდასაჭერად იყო მისული.
მეტი...,,ვიზალიბერალიზაციის კამპანია არ მოდის ბრიუსელიდან” – სალომე ზურაბიშვილი
„მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება და ჩვენი, როგორც „წინააღმდეგობის პლატფორმის“ პოზიცია იმის გამო, რაც ხდება სააღდგომო პერიოდში. დიდი შვიდეულის დროს, როცა ყველა ქვეყანაში ამ დროს მიღებულია ლმობიერება მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის. ჩვენთან ეს არ ხდება”, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. ,,ერთი მხრივ, ეს ძალიან გასაგებია იმიტომ, რომ ასე იქცევა რუსეთი და ვნახეთ დაბომბვები უკრაინის მისამართით – სწორედ იმ დღეებში, რომელიც არის საზეიმო და ქრისტიანული ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რუსეთი აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს. ჩვენი, აქაური რუსული რეჟიმიც ასევე…
მეტი...„ევროპა საქართველოს არ სჯის” – სალომე ზურაბიშვილი
„არის მცდელობა პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან“ – აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ევროპას არ აქვს სურვილი საქართველოს შეუწყდეს ვიზალიბერალიზაცია. „არის მცდელობა პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან. არავის არ სჯის ევროპა, გარდა გარკვეული პიროვნებებისა, როდესაც მათთვის ინდივიდუალური სანქციებია დაწესებული მათი გადაცდომებისთვის, ეს იქნება სასამართლო სფეროში თუ ძალოვან სტრუქტურებში. არანაირად არ სჯის ევროპა საზოგადოებას, პირიქით, კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიენიჭა საქართველოს, რომ ევროპამ ქართველი ხალხის მონდომება და ევროპული ინტეგრაციისთვის მზაობა დაინახა. მათ არ აქვთ სურვილი, ქართველ ხალხს შეუწყდეს ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს და ეცდება…
მეტი...თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში ფიქსირდება. ძლიერი ბიძგები სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
მეტი...ლონდონში უკრაინისა და ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
ლონდონში უკრაინისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ისინი მოლაპარაკებებს თავიანთ ბრიტანელ კოლეგებთან, დევიდ ლამთან და ჯონ ჰილთან, მართავენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები განიხილავენ უკრაინის გაძლიერების და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებს.
მეტი...დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ადამიანის კანით შეკრული წიგნი აღმოაჩინეს
დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ადამიანის კანით შეკრული წიგნი აღმოაჩინეს. BBC-ის ცნობით, წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლელის, უილიამ კორდერის კანით არის შეკრული. კორდერს 1827 წელს მარია მარტენის სასტიკი მკვლელობა დასდეს ბრალად. მას მარტენსთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა. ამ მკვლელობამ მთელი ბრიტანეთი შეძრა. ერთ-ერთი ვერსიით, კორდერმა ქალი პაემანზე დაიბარა, რათა გაქცეულიყვნენ და ერთმანეთზე ექორწინათ. თუმცა ამის ნაცვლად, მან იგი მოკლა, ცხედარი კი დამარხა. კორდერი დააკავეს და 1828 წლის აგვისტოში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს. მისი სხეული დაანაწილეს, კანის ნაწილი იმ წიგნის შესაკრავად გამოიყენეს, რომელიც კორდერის ამბავს ჰყვება. გამოფენაზე ეს წიგნი 1933 წელს იყო წარმოდგენილი. ადამიანის კანით…
მეტი...რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 134 დრონით შეუტიეს
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 134 დრონით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 67 რუსული დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 47 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე. რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, პოლტავის, დონეცკის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა. შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.
მეტი...,,ჩვენ მშვიდობისთვის მუშაობას ვაგრძელებთ” – ანდრეი ერმაკი
უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის ლონდონში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მშვიდობისთვის მუშაობას ვაგრძელებთ. როგორც პარიზში შევთანხმდით, ჩვენ იმ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს შევხვდებით, რომლებიც ამჟამად ლონდონში იმყოფებიან. მშვიდობისკენ გზა მარტივი არ არის, მაგრამ უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული რჩება“, – წერს ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ არხზე. ცნობისთვის, დღეს ლონდონში მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შეხვედრა გადაიდო და ახლა მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და…
მეტი...