უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სურს, ვატიკანში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს. „დიახ, მსურს დონალდ ტრამპთან შეხვედრა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შევხვდეთ პარტნიორებს შეერთებული შტატებიდან“- უთხრა ჟურნალისტებს ზელენსკიმ. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ვატიკანში ჩავა და პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება. რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვა შაბათს, 26 აპრილს არის დაგეგმილი.
მეტი...დღე: აპრილი 22, 2025
“პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა”- მედია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. “ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა სამი წლის წინ ომის დაწყვებიდან გააკეთა, რომ რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნებისგან შეჭრის შესაჩერებლად” – წერს გამოცემა. ამავდროულად, ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Financial Times-ს ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს მოახვიოს უკრაინას – მაგალითად, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანების აკრძალვა.
მეტი...მაკრონი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შემოდგომისთვის განიხილავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შემოდგომისთვის განიხილავს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ განხილვები მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მაკრონი ფიქრობდა, საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად ჩაეტარებინა, თუმცა მრჩევლებმა უთხრეს, რომ ეს კარგი იდეა არ არის. როგორც ცნობილია, მარტში მაკრონის რეიტინგი 31%-მდე გაიზარდა, რაც თებერვალთან შედარებით შვიდი პროცენტით მეტია.
მეტი...ახალი არჩევნების მოთხოვნით რუსთაველზე კვლავ აქციაა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა. მოქალაქეებმა, რომლებიც პარლამენტთან 146-დღეა უწყვეტად იკრიბებიან, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
მეტი...ტრამპი ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, პუტინს შეხვდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გაიმართოს. ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლივიტი ავრცელებს. მისი განცხადებით, ტრამპი 13-დან 16 მაისამდე საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. რუსული მხარე კი ამ ტერიტორიას განიხილავდა, როგორც ტრამპისა და პუტინის პოტენციური შეხვედრის ერთ-ერთ ადგილს.
მეტი...პატრიარქი რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, კარდინალ ჯოვანი ბატისტა რეს, კარდინალთა კოლეგიის დუაიენს დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი, ჩვენი მწუხარება და თანაგრძნობა გადასცეთ თქვენი ეკლესიის იერარქებს, სამღვდელო პირებსა და სამწყსოს, – ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა“,-აღნიშნულია წერილში. სამძიმრის წერილში ასევე გამოხატულია მადლიერება პაპის მიმართ. „გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი, რადგან რომში, მის მიერ გადმოცემულ ტაძარში, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება; საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ კი,…
მეტი...რუსეთი და ბელარუსი ერთობლივი წვრთნებით იმუქრებიან
რუსეთი და ბელარუსი ემზადებიან ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის, რომელშიც 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, სწავლება თითქმის მთლიანად იმეორებს იმ სცენარს, რომელიც წინ უძღოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ისინი 2025 წლის სექტემბერში აპირებენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვას, რასაც ყურადღებითა და შეშფოთებით აკვირდებიან ნატო და განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები. ვილნიუსსა და რიგაში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა შესაძლოა სწორედ ბელარუსი გამოიყენოს პლაცდარმად ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე თავდასხმისათვის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შეშფოთების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 100 000 სამხედრო მოსამსახურე, რაც 8-ჯერ აღემატება 2025…
მეტი...რუსეთის სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებებია
რუსეთის სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალში ძლიერი აფეთქებები ისმის. ინფორმაციას რუსული და უკრაინული გამოცემები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ობიექტზე ძლიერი აფეთქება მოხდა და მეორადი აფეთქებები გრძელდება. რუსული გამოცემა ASTRA-ის ცნობით, აფეთქებები ვლადიმირის ოლქის კირჟაჩის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილში ისმის. არსებული ცნობებით, მოსკოვიდან კირჟაჩისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლი დასახლებულ პუნქტ ბარსოვოზე ჩანს, სადაც სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალი, სამხედრო ნახილი #11785 მდებარეობს. აღინიშნება, რომ ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსენალია.
მეტი...“ყირიმი უკრაინაა“- კაია კალასი
„ევროკავშირი ყირიმს რუსულად არასდროს აღიარებს. ყირიმი უკრაინაა“- აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა აშშ-ის რუსეთზე ზეწოლისთვის ყველა ინსტრუმენტი არ გამოუყენებია. “ისინი ზავს არ იცავდნენ. აშკარაა, რომ რუსეთი ყველა ამ თამაშს თამაშობს და დროს წელავს, და რეალურად არ სურს მშვიდობა,” – განაცხადა კალასმა. მისივე განცხადებით, პუტინის მიერ 30-საათიანი “სააღდგომო ზავის” გამოცხადება რეალურად იმით იყო გამოწვეული, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “მოთმინებას კარგავს” კრემლის პოზიციის გამო. “მათ [რუსეთს] ჰგონიათ, რომ დრო მათ მხარესაა, ამიტომ არავითარ პოზიტიურ სიგნალებს არ აგზავნიან, არავითარ კეთილ ნებას არ აჩვენებენ” – განაცხადა კალასმა.…
მეტი...“უფრო ხშირად სინანულით, ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ამით დავუახლოვდეთ უფალს”- მეუფე შიო
პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე მრევლს მიულოცა. მეუფემ ქადაგებისას ზიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. “ძვირფასო ძმებო და დებო, უნდა ვეცადოთ, უფრო ხშირად სინანულით, უფლის იმედის წყალობით ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ამით დავუახლოვდეთ უფალს. ამ სიახლოვის შედეგად გავძლიერდეთ სულიერად და ხორციელად, რომ შევძლოთ, ღირსეულად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. დღეს არის ასევე დიდი დღესასწაული – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენება, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ ტაძარში მსახურობთ, ვინც შრომობს, ვინც გალობს, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ტაძრის…
მეტი...ომანის სულთანი ვლადიმერ პუტინს ხვდება
ომანის სულთანი ჰაითამ ბინ ტარიკ ალ-საიდი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება. ომანი ასრულებს შუამავლის როლს აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, რომლის რიგით მეორე შეხვედრაც რომში 19 აპრილს გაიმართა. „ჩვენ განვიხილეთ მოლაპარაკებების პროგრესი ირანისა და ამერიკის წარმომადგენლებს შორის. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ვინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს ჩვენს ირანელ კოლეგებთან. სადაც დახმარებას შევძლებთ, გავუწევთ“– განაცხადა კრემლის მრჩეველმა იური უშაკოვმა. მედიის ცნობით, აშშ-სა და მოსკოვს არაპირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად ხელშეწყობა მოსკოვმა შესთავაზა და აქტიურად ადევნებს თვალს პროცესს.
მეტი...ორბანმა უნგრეთში გამართულ პლებისციტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთში გამართულ პლებისციტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს. „ბრიუსელი და პარტია „ტიზა“ მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას. მოდით, არ მივცეთ მათ საშუალება, გადაწყვიტონ ჩვენი მომავალი. მე უკვე გავაკეთე არჩევანი“ – წერს ორბანი.
მეტი...ინდოეთში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის კაშმირის რეგიონში შიდა ტურისტების ჯგუფს ცეცხლის გაუხსნეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ქალაქ პაჰალგამში მოხდა, რომელიც ჰიმალაის მთებში მდებარეობს და ცნობილია როგორც “ინდოეთის შვეიცარია”. რეგიონის მთავარი მინისტრის, ომარ აბდულას თქმით, “სამოქალაქო პირების წინააღმდეგ თავდასხმა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც ბოო წლებში გვინახავს”. ანგარიშების ცნობით, დაჭრილთა რიცხვი ძალიან მაღალია, რომელთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელები “კანონის წინაშე პასუხს აგებენ”.
მეტი...ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი, მოითხოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ გააუქმოს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი მოითხოვს, რომ საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ გააუქმოს. „საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან, ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ, ჩვენს ყურადღების მიღმა არ რჩება, მაგრამ საჭიროა ამის პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები“ – განაცხადა ბარციცმა.
მეტი...ტრამპის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს მიმდინარე კვირას მოსკოვში ელიან
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირას მოსკოვში ჩავა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა. კერძოდ, კითხვაზე, ელიან თუ არა მიმდინარე კვირას იუტკოფის მოსკოვში ვიზიტს, უშაკოვმა უპასუხა: “ველით”. ცნობისთვის, ჯამში უიტკოფი უკვე სამჯერ იყო რუსეთში.
მეტი...აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს
CNN-ის ცნობით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კრისტი ნოემს მოპარეს მართვის მოწმობა, მედიკამენტები, ბინის გასაღები, პასპორტი, სამსახურებრივი საშვი და დაახლოებით 3 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული. აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თავად კრისტი ნოემმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მისი ჩანთა მოიპარეს და გამოძიება გრძელდება.
მეტი...გიორგი მამარდაშვილი ევროპის ყველაზე პერსპექტიულ მეკარეებს შორის დაასახელეს
გამოცემა Nogomania-მ ტოპ 5 ლიგის ახალგაზრდა მეკარეები დაასახელა, რომლებიც უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთში მაღალ დონეზე ითამაშებენ. სიაში მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილია. გამოცემა გიორგი მამარდაშვილს ასე ახასიათებს: „საქართელოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2025-26 წლების სეზონის წინ „ლივერპულში“ გადასვლას დათანხმდა. „წითლებმა“ 24 წლის ფეხბურთელი „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ დაიმატეს. მამარდაშვილი „ენფილდზე“ გადასვლამდე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ რჩება. ევრო 2024-ზე მისი გამორჩეული თამაში საქართველოს ნაკრებს 1/8-ფინალში გასვლაში დაეხმარა და განამტკიცა მისი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარის რეპუტაცია“. ევროპის ტოპ10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე: 1. გევინ ბაზუნუ (ირლანდია, 23…
მეტი...დონალდ ტრამპის რეიტინგი 3%-ით შემცირდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი 3%-ით შემცირდა. Gallup-ის კვლევის მიხედვით, ინაუგურაციის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერის მხარდაჭერის მაჩვენებელი 47 % -ს შეადგენდა. აპრილში ჩატარებული გამოკითხვით კი 44 %.
მეტი...,,2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.1 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 618.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 401.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 5.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4 217.4 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 20.1 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2 816.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში…
მეტი...,,ჩემთან ეს არ გამოვა” – პიტ ჰეგსეთი
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა The New York Times-ის ინფორმაცია უარყო და მედია მწვავედ გააკრიტიკა. ,,მედია ანონიმურ წყაროდ უკმაყოფილო ყოფილ თანამშრომლებს იყენებს, რომლებიც ცდილობენ ადამიანების დაკნინებასა და მათი რეპუტაციის განადგურებას. ჩემთან ეს არ გამოვა. ცვლილებებს ვახორციელებ თავდაცვის დეპარტამენტში, პენტაგონს სამხედროების ხელში ვაბრუნებ და აქ ყოფილი თანამშრომლების ძველ ამბებთან დაკავშირებულ ანონიმურ ცილისწამებებს მნიშვნელობა არ აქვს. მე ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ვაკეთებ პრეზიდენტისთვის – მთელი ძალით ვიბრძვით”, – აცხადებს პიტ ჰეგსეთი. ამერიკული გამოცემა წერდა, რომ მან იემენში დაგეგმილი დარტყმების კონფიდენციალური ინფორმაცია აპლიკაცია Signal-ის მეორე ჩატშიც გააზიარა.
მეტი...,,გვსურს, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველანაირი თვალსაზრისით” – ფერიდუნ სინირლიოღლუ
,,ჩვენ გვსურს, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ მოწოდებულნი ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ამ რეგიონის ყველა ქვეყანას. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ფაქტობრივად უკვე 16 წლისაა. ეუთო გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა, რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ გვაქვს მედიაციის მრავალმხრივი საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ მსგავს შემთხვევებში და…
მეტი...მონაზვნად აღკვეცის მძიმე და ემოციური კადრები
რომის პაპის დაკრძალვას საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები დაესწრებიან
Politico-ს ცნობით, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვას 26 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, პირველმა პაპის დაკრძალვაზე დასწრების სურვილი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა. ის დაკრძალვას ამერიკის პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად დაესწრება. პონტიფიკოსი 21 აპრილს გარდაიცვალა. რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
მეტი...ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა”, – აღნიშნულია განცხადებაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა – დაიღუპა ერთი ადამიანი
უკრაინაში, ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას 69 წლის ქალი ემსხვერპლა, დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ქალაქს დაახლოებით დილის 11:40 საათზე ორი KAB ბომბით შეუტიეს, რომელთაგან ერთი ინფრასტრუქტურულ ობიექტს, ხოლო მეორე მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. ასევე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, ხოლო ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.
მეტი...,,ტრამპის მკვლელობის ბოლო მცდელობის გეგმის კვალი უკრაინამდე მიდის” – მაიკ ბენცი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსნმა, მაიკ ბენცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის ბოლო მცდელობის გეგმის კვალი უკრაინამდე მიდის. მისი თქმით, პოტენციური მკვლელი აზოვის ბატალიონის ჯგუფურ ონლაინ მიმოწერაში ფიგურირებდა. ბენცი აზიარებს ამერიკელი ბლოგერის, კენ სილვას ინფორმაციას, სადაც აზოვის ბატალიონის მხარდამჭერი დაჯგუფების მიმოწერაში ტრამპის მკვლელობას განიხილავენ.
მეტი...იტალიაში რომის პაპის გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
იტალიის მთავრობამ რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა და ის 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ გლოვის დღეები იტალიაში ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავს ემთხვევა. როგორც იტალიის მთავრობაში განმარტეს, ფაშიზმზე გამარჯვების აღმნიშვნელი ღონისძიებები ჩვეული წესით ჩატარდება. რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 26 აპრილს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
მეტი...შვეიცარიამ რუსულ მედიასაშუალებებს სანქციები დაუწესა
შვეიცარიამ რვა რუსული მედიასაშუალების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები დაუწესდა რუსულ სააგენტო „ლენტა.რუს“, ტელეკომპანია „ზვეზდას“, გაზეთ „კრასნაია ზვეზდას“, საინფორმაციო ვებგვერდ „ევრაზია დეილის“, სააგენტო „ნიუს ფრონტს“, ვებგვერდ „საუზ ფრონტს“, პორტალ „რუბალტიკ.რუს“ და სტრატეგიული კულტურის ფონდს. შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები 23 აპრილიდან ამოქმედდება. ცნობისთვის, 24 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთექვსმეტე პაკეტი დაამტკიცა. ამ პაკეტის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ რუსულ მედიასაშუალებებს ევროკავშირშიც შეუზღუდა მაუწყებლობის უფლება.
მეტი...,,არსებობს მხოლოდ ორი გენდერი/სქესი: ქალი და კაცი” – კონგრესმენი გრინი
,,არსებობს მხოლოდ ორი გენდერი/სქესი: ქალი და კაცი”, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, „რესპუბლიკელმა“ მარჯორი ტეილორ გრინმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. „ყველაფერი ერთ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებამდე დადის. არსებობს მხოლოდ ორი გენდერი/სქესი: ქალი და კაცი. ვერანაირი ჰორმონები, მედიკამენტები თუ ოპერაციები ვერ შეცვლის პიროვნების სქესს. ვისაც ასეთი ტყუილის სჯერა, მენტალურად და სულიერად გზააბნეულია“, – წერს კონგრესმენი.
მეტი...სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში უკრაინამ, შესაძლოა, საკუთარი ტერიტორიების 20% რუსეთს დაუთმოს
New York Post-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული უკრაინის სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ქვეყანაში სამშვიდობო ძალების განლაგებაა. გარდა ამისა, უკრაინაში ცალკე სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბებაც იგეგმება. მისიის შემადგენლობაში შევლენ რუსეთის, უკრაინისა და მესამე ქვეყნის წარმომადგენლები. აუცილებელი პირობაა, რომ მესამე ქვეყანა არ უნდა იყოს ნატოს წევრი. ის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს კონტროლს გაუწევს. თავის მხრივ, The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ გეგმა, შესაძლოა, ყირიმის რუსულ ტერიტორიად აღიარებას მოიცავდეს. ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ საკუთარი მიწის 20% დათმობს. ეს მოხდება დე-ფაქტო და არა დე-იურე. „დე-ფაქტო ნიშნავს იმას, რომ ჩვენ…
მეტი...ვატიკანმა რომის პაპის ანდერძი გამოაქვეყნა
რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. „აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე“, – ნათქვამია ანდერძში. აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე პირველი პაპი იქნება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ. „ჩემი დაკრძალვის მომზადების ხარჯები დაიფარება ქველმოქმედის მიერ შემოწირული თანხიდან“, – აღნიშნულია ანდერძში. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
მეტი...,,100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონოდ დაპატიმრებიდან” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობიდან 100 დღის გასვლას ეხმიანება. ,,100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონოდ დაპატიმრებიდან. ის პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა, რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი თავდასხმების ფონზე”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მეტი...,,უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო” – კახა კალაძე
„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“, – განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. „ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის უამრავი მტერი და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველო ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევები უცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური…
მეტი...,,ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს” – კახა კალაძე
„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე გამოეხმაურა ცესკო-ს ღია წერილს, რომელიც ევროპის საბჭოს ასამბლეას გაეგზავნა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტი არ არსებობს და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან. „არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, ოპოზიციონერებმა პროკურატურაში სათანადო მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, გარეთ არ გასულან, მოსახლეობას არ შეხვედრიან, კაფეებში დადიოდნენ, ცხელ ყავასა და ჩაის მიირთმევდნენ და შესაბამისი შედეგიც…
მეტი...,,მსგავსი ტიპის ვიზიტები მისასალმებელია” – კახა კალაძე
დედაქალაქის მერის განცხადებით, ეუთოს გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტი საქართველოში მისასალმებელია. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ოფიციალური ვიზიტი, ხოლო ოპოზიციის დამოკიდებულება ზოგადად ეუთო-სთან მიმართებაში საინტერესო არ არის. „ის ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული და ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. საკანონმდებლო ორგანოშიც გაიმართება შეხვედრები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ამ ტიპის ვიზიტები. ზოგადად ეუთო-სთან მიმართებაში ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ეს არსებითად საინტერესო არ არის. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც მოღალატეობრივი ქმედებებით, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით და უცხო ქვეყნიდან კარნახით…
მეტი...,,კანონი „გრანტების შესახებ“ მკაცრად გააკონტროლებს ამ ტიპის ქმედებებს” – კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონი „გრანტების შესახებ“, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამოყოფის საკითხს და ცხადი გახდება, თუ რა პროექტებში იხარჯება უცხოური დაფინანსება. ამის შესახებ კალაძემ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ვიცით, როგორ ხდებოდა რადიკალური ძალების დაფინანსება, ვინ იყო მთავარი დამფინანსებელი და საიდან მოდიოდა ეს თანხები. სიახლე ამ კუთხით ნამდვილად არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ კითხვებზე არანაირი პასუხი არ არსებობს. კანონი, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს ამ ტიპის ქმედებებს და ცხადი იქნება, თუ სად მიემართება ეს თანხები, რა პროექტებში…
მეტი...