ოფშკვითის საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სოფია ბანძელაძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ოფშკვითის საჯარო სკოლა უდიდესმა ტკივილმა შეძრა. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტე კლასელი სოფია ბანძელაძე — მზიანი, კეთილი, თავაზიანი, მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა, მომავალს გეგმავდა… ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელიც დაუტოვა თანაკლასელებს, დაუტოვა სოფელს, დაგვიტოვა მის მასწავლებლებს ვუსამძიმრებთ მის საოცრად თბილ და სიკეთით სავსე ოჯახს – მშობლებს, ძმებს. გამძლეობა მისცეთ უფალმა. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა სოფიას სულს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...დღე: აპრილი 21, 2025
სოფელ ჩუმლაყში 31 წლის კაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 31 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფლის ცენტრში მოხდა, სადაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მოკლული დიმიტრი ჯავახიშვილია. სროლის დროს მსუბუქად დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც გურჯაანის საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და უკვე სახლშია გაწერილი. ადგილობრივების თქმით, მკვლელობა, სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე მოხდა და წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
მეტი...,,მომავალ კვირას ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება” – კელოგი
,,მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. „სწორედ ამიტომ ვბრუნდებით ამ კვირაში ლონდონში, რათა დავასრულოთ ეს შეთანხმებები. მე მჯერა, რომ არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები. მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მონახაზები. წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არის ერთ-ერთი მათგანი. ასევე, საუბარია ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე. როდესაც ვამბობ „ყოვლისმომცველს“, ვგულისხმობ ზღვას, ჰაერს, ხმელეთსა და მრეწველობას – მინიმუმ, 30 დღის განმავლობაში, თანდათანობით ხანგრძლივ მშვიდობაზე გადასვლის შესაძლებლობით, მუდმივ შეთანხმებაზე. ჩემი აზრით, სწორ გზაზე ვართ“, – განაცხადა აღნიშნა…
მეტი...დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის ეს კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ოთხშაბათსა და პარასკევს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ. ბრწყინვალე შვიდეულის ყველა დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
მეტი...მოქალაქეები სასაფლაოების მიმართულებით დღესაც უფასოდ გადაადგილდებიან
მოქალაქეები სასაფლაოების მიმართულებით დღესაც უფასოდ გადაადგილდებიან. თბილისის მერიის ინფორმაციით, მუშაობს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
მეტი...ახმეტაში, კაცს საცხოვრებელ სახლთან ესროლეს
ახმეტაში, 19 აპრილის ღამეს, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
მეტი...ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ. ,,იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ. ამის შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკასთან, რომელიც მათ გაამდიდრებთ,” – წერს ტრამპი. ცნობისთვის, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა ,,სააღდგომო ზავი” აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. მოგვიანებით, რუსეთმა უკრაინის არაერთი ოლქი დაბომბა. ცეცხლი გაუხსნა საევაკუაციო ავტოკოლონასაც. ,,დღის დასაწყისიდან, რუსეთის არმიამ პუტინის ,,ცეცხლის შეწყვეტა” 2 000-ზე მეტჯერ დაარღვია” –…
მეტი...,,სააღდგომო ზავის” გახანგრძლივებაზე ბრძანებები არ ყოფილა” – პესკოვი
კრემლი ,,სააღდგომო ზავის” გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ,,ზავი” 21 აპრილს, 00:00 საათზე დასრულდება. თუმცა, შეგახსენებთ, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ,,სააღდგომო ზავის” შემდეგ რუსებმა უკრაინაზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, დღეს, ,,16:00 საათამდე, რუსეთის მიერ დაბომბვის 901 შემთხვევა დაფიქსირდა”.
მეტი...,,დღის დასაწყისიდან, რუსეთის არმიამ პუტინის ,,ცეცხლის შეწყვეტა” 2 000-ზე მეტჯერ დაარღვია” – ზელენსკი
,,მთავარსარდალ სირსკის მოხსენება 20:00 საათისთვის. აღდგომა დღე. ამ დროის მონაცემებით, დღის დასაწყისიდან, რუსეთის არმიამ პუტინის ,,ცეცხლის შეწყვეტა” 2 000-ზე მეტჯერ დაარღვია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. ,,უკვე განხორციელდა 67 რუსული თავდასხმა ჩვენს პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ყველაზე მეტი პოკროვსკის მიმართულებით. სულ დაფიქსირდა რუსული დაბომბვის 1 355 შემთხვევა, მათგან 713 მძიმე შეიარაღებას ეხებოდა. რუსებმა FPV 673-ჯერ გამოიყენეს”, – წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა ,,სააღდგომო ზავი” აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსებმა ხერსონის…
მეტი...ბათუმის გვირაბში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ბათუმის გვირაბში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები წერენ, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მოქალაქეების ცნობით, ავარიის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში საცობი იყო, ავტომობილები კი ადგილიდან ევაკუატორით გადაიყვანეს.
მეტი...