პაპის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა

ვატიკანის მთავარი ექიმის, ანდრეა არკანჯელის სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომის პაპმა ფრანცისკემ ინსულტი გადაიტანა, რასაც კომა და გულის გაჩერება მოჰყვა. ამავე ცნობით, რომის პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომის პაპი დღეს დილით 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

მეტი...

“ვაშინგტონიდან მოვისმინეთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია”- პესკოვი

კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთი კმაყოფილია ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებით, რომელიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამორიცხავს. პესკოვის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება “რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს”. “ჩვენ ვაშინგტონიდან სხვადასხვა დონეზე მოვისმინეთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა” – თქვა პესკოვმა.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სუმის უნივერსიტეტზე დარტყმა შურისძიება იყო

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ სუმის უნივერსიტეტის კონგრესცენტრზე დარტყმა იმის გამო მიიტანეს, რომ ამ შენობაში უკრაინელი სამხედროების დაჯილდოება მიმდინარეობდა. ეს განცხადება პუტინმა სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებზე უარის თქმის შესახებ შეთავაზების შეფასებისას გააკეთა. „მაგალითად ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი შეიარაღებული ძალების დარტყმა კონგრესცენტრზე, სუმის უნივერისტეტზე. სამოქალაქო ობიექტია ეს თუ არა? სამოქალაქოა, მაგრამ იქ იმართებოდა მათი დაჯილდოება, ვინც კურსკის ოლქში დანაშაულები ჩაიდინა. ამ ადამიანებს ჩვენ მივიჩნევთ დამნაშავეებად, რომლებმაც უნდა მიიღონ დამსახურებული შურისძიება“ –განაცხადა პუტინმა. რუსეთის არმიამ 13 აპრილს ორი დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი, მათ შორის ორი…

მეტი...

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი კონტროლი  ჯერ ორ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი გზის პირას გორაკს. დაღუპული 20 წლის ბიჭია.  

მეტი...

მედიის ინფორმაციით, ტრამპი უკრაინულ მხარეს ყირიმის ანექსიის აღიარებასა და NATO-ზე უარის თქმას სთავაზობს

თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებები გადასცა. მათ შორისაა, ყირიმის ანექსიის აღიარება და უარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას, The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, არსებობს კიდევ ერთი პირობა – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს) გარშემო ტერიტორია ნეიტრალურად გამოცხადდეს და შეერთებული შტატების კონტროლქვეშ გადავიდეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს წინადადებები არც უკრაინის და არც რუსეთის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები 145-ე დღეა, რაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. დღეს პარლამენტის წინ მოქალაქეები 12:00 საათიდან 20 აპრილს საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა გარკვეული დროით გზა გადაკეტეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან მალევე გაიყვანეს.  

მეტი...

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი

ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1984 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ოქროს პალმის რტოთი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის “ჭირი”. დავით სიხარულიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას კინემატოგრაფიის ცენტრი ავრცელებს. “საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დავით სიხარულიძის გარდაცვალების გამო და იზიარებს ოჯახის მწუხარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

რამდენი დღე ინახება წითელი კვერცხი მაცივარში – ექიმის რჩევები

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სააღდგომო კვერცხის ვადებსა და შენახვის პირობებზე საუბრობს. ექიმის ინფორმაციით, მოხარშული კვერცხი საკვებად ვარგისია და უმაცივროდ ძლებს მხოლოდ 2 საათის განმავლობაში, ხოლო მაცივარში 1 კვირამდე. ბუწაშვილის თქმით, დღესასწაულების პერიოდში და შემდეგ მოწამვლა საკმაოდ ხშირია საკვების დიდი ხნით და არასწორი შენახვის გამო. “კიდევ ერთხელ გილოცავთ და შეგახსენებთ, რომ მოხარშული კვერცხი საკვებად ვარგისია და უმაცივროდ ძლებს მხოლოდ 2 საათის განმავლობაში, ხოლო მაცივარში 1 კვირამდე.  თუ ნაჭუჭი გატეხილია, მაშინ მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა სამ დღემდე მცირდება. სააღდგომო კვერცხების შენახვის კიდევ ერთი არასწორი პრაქტიკაა უმი კვერცხის კონტეინერში შეღებილი კვერცხების ჩალაგება (ხშირად შეღებილი კვერცხი…

მეტი...

უკრაინის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს შეხვედრას გამართავენ

უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს. „ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ. ჩვენ მზად ვართ წინ ნაბიჯი რაც შეიძლება კონსტრუქციულად გადავდგათ, რათა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ, რომელსაც ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება მოჰყვება“- წერს უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.

მეტი...

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ

იტალიურ მედიაში პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზზე ვრცელდება ინფორმაცია. მათ შორის არის ინსულტი. ერთ-ერთი გამოცემა კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უახლოეს საათებში წმინდა საყდარი რომის პაპის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს. კიდევ ერთი იტალიური სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაპის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევა გახდა. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.  

მეტი...

“რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს. პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დეტალების შესახებ დასმულ შეკითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დეტალებს სრულად უახლოესი სამი დღის განმავლობაში გამოაცხადებს“. „მაგრამ უკრაინასთან და რუსეთთან ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად აშშ-ში დროშებს ნახევრად დაუშვებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რომის პაპის პატივისცემის ნიშნად ქვეყანაში დროშებს ნახევრად დაუშვებენ. „ახლახან რომის პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად ჩვენს ქვეყანაში დროშების ნახევრად დაშვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოვაწერე. ის კარგი ადამიანი იყო. ბევრს მუშაობდა. მას მსოფლიო უყვარდა და ამის გაკეთება დიდი პატივია“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მანამდე დონალდ ტრამპი რომის პაპის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „მშვიდად განისვენე, პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დალოცოს იგი და ყველა, ვინც მას უყვარდა!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.  

მეტი...

“ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის საკითხს პოზიტიურად ვუდგებით”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხს ყოველთვის პოზიტიურად უდგება. „სააღდგომო ზავის ინიციატივით ამიტომაც გამოვედით. საუბარია აღდგომის წმინდა დღეებზე, ეს ყველა ქრისტიანისთვის დღესასწაულია. ჩვენ ყოველთვის ამის შესახებ ვსაუბრობდით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის საკითხს პოზიტიურად ვუდგებით. ვიმედოვნებთ, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებიც ასე მოიქცევიან. ახლა ვხედავთ, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს და ჩარჩოს გაფართოებაზე საუბრობს, როგორც დროის, ისე სამიზნე ობიექტების თვალსაზრისით“-  განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ვლადიმერ პუტინი 13 აპრილს რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშსაც გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც სუმში 35 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა.

მეტი...

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხური მედიის ცნობით, გასულ ღამეს 00:30-დან 01:19 საათამდე სიუნიქის რაიონის სოფელ ხნაწახში განუწყვეტელი სროლის ხმა ისმოდა. სომხური მედიის თანახმად, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები პერიოდულად უხსნიდნენ ცეცხლს სიუნიქის რაიონის სოფლებს. აზერბაიჯანულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

მეტი...

,,ვაშინგტონის განცხადებები, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ჩვენს კმაყოფილებას იწვევს” – პესკოვი

,,კრემლმა ვაშინგტონისგან სხვადასხვა დონეზე მოისმინა აშშ-სგან განცხადებები, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ,,ეს ჩვენს პოზიციას ემთხვევა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ,,NATO-ში უკრაინის წევრობა არ განიხილება” – კიტ კელოგი

მეტი...

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრიო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. აღდგომის ღამეს ამერიკულმა ტელეარხმა მოსკოვიდან და კიევიდან ღვთისმსახურების ტრანსლაციისას კიევის წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი აჩვენა და დააწერა ,,კიევი, რუსეთი”. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი, გეორგი ტიჰი, რომელმაც სოც X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: ,,თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, უნდა მოიხადონ ბოდიში და გამოიძიონ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა”. აღდგომის ღამეს Fox News-ის ეთერში ერთმანეთის გვერდით ფანჯრებში ნაჩვენები იყო ღვთისმსახურება მოსკოვის საკათედრო ტაძარში და კიევის წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერში. უკრაინიდან ტრანსლირების ქვეში კი მითითებული იყო ,,კიევი, რუსეთი”. ეს ტიტრი…

მეტი...

,,მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა” – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას X-ზე ეხმაურება. ,,დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის”, – წერს ლაიენი. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ, 21 აპრილს გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, პაპის გარდაცვალების შესახებ კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

მეტი...

ცნობილია, რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი

იტალიური მედიის ცნობით, რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ინსულტი იყო. ,,უახლოეს საათებში წმინდა საყდარი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს, სადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზები იქნება დასახელებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირით ადრე, ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ის რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. თუმცა, ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

მეტი...

ილჰამ ალიევი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. „პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩინეთში 22-24 აპრილს სახელმწიფო ვიზიტს განახორციელებს“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამ დროისთვის, ვიზიტის დეტალები უცნობია. უცნობია ისიც, თუ რა ტიპის შეხვედრებს გამართავს ალიევი ჩინეთში.

მეტი...

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანთან ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ,,მხარეები ისწრაფვიან ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოებისკენ ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, გააძლიერონ თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მჭიდროდ კოორდინაცია გაუწიონ საქმიანობას რეგიონულ და გლობალურ დონეზე, რაც შეესაბამება გრძელვადიან, ყოვლისმომცველ და სტრატეგიულ პარტნიორობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. რუსული მედიის ცნობით, შეთანხმებას ხელი 2025 წლის 17 იანვარს, ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს მოეწერა.

მეტი...

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

ქრისტეს აღდგომის, უდიდესი საუფლო დღესასწაულის ერთგვარი სიმბოლოა კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა. გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღდგა! ,,ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება”, – უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა. ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა…

მეტი...

,,სიკეთით სავსე შვილი მყავდა, ვის რას უშავებდა?!” – მოკლული მამაკაცის დედა

ორი დღის წინ, ახმეტაში, აჩიკო ჯაბანიშვილს უცნობმა ადამიანმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. „სიკეთით სავსე შვილი მყავდა, ვის რას უშავებდა, რომ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს, სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში, მე ვნახე პირველად. ვის რას უშავებდა? ვიცი, რომ უთვალთაველებდნენ, თურმე რა ჰქონდათ განზრახვა“, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის დედა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,ეს იგივეა, რომ შიმშილობა გამოაცხადო და ფარულად ტკბილეული ჭამო” – ლიპავსკი

„ეს იგივეა, რომ საუზმესა და სადილს შორის შიმშილობა გამოაცხადო და შემდეგ ფარულად ტკბილეულის ჭამა განაგრძო“, – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის განცხადებას შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ტკბილეულის ჭამას ადარებს. მისი თქმით, გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსეთი სროლას და თავდასხმებს აგრძელებდა. „ამიტომ, ახლა ერთადერთი შანსია, რომ უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი, რათა რუსეთმა სამხედრო საშუალებებით ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.

მეტი...

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ კადრებს ,,აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებული სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,ევროკავშირის მიერ ოფიციალური პირებისთვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების აკრძალვა ნაციზმის განახლებაა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ოფიციალური პირებისთვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების აკრძალვა ნაციზმის განახლებაა. „არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ მოვლენას დაახასიათებდა. ახლა ირონიულად არ ვსაუბრობ, გონებისთვის გაუგებარია, თუ როგორ ღიად სურს ევროკავშირს ნაციზმის ევროპული იდეოლოგიის განახლება. რუსეთი ამას არ შეეგუება და ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ ნაციზმის ამ იდეოლოგიამ თავი არ წამოწიოს და განადგურდეს, ევროპა კი თავის ღირებულებებს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

,,NATO-ში უკრაინის წევრობა არ განიხილება” – კიტ კელოგი

რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადებით, NATO-ში უკრაინის წევრობა არ განიხილება, მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა 90 დღის განმავლობაში იმაზე მეტი გააკეთა ომის დასასრულებლად, ვიდრე მანამდე, 900 დღის განმავლობაში გაკეთდა. „ვფიქრობ, ჩვენ კარგ გზაზე ვართ, რადგან დავიღალეთ იმით, რაც ხდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვა საკითხი მსოფლიოში, რომელშიც შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩართული. ეს ომი ძალიან დიდხანს გრძელდება”, – განაცხადა კიტ კელოგმა.

მეტი...

,,ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება” – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

,,საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი”, – ვკითხულობთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში. ,,საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს!”, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია,…

მეტი...

,,მომდევნო დღეებში რუსეთის ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა ის მშვიდობას” – სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა ჯერ კიდევ ელოდება რუსეთის პასუხს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე. მისი თქმით, რუსები სააღდგომო ზავის დროსაც განაგრძობდნენ უკრაინის პოზიციებზე თავდასხმებს. „მზად ვართ ცეცხლის 30-დღიანი სრული შეწყვეტისთვის, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. მოსკოვისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მოგვისმენია. შუაღამის შემდეგ, ხვალ და მთელი კვირის განმავლობაში რუსეთის ქმედებები გამოავლენს რუსეთის ნამდვილ დამოკიდებულებას აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევისა და 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიმართ. ეს ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა რუსეთი მშვიდობას, თუ პუტინის განცხადებები უბრალოდ მანიპულაციები იყო“, – აცხადებს სიბიგა.

მეტი...

,,ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ გვაიძულებს საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გავხვიოთ” – ,,ქართული ოცნება”

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო პარტიის დაფუძნებიდან 13-წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, “ქართული ოცნების” პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“…

მეტი...

„მათი შიში-ჩვენი ძალა“ ამ ლოზუნგით პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

„მათი შიში – ჩვენი ძალა“ ამ ლოზუნგით საკანონმდებლო ორგანოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გუშინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 2 ადამიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დაკავებულები, გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე სამართალდამცველებს აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი. „ოცმა კაცმა გზის სავალი ნაწილი არ უნდა გადაკეტოს. დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით“, – აღნიშნა სამართალდამცველმა.

მეტი...

აშშ-ში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს

ლოს ანჯელესში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. პროტესტის გამოსახატად , ასობით დემონსტრანტი გუშინ, ნიუ-იორკშიც შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მანჰეტენის ქუჩებში გააპროტესტეს. დემონსტრაციები გაიმართა ჩიკაგოშიც. ,,იმედი მაქვს, რომ ხალხი არ დაკარგავს მოტივაციას, რადგან ახლა გაჩერების დრო არაა. თვეების განმავლობაში, ტრამპის პრეზიდენტობის გაგრძელებასთან ერთად, მინდა, რომ ხალხმა ეს მუხტი შეინარჩუნოს”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მეტი...

იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიაში, ქართველი მომვლელი მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს. „იტალიის ერთ-ერთ რეგიონში ქარათველ “ბადანტეს” მოხუცის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის მიზეზი, (რომელსაც ნაცემი ქართველი “ბადანტე” ფაქტებით ადასტურებს) კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნა იყო. როგორც დაზარალებული მიყვება, ოჯახმა, მას შემდეგ რაც მოხუცი და ქართველი “ბადანტე” საავადმყოფოდან დაბრუნდნენ, მას სამსახურის დატოვება მოსთხოვა, – აღარ გვჭირდებიო, რაზედაც “ბადანტემ” უპასუხა, რომ კანონით მისთვის 2-კვირიანი ვადა უნდა მიეცათ და ასევე გადაეხადა ხელფასი, რის გამოც ოთახში ჩაკეტეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იმ მომენტისთვის მოხუცის სახლში შემთხვევით, მოხუცის ძმა მივიდა, რომელიც ამ…

მეტი...

ორდღიანი ძებნის შემდეგ 54 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებ მერაბ ხუციშვილს, საკუთარი სახლის მარანში მიაგნეს. ახლობლებმა მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს, თუმცა მისი თვითმკვლელობის არ სჯერათ. „თითქოს მამამისის ცოლმა იპოვა მარანში, მაგრამ არ გვჯერა, რომ თავი მოიკლა. ვფიქრობთ, მოკლეს და მერე ჩამოკიდეს. იმედი გვაქვს დაადგენს პოლიცია”, – ამბობენ ახლობლები.  

მეტი...

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გუშინ სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა. პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია. ცნობისთვის, პაპი ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პაპი, უწმინდესი ბენედიქტე XVI, გადადგა და კონკლავმა ხმათა უმრავლესობით პონტიფიკოსად არგენტინის კარდინალი, ხორხე მარიო ბერგოლიო, აირჩია. კარდინალმა ბერგოლიომ თავის სახელად ისურვა წმინდა ფრანცისკე ასიზიელის სახელი, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულთადმი მზრუნველობით. პაპი ფრანცისკე რომის 266-ე ეპისკოპოსია; ამასთანავე პირველი…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: „ამინდის თვალსაზრისით, ისტორიამ იცის „ცივი“ აღდგომის მრავალი მაგალითი, აღდგომა ღამის ყინვებით, აღდგომა წვიმით და აღდგომა პლაჟის სითბოთი. მიუკერძოებელი სტატისტიკა მიუთითებს ძირითადად იმაზეც, რომ: როგორც წესი, აღდგომა უმეტესად თბილია – დაახლოებით, 70% შემთხვევაში ეს დღე მშვენიერი და მზიანია. მიმდინარე წლის სააღდგომო დღეები, ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილისთვის, საკმაოდ გრილი აღმოჩნდა, ხანმოკლე წვიმითა და ნისლით, არც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი მნიშვნელოვანი დათბობა, მომდევნო კვირა ისევ არასტაბილური იქნება, პერიოდულად ხანმოკლე წვიმა კვლავ იქნება და შესაძლებელია ელჭექი. ჩვენთვის ერთ-ერთ გამორჩეულ დღეს აღდგომის შემდეგ, დიდ ორშაბათს…

მეტი...

რომელი ლოცვები იკითხება ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. დღეიდან, აღდგომის მეორე დღეს მორწმუნეებისთვის ბრწყინვალე შვიდეული, ანუ მსგეფსი დაიწყო. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. ტრადიციის მიხედვით, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ. წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის…

მეტი...