რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეების ნაწილი პარლამენტისკენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მსვლელობით მიემართება. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის ბანერები.
მეტი...დღე: აპრილი 20, 2025
ლანჩხუთში ტრადიციული “ლელობურთის” თამაში დაიწყო
ლანჩხუთში ტრადიციული “ლელობურთის” თამაში დაიწყო. ბურთისთვს ქვემო და ზემო შუხუთელები იბრძიან. სახალხო თამაშში მონაწილეობენ სტუმრებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. თამაშის დრო განსაზღვრული არ არის. ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც “ლელობურთი” 17 საათს გაგრძელდა. ტრადიციის თანახმად, 16 ილოგრამიანი ტყავის ბურთი მოტამაშეებმა ხიდის ერთ ან მეორე მხარეს უნდა გადაიტანონ, რაც მათ გამარჯვებას ნიშნავს. მოგების შემდეგ მონაწილეებს ბურთი სოფლის სასაფლაოზე ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილის საფლავზე მიაქვთ.
მეტი...შესაძლებელია თუ არა სააღდგომო კვერცხის ნაჭუჭის გადაყრა?
შესაძლებელია თუ არა სააღდგომო კვერცხის ნაჭუჭის გადაყრა? მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ საკითხზე განსხვავებული იდეები არსებობს. ზოგი მდინარეში ყრის, ზოგი წვავს ან ტაძარში მიაქვს, ზოგი კი ნაჭუჭს სხვადასხვა რიტუალებში იყენებს. უძველესი დროიდან არსებობდა ცრურწმენა, რომლის თანახმადაც, აღდგომის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში იესო თავის მოციქულებთან ერთად დადის დედამიწაზე. ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ნაჭუჭის გადაყრას, ეშინოდათ, რომ მათ შემთხვევით წმინდანი თვალს მოჰკრავდა და მის უკმაყოფილებას გამოიწვევდნენ. სასულიერო პირები ამტკიცებენ, რომ კვერცხის ნაჭუჭში არაფერია ზებუნებრივი. მღვდლის მიერ ნაკურთხი საკვები უბრალოდ კურთხეულია. ამრიგად, კვერცხის ნაჭუჭს არ აქვს წმინდა სტატუსი და ყველას შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც სურს.…
მეტი...უკრაინა Fox News-ს ბოდიშს სთხოვს წარწერის: „კიევი, რუსეთი“-ს გამო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკულ საინფორმაციო არხ Fox News-ს ახსნა-განმარტებას სთხოვს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სააღდგომო მსახურების ტრანსლაციის დროს კიევი რუსეთის ქალაქად იყო მონიშნული. “თუ ეს შეცდომა იყო და არა შეგნებული პოლიტიკური განცხადება, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადონ და გამოიძიონ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა,” – დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიჰიმ.
მეტი...“ევროკავშირს ნაციზმის ევროპული იდეოლოგიის განახლება ღიად სურს“ – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ნაციზმის ევროპული იდეოლოგიის განახლება სურს. „ევროკავშირის სურვილი, 9 მაისს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსებს, მათ შორის სახელმწიფო ლიდერებს, რუსეთში ჩასვლა აუკრძალოს, ნაციზმის იდეოლოგიის აღდგენის მცდელობაა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ მოვლენას დაახასიათებდა. ახლა ირონიულად არ ვსაუბრობ, გონებისთვის გაუგებარია, თუ როგორ ღიად სურს ევროკავშირს ნაციზმის ევროპული იდეოლოგიის განახლება“- განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთი ამას არ შეეგუება და ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ ნაციზმის ამ იდეოლოგია „თავი არ წამოწიოს“ და განადგურდეს, ევროპა კი თავის ღირებულებებს დაუბრუნდეს
მეტი...რისი სიმბოლოა წითელი კვერცხების “დაჭახუნება” აღდგომაზე?
დღეს, მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა ოჯახში კვერცხს წითლად ღებავენ. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს იმპერატორ ტიბერიუსს (14-34 წ) წარუდგინეს. არსებობდა ასეთი წესი, ყველა იმპერატორთან წარდგენილს, მისთვის თუნდაც სულ მცირე, რაიმე ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს ძღვნად კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა! “ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება”, – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული,…
მეტი...“ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა ისტორიულ რუსეთში დამყარდეს მტკიცე მშვიდობა”- პატრიარქი კირილე
“აღდგომა – ეს გამარჯვების დღეა. ჩვენ ვიცით გამარჯვების დღე, რომელიც დაკავშირებულია ომში გამარჯვებასთან, ხოლო აღდგომა არის გამარჯვების დღე, რომელიც დაკავშირებულია ყველაზე საშინელ მტერზე, ეშმაკზე, ბოროტების იმ ძალებზე გამარჯვებასთან, რომლებიც დაუბრკოლებლად ბატონობდნენ მსოფლიოში”- ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილემ იქადაგა. როგორც პატრიარქი მრევლს მოუწოდებს ილოცონ და იშრომონ, რათა რუსეთის სივრცეებშიც დამყარდეს სამართლიანი მშვიდობა. “ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა ისტორიულ რუსეთის სივრცეებშიც დამყარდეს სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა და ვერცერთმა ძალამ ვერ შეძლოს იმ ხალხის სულიერი ერთიანობის დარღვევა, რომელმაც მადლი მიიღო კიევის ემბაზში ნათლობისას. ვუპასუხებთ ღვთის მოწოდებას და ვხდებით დიდსულოვანნი, ქრისტეში ცხოვრებით ნამდვილად შეგვიძლია გვქონდეს…
მეტი...ენცეფალიტი, გულის და ტვინის დაზიანება – როგორ დავიცვათ ბავშვები?!
ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვის ანთება და ასე შემდეგ – ეს „წითელას“ ყველაზე მძიმე ფორმებია, რომელიც ლეტალურად სრულდება. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია და საკმაოდ მარტივი. „ერთადერთი და ყველაზე მარტივი გამოსავალი არის ვაქცინაცია. ყველა გამოტოვებული ვაქცინა არის არა მხოლოდ ბავშვისთვის რისკის შემცველი, არამედ რისკის შემცველია ამ ოჯახში მყოფი ასაკიანი ადამიანისთვის და განსაკუთრებით ორსულებისთვის. ორსულებისთვის წითელა ერთ-ერთი სერიოზული გართულების მქონე ინფექციების კატეგორიას განეკუთვნება. ორსულთა ვაქცინაცია არ კეთდება წითელას ბინებიდან გამომდინარე. ასე რომ თუ სახლში ორსულია მისი დაცვა შესაძლებელია ირიბად –…
მეტი...პაპმა მორწმუნეებს აღდგომა მიულოცა – მსოფლიო ლიდერებს მშვიდობის გზების ძიებისკენ მოუწოდა
კათოლიკური ეკლესია ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნე შეიკრიბა. წელს პირველად საზეიმო მესას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცისკე, რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. წირვა კარდინალმა ანჯელო კომასტრიმ ჩაატარა, თუმცა პაპი მორწმუნეების წინაშე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მათ აღდგომის დადგომა მიულოცა. ქადაგებაში რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ კონფლიქტებზე, ჰუმანიტარულ კრიზისებსა და მშვიდობის აუცილებლობაზე. მან ისაუბრა, ღაზის სექტორსა, ასევე იემენში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისსა და ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე. პაპმა ასევე ისაუბრა უკრაინაზე და ქვეყანას მშვიდობის მალე დადგომა უსურვა. ამასთან, პაპმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და…
მეტი...ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში დარჩენილი 59 მძევალი სახლში ერთიანი შეთანხმების ფარგლებში დააბრუნოს. ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ისრაელის მედიის ცნობით, ამჟამად ღაზის სექტორში რჩება 24 ცოცხალი მძევალი და 35 დაღუპული მძევლის ცხედარი. ამჟამად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოებების გამო ჩიხშია შესული.
მეტი...“ან პუტინს არ აქვს სრული კონტროლი თავის არმიაზე, ან რუსეთში არ აპირებენ ომის დასრულებას”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ღამის მანძილზე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 26 შეტევა განახორციელა. მისი თქმით, ან პუტინს ან პუტინს არ აქვს სრული კონტროლი თავის არმიაზე, ან ვითარება ამტკიცებს, რომ რუსეთში არ აპირებენ ომის დასრულებისკენ რეალური ნაბიჯის გადადგმას. „დილით რუსული ოპერაციები ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა პოკროვსკისა და სივერსკის მიმართულებით. ღამიდან შუადღემდე რუსულმა ძალებმა უკვე 26 შეტევა განახორციელეს. ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის მიერ გამოცხადებული ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულების ყველა დარღვევას აღდგომის პერიოდში და მზად ვართ, მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. პრაქტიკაში, ან პუტინს არ აქვს სრული კონტროლი თავის არმიაზე, ან ვითარება ამტკიცებს, რომ…
მეტი...ტრამპის გუნდი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, ლონდონში გაემგზავრება
მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, ლონდონში გაემგზავრება. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა. კელოგის თქმით, პარიზში გამართული შეხვედრის დროს უკრაინის და აშშ-ის დელეგაციები „საუბრობდნენ ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ შესაძლებლობაზე“. „სწორედ ამიტომ ვბრუნდებით ამ კვირაში ლონდონში, რათა დავასრულოთ ეს შეთანხმებები. და მე მჯერა, რომ არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები. მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მონახაზები. წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არის ერთ-ერთი მათგანი. ასევე საუბარია ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტაზე. როდესაც ვამბობ „ყოვლისმომცველს“, ვგულისხმობ ზღვას, ჰაერს, ხმელეთს და მრეწველობას – მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, თანდათანობით ხანგრძლივ მშვიდობაზე გადასვლის შესაძლებლობით, მუდმივ…
მეტი...კადიროვმა თავის ვაჟს გროზნოს “საპატიო მოქალაქის” წოდება მიანიჭა
ჩეჩნეთის მეთაურის უფროსმა ვაჟმა ახმატ კადიროვმა, გროზნოს “საპატიო მოქალაქის” წოდება მიიღო მამისგან, რამზან კადიროვისგან. 19 წლის ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრია. უცნობია, რა დამსახურებისთვის მიენიჭა რამზან კადიროვის უფროს ვაჟს “საპატიო მოქალაქის” წოდება.
მეტი...პუტინი 9 მაისისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებსა და სკოლებს მილიონ რუბლს გამოუყოფს
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო პირველად ეწვია ცხინვალს კრემლის ახალი კურატორის სტატუსით. ვიზიტის ფარგლებში მან მოლაპარაკებები გამართა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან, შეხვდა ადგილობრივ დეპუტატებს და გააკეთა რამდენიმე განცხადება მოსკოვის მხარდაჭერის შესახებ. სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა “9 მაისისათვის („გამარჯვების დღისათვის“) თავისი სარეზერვო ფონდიდან გამოყოს თითო მილიონი რუბლი (12,3 ათასი აშშ დოლარი) რეგიონის ყოველი სოფლისა და სკოლისათვის”. მისივე თქმით, გამოყოფილი თანხა ასევე უნდა მოხმარდეს გამარჯვების 80 წლისთავის მოსამზადებელ სამუშაოებს – მემორიალების, მემორიალური სტენდებისა და მუზეუმების კეთილმოწყობას.
მეტი...გელა ხასაია კვლავ პატიმრობაში რჩება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით თეთრაულმა 16 აპრილს, ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ხასაია სხდომათა დარბაზში დააკავეს. საქმე ეხება 31 მარტს მომხდარ ფაქტს. ის სამართალდამცავებმა აქციის დაწყებამდე დააკავეს, რა დროსაც მისი ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობდა. შსს ხასაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მეტი...დღეს და ხვალ თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 20 და 21 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. „ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“,-…
მეტი...“საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები საფრთხის ქვეშაა”- მეუფე გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ბრწყინვალე აღდგომა დიდი მადლისა და სიხარულის წყაროა. მისი განცხადებით, დღეს ქართველის ერის სახელმწიფოებრივი ცნობიერება დიდ საფრთხეშია, რაც მეუფე გრიგოლის შეფასებით, ნათლად გამოჩნდა ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების სახით. მისი განცხადებით, დღეს ქართველის ერის სახელმწიფოებრივი ცნობიერება დიდ საფრთხეშია, რაც მეუფე გრიგოლის შეფასებით, ნათლად გამოჩნდა ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების სახით. „საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები საფრთხის ქვეშაა.ეს იმ ტიპის განსაცდელია, რაც საფრთხეს უქმნის თვით ქრისტეს…
მეტი...ტრამპის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები თეთრი სახლთან, Tesla-ს დილერების შენობებთან და ქალაქების ცენტრებში შეიკრიბნენ და სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატეს, მათ შორის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ქმედებებზე. საპროტესტო აქციების მონაწილეების ნაწილს ეჭირა პლაკატები წარწერით : „არა მეფეებს“.
მეტი...სასაფლაოებზე დილიდან იკრიბებიან (ვიდეო)
აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოებზე მისვლა არ იკრძალება, თუმცა, ზეიმია და გლოვა არ შეიძლება. სასაფლაოებზე ხალხი დილიდან მიდის, წითელ კვერცხს აგორებენ და მიცვალებულებს იხსენებენ.
მეტი...„რუსეთს აგრესორის რეპუტაცია აქვს”- ანიტა ჰიპერი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ „სააღდგომო ზავს“ ეხმაურება. „რუსეთს აგრესორის რეპუტაცია აქვს, ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა ვიხილოთ აგრესიის რეალური შეჩერება და მკაფიო ქმედებები ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის“ – განაცხადა ანიტა ჰიპერმა. ამასთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც უკრაინა დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას.
მეტი...„მარადიულობის იმედი“ – პატრიარქი აღდგომაზე
„მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“ – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში. საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს ილია II-ის 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე
მეტი...იტალიაში ქართველი მომვლელი მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში ქართველი მომვლელი მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს. მისივე ინფორმაციით, ქალი ოთახში ჩაკეტეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. „იტალიის ერთ-ერთ რეგიონში ქარათველ “ბადანტეს” მოხუცის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის მიზეზი, კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნა იყო”- წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში.
მეტი...„განსაცდელი გექნებათ ამქვეყნად“ – პატრიარქი
საქართველოს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში მოსახლეობას ამხნევებს და ბრძანებს: „მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი.“ მაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს: „განსაცდელი გექნებათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ.16,33) და „თქვენთანა ვარ, დღემუდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ.28,20) … „დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულდებათ“, (ინ.14;15,13) ოღონდ, როგორც „მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ.13,34) – ამონარიდი 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლედან. საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს ილია II-ის 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე
მეტი...“რუსეთი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით დაბომბვას აგრძელებს”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. მისი თქმით, რუსულმა დანაყოფებმა დღეს დილით ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით 59 დაბომბვა და 5 თავდასხმითი შეტევა განახორციელეს. „ჩვენი ჯარისკაცები ყველგან ისე რეაგირებენ, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა სარკისებურად გააგრძელებს მოქმედებას. გუშინ 18:00 საათიდან დღეს 00:00 საათამდე რუსეთის არმიის მიერ განხორციელდა 387 დაბომბვა და 19 თავდასხმითი მოქმედება. რუსებმა დრონები 290-ჯერ გამოიყენეს“ – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის შთაბეჭდილების შექმნას, მაგრამ უკრაინისთვის დანაკარგების მიყენებას არ წყვეტს.
მეტი...“აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე!”- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
“რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს – თუ სიკვდილს? აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე! ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლს შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს – შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც პატრიარქი ამბობს, ამქვეყნად აღვასრულებთ არსებობის იმ სახეს, რაც გარდაცვალების შემდეგ ჩვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. “ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ – მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და…
მეტი...დღეს აღდგომაა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა. სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარშიც, რომელიც პატრიარქის მოსაყდრე შიოსა და მღვდელმთავრებთან ერთად, საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. მინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო. მედიაცენტრი “მთავარი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!
მეტი...„როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს…“ სააღდგომო ეპისტოლე
2025 წლის სააღდგომო ეპისტოლეში საქართელოს პატრიარქი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს. მათ შორის, ერთ-ერთია ჯვარცმის განაჩენი. „როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხგყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ ცოდვილ კეთილდღეობაზე, იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ უფლისა ხარ; ანუ იმ ჯვრის მტვირთველი ხარ, რომელიც ქრისტეს მიმდევართათვის იქცა სამართლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად“ – ბრძანებს პატრიარქი. ილია მეორე ეპსტოლეში აღნიშნავს, რომ ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს, არამედ საკუთარ თავსაც გამოუტანა. „გავიხსენოთ ისიც, რომ ჯვარცმის წინ უფალი გულმხურვალედ ლოცულობდა…
მეტი...„…მუდმივი სტრესი, ომები … ჩვენს საერთო რეალობად იქცა“ – პატრიარქი
„დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც, თითქოს, დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები … ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება… ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო! – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში. როგორც 2025 წლის სააღდგომო ეისტოლეში ვკითხულობთ, დღეს არსებული ვითარება ყველასთვის მეტად დამაფიქრებელი უნდა იყოს „ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში, კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ, მუდამ უნდა გვქონდეს, რაც პირველ რიგში ეკლესიის…
მეტი...„ბოროტი ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა“ – პატრიარქის ეპისტოლე
„ბოროტი ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა; ათასგვარი ხერხით იგი დღემდე ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს კაცობრიობა და საბოლოოდ აღხოცოს მასში ღვთის ხატება“ – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში. ილია მეორე ცოდვასა და სიკვდილზე ადამიანის გამარჯვებაზე საუბრობს: „მაგრამ ადამიანი ცოდვამ და სიკვდილმა ბოლომდე მაინც ვერ დასცა. ყოვლადძლიერი, ცოცხალი, კურთხეული, უხილავი ღმერთის (როგორც ძველ აღთქმაში ხშირად იხსენიება შემოქმედი) რწმენა განსაკუთრებით დიდი იყო რჩეულ ერში; მძიმე და დაძაბუნებულ მდგომარეობაშიც კი, ამ წიაღში საუკუნეთა მანძილზე ჩნდებოდნენ ღვთისსათნო და რჩეული პიროვნებები, რომლებიც ზეცისკენ მიმავალ გზას უჩვენებდნენ ხალხს. ისინი იმ იმედით იყვნენ აღვსილნი, რომ შემოქმედი არ…
მეტი...საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს ილია II-ის 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: ქრისტე აღდგა! აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან (ფს. 67. 2-3). როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი უკვე თითქმის 2000 წელია გამორჩეულად აღნიშნავს…
მეტი...