წმინდა ცეცხლს მალე ჩამოაბრძანებენ

იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს მალე ჩამოაბრძანებენ. სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. მრევლი წმინდა ცეცხლთან ერთად, პატრიარქის ეპისტოლეს ელოდება. მრევლი მთავარ გზავნილებს მოისმენს. თბილისის დროით 15:36  საათი – იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მომლოცველები, ყველაზე მნიშვნელოვანი დღის მომსწრეები გახდნენ. აღდგომის ტაძარმა, ტრადიციულად მორწმუნეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანა, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან. გრძელდება კიდევ ერთი ტრადიცია – წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან ჩვენს ქვეყანაში სპეციალური რეისით ჩამოვა.  

მეტი...

გიგანტური პასკა და სააღდგომო კვერცხი – როგორ ხვდებიან აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აღდგომას მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს და მოსახლეობაც განსაკუთრებულად ემზადება. გიგანტური პასკა, სააღდგომო კვერცხი და უზარმაზარი შოკოლადი – ეს აღდგომის დღესასწაულზე დამყარებული მსოფლიო რეკორდების მცირე ჩამონათვალია. გიგანტური სააღდგომო კვერცხი ბრაზილიის ქალაქ პომერდოს ამშვენებს. შედუღებული ფოლადისგან დამზადებული ფერადი კვერცხის გაკეთებას 48 დღე დასჭირდა. კიდევ ერთი შთამბეჭდავი რეკორდი – ტერი კოლინზმა და დონ ჯენქსმა ხელით შექმნეს – 3 ფუტის სიმაღლის კრემიანი კვერცხი, რომლის წონაც 45 კილოგრამს აღემატება. ტკბილეულის მომზადებას ჯამში ორი დღე დასჭირდა. ბულგარეთში მცხოვრებმა 1000-მდე ქრისტიანმა გადაწყვიტა ერთობლივად შეეღებათ დღესასწაულის სიმბოლო. მათ 12 საათის განმავლობაში შეღებილი კვერცხების რაოდენობით, გინესის რეკორდი დაამყარეს. დღესასწაულის…

მეტი...

წმინდა ცეცხლმა სვეტი გააპო – სასწაული, რომელიც 1579 წლის აღდგომას უკავშირდება

1579 წლის აღდგომას, წმინდა ცეცხლმა გააპო სვეტი. ამ სასწაულის შესახებ იერუსალიმის საეკლესიო ჟამთააღმწერლები მოგვითხრობენ.  გადმოცემის თანახმად,  1579 წლის დიდი შაბათს, თურქმა მმართველებმა აუკრძალეს მართლმადიდებელ ბერძენ პატრიარქს გასძღოლოდა ტრადიციულ ღვთისმსხურებას აღდგომის ტაძარში. თუმცა შემდეგ, სომხური ეკლესიის მღვდელმსახურები გაურიგდნენ ქალაქის მმართველობას და სულთან „მურად მართალს“ და  გადაწყდა, რომ სომეხი პატრიარქი გაუძღვებოდა პასექის დღესასწაულს, რომელიც მიიღებდა მადლმოსილ ცეცხლს. სომეხ მღვდელმსახურთა მოწოდებას ერთად აღენიშნათ პასექის დღესასწაული – გამოეხმაურა უამრავი „ერთმორწმუნე“ ადამიანი ახლო აღმოსავლეთიდან და იერუსალიმიდან. 1579 წლის დიდ შაბათს მათ მოიყარეს უფლის მადლმოსილ საფლავთან. “პატრიარქი სოფრონი IV და მართლმადიდებელი მომლოცველები საერთოდ გააძევეს ტაძრიდან. ისინი…

მეტი...

აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან შეკრებილი სტუდენტები და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან. სამართალდამცავებმა მათ გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის გადაკეტვის ნებართვა მისცეს. გმირთა მემორიალთან აქციის მონაწილეები ფიცის დადების ცერემონიალს გამართავენ. აქციის მონაწილეები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ. დღეს, პროტესტის 143-ე დღეა.

მეტი...

“ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას, ელოდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას ასე პასუხობს: “ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს”. ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა, სადაც სტუდენტებისა და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.   სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას შეუერთდა

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას შეუერთდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. ზურაბიშვილი აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებთან მივიდა და მათ მადლობა გადაუხადა. “თქვენი შვილები, რომლებიც პატიმრები არიან, ჩვენზე უფრო თავისუფლები არიან და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენთან ერთად იქნებიან” – უთხრა მათ ზურაბიშვილმა.

მეტი...

ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე შეთანხმდნენ

ირანელი და ამერიკელი კოლეგები შეთანხმდნენ გამართონ მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც. რაც ირანის ბირთვულ ამბიციებზე, დადებითი სიგნალია. აშშ-ის დელეგაციის მხრიდან, რომელსაც თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ხელმძღვანელობდა, რომის მოლაპარაკებების შედეგზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა. მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდებიან 26 აპრილს ომანში, სადაც გაიმართება მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. „მე მჯერა, რომ ტექნიკური მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე ომანში ოთხშაბათს (23 აპრილს) დაიწყება, ხოლო შემდეგ შაბათს ჩვენ შევხვდებით ომანში და განვიხილავთ ექსპერტების მუშაობის შედეგებს, რათა დავინახოთ რამდენად ახლოსაა ის შეთანხმების პრინციპებთან“ – განუცხადა აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას.…

მეტი...

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით,  უკრაინაში 277 სამხედრო ტყვე დაბრუნდა. უკრაინელ დამცველებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი იცავდნენ მარიუპოლსა და დონეცკის ოლქს, ხერსონის, ზაპორიჟიისა და ლუგანსკის რეგიონების სხვადასხვა ტერიტორიას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა უკრაინიდან 246 სამხედრო ტყვე დაიბრუნა, ხოლო სანაცვლოდ უკრაინას 246 უკრაინელი ტყვე და, კეთილგანწყობის ნიშნად, 31 დაჭრილი სამხედრო გადასცა.

მეტი...

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვის მიზეზი ხანძარის კერა იყო

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განმარტავს, თუ რა გახდა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვის მიზეზი. მათი განცხადებით, ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“, რისი მიზეზიც, ხანძრის კერა გახდა. “ა.წ. 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა. ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები. გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში…

მეტი...

“უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია. როგორც ზელენსკი ამბობს, საღამოს 5:15 საათზე უკრაინის ცაზე რუსული გამანადგურებელი დრონები დააფიქსირეს. ჩვენს ცაზე „შაჰიდები“ პუტინის ნამდვილი დამოკიდებულებაა აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ. რაც შეეხება პუტინის მიერ ადამიანების სიცოცხლით თამაშის მორიგ მცდელობას, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ამოქმედდა. საღამოს 5:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული გამანადგურებელი დრონები დააფიქსირეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ მუშაობა უკვე დაიწყეს. ჩვენს ცაზე „შაჰიდები“ პუტინის ნამდვილი დამოკიდებულებაა აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ” წერს ზელენსკი.

მეტი...

ჯეი დი ვენსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტო პაროლინისა და წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა. „ოფიციალურმა პირებმა გულითადი მოლაპარაკებებისას მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო ვითარების შესახებ, კერძოდ, ომის, პოლიტიკური დაძაბულობისა და ჰუმანიტარული სიტუაციების შედეგად დაზარალებული ქვეყნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიგრანტების, ლტოლვილებისა და პატიმრების საკითხებს“ – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვატიკანში გუშინ ჩავიდა.

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ინფორმაციას მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას უმაღლესმა მთავარსარდალმა საბრძოლო საკონტაქტო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება მოისმინა და განაცხადა, რომ რუსული მხარე აჩერებს ყველა საომარ მოქმედებას 19 აპრილის 18 საათიდან [მოსკოვის დროით], 21 აპრილის 00:00 საათამდე [მოსკოვის დროით]“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მოუწოდა, რომ სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მაგალითს მიჰყვეს.

მეტი...

მგზავრობა უფასო იქნება – მეტრო გახანგრძლივებულ დროით იმუშავებს, ავტობუსებს მარშრუტები დაემატება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის გამო ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება დილის 08:00-დან 20:00 საათამდე, მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. მგზავრობა უფასო იქნება. აღდგომის ღამეს გახანგრძლივებული დროით იმუშავებს თბილისის მეტროც. თბილისის მერიის ცნობითვე, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების…

მეტი...

“მრუშობის დაკანონება არ შეიძლება!”- მეუფე

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ მრუშობის დაკანონება არ შეიძლება. „ცუდ საქციელს მე ჩავიდენ თუ სხვა, უფლისათვის საზიზღარია და რაც უფლისთვის საზიზღარია, ვის აქვს უფლება თქვას, რომ ის კარგია და დააკანონოს? მრუშობის დაკანონება არ შეიძლება! კაცს გამართლება არ აქვს თუ ცოლს ღალატობს, ან თუ ცოლი არ ჰყავს, მექალთანეა. ასევე სხვა იმას თუ მისდევს, არც მას აქვს გამართლება. როგორი გამყიდველი უნდა იყო, რომ მაგას შეეგუო, ვიღაცას მერე ჭკუაში მოუვა და მაგ კანონს დაეთანხმება. შევეცადოთ, რომ არც თანამდებობისა და არც სკამის გამო… არავითარი სკამი არაფრად არ ღირს. ჩვენს ერს მოძლიერება სჭირდება, მადლობა…

მეტი...

“ჭკვიანად იყვნენ, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას”- მეუფე ტელევიზიებს

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ტელევიზიები „ჭკვიანად“ იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მეუფის თქმით, მათ პატრონებიც ვერ უშველის. “მინდა დედა თეოდორა და ამ მონასტრის დედა და დები დავლოცო, მაინც როგორ ებრძვიან ხოლმე ლაჩრები მათ და ამ დროს მსოფლიოში ვითომ ქალებს იცავენ. ხან ერთი ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, მერე ვერ გადამირჩებიან. არ ვემუქრები მაგრამ ჭკვიანად იყვნენ, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას. რაც უფრო მეტ ბრძოლაში ვიქნებით, მეტი ცილისწამება წამოვა და პირდაპირ ბრძოლას დაგვიწყებენ, ქრისტესკენ თუ ვართ, რაც ქრისტეს გაუკეთეს, იმავეს გაგვიკეთებენ. ჩვენი გოლგოთა თითოეულმა ჩვენგანმა და ერმა უნდა გაიაროს…

მეტი...

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, ომანის სულთანი პუტინს შეხვდება

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, ომანის სულთანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სულთანი ჰაითამ ბინ ტარიკ ალ-საიდი რუსეთის პრეზიდენტს 22 აპრილს შეხვდება. კრემლში განცხადეს, რომ შეხვედრები რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე თანამშრომლობაზე იქნება ფოკუსირებული, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებიათ.  

მეტი...

„აშშ ფინანსურ კრახამდე მივა, თუ გააგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას“- მასკი

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი მიიჩნევს, რომ აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. კითხვაზე – შეიძლება თუ არა “ენჯეოები” გიგანტურ პროპაგანდისტულ მანქანად ან რეჟიმების შეცვლის სისტემად ჩაითვალოს, მასკმა დადებითი პასუხი გასცა. მან ჯორჯ სოროსს გავლენის გლობალური მექანიზმის არქიტექტორი უწოდა, რომელიც “ენჯეოებს” პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესების გასატარებლად იყენებდა მთელს მსოფლიოში. “ამ საქმეში ჯორჯ სოროსი ძალიან კარგი იყო. ჯორჯ სოროსი სისტემური ჰაკერივითაა. ის მიხვდა, როგორ უნდა გაეტეხა სისტემა. ის არბიტრაჟის გენიოსია. ის მიხვდა, რომ შეიძლება არც თუ ისე დიდი თანხის გამოყენება არაკომერციული ორგანიზაციის შესაქმნელად, შემდეგ…

მეტი...

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია შეაჩერა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „უცხოელი მტრების აქტის“ ფარგლებში ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია დროებით შეაჩერა. სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, რომ 1798 წლის კანონის ფარგლებში ჩრდილოეთ ტეხასში დაკავებული ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფებების სავარაუდო წევრების დეპორტაცია დროებით შეაჩეროს. „მთავრობას ევალება, რომ დაკავებულთა არცერთი წევრი არ გაიყვანოს აშშ-დან ამ სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე“, – ნათქვამია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ბრძანებაში. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1798 წლის „უცხოელი მტრების აქტი“ გასულ თვეში გამოიყენა, რათა ადმინისტრაციას ვენესუელურ კრიმინალურ დაჯგუფება Tren de Aragua-სთან კავშირში ბრალდებული ვენესუელელი მიგრანტები დაეკავებინა და შემდეგ სალვადორში გაეგზავნა.

მეტი...

“ამერიკა მორწმუნეების ქვეყანაა და ღმერთი სჭირდება”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასააღდგომო მიმართვის დროს განაცხადა, რომ ამერიკა მორწმუნეების ქვეყანაა. ტრამპის თქმით, ამერიკას ღმერთი სჭირდება. „ამერიკა მორწმუნეების ქვეყანაა. ჩვენ გვჭირდება ღმერთი და ჩვენ გვინდა ღმერთი. მისი წყალობით გავხდით ჩვენს ქვეყანას უფრო ძლიერს, უსაფრთხოს და აყვავებულს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მინდა ვუსურვო ქრისტიანებს მთელს მსოფლიოში ბედნიერი აღდგომის დღესასწაული“, – განაცხადა ტრამპმა  

მეტი...

„რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს“- პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „სხვადასხვა საკითხებზე რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამი ქვეყნის ინტერესების, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. როგორც ის აღნიშნავს, რუსეთი ბირთვული პროგრამის შესახებ ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს მიესალმება.

მეტი...

წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:32 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს  ჩამოიტანენ. ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

გერმანია თურქეთისთვის გამანადგურებლების მიწოდებას სტამბოლის მერის დაკავების გამო ბლოკავს

გერმანია თურქეთისთვის „ევროფაიტერის“ ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების გამო ბლოკავს. ინფორმაციას, გერმანული მედია ავრცელებს. „ერდოღანთან კონფიდენციალური მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული და დამტკიცების პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა, თურქეთის პრეზიდენტმა იმამოღლუს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით ეს წამოწყებები ჩაშალა“ – წერს გამოცემა. შეგახსენებთ, 19 მარტს კორუფციის ბრალდებით სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს. ის თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება. 23 მარტს სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმავე დღეს „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ეკრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

მეტი...

“რუსეთს სურს, რომ მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია”- სანდუ

რუსეთს სურს, რომ მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელსაც ვნახეთ და აშკარაა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას წელსაც შეეცდებიან. კრემლი ფსონს იმაზე დებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია. ეს მხოლოდ მოლდოვას არ ეხება, რადგან რუსეთს ახლა უკრაინა აინტერესებს. თუ რუსეთი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მაშინ მოლდოვის რესპუბლიკას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“ – განაცხადა მაია სანდუმ.

მეტი...

ზურაბიშვილი საზოგადოებას 23:00 საათზე, სანთლებით ხელში ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 23:00 საათზე, სანთლებით ხელში ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ. ვინც როგორც შეძლებს, პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად: „ქრისტე აღდგა!“ და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! ქრისტე აღდგა!“,- წერს ზურაბიშვილი.  

მეტი...

ლონდონში აღდგომის აღსანიშნავად ათასობით მორწმუნე შეიკრიბა

აღდგომის აღსანიშნად ათასობით მორწმუნე შეიკრიბა ლონდონში. ტრაფალგარის მოედანზე, იესო ქრისტეს ჯვარცმის იმიტაცია შესრულდა. დადგმა ვინთერშალის დასს ეკუთვნის, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩატარებული პერფორმანსებით გამოირჩევა.

მეტი...

2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა – კვარაცხელია ტოპ 10-შია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კი ტოპ 10-შია – ის მე-9 ადგილზეა. სათავეში კვლავ კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი რაფინია იმყოფება, რომელიც ამ ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტია. ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა.

მეტი...

თავდასხმა მამლების ბრძოლის რინგზე – დაღუპულია 12 ადამიანი

ეკვადორში, მანაბის პროვინციაში, მამლების ბრძოლის რინგზე თავდასხმა მოხდა. მომხადრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, თუმცა მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.  

მეტი...

რა ხდება იერუსალიმში, სადაც მორწმუნეები ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან?

დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი შაბათია – დღე, როდესაც მაცხოვარი ჯვარცმის შემდეგ საფლავზე დაასვენეს. ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე ქრისტიანები ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას, ათასობით ადამიანი პატარა ოთახში შესულ მთავარეპისკოპოსს ელის, რომელმაც იქიდან ცეცხლი უნდა გამოიტანოს და მრევლს გაუზიაროს. პროცესს მხოლოდ ერთი სასულიერო პირი უყურებს. მას არ აქვს უფლება, ცეცხლი პატრიარქის გამოსვლამდე ვინმეს გაუნაწილოს მორწმუნეები იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დილიდან იკრიბებიან. აქ ადამიანები მთელი მსოფლიოდან არიან ჩასული.  მათ შორის არიან ქართველები, რომლებსაც  შესაძლებლობა აქვთ, აღდგომის ტაძარში დაესწრონ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს. აქ იმყოფებიან სხვადასხვა…

მეტი...

იტალიაში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ათეული ევაკუირებულია. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ათასობით სახლი, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც. დაღუპულთა შორის მამა-შვილია, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონში სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად მოხალისეებად მიდიოდნენ.  

მეტი...

აშშ-სა და ირანს შორის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება

რომში აშშ-სა და ირანს შორის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელსაც შუამავლობას ომანი გაუწევს. მხარეებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება. ირანული დელეგაცია უკვე იტალიის დედაქალაქში იმყოფება. თეირანი აცახდებს, რომ მზად არის დათმობებისთვის, თუმცა ურანის გამდიდრებაზე სრულად უარის თქმას არ აპირებენ, როგორც ამას ვაშინგტონი მოითხოვს. ასევე, ირანს სურს გარკვეული გარანტიები, რომ მომავალში ვაშინგტონი ცალმხრივად არ გააუქმებს პოტენციურ შეთანხმებას. მეორე რაუნდის გამართვამდე ერთი დღით ადრე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, ხელი შეუწყოს ვაშინგტონსა და თეირანს…

მეტი...

კონგოში უბედურ შემთხვევას 148 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავის გადაბრუნების შედეგად 148 ადამიანი დაიღუპა.  მდინარე კონგოში ხის ნავს, რომელზედაც 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა და გადაბრუნდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა ერთ-ერთი მგზავრი ნავზე საჭმელს ამზადებდა. გადარჩენილთაგან უმეტესობას მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

მეტი...

მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მომსახურება განაახლა

თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მომსახურება განაახლა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა. ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა .

მეტი...

რატომ ჩაქრა შუქი – რას ამბობენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში”?

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ  საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა მათი მიზეზით არ მომხდარა. „საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიზეზით არ მომხდარა დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

რუსებმა უკრაინას 8 რაკეტითა და 87 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 8 რაკეტითა და 87 დრონით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ -მ“ ტიპის 3 ბალისიტიკური რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 2 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და Kh-31P-ის ტიპის 3 რადარსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში 33 რუსული დრონი ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად ოდესის, ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქები დაზარალდა.  

მეტი...