შეიძლება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოზე გასვლა?

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 20 აპრილს აღინიშნება. ბოლო დროს, დამკვიდრდა ტრადიცია რომ მოსახლეობა ამ დღეს საფლავზე გადის. როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ამ ტრადიციაში ერთი შეხედვით ცუდი არაფერია, მაგრამ აუცილებელია არ დაგვავიწყდეს, რომ აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია, ამიტომ გლოვა და მწუხარება დაუშვებელია. ქრისტიანული მრწამსით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საიქიო სამყაროში გადაინაცვლებს, რაც მასთან კიდევ შეხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით, საყოველთაო აღდგომას, მარადიულ სიცოცხლეს ეძღვნება, ამიტომაცაა აუცილებელი ამ დღეს სიხარულით შევხვდეთ და არა მგლოვარებით. ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს.…

მეტი...

ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ  მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ  მოუწოდებს. „მოგიწოდებთ გადადოთ მომდევნო კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი. მიუხედავად იმისა, რომ მესმის, ეს რეგიონში ვიზიტის ნაწილია. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და მთავრობის ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას მოემსახურება“ – წერს უილსონი.

მეტი...

რუსეთმა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ისლამისტური დაჯგუფება “თალიბანი” ამოიღო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 17 აპრილს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო ისლამისტური დაჯგუფება “თალიბანი”. სასამართლოს შესაბამისი განცხადებით  რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. მანამდე  “თალიბანის” ხელმძღვანელობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც თალიბებს მოსკოვშიც უმასპინძლეს. იმისთვის, რომ “თალიბანი” ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოეღოთ, რუსეთის ხელისუფლებამ 2024 წლის სექტემბერში ცვლილებები შეიტანა ფედერალურ კანონმდებლობაში, მათ შორის, “ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ” კანონში.  

მეტი...

“აშშ მზად არის სამშვიდობო ძალისხმევა შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს გაართულებენ”- ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან განაცხადა. კერძოდ, ტრამპს კონკრეტულ ვადებზე ჰკითხეს, როდის იქნება აშშ მზად მიატოვოს „სამშვიდობო ძალისხმევა“, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დღეების კონკრეტული რაოდენობა არაა, მაგრამ სწრაფად, ამის [სამშვიდობო შეთანხმების] მიღწევა გვინდა“. „თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ“ და უბრალოდ ხელებს „დავიბანთ“. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა პასუხი არ გასცა კითხვას, აშშ მთლიანად მიატოვებს…

მეტი...

რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, უწყვეტი პროტესტის 142-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. აქციაა აჭარის მთავრობის სახლთან.  

მეტი...

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონად იქცა

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და კერძო მეურნეობები, მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. წყლის ქვეშ მოექცა საქალაქთაშორისო მაგისტრალები. ღამით, ვენეტოს რეგიონის ქალაქ ვიჩენცასთან წყლის ნაკადმა ავტომობილი წაიღო, რომელშიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, მამა-შვილი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ნაპოვნია ერთი მოქალაქის ცხედარი. წყალდიდობის საფრთხის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის ას ქალაქში გამოცხადდა, დაზარალებულ რაიონებში კი განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული.

მეტი...

„აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების წინადადებით გამოდის“ – „ბლუმბერგი“

„შტატები უკრაინაში მშვიდობის დამყარების გეგმის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების წინადადებით გამოდის“, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც „გამოცემა აღნიშნავს“ შტატებმა მოკავშირეებს წარუდგინა წინადადება, რომელიც მიმართულია რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ. ეს პროექტი მოიცავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და დაზავების შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. როგორც „ბლუმბერგს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, აშშ-ის გეგმის კონტურები პარიზში გამართული მოლაპარაკებების დროს იყო გაჟღერებული. ამ მოლაპარაკებებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერების მრჩევლები მონაწილეობდნენ. „ბლუმბერგის“  ცნობით, აშშ ფაქტობრივად კონფლიქტის…

მეტი...

“დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ”- მიტროპოლიტი შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში იქადაგა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, “უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის. “უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე… დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე,…

მეტი...

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“- ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში. მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“ – განაცხადა ვენსმა.

მეტი...

„ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წითელ პარასკევს, რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვის დაბომბვას ეხმაურება, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. „ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე – წითელ პარასკევს, აღდგომის წინ. როდესაც პარტნიორებს მივმართავთ, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს, Patriot სისტემებისთვისა და მათთვის რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ამ რუსული ბოროტებისგან დაცვა – ფრთოსანი რაკეტებიდან ბალისტიკამდე, – მივმართავთ დაცვისთვის, რომელსაც ყოველი ერი იმსახურებს. არ უნდა იყოს ისე, რომ რომელიღაც ერი დაცვას მეტად იმსახურებს, ხოლო რომელიღაც ნაკლებად. ეს ქრისტიანულია – დახმარება. მითუმეტეს როდესაც არის ასეთი შესაძლებლობა…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს“- არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ მოხდეს. „ვეხმაურებით ივანიშვილის მაღალჩინოსნების, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები აღმაშფოთებელია და ცხადყოფს: „ქართული ოცნება“ თავად აცნობიერებს, რომ მათი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული საფრთხე ექმნება. სწორედ ამიტომ ცდილობენ, ჯერ გაამართლებინონ საზოგადოებას ის, რასაც თავად ემსახურებიან – საქართველოს ევროპული პერსპექტივის ნგრევა გაამართლონ და გააუფასურონ. ჩვენი პოზიცია ნათელია – საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ…

მეტი...

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფპრმაციით, შემთხვევას  სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,სტუდენტობაზე ოცნებობდა, მომავალს გეგმავდა” – ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას გლოვობენ

ავარიას მეთორმეტე კლასის მოსწავლე, სოფია ბანძელაძე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას ოფშკვითის საჯარო სკოლა ავრცელებს. „ოფშკვითის საჯარო სკოლა უდიდესმა ტკივილმა შეძრა. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტე კლასელი სოფია ბანძელაძე – მზიანი, კეთილი, თავაზიანი, მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა, მომავალს გეგმავდა… ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელიც დაუტოვა თანაკლასელებს, დაუტოვა სოფელს, დაგვიტოვა მის მასწავლებლებს… ვუსამძიმრებთ მის საოცრად თბილ და სიკეთით სავსე ოჯახს- მშობლებს, ძმებს. გამძლეობა მისცეთ უფალმა. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა სოფიას სულს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ ევროპელების წვლილით მიიღწევა” – ჟან-ნოელ ბარო

,,უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია”, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა და აღნიშნა, რომ სანქციები დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ. „რუსეთი ჩვენთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ იქცა. იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს ხანგრძლივი, უკრაინის არმია უნდა გაძლიერდეს წვრთნების, ტექნიკის მხარდაჭერისა და ტექნიკის ადგილობრივი წარმოების გზით. გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ ევროპელების თანხმობითა და წვლილით მიიღწევა. ეს არის საფრანგეთის დიპლომატიური წარმატება, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელები, უკრაინელები და ევროპელები ერთ მაგიდასთან იყვნენ. ეს სამიტი არსებითი იყო, რადგან საუბარია იმ მიზანზე, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს: მშვიდობა. იმისათვის, რომ ეს წარმატებული იყოს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ…

მეტი...

,,ენდროს დააკვირდით, რომ ფესვები არ ჰქონდეს დაობებული და არ შეჰყვეს მიწა” – სპეციალისტის რჩევა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას ურჩევს, თუ რითი სჯობს სააღდგომო კვერცხის შეღებვა და რამდენ ხანს შეგვიძლია, მოხარშული კვერცხი შევინახოთ. ,,ყველას ვურჩევდი, პირველ რიგში, კვერცხის შესაღებად ენდრო გამოიყენონ. ეს ძალიან უვნებელი მეთოდია. არის ბუნებრივი მცენარე და აქედან ნაკლები საფრთხე მოდის. ასევე, შეგვიძლია, ხახვის ფოთლებთან ერთად შევღებოთ, რაც ასევე ტრადიციული და უვნებელი მეთოდია. ენდროთი შეღებვის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ აუცილებლად კარგად უნდა გაიწმინდოს და მიწა მოშორდეს, რადგანაც მიწის ნაწილაკებში შეიძლება, პათოგენური მიკროორგანიზმები არსებობდეს, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლიათ. ამიტომ, კარგად უნდა გაირეცხოს. ასევე, ენდროს ფესვები თუ დაობებულია, ასეთი ენდრო შესაღებად არ…

მეტი...

,,ჰარვარდის უნივერსიტეტი საგადასახადო შეღავათებს ბოროტად იყენებს” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი საგადასახადო შეღავათებს ბოროტად იყენებს. „სიენენის“ ცნობით, აშშ-ის შემოსავლების სამსახური ჰარვარდის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გეგმავს. ჰარვარდის უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგადასახადო შეღავათების გაუქმებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. უნივერსიტეტში აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედება უპრეცედენტო იქნება, შეამცირებს სტუდენტებისთვის ფინანსურ დახმარებას და გამოიწვევს ზოგიერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევითი პროგრამის შეწყვეტას.

მეტი...

ჰააგის სასამართლომ უნგრეთში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის გამო გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზია ბუდაპეშტში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი, რომელზეც ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აინტერესებს, რატომ არ დააკავეს ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ყოფნის დროს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება უნგრეთის მიერ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწყო. უნგრეთს საკუთარი პოზიციის დასაცავად მტკიცებულებების წარსადგენად ვადა 23 მაისამდე აქვს. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დრო განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებს, რადგანაც ჰააგის სასამართლო აღარ არის მიუკერძოებელი და ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა.

მეტი...

იტალიაში საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის გამო, ოთხი ადამიანი დაიღუპა

Reuters-ის ცნობით, იტალიის სამხრეთით, ქალაქ ნეაპოლთან ახლო საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ავარია მონტე-ფაიტოს მთაზე მოხდა, რომელიც ქალაქიდან 45 კილომეტრში მდებარეობს. წინასწარი ვერსიით, საბაგიროზე ერთ-ერთი ბაგირი გაწყდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი გარდაცვლილი საბაგიროს ოპერატორია, ორი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ხოლო მეოთხე ებრაელი ტურისტი.

მეტი...

ვიქტორ ორბანი ელოდება, რომ შეერთებულ შტატებთან ბიზნესგარიგებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ელოდება, რომ შეერთებულ შტატებთან ბიზნესგარიგებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს. მისი თქმით, ამჟამად აშშ-თან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკას ტარიფების შემოღებით გამოწვეული ზარალისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. ორბანს იმედი აქვს, რომ ამ გარიგებას ხელი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მოეწერება.

მეტი...

,,ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია” – შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ეს არის და ეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. ,,ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის, 60-დან 123-მდე გავზარდეთ. და საქართველოს მტრების გულის გასახეთქად ეს ციფრი არათუ დაიკლებს, გაიზრდება“, – წერს პაპუაშვილი.

მეტი...

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება

წითელ პარასკევს მაცხოვრის ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებენ. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი სრულდება. გარდამოხსნის წესს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე „საფლავზე“ დაასვენებენ. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში. ასევე, მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. მსახურების შემდეგ ტრადიციულად შესრულდება ღვთისმშობლის დატირება. გარდამოხსნის ტრადიციული წესის აღსრულებას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად…

მეტი...

აშშ-ს სირიიდან 600 სამხედრო მოსამსახურე გაჰყავს

აშშ-ს სირიიდან 600 სამხედრო მოსამსახურე გაჰყავს. NYT-ის ცნობით, ამერიკელი სამხედროები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული რვა ოპერატიული ბაზიდან სამს ხურავენ, რის შედეგად სირიაში მყოფი ამერიკელი სამხედოების რიცხვი 2000-დან 1400-მდე შემცირდება. როგორც მედია წერს, მომდვენო 60 დღის განმავლობაში ასევე მიიღება გადაწყვეტილება სირიაში დისლოცირებული კონტიგენტის შემდგომ შემცირებასთან დაკავშირებით. გამოცემასთან საუბარში ანონიმური წყარო ამბობს, რომ, სირიაში ამერიკელი სამხედროების შემცირების მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ „სირიის დემოკრატიული ძალების“ მხარდაჭერას, რომელიც ქურთების ხელმძღვანელობის ალიანსს წარმოადგენს და აკონტროლებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთს, ასევე ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ შეთანხმებას მიაღწიეს სირიის ახალ მთავრობასთან…

მეტი...

,,დასავლეთმა უკრაინაში ომი წააგო” – ორბანი

,,დასავლეთმა უკრაინაში ომი წააგო”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონფლიქტიდან გასვლით და მისი დარეგულირების მცდელობით ამერიკის გადარჩენას ცდილობს, ევროპელ ლიდერებს კი არ სურთ, ომში დამარცხება აღიარონ. „დასავლეთმა წააგო ეს ომი, რაც ძალიან დიდ ტვირთად იქცა. დონალდ ტრამპი ამ კონფლიქტიდან გასვლით და იმ ძალისხმევით, რასაც კონფლიქტის დარეგულირებაში დებს, ცდილობს ამერიკა დამარცხებისგან იხსნას. დასავლეთ ევროპაში, კი სხვა ვითარება გვაქვს. ევროპელი ლიდერები, რომლებმაც ევროპა ამ ომში ჩაითრიეს, არ აპირებენ იმის აღიარებას, რომ დამარცხდნენ“, – თქვა ორბანმა.

მეტი...

იტალიის ერთ-ერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიის ჩრდილოეთში, პიემონტის რეგიონში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ავტომაგისტრალები. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც ათასობით აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მაშველებმა რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

მეტი...

აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ. როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო განმარტავს, აღნიშნული შეთანხმება ადასტურებს მხარეების განზრახვას, დაასრულონ და გააფორმონ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის ხალხისთვის. მისივე თქმით, მზადდება საინვესტიციო ფონდი უკრაინის აღდგენისთვის. სვირიდენკოს განცხადებით, ამ დოკუმენტით მხარეებმა დაადასტურეს „ამერიკელი ხალხის სწრაფვა, ინვესტიცია ჩადოს უკრაინელ ხალხთან ერთად თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში“. ახლა საჭიროა აღნიშნული შეთანხმების ტექსტის დასრულება, ხელმოწერა და პარლამენტის მიერ რატიფიცირება.

მეტი...

,,უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებზე გამოცხადებული მორატორიუმი ამოიწურა” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე გამოცხადებული მორატორიუმი ამოიწურა. როგორც მან აღნიშნა, კიევისგან განსხვავებით, მოსკოვი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების აკრძალვას იცავდა. შეგახსენებთ, 18 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დონალდ ტრამპმა კონფლიქტის მხარეებს შესთავაზა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმები 30 დღით შეაჩერონ, ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.

მეტი...

აშშ-ის მიერ იემენის საწვავის პორტზე განხორციელებულ ავიაიერიშებს, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ცნობით, იემენის საწვავის პორტზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამ დარტყმების მიზანი ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დასუსტება იყო. „ამ დარტყმების მიზანი იყო ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დაკნინება, რომლებიც აგრძელებენ ექსპლუატაციას და დიდი ტკივილის მიყენებას თანამემამულეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. აშშ-მა წითელ ზღვაში ჰუთების ნავთობის პორტი დაბომბა

მეტი...

,,გვსურს ამ ომის დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის” – რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებულმა შტატებმა თავისი ძალისხმევა უნდა შეწყვიტოს და გაეცალოს. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს პარიზიდან გამგზავრებამდე განუცხადა. „ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარება უკრაინას და ჩვენ გვსურს მისი დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა 87 დღე გაატარა ამ მთავრობის უმაღლეს თანამდებობაზე და არაერთი ძალისხმევა გაწია ამ ომის დასასრულებლად. ახლა ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ და განვსაზღვროთ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ორივე მხარესთან“, –…

მეტი...

,,რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი მიიღოს” – უიტკოფი

,,რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი თავისი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში­ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის იმ ხუთი რეგიონიდან, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაძლოა, ზოგიერთი მიიღოს, მაგრამ არა ყველა. „როდესაც ამ ხუთი რეგიონის განხილვას იწყებთ, რუსეთი დაინტერესებულია მათით და, სხვათა შორის, უკრაინაც, მაგრამ თუ ზოგიერთი მათგანი ძირითადად რუსულენოვანია, მაშინ შესაძლოა უკრაინას ნაკლებად ადარდებდეს ისინი?“, – აღნიშნა უიტკოფმა. The Wall Street Journal-ი წერს, რომ უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკრაინის ხუთ რეგიონზეა ორიენტირებული,…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მორიგი წინასააღდგომო ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა. სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან დევნილ 270 ოჯახს გადაეცა, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში არიან განთავსებული. სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ, ნიკა ქარდავამ და ზურაბ ჯგუბურიამ გადასცეს. დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, საჭიროა მეტი რესურსის გამოძებნა დევნილთა ოჯახების დასახმარებლად. აქცია უმაღლეს საბჭოში…

მეტი...

დონალდ ტრამპი რომს ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომში ოფიციალურ ვიზიტზე დათანხმდა და იქ ყოფნისას ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც განიხილავს. „მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს იმისთვის, რომ მიიღო მოწვევა რომში უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლაზე და ევროპელებთან შეხვედრის შესაძლებლობის განხილვისთვის“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით, მელონის აშშ-ში ვიზიტი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სატარიფო დავის ფონზე გაიმართა და ის აღიქმებოდა, როგორც მცდელობა, ხელი შეეწყო დიალოგისა და ორ ლიდერს შორის კარგი ურთიერთობის გაძლიერებისთვის.

მეტი...

„ფაიფურის დედაქალაქი“

ჩინეთი –  უძველესი კერამიკისა და ფაიფურის წარმოების მემკვიდრეობა.  ძინგტეჭენი კი სწორედ ის ქალაქია, რომელიც „ფაიფურის დედაქალაქად“ ითვლება. ის პრეფექტურის დონის ქალაქია, რომელიც  აღმოსავლეთ ძიანგსის პროვინციაში მდებარეობს. ამ პროვინციაში მოხვედრა მარტო იმიტომ ღირს, რომ ფაიფურის სამყაროში იმოგზაურო, საკუთარი თვალით გაეცნო დამზადების ტექნოლოგიებს და მასტერკლასიც გაიარო.  აქ ფაიფურს 1700 წელზე მეტია აწარმოებენ. ძინგტეჭენის არა მხოლოდ პოპულარული ტურისტული ატრაქციონია, არამედ საგანმანათლებლო და სემინარების ცენტრიც, რაც ხელს უწყობს კულტურისა და კომერციულ გაცვლას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. კერამიკის ინდუსტრიის გარდა, ქალაქი ცნობილია ქარხნებით, სადაც იწარმოება ავტომანქანები, ელექტრონიკა, სამშენებლო აღჭურვილობა და ქიმიკატები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს…

მეტი...

,,ომის დაწყებას ზელენსკის არ ვაბრალებ” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დინალდ ტრამპი უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ აკისრებს. ,,ზელენსკის არ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთლად აღფრთოვანებული არ ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ომი დაიწყო. ეს ომი არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. ასე რომ, კმაყოფილი არ ვარ მისით და კმაყოფილი არ ვარ არავისით, ვინც ჩართულია. მას არ ვაბრალებ, მაგრამ იმას ვამბობ, რომ არ ვიტყოდი, რომ საუკეთესო სამუშაო შეასრულა. დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, ნამდვილად”, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

ახალციხეში ქალს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში, პაატა ნათენაძის ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მეტი...

ბრიტანეთში, ძუძუს კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცეს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა დაამტკიცა ახალი პრეპარატი, რომელიც ძუძუს კიბოს ერთ-ერთი განუკურნებელი ტიპის გავრცელებას ანელებს. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) ამ ნაბიჯს მეცნიერები „საეტაპო მომენტს“ უწოდებენ. NICE-ს განცხადებით, დღეში ორი ტაბლეტის მიღებით, წელიწადში ათასზე მეტმა იმ ქალმა შეიძლება ნახოს სარგებელი, რომლებსაც დაავადების HR- დადებითი და HER2-უარყოფითი ტიპის დიაგნოზი აქვთ. ძუძუს კიბოს მოწინავე ტიპს გარკვეული გენეტიკური მუტაციები აქვს და ძუძუს ქსოვილში ან სხეულის სხვა ნაწილში ვრცელდება. ახალი პრეპარატი ბლოკავს პათოლოგიური ცილის იმ ქმედებას, რომელიც კიბოს უჯრედებს გამრავლებას აიძულებს. კლინიკური ცდებით დადგინდა, რომ ეს პრეპარატი და ჰორმონული თერაპია დაახლოებით 4,2 თვით ზრდის დროს…

მეტი...