აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს, რა მომენტში მიიღებს ის გადაწყვეტილებას არის თუ არა რუსეთი მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიერებს თუ არა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს. “ვნახავთ რა [პასუხი] იქნება. მათგან პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ, რეალურად ძალიან მალე და ვნახავთ. გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობა შეწყდეს” – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...დღე: აპრილი 17, 2025
4 768 პოლიციელი, 40 ძაღლი და 4 უპილოტო საფრენი აპარატი – სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ
თურქეთის დედაქალაქში ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიცია ერთდროულად 626 სხვადასხვა მისამართზე მობილიზდა. ერთ-ერთ სახლში, სამართალდამცველებმა 10-მდე ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყვნენ ქალებიც. კადრებში, რომელიც თურქეთის პოლიციამ გაავრცელა ჩანს, რომ სპეცოპერაციის ადგილას, სამართალდამცავებს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი, დიდი რაოდენობით თანხა და ოქროულობა ამოიღეს. ოპერაცია სახელწოდებით “ბულუტი”, ევროპოლმა დაგეგმა და მასში, თურქეთის გარდა, 11 ქვეყნის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.8 თვის განმავლობაში პოლიცია ნარკოკარტელების ყველა აქტივობას დეტალურად სწავლობდა. გამოიკვეთა 4 დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც თურქეთში და ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად 21 ტონა აკრძალული ნივთიერებები, მათ შორის “ჰეროინი”, “კოკაინი”, “კანაბისი” და “ექსტაზი” სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან საზღვაო და სახმელეთო…
მეტი...“აღდგომას მოსალოდნელია თავდასხმები”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი კვირის ბოლოს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს. „ვიცით, რისთვის ემზადება რუსეთი. გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან და სპეციალური სამსახურებიდან. კვირის ბოლოს, აღდგომის დღესასწაულზე მოსალოდნელია თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ – განაცხადა ზელენსკიმ. რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ 18 მარტიდან 30-დღიან მორატორიუმს დაიცავდა და ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშს არ განახორციელებდა. ამავდროულად, ორივე მხარე, კიევიც და მოსკოვიც ერთმანეთს მორატორიუმის დარღვევაში თითქმის ყოველდღიურად ადანაშაულებენ.
მეტი...აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. აღნიშნული შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან შეხვედრის დაწყებამდე კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ტრამპს კითხვა დაუსვეს, შესაძლებელია თუ არა აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ „სავაჭრო გარიგება 100 პროცენტით იქნება“. „რა თქმა უნდა, იქნება სავაჭრო შეთანხმება. მათ ძალიან სურთ და ვაპირებთ სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას. ველოდები ამას, მაგრამ ეს იქნება სამართლიანი გარიგება. შეთანხმების მიღწევაში ჩვენ არ გვექნება პრობლემა ევროპასთან ან ვინმე სხვასთან, რადგან ჩვენ გვაქვს ის, რაც ყველას სურს“- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
მეტი...რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. მათ შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც. უწყვეტი პროტესტის 141-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებულები.
მეტი...რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა – არის მსხვერპლი
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების, ხერსონისა და ნიკოპოლის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს ავიაციით, არტილერიითა და უპილოტო აპარატებით დაესხა თავს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად ხერსონში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა უპილოტო აპარატებიდან ჩამოგდებული ჭურვებით დაზარალდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ ნიკოპოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა. რუსეთმა ნიკოპოლზე საარტილერიო დაბომბვა განახორციელა.
მეტი...“რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის”- ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის. ზახაროვას თქმით, 2024 წელს საქართველოს მხრიდან “უდავოდ პოზიტიური სიგნალები” გაჟღერდა, კონკრეტულად, ბოდიშის მოხდის საჭიროებაზე. “ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] საქართველოს აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კონკრეტულ ნაბიჯებში განხორციელდება” – განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის გამო არ მომხდარა, არამედ ამაში დამნაშავეა “პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი რეჟიმი”.
მეტი...“საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონები დაჩქარებულად განიხილეს”- სტენეგარდი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი აცხადებს, რომ საქართველოში დაჩქარებულად განხილული და მიღებული კანონები ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან. “გუშინ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები დაჩქარებულად განიხილეს და მიიღეს. ეს ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებთან”, – წერს სტენეგარდი.
მეტი...ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე“ დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე გვარამია არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მეტი...“ტრამპის წარმომადგენელი რუსულ ნარატივებს ავრცელებს”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს არ აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა. “ვთვლი, რომ ბატონმა უიტკფომა საკუთარი თავისთვის რუსული მხარის სტრატეგია მიიღო. ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ის – გააზრებულად თუ გაუაზრებლად, არ ვიცი – რუსულ ნარატივებს ავრცელებს,” – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...არქიმანდრიტი ლაზარე და მამა გაბრიელის და, ქალბატონი ჯულიეტა (video)
“სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები ღრმად არაევროპულია”- პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები არაევროპულია. პაპუშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელშიც ელჩი ამბობს, რომ „სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ”. პაპუაშვილის თქმით, გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა ზურაბ ადეიშვილს,როგორც „წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარი შემოქმედს”. “სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია”- ამბობს პაპუაშვილი.
მეტი...პოლონეთი „ოპოზიციის რეპრესიებისთვის“ რვა ქართველ სამართალდამცავს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
პოლონეთი „ოპოზიციის რეპრესიებისთვის“ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს. შეაბამის განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს” – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...როგორ დავიცვათ ბავშვები სასიკვდილო ინფექციური ვირუსისგან?!
„თუ ეს ვაქცინა გამოტოვებული გაქვთ, მისი გაკეთება აუცილებელია“ – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ და მშობლებს მიმართავს. „მნიშვნელოვანია ერთო დეტალი – არ არის აუცილებელი ზუსტად იმ ვადებში მოხდეს წითელას ვაქცინაცია, რაც კალენდრით არის გათვალისწინებული. ანუ, საუბარია 1 და 5 წლის ასაკზე. თუ გამოტოვებული გაქვთ ვაქცინა და არ გაგიკეთებიათ ამ ასაკში, სავსებით შესაძლებელია ვაქცინაცია ექიმმა ბავშვის კალენდარს მოაგროს და გაკეთდეს 7-8 წლის ასაკში. ეს აუცილებელია ბავშვის დაცვისთვის“ – აღნიშნა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“. საქართველოში შემთხვევების მატება ძალიან მაღალია, თითქმის 1300%-იანი მატებაა 2024…
მეტი...ღაზაში “ცაჰალის” იერიშებს კიდევ 35 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ,,ცაჰალის” იერიშებს კიდევ 35 ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის ზონაში ისრაელის ძალები სახმელეთო რეიდებს ატარებენ. განცხადება გაავრცელა გაერომ. დოკუმენტის ტექსტში წერია, რომ 18 მარტს ისრაელი ,,ჰამასის” ზავის დასრულების შემდეგ, ღაზაში ნახევარი მილიონ ადამიანს ხელახლა მოუწია იძულებით საცხოვრებელი ადგილის დატოვება. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის აკრძალვა ,,ჰამასზე” ზეწოლის მექანიზმად დაასახელა.
მეტი...,,რუსეთი, ოდესის დაპყრობის შემთხვევაში, კიშინიოვს 72 საათში აიღებდა” – მოლდოვის პრემიერი
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთს შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქ ოდესისა და მთლიანად ოლქი დაკავების შემთხვევაში მოლდოვას 72 საათში დაიკავებდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავდა თუ არა მოლდოვის მთავრობა სცენარს, როცა ოდესა დაეცემოდა და რუსული ჯარი კიშინიოვს მიადგებოდა, რეჩანმა განაცხადა, რომ ასეთი ვარიანტები განიხილებოდა. „ჩვენ ჩვენი სცენარები უკვე მომზადებული გვქონდა. გულწრფელად გეტყვით, მოლდოვა სადღაც 72 საათს გაძლებდა“, – თქვა მან.
მეტი...,,ღმერთმა ორი სქესი შექმნა, ქალი და კაცი” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში წინა სააღდგომო ლოცვასა და ვახშამზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ღმერთმა ორი სქესი შექმნა, ქალი და კაცი. „მე მამაკაცებს ქალთა სპორტში ასპარეზობა ავუკრძალე. ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო. ხელი მოვაწერე აღმასრულებელ განკარგულებას, რომ ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა არის ასეთი: ღმერთმა შექმნა ორი სქესი – ქალი და კაცი. ასე რომ, წელს სააღდგომოდ ბევრი რამ გვაქვს საზეიმო. ვფიქრობ, წელს ყველაზე დიდებული აღდგომა გვექნება. ჩვენი სიძლიერისა და სიხარულის რეალური წყარო არის ღმერთისადმი რწმენა, და ჩვენ ამას არასდროს შევცვლით. არსებობს მოძრაობა, რომ ეს შეცვალონ, თუმცა ამას არასდროს დავუშვებთ“, – თქვა…
მეტი...ანკარაში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 525 ადამიანი დააკავეს
ანკარაში ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 525 ადამიანი დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, საპოლიციო ღონისძიება დედაქალაქის ყველა რაიონში ერთდროულად მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაციაა, რომელშიც ათასობით სამართალდამცველი მონაწილეობდა. პოლიცია 625 მისამართზე მივიდა.
მეტი...როგორ მოვიზიდოთ ფინანსები მარტივად?! (ვიდეო)
ეს მცენარე, რომელსაც კადრში ხედავთ, ფინანსური კეთილდღეობისა და ფინანსების მოზიდვის მცენარედ ითვლება. რა უნდა გააკეთოთ ფინანსების მოსაზიდად, იხილეთ ვიდეო.
მეტი...,,მოლდოვა ევროკავშირში არა 10-20 წელიწადში, არამედ უახლოეს ოთხ წელიწადში უნდა გაწევრიანდეს” – სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მოლდოვა ევროკავშირში არა 10-20 წელიწადში, არამედ უახლოეს ოთხ წელიწადში უნდა გაწევრიანდეს. მისი თქმით, ეს იოლი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია. „გვახსოვდეს, რაც გვინდა ყველაზე მეტად და ყველა შიდა უთანხმოებით, წყენებით და განსხვავებებით წავიდეთ წინ საერთო გზით, რომელიც უზრუნველყოფს სამ მნიშვნელოვან რამეს: უპირველეს ყოვლისა, მშვიდობას და უსაფრთხოებას ჩვენი ოჯახებისთვის; მეორე – სტაბილურობას და ეროვნულ ერთობას; მესამე – ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას. ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობისა და თავისუფლების უზრუნველყოფა გაცილებით იოლი იქნება, როდესაც ჩვენ ევროკავშირში ვიქნებით. სწორედ ამიტომ უნდა განვაგრძოთ დღე და ღამე მუშაობა, რომ ევროკავშირს…
მეტი...კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დავით დოიაშვილს, რომელიც გუშინ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა. აქციის მონაწილეების თქმით, დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის „ქართული ოცნების” მხრიდან გადადგმული მორიგი რეპრესიული ნაბიჯი. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და ცენზურას ცდილობს. კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ,,ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
მეტი...ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე დასწრებას გეგმავს
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან განხორციელებული დიდი ზეწოლის მიუხედავად, მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის აღლუმზე დასწრების გადაწყვეტილებას არ ცვლის. Associated Press-ი წერს, რომ ვუჩიჩმა, რომელიც ხშირად გამოხატავს პრორუსულ შეხედულებებს, განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმში სერბეთის ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფიც მიიღებს მონაწილეობას. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა სერბეთის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მისი მოსკოვში ვიზიტი პოტენციური ახალი წევრებისთვის ბლოკის წევრობის კრიტერიუმების დარღვევა იქნება და შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებზე.
მეტი...განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს
განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა. მათივე თქმით, მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულ მცირე ორი უცხო ენა. ,,დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ – ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები…
მეტი...,,საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან” – საფრანგეთის შს მინისტრი
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს განცხადებით, საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან. მისი თქმით, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, კავშირშია თუ არა ის მომხდარ თავდასხმებთან. ციხეებზე თავდასხმებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ციხის თანამშრომლების დაშინებას შეეცდება, დაისჯება. ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში საფრანგეთში თავდასხმები, სულ მცირე, ცხრა ციხეზე განხორციელდა. თავდამსხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მდებარე ციხეებთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჯერალდ დარმანინის განცხადებით, თავდასხმები სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობასა და ტერორისტულ აქტებს წარმოადგენს. ერთ-ერთ ციხესთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს
მეტი...,,სამწუხაროდ, ევროპა ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული” – პესკოვი
„აშშ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ევროპელებთან და უკრაინელებთან მუშაობას აგრძელებს. რა თქმა უნდა, ველით, რომ მოგვარების მშვიდობიანი გზების პოვნის მზადყოფნას ევროპელებიც და უკრაინელებიც გამოავლენენ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. კრემლის პრესსპიკერი, პარიზში უკრაინის დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საუბარი უკრაინის საკითხის მოგვარების სხვადასხვა ასპექტების შესახებ იქნება. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.
მეტი...მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება. Reuters-ის ცნობით, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების 28 სექტემბერს ჩატარებას მხარი დღეს გამართულ კენჭისყრაზე დაუჭირა. არჩევნების თარიღის შესახებ მოლდოვის მმართველი, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ ინიციატივას მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 32-მა თავი შეიკავა. როგორც მედია წერს, საპარლამენტო არჩევნებზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მთავარი მეტოქე ყოფილი გენერალური პროკურორის, ალექსანდრე სტოიანოგლოს კოალიცია „ალტერნატივა“ იქნება. ცნობისთვის, ალექსანდრე სტოიანოგლო გასულ წელს მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან დამარცხდა.
მეტი...აყვავებული, მწვანე სამეგრელო (ვიდეო)
ჩეხეთი რუსული ნავთობისგან დამოუკიდებელი გახდა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა, პირველად ისტორიაში, სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობისგან. მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა დასავლეთიდან მიმავალი TAL ნავთობსადენის სიმძლავრეების მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ. მილსადენით მიწოდებული ნავთობის პირველი გაზრდილი მოცულობები ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ნავთობსაცავში უკვე ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკას ამჟამად შეუძლია დასავლური მილსადენებიდან წელიწადში 8 მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობის გადატუმბვა, რაც სრულად დაფარავს ჩეხეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოხმარებას.
მეტი...,,უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მკვლელებზე იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ომი” – ზელენსკი
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მკვლელებზე და დავეხმაროთ ცოცხლებს, რათა დავასრულოთ ეს ომი და უზრუნველვყოთ საიმედო მშვიდობა“, – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ უკრაინაზე ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის თითოეული პაკეტი პირდაპირ იცავს ადამიანების სიცოცხლეს, რადგან რუსეთი ყოველ დღესა და ღამეს მკვლელობისთვის იყენებს. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორს, ვინც ამ გზით იყენებს თავის შესაძლებლობებს. ომები ძალის საშუალებით წყდება – ძალით აგრესორის წინააღმდეგ, ძალით სიცოცხლის დასაცავად“, – წერს ზელენსკი.
მეტი...,,თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება” – კახა კალაძე
„შეიძლება ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას, სადაც ის გამოეხმაურა „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების საკითხს. კახა კალაძის თქმით, პოლიტიკურად განსხვავებული პოზიცია და პროტესტიც მისთვის მისაღებია, თუმცა, სადაც ხარ, იქ უნდა იმუშაო და კონკრეტულ მიმართულებას მიხედო. „განსხვავებული აზრი უამრავ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ჩემს უწყებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. შეუძლებელია, რომ ყველას ერთნაირი აზრი გააჩნდეს. რაც შეეხება დოიაშვილის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო. თუმცა, რასაც…
მეტი...,,ეს ისეთივე შანტაჟია, როგორიც კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება იყო” – კახა კალაძე
,,საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხის წამოწევა არის ისეთივე შანტაჟი, როგორიც კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი იყო”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ცალკეული ბიუროკრატების მიდგომებისგან, რომლებიც დღეს ბრიუსელში არიან წარმოდგენილნი. „პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ შანტაჟს. შანტაჟის მექანიზმია სანქციები როგორც პიროვნულ დონეზე, ისე ქვეყანასთან მიმართებაში, საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ და სხვა ბევრი ელემენტი. ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ბიუროკრატებისგან, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან ბრიუსელში, ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც დაფუძნებულია…
მეტი...,,დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, მზად ვარ ვიბრძოლო, დავიცვა და ავაშენო ძლიერი კანადა” – კანადის პრემიერი
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, კანადის არჩევნებში მთავარი კითხვა არის ის, თუ ვინ არის საუკეთესო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დასაპირისპირებლად. „პრეზიდენტ ტრამპის მუქარის ფონზე, მზად ვარ ვიბრძოლო, დავიცვა და ავაშენო ძლიერი კანადა“, – აღნიშნა კარნიმ. კარნის „კონსერვატორი“ მეტოქის, პიერ პუალიევრის თქმით კი მარკ კარნი არ წარმოადგენს ცვლილებას კანადის „ლიბერალური პარტიის“ ათწლიანი მმართველობის შემდეგ და ის ზუსტად ისეთივეა, როგორც მისი წინამორბედი, ჯასტინ ტრუდო. კანადაში საყოველთაო არჩევნები 28 აპრილს ჩატარდება. მედიის ინფორმაციით, გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მმართველ „ლიბერალებსა“ და პიერ პუალიევის ოპოზიციურ „კონსერვატორებს“ შორის საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაიმართება. არჩევნებისთვის 28 მილიონი…
მეტი...,,ევროპელი ლიდერები გააგრძელებენ რუსეთთან ურთიერთობას, რადგან დიდ ქვეყნებს დიდი ინტერესები აქვთ” – კახა კალაძე
დედაქალაქის მერის განცხადებით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი კი მოუწოდებს სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმში მონაწილეობა არ მიიღონ, თუმცა, ამავე დროს თავად ამბობენ, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დიდ ქვეყნებს დიდი ინტერესები აქვთ და არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები სათავისოდ გამოიყენონ, როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. „მაშინ, როდესაც ქვეყანას თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, გვახსოვს რა მივიღეთ. დავკარგეთ ტერიტორიები, ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ ცუდ გაკვეთილზე ბევრი რაღაც ვისწავლეთ. დღეს, ჩვენი ქვეყანა ასე ძლიერად არის წარმოდგენილი და ჩამოყალიბებული სახელმწიფოა,…
მეტი...,,არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას” – კახა კალაძე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დავალებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის აგენტურა, რომლის შესაქმნელადაც, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში ასეულობით ლარი იხარჯებოდა, დღეს რადიკალური დაჯგუფების სახითაა წარმოდგენილი. ,,ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მისცემენ გარედან. არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან, მით უმეტეს, ეს აგენტურა, ჩვეულებრივი დაქირავებული ადამიანები არიან, ხელფასებს, ფულს იღებენ. ბოლო წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონია დახარჯული ქვეყანაში აგენტურის…
მეტი...სი ძინპინის აზიური ტურნე და სამპუნქტიანი შეთავაზება მალაიზიას
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამი ქვეყნის ტურნეს ფარგლებში მალაიზიასაც ესტუმრა და პრემიერ მინისტრთან ანვარ იბრაჰიმთან მოლაპარაკება გამართა, სადაც ჩინეთ-მალაიზიას სტრატეგიული საზოგადოების შექმნის შესახებ სამპუნქტიანი წინადადება გააჟღერა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და მალაიზიას აქვთ ათასწლოვანი მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბდა ისტორიის გრძელი კურსის განმავლობაში, გაძლიერდა კულტურული გაცვლის გზით, ღრმად გაიდგა ფესვები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით და უფრო დიდი მნიშვნელობა მოიპოვა. გასულ წელს მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობების 50 წლის იუბილე აღნიშნეს. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, 50 წლის განმავლობაში ჩინეთ-მალაიზია ურთიერთობამ დიდი შედეგი გამოიღო. „მომდევნო 50 წლის განმავლობაში, ორმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ინიციატივის ხელში ჩაგდება და…
მეტი...,,კალასს ის ფაქტი აწუხებს, რომ გამჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას ვერ შეძლებენ” – კახა კალაძე
„თუ საჭირო გახდება, მივიღებთ დამატებით ისეთ კანონებს, რაც ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს და სუვერენიტეტს აძლიერებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცებით ქვეყანაში გამჭვირვალობის გარეშე შავი ფულის შემოტანა და რევოლუციების მოწყობის მცდელობები აღარ მოხდება. „კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ვერ შეძლებენ გამჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას. შესაბამისად, ვერ მიმართავენ ამ ფულს სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაში. სწორედ ეს ფაქტი აწუხებთ. კანონების მიღება, კონკრეტული…
მეტი...