„2012-2016 წლები ბეწვის ხიდზე იარა პირველ რიგში ბიძინა ივანიშილმა, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდმა, განსაკუთრებით ის 4 წელი, რადგან კოალიცია იყო და ეს კოალიცია შედგებოდა მათ შორის ისეთი პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც აგენტურით იყო დაკომპლექტებული“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აქ არ იგულისხმება ყველა, თუმცა კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები „დიფ სთეითის“ აგენტურის წარმომადგენლები იყვნენ. „გეტყოდნენ, ეს არ დაიჭირო – ვერ დაიჭერდი; ეს დაიჭირე და ა.შ. პირდაპირ ასე მიდიოდა გარჩევა, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს დამნაშავე არ შეგიძლია დაიჭირო, ეს დამნაშავე შეგიძლია, დაიჭირო. ყველამ იცოდა, რომ დამნაშავეები იყვნენ,…
მეტი...დღე: აპრილი 16, 2025
“არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა”- პრემიერი
“არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა, როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ მინიმალური მოთხოვნაა, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ საკუთარ ქვეყანას. „ნეტავ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ჯანსაღზეც არ არის საუბარი, მინიმალური მოთხოვნა რომ დავაყენოთ, ნეტავ არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის უცხოური აგენტურა. ამაზე მეტი მოთხოვნაც არ გვაქვს. ნუ იქნება ბოლომდე ჯანსაღი, ნუ იქნება ბოლომდე კომპეტენტური, ოღონდ…
მეტი...„შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება – იძულება გახარიას გაპრემიერება”- კობახიძე
„შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძს შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშბლო არ უნდა გაეყიდა. „ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას მინიმუმ სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა“…
მეტი...“თურქეთი და აზერბაიჯანი ერთიანი არმიის შექმნაზე მუშაობენ”- ჰულუსი აქარი
“თურქეთი და აზერბაიჯანი ერთიანი არმიის შექმნაზე მუშაობენ”- ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა. ჰულუსი აქარმა აღნიშნა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში ერთად უნდა იმუშაონ. “გარდა იმისა, რომ ერთი ერი ვართ, ერთი ჯარიც ვართ. ამჟამად მიმდინარეობს პროცესი ერთიანი არმიისკენ. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ თავდაცვის სფეროში. ამის წინაპირობაა ერთობლივი სამხედრო წვრთნები“ – აღნიშნა ჰულუსი აქარმა.
მეტი...„სამეფო უბნის თეატრი“ სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს
„სამეფო უბნის თეატრი“ სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს, რომელიც, კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა. „ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა „ახალი თეატრის“ თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში… მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე“ – წერია განცხადებაში.
მეტი...“კახა კალაძე თავისი გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო” – კობახიძე
“კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, ისევ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. „პოლიტიკური საბჭოს შეკრება არ გვქონია ამ საკითხზე, ამიტომ, მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მეტი...ნორვეგია საქართველოს “გრანტების შესახებ” კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები ძირს გამოუთხრის ქართული სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიასა და დამოუკიდებლობას. “ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს, რაც ძირს გამოუთხრის ქართული სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიასა და დამოუკიდებლობას. გაუქმებისკენ მოვუწოდებთ” – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან პროტესტის ნიშნად მსახიობები შეიკრიბნენ
“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან” დავით დოიაშვილის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მსახიობები შეიკრიბნენ. თეატრის წინ მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მსახიობი, გიორგი ბახუტაშვილი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის უკავშირებს. “ბიძინა ივანიშვილის სახელით გაჟღერდა, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო არაფერ შუაშია. თუ ჰგონია, რომ ის იქნება ერთადერთი ტირანი, ვინც ხალხის დაჭერით ძალაუფლებას დიდხანს შეინარჩუნებს, ამას ცოტა ხანში დაინახავს” – განაცხადა ბახუტაშვილმა. კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მეტი...რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა.საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” წინ, სადაც მოქალაქეები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
მეტი...ასპინძაში ყირიმ-კონგოს ცხელება 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგოს ცხელება 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, პაციენტი თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ახლა კი მკურნალობას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ეროვნულ ცენტრში აგრძელებს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მეტი...სააგენტოებს აღარ ექნებათ მუდმივი ადგილი აშშ-ის პრეზიდენტის ღონისძიებების გაშუქების ჯგუფში
ახალი ამბების სააგენტოებს აღარ ექნებათ მუდმივი ადგილი ჟურნალისტების ვიწრო ჯგუფში, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობას აშუქებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“, თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით, წერს. მანამდე, სააგენტოები „ასოშიეიტედ პრესი“, „ბლუმბერგი“ და „როიტერსი“ შედიოდნენ პრეზიდენტის გაშუქების მუდმივ ვიწრო ჯგუფში. თებერვლიდან თეთმა სახლმა „ასოშიეიტედ პრესი“ ჯგუფიდან გარიცხა, მას შემდეგ, რაც სააგენტომ უარი თქვა, ტრამპის ბრძანებისამებრ, „ამერიკის ყურედ“ მოეხსენიებინა აშშ-ის სამხრეთით მდებარე წყლები.
მეტი...ევროკომისიამ უსაფრთხო ქვეყნების სია მოამზადა
ევროკომისიამ გამოაქვეყნა იმ სახელმწიფოების სია, რომლებიც მომავალში უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად ჩაითვლებიან. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, სიაში შვიდი ქვეყანა შედის. ესენია: კოსოვო, ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. აღნიშნული ქვეყნებიდან მიგრანტების თავშესაფრის მოთხოვნებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაჩქარებული წესით განიხილავენ, რადგანაც აღნიშნული ქვეყნებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსი დაბალია. ევროკომისიის გადაწყვეტილების თანახმად, დაჩქარებული პროცედურა, მაქსიმუმ, სამ თვეს უნდა გაგრძელდეს. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა თითოეული თავშესაფრის მოთხოვნა ინდივიდუალურად უნდა განიხილონ, იმის მიუხედავად, პირი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდანაა თუ არა. სია ევროპარლამენტმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ. გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც კონფლიქტებთან დაკავშირებული ძალადობა ფიქსირდება,…
მეტი...“საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს”- ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს. კოლსი მოითხოვს, რომ სანქციები დღის წესრიგს დაუბრუნდეს. “საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის. “ქართული ოცნების” ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის უცხოურ დახმარებას კრძალავს – თუ ის დამტკიცებული არ იქნება რეჟიმის მიერ, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს. ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან. ევროპარლამენტმა უარყო საქართველოს 2024 წლის არჩევნები, როგორც არალეგიტიმური და ერთი წლის განმავლობაში ახალი არჩევნების მოწოდებით გამოვიდა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე” – წერს კოლსი.
მეტი...პროკურატურამ საგამოძიებო კომისაზე გამოუცხადებლობის გამო გვარამიას ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი წარუდგინა. გვარამიას ბრალი თბილისის პროკურატურაში გააცნეს. გვარამია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიამ და პროკურატურამ ღრმად შეტოპეს. „ბრალი წარმიდგინეს, არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ამ კომისიამ და პროკურატურამაც ძალიან ღრმად შეტოპეს. როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ პროკურატურა შეიცვლება, ცხადია, იტყვის, რომ გვარამია იყო მართალი, ეს კომისია იყო არაუფლებამოსილი და პარლამენტიც არაუფლებამოსილი, არალეგიტიმური”– აღნიშნა გვარამიამ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი გირაო შეუფარდა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო…
მეტი...საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ჯაფარიძეს 20 000- ლარიანი გირაო შეუფარდეს
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ჯაფარიძე ამბობს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.
მეტი...“დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს”- კალასი
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, საქართველოში დღეს მიღებულ კანონს ეხმაურება. როგორც კალასი წერს, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებს. “დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს. ნაჩქარევად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება. ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებს”- წერს ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების…
მეტი...“საქართველოში დღეს მიღებული კანონი გაზრდის არსებულ რეპრესიებს”- მარტა კოსი
გაფართოების საკითხებზე ევროკომისარი, მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს მიღებული კანონი ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებისგან დამაშორებელი ნაბიჯია. “ღრმა წუხილს გამოვთქვამ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ, ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებისგან დამაშორებელ კიდევ ერთ ნაბიჯთან დაკავშირებით. დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს. მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს“ – წერს კოსი. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი…
მეტი...დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, “არაერთგზის გაფრთხილების” მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა. კერძოდ, თეატრში…
მეტი...„რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ” – შალვა პაპუაშვილი
,,ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე, ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ… უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ომი ომი არ იყო, ჩვენი სისხლი სისხლი არ იყო, ჩვენი ცრემლი ცრემლი არ იყო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
მეტი...,,საფრანგეთს სჭირდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რათა გაუმკლავდეს დესტაბილიზაციის ცუნამს” – ბაირუ
,,საფრანგეთს სასწრაფოდ სჭირდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რათა გაუმკლავდეს დესტაბილიზაციის ცუნამს, რომელიც მოიცავს აგრესიულ რუსეთს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოწვეულ სავაჭრო ომს”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ განაცხადა. მისი თქმით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებითა და ტრადიციული მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებებით გამოწვეულმა არეულობამ მსოფლიოში ნდობა შეარყია. „აშშ-ის პრეზიდენტმა დაიწყო ქარიშხალი, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში არ დასრულდება. თითქოს ომი არ იყოს საკმარისი, დესტაბილიზაციის ცუნამიმ შეარყია პლანეტა“, – განაცხადა ბაირუმ.
მეტი...26 მაისს შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება
საქართველოს მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. მთავრობის განკარგულების მიხედვით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფიცის დადების ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება. დოკუმენტის თანახმად, კულტურის სამინისტროს დაევალა თბილისში, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა. მათ შორის მოეწყობა: სპორტული აქტივობების სივრცე, კულტურული აქტივობების თემატური სივრცე, საგამოფენო სივრცე, საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცე, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს 17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, პრეზიდენტის სასახლესა და მის…
მეტი...,,საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში” – იუკნევიჩიენე
,,საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში. ,,ქართული ოცნების” მიღებული კანონი, საერთაშორისო დონორებს ავალდებულებს, რომ არასამთავრობოების, მედიის და სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე ნებართვა ხელისუფლებისგან მიიღოს’, – წერს X-ზე ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე. ,,ვერცერთი ევროკავშირის თუ საგარეო დახმარება ვერ მიაღწევს თავისუფალ ხმებამდე, თუ რეჟიმის ფილტრს არ გაივლის, რომელიც თავის მხრივ ამ ხმების ჩახშობას ცდილობს. ეს არის სახელმწიფოს ნამდვილი მიტაცება. მიზანი: დასაჯონ პროტესტის მონაწილეები, გაანადგურონ კრიტიკული მედია და დააფინანსონ მხოლოდ რეჟიმთან მეგობრული არასამთავრობოები. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ საქმე გამჭვირვალობას ეხება – სინამდვილეში კი ეს რეპრესიაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან. თითქოს ეს არ იყო საკმარისი. ბანკებს ავალდებულებენ გადსცენ…
მეტი...ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ექვს მილიონამდე საარტილერიო ჭურვი მიაწოდა
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ექვს მილიონამდე საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. როგორც „როიტერის“ გამოძიების შედეგები აჩვენებს, ჩრდილოეთ კორეამ, მხოლოდ ბოლო 20 თვის განმავლობაში, რუსეთს ოთხი მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა, რომლებიც აქტიურად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში. „როიტერის“ გამოძიება ადასტურებს, რომ ჭურვების მიწოდებები ხორციელდება სისტემურად, საზღვაო და სარკინიგზო მარშრუტებით, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები. გამოძიების ფარგლებში აკვირდებოდნენ 64 რეისს ჩრდილოეთ კორეის პორტ „რაჯინში“, რომლებიც 2023 წლის სექტემბრიდან 2025 წლის მარტამდე ოთხი რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემით რუსეთის პორტებში „ვოსტოჩნი“ და „დუნაი“ ჩავიდნენ. ამ რეისებით მიწოდებული იყო თითქმის 16 ათასი კონტეინერი საარტილერიო ჭურვებითა და სხვა…
მეტი...სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო პარიზში უკრაინის, ირანისა და სავაჭრო საკითხების განსახილველად ჩავლენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი პარიზში უკრაინის, ირანისა და სავაჭრო საკითხების განსახილველად ჩავლენ. Politico-ს ცნობით, რუბიოს და უიტკოფის ვიზიტი მიმდინარე კვირას შედგება. ტრამპის სპეცწარმომადგენელი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ხოლო რუბიო მის ფრანგ კოლეგას, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდება. მედიის ინფორმაციით, უიტკოფი მაკრონთან შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რამდენიმე დღის წინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართავს. ის საფრანგეთის პრეზიდენტთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დეტალებს განიხილავს. საფრანგეთის პრეზიდენტი, თავის მხრივ, ევროკავშირის მიერ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებში ლიდერის როლს ასრულებს. გამოცემის ცნობით, ეს იქნება ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი…
მეტი...შსს-ს ცნობით, აქციების დროს დაშავებულმა პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა
შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივის, გიორგი ზაბახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა – გიორგი ზაბახიძემ, გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაეწია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ…
მეტი...სააღდგომოდ მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ოთხი ავიარეისი დაინიშნება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ოთხ ავიარეისი ინიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება: 17 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 13:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა -14:45 საათზე. 17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი, გაფრენა – 17:45 საათზე. 22 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 13:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა – 14:45 საათზე. 22 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:45 საათზე; ნატახტარი-მესტიის…
მეტი...მალდივების რესპუბლიკამ ისრაელის პასპორტის მქონე პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
მალდივების რესპუბლიკამ ისრაელის პასპორტის მფლობელებს ქვეყანაში შესვლა ოფიციალურად აუკრძალა. კანონის რატიფიცირება უკვე მოხდა და აკრძალვა დაუყოვნებლივ შევა ძალაში. მალდივების მთავრობის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს მათ „მტკიცე პოზიციას ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის შემთხვევებისა და სისასტიკის საპასუხოდ“. მალდივების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც დაფიქსირებულია მხარდაჭერა „დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნისადმი“.
მეტი...ხვალ, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 17 აპრილის 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გვირაბის სენაკის-თბილისის მიმართულებაზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
მეტი...აშშ-ში სკოლაში სროლა იყო – არიან დაჭეილები
აშშ-ში, დალასში, Wilmer-Hutchins-ის საშუალო სკოლაში სროლა იყო, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიჭრა. cbsnews-ის ცნობით, 3 დაჭრილის ასაკი 15-დან 18 წლამდეა, ხოლო მეოთხე დაშავებულის შესახებ ინფორმაცია უცნობია. დაშავებულებს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვთ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. პოლიცია სკოლის მოსწავლეს ეძებს, რომელმაც სავარაუდოდ ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მისი ვინაობა იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერჯერობით არ საჯაროვდება. სკოლაში სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყდა.
მეტი...,,ევროპამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს” – ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. მისი თქმით, ევროპამ გამოიღვიძა, თუმცა, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ევროკავშირში სერიოზული ცვლილებებია საჭირო. ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკის გამო ევროკავშირმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან უნდა ჩამოაყალიბოს ეკონომიკური ურთიერთობები და ევროპულ ბაზარზე მოიზიდოს.
მეტი...,,კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს” – პესკოვი
,,კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს”, – კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის რადას მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 6 აგვისტომდე გაგრძელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჩვენ წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებაც ვნახეთ იმის შესახებ, რომ იქ საქმე ავტორიტარული ტენდენციებით ვითარდება. ეს სრულიად ნათელია“, – განაცხადა პესკოვმა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება საკუთარ თავს თავად აუკრძალა.
მეტი...სლოვაკეთსა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კონსტანტინე ქვაჩაკიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა უკვე გამოსცა. ამასთან, ის ასევე მიმართავს მიხეილ ყაველაშვილს კონსტანტინე ქვაჩაკიძე, რომელიც ამჟამად კვიპროსის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობას იკავებს, გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილს მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ირაკლი ასაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებითაც მიმართავს. „20 აპრილიდან მალაიზიაში ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ირაკლი ასაშვილის კანდიდატურა“,- წერია დოკუმენტში.
მეტი...მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთს ეწვევა
მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად შესაბამისი წინადადებით მან მთავრობას უკვე მიმართა. როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან. „საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ -მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე“, – წერია დოკუმენტში.
მეტი...,,ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია” – ილჰამ ალიევი
,,საქართველო-აზერბაიჯანს გვაერთიანებს სხვადასხვა პროექტი, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ნავთობის და გაზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების პროექტები. დიდი მნიშვნელობის პროექტებია და არა მარტო სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის სატრანსპორტო რუკას ქმნის”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ჩვენ თუ ვისაუბრებთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ეს ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროებში გვაქვს პორტების, გზების ინფრასტრუქტურული პროექტები. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი პროექტები. დღეს…
მეტი...პარლამენტმა ნარკოდანაშაულზე კანონპროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა ნარკოდანაშაულის შესახებ კანონი საბოლოოდ, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები მკაცრდება. კერძოდ, მიდგომა მკაცრდება როგორც ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისთვის, ასევე ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართაც. დეპუტატ, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ანტინარკოტიკული კანონის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატება. გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის. ასევე იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე,…
მეტი...,,ისრაელის პოლიტიკა ნათელია, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა” – ისრაელ კაცი
,,ისრაელის პოლიტიკა ნათელია, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა”, – ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისრაელი „ჰამასზე“ ზეწოლისთვის იყენებს. მისი თქმით, სამომავლოდ ღაზაში ჰუმანატარული დახმარების შეტანის მიზნით სამოქალაქო მექანიზმი უნდა შეიქმნას. „ამჟამად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას არავინ გეგმავს და ამისთვის არავინ ემზადება. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სამომავლოდ ჰუმანიტარული დახმარებისთვის სამოქალაქო მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელზეც წვდომა „ჰამასს“ არ ექნება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მეტი...