,,ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. „ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება, მაგრამ როდესაც ოკუპანტი ამ საკითხზე დაიწყებს საქართველოსთვის პოზიტიურ კონტექსტში საუბარს, მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე, მაგრამ ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, ასეთი სუბიექტი და ოკუპანტი ქვეყანა და მხარე, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ჩვენი მხრიდან დადებით პასუხს ვერ მიიღებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მეტი...დღე: აპრილი 15, 2025
„ბოლოს, უფროს კლასელთან ერთად შენიშნეს“ – თბილისში დაკარგულ მოზარდს ეძებენ
თბილისში დაკარგულ მეექვსეკლესელ ბარბარე ლაფაჩს ოჯახი და პოლიცია ეძებს. მოზარდის დედის თქმით, გოგონა გუშინ, 14:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. „გუშინ, 14:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა, სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გამოვკითხე კლასელები და მითხრეს, რომ ბოლოს, უფროს კლასელ გოგონასთან ერთად შენიშნეს, არ ვიცით, სად წავიდნენ,“ – ამბობს მშობელი. ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუკავშირდით მშობელს ნომერზე: 577 160 080, ან 112-ს.
მეტი...მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს ვარკეთილი 3-ის, მესამე მიკრორაიონში მდებარე სკვერში მოემსახურა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ რეგისტრაციასა და სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოქალაქეებს, მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში ცხოველების რეგისტრაციის შემთხვევაში, უფასო სტერილიზაციის მომსახურება შესთავაზა. ამჯერად მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს ვარკეთილი 3-ის, მესამე მიკრორაიონში მდებარე სკვერში მოემსახურა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქციის ფარგლებში მიეღოთ შემდეგი სერვისები: ძაღლის რეგისტრაცია + უფასო სტერილიზაცია ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველების კომპლექსური ვაქცინაცია ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას! ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, შერეული ჯიშის (მეტისი) ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე…
მეტი...„100%-ით დარწმუნებული ვარ, ეს გაკვეთილი, არ დაგვავიწყდება“ – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს ესმის განსხვავება შეერთებულ შტატებთან ორმხრივად მომგებიან შეთანხმებასა და კიდევ ერთ ხაფანგს შორის, რამაც შეიძლება ქვეყანა სხვადასხვა სფეროში დამოკიდებულებამდე მიიყვანოს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დაფუძნებული, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი სხვა ქვეყნებთან დიალოგისთვის მზადაა, როდესაც ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, მოსკოვმა არ უნდა დაუშვას, რომ ეკონომიკურ, ტექნიკურ, სამხედრო და სხვა სფეროებში კვლავ დამოკიდებული გახდეს. „100%-ით დარწმუნებული ვარ, ეს გაკვეთილი, არ დაგვავიწყდება“, – აღნიშნა ლავროვმა.
მეტი...,,აგვისტოს ომამდე გამალებით მიდიოდა სახელმწიფო ქონების მიტაცება სააკაშვილის ოჯახის მხრიდან” – ჯონდი ბაღათურია
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება პოლიტიკოსმა, ჯონდი ბაღათურიამ, სააკაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცებაზე ისაუბრა. „ყველა ეს ქონება, რომელსაც მე წარმოვადგენ არის შეძენილი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. აქ არის წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, რომლებიც ადასტურებს ქონების რეგისტრაციას. ძირითადი ქონება არის რეგისტრირებული აგვისტოს ომის წინა პერიოდში, ზოგი რამდენიმე დღით ადრე, ზოგი ოცი დღით ადრე, ზოგი ერთი თვით ადრე. 2008 წლის 7 აგვისტოს ხომ არ გადაუწყვეტს მას ამ ავანტიურაზე წასვლა, ანუ აგვისტოს ომამდე გამალებით მიდიოდა სახელმწიფო…
მეტი...უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მიიღო
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს განცხადებით, უკრაინამ მიიღო შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს უკრაინუილი წარმოების თანამედროვე, შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღი, რომელიც უკვე წარმატებით გამოიყენება ფრონტის ხაზზე. ეს მიწოდება, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა და რომელიც დაფინანსებული ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ, წარმოადგენს პირველ ტრანშს ისტორიული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გზით“, – წერს მინისტრი. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა და ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.
მეტი...რუსეთის ხუთ რეგიონში 115 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ხუთ რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, 115 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 109 უპილოტო საფრენი აპარატი, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. 3 ვორონეჟის ოლქში, თითო-თითო მოსკოვის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 9 ადამიანი.
მეტი...სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ,,სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორები”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე…
მეტი...შსს-მ თაღლითობის მცდელობის საქმეზე 6 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 6 ადამიანი დააკავეს. „ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული არიან: სომხეთის მოქალაქე 2005 წელს დაბადებული გ.ჰ., უკრაინის მოქალაქე 1986 წელს დაბადებული ტ.კ., წარსულში ნასამართლევი რუსეთის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული თ.ა., 2004 წელს დაბადებული კ.კ., 1996 წელს დაბადებული ა.ტ. და წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული გ.ა. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს…
მეტი...,,გუშინ, ჩვენების მიცემისას, გიორგი გახარია, ბევრ საკითხზე საკუთარ ტყუილშივე გაიხლართა” – შალვა პაპუაშვილი
,,გუშინ, ჩვენების მიცემისას, გიორგი გახარია, ბევრ საკითხზე საკუთარ ტყუილშივე გაიხლართა. თუმცა, ცალკე გამოსაყოფია, მელიას დაკავება-არდაკავების საკითხში უცხოელების ჩარევაზე კითხვა და მისი დაბნეულობა”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ,,კითხვისგან რამდენჯერმე გაქცევის შემდეგ, მან ▪️ჯერ ვერ გაიხსენა, შეხვდა თუ არა რომელიმე ელჩს; ▪️შემდეგ გაიხსენა, რომ შეხვდა, მაგრამ ვერ გაიხსენა რა საკითხზე; ▪️შემდეგ გაიხსენა, რომ მელიას საკითხზე, მაგრამ ასე მითხრეს, დასაჭერია და დაიჭირეო. (ამ ბოლო ტყუილს ვინ დაიჯერებს, მაგრამ ამ ტყუილით ყოფილი ელჩი რომ დამატებით სკანდალში გახვია, ეს ცალკე საკითხია) მართლაც საცოდავი სანახავი იყო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ საკითხზე,…
მეტი...როგორი იყო მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლის გადასატანი კანდელი?!
ცოტა ხნის წინ, ქ. აშკელონთან, არქეოლოგიური სამუშაოებისას, ისრაელელი არქეოლოგებმა მეხუთე საუკუნის, უნიკალური, მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლის გადასატანი კანდელი აღმოაჩინეს. კანდელთან ერთად ნელსაცხებლის პატარა ბოთლიც იყო, რომლითაც მაცხოვრის საფლავზე გარდამოხსნის მსახურების ნელსაცხებელიც მიჰქონდათ. სწორედ ეს ფოტოებია აღბეჭდილი სურათზე, რომელსაც ლაშა ჟვანია გვიზიარებს.
მეტი...აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს
Reuters-ის ცნობით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ომში უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. კერძოდ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, გრეგ მიკსმა, წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის მრავალშრიან დახმარებას ითვალისწინებს, უსაფრთხოების საჭიროებების დაფინანსებიდან და ომის შემდგომი რეკონსტრუქციიდან დაწყებული, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით დამთავრებული. კანონპროექტს პირველ ნაწილში კიდევ ერთხელ დასტურდება უკრაინის და NATO-ს მხარდაჭერა, ასევე არის შეთავაზება შეიქმნას უკრაინის რეკონსტრუქციის სპეციალური კოორდინატორის თანამდებობა. მეორე ნაწილში საუბარია უკრაინის დახმარებაზე უსაფრთხოების სფეროში და სამხედრო დაფინანსებაში. მესამე ნაწილი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზეა საუბარი, რომლებიც რუსულ ბანკებსა და…
მეტი...რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა. სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა. უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის. ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე. რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების. ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.
მეტი...დღეს დიდი სამშაბათია
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს. თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ,,დიდი” უწოდა. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს. დიდი სამშაბათი დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მოწმუნეებს სულიერი სიფხიზლისაკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისაკენ, განსაკუთრებით კი…
მეტი...სი ძინპინმა ტურნე დაიწყო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტური დაიწყო. სი ძინპინი ოფიციალურ ვიზიტში შედის ვიეტნამი, მალაიზია და კამბოჯა. ვიეტნამში სი ძინპინს გრანდიოზულად დახვდნენ. მისი ერთ-ერთი გზავნილი კი იყო ხელი-ხელჩაკიდებული სვლა მოდერნიზაციის გზაზე. ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ორი მხარეს მოუწოდა, მეტი სტაბილურობა და პოზიტიური ენერგია შემოიტანონ მსოფლიოში. როგორც მან აღნიშნა, ორივე მხარე გადამწყვეტ ეტაპზეა შესაბამისი განვითარებისა და გაახალგაზრდავების გზაზე. „საერთაშორისო ლანდშაფტის წინაშე ვდგავართ ცვლილებითა და ტურბულენტობით. ჩინეთმა და ვიეტნამმა უნდა გააძლიერონ ნდობა თავიანთი გზებისა და სისტემების მიმართ, გაზარდონ სოლიდარობა და კოორდინაცია, გააგრძელონ ჩინეთი-ვიეტნამის საზოგადოების აშენება საერთო მომავლით, რომელიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს,…
მეტი...დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება
დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. კომისიის წევრების კითხვებს, ჯონდი ბაღათურია უპასუხებს. ბაღათურიასთან ერთად, კითხვებს მისი დაცვის ქვეშ მყოფიც უპასუხებს. ასევე კომისიაზე განიხილება 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირთა კორუფციული გარიგებები და საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები.
მეტი...ტრამპის ადმინისტრაციას სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ბიუჯეტის განახევრება სურს
Politico-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის კონგრესისთვის მიმართვისთვის ემზადება, რათა საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ი ბიუჯეტის ორჯერ შეამცირებინოს. როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსება 28,4 მილიარდი დოლარი იქნება. დღეს ამ უწყებების ერთობლივი ბიუჯეტი 54,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც Politico აღნიშნავს, ბიუჯეტის შემცირებული ხარჯები ისეთი პროგრამების ლიკვიდაციასაც გულისხმობს, როგორიცაა დემოკრატიის მხარდაჭერა, საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის პროგრამა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა. გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, განახევრდება ხარჯები, რომელიც ადრე ჯანდაცვის გლობალური პროგრამებისთვის, მიგრაციისა და ლტოლვილების პრობლემის მოგვარებისთვის გამოიყოფოდა. ორმა წყარომ Politico-ს აგრეთვე განუცხადა,…
მეტი...აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ორშაბათს, სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. abcnews-ის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სან დიეგოს ოლქში მდებარეობდა, მაგრამ ბიძგები იგრძნობოდა ჩრდილოეთით, ლოს-ანჯელესამდე. სან დიეგოს სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავების ან ნგრევის შემთხვევა არ ყოფილა.
მეტი...„უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ნატანჯი სული“ – იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. „გარდაიცვალა ქალბატონი ნინო ბერიძე. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ნატანჯი სული. სამწუხაროა… ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ განსაცდელს. ვუსურვებთ გაძლიერებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...გამოიდარებს და დათბება +20 გრადუსამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 აპრილს…
მეტი...საბერძნეთში სამუშაოდ წასულ ემიგრანტ ქალს ოთახის დალაგებისას საწოლი დაეცა და დაიღუპა
საბერძნეთში, სანტორინზე სამუშაოდ წასულ ემიგრანტ ქალს ოთახის დალაგებისას საწოლი დაეცა და დაიღუპა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 59 წლის ქალი სასტუმროში ოთახებს ალაგებდა. როგორც ირკვევა, კონკრეტულ სასტუმროში კედელზე მიმაგრებული საწოლი იყო, რომელიც მოულოდნელად ჩამოიხსნა და ზედ დაეცა. ქალი კისერში გადატყდა და უმძიმესი დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
მეტი...ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის დეტალურ გეგმას 6 მაისს გამოაცხადებს
ევროკომისია რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის დეტალურ სტრატეგიას 6 მაისს გამოაცხადებს. Reuters ევროკავშირში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე უარი თქვას. თუმცა, ევროკომისიამ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის თანდათანობითი შეწყვეტის ,,საგზაო რუკის” გამოქვეყნება გადადო. დოკუმენტის გამოქვეყნება თავდაპირველად გასულ თვეში იგეგმებოდა. გეგმის გამოქვეყნება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გამო გადაიდო. გარდა ამისა, ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებია სანქციები რუსული გაზის იმპორტზე. შეზღუდვები მხოლოდ რუსულ ნავთობზე დაწესდა. ამასთან, ევროკომისიას ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ…
მეტი...,,უკვე 34 დღეა, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე აშკარა უარს ამბობს” – ზელენსკი
,,უკვე 34 დღეა, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე აშკარა უარს ამბობს. პუტინი ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. ,,უკვე 34 დღის წინ, უკრაინამ დადებითად უპასუხა აშშ-ის წინადადებას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ – ყველა დარტყმა განხორციელდა სუმის, კრივი რიჰისა და დნიპროს, კუპიანსკისა და ბერისლავის, ასევე მთელი ფრონტის გასწვრივ. უკვე 34 დღეა, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე აშკარა უარს ამბობს. ახლა, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პუტინი ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული”, – ამბობს ზელენსკი.
მეტი...რუსეთმა სუმიზე მორიგი იერიში მიიტანა
რუსეთმა ქალაქ სუმიზე მორიგი იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სუმის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, იერიშის დროს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსეთმა ქალაქ სუმიზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცრე 35 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, დაშავდა 100-ზე მეტი მოქალაქე.
მეტი...