კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 17 აპრილს გამოცხადდება. მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ჯაიანი დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს. იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დაცვის მხარის არგუმენტაციას გაიზიარებს, ანუ ვერ დაინახავს დამამძიმებელ გარემოებებს, ბექა ჯაიანის სასჯელი მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 წლით პატიმრობა იქნება. ტრანსგენდერი ქალი, კესარია ამბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს. მას ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.
მეტი...დღე: აპრილი 15, 2025
იტალიაში ქართველ ემიგრანტს მატარებელი დაეჯახა – დაღუპულია 25 წლის ბიჭი
იტალიაში, საქართველოს მოქალაქეს სამგზავრო მატარებლი დაეჯახა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა წარმოშობით ოკუპირებული გალიდან იყო. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა რომი-პიზას სარკინიგზო ხაზზე მოხდა. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.
მეტი...მამარდაშვილი იმ მეკარეების ათეულშია, რომლებმაც „ვალენსიაში“ ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს
გიორგი მამარდაშვილი იმ მეკარეების ათეულში შევიდა, რომლებმაც „ვალენსიაში“ ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. საქართველოს ნაკრების წევრმა „ვალენსიაში“ 127 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, აქედან 120 – ლა ლიგაში. მამარდაშვილი კლუბში მეოთხე სეზონს ატარებს, თუმცა გასულ ზაფხულს მისი ტრანსფერი „ლივერპულმა“ გამოისყიდა და ესპანეთში ახლა იჯარით თამაშობს. მამარდაშვილი აღნიშნულ სიაში მეათე ადგილზეა – მან თანაგუნდელ ხაუმე დომენეკს გადაასწრო, რომელიც მეთერთმეტეა.
მეტი...“აშშ-სთან სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა“- ზელენსკი
პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდებს შორის სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გასულ კვირას დადებითად წარიმართა. „ჯერჯერობით ორივე მხარემ შეხვედრა პოზიტიურად დაასრულა“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ, ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი, გუნდები წარმოადგენენ, „რა შედეგებსაც მიაღწიეს“.
მეტი...გაყალბებული ქვითრები და ზეწოლა სტუმრებზე – სპეცოპერაცია ერთ-ერთ ღამის კლუბში
შარდენის 10 ნომერში მდებარე ღამის კლუბში 6 ადამიანი დააკავეს. სომხეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს თაღლითობის მცდელობა ედებათ ბრალად. ექვსივე პირი ღამის კლუბის პერსონალია და პოლიციამ ისინი დანაშაულის ფაქტზე დააკავა. ჯგუფის წევრები კლიენტებს რეალურზე მეტის გადახდას სთხოვდნენ. კლიენტებთან მიმტანებს გაყალბებული ქვითრები მიჰქონდათ. უკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეში უკვე სხვა თანამშრომლები ერეოდნენ და სტუმრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულები სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს. დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან.
მეტი...პარლამენტთან საპროტესტო აქციაა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოგვიანებით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
მეტი...“ცდილობდნენ ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე”- მაკო გომური
2019 წლის 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევისას დაშავებული მაკო გომური პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მიერ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიას გამოკითხვასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ეს იყო ცირკი, რომელიც ორმა პარტიამ მოაწყო. გომური ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ და მაშინდელი პრემიერი დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობენ. „აბსოლუტური ცირკი იყო. სანახაობა, რომელიც დაგვიდგეს „ქართული ოცნების“ და გახარიას პარტიებმა. ახალი არაფერი არ იყო ნათქვამი. საერთოდ არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. ეს იყო ორივე მხარის დანაშაული და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე. ჩემი ბრძოლა, რომელიც 6 წლის წინ დავიწყე დღემდე გრძელდება, ამ…
მეტი...სუმთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ განცხადების მიღება აშშ-ის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა
უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიში შესახებ „დიდი შვიდეულის“ ერთობლივი განცხადების მიღება აშშ-ის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს და წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „დიდი შვიდეულის“ წევრ მოკავშირეებს აცნობა, რომ არ შეუძლია სუმიზე რუსეთის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის დაგმობის შემცველი განცხადების ხელმოწერა, რადგანაც მუშაობს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესანარჩუნებლად. კანადამ, რომელიც წელს „დიდი შვიდეულის“თავმჯდომარე ქვეყანაა, შეატყობინა მოკავშირეებს, რომ აშშ-ის თანხმობის გარეშე განცხადების გაკეთება შეუძლებელია.
მეტი...“უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია”- მარკ რუტე
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ქალაქ ოდესაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია. “დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე. უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრს გაუძლო – მათ შორის კვირას რუსეთის თავდასხმას სუმზე. ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა შეძლოს თავდაცვა დღეს და სამომავლო აგრესიის შეკავება, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და მყარ მშვიდობას”-წერს რუტე. “Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ – მზად ვართ, ისინი ვიყიდოთ”- ზელენსკი
მეტი...“პოლიციელმა, რომელიც აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა “- შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციელმა, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მკურნალობა საქართველოსა და თურქეთში უტარდებოდა, თუმცა მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციელს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბლაგვი საგანი ესროლა.
მეტი...“Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ – მზად ვართ, ისინი ვიყიდოთ”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. შეხვედრი შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუბარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე იყო. “მთავარი ფოკუსი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე იყო. აბსოლუტურად ყველა ხედავს, როგორ სასწრაფოდ საჭიროებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს. ევროპასა და ამერიკაში პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვაზე ჩვენი შეთანხმებების იმპლემენტაციას ვიმედოვნებთ. Patriot სისტემები თავდაცვითი იარაღია, Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ – მზად ვართ, ისინი ვიყიდოთ. ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია – სისტემები ხელმისაწვდომია მსოფლიოში, Patriot-ებისთვის რაკეტები ასევე ხელმისაწვდომია, გვექნება თუ არა რუსული ბალისტიკური დარტყმებისგან შესაბამისი დაცვა, მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებზეა დამოკიდებული”- წერს ზელენსკი.
მეტი...კაცმა თავს უშველა – ცხენი წყალმა წაიღო (video)
ბოლნისში ადიდებულმა მდინარემ ცხენი წაიღო. ცხენი ტალღებმა გაიტაცა, კაცმა კი, რომელიც ცხენს დინების საწინააღმდეგოდ ოთხთვალის თრევას აიძულებდა, თავს უშველა.
მეტი...,,უკრაინის შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არის, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება” – პესკოვი
,,უკრაინის შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არის, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება”, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კრემლი დადებითად აფასებს კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს. „ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე შეთანხმების მკაფიო მონახაზი, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება ამ შეთანხმებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან, ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა“, – განაცხადა პესკოვმა.
მეტი...თურქეთში ტურისტული მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა
თურქეთში, ტურისტული მიკროავტობუსი სარწყავი წყლის ცისტერნას შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი 6 ადამიანი დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, დაშავებულია მიკროავტობუსის მძღოლი და 5 ტურისტი, მათ შორის, ერთი ბავშვია. დაშავებული ტურისტები დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. ისინი კემერის რაიონიდან ბელეკის გასართობი ცენტრისკენ მიემართებოდნენ. დაშავებული ტურისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლის ავტომობილიდან გამოსაყვანად, მაშველებს 3 საათი დასჭირდათ. ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...შავშებთან მანქანა რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა
შავშვებთან ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. „მოზაიკას“ ინფორმაციით, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მეტი...ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტები, რომლებიც საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ დადგენილებების დამტკიცებას ითვალისწინებს. ზელენსკი უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას სთავაზობს. უკრაინული მედია წერს, რომ ეს იქნება საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ უმაღლეს რადაში გამართული მე-15 კენჭისყრა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ცნობისთვის, 15 იანვარს უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის 9 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები მიიღო.
მეტი...გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. გივი თარგამაძე კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა და 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. პროკურატურამ მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით ბრალი წარუდგინა. ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც ,,საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების,…
მეტი...ხანძარი თბილისში – რა ვითარებაა, ამ წუთებში, მილორავას ქუჩაზე
თბილისში, მილორავას ქუჩაზე, ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო, რომელიც ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
მეტი...,,უკრაინის საკითხის მშვიდობიანად მოგვარება რუსეთის ამჟამინდელი საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას გულისხმობს” – ნარიშკინი
,,უკრაინის საკითხის მშვიდობიანად მოგვარება მის არაბირთვულ, ნეიტრალურ სტატუსს, დემილიტარიზაციასა და რუსეთის ამჟამინდელი საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას გულისხმობს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დადებით ფაქტს წარმოადგენს ის, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები არსებობს. „რუსეთსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა დონეზე საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს და ის ფაქტი, რომ კონტაქტები არსებობს, დადებითია. ეს, რა თქმა უნდა, მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც პრეზიდენტ ბაიდენის წინა ადმინისტრაციის დროს იყო“, – აღნიშნა ნარიშკინმა.
მეტი...,,აშშ-თან კონტაქტებს დადებითად ვაფასებთ” – პესკოვი
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია. „ჯერჯერობით რაიმე სახის შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არსებობს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის პოლიტიკური ნება არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა“, – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთი და აშშ მშვიდობის მიღწევისთვის ბევრს მუშაობენ.
მეტი...,,პოლონეთი უკრაინის აღდგენის საკითხში გულუბრყვილო აღარ იქნება” – ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უკრაინას დაეხმარება და მასთან სოლიდარული იქნება, თუმცა ვარშავა ამ საკითხში გულუბრყვილო აღარ იქნება. პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა პოლონურ ქალაქ სლავკუვში ინტენსიურად მიმდინარეობს ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები. მისი თქმით, მის კონტროლს ბევრი კომპანია მოისურვებს. „გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ პოლონელები, პოლონური კომპანიები, პოლონეთის სახელმწიფო ამ ადგილის განვითარებისა და ინვესტიციების 100% მფლობელი ვიქნებით. ამით ჩვენ ფულს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ტუსკმა. გარდა ამისა, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი და მთელი მსოფლიო უკრაინას აღდგენაში დაეხმარება. მისივე თქმით, სლავკუვის ტერმინალი იქნება საკვანძო, როცა საქმე ლოჯისტიკას და ტრანსპორტს შეეხება.
მეტი...პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა. კანოპროექტს 83 ხმით დაუჭირეს მხარი. პროექტის მიხედვით, კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. ,,წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით…
მეტი...პარლამენტმა უცხოური ,,გრანტების შესახებ” კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
პარლამენტმა ,უცხოური ,,გრანტების შესახებ” კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ახალი კანონპროექტის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. კანონპროექტის მიხედვით, თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. გარდა ამისა, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. ,,მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების…
მეტი...სვეტიცხოველში წყალი ჩადის
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, თუმცა, ძლიერი ნალექის შედეგად, ტაძარში წვიმის წყალი ჩადის. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაძარში წყალმა გაჟონა, სამუშაოები ოპერატულად დაიწყო. ძლიერი წვიმის შედეგად კი სამუშაო პროცესი ვერ დასრულდა.
მეტი...,,სექტემბერში ყველა პროცესი იქნება დასრულებული, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით” – მამუკა მდინარაძე
,,აბსოლუტურად საფუძვლიანი იყო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რადგან კომისიის მანდატი გაფართოვდა, შესაბამისად, ვადის გაგრძელებაც იყო ყველაზე ლოგიკური მოთხოვნა. მხოლოდ იმის გამო, რომ ფორსირებულ რეჟიმში არ მოვახდინოთ რაღაც საკითხის გადაწყვეტა, უარს ვერ ვეტყოდით ვადის გაგრძელებაზე”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ,,დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გუშინ, ჩემი განცხადების მერე იმედები გაუჩნდათ ვიღაც-ვიღაცებს, მაგრამ ვადის გადაწევამ, რაც კომისიამ აბსოლუტურად საფუძვლიანად მოითხოვა, გამოიწვია, მაქსიმუმ, 2-3 თვით გადადება. ეს არის ყველაზე მაქსიმუმი ვადა პროცესების გადაწევის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ზედმეტი იმედების მოსაშორებლად ვიღაც-ვიღაცებისთვის, ჩვენს მხარეზე რაც არის დამოკიდებული, ოქტომბრის…
მეტი...თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს
თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ,,ვერ გწერთ ცალკე ბევრი შეტყობინება მომდის. კარგად არიან ბავშვები, მშობლებიც მოვლენ, პატრულს ჰყავს ახლა ბავშვები”, – წერს მოქალაქე თეო ბარბაქაძე. ჯერჯერობით შსს-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თბილისში ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ
მეტი...„გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა“ – სეს-ი მოსახლეობას მიმართავს
სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპრეტორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. მათი თქმით, შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს. ,,სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 მწარმოებელთან; ერთი…
მეტი...„მეორეს უთქვამს, არ უთხრა, საით მივდივართო“ – დაკარგული გოგონას დედა
თბილისში დაკარგულ გოგონებს ამ დრომდე ეძებენ. ერთ-ერთის მოზარდის, თეკლა ხომასურიძის დედა ახალ დეტალებზე ასაჯაროვებს. „ქალმა გადმოგვცა ინფორმაცია, რომ ბავშვები მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ უნახავთ, ახლა პატრულმა უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია. ჩემი შვილი “სადგურის მოედანს” კითხულობდა, საით არისო, იცის, რომ იქიდან მოდის სამარშრუტო ტაქსი „ვორონცოვზე“. მეორე გოგონას (ბარბარე) უთქვამს, არ უთხრა, საით მივდივართო. ახლა ველოდები პატრულს. არ ვიცი, რატომ იქცევიან ასე, არანაირი კონფლიქტი არ გვქონია”, – ამბობს თათია ხომასურიძე. თბილისში ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ
მეტი...საბერძნეთის სანაპირო დაცვამ, კუნძულ ფარმაკონისზე ორი ცხედარი იპოვა
საბერძნეთის სანაპირო დაცვამ, კუნძულ ფარმაკონისზე ორი ქალის ცხედარი იპოვა, 30-ზე მეტი მიგრანტი კი გადაარჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ფარმაკონისზე 39 მიგრანტი იმყოფებოდა. მომხდარის დეტალების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, რადგან ორი ქალის გარდაცვალების გარემოებები გაურკვეველია.
მეტი...რუსეთიდან აფხაზეთში ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება
„მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, რუსეთსა და სოხუმს შორის ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი გაირკვევა. ვფიქრობ, რომ ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება“, – განაცხადა ავიაკომპანია Ifly-ს წარმომადგენელმა. მისი თქმით, ამჟამად რეგულარული რეისებისთვის მომზადების ტექნიკური ეტაპი მიმდინარეობს, ხორციელდება აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა Airbus A330 თვითმფრინავების მიღებისა და მომსახურების თვალსაზრისით. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს „iFly“-სა და „NordStar“-ს სოხუმში ფრენის ნებართვა მისცა.
მეტი...თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოში საიას იურისტმა, ვერიკო ჯგერენაიამ განუცხადა, რომელიც თემურ ქათამაძის უფლებებს იცავს. ცნობისთვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.
მეტი...,,ევროპის ინტერესებში არ შედის, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მუდმივი ვასალი იყოს” – ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის ინტერესებში არ შედის, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მუდმივი ვასალი იყოს. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები იმიგრაციის, ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში 21-ე საუკუნის გამოწვევებს ჯერ კიდევ ვერ უმკლავდებიან. ვენსის განცხადებით, ევროპულ სახელმწიფოებს ისეთი შეიარაღებული ძალები არ ჰყავთ, რომელთაც სათანადო დაცვა შეუძლიათ. „რეალობა ის არის, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო სუბსიდირებული. ევროპელმა ლიდერებმა უსაფრთხოებაში არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს და ეს უნდა შეიცვალოს. შარლ დე გოლს აშშ უყვარდა, მაგრამ ის მიხვდა და მეც ვაღიარებ, რომ ევროპის ინტერესებში…
მეტი...თბილისში ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ
თბილისში ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვები, გუშინ, 31-ე საჯარო სკოლის ტერიტორიიდან გავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან. ,,გუშინ 14:00 საათის შემდეგ დაკარგულია მეექვსე კლასელი ბავშვი (ილიას კლასელი) – 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. გააზიარეთ თუ ვინმე ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის ჯგუფებში! ბარბარე ლაფაჩი. სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს და დაუყონებლივ დამიკავშირდით”, – წერს ახლობელი.
მეტი...,,კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ” – ვოლოდინი
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ. მისი თქმით, კალასმა მუქარაზე გადაინაცვლა და ულტიმატუმი წაუყენა არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ იმ კანდიდატებსაც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ და მოითხოვა, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთში მიღებულია კანონი, რომელიც კრძალავს ნაციზმის რეაბილიტაციას და არსებობს რეგულაციები, რომლებიც კალასის მსგავსი ადამიანების პასუხისგებაში მიცემის საშუალებას იძლევა. ცნობისთვის, კაია კალასმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ…
მეტი...,,მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად, ის ისტორიაში ვერ შევა როგორც აღმაშენებელი” – თეა წულუკიანი
„ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად. ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენი, იმიტომ, რომ სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში, როგორც აღმაშენებელი. ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი”, – მის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ ოჯახს. ,,ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი; როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი…
მეტი...ცნობილია ლანჩხუთში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულის ვინაობა
ლანჩხუთში, ორი დღის წინ, სოფელ ნიგვზიანში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის თორნიკე სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. „მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა. ავტობუსი დაეჯახა და მიატოვა“, – ამბობს „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის თანასოფლელი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
მეტი...