ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა

ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წლის გასვლას, სოციალურ ქსელში თავისუფალი თეატრი ეხმაურება. „დღეს 15 წელი შესრულდა, რაც ნიკო გომელაურმა დაგვტოვა. ნიკო დღემდე არის ჩვენი თეატრის განუყოფელი ნაწილი, მისი სახელი ყოველთვის იქნება თავისუფალი თეატრისათვის ძვირფასი, მუდამ მოვიგონებთ მის მიერ შესრულებულ სცენიურ სახეებს, მის ლექსებს, მის როლს ჩვენი თეატრის ფორმირებაში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

სასამართლომ მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. მათე დევიძე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბრალდების მხარე მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

15-16 აპრილს თურქეთში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე დაგეგმილ შეხვედრაში რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს

შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე შეხვედრას თურქეთი 15-16 აპრილს უმასპინძლებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ანკარაში, საზღვაო ძალების შტაბში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლები დაესწრებიან. განხილული იქნება შავ ზღვაში მშვიდობიანი გარემოს შესანარჩუნებლად სამხედრო-საზღვაო დაგეგმარების საკითხები. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას დაგეგმილ დისკუსიაში, თუმცა უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრას არ დაესწრება რუსეთის წარმომადგენელი.

მეტი...

,,უკრაინამ რუსეთთან ომში 100 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომში, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 100 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან ერთად, რუსულ აგრესიას უკრაინის 13 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომს ექვსასზე მეტი ბავშვი შეეწირა. გარდა ამისა, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე სასწავლო დაწესებულებებზე 1700 და სამედიცინო დაწესებულებებზე 780 იერიში მიიტანა. „ჩვენი ხალხი ყველაზე მაღალ ფასს იხდის. ამაზე მაღალი ფასი არ არსებობს. ჩვენ მთელი ჩვენი ფული, ყველაფერი, რაც გვაქვს ფინანსური თვალსაზრისით, გავიღეთ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ადამიანების სიცოცხლეები გავიღეთ“, – დასძინა ზელენსკიმ.

მეტი...

,,რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ” – შალვა პაპუაშვილი

,,საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეუძლია, ძალიან მარტივად მოხსნას ეს ბარიერი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მას კითხვა დაუსდვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებაზე, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. „როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის…

მეტი...

,,კარგია, რომ გახარია კომისიის სხდომაზე მოდის” – შალვა პაპუაშვილი

,,კარგია, რომ მოდის, იმედია, გასცემს ამომწურავ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც კომისიას აქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. „მაშ შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის, დაადგინა, რომ დემონსტრანტების მიმართ ოპერაციის დროს გარკვეული დარღვევები შესაძლოა არსებობდეს და საჭიროა ხელახალი გამოძიება ამ საკითხის. ასე, რომ გიორგი გახარია იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას. ამიტომ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვია. ასე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმედი მაქვს,…

მეტი...

,,მსგავსი ვითარება ათწლეულებია არ გვქონია, დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალებაც” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე წითელას ვურუსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ვირუსის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ,,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში, 2024 წლის განმავლობაში 127 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული და 1997 წლიდან ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 25 წელზე მეტია ასეთი რაოდენობის წითელა ჯანმოს ევრპულ რეგიონში არ დაფიქსირებულა. ევროპაში 32 ათასი შემთხვევაა, თუმცა აქედან, ყველაზე მეტი, 27 ათასი რუმინეთშია. ევროპის კონტინენტზე წითელათი 18 ადამიანი გარდაიცვალა”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”. მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-ში.…

მეტი...

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის,დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს. ,,განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ს.კ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1973 წელს დაბადებული კ.ხ., და წარსულში ნასამართლევები 1992 წელს დაბადებული რ.ა., და 1990 წელს დაბადებული დ.ს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები,…

მეტი...

„გაფრთხილება, მინიშნება, მშვიდობა იყოს!“ – მდუმარე ბერის მრევლი

წმინდა მამა ნიკოლოზის მრევლმა, სოციალურ ქსელში, გამოქვეყნდა მდუმარე ბერის სახლიდან გამოტანილი ნივთები, რომელსაც სხვადასხვა მინიშნებას უკავშირებენ. „გაფრთხილება! მინიშნება!!! მსოფლიო დონის წინასწარმეტყველი მამა ნიკოლოზი!!! რას გვანიშნებს !!! ვის აფრთხილებს???!!! ორი გასაშლელი საწოლი (ლეჟანკა) გამოაბრძანა და გაზის გამათბობელი გამოიტანეს, რომელიც მრავალ მორწმუნეს ტანკის ლულა გაახსენა, ზოგს ზარბაზანი! მშვიდობა იყოს!!! რაც კი კარგი და დადებითი, წასულა და გვინდა, რომ დაბრუნდეს, განმეორდეს, აღდგეს, აღდგეს ისევ დაბრუდეს, ყველაფერი აღდგეს!!! ამ ლაზარეს მადლიანი დღეს და ქართული. ენის დიდება აღდგეს!!! უდიდესი ძალის მქონე უმაღლესი, უდიდესი წმინდა ბერი მამა ნიკოლოზი არის ქვეყნის ფარი!!! დამცველი, გადამრჩენელი და აღმადგენელი!!! „ბერმონაზვნური…

მეტი...

დაიბადა პირველი ბავშვი, რომელიც უმეტესად რობოტმა ,,ჩასახა”

ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF) შედეგად, რომელიც თითქმის სრულად რობოტმა შეასრულა, პირველი ბავშვი დაიბადა. მსგავსი მეთოდით ბავშვი აქამდეც გაჩენილა, თუმცა ახალი სისტემა ადამიანის ჩართულობას ყველაზე ნაკლებად მოითხოვს. ვინაიდან მეთოდი რობოტის გამოყენებას მოიცავს, ადამიანური შეცდომების დაშვების რისკი მცირდება. IVF-ს ერთ-ერთი მეთოდია ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI). ეს პროცედურა ლაბორატორიულ ჭურჭელში ტარდება, რა დროსაც სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში შეჰყავთ. მეთოდი ხშირად კაცის უნაყოფობის დროს გამოიყენება, რადგან მისი მეშვეობით სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედამდე მისვლა აღარ სჭირდება. მიღებული ემბრიონები შემდეგ ქალის საშვილოსნოში გადააქვთ. IVF-ს ჩატარება შესაძლებელია სპერმისა და კვერცხუჯრედის ერთმანეთთან შერევითაც იმ დაშვებით, რომ განაყოფიერება ბუნებრივად მოხდება. ამ მეთოდს ნაკლები სამედიცინო…

მეტი...

წინასააღდგომო სამზადისი და კვერცხის ხარისხი ბაზარზე – როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის ხარისხის კონტროლს ამკაცრებს. უწყება საწყობებსა და სარეალიზაციო დახლებზე განთავსებული პროდუქციის ვადებს, შენახვის პირობებსა და ხარისხს ამოწმებს, ხოლო საკვებად უვარგისი კვერცხის რეალიზაციიდან მოხსნას ითხოვს. სეს-მა უკვე 30-ზე მეტი მწარმოებელი შეამოწმა. გამოვლინდა მხოლოდ არაკრიტიკული შეუსაბამობები. სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, უვნებელი პროდუქტის ამოცნობის მექანიზმები აქვს მომხმარებელსაც. ფერმაში წარმოებულ ყველა კვერცხს აუცილებლად აწერია ვადა, რომელსაც, პირველ რიგში, უნდა მივაქციოთ ყურადღება, ე.წ. სოფლის კვერცხის შემთხვევაში კი, არსებობს ახალი პროდუქტის ამოცნობის წესები. უვნებლობის წესების დაცვა მნიშვნელოვანია შეძენიდან გამოყენებამდეც. სააღდგომოდ კარგად მოხარშული კვერცხის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს ერთი კვირისა, თუმცა მნიშვნელოვანია,…

მეტი...

,,ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის შეხვდა მრჩევლებს და ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. შეგახსენებთ, 12 აპრილს, ომანში აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მხარეებმა მას პოზიტიური, კონსტრუქციული უწოდეს. როგორც თეირანში განმარტავენ, აშშ-ისა და ირანის გუნდები სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ და შეხვედრას ომანის წარმომადგენლობა შუამავლობდა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 19 აპრილს გაიმართება.

მეტი...

„როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე” – შალვა პაპუაშვილი

,,ორი დღის წინ, გვიან ღამით, რადიკალური ოპოზიციის აგრესიული აქტივისტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანის სახლის წინ შეიკრიბნენ და მას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მანამდე, ერთ-ერთი ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, სხვა მუქარის შემცველ და დამამცირებელ მრავალ პოსტთან ერთად, სოციალური მედიით თეა წულუკიანს სიკვდილი უსურვა, ქართულ ენაში შესაძლო ყველაზე მძიმე ტერმინების გამოყენებით. ..ენჯეო-კარტელის ეს ბოსები და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სულ უფრო მეტად ემსგავსება “ათასი ბორცვის რადიოს”, ზიზღის გამღვივებელ მედიას,…

მეტი...

დღეს დიდი ორშაბათია

თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ,,დიდი” უწოდა. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს. დიდი ორშაბათი დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა – იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესია დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.…

მეტი...

17 წლის მოზარდმა მშობლები მოკლა

ABC News-ის ცნობით, აშშ-ში, 17 წლის ნიკიტა კასაპმა მშობლები მოკლა, რათა დონალდ ტრამპის მოკვლისა და სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ფინანსები მიეღო. ვისკონსინის პოლიციამ, ცხედრები 1 მარტს იპოვა, რის შემდეგაც კასპი დააკავეს. მან 10 000 დოლარზე მეტი ღირებულების ქონება მოიპარა და ფულის მისაღებად სხვისი საბუთები გამოიყენა. გამოძიების თანახმად, მოზარდმა დრონი და ასაფეთქებელი ნივთიერებები იყიდა, რათა ტერაქტი მოეწყო. მისი ტელეფონი შეიცავდა მასალებს ნეო-ნაცისტური სექტის ,,ცხრა კუთხის ორდენის” შესახებ. ასევე, მის ელექტრონულ მოწყობილობებზე აღმოჩენილია ჰიტლერის ფოტოები, წარწერებით, სადაც ,,თეთრი რასის გადასარჩენად” ტრამპის მკვლელობაზეა საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია დიდი ხანია აცხადებს თავის კავშირს რადიკალურ…

მეტი...

აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა

„როიტერის” ინფორმაციით, აშშ-ში, ქალაქ ოლბანის მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა. მომხდარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, Mitsubishi MU-2B ტიპის პატარა თვითმფრინავი ნიუ იორკის შტატის დედაქალაქ ოლბანიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. უცნობია სხვა დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ. როგორც კოლუმბიის ოლქის შერიფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დანარჩენი ადამიანების ძებნა ამ დრომდე გრძელდება

მეტი...

იტალიაში 31 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში 31 წლის ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველს ბრალად ბინის ქურდობა ედება. მამაკაცი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა. დაკავების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკისას ქართველს ბინიდან მოპარული თანხა და ძვირფასი სამკაულები აღმოუჩინეს, რომელიც შემდგომ მეპატრონეს დაუბრუნეს. ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც ქართველი ბინებში შეღწევას ახერხებდა. მაგალითად, ამოღებულია ხრახნიანი მრავალფუნქციური დანები, გასაღები, რომელიც სხვადასხვა საკეტის გასახსნელად გატეხილი იყო, რათა იძულებითი შეღწევის კვალი არ დარჩენილიყო.

მეტი...

დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეს განაახლებს

დროებითი საგამოძიებო კომისია, მუშაობას დღეს განაახლებს. სხდომაზე მიწვეულია გიორგი გახარია. კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან და ყოფილ პრემიერთან, თანამდებობებზე ყოფნის დროს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. უცნობია გამოცხადდება თუ არა გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე. სწორედ ამ დროს, როდესაც ის პარლამენტში უნდა მივიდეს, მის პარტიაში ბრიფინგი დაინიშნა.

მეტი...

,,ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა” – პრემიერი

,,1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქართული ენა ქართველი ერის თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. ,,1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა. ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. ილია ჭავჭავაძე გვასწავლის,…

მეტი...

დღეიდან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო

დღეიდან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო. ვნების შვიდეული ეწოდება აღდგომის წინა კვირას და თითოეული დღე მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების მოგონებას ეძღვნება. ვნების კვირასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება ლოცვები, სამშაბათს გაიმართება შვიდგზის ზეთისცხება. ვნების კვირის გამორჩეული დღეა დიდი ხუთშაბათი, როდესაც ფეხთბანის რიტუალი სრულდება და წითელი პარასკევი, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს. ვნების კვირა 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე მთავრდება. ეს არის ბოლო კვირა დიდი დღესასწაულის წინ.

მეტი...

,,ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა” – სალომე ზურაბიშვილი

,,ბზობის კვირა დღეს, მაშინ როცა უკრაინელები მშვიდობიანად შეიკრიბნენ, რუსეთმა სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანა, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ. დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა”, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განახლებული ინფორმაციით, სუმიზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. დაშავებულია 117, მათ შორის 15 ბავშვი. დაშავებულთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია.

მეტი...

ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 მიწისძვრა მოხდა – ნგრევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ტაჯიკეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 მიწისძვრა მოხდა. მათ შორის ყველაზე ძლიერი 5.9 მაგნიტუდის.  გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 30-მდე სახლი და ერთი სკოლის შენობა დაინგრა. აღმოსავლეთ ტაჯიკეტში რაშტის რაიონში, სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა.

მეტი...

89 წლის ასაკში ნობელიანტი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა გარდაიცვალა

89 წლის ასაკში, პერუელი ნობელიანტი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა შვილმა ალვარო ვარგას ლიოსამ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა. მარიო ვარგას ლიოსა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი რომანისტი და ესეისტია. ზოგიერთ კრიტიკოსის აზრით, მან ლათინოამერიკელთაგან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე. ნობელის პრემია მას 2010 წელს „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიანიჭეს.

მეტი...

,,გთხოვთ, მობრძანდით და მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“ – ზელენსკი ტრამპს

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში იწვევს იმისთვის, რომ გაიგოს და თავის თვალით ნახოს, რა ჩაიდინა პუტინმა. ზელენსკის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს და არასწორად მიიჩნევს, რომ შტატებს ,,ნეიტრალურობა სურს”. „ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები და ეკლესიები. შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.

მეტი...

„ვფიქრობ, ეს საშინელებაა” – ტრამპი სუმიზე, რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის თავდასხმას საშინელება უწოდა. „ვფიქრობ, ეს საშინელებაა. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, ყველა ომი საშინელი რამ არის“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონისკენ მიმავალ Air Force One-ის ბორტზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო მონაცემებით, სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. დაშავებულია 117, მათ შორის 15 ბავშვი. დაშავებულთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია. რუსეთმა მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინაზე კვირას, ბზობის დღესასწაულზე, 13 აპრილს მიიტანა.

მეტი...

საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს

14 აპრილი საქართველოში დედაენის დღეა. 44 წელია საქართველოს  მოსახლეობა სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავს. ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ მათ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“ – ილია ჭავჭავაძე. 14 აპრილი, დედაენის დღე, ეს არის საქართველოს  ისტორიაში ერთ-ერთი ძვირფასი თარიღი, რომელიც აერთიანებს თითოეულ ქართველსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.  

მეტი...