“როცა ომს იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ მოგება”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას. რითაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, ესაუბრა თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის Patriot-ის სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ. „არ ვიცი, ის მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას. როცა ომს იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ომის მოგება, არა? არ იწყებთ ომს ვიღაცის წინააღმდეგ, ვინც თქვენზე 20-ჯერ დიდია და შემდეგ იმედოვნებთ, რომ ვიღაც რაკეტებს მოგცემთ“ – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

“აშშ-თან უკრაინის შესახებ ძირითად კომპონენტებზე ჯერჯერობით არ შევთანხმებულვართ”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-თან უკრაინის შესახებ ძირითად კომპონენტებზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან. „მოგვარების ძირითადი კომპონენტების შესახებ შეთანხმება ადვილი არ არის. მათი განხილვა მიმდინარეობს“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციაში „გონიერი ადამიანები“ არიან.

მეტი...

გორში ატმის ბაღები გაიყინა (video)

წუხანდელმა ყინვამ პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით აზარალა შიდა ქართლი მოსახლეობა. აქ ტემპერატირამ -2 დან -4 გრადუსამდე დაიკლო. დაბალმა ტემპერატურამ ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის ბაღები გაანადგურა. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს. გორში ატმის ბაღი გაიყინა. “როგორ უნდა თქვას ამ დროს ადამიანმა რა სილამაზეაო, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მინახავს! იმედია უჩას, ამ მშრომელ ბიჭს , გადაურჩება ხეხილის დიდი ნაწილი. ბარაქა მისცეს ღმერთმა”- წერს ის.

მეტი...

13 წლის ბიჭი, რომელიც სუმში რუსული თავდასხმის დროს მოქალაქეებს ეხმარებოდა თავში დაიჭრა

უკრაინის ქალაქ, სუმში, 13 წლის ბიჭმა, რომელიც ტროლეიბუსში იმყოფებოდა რუსული თავდასხმის დროს, ფანჯარა ჩაამტვრია, კარები გააღო და სხვა მგზავრებს გაქცევაში დაეხმარა. ის დედასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ბიჭს თავში ნამსხვრევები უპოვეს. ის გადარჩა. სუმში რუსეთის არმიის მიერ ორი ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.  

მეტი...

ბრიტანეთმა უკრაინას რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემების შესაძენად გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა. „სამყარო ჩვენს თვალწინ იცვლება, გლობალური არასტაბილურობის გამო, მათ შორის უკრაინაში რუსული აგრესიის გამო“ – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა. ეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სესხის ფარგლებში გადაცემული მეორე ტრანშია. 752 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის პირველი ტრანში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 6 მარტს გადასცა, ხოლო დარჩენილი თანხების გადაცემა 2026 წელს იგეგმება. 2024 წელს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ.

მეტი...

“გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია”- პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში მონაწილეობენ: სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები:“გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს”; “ძალა სტუდენტების ერთობაშია”. ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მეტი...

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “აგენტურული პარტიები” თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აიკრძალება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიების  აკრძალვის შესახებ კანონი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ ამოქმედდება. მისი თქმით, “აგენტურულ პარტიებს” ჯერ ხალხმა უნდა გასცეს პასუხი. “მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში”- აღნიშნა მდინარაძემ.

მეტი...

“20 ივნისს გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა ნინო ლომჯარია”- მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია შეეცოდა. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 20 ივნისს გახარია კონსულტაციებს იმ დროინდელ სახალხო დამცველთან,  ნინო ლომჯარიასთან გადიოდა. „მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პირველი მივედი „ქართული ოცნებიდან“. მთელი დღე არ დამიტოვებია პარლამენტის შენობა. გემახსოვრებათ, ჩემი იქ მივარდნა და სიტუაციის განმუხტვის მცდელობები. დასამშვიდებელი იყო ერთადერთი კაცი იმ დღეს და ამშვიდებდა ლომჯარია ზვიად ძიძიგურის კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში. 2-3 ადამიანი იყვნენ ხოლმე ძირითადად, გიჟივით დარბოდა წინ და უკან, ვერ იგებდა, რა უნდა გაეკეთებინა. ერთადერთი, როგორც ჩანს, რაც გაიგო, დავალება გასცა და რომელი დავალებითაც…

მეტი...

ლავროვი აცხადებს, რომ სუმში უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და დასავლელი კოლეგების შეხვედრი ადგილს დაარტყეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ობიექტზე, რომელზეც რუსეთმა სუმში სარაკეტო დარტყმა განახორციელა, უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების და მათი დასავლელი კოლეგების შეხვედრა იმართებოდა. “ჩვენ გვაქვს ფაქტები იმის შესახებ, ვინ იმყოფებოდა იმ ობიექტზე, რომელზეც სუმში დარტყმა განხორციელდა. იქ იყო უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების მორიგი შეკრება თავიანთ დასავლელ კოლეგებთან, რომლებიც იქ იმყოფებიან დაქირავებული მებრძოლების თუ, არ ვიცი, ვისი სახით. იქ იმყოფებიან ნატო-ს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები და პირდაპირ ხელმძღვანელობენ. ყველამ იცის ეს. „ნიუ იორკ თაიმსმა“ ცოტა ხნის წინ განმარტა, როგორ ასრულებდნენ თავიდანვე ამერიკელები წამყვან როლს რუსეთზე თავდასხმებში. ამ როლის გარეშე შორი რადიუსის რაკეტების…

მეტი...

“რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდება მინიმუმამდე შემცირდა”- მედია

მედიის ინფირმაციით, რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდება მინიმუმამდე შემცირდა. 2025 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, რუსეთიდან ევროკავშირში 10.458 მილიარდი კუბური მეტრი აირი შევიდა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაშინ საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ევროპას წლის განმავლობაში 50 მილიარდი კუბური მეტრი აირი მიაწოდა, რის შემდეგაც, გაზის იმპორტის მოცულობამ მკვეთრი ზრდა დაიწყო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ერთ კვარტალში 10 მილიარდი კუბური მეტრი აირის იმპორტი, ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მეტი...

“რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია. „რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი. მე აქ ახლახან მოვედი და ჩემი ვადის ოთხი წლის განმავლობაში ამის წარმოქმნა უპრობლემოდ აღვკვეთე. პრეზიდენტი პუტინი და ყველა სხვა თქვენს პრეზიდენტს პატივს სცემდა. მე არაფერი მაქვს საერთო ამ ომთან, მაგრამ მე ვმუშაობ იმისთვის, რომ სიკვდილი და ნგრევა დასრულდეს“, – წერს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, „2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო ეს საშინელი ომი არასოდეს მოხდებოდა“.

მეტი...

თსუ-სთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები იმყოფებიან.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედაენის დღეს ისინი აპირებენ იმ ისტორიული მარშრუტის გავლას, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე. ადგილზე ასევე იმყოფებიან აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. თსუ-სთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეებიც. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველია გამზირზე გადაინაცვლებენ.

მეტი...

“რუსეთს მშვიდობა არ სურს”- კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. „ნათელია, რომ მათ დრო გაჰყავთ და მშვიდობა საერთოდ არ სურთ. უკრაინა ერთი თვის წინ დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ომი სურს, რადგან ჩვენ გასულ შაბათ-კვირას სუმზე განხორციელებული ყველაზე სასიკვდილო თავდასხმის მომსწრე გავხდით“ – განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანაა დაინტერესებული

მეტი...

რამ გამოიწვია წითელას აფეთქება?! – გაფრთხილება მშობლებს

საქართველოში „წითელათი“ გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვი ახალციხიდან იყო. ინფექციის გართულებას კი იმან შეუწყო ხელი, რომ ბავშვი აქ იყო აცრილი. როგორც ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, მსოფლიოში წითელას შემთხვევების მატება ფიქსირდება და არის გარდაცვალების შემთხვევები. „თუ საქართველოს მაგალითს გადავხედავთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამცხე ჯავახეთშია. ასევე მაღალი მაჩვენებელია თბილისში.  ერთი გარდაცვალებაც სწორედ სამცხე-ჯავახეთში გვქონდა და ამ შემთხვევაში ბავშვი არ იყო აცრილი“ – აღნიშნა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“. რაც შეეხება „წითელას აფეთქების“ მიზეზებს, ის გარკვეულწილად პანდემიასთანაც არის კავშირში. „რადგანაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში შემთხვევების მატების ტენდენციაა, აქ რაღაც საერთო მიზეზი უნდა იყოს და ამ საერთო…

მეტი...

გახარიას თქმით, ზოგიერთი ოპოზიცია მანდატების აღდგენას ელოდება

“აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ  ლაზარე ვიცით, დიდება უფალს ” – თეა წულუკიანი გახარიას  

მეტი...

,,მაისში გელოდებით პლენარულ დარბაზში, პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?” – წულუკიანი გახარიას

,,იცით, ქუჩაში, რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით, თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ”, – ასე უპასუხა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს,თეა წულუკიანს, რომელიც მისი მინისტრობისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის ფაქტზე პასუხობდა კითხვებს. „ქუჩაში კარგი თუ არის, ჩაიცუცქეთ და იყავით. ქუჩაში მე ვიყავი, ქუჩიდან მოვედი მე ოპოზიციაში, მაშინ, როდესაც თქვენ სად იჯექით თბილად გერმანიაში, არ ვიცი და იმ „ნაცებს“ ვებრძოდი, რომლებიც მოსაკლავად დამდევდნენ“, – უპასუხა წულუკიანმა გახარიას. გახარიას თქმით, „ნაცები“ გვერდზე მოისვეს, რომლებსაც ახლა კომისიაში ვერ ეძახიან“. „ვინ…

მეტი...

„თქვენ ავრცელებთ დეზიფორმაციას… ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია „ფეხებზე მეკიდა“ – გახარია წულუკიანს

მეტი...

სემეკმა ყირგიზეთის მარეგულირებელ უწყებასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებულ საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსური რეგულირების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა და რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტიმურ ოროზალიევმა. მემორანდუმის მიზანია მხარეებმა განავითარონ პირდაპირი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელ საკითხებზე, უზრუნველყონ ინფორმაციის ეფექტური გაცვლა საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო გარემოებების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზარზე, ხელი შეუწყონ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობას ორმხრივი დახმარების ორგანიზებით სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული საბაზრო გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განავითარებენ ორმხრივ თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი…

მეტი...

,,რატომ არ გადადექით?!” – წულუკიანი გახარიას გავრილოვის შემოყვანაზე

,,თუ კომისია „სამართლიანი და ნეიტრალურია“, სხდომაზე უნდა დასმულიყო კითხვა, ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში”, – ასე გამოეხმაურა შს ყოფილმა მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვებს 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. წულუკიანმა კიდევ ერთხელ იკითხა, რატომ არ დატოვა გახარიამ შს მინისტრობის თანამდებობა, რომელიც მაშინ საქართველოს საზღვარს აკონტროლებდა. „იმიტომ, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, მაშინ შსს-ს მთავარი ვალდებულება პარლამენტის შენობის შტურმისგან დაცვა, შევასრულეთ და თქვენც ასე თვლით. კიდევ უნდა დავუბრუნდე იმ საკითხს. რატომ ვამბობ, რომ კომისია თუ არ არის ნეიტრალური და სამართლიანი, ამდენი ხანი ვსაუბრობთ და ერთი კითხვა არ…

მეტი...

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სავარაუდოდ, რომში გაიმართება

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სავარაუდოდ, რომში გაიმართება. გამოცემა „აქსიოსის” ცნობით, მოლაპარაკებების გამართვა 19 აპრილს იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი არ იქნება ომანში, ომანელი შუამავლები წარმოდგენილი იქნებიან მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი მიმდინარე კვირაში სავარაუდოდ, თეირანს ეწვევა. გროსი, სავარაუდოდ, განიხილავს სააგენტოს მონიტორინგსა და გადამოწმების აქტივობებს ირანის ბირთვულ ობიექტებში. როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ადმინისტრაცია კმაყოფილი დარჩა ომანში მოლაპარაკებების პირველი რაუნდით, რომელიც, მათი მოსაზრებით, გეგმის მიხედვით წარიმართა. ეს რვა წლის განმავლობაში აშშ-სა და ირანის…

მეტი...

,,ვხედავთ, რომ რუსეთს, სინამდვილეში, ომი სურს” – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა, სადაც უკრაინის საკითხი განიხილება. „ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რათა ომი ნამდვილად დასრულდეს. მშვიდობისთვის საჭიროა, ეს ორივე მხარეს უნდოდეს და მხოლოდ ერთი მხარის სურვილია საჭირო ომისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ, სინამდვილეში, რუსეთს ომი სურს. მაქსიმალური ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთზე ყველამ, ვისაც სურს, ადამიანების ხოცვა დასრულდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.

მეტი...

უნგრეთში გამოკითხულთა 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. კვლევაში მონაწილეობა 1.1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და 58.18%-მა კითხვას „მხარს უჭერთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას?“ დადებითი პასუხი გასცა. კვლევაში ცალკე პუნქტად იყო გატანილი კითხვა საზოგადოების პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს თუ არა უნგრეთი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრად, რაზეც გამოკითხულთა 98.68%-მა დადებითი პასუხი გასცა.  

მეტი...

ნავის ჩაძირვის შემდეგ დაკარგულ ხუთ ადამიანს ეძებენ

აშშ-ის სანაპირო დაცვა ფლორიდაში, სენტ-ლუსი ინლეტის მახლობლად ნავის ჩაძირვის შემდეგ დაკარგულ ხუთ ადამიანს ეძებს. სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილას ოთხი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ერთი კი გარდაცვლილი იპოვეს. აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნავი პარასკევს ჩაიძირა. ისინი დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.

მეტი...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე გამომძიებელი იკითხება, რომელიც საქმის დეტალებზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს

მეტი...

(VIDEO) ბათუმში, ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ, გაზის მილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ, გაზის მილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მეტი...

სომხეთი აზერბაიჯანის არმიას დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიას დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 13 აპრილს, 22:20 საათზე ცეცხლი გაუხსნეს სიუნიქის ოლქის დასახლებულ პუნქტ ხნაცახს, რის შედეგადაც სოფლის კულტურის ცენტრი დაზიანდა. ერევანში აცხადებენ, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო არ გამოხმაურებია.

მეტი...

,,სომხეთი ევროპულ გზას თუ აირჩევს, ეს მტკივნეული პროცესი იქნება” – გალუზინი

,,სომხეთი ევროპულ გზას თუ აირჩევს, ეს მტკივნეული პროცესი იქნება, მათ შორის, სამწუხაროდ, სომხეთის მოსახლეობისთვის”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს რუსეთს და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი იყო. „ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა თავის მოსახლეობას აუხსნის, რა შეიძლება დაკარგოს ევრაზიის ეკონომიკური კაშირიდან გასვლით და რეალურად, რა მოიპოვოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს ყველაფერი ძირითადად ეფემერული იდეოლოგიებია და არა რეალური ეკონომიკური თანამშრომლობა. დღესაც სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის თითოეულ ქვეყანასთან რამდენჯერმე დაბალია, ვიდრე რუსეთთან. რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ევროკავშირი ღიად ახორციელებს მტრულ…

მეტი...

,,ვისაც სურვილი აქვს, ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, მას არაფერი აქვს დასამალი” – შალვა პაპუაშვილი

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება არ ეხება „ენჯეოების“ მხრიდან გრანტის მიღებას და თანხმობას, არამედ თანხმობას გრანტის გაცემაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ყველა კეთილსინდისიერი დონორი, ვისაც სურვილი აქვს, ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, მას არაფერი აქვს დასამალი. „რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას, როგორც იცით, შემოდის გრანტის დონორის მხრიდან მთავრობასთან გრანტის გაცემის შეთანხმება. ეს არ ეხება „ენჯეოების“ მხრიდან გრანტის მიღებას და თანხმობას, არამედ გრანტის გაცემაზე თანხმობას. ვფიქრობ, ყველა კეთილსინდისიერი დონორი, ვისაც სურვილი აქვს, ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სფეროში, მას არაფერი აქვს…

მეტი...

ამერიკის ციხეებიდან სალვადორში კიდევ 10 ადამიანია დეპორტირებული

ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებიდან სალვადორში კიდევ 10 ადამიანის დეპორტაცია მოხდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებით, სალვადოში დაბრუნებული პირები ტერორისტული დაჯგუფებების წევრები არიან. ვენესუელის მოქალაქეების ქვეყნიდან გასაძევებლად, ტრამპის ადმინისტრაციამ 1798 წლის მიღებული ,,უცხოელი მტრების შესახებ”კანონი აამოქმედა. ამერიკული მედიის მიხედვით, ელ-სალვადორში მყოფი მიგრანტების ადვოკატები და ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ დეპორტირებული პირები კრიმინალები და ბანდის წევრები არ არიან და მათ ამის სამართლებრივად დამტკიცების საშუალება არ მიეცათ. ,,ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს ერთი მილიონი არალეგალი მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს.

მეტი...

,,სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს” – გუტერეში

„სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, -ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, საჭიროა ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტა, რომელიც სრულად დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოწოდებას მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ვადასტურებ გაერო-ს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიმართ სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობისთვის, რომელიც სრულად დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს გუტერეში. შეგახსენებთ, რომ რუსებმა გუშინ უკრაინის ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი და დაშავდა 119.

მეტი...

,,მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია აგრესორის დაშოშმინებით” – ცაჰკნა

,,მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია აგრესორის დაშოშმინებით სხვა ერების თავისუფლების ხარჯზე. ჭეშმარიტი მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა”, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ,,წარმატებისკენ მიმავალი გზა ნათელია: უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური რესურსების შეწყვეტა, რომლებიც ამ ომს კვებავს”, – აცხადებს მარგუს ცაჰკნა.

მეტი...

,,უკრაინა მზადაა, აშშ-სგან 15 მილიარდ დოლარად Patriot-ის ათი სისტემა შეიძინოს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, შეერთებული შტატებისგან 15 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 10 სისტემა შეიძინოს და ევროპელი პარტნიორები მზად არიან, ქვეყანას გარიგების დაფინანსებაში დაეხმარონ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ზოგიერთი ევროპელი პარტნიორი მზადაა, ამ სისტემების შეძენაში უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწიოს. „მაგრამ აშშ ამბობს, რომ დღეს ამის შესაძლებლობა არ არსებობს. მაგრამ ამ დროს ისინი ასეთ სისტემებს, მაგალითად, ისრაელზე ყიდიან. არ ვამბობ, რომ ისრაელს ისინი არ სჭირდება, მაგრამ თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ნუთუ მართლა შეუძლებელია უკრაინის დასაცავად გზის გამონახვა?“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას სხვადასხვა ვარიანტი…

მეტი...

„ვაი, შენს დედას, შვილო” – ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს ემშვიდობებიან

ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ე.წ ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში ლიფტის შახტში ჩავარდნილი 13 წლის ნიკოლოზ კოკოშაშვილია. „ლაზარეს შაბათსა და ბზობის დღის პერიოდში გაფრინდა მისი სული… ეს მაინც თუ იქნება ნუგეში ოჯახისათვის… მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“; „ღმერთო, რა სიმწარეს ნახავდა ბავშვი… უფალმა გამძლეობა მისცეს დედას… ოჯახს. რა სიმწარე და ტკვილია, ღმერთო“; ვაი, შენს დედას, შვილო, შენ, პატარა ანგელოზო… გეფრინოს ზეცაში, უფლას ებარებიდე, პატარა ვაჟკაცო“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

მეტი...

„როცა ღალატის გზაზე დადგება ადამიანი, იმ საქმიდან არაფერი გამოდის” – შალვა პაპუაშვილი

„როცა ღალატის გზაზე დადგება ესა, თუ ის ადამიანი, თუ ჯგუფი, იმ საქმიდან არაფერი გამოდის. სხვა რამეს კი არ აკეთებდა ორჯონიკიძე. იმასაც სწამდა, რომ საქართველოსთვის უნდოდა რაღაც კარგი, მაგრამ იყო სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი, მოღალატე ადამიანი. ზუსტად ასე არიან ოპოზიცია, რომლებიც ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ თითქოს რაიმე სასიკეთოს აკეთებენ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით. ,,ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე გაილაშქრებს და სხვა სახელმწიფოს იარაღად გამოყენებას ცდილობს, არის მოღალატე. ეს არის დეფინიცია თავად სიტყვისა მოღალატე – ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის ხელისუფლებას იყენებს. ასე რომ, ჩვეულებრივად არიან…

მეტი...