აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის მიერ სუმზე მიტანილ იერიშს ეხმაურება. მის განცხადებას ახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმში რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად“ – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 84 ადამიანი.
მეტი...დღე: აპრილი 13, 2025
პარლამენტთან საპროტესტო აქციაა
საქართველოს პარლამენტთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დღეს უწყვეტი აქციის 137-ე დღეა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.
მეტი...ისრაელმა ღაზის მიმართულებით სარაკეტო დარტყმა განახორციელა – სამიზნე საავადმყოფო იყო
ისრაელმა ღაზის მიმართულებით ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ავიადარტყმის სამიზნე საავადმყოფო გახდა. ისრაელი აცხადებს, რომ შეტევის სამიზნეები იყვნენ ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) მებრძოლები, რომლებიც საავადმყოფოს შენობას სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ. კლინიკის პაციენტებისა და მედპერსონალის ევაკუაცია შენობიდან მას შემდეგ განხორციელდა, რაც საავადმყოფოში დარეკა ადამიანმა, რომელიც პერსონალს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო. სატელეფონო ზარი კლინიკაში სარაკეტო დარტყმამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გაისმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიადარტყმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია
მეტი...“რუსეთი იყო და რჩება აგრესორად”- ურსულა ფონ დერ ლაიაენი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიაენი ეხმაურება რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ქალაქ სუმზე. მისი განცხადებით, დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. „დღეს დილით, რუსეთის სისასტიკე კვლავ განმეორდა ქალაქ სუმში – მოკლული კაცები, ქალები და ბავშვები. ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო ამაზრზენი გახადა იმან, რომ მოხდა მაშინ, როდესაც ხალხი მშვიდობიანად ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბა. ეს უკანასკნელი ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა: რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით”- ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მეტი...ლუკა სიჭინავას ყველა გამარჯვება მამის ხსოვნას ეძღვნება
ლუკა სიჭინავა ბოსნიაში, საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება. აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის სახელით მოასპარეზე 14 წლის ლუკა სიჭინავამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და 16 აპრილს ბოსნიაში, საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მისი ყველა გამარჯვება მამის ხსოვნას ეძღვნება. შეჯიბრი დღეს, სპორტკომპლექს ,,არენაში“ გაიმართა. ჩემპიონებისგან დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას. პირველი ტურნირი კი სწორედ ბოსნიაში შედგება. ლუკა მეოთხე წელია აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის გუნდის სახელით ასპარეზობს ( მწვრთნელი ამირან ჯინჭარაძე). ამ მოკლედ დროის განმავლობაში ლუკას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ის ორგზის ჩემპიონია რაჭის ღია პირველობაში (I ადგილი). ასევე, არის მედიუმ-ლიგის პირველი ადგილის…
მეტი...“მარიამის ექიმი უკვე შეხვდა”- ოპერაციისთვის კიდევ ერთი გოგო ემზადება
16 წლის მარიამ კოხრეიძის მსგავსად, ყბა-სახის ოპერაციისთვის კიდევ ერთი გოგო ემზადება. მას უკვე შეხვდა ექიმი. შესაბამის ვიდეოს ფოტოგრაფი დანტესი ავრცელებს. „დღეს ლილიანა საქართველოში შეხვდა მარიამის ექიმ ალთან ვაროლს და დაიწყო ოპერაციის სამზადისი. მოვემზადოთ კიდევ ერთი სასწაულისთვის”- წერს ის. 16 წლის მარიამს ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია საზოგადოების დახმარებით თურქეთში ჩაუტარა. რაც შეეხება თურქ ექიმს, რომელმაც ქართველ გოგონას ოპერაცია გაუკეთა საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა.
მეტი...“პუტინი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე”- სტარმერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე. “შეძრწუნებული ვარ რუსეთის საშინელი თავდასხმებით მშვიდობიან მოსახლეობაზე სუმში. ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა თავისი ერთგულება მშვიდობისადმი. პუტინი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე”, – წერს ის.
მეტი...ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა
ქართველი მსახიობის და პოეტის ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. გომელაური მძიმე ავადმყოფობის შედეგად 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა. ის ფილტვის კიბოთს ებრძოდა. ნიკო გომელაური 40 წლის იყო.
მეტი...„ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება”- კიტ კელოგი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი უკრაინაში რუსეთის სარაკატო თავდასხმას ეხმიანება. „ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრაროგორც ყოფილ სამხედრო ლიდერს. მესმის, ობიექტების მიზანში ამოღება და ეს არასწორია. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასასრულებლად“ – აცხადებს კელოგი. დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 99 კი – დაშავდა.
მეტი...თურქეთში დაგეგმილ, უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებიც დაესწრებიან
თურქული მედია იუწყება, რომ მომავალ კვირაში ანკარაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხთებზე შეხვედრა გაიმართება, რომელშიც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წყაროების ცნობით, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები ანკარაში 15-16 აპრილს შეხვდებიან. მედიის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებიც, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნები, არ ზუსტდება. შეხვედრაზე განიხილავენ სამხედრო გეგმებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს შავ ზღვაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
მეტი...„ბზობა მშვიდობის დღეა – აგრესორმა პასუხი უნდა აგოს”- სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მოითხოვს. „ბზობა მშვიდობის დღეა. დღეს დილით, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა – მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები. აგრესორმა პასუხი უნდა აგოს. ასეთ ბოროტებას გამართლება არ აქვს“ – აცხადებს მაია სანდუ. შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 24 ადამიანი, 80-ზე მეტი კი – დაშავდა.
მეტი...„ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ მან აირჩია გაგრძელება“- მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, ცეცხლი შეწყვიტოს, მკაცრი ზომებია საჭირო. „დღეს დილით, ორი რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქ სუმის გულში დაეცა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, იმსხვერპლა. ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით“, – წერს მაკრონი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა,…
მეტი...„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს ჩუმად ან გულგრილად”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმიში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი. „მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს ჩუმად ან გულგრილად. რუსული დარტყმები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს. რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნამდვილად ძლიერი ზეწოლის, უკრაინისთვის საკმარისი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთი გააგრძელებს ამ ომის გაჭიანურებას. უკვე მეორე თვეა, რაც პუტინი უგულებელყოფს აშშ-ის წინადადებას სრული და უპირობო…
მეტი...პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება
პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. “ქართული ოცნების” უმრავლესობამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები წარადგინა, რომელსაც 14 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ცვლილებების გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.
მეტი...„კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული – ამჯერად სუმის გულში”- ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი, გრიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება. „კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული – ამჯერად სუმის გულში. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ეძებს და სურს მშვიდობა. ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს კლავენ“- აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი. “მოსახლეობა ბზობის დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ”- კალასი სუმზე თავდასხმას ეხმაურება
მეტი...“მოსახლეობა ბზობის დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ”- კალასი სუმზე თავდასხმას ეხმაურება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. „გულსაკლავი კადრები სუმიდან დღეს დილით, სადაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ, რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა“- წერს კალასი. დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, 80-ზე მეტი კი – დაშავდა.
მეტი...“ტრამპი და პუტინი ერთმანეთს პირისპირ აუცილებლად შეხვდებიან”- პესკოვი
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირისპირ აუცილებლად შეხვდებიან. „ეს შეხვედრა შედგება. პრეზიდენტებმა გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ნება, რომ ის უნდა შედგეს, მათ შორის, ამას საჯაროდაც აცხადებდნენ. მაგრამ ეს შესაბამის დროს მოხდება. ამისთვის მომზადებაა საჭირო“ – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. ჟურნალისტმა პესკოვს დაუსვა შეკითხვა, შეიძლება თუ არა, გასულ კვირას ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის საუბარი იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი მომავალში ტრამპთან შეხვედრისთვის. „რა თქმა უნდა, ეს გახდება დამატებითი ნაბიჯი ამ შეხვედრისკენ. ყველაფერი კარგად მიდის. საქმე ისაა, რომ თითქმის ნულიდან ურთიერთობების აღდგენა…
მეტი...“ბზობას მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება”- ზელენსკი სუმზე თავდასხმის შესახებ
“მტრის სარაკეტო თავდასხმა იმ დღეს მოხდა, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის ბზობას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. მისი თქმით, რუსეთი ომს აჭიანურებს და საჭიროა მასზე ზეწოლა იმისთვის, რომ აგრესია შეჩერდეს. „მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, მსოფლიოში ყველა, ვისაც სურს ამ ომისა და მკვლელობების დასრულება. რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საჰაერო ბომბები. გვჭირდება რუსეთის მიმართ…
მეტი...ესპანეთში სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა
ესპანეთში, კუნძულ ლანსაროტეზე სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კანარის კუნძულების ხელისუფლებამ ლანსაროტეზე საგანგებო რეჟიმი გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო გამოაცხადა. დატბორილია სახლები და ავტოფარეხები. კუნძულზე შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა. ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, მანქანით გადაადგილებას მოერიდონ.
მეტი...რუსეთის თავდასხმას სუმზე 20 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო დარტყმას ქალაქ სუმზე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულების უმეტესობა სამოქალაქო პირია. ადგილობრივი მთავრობა იუწყება, რომ რუსეთმა იერიშის დროს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, სუმზე იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
მეტი...რუსებმა სუმს შეუტიეს – არიან დაღუპულები
რუსულმა ძალებმა სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები. „დღეს, სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბევრი მსხვერპლია. მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას“ – წერს სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვი.
მეტი...13 წლის გოგოს სასტიკად გაუსწორდნენ (video)
პოლიცია დაინტერესდა კადრებით, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდებიან 13 წლის გოგოს. შესაბამისი ვიდეო, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში, რამდენიმე მოზარდი ჩანს. ერთ-ერთი კი ხმამაღალი საუბრის შემდეგ სასტიკად უსწორდება მოზარდს. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებამ ბრალი 17 წლის გოგონას წარუდგინა.
მეტი...“ლიფტის შახტში მოზარდი სახურავიდან ჩავარდა”- მერიის განცხადება
თბილისის მერია ე.წ. ტიტანიკის კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, შემთხვევა კორპუსის სახურავზე მოხდა, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა. „გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს. შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ,ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა. ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან. ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ…
მეტი...“უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები კარგად ვითარდება”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. „ვფიქრობ, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები შეიძლება, კარგად ვითარდებოდეს, და თქვენ ამის შესახებ ძალიან მალე შეიტყობთ. დადგა მომენტი, როდესაც ან უნდა იმოქმედო, ან გაჩუმდე. ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის“- განაცხადა დოლანდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები „ნორმალურად“ მიმდინარეობს.
მეტი...ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოებას გეგმავს
ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. მან მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა, დატოვონ ის ადგილები, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალები ოპერაციებს განახორციელებენ. „ისრაელის თავდაცვის ძალების ინტენსიური ქმედებები მალე ღაზას ტერიტორიის უმეტესი ნაწილის სხვა ადგილებშიც გავრცელდება და თქვენ საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია მოგიწევთ“ – მიმართა კაცმა ღაზის მოსახლეობას. მინისტრმა ასევე მოუწოდა პალესტინელებს, თავიდან მოიშორონ „ჰამასი“ და გაათავისუფლონ ყველა მძევალი.
მეტი...ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. მათი ცნობით, 13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
მეტი...ამერიკიდან 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაცია იგეგმება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წელს 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაციას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაცია ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს დაახლოებით 30 ქვეყანასთან, რათა მიიღონ დეპორტირებული ადამიანები. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სპიკერის, ტრიშ მაკლაფლინის თქმით, მარტის ბოლოსთვის 100 000-ზე მეტი ემიგრანტი იქნა დეპორტირებული. მას შემდეგ, დეპორტაციის რიცხვი კიდევ 17000-ით გაიზარდა.
მეტი...“ომში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს, ან ევროკავშირის წევრი”- მერცი უკრაინაზე
გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება. „უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს, ან ევროკავშირის წევრი. ეს ეხება ამჟამინდელ მომენტს“ – განაცხადა მერცმა. მან ხაზი გაუსვა, რომ დაპირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ისევე როგორც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ძალაში რჩება, თუმცა, ამის მისაღწევად, ჯერ ომი უნდა შეწყდეს. ამასთან, მერცის თქმით, რუსეთის ამტანობა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს.
მეტი...სტივ უიტკოფი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემაა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნული იდეა სტივ უიტკოფმა მარტში საჯაროდაც გამოთქვა, როდესაც ტაკერ კარლსონს ინტერვიუ მისცა. „ეს რეგიონები რუსულენოვანია. იქ ჩატარდა რეფერენდუმები, სადაც ხალხის უმრავლესობამ გამოხატა სურვილი, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ იყოს“- აღნიშნა უიტკოფმა. თუმცა, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ამ პოზიციას უკრაინა არაერთხელ შეეწინააღმდეგა.
მეტი...ავჭალაში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციისთვის, „ტიტანიკის“ კორპუსი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია.
მეტი...დღეს ბზობაა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას – მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.მართლმადიდებელ ტაძრებში დღეს საზეიმო წირვა აღესრულება, სადაც ბზის ტოტებს აკურთხებენ. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს – ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია.
მეტი...